ყავა და ჩაი

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

მონაკვეთი პაპიუსის წიგნიდან - "პრაქტიკული მაგია" მთარგმნელი: მამუკა გურული ყავა ყავა — ყველა...

coffee

მონაკვეთი პაპიუსის წიგნიდან - "პრაქტიკული მაგია"

მთარგმნელი: მამუკა გურული

ყავა

ყავა — ყველაზე ძლიერი აღმგზნებია მოქმედების ხანგრძლივობასთან მიმართებაში. მას გააჩნია ორი თვისება: პირველი — მიღებიდან ერთი საათის შემდეგ იგი მოქმედებს მზის წნულზე და სითბოს მეშვეობით აადვილებს საჭმლის მონელებას, რაც გონებას მეტ ფსიქიკურ ძალას აძლევს. მოქმედების მეორე პერიოდი იწყება ყავის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ, როცა იგი გავლენას ახდენს ინტელექტუალურ სფეროზე, და ამ მოქმედების ხანგრძლივობა განისაზღვრება დალეული ყავის რაოდენობით: ერთი ჭიქა ყავის გავლენა ერთიდან ორ საათამდე გრძელდება, ამიტომ მათ ვინც დღის პირველ საათზე სვამს ყვას, ფსიქიკური მოქმედება 3 საათზე ეწყებათ და 5 საათამდე გრძელდება. ამ დროიდან დაწყებული, ცარიელი კუჭი თავის მხრივ აღმგზნებად მოქმედებს, გონებრივი მუშაობა უფრო და უფრო ადვილი ხდება იმ პირობით, თუ საქმიანობა ძალზე დამღლელი არაა: მაგალითად, ჩანაწერების, ესკიზების, გეგმების გაკეთება, მაგრამ თხზულებების წერა და რთული გონებრივი სამუშაოს ჩატარება დილით ჯობია, ან მსუბუქი არამსუყე სადილის შემდეგ. არის ასევე მესამე ზეგავლენაც, რასაც ყავა ნერვიულ ადამიანზე ახდენს: აღმგზნები მოქმედების შემდეგ იწყება სევდა, რაც ცალკე აღწერას იმსახურებს.

ყავა, როგორც აღმგზნები საშუალება, გონებას ფსიქიკური ძალის იმ ნაწილს გადასცემს, რომელიც მოთავსებულია განგლიურ წნულებში. ძალა და შემართება, რომელსაც ორგანიზმის ყავისგან ღებულობს, წარმოადგენს სულის დროებით აღმაფრენას ორგანული მარაგისთვის ზიანის მიყენებით, ამიტომ ყავის გამოყენება სასარგებლოა მხოლოდ ძლიერი ადამიანებისთვის, და არა სუსტებისთვის და ანემიურებისთვის.

როცა ყავა ინტელექტუალურ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, და ამას დაემატა შრომაც, — ნერვულ ცენტრებში სიცარიელის შეგრძნება ვლინდება სევდისა და პესიმიზმის ფორმით, 10-60 წუთის განმავლობაში, რაც ქრება რაიმე საკვების მიღების შედეგად.

ყავის ფსიქიკური მოქმედება საბოლოო ჯამში დაიყვანება აღქმის გაძლიერებამდე, ამიტომ მაგიის შემსწავლელისთვის ყავა წარმოადგენს საშუალებას არტისტული აღქმისთვის. და მართლაც, ცნობილია, რომ არტისტული აღქმის ხარისხი დამოკიდებულია ნერვულ მდგომარეობაზე, ჩვენ კი ვიცით, რომ ყავა მას აღაგზნებს.

შესაძლებელია ყავის დალევა მისი თურქული მეთოდით მომზადების შემდეგ, „დეკოქტის“ სახით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის აღმგზნებ მნიშვნელობას.

და ბოლო, ყავის უზმოზე მიღება, ოდნავ დაფქვილის, ბალზაკის მითითები თანახმად, იძლევა მოქმედების უმაღლს ეფექტს, რაც შეგვიძლია ამ ძვირფასი საშუალებიდან მივიღოთ.

ჩაი

თუ ყავა, მოქმედების პერიოდის ბოლოს, იწვევს თუმცა ძალიან ძლიერ, მაგრამ სწრაფად წარმავალ პესიმიზმს, ჩაი უფრო მუხთლად მოქმედებს.

გონებრივი აგზნება, რომელსაც ჩაი იძლევა, სადღაც შუაშია ალკოჰოლსა და ყვას შორის, მაგრამ ეს აგზნება მუბუქია და არ ახასიათებს მკვეთრი გადასვლები. ჩაი იწვევს მელანქოლიას და თანდათანობით, მაგრამ თანმიმდევრულდ, აზიანებს ნერვულ ცენტრებს. ჩაის შემთხვევაში იშვიათად ვლინდება პესიმიზმის შემოტევები, მაგრამ ხშირად გვხვდება ნერვების ანემია, რასაც ამ სასმელის ჭარბად გამოყენება იწვევს.

ამ აღმგზნები საშუალების დადებითი თვისებაა გონებრივი მუშაობის გაადვილება, ხოლო მისი ზიანი ვლინდება ნერვულ ცენტრებზე ძლიერი მოქმედებით. ამ შემთხვევაში ნერვული ძალის აღდგენის პერიოდი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სხვა ნივთიერებების შემთხვევაში.

ნერვული ანემია იწვევს ინიციატიურობისა და სულის სიჯანსაღის დაქვეითებას. დამიანი, რომელიც ჭარბად იღებს ჩაის, ხდება აპათიური, წუწუნებს თავის ბედზე, მაგრამ თავისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არანაირ ძალისხმევას არ ეწევა, ამიტომაც წარმოადგენს ფატალისტს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

მსგავსი სტატიები

რა არის კანცეროგენი?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე კანცეროგენებს უწოდებენ ისეთ ნივთიერებებს, რო...

სწორი კვება


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სულხან-საბასთან წერია: ვინათგან ორთა ჯერთა ჭ...

ზეთისხილის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მაღაზიებში გვხვდება მრავალგვარი ზეთისხილი: მ...

მკურნალობა ბოსტნეულის და ხილის წვენებით


ავტორი: ნორმან უოკერი მთარგმნელი: ჯუმბერ თითმერია (1991 წელი) რ...

მარწყვის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მარწყვი ძალიან გემრიელი და სასარგებლო კენკრა...

ჭამის შემდეგ ყავის ან ჩაის დალევა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ლიმონი მჟავეა, შეიცავს ლიმონმჟავას და აქვს მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff