სოდა - ღვთაებრივი ფერფლი

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

 გამოყენების სფეროები: • კიბოს პროფილაქტიკა და მკურნალობა. • ალკოჰოლიზმის მკურნალობა. •...

soda

 გამოყენების სფეროები:

• კიბოს პროფილაქტიკა და მკურნალობა.

• ალკოჰოლიზმის მკურნალობა.

• თამბაქოზე დამოკიდებულების მოხსნა.

• ყველა სახის ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის მკურნალობა.

• ორგანიზმიდან ტყვიის, კადმიუმის, თუთიის, ტალიუმის, ბარიუმის და სხვა მძიმე მეტალების გამოტანა.

• ორგანიზმიდან რადიოაქტიური იზოტოპების გამოტანა, რადიოაქტიური დაავადებების პროფილაქტიკა.

• გატუტიანება, სახსრებსა და ხერხემალში ყველა მავნე წარმონაქმნის დაშლა; ასევე კენჭებისა - თირკმელებსა და ღვიძლში; შესაბამისად რადიკულიტის, ოსტეოქონდროზების, პოლიართრიტების, პოდაგრის, რევმატიზმის, შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა; ქვების დაშლა ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, ნაწლავებსა და თირკმელებში.

• ორგანიზმის განწმენდა ყურადღების გაძლიერებისთვის, კონცენტრაციისთვის და წონასწორობისთვის.

• როგორც წონაში დასაკლები საშუალება (და ასევე სხვადასხვა კოსმეტიკური მიზნებით);

• ყელის ტკივილის დროს, როგორც ბაქტერიოციდული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

• არითმიის უეცარი შემოტევის დროს. (სოდის სუსტ ხსნარს შეუძლია გულისცემა დაამშვიდოს);

• ჰიპერტონიის დროს (ორგანიზმიდან გამოაქვს სითხე, რითაც ეხმარება არტერიული წნევის დაწევას);

• ორგანიზმის მიერ სითხის დანაკარგი დროს აღდგენა: ფაღარათის ან ღებინების დროს ამზადებენ სოდიან-მარილიან ხსნარს;

• ქავილი შემცირება მწერებისგან დაკბენის შემთხვევაში;

• ნაწლავების გასუფთავება (ოყნები სოდის ხსნარით);

• სურდოს დროს (ინჰალაცია სოდის ხსნარით);

• კონიუნქტივიტის დროს (ხდება თვალების ჩამობანა სოდის სუსტი ხსნარით);

• ფეხების სოკოვანი დაავადებების დროს (აბაზანები სოდის ხსნარით);

• კბილების გაწმენდისთვის და გათეთრებისთვის;

• გარქოვანებული კანის დასარბილებლად იდაყვებზე და ქუსლებზე (სოდის თბილი აბაზანები); და კიდევ სხვა მრავალი...

მიღების მეთოდი:

"სოდის მიღების უამრავი ხერხი არსებობს, მაგალითად, ილიკო ჩიგოგიძე ენაზე იყრის და პირდაპირ ისე ყლაპავს, ილარიონ შევარდნაძე კი ერთ სუფრის კოვზ სოდას ერთ ჭიქა თბილ წყალში ურევს და სულმოუთქმელად სვამს პახმელიაზე, ბებიაჩემი კი..." - ეს ხუმრობით, სოდის მიღების ყველაზე სწორი მეთოდი შემდეგია: წყალი, რომელშიც სოდა უნდა გავხსნათ, მდუღარე უნდა იყოს (რაც შეიძლება ცხელი), რადგანაც ამით ვიღებთ ნატრიუმის ბიკარბონატის ჰიდროლიზის დამატებით ეფექტს (სოდის „ჩაქრობას“). წყლის „სწორი“ ტემპერატურის ნიშანია „შუშხუნის ეფექტი“ - როცა სოდა წყალში გახსნისას შუშხუნებს, ბუშტუკები უჩნდება. ამ დროს გამოიყოფა ნახშირმჟავა გაზი: H2CO3 > H2O + CO2 - ასე სოდა უკეთ აითვისება ორგანიზმის მიერ (და სხვათაშორის გემოც იცვლება და უფრო „რბილი“ ხდება).

ანუ, ვხსნით სოდას მცირე ოდენობით ადუღებულ წყალში (დაახლოებით ჩაის ჭიქის მეოთხედში), შემდეგ ველოდებით, სანამ შიშხინი არ შეწყდება, ვამატებთ მას თბილ, აუდუღებელ წყალს (ისე რომ მივიღოთ მინიმუმ 40 გრადუსიანი ხსნარი) და ვსვამთ მცირე ყლუპებით(!). ან შეგვიძლია რამდენიმე წუთი დაველოდოთ, სანამ წყალი არ განელდება, თუკი ზედმეტად ცხელი აღმოჩნდა.

სოდის გახსნა თბილ, ან მითუმეტეს ცივ წყალში არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში ვიღებთ შემდეგ ვრიანტებს:

თუ კუჭი სრულიად ჯანმრთელია, მჟავიანობა ნორმაშია, მისი გარემო ნეიტრალურია (ან ოდნავ მჟავე). და მაშინ სოდიანი წყალი გათბება, თორმეტგოჯა ნაწლავში გადავა და სრულფასოვნად შეიწოვება. სოდის ნეიტრალიზება მარილმჟავათი მინიმალური იქნება და შესამჩნევ ცვლილებებს არ გამოიწვევს. მაგრამ თუ სხვადასხვა მიზეზთა გამო კუჭის მჟავიანობა მომატებულია, და წყლის მოცულობა შეფარდებითად დიდია (ყოველი კუჭისთვის ეს მოცულობა სხვადასხვაა), მაშინ მარილმჟავა მაშინვე შედის რეაქციაში სოდასთან და წარმოიქმნება მარილი და ნახშირმჟავა. ეს უკანასკნელი ძალიან სუსტი და არამდგრადი ნაერთია, ამიტომ მაშინვე იშლება ნახშირმჟავა გაზად და წყლად:

NaHCO3 + HCl > NaCl + H2CO3
H2CO3 > H2O + CO2

 ამ რეაქციის დანახვა თვალითაც შესაძლებელია, თუკი სოდიან წყალს ჭიქაში ძმარმჟავას დავუმატებთ. ამგვარად... ეს შუშხუნა ნახშირმჟავა გაზი ეხება კუჭის კედლებს და აღიზიანებს მათ. სივრცე ხომ ჩაკეტილია, გაზი ვერსად წავა, ამიტომაც კედლებს „ურტყამს“ (იხ.სურ.1).

 s 1

სურ. 1

ამ „თავდასხმისგან“ თავდაცვისთვის კუჭი კიდევ უფრო დიდ პორცია მარილმჟავას წარმოქმნის (სხვანაირად როგორ დაიცვას თავი? მარილმჟავა - ერთადერთია, რაც მას გააჩნია). ეს პორცია კვლავ შედის იგივე რეაქციაში და კვლავაც წარმოქმნი ნახშირმჟავა გაზს (ნახშირორჟანგს). შესაბამისად კვლავაც ხდება ნახშირორჟანგის „თავდასხმა“... და აი, ჩნდება ასეთი ციკლი, რომელსაც მედიცინაში „მჟავურ რიკოშეტს“ უწოდებენ. ყველას, ვისაც ეს თემა გაინტერესებთ, გირჩევთ კარგად დაიმახსოვროთ ეს ტერმინი, რადგანაც ნებისმიერი ექიმი (განსაკუთრებით გასტრო-ენტეროლოგი), როგორც კი გებულობს სოდის შესახებ, მაშინვე აღშფოთებული ხელებს იქნევს, ფეხებს აბაკუნებს და გეუბნებათ, რომ სოდის სმა იწვევს სწორედ ამ „მჟავურ რიკოშეტს“, და შესაბამისად სოდის დალევა მავნებელია. 

ამგვარად, „მჟავური რიკოშეტი“ ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ ვიცავთ სოდის მიღების ტემპერატურულ რეჟიმს, ანუ ეს - ადამიანური უყურადღებობის შედეგია. „მჟავური რიკოშეტი“ - ესაა კერძო შემთხვევა, ექიმები კი ამ კერძო შემთხვევას საერთო წესად განიხილავენ... აქვე უნდა ვთქვათ, რომ „მჟავური რიკოშეტის“ საფრთხე მხოლოდ მათ აქვთ, ვისი კუჭიც დაავადებულია, ან წინასწარგანწყობილია დაავადებებისადმი. თუ ადამიანს წყლულოვანი პროცესი აქვს, მაშინ დიახ, ეს „რიკოშეტი“ გააძლიერებს წყლულს. თუ ადამიანს წყლული არ აქვს, მაგრამ აქვს ეროზიული პროცესი კუჭის კედლებში, „რიკოშეტი“ ასევე გავლენას მოახდენს ამ ეროზიული პროცესის განვითარებაზე. და ა.შ. კუჭის ნებისმიერი პრობლემა გაძლიერდება. თუკი კუჭი ნორმაშია, არანაირ საფრთხეს ეს „მჟავური რიკოშეტი“ არ წარმოადგენს. იგი უფრო ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე ნებისმიერი გაზიანი სასმელი, რომელსაც დაუფიქრებლად ვსვამთ, და ზოგიერთი მათ ყოველდღეც კი სვამს. კოკა-კოლაზე კი საუბარიც არაა. კოლა გარანტირებულად უფრო დამანგრეველია კუჭისთვის, ვიდრე სოდიანი წყალი ყინულით! სხვათაშორის, ნებისმიერმა წყლულით დაავადებულმა მშვენივრდ იცის, რომ მისთვის ყველა გაზიანი სასმელი აკრძალულია. და ბუნებრივია, ნებისმიერმა გასტრო-ენტეროლოგმაც იცის ეს, ასე რომ სოდიანი წყლის ცალკე გამოყოფა და შეშინება - სრულიად არაადეკვატურია.

განვაგრძოთ... როდესაც სოდიან წყალს “თბილ-ცხელს” ვსვამთ, იგი სრულფასოვნად გაივლის კუჭის მცირე სიმრუდეს (იხ. სურ.2) და თორმეტგოჯაში ხვდება, სადაც გარემო ტუტეა. და იქ ეს უარყოფითი იონებით დამუხტული ტუტე წყალი სისხლში გაიწოვება და მის ბიოკარბონატულ ბუფერულ თვისებებს აძლიერებს, რაც წარმოადგენს კიდეც ტუტე წყლის მიღების მიზანს.

s 2

სურ. 2

ანუ ტუტე წყალი, გარდა წყლისთვის დამახასიათებელი საერთო მნიშვნელობისა - რაოდენობრივად აღადგინოს ორგანიზმის ბიოქიმიური პროცესები, გვაძლევს ხარისხობრივ ასპექტსაც: იწვევს სისხლის გათხიერებას, ხდის მას უფრო მსუბუქს, დინებადს და შესაბამისად ყველგან შეღწევადს. ასეთ სისხლში უფრო ეფექტურად მოქმედებენ ერითროციტები, და შესაბამისად ქსოვილებიც უკეთ მარაგდებიან ჟანგბადით... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ნერვული სისტემისთვის, რადგანაც თავის ტვინი ყველაზე მგრძნობიარეა გაუწყლოების მიმართ და ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა დიდადაა დამოკიდებული წყლისა და მარილების ჯანსაღ ბალანსზე. საბოლოოდ გამოდის, რომ ნებისმიერი სითხე, და ნებისმიერი საჭმელი, ჯობია შემთბარი ან გაცხელებული მივირთვათ, მაშინაც კი, თუ უმად ვიკვებებით (რადგანაც ცნობილია, რომ უმი საკვების გათბობა 40 გრადუსამდე ცოცხალ ქსოვილებს არ აზიანებს). სამაგიეროდ, ეს ყველაფერი უკეთ და ენერგიის ნაკლები დანახარჯით მოინელება

სხვათაშორის, ცივი წყალი სხეულში თირკმელების ენერგიით თბება! შესაბამისად, რაც უფრო მეტ ცივ წყალს სვამთ, მით უფრო ასუსტებთ თირკმელებს.

დოზირება:

სოდის მიღება უმჯობესია დავიწყოთ მცირე დოზებით (1/5 ჩაის კოვზი) და თანდათან ავიდეთ ნახევარ ჩაის კოვზამდე (საჭიროების და გაცნობიერებული მოტივაციის შემთხვევაში უფრო მეტამდეც). დღეში ერთხელ ან ორჯერ, ჭამამდე მინიმუმ 1 საათით ადრე და ჭამის შემდეგ მინიმუმ 3 საათის შემდეგ.

 s 3

დამატებითი ინფორმაცია:

იმის შესახებ, თუ რა დიდი როლი აქვს სოდას, და ზოგადად მჟავე-ტუტოვან ბალანსს კიბოს პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, და ზოგადად იმუნიტეტის გაძლიერებისთვის აღარ ვისაუბრებ, რადგანაც ამაზე საკმაოდ ბევრი დაწერილა. სტატიის ბოლოს მოვიყვან ციტატებს ელენა რერიხის ტექსტებიდან და წერილებიდან, რომლებიც სოდის სარგებლობას შეეხება:

s 4

«ყოველგვარი ცეცხლოვანი დაძაბულობის დროს ძალიან მეხმარება მუსკუსი, და თუ ეს დაძაბულობა მზის წნულშია, ძალიან მშველის სოდის მიღება, რომელიც ასევე ცეცხლოვანია და განმუხტავს დაგროვილ ენერგიებს».

«გიგზავნით მითითებას სოდის შესახებ... «სწორია, რომ არ გავიწყდებათ სოდის მნიშვნელობა. მას უმიზეზოდ არ უწოდებენ ღვთაებრივი ცეცხლის ფერფლს. იგი მიეკუთვნება იმ ფართოდ გამოსაყენებელ წამლებს, რომლებიც კაცობრიობისთვისაა განკუთვნილი. უნდა გვახსოვდეს სოდა არა მხოლოდ ავადმყოფობის დროს, არამედ ჯანმრთელად ყოფნის დროსაც. როგორც კავშირში მყოფი ცეცხლოვან მოქმედებებთან, იგი გვიცავს ნგრევის სიბნელისგან, მაგრამ სხეული მას ხანგრძლივი დროის განმავლობაშ უნდა მივაჩვიოთ. ყოველდღე უნდა მივიღოთ იგი წყალთან ან რძესთან ერთად; მიღების დროს, იგი, თითქოს, ნერვული ცენტრებისკენ უნდა მივმართოთ - ასე შეგვიძლია თანდათანობით გავაძლიეროთ იმუნიტეტი»... სოდა იცავს მრავალი ავადმყოფობისგან. კარგი იქნება, თუ ბავშვებსაც დაალევინებთ ცხელ რძესთან ერთად».

«სწორედ სოდა მშველის დაძაბულობისგან და ტკივილებისგან მზის წნულში, რომლებიც ძლიერდებიან კოსმიური ნაკადების დაძაბულობასთან ერთად, განსაკუთრებით მიწისძვრების, ქარიშხლების და მსგავსი აფეთქებების წინ. ზოგჯერ დღე-ღამეში ოთხ კოვზამდე ვიღებ მას. თუკი ყოველდღე მიიღებთ ვალერიანს და სოდას, ამით ბევრად გაუადვილებთ ორგანიზმს სამუშაოს».

«ეს საოცარი პროფილაქტიკური საშუალებაა მრავალი მძიმე ავადმყოფობისგან, მათ შორის კიბოსგან... თუ გავიხსენებთ, რომ სოდა, როგორც მთავარი ინგრედიენტი, შედის ჩვენი სისხლის შემადგენლობაში, მაშინ გასაგები ხდება მისი სასიკეთო მოქმედება. ცეცხლოვანი მოვლენების დროს სოდა შეუცვლელია».

«ამჟამად სოდას მთელი მედიცინის სამყაროსგან ძალზე დიდი ყურადღება ეთმობა, და გერმანიაში დაადგინეს, რომ სოდა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ამაღლებს ქმედითუნარიანობას, ამიტომაც მთელ გერმანულ არმიას სოდით კვებავენ».

«ამიტომ დავაფასოთ ის ექიმები, რომლებსაც ფსიქიკური ენერგიის კარგი მარაგი გააჩნიათ და რომელთა გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ საუკეთესო მკურნალი ისაა, ვინც არ ძალადობს ავადმყოფობის ბუნებრივ პროცესზე, არამედ მხოლოდ თვალყურს ადევნებს და ეხმარება ორგანიზმს, რომ ყველაზე მარტივი მეთოდებით ებრძოლოს ავადმყოფობას. ჩვენი ძალზე ცნობილი პროფესორები - ზახარინი და სიროტინინი მხოლოდ თორმეტ უმარტივეს საშუალებას იყენებდნენ, ფართო პრაქტიკაში კი - შვიდს, რომლებშიც შედიოდა სოდა და ვალერიანი».

«სოდა უკვე თავისთავად წარმოადგენს კიბოსგან დამცავ საშუალებას, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია მისი მიღება, და ერთი ექიმისგან მსმენია, რომ კუჭის კატარის დროს იგი კარგი არაა».

«...ასევე სოდა ფრიად სასარგებლოა დაღლილობის დროს; პირადი გამოცდილებით ვიცი, როგორ ქრება დაღლილობა სოდის მიღების შემდეგ. იყო შემთხვევები, როცა კიბო სოდით დაზელვის შედეგად განკურნეს. ძველ დროში სოდის ველებს ღმერთების სამყოფელს ეძახდნენ. თავად სოდას კი - ღვთაებრივ ფერფლს. ეს ყველაფერი მის სამკურნალო თვისებებზე მიუთითებს».

«თავს მოუფრთხილდით, და დაე თქვენი მზის წნული კარგად მუშაობდეს. არ მიიღოთ არანაირი წამალი, სოდა - ყველაზე საუკეთესო საშუალებაა».

«სოდა ხელს უწყობს მუსკუსის მონელებას».

«ნუ შეგეშინდებათ სოდის მიღების. სოდა - ღვთაებრივი ძღვენია, და ადამიანებს შეუძლიათ ფართოდ გამოიყენონ იგი»

სტატია მომზადებულია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით

ავტორი: მამუკა გურული

P. S. სოდასთან დაკავშირებით უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ერთი ფქტორი: თუ ტუტიანობა ისედაც მაღალია (რაც იშვიათია), მაშინ სოდა აღარაა რეკომენდებული. ბევრი ამბობს მაინც შეიძლებაო, მაგრამ არ ვეთანხმები. და ასევე "ტუტოვანი" კიბოს დროსაც სოდა უკუნაჩვენებია. - ავტორის შენიშვნა

P.P.S. მსგავს შეფუთვაში იყიდება სხვადასხვანაირი სოდა: ნამდვილი და ყალბი. ფოტოზე მოცემული სოდა ნამდვილია. ზემოთ აწერია: НАТРИЙ ДВУУГЛЕКИСЛЫЙ. ყალბს ეს წარწერა არ აქვს და დაბლა წერია: ГОСТ 2156-76. სხვა შეფუთვაზე დაბლა სხვა გოსტი აწერია და ბოლო ციფრებია 2014. ნამდვილი სოდფა არის ნატრიუმის ბიკარბონატი, ყალბი კი - ნატრიუმის ჰიდროკარბონატი. ამ მეორეს სამკურნალო თვისებები არ აქვს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ცოცხალი სამზარეულო


 ავტორი: ვადიმ ზელანდი  მთარგმნელი: მამუკა გურული &nb...

მკურნალობა ბოსტნეულის და ხილის წვენებით


ავტორი: ნორმან უოკერი მთარგმნელი: ჯუმბერ თითმერია (1991 წელი) რ...

პროდუქტები, რომლებიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ (I)


 ავტორი: ვლასი ჯიბლაძე  კბილის პასტების, დეზედორების, მა...

კალციუმისა და მაგნიუმის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე როგორ მივიღოთ კალციუმი ბუნებრივად? დავიწყებ...

ცხარე წიწაკა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე იადიგარ დაუდში არაერთგზისაა დაწერილი, რომ ...

ხელოვნური ვიტამინების შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე საკვებში ვიტამინების არარსებობის გამო წარმოქ...

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ


თეთრი პურის შესახებ ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნებისმიერი ჯიშისა და ხა...

ტოპინამბური


ტოპინამბური, ანუ მიწავაშლა, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff