ტომას ალენ კოპერა - არაცნობიერის მიღწევა

Admin
ხელოვნება
5
1

მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო ჩემს შემოქმედებაში მე ვცდილობ არაცნობიერს მივაღწიო. მიზანი მაქ...

c3

მთარგმნელი: ანა თოფურიძე

წყარო

ჩემს შემოქმედებაში მე ვცდილობ არაცნობიერს მივაღწიო. მიზანი მაქვს რომ მნახველის თვალები ხანგრძლივად გავაჩერო, რომ მათ თავისი მეს ანარეკლი დაინახონ.

იდეები ხშირად მოულოდნელად ჩნდება ჩემს გონებაში, ბევრ მოულოდნელ ადგილას. ზოგიერთი იდეა კი ჩემი მეუღლისგან მოდის, ჩვენ გვიყვარს საათობით საუბარი სხვადასხვა თემებზე და ზოგჯერ მათი შედეგი ახალი ნახატია. ყველაზე რთული იდეის ვიზუალიზაციაა, წარმოსახვით ფორმაში გამოხატვა მთავარი სათქმელის და ხდება ისეც, რომ მუშაობის პროცესში შემდეგი ნახატის მუზას ვიღებ.

ბუნება ჩემი მთავარი მუზაა, მიყვარს ბუნებაში ყოფნა. მე მუდამ ვხატავ ბუნებას მცირე სახეცვლილებით. ბუნებას მეტაფორებად ვიყენებ რადგან მას შეუძლია ბევრი გვითხრას ადამიანზე. ადამიანი ბუნების ნაწილია, ბუნება ადამიანის ნაწილია და მის კანონებს ვემორჩილებით.

მე აღფრთოვანებული ვარ ცეცხლით, ჩემთვის ის წარმოქმნის სიმბოლოა და ასევე განწმენდის, ცეცხლი ჩვენ ცოდვებისგან განგვწმენდს. როდესაც იწვის ძველი იბადება ახალი. ცეცხლი ძველ საზღვრებს შლის. ჩემს ნახატებში ამ ყველაფრის ასახვა მიყვარს.

როდესაც ვხატავ, დროით შემოფარგვლა არ მსიამოვნებს, არ მომწონს თუ მაჩქარებენ. როგორც წესი დილით ადრე ვიწყებ ხატვას, როცა მეც ახალი გაცოცხლებული ვარ და დღის განმავლობაში ვასრულებ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ხატვის დაწყების პროცესია, ამ დროს ვთიშავ ტელეფონს, ვწყვეტ გარესამყაროსთან კონტაქტს მხოლოდ ჩემს სიმშვიდეში ვარ. მე ჩანახატებს იშვიათად ვაკეთებ, უბრალოდ ვიწყებ ხატვას. ზოგჯერ იდეა იცვლება და ნამუშევარს სრულიად სხვა შესრულებული იდეით ვასრულებ.

მუსიკა ჩემთვის გადამწყვეტ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ყველაფერს ვუსმენ. კლასიკას, ორკესტრულ მუსიკას და ასევე თანამედროვე გოთიკას ან მძიმე მეტალს.

ჩემი აზრით მხატვრები რომელიც ყველამ უნდა იცოდეს: Jacek Malczewski, Leon Wyczółkowski, Henryk Siemiradzki, Franciszek Starowieyski და რათქმაუნდა Zdzislaw Beksinski 

ზოგჯერ ჩემი შემოქმედების სათქმელი სრულიად ნათელია, შემიძლია სათაურიც მივცე თუმცა მირჩევნია მნახველს დავუტოვო ამის თავისუფლება. მსურს ჩემი ნახატების ყურებისას ადამიანებმა თავად იფიქრონ, იგრძნონ და თავად უპოვონ სახელი. მე მათთან ასე ვურთიერთობ. ზოგჯერ მთხოვენ ჩემს ნახატებზე ვისაუბრო და ამაზე ჩემი პასუხია, მე რომ ისინი აღვწერო, მაშინ მოთხრობებს უნდა ვწერდე. ჩემს ნახატებს სიტყვებში ვერ გადავიტან, ამიტომაც ვხატავ, ხატვაა ჩემი საუბრიც და წერაც.

მთავარი აზრი ადამიანებამდე მიდის ნახატის გავლით და არა ჩემი სიტყვებით. მე მსიამოვნებს დამთვალიერებელს ვუთმობ ინტეპრეტაციის თავისუფლებას, დაე მათ თავად დაარქვან რაც სურთ ნახატს, ამიტომ მე მათზე არ ვლაპარაკობ.

ახალგაზრდა მხატვრებს ვურჩევდი რომ პირველ რიგში იყვნენ ის, ვინც არიან. ნუ აყვებით მოდას და მიმდინარე ტენდენციებს. იყავით ვინც ხართ, იყავით დაჟინებულები და იმუშავეთ ძალიან ბევრი.

მსგავსი სტატიები

ზდზისლავ ბექსინსკი


ზდზისლავ ბექსინსკი (24 თებერვალი 1929 – 21 თებერვალი 2005) პოლონე...

ტომას ალენ კოპერა - არაცნობიერის მიღწევა


მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო ჩემს შემოქმედებაში მე ვცდილობ არ...

ნარასიმჰა


ნარასიმჰა - კაცი-ლომი, ინდურ პანთეონში უზენაესი ღვთაების ვიშნუს ერთ...

„შენი სახელი დამიძახე“: მიმზიდველი კადრების მიღმა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (ფოტოები იხილეთ გალერეაში) წყარო ფილმი ...

ვიდეო თამაშები როგორც ხელოვნება


ავტორი: ანა თოფურიძე ინტერვიუ: გიორგი აბელაშვილთან არის თუ არა ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff