როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია

ალქიმიკოსი
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე ერთერთ სტატიაში, ზეიგარნიკის მეთოდი ვახსენე. (ზეიგარნიკის ეფექტი — ფსიქოლ...

ავტორი: ნანა აბესაძე

ერთერთ სტატიაში, ზეიგარნიკის მეთოდი ვახსენე. (ზეიგარნიკის ეფექტი — ფსიქოლოგიური ეფექტი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს დასრულებულ მოქმედებებზე უკეთ შეწყვეტილი ამახსოვრდება. მოცემულ კანონზომიერებას ზეიგარნიკი სწავლობდა მეხსიერების მოტივაციური კომპონენტის დარღვევების ჩარჩოებში, შემდგომში კი ეფექტი მის სახელს დაუკავშირდა. გამოკვლევები ამ სფეროში ბლუმა ვულფოვნა ზეიგარნიკის სადიპლომო ნაშრომის თემა იყო.)

ამ მეთოდის არსი იმაში მგდომარეობს, რომ ადამიანი უფრო მარტივად იმახსოვრებს შეწყვეტილ საქმეს, ვიდრე დასრულებულს. საქმე იმაშია, რომ შეწყვეტილი ქმედების გამო, ადამიანი ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მუდმივად განიცდის დისკომფორტს.

რატომ მთავრდება ტელესერიალები, ყველაზე საინტერესო ადგილას? იმიტომ რომ, ადამიანს უკმარისობის განცდა უჩნდება. ეს განცდა, მას დისკომფორტს უქმნის და ელოდება რომ, რაც შეიძლება მალე ნახოს გაგრძელება. მოიხსნას დისკომფორტი. ასევე ხდება, როცა ადამიანს რაღაცას ვუხსნით და ვერ ვაგებინებთ. უნდა დავიწყოთ მოყოლა იმისა, რაც გვინდა რომ ჩვენს თანამოსაუბრეს მივაწოდოთ და საინტერესო ადგილას შევწყვიტოთ. შემდეგ მოვყვეთ მისთვის საინტერესო სხვა ამბები ბოლომდე. ბოლოს ისევ დავუბრუნდეთ შეწყვეტილ მონათხრობს და დავასრულოთ. თქვენ ეს სცადეთ და შედეგსაც ნახავთ.

ზეიგარნიკის ეფექტი, მუშა მეთოდია და არაერთხელ ნაცადი.

ასევე არსებობს საქმის დაწყების წინ. მაგალითად ათიდან ნულამდე დათვლა. ნულზე უკვე ვიწყებთ. ნულით მთავრდება ერთი რაიმე ეტაპი და ამავდროულად, იწყება სხვა.

ჩვენ ისიც ვიცით რომ არსებობს მოტივაციის ორი ფორმა

1.გარეგანი მოტივაცია, რომელსაც განაპირობებს კორტიზოლი

2.შინაგანი მოტივაცია, რომელსაც განაპირობებს დოფამინი.

ამას ვრცლად, ერთერთ სტატიაში შევეხეთ.

ძნელია ადამიანმა დოფამინური მოტივაციის რესურსი მოძებნო საკუთარ თავში, თუმცა შესაძლებელია.

საქმეს, რომლის გაკეთებაც გვიწევს და გვეზარება, უნდა შევხედოთ სხვა მხრიდან. „აი, ამას რომ დავამთავრებ, რა ბედნიერი ვიქნები“. „მოვრჩემი ამას და ამოვისუნთქებ“. ამ დროს ირთვება დოფამინური მოტივაცია, რაც საშუალებას გვაძლევს, ამა თუ იმ საქმის გაკეთება, ტანჯვად კი არ გვექცეს, არამედ შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული. შედეგზე, რომელიც ამოსუნთქვის და დასვენების საშუალებას მოგვცემს. ასე, ბევრად გაგვიმარტივდება, იმის კეთება, რაც აუცილებელია და არ მოგვწონს.

როდესაც სამსახურში რამე საქმე მაქვს გასაკეთებელი, ვორიენტირდები ხოლმე შედეგზე, რომელიც შვების, კომფორტის, სიხარულის ან კმაყოფილების განცდას მომგვრის და არა პროცესზე, რომელიც ძალიან მომაბეზრებელი და დამღლელია.

ჩვენ ხშირად გვაქვს იმის განცდა, რომ სხვის საქმესაც ჩვენ ვაკეთებთ. მე ვთვლი, რომ სხვის საქმეს,ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ან თავს ვივალდებულებთ, ან უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ჩვენი საკეთებელი, მაგრამ ვიღაცის ან რაღაცის გამო გვიწევს ამის კეთება.

ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვაძალებს, თუ ამაში ჩვენი ნება არ ურევია. ეს „ნება“ სხვადასხვა შეიძლება იყოს. მატერიალური სარგებლით დაწყებული, შედეგისგან კმაყოფილებით დამთავრებული.

ავიღოთ ბანალური მაგალითი:

*ეს უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ საქმე დავასრულო. აქ სიტყვა "უნდას" მიაქციეთ ყურადღება. ვის უნდა? ვიღაცას? მე ვიღაცისთვის ვწვალობ ამდენს? და ქვეცნობიერად ჩნდება პროტესტი. ეს ნორმალურია.

*ეს „მინდა“ გავაკეთო, რომ საქმე დავასრულო. აქ უკვე სიტყვა "მინდაა". მე მინდა, სხვას არა. ამას ჩემთვის ვაკეთებ. ამ შემთხვევაში, მუშაობს დოფამინური მოტივაციის რესურსი.

თითქოს არაფერია, მაგრამ დიდი სხვაობაა, ამ ორ მიდგომას შორის. პირველ შემთხვევაში, სტრესს განვიცდით და კორტიზოლური მოტივაცია ირთვება, ხოლო მეორე შემთხვევაში არ განვციცდით სტრესს, გვინდა და ვაკეთებთ და ამ დროს დოფამინური მოტივაცია გვამოძრავებს.

დავიწყოთ „მინდათი“. გავიხსენოთ, რამდენი რამ მომხდარა „მინდას“ გამო. ვიღაცას „უნდოდა“ და ომი დაიწყო. ვიღასაც უნდოდა და უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა. ჰიტლერისთვის რომ ვინმეს ეთქვა, „შენ უნდა დაიწყო ომი“-როგორ გგონიათ, რა რეაქცია ექნებოდა? გააკეთებდა ამას, იმიტომ რომ ვიღაცას უნდოდა? არამგონია.

ეს, უბრალო, პრიმიტიული მაგალითია, თუმცა „მინდასა“ და „უნდას“ შორის დიდი განსხვავებას ჩანს.

მინდა-ძლიერი მოტივატორია. უნდა-არა.

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან, ყველა მუშა მეთოდია, მაგრამ პირადად მე, „მინდას“ ეფექტი, ყველაზე ძლიერ მამოძრავებელ ძალად მიმაჩნია.

მსგავსი სტატიები

როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს?


ტრანსკრიბცია მუჯის ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი წინაა...

დოფამინი და კორტიზოლი, როგორც მოტივატორები


ავტორი: ნანა აბესაძე (სტატია დაწერილია სხვადასხვა წყაროებზე დაყრ...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი VI)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წესი ...

არსებობს თუ არა მხოლოდ 16 ფსიქოტიპი?


არსებობს თუ არა ადამიანების მხოლოდ 16 კატეგორია? რა თქმა უნდა, არ...

ჯორდან პიტერსონი: რატომ არიან ახალგაზრდები განაწყენებულები და ცინიკურები


ტრანსკრიბცია ჯორდან პიტერსონის ვიდეოდან (ვიდეო იხ. ტექსტის ბოლო...

ჰელინგერის სისტემური განლაგება


ამონარიდები ბერტ ჰელინგერის წიგნებიდან მთარგმნელი: მაია ბადრიძე ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff