"მძინარე მზეთუნახავის" იუნგიანური ანალიზი

Admin
ფსიქოლოგია კარლ გუსტავ იუნგი
0
0

ავტორი: ზურაბ ფერცულიანი

გთავაზობთ სერიას სხვადასხვა ევროპული ზღაპრის თუ თანამედროვე კულტურის ზღაპრული ნაწარმოებების ფსიქოანალიზისა (იუნგისეული). ამ პროცესში შევეხები სხვადასხვა კომპლექსებს რომელიც პათოლოგიურად ვლინდება საზოგადოებასა და ინდივიდებში, რომლებიც ყველა ჩვენგანშია.

დღეს ვისაუბრებ « მძინარე მზეთუნახავზე », მინდა ავღნიშნო რომ ჩემი ანალიზი დაფუძნებულია სამოციანი წლების მულტფილმზე, რადგან მძინარე მზეთუნახავის სხვადასხვაგვარი ვერსია არსებობს როგორც ფრანგულში ასევე გერმანულ წყაროებში, ორიგინალი ვერ მოვიძიე.

სიუჟეტი: მეფე და დედოფალი დიდხანს ოცნებობდნენ შვილის გაჩენაზე, როგორც იქნა ეს მოხდა და მათ შეეძინათ ქალიშვილი, გამართავენ წვეულებას და ყველას დაპატიჟებენ მის სამეფოში, გარდა ბოროტი ჯადოქრისა. პრინცესას 3 ფერია დაასაჩუქრებს სხვადასხვა ნიჭით, ერთი სილამაზით მეორე სიმღერის ნიჭით ხოლო როდესაც მესამე ფერიის დრო დგება, ამ დროს ჩნდება ბოროტი ჯადოქარი, იგივე მალეფიცენტა, რომელიც დაუპატიჟებლობის გამო წყევლის პრინცესას და ამბობს რომ როდესაც პრინცესა 16 წლის გახდება საკერავის თითის ტარი შეერჭობა, რის გამოც ის მოკვდება, მესამე ფერია წყევლას ვერ აშორებს მაგრამ ამბობს რომ პრინცესა მუდმივ ძილს მიეცემა სიკვდილის ნაცვლად, სანამ უფლისწულის კოცნა არ გადაარჩენს, სამეფოში ყველა საკერავი ნადგურდება, და პრინცესა აღიზრდება გადაცმული ფერიების მიერ სადღაც ქოხში მოშორებით სამეფოსგან, როდესაც 16 წლის ხდება ის ბრუნდება სამეფოში რათა ბავშვობაში დანიშნული პრინცთან იქორწინოს მაგრამ სანამ ეს მოხდება ის გარეთ ტყეშია სადაც შეხვდება ჭაბუკს ცხენზე და შეუყვარდებათ ერთმანეთი, ამიტომ დამწუხრებული ბრუნდება სამეფოში რადგან იმ ტყეში გაცნობილ ბიჭთან დათქვა შეხვედრის დრო, და თანაც ეგონა რომ სხვაზე ათხოვებდნენ, სამეფოში ის მარტო რჩება და ტირის მაგრამ ამ დროს ჩნდება მალეფიცენტა და პრინცესა ჰიპნოზურ მდრომარებით მიჰყავს საკერავისკენ, რის შემდეგადაც ის ნემსს ეხება და იძინებს, ფერიები ყველას დააძინებენ სამეფოში რათა ეს ფატალური რამ არ იხილონ, პრინცი ტყეშია პრინცესას სანახავად რომელიც გლეხი გონია, მას მალეფიცენტა შეიპყრობს, ეს თავს აღწევს, მალეფიცენტა დრაკონად გადაიქცევა, პრინცი მას ებრძვის და საბოლოოდ ამარცხებს, კლავს. პრინცი ბრუნდება სამეფოში და კოცნით აღვიძებს მიძინებულ პრინცესას, და ორი სამეფო ერთმანეთს უკავშირდება.

გადავიდეთ ანალიზზე:

იქედან გამომდინარე რომ მეფე დედოფალს ნანატრი ერთადერთი ქალიშვილი შეეძინათ, მთელ ყურადღებას აქცევენ მას, რის გამოც არ პატიჟებენ ბოროტ ჯადოქარს, რადგან ეშინიათ რომ რაიმეს დაუშავებს, მალეფიცენტა ქალური პოლუსის ნეგატიური გამოვლინებაა, ბოროტი დედა, ბუნება, ის სამყარო რომელსაც არანაირად არ გსურს რომ შვილი გადაეყაროს.

ეს ზღაპარი ოიდიპური ამბავია, დედა რომელიც შთანთქავს შვილს ზედმეტი დამცველობით! რომელსაც არ სურს რომ შვილს რაიმე მოუვიდეს, იმის ნაცვალად რომ შვილი გაძლიერდეს ბოროტი და საზარელი სამყაროსთან ურთიერთობით, ასუსტებს მას ზედმეტი დამცველობით, და შემდეგ უშვებს გარე სამყაროში, მაგრამ მსგავს ადამიანს არ შეუძლია სწორი ცხოვრება. მეფე დედოფალი ბოდიშს უხდიან მალეფინცეტას და ეუბნებიან რომ დაავიწყდათ უბრალოდ მისი მოწვევა, მაგრამ არ შეიძლება დაგავიწყდეს ველური ბუნება და სამყარო როდესაც შვილი გიჩნდება.

საკითხავია დავპატიჟებთ თუ არა ჩვენც მალეფიცენტას ჩვენს ცნობიერებაში თუ საკუთარი შვილის, პასუხი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად არაცნობიერი გვინდა ვიყოთ ჩვენ თუ ჩვენი შვილები. პრინცესა ზედმეტად გულუბრყვილო იზრდება სამი კეთილი ფერიის მიერ, 16 წლის ასაკი აქ წარმოადგენს სექსუალური მომწიფების პერიოდს, ის იმდენად გულუბრყვილოა რომ ტყეში ერთხელ ნანახი ბიჭი უყვარდება, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი რომ თავად ამბობს თუ როგორ ნახა ბიჭი სიზმრად, ეს მისი ანიმუსია, არაცნობიერის ნაწილი, გულუბრყვილობიდან გამომდინარე (რომელიც მსგავსი აღზრდიდან გამომდინარეობს) მას პირველივე შემხვედრი უყვარდება, და ბიჭსაც უყვარდება ის როდესაც მის სიმღერას გაიგებს ტყეში, და მის სილამაზეს, უმანკო ქალურ თვისებებს (ფერიების საჩუქრებს) ნახავს. ფერიები ბუნების დადებით მხარეს წარმოადგენენ, ფემინურ მფარველობას. (მათი საჩუქრები კი ბუნებით დალოცვას, საჩუქარი ხომ ისაა რაც არ დაგვიმსახურებია, რისთვისაც არ გვიშრომია) როდესაც ის ჰიპნოზურ მდომარებაში ნემსს ეხება და იძინებს ეს განასახიერებს მის მიდრეკილებას არაცნობიერისაკენ, მის დატყვევებას არაცნობიერის მიერ, მას ურჩვევინა რომ იძინოს, მე ხშირად დავკვირვებiვარ, რომ დეპრესიისკენ მიდრეკილ ხალხს უყვართ ძილი, ნებისმიერი რამ რაც ჩვენ გვწყვიტავს რეალობას არის სწორედ ეს პრინცესა რომელსაც ძინავს, იქნება ეს ნარკოტიკული საშუალებები, ვიდეო თამაშები თუ სხვა. მაგრამ ვერ ვიტყოდით რომ ეს პრინცესას სურს (რეალურად კი ასეა), ეს ხომ მისი ბედისწერაა, ეს ხომ მალეფიცენტას წყევლაა ?! მოვიყვან იუნგის ციტატას «როდესაც შინაგანი მდგომარეობა არ ცნობიერდება, ის გარეთ ვლინდება როგორც ბედისწერა.»

მალეფიცენტას მიერ დატყვევებული პრინცი თავს იხსნის და ებძვის მალეფინცეტას, პრინცი აქ მამაკაცური საწყისის სიმბოლოა, ლოგოსის, როდესაც პრინცესა ეროსის. მზიური ცნობიერების სილბოლოა, მნიშვნელობის მძებნელი რომელიც ეძიებს შერწყმას ფემინურთან, მძინარე მზეთუნახავთან - რომელიც ასევე სულის აქეტიპია, მძინარე სულის, არაცნობიერს მიცემული. მალეფიცენტა დრაკონად იქცევა რომელსაც პრინცი ფარი მახვილით ამარცებს (მახვილი როგორც გონება), თითოეული მოზარდის და მამაკაცის ვალდებულებაა დაამარცხოს დრაკონი, როგორც სხვადასხვა კომპლექსი, ამ შემხვევაში უნივერსალური ოიდიპოსის კომპლექსი, პარალელს გავავლებდი წმინდა გიორგისთან რომელიც მართმადიდებლურ იკონოგრაფიაში დრაკონს კლავს, ეშმაკს. პრინცი მამაკაცური მხარის გაბედული ცნობიერებაა რომელიც პრინცესას სიყვარულით ამარცხებს დრაკონს, ის შემდეგ იხსნის მიძინებულ პრინცესას კოცნით, რის შედეგადაც არამარტო პრინცესა არამედ მთელის სამეფო იღვიძებს, ფხიზლობს, ეს ალქიმიური ქორწილია რომელიც ინდივიდუაციის პროცესს აღწერს სხვადასხვა კომპლექსის გადალახვით, და ეროსის და ლოგოსის გაერთინებას, ფემინურის და მამაკაცურის გაერთიანებით რომელიც არაცნობიერსაც აღვიძებს მასში გაქცეულ მიძინებულ სულს, ურთიერთობის დახმარებით.

 

მსგავსი სტატიები

ჯო დისპენზა. აკეთეთ ეს 7 დღე და საოცარ შედეგებს მიიღებთ


ტრანსკრიბცია ჯო დისპენზას ვიდეოდან მთარგმნელი: ნანა აბესაძე - მ...

როგორ ხდება ჩვენი დაპროგრამება დაბადებიდან


მთარგმნელი: მამუკა გურული ტრანსკრიბცია ვიდეოდან "ჩვენი ცხოვრები...

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა შენს ცხოვრებაში


მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ყველას უნდა თავს კარგად გრძნობდ...

შიშს რომ ნახევარწრე შემოუარო


 ავტორი: ანა თოფურიძე  სამყაროს შეუცნობელი ძალა მართავ...

ვიქტორ გულენკო - ექსტრავერსია, ინტროვერსია და ამბივერსია (ინტერვიუ)


ვიქტორ გულენკო - კლინიკური ფსიქოლოგი და სოციოლოგი, რომელმაც საფუძვე...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (შესავალი)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნიკა ვასაძე წინასიტყვაობა...

თვითშემეცნება და თვითგანვითარება


ადამიანები ხშირად მეკითხებიან: "როგორ განვავითარო (ეს) კოგნიტური ფუ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff