როგორია CT-ს მეთოდოლოგია?

Admin
ფსიქოლოგია
0
0

  მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო: cognitivetype.com თანამედროვე მეცნიერების აღორძ...

 

face002

მთარგმნელი: კესო გაგოშიძე

წყარო: cognitivetype.com

თანამედროვე მეცნიერების აღორძინების ეპოქაში, ჩარლზ დარვინი იყო პირველი, რომელმაც გამომეტყველებასა და მენტალურ/ემოციურ ბუნებას შორის კავშირი დაინახა და აღწერა. მისი თეორიის თანახმად, ყველა ემოციურ გამოხატულებას, რომელიც გამომდინარეობს თანდაყოლილი ინსტინქტებიდან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ევოლუციური განვითარების გზაზე. თუმცა იმ პერიოდში მისი სხვა ნაშრომი უფრო პოპულარული გახდა – „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (1858) – ამ კვლევამ გაუთქვა სახელი აკადემიურ სამყაროში დარვინს. მისი თეორიები სხეულის ენაზე და გამომეტყველებებზე მთელი ასი წლის განმავლობაში თაროზე იმტვერებოდა. იმ პერიოდში ანთროპოლოგების საზოგადოებაში ბატონობდა აზრი, რომ სხეულის ენაზე მხოლოდ აღზრდა, გარემოცვა და ფიზიკური ჯანმრთელობა ახდენდა გავლენას.

შემდეგ, მეოცე საუკუნეში ახალგაზრდა ანთროპოლოგი – პოლ იკმანი, დარვინის შეხედულებების გათვალისწინებით, დაუპირისპირდა იმდროინდელი ანთროპოლოგიის საზოგადოებაში გაბატონებულ აზრს. მან შეძლო დაემტკიცებინა, რომ ემოციურ გამომეტყველებებს საფუძვლად უნივერსალური ევოლუციური კოდი უდევს მთელს ცხოველთა სამყაროში, განსაკუთრებით კი – ადამიანებში.

ანთროპოლოგი რამდენიმე კონტინენტზე ადგილობრივ მოსახლეობას უჩვენებდა ემოციებს და ეკითხებოდა რას ფიქრობდნენ, რას წარმოადგენდა თითოეული ემოციური ჟესტი. ყველგან თითქმის ერთსა და იმავე პასუხს იღებდა და საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს 6 ფუნდამენტური ემოცია. მიუხედავად და რადგანაც გამოკითხულები ცივილიზებული სამყაროს წევრები იყვნენ და საერთო ისტორიით თუ კულტურით შეიძლებოდა გაზიარებინათ შეხედულებები გამომეტყველებებზე, გადაწყვიტა სრულიად იზოლირებულ ადამიანებს დაკავშირებოდა. ამ მიზნით იკმანი პაპუა ახალ გვინეაში გაემგზავრა და იქაური ადგილობრივები გამოკითხა. ყველას გასაკვირად, იგივე პასუხები მიიღო რაც ცივილიზებულ ქვეყნებში და ასე დაამტკიცა, რომ ყველა ადამიანის ემოციურ/მენტალურ გამოხატულებებს უძველესი დროიდან საერთო კოდი უდევს საფუძვლად. ჩარლზ დარვინის დიდი ხნის მივიწყებულ თეორიას ახალი სიცოცხლე ჩთაებერა.

“სიცრუის დეტექტორი”, ანუ გამომეტყველებები, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ

ekman11 960x1024

დარვინ-იკმანის აღმოჩენებმა და მტკიცებულებებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს ekman11-960x1024.pngწარმოდგენები სოციალურ კონდიციებზე. კვლევებმა გვაჩვენეს, რომ როგორსაც ვფიქრობდით ისეთი დიდი გავლენა არ გვაქვს ჩვენს გამომეტყველებებზე და არც ჩვენს ცნობიერს ძალუძს ბოლომდე გააკონტროლოს სხეულის ენა. ჩვენი ემოციები, სხვა ძუძუმწოვრების ემოციების მსგავსად, ხანგძლივი ევოლუციური პროგრამირების ნაწილია. მაგალითისთვის, სიბრაზის გამოხატვისას ჩვენდაუნებურად კბილებს ვკრიჭავთ, ეშვებს ვაჩენთ, ანუ ფუნდამენტურად ზუსტად ისე გამოვხატავთ ფიზიკურად აგრესიას, როგორც მაგალითად ძაღლები და მგლები.

1985 წელს პოლ იკმანმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით “ტყუილების ლაპარაკი”, რითიც უფრო გააფართოვა არაცნობიერი გამომეტყველებების ცნება – აღწერა ადამიანის შინაგანი მოტივაციები და სიღრმისეული ემოციური დამოკიდებულებები მაშინ, როცა მისი ქმედებები და სიტყვები არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ წიგნის დახმარებით შემდგომში შეიქმნა ინსტრუმენტი, ანუ “სიცრუის დეტექტორი” რომელიც ჩვენი სხეულის ენის გავლით უკან იტოვებს სიტყვებსა და ჩვენს სუბიექტურ ხარვეზებს აღწერილ ფაქტებში. ამის შემდეგ, ჩვენ აღარ გვეძლევა საბოლოო სიტყვა სიმართლეზე; ჩვენი გამომეტყველებები და სხეულის ენა გაგვცემს და ლაპარაკობს ჩვენს მაგივრად.
მოგვიანებით იკმანის შრომა გაფართოვდა – 6 ფუნდამენტური ემოცია გადაიშალა საყოველთაო კოდებად, რომელიც მოიცავს ემოციურ სტრუქტურებისა და ყველა ძირითადი შეკუმშვადი კუნთის კომბინაციას. FACS (Facial Action Coding System – სახის მოქმედების კოდური სისტემა) – არის იკმანის შრომებზე დაყრდნობით შექმნილი სტანდარტი, რომელიც დღემდე შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების და დამნაშავეების შესასწავლად, კინო-ინდუსტრიაში და თეატრში, სახის აღდგენის ინტრუმენტად და სხვა მრავალ სფეროში გამოიყენება.

კოგნიციის კითხვა

4energetics001 1

კარგი, მაგრამ რა საერთო აქვს ამ ყველაფერს კოგნიტურ ტიპებთან (CT)? დარვინ-იკმანის მტკიცებულებები შეგვიძლია კოგნიტური ტიპების შესწავლის მასალადაც მივიჩნიოთ, კონკრეტულად კი:

გამომეტყველებათა არაცნობიერობა: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ცნობიერად აკონტროლონ საკუთარი სახის გამომეტყველებები – ისევე როგორც სუნთქვის პროცესი, ჩვენი სახის კუნთების უმეტესობის შეკუმშვის სისტემა მაინც ავტომატურია. ადამიანის დაბადების წამიდან ემოციური გამომეტყველებები ინსტინქტურია და არ საჭიროებს სწავლას.

განსხვავება იკმანის შრომასა და CT-ს შორის ისაა, რომ CT ეხება მიკრო-გამომეტყველებებს, და არა ემოციებს. თუ იკმანი გეტყვის რას გრძნობ, CT გეტყვის, ზოგად ჭრილში, რას ფიქრობ.

რატომ ვიღუშებით და რატომ ვიყურებით ქვევით როცა რამის გახსენებას ვცდილობთ? რატომ ვიყურებით მაღლა და ვატრიალებთ თვალებს ბრეინსთორმინგის დროს ან როცა ვცდილობთ რამის პერიფრაზირება გონებაში? რატომ გვიჩნდება ჟესტიკულაციის მოთხოვნილება საუბრის დროს ან რატომ ვპასუხობთ სერიოზულ კითხვას მზერის გაქცევით და გაპასიურებით?

როგორც ემოციები, ეს დეტალები არაცნობიერად საუბრობენ ჩვენს შინაგან სისტემებსა და გამოცდილებებზე. მაგრამ ემოციებისგან განსხვავებით, ისინი აღწერენ ჩვენს მიმღებლობას და ამთვისებლობას იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც იმ მომენტში ვამუშავებთ გონებაში. სხეულის ენაზე დაყრდნობით, ჩვენ გავიგებთ ადამიანი ამ ინფორმაციას განსჯის, წარმოიდგენს, წარსულ ფაქტებს უკავშირებს თუ შინაგან სისტემასთან აადაპტირებს. და თუ დააკვირდებით ამ პროცესს, დაინახავთ, რომ ყველა ადამიანი რაღაც კონკრეტულისკენ იხრება უმეტესად და ეს წარმართავს მისი კოგნიციის მეტაბოლიზმს. ეს ფაქტი სრულიად სპონტანურად საფუძველს უყრის ტიპებს.

 

 

ობიექტური მეტრაჟი


რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, CT ჯგუფმა შექმნა ვებთული, ანუ CTVC (Cognitive Type Vultology Code), რომელიც 101 სახის მიკრო-გამომეტყველებაზე დაყრდნობით არკვევს ადამიანის ინფორმაციის პროცესირების ექსპრესიას, არკვევს რომელ კოგნიტურ ფუნქციებს ანიჭებს ბუნებრივად უპირატესობას, ანუ – კოგნიტურ ტიპს. როგორ მუშაობს ეს მექანიზმი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

რა იქნება მომავალში?

მომავალში ადამიანის ფსიქოტიპის გარკვევა შესაძლებელი გახდება ავტომატური სახის გამშიფრავი პროგრამით, ანუ იგივე შედარებითი ალგორითმით რომელიც ადამიანის სახეს არქივში არსებულ გამომეტყველებებს შეადარებს. ასე შევძლებთ გავიგოთ რა მსგავსებები და განსხვავებები არსებობს ადამიანების ემოციურ/ფსიქოლოგიურ/საყოფაცხოვრებო სტილებს შორის. პროგრამა შესაძლებელია არამარტო ფსიქოლოგიური ტიპების გარკვევისთვის, არამედ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვისაც იქნეს გამოყენებული.

 

მსგავსი სტატიები

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი II)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წეს...

ნეიროქიმიური აღმოჩენები და კოგნიტური ფუნქციები


მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად რეალურია კოგნიტური ფუნქც...

დეპრესია


 Sadhguru-ს ვიდეოს ტრანსკრიბცია მთარგმნელი: ირინე ჩუნთიშვილი ...

ტაბუ სექსუალობაზე


ავტორი: ნინო დიდებაშვილი მაშინ , როდესაც ფროიდმა დაიწყო მოღვაწეო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff