რეინკარნაცია: სულის ევოლუციის 35 საფეხური

woody180
ფსიქოლოგია
0
0

მთარგმნელი: ლილა
 
მოხუც სულებს აქვთ გარკვეული სიღრმის, გრავიტაციის ან სიბრძნის გამოსხივება, რაც აშკარაა. ბავშვობის ასაკშიეს შეიძლება კიდევ უფრო თვალშისაცემი იყოს (ფიქრობთ: ამ ადამიანს მოხუცი თავიადგასახალგაზრდა მხრებზე). იმის გამო, რომ ზრდასრული სულის სტრესი და კონფლიქტი გადალახეს, მოხუცსულებს აქვთ შინაგანი სიმშვიდისა და თავისუფლების განცდა - თავისუფლებისა, რომ ისიამოვნონ ამ სამყაროში ყოფნით, მაგრამ არა მისით. ახალგაზრდებთან შედარებით ისინი შედარებით მშვიდები, გაწონასწორებულები, უპრობლემოებიდა სტაბილურები არიან. არ არიან დამოკიდებულებისოციალურ სტრუქტურებსადა კულტურულ მოლოდინებზე, დარწმუნებულნი არიან საკუთარ არსებობაში,შინაგან ძალებსა და მათ თანაგრძნობაში სხვებისადმი.
 
მეორეს მხრივ, იმსამყაროშიდაბადება, რომელიც ასე კონფლიქტური, ქაოტური, მრისხანე და ზედაპირულია, შეიძლება მათთვისდამთრგუნველი იყოს.მოხუცისულისთვის ცხოვრების მიზანია ნამდვილი თვითგამოხატვისა და სრულყოფის პოვნა. როგორცწესი, ისინი ცხოვრების თავისებურ გზებს ირჩევენ, არ არიან მესაკუთრეებიდა ცხოვრობენმოუჯაჭველიგზით, რომელიც ახალგაზრდა სულებსშეიძლება ძალიან უცნაურადდა ექსცენტრულადეჩვენებოდეთ. ამ ეტაპის ბოლო საფეხურზე მყოფი მოხუცი სულიშეგნებულად მონაწილეობს ევოლუციაში და ხშირად დიდი გულმოწყალებით გადასცემს სხვებს სულიერ სიბრძნეს. 
 
შენიშვნა: ამ აღწერილობებში ყურადღება ეთმობაეტაპებს შორისგანსხვავებას. სინამდვილეში, ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლა თანდათანობით ხდება. ეტაპსა და ეტაპს შორის, არსებობს ერთგვარი ნაზავი. მაგალითად, ზრდასრული სულისეტაპის დასაწყისში ადამიანი იმოქმედებს ძირითადად ახალგაზრდა სულის მსგავსად, მაგრამამასთანავე გაუჩნდებაზრდასრული სულებისთვის დამახასიათებელი ელემენტები.
 
თითოეული ეტაპის გაკვეთილები
 
აქ მოცემულია სულის ევოლუციის ხუთი ეტაპი ადამიანის რეინკარნაციის საშუალებით, თითოეულ ეტაპთან დაკავშირებული დამახასიათებელი სასწავლო გამოცდილებებით.ასე რომ, ჩვენ ვიწყებთ რეინკარნაციას, როგორც ახალშობილისულები, სრულიად დამწყებები ვართ ფიზიკური არსებობის სფეროში. ამ პირველ ეტაპზე, მეტწილად, არაკომპეტენტურობისა და ტერორის მდგომარეობაში ვიმყოფებით. გამოცდილებისა და არჩევანის საშუალებით  ვსწავლობთ და ვიზრდებით. 
 
შემდეგ სტაბილურად ვვითარდებით ახალშობილისულებიდან,ბავშვთა სულებში, ახალგაზრდა სულებში, ზრდასრულ სულებში. დაბოლოს, მეხუთე ეტაპზე შევდივართ, როგორც შემდგარიმოხუცისულები -ადამიანურიარსებობის ექსპერტები.
 
როგორც ახალშობილისულები, ჩვენ გავეცანით გადარჩენის შესაძლებლობებს, როგორც ბავშვისულები- ზნეობრივ კოდექსებსდა ეთიკას, როგორც ახალგაზრდა სულები- მიღწევების ოსტატები გავხდით,როგორც ზრდასრული სულებიგავეცანითარჩევანს, რომელიც დაკავშირებულიაურთიერთობასთან, როგორცმოხუცისულებიარჩევანს, რომელიც დაკავშირებულიადაოსთან,ერთიანობის ბუნებასთან. 
 
ახალშობილ სულს არ ესმოდა მოხუცისულის არჩევანის.ხანდაზმულ სულს ახალგაზრდა სულის არჩევანის უფრო მეტი გაგება აქვს.
 
თითოეულ ეტაპზე გასავლელი შვიდი საფეხური

თითოეულ ეტაპზე შვიდი დისკრეტული საფეხურია გასავლელი. მათ "დონეებს" უწოდებენ. აქედან გამომდინარე თითოეულ ეტაპზე ჩვენ 1-ლი დონიდან მე -7 დონემდე მივდივართ. ამისთვის "დონის" დარქმევა შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყოს (ვინაიდან ნიუტონი ხუთ მთავარ ეტაპს ასევე "დონეს" უწოდებს), ამიტომ ზოგჯერ მე მათ "საფეხურებს" დავუძახებ. 

რეინკარნაციის თითოეულ ეტაპს აქვს შვიდი განსხვავებული სასწავლო საფეხური. მაგალითად, მთელ მოგზაურობას ვიწყებთ 1-ლი საფეხურით, როგორც ახალშობილი სულები, ვითვისებთ გაკვეთილს, შემდეგ ვდგამთ ნაბიჯ 2-ს, როგორც ახალშობილი სულები და ა.შ. ახალშობილი სულის ეტაპის მე -7 საფეხურის დასრულების შემდეგ, ვიწყებთ ბავშვის ეტაპის პირველ საფეხურს. ნებისმიერი ეტაპის ადრეული ნაბიჯები ეხება ევოლუციის ამ ახალ ეტაპზე ცხოვრების გამოცდილებას, შესაბამისი გამოცდილების საშუალებით არსებითი გაკვეთილების სწავლას. 

შემდგომი ნაბიჯები ეხება ამ ნასწავლი გაკვეთილების გამოყენებას, ცნობიერების ამ დონის დემონსტრირებას მოქმედებაში. მაგალითად, ახალგაზრდა სულის ეტაპზე პირველი სამი ნაბიჯი - პირველი დონის ახალგაზრდა სულიდან მე -3 დონის ახალგაზრდა სულამდე - თავისუფალი ნების მნიშვნელობის აღმოჩენასა და თვითგამორკვევას ეხება; ბოლო სამი ნაბიჯი - მე –5 დონის ახალგაზრდა სულიდან მე –7 დონის ახალგაზრდა სულამდე - ეხება თავისუფალი ნების მნიშვნელობის დემონსტრირებას მოქმედებაში. (შუა საფეხური - მე -4 დონის ახალგაზრდა სული - ეს არის მიღებული გაკვეთილების განმტკიცება.) ნებისმიერი ეტაპის პირველი საფეხური, ან დონე ჰგავს ფეხის წვერის წყალში ჩაყოფას; ბოლო ნაბიჯი კი სხვებისთვის ცურვის სწავლებას.

1-ლი დონე: ახალი ეტაპის დაწყება. "ფეხის წვერის წყალში ჩაყოფა". ახალი ცნობიერების პირველადი მიმოხილვა. ვაღიარებთ, რომ წინ  ახალი გზა გველის  და ვიღებთ გამოწვევას მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მასზე არაფერი ვიცით. 
 
მე -2 დონე: საფუძვლის ჩაყრა.წყალში შესვლა და გამოსვლა. ძველი და ახალი ცნობიერების შედარება და განსხვავებების დანახვა. ვაცნობიერებთარსებით განსხვავებებსამ უფრო მაღალ დონეზე, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენში კარგად გამჯდარი. 
 
მე-3 დონე: გამოწვევა. ჩაყვინთვა. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას მონდომებითმოვეკიდოთ და შევისწავლოთ ახალი ცნობიერება.
 
მე-4 დონე: ინტეგრაცია. დასვენება, "წყლით ტკბობა". ჩვენვიცნობთ საკუთარ თავს, ცხოვრებას და სხვების გაგებასვიწყებთ - ეს არის ჩვენი სიმართლე.  მეტად და მეტადვისისხლხორცებთახალ ცნობიერებას.
 
მე -5 დონე: გამოხატვა. წყლის აშხაპუნება- "შემომხედეთ!" ჩვენ ღიად ვაზიარებთდა ვსაუბრობთჩვენს ახალშეგრძნებებზესაკუთარი თავისა და ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ. გვსურს ჩვენი სიმართლის გაჟღერება და ,,საზოგადოებაში გამოსვლა’’
 
მე -6 დონე: დემონსტრაცია. სხვებისთვისსარგებლის მოტანა.,,მაშველობა”. აქ გამოიცდება ჩვენი ახალი ცნობიერება.  ამავე ეტაპზეიწვება კარმა, რომელიც ამ ეტაპის ადრეულ საფეხურებზე დავაგროვეთ. 
 
მე -7 დონე :ოსტატობა. იდეალურად ცურვა.  ამ დონეზე გვაქვს სრული ცოდნა დაცნობიერებისკონტროლი.  ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. შეიძლება თავს მისაბაძ მაგალითებად ვგრძნობდეთ. ჰმმ ...რა შეიძლება იყოს ამის მიღმა?
 
ეს შვიდი საფეხურის ეს თანმიმდევრობა მეორდება თითოეულ ეტაპზე, რეინკარნაციის დასაწყისიდან ბოლომდე 35 ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.  თუ გაინტერესებთ, მე მე-5 დონეზე მყოფი ზრდასრულისულივარ. ახალი  ზრდასრული სულის ცნობიერების გარეგნულად გამოხატვის გაკვეთილს გავდივარ.
 
მრავალი სიცოცხლე
 
ასე რომ, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს ევოლუციურ მოგზაურობას I ეტაპის I დონეზე (როგორც,,1-ლი დონის ახალშობილისულები") და ვამთავრებთ მე -5 ეტაპის მე -7 დონეზე (როგორც "მე -7 დონის მოხუცისულები"). სულ 35 საფეხურია. თითოეული ნაბიჯი მინიმუმ ერთ სიცოცხლეს მოითხოვს. ერთი ნაბიჯი შეიძლება ერთ სიცოცხლეშიგადაიდგას, მაგრამ ხშირად ეს ძალიან დიდ ნახტომს მოითხოვს, ასე რომ, დასაწყისში შეიძლება ერთი სიცოცხლე იყოს სატესტო, ხოლო შემდეგი რამდენიმე მასალის ასათვისებლად საჭირო.  
 
ზოგჯერ სიცოცხლე მოულოდნელად წყდება, რადგან საჭიროასულმა მომდევნო ცხოვრებადაიწყოს. ასევე, ზოგიერთი სიცოცხლეგრძელდება სხვა მიზეზების გამო, გარდა განვითარების კონკრეტული მიზნისა. მაგალითად, ერთი სიცოცხლეშეიძლებამიმდინარეობდესსხვა სულისდახმარების მიზნით. ზოგი სიცოცხლე, სიკვდილის გამოცდილებისთვისაამონიჭებული,კარმული მიზეზების გამო. 
 
ამ დროს სიცოცხლეშეიძლება იყოს ძალიან ხანმოკლედა გაგრძელდესდღის, კვირების ან თვეების განმავლობაში. გავითვალისწინებთ რა არა-ფიზიკურ პლანში, სიცოცხლესა და სიცოცხლეს შორის გატარებულ დროს, თითოეული ნაბიჯის დახურვას, დედამიწის დროით, დაახლოებით 100-300 წელი სჭირდება. 
 
35 ნაბიჯის გადადგმისთვის ჩვეულებრივ საჭიროა 100 სიცოცხლე. ამრიგად, სავარაუდოდ, მთელი მოგზაურობა 7000-8000 წელს გრძელდება, მაგრამ შეიძლება ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდოს, თუ მოსახლეობის რიცხვი შემცირდება და ხელახლა დაბადების შესაძლებლობები შემცირდება. 

თუ მოგეწონა, გააზიარე...

მსგავსი სტატიები

ინტერვიუ კარლ გუსტავ იუნგთან


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე  წყარო ნება მომეცით, შეკითხვა დაგი...

„შემკრები წერტილი“ თანამედროვე ფსიქოლოგიის ჭრილში


ავტორი: კონსტანტინ იაცკევიჩი წიგნის - „ჩანაწერები ქრისტიანული ფს...

მოფიქრალი და მამტკიცებელი


რობერტ ანტონ უილსონის წიგნიდან - "ცნობიერების ევოლუცია" მთარგმნე...

იუნგის არქეტიპები


 იუნგის თეორიის თანახმად, ცოცხალ ბუნებაში ყველა პროცესს არქეტი...

როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია


ავტორი: ნანა აბესაძე ერთერთ სტატიაში, ზეიგარნიკის მეთოდი ვახსენე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff