შავი გედის იუნგიანური ანალიზი

Admin
ფსიქოლოგია კარლ გუსტავ იუნგი
0
0

ავტორი: ზურაბ ფერცულიანი

« საკუთარი სიბნელის შემეცნება საუკეთესო მეთოდია სხვათა სიბნელის განსაკურნებლად. »

დღეს ვისაუბრებ იუნგიანური ფსიქოლოგიის ერთერთ მნიშვნელოვან თემაზე - ჩრდილზე, ამისათვის ვაპირებ განვიხილო და შევუსაბამო ამ თემას ფილმი - შავი გედი (2010)

სანამ ფილმის აღწერა/ანალიზზე გადავიდოდე მინდა « ჩრდილის » არქეტიპი დეტალურად ავღწერო და განვიხილო.

ჩრდილის დეფინიცია არც ისეთი მარტივია როგორც ბევრს შეიძლება ეგონოს, ჩვეულებრივ ის მიგვაჩნია როგორც არაცნობიერი პიროვნების ასპექტების პერსონიფიკაცია რომელიც ემატება ეგოს კომპლექსს, მაგრამ ის ნაწილი რომელიც ჩვენ არ ვართ. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩრდილი ეს არის ბნელი, გამოუხატავი, და რეპრესირებული მხარე ეგოს კომპლექსისა, მაგრამ ეს ნაწილობრივაა სიმართლე. თავად იუნგმა ერთხელ თქვა: ჩრდილი მთლიანი არაცნობიერია ! 

თუკი ვინმე მიდის ანალიტიკოსთან რომელსაც ფსიქოლოგიის არაფერი გაეგება, და შეეცდებით მას აუხსნათ რომ გონების უკან არის რაღაც პროცესები რომლის ცნობიერნიც ადამიანები არ არიან, ეს არის მისი ჩრდილი. ასე რომ პირველი მარტივი მიდგომით არაცნობიერთან, ჩრდილი არის « მითოლოგიური » ტერმინი ყველაფერ იმაზე რომელიც ჩემშია და პირდაპირი წვდომა არ მაქვს. მხოლოდ როდესაც კვლევას ვიწყებთ სხვადასხვა ასპექტებისა, სიზმრებში ჩნდება არაცნობიერის პერსონიფიკაცია, იგივე სქესის წარმომადგენლის სახით ვისაც სიზმარი ესიზმრება. მაგრამ ეს ადამიანი შემდეგ აღმოაჩენს ამ უცნობ არეალში სხვა რეაქციების კლასტერს რომელსაც ქვია ანიმა (ან ანიმუსი) რომლებიც წარმოადგენენ გრძნობებს, ხასიათებს, იდეებს და ასე შემდეგ.

როდესაც ჩრდილზე ვსაუბრობთ საჭიროა განვიხილოთ პიროვნების განვითარების დონე, მისი ცნობიერებისა და სიფხიზლისა, ამიტომ დასაწყისისას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილი ეს ის ნაწილია რომლის შესახებადაც არ ვიცით. კვლევის შედეგად კი ვაცნობიერებთ, რომ ჩრდილში არის რაღაც პერსონალური რაღაც კი კოლექტიური, პრაქტიკულად როდესაც ჩრდილს ვხვდებით, ვერ ვარჩევთ რომელი ნაწილია პირადი რომელი კი კოლექტიური.

პრაქტიკული მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ პიროვნება რომლის მშობლებიც რადიკალურად განსხვადებიან ერთანეთისგან, ვგულისხმობ ხასიათობრივად, რომლის ხასიათის შტრიხებიც ასე ვთქვათ ერთად ქიმიურად ვერ ეწყობა, მაგალითად გოგონას რომელსაც მამისგან სისასტიკე და სიცივე გადმოყვა ხოლო დედისგან სირბილე და სენტიმენტალურობა, როგორ შეიძლება ეს გოგონა იყოს ორივე ხასიათის მატარებელი? ის რომ ვინმე გააბრაზოს ერთმანეთისთვის საპირისპირო რეაქციები ექნება. ბავშვში ოპოზიციური შესაძლებლობებია რომელიც ერთმანეთთან ჰარმონიაში არ მოდის, მაგრამ ხდება არჩევნის გაკეთება რომელიმე მხარისაკენ მაინც, განვითარების ნაწილზე შემდეგ მოდის აღზრდა, რომელიც ამას ემატება, შემდეგ ჩვევა, « მეორე ბუნება » . ამ რეპრესირებული ხასიათები რომლების მიღებაც არ ხდება რადგან ასე ვთქვათ შეუსაბამოა არჩეული ხასიათობრივი მანერებიდან, ასე ყალიბდება ჩრდილი. ცოტა გაცნობიერებითა და სიზმრების დახმარებით, მარტივია ამ ელემენტების ამოცნობა, ეს არის რასაც ჩრდილის გაცნობიერებას ვეძახით, და ამ ანალიზით რჩება ყოველივე. მაგრამ ეს თვითმიზანი არ არის, ბევრმა შეიძლება მუშაობის შედეგად აღმოაჩინოს და შეიცნოს საკუთარი ჩრდილი მაგრამ ვერ ახერხებს მის გამოხატვას, მის ინტეგრაციას ცხოვრებაში. შესაბამისად ჩრდილის ინტეგრირებული ადამიანი გარეცმოვაში მყოფ ადამიანებს არ მოსწონთ რადგან ის იცვლება ერთგვარად რადგან მათ უწევთ ადაპტირება ახალ პიროვნებასთან. მაგალითად ოჯახში ძალიან მშვიდი ადამიანი წევრი უცბად ხდება აგრესიული და უარს ამბობს სხვა წევრების მოთხოვნებზე ამას მივყავართ მის კრიტიკამდე და არც ამ ადამიანის ეგო არ ხალისობს დიდად ამით, ასე ჩრდილის ინტეგრაცია შეიძლება არასწორად წარიმართოს და მთელი პრობლემატიკა იჭედება ერთ ადგილას. საჭიროა გვქონდეს გამბედაობა რომ ის ხასიათობრივი შტრიხები მივიღოთ რომლებიც წლების განმალობაში რეპრესირებული იყო. მაგრამ თუკი არ მოხდა ამის მიღება მაშინ ეს პიროვნებისდა გაუცნობიერებლად მოქმედებს, რომ დავინახოთ და ვაღიაროთ ჩრდილია პრობლემის ნაწილი, რომ ვთქვათ რომ რაღაც შეგვემთხვა, რაღაც გამოგვრჩა, მაგრამ დიდი ეთკური პრობლემა გამოყოფს თავს როდესაც ადამიანის ცნობიერება ჩრდილის ცნობიერად გამოვლინებას ცდილობს, ძალიან დიდი სიფრთხილე და ფიქრია საჭირო რომ ცუდი ეფექტი არ ქონდეს ამას.

მაგალითისთვის: მგრძნობიარე ტიპები მიდრეკილნი არიან სისასტიკისკენ მეგობრების კრიტიკაში, ერთი კუთხით კარგად არიან ადამიანებთან, მაგრამ ზურგს უკან ძალიან დიდ კრიტიკას ატარებენ. დასაწყისისას ჩრდილი არის მთელი არაცნობიერი - ემოციების ნაკადი, კრიტიკა, და ასე შემდეგ. ვიღაცამ შეიძლება ეს ჩათვალოს ნეგატიურ ანიმუსის აზროვნება, (ქალის შემთხევაში როცა ის შეპყრობილი ხდება ანიმუსით ის კრიტიკული და აგრესიულია, მიდრეკილია კომფლიქტისაკენ), ნეგატიური აზრები არასრულფასოვნების კომპლექსიდან მოდის, ბრუტალური ემოციები ჩრდილისგან ხოლო ზოგი დესტრუქციული კრიტიკა კი ანიმუსიდან ქალის შემთხვევაში.

ყველა ცივილიზაციას, განსაკუთრებით კი ქრისტიანობას აქვს საკუთარი ჩრდილი. მარტივია დავინახოთ სხვა ცივილიზაციაში ის რაც ჩვენ არ გვაქვს მაგალითისთვის ინდოეთი სულიერი და ფილოსოფიური კუთხით მეტად განვითარებულია ვიდრე ჩვენ მაგრამ მათი სოციალური ქცევა ჩვენთვის შეიძლება შოკისმომგვრელი იყოს, ბევრი იქ შიმშილისგან კვდება, ეს ექსტრემალური მხარეა, მაგრამ არავინ დიდად არ ერევა რადგან იქ მიაჩნიათ რომ ეს მათი კარმაა, მათი ხსნის გზა. ევროპაში კი პირიქით ეს სამწუხარო ფაქტი იქნებოდა ბევრისთვის, შეგვიძლია ამას ინდოეთის ჩრდილი ვუწოდოთ, მათი ექსტრავერსია ზღვარის ქვემოდაა და ინტროვერსია ძალიან მაღლა, შეიძლება რომ ნათელი მხარე არ არის ცნობიერი ბნელი მხარისა, რომელიც სხვა ცივილიზაციისთვის მარტივი მისახვედრია. თუკი ადამიანი მარტო ცხოვრობს მისთვის თიქმის შეუძლებელია დაინახოს საკუთარი ჩრდილი, რადგან არავინ არ არის უთხრას როგორ გამოიყურება გარედან. უმეტესად კოლექტიური ჩრდილი ვლინდება ომებსა და სხვა ნაციების ზიზღის დროს. ევროპელების ჩრილს რომ შევეხო, ზოგი მახასიათებელი შესუსტებულია როდეაც მცირე ჯგუფში არიან, ან როდესაც მარტო რჩებიან მაგრამ იზრდება როდესაც დიდ ჯგუფში ხვდებიან, ამის კომპენსატორულ მაგალითია თავშეკავებული ინტროვერტები იყვენენ მოკაშკაშენი იყვნენ ბრბოში, ექსტრავერტი პირიქით. როდესაც მარტოა, ინტრევერტი იძახის რომ არ არის ამბიციური და არ აინტერესებს, ამბიციურ ინტრიგებს არ აკეთებს, ნამდვილი საკუთარი თავია და ინტროვერსიით ხარობს, მაგრამ აბა ჩასვი ბრბოში სადაც ამბიციური ექსტრავერტები არიან, მაშინვე დაინფიცირებული ხდება. მაგალითისთვის მოვიყვან ქალს რომელმაც რაღაც იაფასიანი იყიდა, შემდეგ სხვა ქალები დაესევიან მას და იგივეს ყიდულობენ, სახლში მისვლისას კი საკუთარ თავს ეკითხებიან თუ რატომ იყიდეს ეს. თუკი ადამიანი ამბიციური ხდება მხოლოდ როდესაც ის რაღაც ჯგუფშია მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს კოლექტიური ჩრდილია. როდესაც რაღაც ჯგუფში შედიხარ მაშინვე შეგიძლია იგრძნო იქ მყოფი ეშმაკი, ესე მოდიოდათ ზოგ გერმანელს ნაცისტურ შეხვედრებზე, სახლში მისულები « გადახარშავდნენ » ხოლმე და ხდებოდნენ ანტინაცისტურები მაგრამ შეხვედრებზე თითქოსდა ეშმაკი იპყრობდა. მახსენდება წლების წინანდელი ფაქტი როდესაც მიტინგზე შემხევით აღმოვჩნდი, მიტინგის « სულმა » მაშინვე შემიპყრო და მეც მივიღე მასში მონაწილება შემდეგ კი წამოვედი თითქოს არც არაფერი. სხვაგვარად რომ ვთვათ ეს კოლექტიური დემონები მხოლოდ მაშინ შემოდიან ჩვენში როდესაც ჩვენში მათი ნაწილია, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხევაში შეუძლია კოლეტიურ ჩრდილს შემოაღწიოს ჩვენი ფსიქიკის კარებებში. შესაბამისად უნდა გავაცნობიეროთ ამ ორის ასპექტის არსებობა წინაამღდეგ შემთხევაში შეიძლება ბევრი დავადანაშაულოთ ბევრ რამეში. ზემოთ ვთქვი რომ როდესაც ერთი ჯგუფი ხვდება მეორე ჯგუფს მაშინ რეალიზდება ჩრდილი მაგრამ არ მიხსენებია ის რომ ბევრ ცივილიზაციაში რელიგიური რიტუალები გვაჩვენებენ ჩვენ ჩრდილებს. ქრისტიანულ ცივილიზაციის მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ შავი წირვის მაგალითი სადაც ქრისტეს სახელს ლანძღავენ და წყევლიან, ყველაფერი ამის მიზანი არის რომ გააკეთო საპირისპირო სიწმინდისა. ეს რიტუალური ფესტივალები მოკვდა და აღარ არსებობს, მე ვგულისხმობ ევროპაში. მართმადიდებლურ ეკლესიაში ამის გამოა რომ ყოველი წმინდანი საკუთარ ცოდვილობას უსვამს ხაზს და აღიარებს მას და თავს იმდაბლებს. იგივე რიტუალები არსებობდა ინდია სხვადასხვა ტრიბალურ მციფრე ცივილიზაციცებში რომლებშიც იყვნენ ხალხი რომლებიც იმ ცივილიზაციის წესების აპირისპირო რიტუალებს ასრულებდნენ, რაც წესებს ეწინაამღდეგებოდა.

საიდან წარმოიშვება ჩრდილი?

ჩვენ ყველანი მთლიანი ვიბადებით, და იმედია მთლიანებიც გარდავიცვლებით. მაგრამ სადღაც ცხოვრების გზაში ჩვენ მივირთმევთ მშვენიერ ხილს ცოდნის ხიდან, რაღაცეები ნაწილდება კარგსა და ცუდში, და შესაბამისად ასე წარმოიშვება ჩრდილი, ვყოფთ ჩვენ ცხოვრებას. კულტურულ პროცესში ჩვენ ვანაწილებთ ღმერთის მიერ ბოძებულ მახასიათებლებს სოციუმში. ეს მშვენიერი და საჭიროა, წინაამღდეგ შემთხევაში არ იქნებოდა ცივილიზებური ქცევა, გაყოფისა სიკეთესა და ბოროტების შორის. მაგრამ უარყოფილი და მიუღებელი მახასიათებლები არსად ქრება, ისინი ჩვენი პიროვნების ბნელ კუთხეში განიდევნებიან, ჩრდილი ისაა რაც ადეკვატურად არ შემოსულა ცნობიერებაში. დაახლოებით იგივე პოტენციური ენეგია გააჩნია როგორც ეგოს, თუ შეძლო და დააგროვა ეგო ძლიერი ძალა, ძალიან ძლიერ სიუხეშეში შეიძლება გამოვლიდნდეს რომელიც ჩვენ გვცდება, ან გვაქვს დეპრესია, და გვხვდება მოვლენა რომელაც თითქოს თავისი მიზანი ჰქონდა. ავტონომიურად დაძრული ჩრდილი საშინელი მონსტრია ჩვენს ფსიქიკურ სახლში. როგორც ზემოთ ვთქვი ჩვენ მთლიანი ვიბადებით მაგრამ რაღაცნაირად კულტურა მოითხოვს რომ მხოლოდ რაღაც ნაწილი ვიცხოვროთ და ვუარყოთ სხვა ნაწილი. ჩვენ თვითობას ვყოფთ ეგოში, ჩრდილში იმიტომ რომ კულტურა გვთხოვს მოვიქცეთ შესაბამის მანერებისდა მიხედვით. ეს ჩვენი მემკვიდრეობაა ედემის ბაღში ნაჭამი ვაშლისაგან. შეგვიძლია ვთქვათ რომ ბავშვები არ უნდა შეეხნონ ამ გაყოფას ნაადრევად თორემ მათ ბავშვობა წაერთმევათ. ისინი ედემის ბაღში უნდა იყვენენ მანამ სანამ არ გაძლიერდებიან რომ კულტურულმა პროცესებმა ისინი არ გატეხონ. 

მინდა ავღნიშნო რომ ზოგი კარგი მახასიათებლებიც ჩრდილში შეიძლება განიდევნოს. წესით, ჩვეულებრივი მუნდანური მახასიათებლები ნორმაა, ნებისმიერი რამ რაც ამაზე დაბლაა ჩრდილშია, მაგრამ მასზე უკეთესიც ჩრდილშია. სუფთა ოქროს მახასიათებლები ჩვენი პიროვნებისა შეიძლება სწორედ ჩრდილში აღმოჩნდეს იმიტომ რომ ისინი ადგილს ვერ პოულობენ ყოველდღიურ სამყაროში. საინტერესოა ის ფაქტი რომ ხალხი ეწინაამღდეგება ჩრდილის თავმდაბლურ ასპექტებს ვიდრე ბნელ მხარეს. ძალიან შემაშინებელია ჩრდილში ოქროს ყოფნა. ოქრო ისაა რაც ჩვენ უმაღლეს ძახილს იწვევს რომლის მიღებაც ცხოვრების რაღაც ნაწილზე რთულია, ამის მაგალითისთვის შემიძლია ღიად ვთქვა რომ კრიმინალური ხალხის უმრავლსობა და დიდი ნაწილი უბრალო მარტივ მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობს, ეს მათი ჩრდილია. ამიტომ ოქროს დაიგნორება ისევე დამანგრეველია როგორც ბნელი მხარისა, შეიძლება დაიტანჯო და დაავადდე კიდეც სანამ ისწავლი თუ როგორ უნდა გამოვლინო ფსიქიკური ოქრო გარეთ. ტრიბალურ საზოგადოებებში შამანები ან მკურნალები ხშირად განიცდიდნენ დაავადებებს რომლებიც მათ აძლევს საჭიროებას განკურნონ საკუთარი თავი რის შედეგადაც უკვე სიბრძნეს საკუთარ ხალხს უზიარებდნენ. ჩვენ დღემდე უნდა ვიოპერიროთ დაჭრილი მკურნალის არქეტიპით, რომელმაც საკუთარი თავი განკურნა, იპოვა ოქრო მის გამოცდილებაში. 

გადავიდეთ ფილმის განხილვაზე.

სიუჟეტს არ განვიხილავ, გირჩევთ ყურადღებით უყუროთ ფილმს მანამ სანამ ანალიზს წაიკითხავდეთ.

ანალიზი: ფილმი იწყება პროტაგონისტის ნინას სიზმირთ სადაც ის ასრულებს თავის ბალეტის ცეკვას, უცბად შავი დემონი მოდის რომელიც მის ზურგს უკან არის და მასთან ერთად ცეკვავს, ქორეოგრაფი უყვება ბალეტის ამბავს რომელზეც ვარჯიშობენ ბალერინები, ეს ბალეტი გედების ტბაა ჩაიკოვსკის მიერ ადაპირებული გერმანული ლეგენდისა რომლის მოკლე ისტორიაც შემდეგია: ბოროტმა ჯადოქარმა დაწყევლა ოდეტი რომელიც გედად გადაიქცა, მხოლოდ ღამე გარდაიქმნებოდა ადამიანად, წყევლა მოიხსნებოდა მხოლოდ მაშინ თუკი პრინცი აუხსნიდა სიყვარულს მაგრამ არის შავი გედი რომელიც შეაცდენს პრინცს... ნინა როდესაც სახლში ბრუნდება ნახავს თითქოს თავის ორეულს შავებში. ნინას ატყობს საკუთარ სხეულზე რაღაც დაზიანებებს ფილმში არ ჩანს თუ საიდან აქვს ეს, მან მიაყენა საკუთარ თავს თუ ჰალუცინაციაა, დედამისი რომელიც ნინასთან ერთად ცხოვრობს მხატვარია, ნარცისული ხასიათებით ეს კარგად ჩანს როდესაც ტორტის გადაგდება უნდა რომელიც ნინას გედების ტბის მთავარ როლში არჩევის გამო დაამზადა. ნინა ზრდასრული ქალი ცხოვრობს როგორც პატარა გოგონა რომელის დედაც ზედმეტად მზრუნველია მასთან მიმართებაში და მაკონტროლებელი, კომპლექსური ურთიერთობა დედამისთან განასახიარებს ინდივიდუაციისა და მშობლების ზეგავლენის ურთიერთდამოკიდებულების მიკროკოსმოსს, ერიკას ზედმეტად დამცველი ბუნება და საკუთარი არარეალიზებული ოცნობების პროექცირება ნინაზე ქმნის გარემოებას რომ ნინა გაიზარდოს, ეს დინამიკა ასახავს იუნგის დედის კომპლექსს სადაც მოუგვარებელი დედის კომფლიქტები ზეგავლენას ახდენს ნინას ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, ნინას მოგზაურობა ასე ვთვათ მოითხოვს აუტონომიის დამყარებას და საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბებას მიუხედავად დედამისის მაკონტროლებელ ხასიათისა, ნინას დედას როგორც დადებით ასევე უარყოფითი ზეგავლენა აქვს მასზე როგორც დამცველის ასევე მშთანმთქმელი დედის როლს ასრულებს, ის ერთგვარად ეხმარება მას მისცეს ბიძგი რომ მან შეძლოს ბალეტში წარმატების მიღწევას მაგრამ როგორც ზემოთ ვახსენე ნინას დედა ასევე  აქვს პოსესიური ხასიათი ის ვერ უშვებს ნინას რომ მან საკუთარი იდენტობა ჩამოაყალიბოს ასე რომ აქ ის მშანმთქმელი დედის როლსაც კარგად ირგებს, ერიკას ეშინია ნინას დაკარგვის, განშორების რომელიც ნინაზე დამთუგრნველად მოქმედებს ეს შიშ მის ფსიქიკის სიღრმეშია, რომლის საფუძველიც მიტოვების შიშია, ამის გამოა რომ ის შეიძლება ზედმეტად ბავშვივით ექცეოდეს ნინას. « ყველაზე დიდი ტვირთი, რომელიც ბავშვმა უნდა იტვირთოს, არის მისი მშობლების აუხდენელი ცხოვრება » - იუნგი


ნინას კოლეგები რომლებსაც მისი შურთ რეალურად ბიძგს აძლევენ ნინას რომ მეტად განვითარდეს და კვებავენ რა ნინას ჩრდილს, ფილმში ხშირად ჩანს სარკეები, ეს სარკეები განასახიარებს თვით რეფლექსიას და ინტროსფექციის სიმბოლოებს. ნინას დანაწერვებული იდენტობის ბუნებას, ეს სარკეები ასევე იმ კონცეფციის ნაწილიცაა სადაც ინდივიდები საკუთარ თვით-იდენტობას ადგენენ სხვების აღქმის და მიხედვით.

ვისაუბროთ ნინას ჰალუცინაციებზეც, მისის ჰალუცინაციები დაკავშირებულია მისი სხეულის სურეალისტურ ტრანსოფმრაციასთან, რომლებიც ასახავენ რა ნინას რეპრესირებულს სურვილებს, შიშებს და გადაუჭრელ ფსიქოლოგიურ კონფლიქტებს. იუნგი ამაზე საუბრობრობს როგორც მანიფესტაციებს ადამიანის პირად და კოლექტიური არაცნობიერის შეჭრას ცნობიერის ბარიერებში. რადგანაც ნინას კავშირი რეალობასთან სუსტდება პოტენციურად მისი ფსიქოზის გამო ჰალუცინაციები ძლიერდება და ძლიერდება რომელიც ნინას ჩრდილამდე სუპრესირებულ ასპექტებამდე მიყავთ, მის ჩრდილად შეპყრობამდე ვიტყოდი. ნინას ჰალუცინაციები მოიცავს ასევე სექსუალურ ურთიერთბას მის მეგობარ გოგოსთან, ნინას სექსუალურობის გაღვიძება ერთერთი ძლიერი ფაქტორია მის ფსიქოლოგიური განვითარებისა, მისი ურთიერთბა საკუთარ სხეულთან წარმოადგენს კონფლიქტს სოციალური ნორმებისა (დედამისის მაკონტროლებელი გავლენა) და მისი თვითობის ავთენტურობას შორის. ნინას მოგზაურობა ასევე მისი ანიმუსის ინტეგრაციას არ გამორიცხავს მისი უფროსის წყალობით, და მის რეპრესირებულ ანიმას ლილის საშუალებით.

როგორია ნინას ჩრდილი?

ნინას ჩრდილი შავი გედია, თავად ძალიან მშვიდი უმწეო, ლმობიერი, ბავშვურია, მისი ოთახი სულ ვარდისფერებშია მორთული.

მაგრამ ნინას ჩრდილი მოიცავს:

1) სექსუალობას: მისი რეპრესირებული სექსუალურობას, თეთრი გედის პერსონა ანუ ის მხარე რომლითაც ჩვენ წარვდგებით საზოგადოების წინაშე და თამაშობს რა როლს, გაკონტროლებულია ხოლო შავი გედი უბიძგებს მას დაუკავშირდეს მის სექსუალურ ბუნებას და გამოიწვიოს სოციალური ნორმების უგულებელყოფა სიწმინდესთან და უბიწოებასთან დაკავშირებით.
2) თვით-გამოხატვას და თავისუფლებას: ნინას ჩრდილი ნინასგან თავისუფლებას მოითხოვს რომელიც ნინას ძალიან სჭრიდება და დედის ზეგავლენა და სოციალური ნორმები მას ახშობს. შავი გედი კი მას უბიძგებს ეს ლიმიტაციები გადალახოს.
3) შეუპოვრობა და აგრესია: ნინას შეუპოვრობა და აგრესია ასევეა რეპრესირებული მის ჩრდილში. ის დრო და დრო ავტორიტეტს უპირისპირდება და მაქსიმალურად ყველაფერს ცდილობს დაიმკვიდროს თავი, მეგობარს კლავს, ეს მისი ჩრდილის წყალობით.
4) ჩაფლავების შიშსა და თვითდაურწმუნებლობას: შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს მაგრამ ჩრდილის არქეტიპი მოიცავს ეჭვსაც, ნინას მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ და წარუმატებლობის შიში მისი ჩრდილის გავლენიდან მომდინარეობს. ეს კი უბიძგებს მას ბრწყინვალებისკენ, მაგრამ ასევე კვებავს მის შფოთვას და ძრის უთხრის მის თვითშეფასებას.
კლასიკური ფსიქიატრიის მიხედვით შეიძლება ვთვათ რომ ნინას ფსიქოზი აქვს რომლის მიზეზი გარდა ზემოთხსენებული მიზეზებისა არის მისი იზოლაცია და სოციალური მხარდაჭერის არ ქონა, მას არ აქვს ემოციური მხარდაჭერა, ვერ უკავშირდება სხვებს, სხვა მოცეკვავეებს რაც იწვევს მის ალიენაციას, ანუ გაუცხოებას საზოგადოებიდან...

ნინას პერსონა ძალიან რბილია როგორც ზემოთ ავღწერე ასე რომ, ნინას მოგზაურობა შავ გედში შეილება ჩავთვალოთ როგორც ინტეგრაცია და შეერთება მისი ჩრდილის ელემენტების შემოერთებას რომელთანაც ბრძოლა აქვს, მორცხვი თეთრი გედიდან ის ხდება თავისუფალი მკაფიოდ თავდაჯერებული შავი გედი რომელიც სიმბოლიზირებს მის პროგრესიას მეტად დაბალანსირებულ და მთლიან თვითობას. მისი ჩრდილის შეერთებით ის მის შინაგან კოპლიქტებს ჭრის და ახდენს თვითრეალიზირებას.

როგორ მოქმედებს პიროვნების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე უფრო ბნელი იმპულსებისა და სურვილების ჩახშობა, რომლებიც წარმოდგენილია ჩრდილით?

« ყველა ატარებს ჩრდილს და რაც უფრო ნაკლებად არის განსახირებული ინდივიდის ცნობიერ ცხოვრებაში მით უფრო შავი და მკვრივია იგი - კარლ გუსტავ იუნგი.

მსგავსი სტატიები

იდი, ეგო, სუპერ-ეგო


იდი (ID) – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რად...

რა არის ტიპოლოგია?


  ავტორი: კესო გაგოშიძე ყველა ჩვენგანის აზროვნებას/კოგნიცი...

ჰელინგერის სისტემური განლაგება


ამონარიდები ბერტ ჰელინგერის წიგნებიდან მთარგმნელი: მაია ბადრიძე ...

რატომ უნდა ესაუბროთ უცნობებს


TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია წამყვანი: კიო სტარკი მთარგმნელი: ქრი...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი VI)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წესი ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff