რაიხის “კუნთოვანი ჯავშანი” და “ორგონული ენერგია”

Admin
ფსიქოლოგია
0
0

 ავტორი: მამუკა გურული   „ნებისმიერი სერიოზული კონფლიქტი სხეულში თავის კვალს რიგიდუ...

 
„ნებისმიერი სერიოზული კონფლიქტი სხეულში თავის კვალს რიგიდულობის (დაჭიმულობის) ფორმით ტოვებს“ (ვ. რაიხი).
 
ვილჰელმ რაიხი - სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის დამფუძნებელი. ფროიდის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო მოსწავლე, რომელიც გამოეყო მას და შექმნა ახალი მეთოდი - ვეგეტოთერაპია. მან თავისი მეთოდის გამოყენებიოთ პირველმა დაიწყო სხეულთან მუშაობა, რაც ფსიქოანალიზის ყველა წესსა და ნორმას ეწინააღმდეგებოდა. რაიხი, პირველად ფსიქოანალიტიკოსთა შორის, იჯდა პაციენტის წინ, აკვირდებოდა და საჭიროების შემთხვევაში ახდენდა სხვადასხვა სახის მანიპულაციებს პაციენტის სხეულზე.
 
1939 წელს რაიხმა აღმოაჩინა ორგონული გამოსხივება, და მალე ტერმინი „ვეგეტოთერაპია“ ჩაანცვლა ტერმინით - „ორგონული თერაპია“. რაიხი ამბობდა, რომ ორგონული ენერგია (როგორც ჩინური „ჩი“ და ინდური „პრანა“) მთელს სხეულში მოძრაობს, მაგრამ იქ, სადაც კუნთური ბლოკებია, იგი ჩერდება და შედეგად ჩნდება - ავადმყოფობა.

15016393_1353686924675541_3804711587099335059_o.jpg

 რატომ ჰქვი ენერგიას „ორგონული?“ ორი სიტყვისგან - „ორგაზმი“ და „ორგანიზმი“. შთამგონებელია?
რაიხზე ამბობდნე, რომ იგი გიჟი იყო. ამის ექოს შეგიძლიათ დღესაც შეხვდეთ, თუ ინტერნეტში მოიძიებთ... რაიხის ისტორიას ბოლოს დავუბრუნდებით, ახლა კი მის სისტემას გავეცნოთ... ამ სტატიაში მოვახდენ სინთეზს რაიხის დროინდელი და თანამედროვე მიდგომებისა... 
 
რაიხის მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში უფორმირდება ხასიათი-ჯავშანი. თავის წიგნში - „ხასიათის ანალიზი“ - რაიხი წერდა: „ხასიათი მდგომარეობს ეგოს ქრონიკულ ცვლილებაში, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ რიგიდულობა. ესაა ადამიანის ქცევის ქრონიკული ხასიათობრივი მოდელის საფუძველი. ასეთი ქცევის მიზანი - გარეგანი და შინაგანი საფრთხეებისგან თავდაცვაა. ქრონიკულად ქცეულ დამცავ მექანიზმს, უფრო სწორია, რომ ვუწოდოთ ჯავშანი, რომელიც უცილობლად ამცირებს საერთო ფსიქიკურ მობილურობას“.
 
რაიხი ამბობდა, რომ:
 
- გონება და სხეული - ერთი მთლიანობაა. ადამიანის ხასიათის ყოველ თვისებას მისთვის შესაბამისი ფიზიკური პოზა გააჩნია;
 
- ხასიათი სხეულში ვლინდება კუნთოვანი რიგიდულობის (გადაჭარბებული კუნთოვანი დაჭიმულობის) ანუ კუნთოვან ჯავშნის სახით;
 
- ქრონიკული დაჭიმულობა ახდენს იმ ენერგეტიკული ნაკადების ბლოკირებას, რომლებიც ძლიერ ემოციებს უდევს საფუძვლად;
 
- ბლოკირებული ემოციები ვერ პოულობენ გამოხატულებას და წარმოქმნიან ე.წ. „კონდენსირებული გამოცდილების სისტემებს“;
 
- კუნთოვანი დაჭიმულობის მოშორება ათავისუფლებს დიდ ენერგიას, რომელიც ვლინდება სითბოს ან სიცივის შეგრძნების, ჩხვლეტის, კანკალის ან ემოციური აღმაფრენის სახით.
 
 
კუნთოვანი ჯავშანის ფუნქცია - უსიამოვნებისგან თავდაცვაა, მაგრამ ორგანიზმი ამ დაცვისთვის იმ საფასურს იხდის, რომ უკვე ნაკლებად შეუძლია სიამოვნების მიღება.
 
რაიხმა აჩვენა, რომ ხასიათი ჯავშანად ჩამოყალიბება დაკავშირებულია კუნთოვან ჯავშანთან და არ უშვებს გრძნობების გამოვლინებას, განსაკუთრებით შიშის, მრისხანებისა და სექსუალური აგზნების. მან დაადგინა, რომ კუნთოვან ჯავშანს სეგმენტარული წყობა აქვს. ჯავშნის სეგმენტები, ანუ რგოლები განლაგებულია ხერხემლის პრეპენდიკულარულად. ჯავშანი შედგება შვიდი სეგმენტისგან და ყოველი მათგანი გარკვეულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში აკავებს ამ სიტუაციებზე რეაგირებისთვის საჭირო რეაქციებს.
 
სეგმენტი შვიდია:
 
1. თვალების; 2. ორალური (ყბის); 3. ყელის. 4. გულ-მკერდის; 5. დიაფრაგმის; 6. მუცლის; 7. მენჯის.
 
 
რაიხის თერაპია მდგომარეობს ჯავშნის ყოველი სეგმენტის თანმიმდევრულ დაშლაში, დაწყებული თვალების სეგმენტით და დასრულებული მენჯის სეგმენტით.
 
კუნთოვანი დაჭიმულობების მოშორება ხდება:
სხეულში ენერგიის დაგროვებით;
 
ქრონიკულ კუნთოვან ბლოკებზე პირდაპირი ზემოქმედებით (მასაჟით);
 
იმ გამონთავისუფლებული ემოციების გამოხატვით, რომლებიც ამ დროს ვლინდებიან;
 
სპონტანური მოძრაობებით, ცეკვითი თერაპიით, მომადუნებელი ვარჯიშებით, იოგათი, ციგუნით, ჰოლოტროპული სუნთქვით და ა.შ.
 
სხვადასხვა ვიბრაციებით, ბუნებრივი ვერბალური ჟღერადობებით, მანტრებით და ა.შ.
ცალ-ცალკე განვიხილოთ თვითოეული სეგმენტი:
 
1. თვალების სეგმენტი
 
ეს სეგმენტი წარმოდგენილია „სკალპის“ კუნთებით და თვალების მამოძრავებელი კუნთებით.
თვალების სეგმენტის ბლოკის გარეგნული გამოვლინებებია:
 
1. არანორმალურად მოძრავი თვალები,
2. არანორმალურად უძრავი თვალები,
3. საუბრის დროს შუბლის ძლიერი და გამუდმებული შეჭმუხვნა.
4. მკაცრი სახე წარბებს შორის მუდმივი ნაოჭით.
5. გამუდმებით „გაოცებულად“ აწეული წარბები და გაფართოებული თვალები.
6. უძრავი შუბლი და თვალების „ცარიელი“ მზერა, რომლებიც თითქოს უძრავი ნიღბიდან იყურებიან.
 
თვალების სეგმენტის ჯავშანი ყალიბდება ბავშვობაში და ცხოვრების განმავლობაში მნიშვნელოვნად მყარდება. თვალებით ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანზე. შეგვიძლია დავინახოთ, როგორ ტირის, როგორი მოწყენილია, როგორ ბრაზობს, იტყუება, ეშინია, რცხვენია, იცინის და ა.შ. შემთხვევით არ უწოდებენ თვალებს სულის სარკეს. ალბათ ყველას სმენია ოდესღაც ფრაზა: „თვალებში მიყურე“ და ამ მომენტში, რომ არ გეჩვენებინათ, თუ რა გემართებოდათ, ნიღაბს იფარებდით, თვალებს, და შესაბამისად სულსაც (ემოციებსაც) ყინავდით. ძალიან ხშირად ადამიანები თვალის ბლოკით იტანჯებიან თვალების სხვადასხვა ავადმყოფობებით, თავის ტკივილებით, ასევე უჭირთ, რომ თავიანთი გრძნობები ტირილით გამოხატონ, ან პირიქით, მუდამ ცრემლიანი თვალები აქვთ (და ეს გამოიყურება როგორც არანორმალური მდგომარეობა).
 
კუნთოვანი ბლოკები თვალების სეგმენტში ძირითადად ჩნდება ე.წ. სოციალური შიშების გამო: 1. შეცდომის დაშვების შიში, 2. სხვებისგან საკუთარ თავზე შეფასების მოსმენის (დანახვის) შიში. 3. შიში, რომ არ ვაწყენინოთ, შეურაცხყოფა არ მივაყენოთ სხვა ადამიანს.
 
ჯავშანის მოშორება ხდება შემდეგი მეთოდებით:
 
1. თვალების მაქსიმალურად გაფართოებით, ისე რომ წარბები და შუბლიც ჩაერთოს; ამ დროს ხელოვნურად უნდა გამოვხატოთ შიშის გრძნობა, სახე და მიმიკა კი სრულად უნდა გამოხატავდეს ამ ემოციას.
 
2. 10-20 წუთის განმავლობაში სხვა (სასურველია უცხო) ადამიანისთვის თვალებში მზერით, რათა ამ დროს მოსული ყველანაირი შეგრძნება, უხერხულობა, სითბო, სიცივე, პოზიტიური თუ ნეგატიური განწყობა გაცნობიერებულ იქნეს და თვალების ზონა ბოლომდე გახსნილი დარჩეს.
 
3. ეფექტურია ასევე თვალების სხვადასხვა სახის გიმნასტიკაც.
 
2. ორალური (ყბების) სეგმენტი
 
პირის მიდამო მოიცავს ყელის, ნიკაპის, ყბის და კეფის ქვედა ნაწილის კუნთებს. ადამიანის ყბას შეუძლია მიიღოს ორი უკიდურესი მგომარეობა - ან იყოს მეტისმეტად დაჭიმული, ან პირიქით, მეტისმეტად მოდუნებული.
 
კუნთოვანი ბლოკები ამ სეგმენტში ჩნდება ტირილის, ყვირილის, რისხვის შეკავების მცდელობის გამო. უფრო ზუსტად კი - აკრძალვის - მათ ღია, ხმამაღალ, „ხმაურიან“ გამოხატულებაზე.
 
პირის სეგმენტში ბლოკის გარეგნული გამოვლინებებია:
 
1. გამუდმებული ღეჭვა, კბენა, წოვა და სხვადასხვა საგნების ღრღნა.
2. მიჯაჭვულობა საღეჭ რეზინზე,
3. გამუდმებით ერთმანეთზე მძლავრად დაჭერილი ყბები.
4. გამუდმებით დაშვებული ქვედა ყბა.
5. გრძნობების ხმამაღლა გამოხატვასთან დაკავშირებული სირთულეები („სიტყვაძუნწობა“).
 
ორალური სეგმენტის კუნთების დაძაბულობა იკავებს ჯერ კიდევ ახალშობილობის პერიოდიდან გაჩენილ სურვილებს, გრძნობებსა და რეაქციებს, როგორებიცაა: ყვირილი, ტირილი, ბრაზი, გრიმასულობა, კბენა და წოვა.
 
ორალურ სეგმენტზე ჯავშნის მოხსნა შესაძლებელია: შესაბამისი ემოციებისა და მიმიკების განსახიერებით: კბენის, ღრიალის, სიტყვების მკაფიოდ წარმოთქმის, რომლის დროსაც ტუჩებიც ჩართულია, რისხვის, ლანძღვის, ტირილის და ა.შ. ყველა შეკავებული ემოციისა და რეაქციის გამოტანით. ასევე გარკვეულ კუნთებზე შესაბამისი მუშაობით, სახისა და ყბის კუნთების მასაჟით.
 
3. ყელის სეგმენტი
 
მოიცავს ყელის ღრმა კუნთებს და ენას. ბლოკი აკავებს ძირითადად ბრაზს, ყვირილს და ტირილს. ემოციები თითქოს იყლაპება („ყელში ბურთის მოწოლის“ შეგრძნება). ყელის ღრმა კუნთებზე პირდაპირი ზემოქმედება შეუძლებელია, ამიტომ დაჭიმულობის მოხსნაში გვეხმარება ყვირილი, ღრიალი, სიმღერა, გულისრევითი მოძრაობები, ენის გამოყოფა, თავის წინ დახრა, ტრიალი და ა.შ. ბლოკი ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში - ტირილი, ყვირილის და გაბრაზების აკრძალვის გამო.
 
4. გულ-მკერდის სეგმენტი
 
გულ-მკერდი, მხრები, ხელები - სიცილი, ბრაზი და რისხვა, სევდა, სიყვარული და ვნება. გულ-მკერდის სეგმენტი მოიცავს გულ-მკერდის ფართე კუნთებს, მხრების და ბეჭების კუნთებს, მთელ გულმკერდის ყაფაზს და ხელებს. რაიხი მბობდა, რომ გულ-მკერდის სეგმენტი გამოიხატება ჩასუნთქვის პოზის დროს - სუნთქვის შეკავებისას, ზედაპირული სუნთქვისას და გულ-მკერდის ყაფაზის უძრაობის დროს. და როგორც ცნობილია, სუნთქვის შეკავება - ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ნებისმიერი ემოციის ჩასახშობად, რაც ხდება კიდეც მოცემულ შემთხვევაში.
 
რაიხის მიხედვით, გულ-მკერდის სეგმენტში ჩაკეტილია ყველაზე ადამიანური გრძნობები: „მოუთვინიერებელი ვნება“, „სულისგამგმირავი გმინვა“, „ქვითინი“ და „აუტანელი სევდა“.
 
„ეს ბუნებრივი ემოციები მიუწვდომელია ადამიანისთვის, რომელიც ჯავშანშია ჩაკეტილი. მისი ვნება „ცივია“, იგი თვლის, რომ ტირილი „არაკაცურია“, „ბავშვურია“, ან რაღაცნაირად „შეუფერებელია“. ადამიანები, რომლებსაც ბლოკი აქვთ გულმკერდის სეგმენტში, უინიციატივოები არიან, გამუდმებით აკონტროლებენ და ზღუდავენ თავს. ბლოკირება გულმკერდის სეგმენტში ადამიანის ტანადობას აფუჭებს.
 
რაიხი გულ-მკერდის სეგმენტს მთელი კუნთოვანი ჯავშნის ცენტრალურ ნაწილად თვლიდა და ამბობდა, რომ იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტია, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანსა და მის ჯანმრთელობაზე:
„გულ-მკერდის ყაფაზის ქრონიკულ გაფართოებას შესაძლოა თან ახლდეს მიდრეკილება მაღალი არტერიული წნევისადმი, კანკალისადმი და შფოთვისადმი, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს გულის კუნთის ჰიპერტროფია. სხვადასხვა გულის დაავადებები უშუალოდ გულმკერდის ყაფაზის ქრონიკული გაფართოების გამო და ირიბად - შფოთვის სინდრომის გამო ჩნდება. ფილტვების ემფიზემა - ესაა გულმკერდის ყაფაზის ქრონიკული გაფართოების შედეგი, აქედანვე მოდის წინასწარგანწყობა პნევმონიისა და ტუბერკულოზისადმი. გულ-მკერდის ჯავშანი ვლინდება ასევე მოუხერხებელ ხელებად და გამოიხატება „სისასტიკედ“ და „მიუდგომელობად“. ასეთი პაციენტების ცხოვრება ხასიათდება უინიციატივობით, რაც განპირობებულია იმითაც, რომ მათ არ შეუძლიათ ხელების თავისუფლად გამოყენება. ქალებში გულ-მკერდის ჯავშნის გამო ხშირად ქრება ძუძუს კერტების მგრძნობელობა. არასაკმარისი სექსუალური დაკმაყოფილება ან მისი არარსებობა, ასევე ზიზღი ბავშვის ძუძუთი გამოკვებისადმი, სწორედ ჯავშნის ამ სეგმენტის შედეგია“.
 
გულ-მკერდის დაჭიმულობა გამოიხატება რამდენიმე სიმპტომით: სუნთქვის გაძნელება, დაძაბულობა, ოფლიანი და ცივი ხელები, დაძაბულად აწურული ან ავადმყოფურად დაშვებული მხრები, ჩავარდნილი ან გაფართოებული გულ-მკერდი, ნაკლებად მოქნილი სხეული.
 
ჯავშნის მოშორება შესაძლებელია: სუნთქვითი პროცესებზე მუდმივი მუშაობით, განსაკუთრებით სრული ამოსუნთქვით; ხელების მკვეთრი და დარტყმითი მოძრაობებით; სიცილის თერაპიით.
5. დიაფრაგმის სეგმენტი
 
დიაფრაგმის სეგმენტი - ძლიერი ბრაზი, რისხვა, სოციალური შიშები, ასევე ზიზღი, აზიზობა და ღებინების უუნარობა, ან პირიქით, ღებინების ხშირი შეტევები.
ეს სეგმენტი მოიცავს დიაფრაგმას, მზის წნულს, სხვადასხვა შინაგან ორგანოებს, ხერხემლის ამ დონის მალათა კუნთებს. დამცავი ჯავშანი ხშირად გამოხატულია ხერხემლის წინ გამოზნექით, ლორდოზით. ასევე ადამიანს დიაფრაგმალური ბლოკით აქვს სირთულეები სუნთქვასთან, განსაკუთრებით კი ამოსუნთქვასთან დაკავშირებით (დაახლოებით ისევე, როგორც ბრონქული ასთმი დროს). ეს კუნთოვანი ბლოკი აკავებს ძლიერ ბრაზს.
 
ამ სეგმენტის დასაშლელად, პირველ რიგში საჭიროა: მნიშვნელოვანწილად დავშალოთ პირველი ოთხი სეგმენტი. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება დიაფრაგმის სეგმენტზე მიზანმიმართული მუშაობა ხანგრძლივი და რთული სუნთქვითი პრაქტიკებით, ასევე ღებინების რეფლექსის იძულებითი გამოწვევით.
 
6. მუცლის სეგმენტი
 
მუცელი - სიბრაზე და მიუღებლობა. ზურგი და წელი - თავდასხმის შიში, როგორც ფიზიკურის, ასევე ფსიქოლოგიურის. დამცავი ჯავშანი ამ ზონაში ასოცირდება ზიზღის, სიბრაზის, სიძულვილის, ასევე ღიტინის შიშის დათრგუნვასთან.
 
ეს სეგმენტი მოიცავს მუცლის ფართე კუნთებს, წელისა და ზურგის კუნთებს. მუცლი სეგმენტის ბლოკის დროს ადამიანი განიცდის ძალების ნაკლებობას, მოთენთილობას და აპათიას, ხშირად იტანჯება კუჭ-ნაწლავი აშლილობებით. ზედა სეგმენტების გახსნის შემდეგ მუცლის სეგმენტის გახსნა საკმაოდ იოლია.
 
7. მენჯის სეგმენტი
 
მენჯის სეგმენტი - აკავებს ბუნებრივ მოთხოვნილებას სიამოვნების მიღებაში, სექსუალური აგზნებისა და დაკმაყოფილების შეგრძნებასა და რისხვის სპონტანურ გამოხატვაში. იგი მოიცავს მენჯისა და ქვედა კიდურების ყველა კუნთს. რაც უფრო ძლიერია დამცავი ჯავშანი, მით უფრო უკანაა გაზნექილი მენჯი. დუნდულა კუნთები დაჭიმული და მტკივნეულია. მენჯი უგრძნობად და არასექსუალურად გამოიყურება. ეს ბლოკი სხვა ბლოკებზე ადრე იქმნება და ყველაზე რთულად გასახსნელად ითვლება. რაიხი თავის წიგნში „ხასიათის ანალიზი“ აღწერს საკმაოდ ბევრ პათოლოგიურ სიმპტომს, რომელიც მენჯის სეგმენტს უკავშირდება:
„ადგილი აქვს შეკრულობებს, ლუმბაგოს, სწორი ნაწლავის სხვადასხვა სახის სიმსივნეებს, საკვერცხეების ანთებას, საშვილოსნოს პოლიპებს, კეთილთვისებიან და ავთვისებიან წარმონაქმნებს, შარდის ბუშტის გაღიზიანებას, ვაგინალურ უგრძნობლობას, პენისის ზედაპირის უგრძნობლობას ურეთრას გაღიზიანებადობასთან ერთად.
 
მამაკაცებში მენჯის ანორგონია იწვევს ერექტიულ იმპოტენციას ან ნაადრევ ეაკულაციას. ქალებში ხშირად აღინიშნება სრული ვაგინალური უგრძნობლობა ან ვაგინალური მუსკულატურის სპაზმი (Vaginismus). ხშირად აქვს ადგილი ტკივილებს, ხოლო ანალიზები აჩვენებენ მიკროორგანიზმების არსებობას ვაგინალურ ეპითელიუმში (Trichomonas vaginaüs).
 
არსებობს სპეციფიური მენჯითი შფოთვა და სპეციფიური მენჯითი რისხვა. ისევე, როგორც ჯავშნის მხრის სეგმენტი, მენჯის რგოლიც ასევე აგროვებს შფოთვისა და ბრაზის ემოციებს.
ორგასტული იმპოტენცია ჰბადებს მეორად იმპულსს სექსუალური სიამოვნების ძალის მეშვეობით მიღებისთვის. როცა სქესობრივი აქტის იმპულსი შესაბამისობაში მოდის სიამოვნების ბიოლოგიურ პრინციპთან, ხდება შემდეგი: სასიამოვნო შეგრძნებები უცილობლად ამოტრიალდებიან ბრაზის იმპულსებად, რადგნაც ჯავშანი ეწინააღმდეგება ამ სეგმენტის სპონტანური კონვულსიური მოძრაობების განვითარებას; ჩნდება „გარღვევის აუცილებლობის“ მტკივნეული შეგრძნება, რომელსაც შეუძლებელია ვუწოდოთ სხვა რამ, თუ არა სადისტური.
 
ისევე, როგორც ყველგან, ცოცხალის სფეროში, მენჯის ნაწილში შეკავებული სიამოვნება ბრაზად გვიბრუნდება, ხოლო დამორჩილებული ბრაზი - კუნთოვან სპაზმებად. კლინიკური კვლევების პროცესში შეგვიძლია დავინახოთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გაიხსნა (დაიშალა) მენჯის ჯავშანი და რამდენად მოძრავი გახდა მენჯი, სხეულის ამ ნაწილში არ ჩნდება სასიამოვნო შეგრძნებები, სანამ მენჯის მუსკულატურა ბრაზს არ გამოანთავისუფლებს“.
 
რაიხის აზრით დადებითი გრძნობების განცდა შეუძლებელია, სანამ არ მოხდება უარყოფითი ემოციებისგან განმუხტვა.
 
მენჯის სეგმენტის კუნთოვანი ჯავშანი შესაძლებელია გახსნილ იქნეს: მენჯის მიდამოს აქტივაციით, მენჯის კუნთების მრავალჯერადი შეკუმშვებით და შემდეგ მათი მკვეთრი მოდუნებით, ასევე ფეხების მკვეთრი მოძრაობებით და მენჯის მიდამოს შედარებით მყარ ზედაპირზე დარტყმებით. თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მენჯის გახსნა ყველაზე ბოლოს ხდება და ყველაზე რთულია.

simhasana

სიმჰასანა

ლომის პოზას (სიმჰასანა) შეუძლია გახსნას კუნთოვანი ბლოკები ზედა ოთხი სეგმენტის მიდამოებში.

pashcimatasana

პაშჩიმატასანა

პაშჩიმატასანას პოზას შეუძლია მოხსნას დაძაბულობა ქვედა სამი სეგმენტის (დიაფრაგმის, მუცლის და მენჯის) მიდამოებში.

 
shavasana

შავასანა (მკვდრის პოზა)

შავასანა (მკვდრის პოზა) დაგეხმარებათ დაჭიმული მიდამოების გამოვლენაში.
 
ცხოვრების განმავლობაში, შეკავების გამო, ჯავშანი უფრო და უფრო მაგრდება და ამუხრუჭებს სასიცოცხლო ენერგიის, ორგონის ენერგიის მოძრაობას სხეულში და არ აძლევს საშალებას ადამიანს, რომ იცხოვროს სავსე ცხოვრებით, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თვალსაზრისით.
 
ისტორიული ცნობები:
 
ვილჰელმ რაიხი ამბობდა: „ორგონული თერაპიის მთავარი ამოცანაა - ჯავშანის დანგრევაა, სხვა სიტყვებით, პლაზმის მოძრაობის აღდგენა. ჯავშანით შეზღუდულ ადამიანს ამა თუ იმ დონით ყველა ორგანოში აღენიშნება პულსაციის შემცირება ან შეზღუდვა, და ორგონული თერაპიის მიზანი მისი სრული აღდგენაა. ეს ბიოფიზიკური მეთოდით კეთდება, შეკავების პოზის დაშლის გზით. ორგონული თერაპიის იდეალური შედეგი - ორგასტული რეფლექსის წარმოშობაა“. ამიტომ კუნთოვან ჯავშანზე ზემოქმედებას მივყავართ ინდივიდის სხეულის ენით რეაგირებამდე და შესაძლებელია იყოს ინსტრუმენტი ფსიქოლოგიური პროლემების, და როგორც შედეგი ფსიქოსომატური პრობლემების მოსაგვარებლად.
 
საინტერესოა, რომ ჩინურ სწავლებას სხეულის ენერგეტიკული მერიდიანების შესახებ, რომლებშიც „კი“-ს ანუ „ჩი’-ს კოსმიური ენერგია მიედინება, ასევე ინდურ სწავლებას ენერგეტიკული არხების შესახებ, რომლებიც აკავშირებენ შვიდ ძირითად ჩაკრას, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი შთანთქავს სასიცოცხლო კოსმიურ ენერგიას (პრანას), იგივე პრინციპები გააჩნიათ, რაც ვილჰელმ რაიხის სწავლებას. სახელდობრ ის, რომ კოსმიური ენერგიის დინების დამუხრუჭებას ან ამ ენერგიის ნაკლებობას ადამიანის სხეულში მივყავართ ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე და ფიზიკურ დაავადებებამდე. და ძირითად ამოცანას წრმოადგენს ადამიანი სხეულის სოსმიური ენერგიით ჰარმონიული გაჟღენთვა, და ამ ენერგიის ორგანიზმში დაუბრკოლებლად მოძრაობის აღდგენა.
 
1940 წელს რაიხმა დაამზადა თავისი პირველი ორგონის აკუმულატორი. ეს იყო ხის ყუთი, რომლის შიგა ნაწილიც ფოლადის ფურცლებით იყო გაწყობილი. პირველი აკუმულატორი საშუალებას იძლეოდა რომ ექსპერიმნტი მხოლოდ თაგვებზე ჩაეტარებინათ. 

akumulator
რაიხი ორგონის აღმოჩენის პირველივე მომენტიდან ცდილობდა მისი არსებობის დამტკიცებას. სურდა, რომ ხილული გაეხადა იგი რადიაციის მოდერნიზებული მრიცხველები მეშვეობით. მან აღმოაჩინა, რომ ორგონი აკუმულატორში ტემპერატურა 1 გრადუსით მაღლა იწევდა. ტემპერატურის მომატების აწევა შესაძლებელი იყო აეხსნათ მხოლოდ აკუმულატორში ორგონის, ანუ სასიცოცხლო ენერგიის დაგროვებით.
 
რაიხის კვლევებით ალბერტ აინშტაინიც ინტერესდება, რომელსაც რაიხი ხვდებოდა და მიმოწერაც ჰქონდა. მაგრამ შედეგთა შეფასებებში უთანხმოების გამო აინშტაინთან მიმოწერა შეწყდა. ადამიანების სამკურნალოდ რაიხი ქმნის ორგონის აკუმულატორის სხვადასხვა მოდიფიკაციებს ზეწრების და ყუთების სახით, რომელშიც პაციენტებს ათავსებდნენ.

15078832_1353703758007191_2647184810782889911_n.jpg

კვლევებმა მიიყვნა რაიხი დასკვნამდე, რომ ორგონის აპარატს შეეძლო სხვადასხვა ფსიქიკური და ფიზიკური ავადმყოფობების განკურნება, მათ შორის ონკოლოგიურისაც.
 
ვილჰელმ რაიხმა ატმოსფეროშიც აღმოაჩინა ე.წ. უარყოფითი სასიკვდილო ორგონული ენერგია (DOR). ყველაზე მეტ კონცენტრაციას ეს სასიკვდილო ენერგია აღწევდა ქარიშხლებისა და ქარბორბალების ცენტრში. მან შეიმუშავა მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც შეეძლო შტორმის ძალის შემცირება - DOR-ის კონცენტრაციის შემცირების ხარჯზე. რაიხის სამუშაოს ამ მიმართულების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში, პრესტონ ნიკოლსის მასალებში - „ვილჰელმ რაიხი და ფენიქსის პროექტი“.
 
რაიხმა შეიმუშავა და ააშენა უზარმაზარი ქვემეხები, ე.წ. Cloudbuster, რომელთა მეშვეობითაც შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა სასიკვდილო ორგონულ ენერგიაზე (DOR), და ასევე გაეფანტა ღრუბლები, ან გამოეწვი წვიმა.
 
buster
 
1951 წელს, თავი წიგნში «The Oranur Experiment» რაიხი ამტკიცებს, რომ ორგონის ენერგიის მეშვეობით შესაძლებელია ატომური აფეთქების შედეგების ლიკვიდირება, სხივურ დაავადებებთან ბრძოლა და რადიოაქტიური გამოსხივებისადმი იმუნიტეტის გამომუშავება. 
 
1954 წელს აშშ-ს ფედერალურმა საწარმოო და ფარმაკოლოგიურმა სამმართველომ რაიხის წინააღმდეგ საქმე აღძრა მისი ორგონული აკუმულატორების იჯარით უკანონოდ გაცემის გამო და აკრძალა მისი შემდგომი წარმოება და გამოყენება. სათანადო შემოწმებების გარეშე რაიხი გამოაცხადეს შარლტანად და თაღლითად, რომელიც თითქოსდა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთი საშიშ ექსპრიმნტებს ატარებდა.
 
მიუხედავად აკრძალვისა, ჩათვალა რა მის წინააღმეგ ბრალდებები შეცდომად, რაიხმა სასამართლოში წერილი გაგზავნა თავისი თეორიისა და მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების ახსნით და განაგრძო თავისი კვლევები, ორგონული აკუმულატორების წარმოება და ორგონული ენერგიის მეშვეობით ადამიანების მკურნალობა.
 
1956 წლის მაისში შედგა სასამართლო, რომელზეც რაიხი არ გამოცხადდა, ჩათვალა რა, რომ სასამრთლოსთვის მისი წერილობითი ახსნა-განმარტებაც საკმარისი ინებოდა. მეცნიერის არ-გამოცხადება აღიარეს, როგორც სასამართლოსადმი უპატივცემულობა და მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
 patimroba
 რვათვიანი პატიმრობის შემდეგ ვილჰელმ რაიხი აშშ-ს ფედერალურ ციხეში, ოფიციალური ვერსიით - გულის შეტევით - გარდაიცვალა. მისი ლაბორატორია გაანადგურეს, წიგნები და მოწყობილობები დაწვეს, ხოლო არქივები საიდუმლო გაასაიდუმლოეს. ასეთი ზომები გაკვირვებას იწვევენ, ვილჰელმ რაიხი ხომ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი იყო, და არა ჯადოქარი, და მას ამერიკის სასამართლო ასამართლებდა 1956 წელს, და არა ინკვიზიცია - შუა საუკუნეებში.
 
აშშ-შ მხოლოდ 1967 წელს მოხსნეს აკრძალვა მისი წიგნების ბეჭდვაზე. რუსეთში რაიხის წიგნები პირველად 1997 წელს გამოიცა.
 
raix
 
აშკარაა, რომ ეს ნიჭიერი ადამიანი ხიფათს წარმოადგენდა სხვადასხვა საზოგადოებებისთვის, ამიტომ იგი განდევნეს ფსიქოანალიტიკოსთა ასოციაციიდან, ასევე მრავალი ქვეყნიდან, სადაც ცხოვრება და მუშაობა უწევდა, დაწყებული ავსტრიით, შემდეგ გერმანია, დანია, შვედეთი, ნორვეგია და ბოლოს აშშ, სადაც გაასამართლეს და ციხეში გარდაიცვალა.
მიუხედავად ასეთი სევდიანი დასასრულისა, მისი საქმე ისევ ცოცხლობს. დღეისთვის წარმატებით მუშაობს სხვადასხვა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოლოგიის მიმართულებები, რომლებსაც საფუძვლად უდევთ რაიხის შრომები. სტატიას ვილჰელმ რაიხის სიტყვებით დავასრულებ:
 
„... ჯავშანი ბლოკავს შფოთვას და იმ ენერგიას, რომელმაც გამოსავალი ვერ იპოვა, ამის ფასია - პიროვნების გაღარიბება, ბუნებრივი ემოციურობის დაკარგვა, ცხოვრებისგან და სამუშაოსგან სიამოვნების მიღების უუნარობა... შესაძლებელია ხაფანგისგან თავის დაღწევა. მაგრამ იმისთვის, რომ ციხეს თავი დააღწიო, საჭიროა გაიგო, რომ ციხეში ხარ. ხაფანგი - ესაა ადამიანი ემოციური სტრუქტურა, მისი ხასიათობრივი სტრუქტურა. ცოტა სარგებელი მოაქვს აზრთა სისტემის გამოგონებას ხაფანგის ბუნების შესახებ; ერთადერთი, რაც საჭიროა გასათავისუფლებლად - ესაა ხაფანგის ცოდნა და გამოსავალის პოვნა“.
 
 
 თუ მოგეწონათ, გააზიარეთ... 

მსგავსი სტატიები

ლარა ბოიდი - ეს ტექსტი თქვენს ტვინს შეცვლის


ტვინის შესახებ ჩვენი წარმოდგენები თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება,...

ინტერვიუ კარლ გუსტავ იუნგთან


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე  წყარო ნება მომეცით, შეკითხვა დაგი...

რატომ უნდა ესაუბროთ უცნობებს


TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია წამყვანი: კიო სტარკი მთარგმნელი: ქრი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff