კალციუმისა და მაგნიუმის შესახებ

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე როგორ მივიღოთ კალციუმი ბუნებრივად? დავიწყებ იმით, რომ ვინც:ეწევა სიგარეტს...

foods high in calciumავტორი: ვლასი ჯიბლაძე

როგორ მივიღოთ კალციუმი ბუნებრივად?

დავიწყებ იმით, რომ ვინც:
ეწევა სიგარეტს
ჭამს ბევრ მარილს
აქვს ზედმეტი წონა
ეწევა ცხოვრების უმოძრაო წესს
აქვს ვიტამინი D3 - ის ნაკლებობა
არ ჭამს, ან ჭამს ცოტა ხილსა და ბოსტნეულს ცოცხალი სახით
კალციუმის დღიური ნორმა მათთვის უფრო მეტია.

რძეზე (რძე და არა რძის პროდუქტები) ერთ-ერთ წინა სტატიაში მოგახსენეთ, რომ მისგან კალციუმს არა თუ ვერ მივიღებთ, არამედ კალციუმის უკვე არსებულ საკუთარ მარაგსაც ვამცირებთ. საინტერესო ფაქტი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2004 წელს მოაწყო მსოფლიო მასშტაბის კონფერენცია. ამ კონფერენციაზე მომხსენებლებს არც კი უხსენებიათ, რძე, როგორც კალციუმის წყარო.

რძის პროდუქტებიდან კალციუმის მისაღებად საუკეთესოა მაწონი და ყველი (მედიცინაში ხაჭოა მიღებული). მოგახსენებთ, რომ თუ სახლის პირობებში ამოიყვანთ ხაჭოს, მასში საერთოდ არაა კალციუმი. ქარხანაში კალციუმის დამატება ხაჭოში ხელოვნურად ხდება. ეს ყველაფერი რეკლამაა. მაწონში კალციუმი არის, არის ყველშიც. უფრო ადვილია კალციუმის შეთვისება მაწვნიდან, ვიდრე ყველიდან.

კალციუმის კარგი წყაროა კვერცხის ნაჭუჭი. იგი 90%-ით შედგება კალციუმის კარბონატისაგან, სწორედ იმ ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან მეორე, ოღონდ ნატურალური სახით. კიდევ ისაა კარგი, რომ იმ (ხელოვნური) კალციუმის კარბონატისაგან განსხვავებით, „ხურდაში“ მოყვება ის, რომ მშვენივრად შეითვისებს ორგანიზმი და ასევე მშვენივრად გამოაქვს გარეთ.

კალციუმის მისაღებად, ქათმის კვერცხის ნაჭუჭის ნაცვლად, უმჯობესია გამოვიყენოთ მწყერის კვერცხის ნაჭუჭი. ამის მიზეზია: მწყერის კვერცხი კალციუმის გარდა ბუნებრივად შეიცავს რკინას, მაგნიუმს, კრემნიუმს და თუთიას, ფტორს, გოგირდს მოლიბდენს და სხვა. მინერალების შემცველობით მწყერის კვერცხის ნაჭუჭი ქათმისას გავს, მაგრამ აქვს უპირატესობა, არ შეიცავს ანტიბიოტიკებსა და ტოქსინებს. ასევე, უფრო თხელია, ადვილად და წმინდად იფქვება და უფრო ადვილი მისაღებია. ნაჭუჭიდან მინერალური ნივთიერებები ადვილად შეითვისება და არ იწვევს „პერედოზს“. ზედმეტი ადვილად გამოიყოფა ორგანიზმიდან.

მიღების წესი ადვილია. მწყერის კვერცხი უნდა იყოს უმი და სუფთა. გამოაცალეთ აპკი, რომელიც შეიძლება გადააგდოთ, შეიძლება შეინახოთ და ისიც ცალკე მიიღოთ, შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს. დაფქვით (მაგალითად ყავის საფქვავში) ან დანაყეთ კოსმეტიკურ ან სხვა სანაყში. გაააქტიურეთ (დააწვეთეთ) ცოტაოდენი (5-6 წვეთი ან 1 ჩაის კოვზი, შეიძლება მეტიც) ლიმონის წვენით და დალიეთ ყლუპი წყლით. ზოგიც კვერცხს ჭამს ნაჭუჭიანად.

გაითვალისწინეთ, რომ მოხარშული ნაჭუჭი უფრო ძნელად შეითვისება.

მეორენაირად: გარეცხილი და დაფქული ნაჭუჭი აიღეთ ერთი ჩაის კოვზი, დაასხით ოთახის ტემპერატურის ერთი ლიტრი წყალი და მოურიეთ. დააყოვნეთ 6 საათი. წყალი გამოიყენეთ სუპების, ბალახების ჩაისა და ნაყენების მოსამზადებლად.

დოზები:
დიდისათვის, 3-5 მწყერის კვერცხის ნაჭუჭი დღეში.
7 წლის და უფროსი ბავშვებისათვის, 2-4 მწყერის კვერცხის ნაჭუჭი დღეში.
7 წლამდე ბავშვებისათვის, 1-3 მწყერის კვერცხის ნაჭუჭი დღეში.
შემდეგი კარგი წყარო კალციუმისა არის თესლები და ნიგვზეულობა.

1) მაგალითად, 100 გრ სეზამი (კუნჟუტი) შეიცავს კალციუმის დღე-ღამის ნორმას, უფრო მეტს, ვიდრე ხაჭო. ყოველ დღე 1-2 ჩაის კოვზი სეზამის ჭამა ძალიან სასარგებლოა. სეზამში კალციუმი ძალიან ადვილად შეთვისებადი ფორმითაა.

2) ნიგოზი, საკმაოდ მდიდარია კალციუმით. ასევე სხვა მიკროელემენტებით. გარდა ამისა შეიცავს ვიტამინებს A,C,E და B ჯგუფის ყველა ვიტამინს. ასევე უძვირფასეს უჯერ ცხიმოვან მჟავებს. დღეში რამოდენიმე (5-6) ნიგვზის მიღება ძალიან სასარგებლოა. განსაკუთრებით სასარგებლოა აღმოცენებული ნიგოზი. მთლიან (გაუტეხავ) 1 კგ ნიგვზებს დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი, იმდენი, რომ დაიფაროს. დადგით ფანჯრის რაფაზე და 2-3 დღეში ერთხელ ურიეთ. 14 დღეში მზადაა. ერთი ცალი ნიგვზის ძალა 1000-ჯერ იზრდება. საკმარისია დღეში 2-5 ცალი. 1-3 დილით, 1-3 საღამოს. ნიგოზი ძალიან სასარგებლო პროდუქტია არა მხოლოდ კალციუმის შემცველობის მხრივ. მას უწოდებენ კაკლების მეფეს.

3) სეზამზე უფრო მეტი კალციუმი არის ყაყაჩოს თესლში. იყო დრო, როდესაც თავისუფლად იყიდებოდა ბაზრობებზე. მერე აკრძალეს. დღეს დღეობით არ შემიმჩნევია. თუ სადმე წააწყდით, მეც გამაგებინეთ, გთხოვთ.

შეიძლება გამოწერა ამაზონიდან და სხვა მაღაზიებიდან. თესლი წესით არ უნდა გააჩერონ, რადგან კანონის დარღვევად არ ითვლება მანამ, სანამ მიწაში არ ჩაიყრება და არ მოირწყვება.

4) სეზამზე, ყაყაჩოს თესლზე და ნიგოზზე უფრო ნაკლებ კალციუმს შეიცავს თხილი, ნუში, მზესუმზირა, მაგრამ იმდენს, რომ კალციუმის წყაროდ შეიძლება ჩავთვალოთ.

5) პარკოსანთა შორის ჩემპიონია სოიო. არ აგერიოთ ე.წ. „სოიოს ხორცში“, ან „სოიოს ფარშში“. ეს პროდუქტები ყოვლად უვარგისია. ლაპარაკია ნატურალურ სოიოზე და მისგან დამზადებულ ნატურალურ სოიოს ფქვილზე, ე.წ. სოიოს რძე.

6) ბევრი კალციუმია აღმოცენებულ ხორბალში. ქატო შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, მაგრამ მისი შეთვისება თითქმის არ ხდება მასში ბევრი ფოსფორის არსებობის გამო.

7) ბევრ კალციუმს შეიცავს ქინძი, ისპანახი და კამა, მაგრამ მათში მჟაუნმჟავის არსებობის გამო, ძნელად შეითვისება. მჟაუნმჟავა იშლება თერმული დამუშავებისას. ამიტომ, თუ მათ დავამუშავებთ თერმულად და მივირთმევთ 30-40 წუთის განმავლობაში, მაშინ კალციუმს ადვილად შევითვისებთ.

კალციუმის მშვენიერი წყაროა კომბოსტო, თანაც ძალიან დაბალი კალორიულობის გამო, ნიგვზებისაგან განსხვავებით, შეიძლება ვჭამოთ ბევრი.
ბევრი კალციუმია ფორთოხლის წვენში (ნატურალურში, სახლში გამოწურულში), გარგარის ჩირში (კურაგა), ფინიკში.

8) კალციუმის ეფექტური შეთვისებისათვის აუცილებელია ვიტამინი D3. საკვებიდან ამ ვიტამინის შევსება (საკვებში მცირე რაოდენობის გამო) საკმაოდ რთულია (ბევრია თევზის ქონში და ზოგიერთ სოკოში), სამაგიეროდ, თუ კეთილგონიერად გამოვიყენებთ ჩვენთვის ბოძებულ მზეს და ზომიერად მივიღებთ მზის აბაზანებს (დილის 11 საათამდე), კანქვეშ იმდენი D3 გროვდება, რომ მთელი ზამთარი გვეყოფა.

9) დავამთავრებ იმით, რითიც დავიწყე:

სიგარეტი არა თუ ართულებს კალციუმის შეთვისებას, არამედ დევნის ორგანიზმიდან;
მარილში შემავალი დიდი რაოდენობის ნატრიუმი ხელს უწყობს კალციუმის კარგვას, ამიტომ მარილი მიირთვით ცოტა.
ფიზიკური ვარჯიში ამაგრებს ძვლებს, ამკვრივებს ძვლის ქსოვილს და კარგად ინარჩუნებს კალციუმს.
ალკოჰოლი (ზედმეტი) რეცხავს კალციუმს ორგანიზმიდან.
ბევრი შავი ჩაი და ყავა რეცხავს კალციუმს.
ჭამეთ მეტი ხილი და ბოსტნეული.
კალციუმის უკეთესად შესათვისებლად, მწვანილი ჭამეთ ცალკე!
ფერმერთა სახლში მასწავლეს კალციუმის შესანიშნავი წყარო (ჯერ არ გადამიმოწმებია) არის შრატი, რომელიც ყველისა და შემდეგ ნადუღის ამოყვანის შემდეგ რჩებაო. რადგან შრატში ყოფილა კალციუმი იონური სახით, შეითვისება უადვილესად და უსწრაფესადო. პროცენტული შემცველობაც საკმაოდ მაღალი ჰქონია.

მაგნიუმი

ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

1) კალციუმის შეთვისება არ/ვერ ხდება მაგნიუმის გარეშე.

2) მაგნიუმის დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისათვის არის 0,5 გრამი (500 მილიგრამი)

3) მაგნიუმი, კალციუმთან და ფოსფორთან ერთად "ზრუნავს" ძვლების სიმტკიცეზე. ასევე, მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე უამრავ პროცესში.

5) მაგნიუმს დიდი რაოდენობით (ჩამოვთვლი კლების მიხედვით) შეიცავს:

ხორბლის ქატო - 600 magnesio deportistas
კვახის თესლი - 530
კაკაო - 440
სეზამი (კუნჟუტი) - 350
კეშიუ (ინდური ნიგოზის ლობიოს ფორმის) - 270
წიწიბურა - 260
სოიო - 250
კედრის თესლი - 230
არახისი - 180
ნიგოზი - 170
ნუში - 170-300
კანგაუცლელი ბრინჯი - 160
შვრიის ფანტელები - 140
ისპანახი - 60-80
ლობიო - 60
მშრალი ფინიკი - 60
მზესუმზირა 60
ქათმის კვერცხი - 50

მოცემულია მილიგრამებში. ანუ 100 გრ კვახის თესლი დღეში იძლევა მაგნიუმის დღიურ ნორმას, ან 200 გრ წიწიბურა. მაგნიუმის წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს თითქმის ნებისმიერი მწვანე ბოსტნეული (სალათის ფურცლები, ახალი ხახვი...)

კალციუმის შეთვისება არ ხდება მაგნიუმის გარეშე და პირიქით მაგნიუმის შეთვისება არ ხდება კალციუმის გარეშე.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

პროდუქტები, რომლებიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ - მარგარინი და სამარხვო კარაქი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სადაც გამოვიყენებ სიტყვას - მარგარინი, იქ სა...

ჰემოგლობინის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ყველას გვგონია და ვიცით ასე, რომ სხეულში რკი...

ლურჯი იოდი


  ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეკოლოგიური პირობების, მასიური წარმოე...

კბილების ხეხვის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე უამრავი შეკითხვა მოდის, თუ როგორ გავიხეხოთ კ...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ


ზეთის შესახებ ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მცენარეული ზეთი ბუნებრივი პრო...

D ვიტამინის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეს ვიტამინი მონაწილეობს კალციუმის შეთვისებაშ...

აღდგენის დღეები (შიმშილობა, #1)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ტერმინში, აღდგენის დღეები, იგულისხმება განტვ...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ


თეთრი პურის შესახებ ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნებისმიერი ჯიშისა და ხა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff