ოშო - ფსიქოანალიზის და ფსიქოსინთეზის შესახებ

Admin
ფსიქოლოგია ოშო
0
0

ოშოს წიგნიდან - "სუფიების ჭეშმარიტება" მთარგმნელი: მამუკა გურული კითხვა: ასანჯოლი ამბობ...

freud

ოშოს წიგნიდან - "სუფიების ჭეშმარიტება"

მთარგმნელი: მამუკა გურული

კითხვა: ასანჯოლი ამბობს, რომ ვერანაირი გაცნობიერებულობა ვერ დაგეხმარება მანამ, სანამ არჩევანს არ გააკეთებ: „სწორედ არჩევანის გაკეთებისთვის მზადყოფნა იწვევს ცვლილებას, და შესაბამისად განვითარებას“. თქვენ კი ამ დროს არაარჩევით გაცნობიერებულობაზე საუბრობთ.

არსებობს თუ არა სინამდვილეში არჩევანი?

პასუხი: ჩარანა, ასანჯოლი თავის რეაქციით ზიგმუნდ ფროიდზე მეორე უკიდურესობაში გადავარდა. მისი შეხედულება არაა გაწონასწორებული, და ვერც იქნება ასეთი. ეს რეაქციაა, რეაქცია კი არასოდეს არაა გაწონასწორებული. მე გეუბნები, რომ თავის გაგებაში იგი ფროიდზე მნიშვნელოვნად დიდია, მაგრამ აქ მაინც აქვს ადგილი გაუწონასწორებლობას.

ფროიდის მთელი სამუშაო სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ეეძულებინა თქვენთვის ღრმად ფესვგადგმული პრობლემების გაცნობიერება. თუ საკუთარი ღრმად ფესვგადგმულ პრობლემების გაცნობიერებას იწყებთ, ისინი თანდათანობით ქრებიან - სწორედ ამაში მდგომარეობს ფროიდის ანალიზი. მეტი არაფერია საჭირო. საჭიროა, მხოლოდ, რომ ცნობიერების სინათლეზე გამოიტანოთ თქვენი გაუცნობიერებელი პრობლემები. და როგორც კი ცნობიერება არაცნობიერში შეაღწევს, მაშინვე სინათლის პატარა სხივი შეაღწევს თქვენს არსებაში და პრობლემები სახეს იცვლიან.

ფროიდი სწორ გზაზე იყო, მაგრამ იგი სიზმრების სამყაროში გაიჭედა. და არასოდეს წასულა ამაზე წინ. ნება მიბოძეთ შეგახსენოთ: პირველი მდგომარეობა - ეს სიფხიზლეა, მეორე მდგომარეობა - სიზმარხილვაა, მესამე მდგომარეობა - ძილია, მეოთხე კი - ტურია - სამადჰი. ზიგმუნდ ფროიდმა რევოლუცია მოახდინა მხოლოდ იმის შედეგად, რომ აქცენტი პირველიდან მეორეზე გადაიტანა. ამაში მდგომარეობს ფსიქოანალიზის მთელი რევოლუცია. ადრე დასავლეთელი ადამიანი უპირატესად იმ იდეით ცხოვრობდა, რომ ფხიზელი მდგომარეობა - ეს ყველაფერია. სიზმრებს კი არასოდეს აგდებდნენ სათვალავში. ფროიდის მთელი დამსახურება სწორედ ის იყო, რომ მან გააფართოვა ადამიანის ცნობიერება. მან სიზმრები შემოიტანა. იგი ჩაუღრმავდა შინაგანი სამყაროს სიბნელეს. ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია, მაგრამ იგი ბევრ რამეს გვპირდება - იგი დიდ პოტენციალს ატარებს. მაგრამ ფროიდი მასზე გაიჭედა.

იმისთვის, რომ ცოტათი უფრო ყურადღებიანი გაგხადოთ, ფსიქოანალიზის წლებია საჭირო. ამ ოდნავ გაზრდილი გაცნობიერებულობისგან არის შედეგი, მაგრამ ეს მეტისმეტად ხანგრძლლივი პროცესია. აღმოსავლეთში კი, ჩვენ გვაქვს მეთოდები, რომლებსაც შეუძლიათ მაქსიმალურად გაცნობიერებული გაგხადოთ ძალიან მოკლე პერიოდში. ვიპასანას შეუძლია ერთ თვეში გააკეთოს ის, რასაც ფსიქოანალიზი რამდენიმე წლის განმავლობაში გააკეთებდა. და როდესაც უფრო ღრმა დონეზე მუშაობთ, პრობლემები, რომლებიც ადრე ძალიან მნიშვნელოვნად გეჩვენებოდათ, უბრალოდ ფერმკრთალდებიან. თუ სიზმარხილვა ცნობიერი პროცესი გახდება, იგი თქვენს ფხიზელ ცნობიერებას შეცვლის. თუკი გაცნობიერებული გახდებით სიზმრის დროს, ეს თქვენს თქვენს სიზმარმხილველ გაცნობიერებულობას ცვლის.

და არსებობს მესამედან მეოთხე სტადიაზე კვანტური ნახტომის მეთოდები. ეს კვანტური ნახტომია ის, რასაც სატორის უწოდებენ, როდესაც მეოთხე მდგომარეობის გაცნობიერებას იწყებთ. როცა უბრალოდ აცნობიერებთ, ეს არც სიფხიზლეა, არც სიზმარხილვა, არც ძილი - არამედ უბრალოდ გაცნობიერებულობა. თქვენი გაცნობიერებულობა არაფრით არაა შევსებული. ეს მეოთხე სტადიაა - ტურია, - ცნობიერების უმაღლესი წერტილი. ვინც მას აღწევს, ყველა პრობლემა უბრალოდ უქრება. მათი შეცვლა უკვე აღარაა საჭირო. უკვე არარაფერია შესაცვლელი, და არანაირი წამალი არაა საჭირო.

ფროიდი სწორ გზაზეა, მაგრამ იგი ზედმეტად გაიტაცა სიზმრების სამყარომ. და თუ მეტისმეტად გიტაცცებთ სიზმრების სამყარო, მთავარი მიზანი გაავიწყდებათ. შეგიძლიათ აანალიზოთ სიზმრები მრავალი წლის განმავლობაში, მრავალი ცხოვრებების განმაავლობაში... ეს დაგეხმარებათ, მაგრამ ასეთი ტრაანსფორმაცია არასოდეს იქნება სრული. შეგიძლიათ ერთთან დაასრულოთ, მაგრამ მეორე გაჩნდება. შეგიძლიათ ერთ პუნქტში შეიცვალოთ, მეორესთან კი გაგიჭირდებათ. და სიტუაცია მთლიანობაში იგივე დარჩება.

ასანჯოლიმ დაიწყო ამის გაცნობიერება და იფიქრა, რომ ტრანსფორმაცია არ ხდება მხოლოდ გაცობიერებით - თქვენ ნება უნდა გამოავლინოთ. ეს იყო მისი რეაქცია ზიგმუნდ ფროიდზე. და ეს იყო რეაქცია ორი მიმართულებით: პირველი - ანალიზი - მან ახალი ფილოსოფია შექმნა და ამას „ფსიქოსინთეზი“ დაარქვა, და მეორე: მხოლოდ დაკვირვება ვერ დაგეხმარებათ, რადგანაც მან დაინახა, რომ ფროიდის მიერ ჩატარებულ სამუშაოს არსად არ მიჰყავხართ. თქვენ ერთს ცვლით, მეორესტან დაკავშირებით კი საქმე ცუდადაა, და მთელი იგივე რჩება. ამიტომ მას ნება შემოაქვს: ადამიანმა ნება უნდა გამოავლინოს. მაგრამ ეს მეორე უკიდურესობისკენ მოძრაობაა, რადგანაც ნებასთან ერთად ეგო შემოდის.

ნება სხვა არაფერია, თუ არა ეგოს გამოვლინება. დათრგუნვის ყველა სახე ნებას უნდა უმადლოდეს... თქვენ დათრგუნვას იწყებთ. რა არის ნება? თქვენ ირჩევთ რაღაცას რაღაცის გამო, მაგრამ რა უნდა მოუხერხოთ იმას, რის გამოც აირჩიეთ? თქვენ მას დათრგუნავთ. ქანქარა უკან დაიძრა. და იგი იმავე სიტუაციას დაუბრუნდა, რაც ფროიდამდე არსებობდა.

ასანჯოლის ინტუიცია ბრწყინვალეა: ანალიზი არაა საკმარისი, რადგანაც ანალიზი მხოლოდ ანაწევრებს. დანაწევრებით კი თქვენ ანადგურებთ. დანაწევრების მეშეობით თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ მკვდარი რაღაცეები შეიცნოთ, რადგანაც დანაწევრებით ისინი კვდებიან. თუ ყვავილს დაანაწევრებთ, როგორ დაინახავთ მის სილამაზეს? - იგი გაქრება. თუ ბავშვს დაანაწერვებთ, ის მოკვდება. ყოველგვარი დანაწევრება - ესაა post morten. ამიტომ, სადამდეც არ უნდა მიხვიდეთ დანაწევრების შედეგად, ეს არასოდეს მოგცემთ არანაირ გასაღებს ცხოვრებისადმი და მისი საიდუმლოებებისადმი. ეს შეიძლება ნივთიერების გაგებაში დაგეხმაროთ, მკვდარი ნივთიერების, მაგრამ ყველაფერი ცოცხალი გაქრება. ამისთვის საჭიროა უფრო სინთეზური თვალთახედვა.

ასანჯოლი მართალია - ამ კუთხით იგი მართალია. მაგრამ რაც შეეხება ნებას, იგი აქ აბსოლუტურად ცდება. თუ თქვენ ნებას გამოავლენთ, შეგიძლიათ, რა ტქმა უნდა, რომ შეიცვალოთ. სწორედ ამას აკეთებდა საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობა ფროიდამდე. თქვენ განრისახებული ხართ - გამოავლინეთ ნება თანაგრძნობისთვის და ჩაახშეთ რისხვა.და მაშინ იწყება რისხვის ჩახშობა და თანაგრძნობის კულტივირება. თქვენ შესანიშნავი პიროვნება გაქვთ, მაგრამ სულაც არ გაქვთ მშვენიერი სული. დამუშავებული პიროვნება, მაგრამ ღრმად შიგნით ჯოჯოხეთის ცეცხლი მძვინვარებს. ზედაპირზე თქვენ ანგელოზებს ჰგავხართ, მაგრამ თქვენს შიგნით კვლავაც თუხთუხებს ის, რაც ჩაახშეთ. და იგი აუცილებლად აფეთქდება, და განაგრძობს თქვენი ცხოვრების მოწამვლს მილიონობით საშუალებით.

ნება - ეს არაა გამოსავალი. ამის თაობაზე ფროიდი გაცილებით უფრო მართალია, ვიდრე ასანჯოლი. თუმცაღა ფროიდის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგი არასოდეს წასულა სიზმრების იქეთ. მაგრამ ეს გასაგებიცაა. დასავლეთში იგი პირველაღმომჩენი იყო, პირველაღმომჩენებს კი არ ძალუძთ ძალიან შორს წასვლა. ისინი მხოლოდ ყინულს ამტვრევენ, მხოლოდ იწყებენ. და ჯერ კიდევ ბევრის გაკეთებაა საჭირო.

ამასობაში კი აღმოსავლეთმა უკვე შეასრულა მთელი ეს სამუშაო. გაკვირვებული დარჩებით, თუკი გაიგებთ: ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ინდოელი, ანანდა კუმარასვამი, ამტკიცებს, რომ ერთ ფსიქოლოგიურ ტერმინს ინგლისურ ენაზე სეესაბამება ოთხი ფსიქოლოგიური ტერმინი ბერძნულზე. ხოლო ერთ ფსიქოლოგიურ ტერმინს ბერძნულზე შეესაბამება ორმოცი ფსიქოლოგიური ტერმინი სანსკრიტზე. ერთი ინგლისური ტერმინისთვის თქვენ შეგიძლიათ ასობით ფსიქოლოგიური ტერმინი იპოვნოთ სანსკრიტზე, ნატიფი ნიუანსებით და ელფერებით.

ხუთიათასი წლისს სამუშაო... შესაძლოა იცით, რომ ესკიმოსებს თორმეტი სიტყვა აქვთ ყინულის აღსანიშნავად - და ეს ბუნებრივია, ისინი ხომ იქ ცხოვრობენ. მათ იმდენი გაგება აქვთ ყინულზე, როგორც არცერთ სხვა ხალხს. არცერთ სხვა ენაში არაა თორმეტი სიტყვა ყინულის აღსაწერად.

აღმოსავლეთში ფსიქოლოგია ყველაზე ძველი მეცნიერება იყო. ფაქტიურად, ეს ერთადერთი მეცნიერებაა, რომელზეც აღმოსავლეთი მუშაობდა. და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება შემდეგზე მოწმობს: გაცნობიერებულობა - ერთადერთი გამოსავალია.მაგრამ იგი უფრო და უფრო ტოტალური უნდა იყოს.

და როდესაც გაცნობიერებულობა ტოტალურია, იგი ტრანსფორმაციას ახდეს. არაა საჭირო არანაირი სხვა მოქმედება. უბრალოდ რაღაცის გაცნობიერება მთელი სისავსით - მისგან განთავისუფლებას ნიშნავს. გაგება - ნიშნავს გარდაქმნას. და თუ რაიმე გაიგეთ და მაინც უნდა გააკეთოთ რაღაც, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ.

მაგალითად, თუ მართლა გესმით, რომ რისხვა - ეს შხამია, არა იმის გამო, რომ მე ვამბობ ამას, არა იმის გამო, რომ ბუდა ამბობს ამას, არამედ თუ საკუთარი დაკვირვების, მედიტაციის შედეგად გაიგეთ, რომ რისხვა - შხამია, რომ ის თქვენს არსებას წამლავს, და ამის შემდეგ მეკითხებით: „და რა უნდა გავაკეთო ახლა, რისხვისგან რომ განვთავისუფლდე?“ თუ სვამთ კითხვას: „რა უნდა გააკეთოთ, რისხვისგან რომ განთავისუფლდეთ?“ ეს უბრალოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ.თუ მართლა გაიგეთ და დაინახეთ, რომ რისხვა - შხამია, თქვენ მისგან განთავისუფლდებით. მისგან თავად ამ გაგებით განთავისუფლდებით.

გაცნობიერება - ესაა ტრანსფორმაცია. და არაა საჭირო არანაირი სხვა დისციპლინა.

ასანჯოლი კვლავ უკან იხევს. ერთ ადგილას მას რაღაც მშვენიეერი შემოაქვს, სახელდობრ - სინთეზი. მაგრამ სხვა ადგილას, სხვა კუთხით, იგი კვლავ უკან იხევს და ძველ დამთრგუნველ გონებას უბრუნდება, რადგანაც ნება დათრგუნვას ნიშნავს.

მე არ გასწავლით ნების გამოვლენას. რადგან სწორედ ნების წყალობით გახდით ასეთი უბედურები. სწორედ ნების წყალობით გაგიჩნდათ დანაშაულის შეგრძნება. სწორედ ნების წყალობით აგრზეკებთ თქვენს თავში მორიელების, გველების, ნიანგების და ყველა შესაძლო სისაძაგლის ტარებას. თქვენ მთელი თქქვენი სილამაზე და გრაციოზულობა დაკარგეთ.

რა არის ნება? ნება ნიშნავს მთელის წინააღმდეგ ბრძოლას. ნამდვილი გაგების ადამიანი - ეს აბსოლუტური უნებობაა. აი, რატომ ამბობს იესო: „დაე, იყოს სუფევა შენი. დაე, იყოს ნება შენი“. როგორ აპირებს ამის ახსნას ასანჯოლი? - დაე იყოს ნება შენი... და არა ჩემი! ჩემი ნება ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკვო. მე აღარ უნდა ვარსებობდე. და როდესაც აბსოლუტურად უნებო ვიქნები, მაშინ შემოვა მოქმედებაში ღვთაებრივი ნება.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

რაიხის “კუნთოვანი ჯავშანი” და “ორგონული ენერგია”


 ავტორი: მამუკა გურული   „ნებისმიერი სერიოზული კონფლი...

ბარნუმის ეფექტი და ფორერის ექსპერიმენტი


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ადამიანს უყვარს საკუთარი თავის ...

ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზი: წინაპირობები და საბაზო იდეები 5 წუთში.


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო ადამიანის ფსიქიკას დიდი ხანია სწ...

ტვინი და მისი პროგრამები (ცნობიერების კონტურები)


რობერტ ანტონ უილსონის წიგნიდან - "ცნობიერების ევოლუცია" მთარგმნე...

როგორია CT-ს მეთოდოლოგია?


  მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო: cognitivetype.com ...

როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია


ავტორი: ნანა აბესაძე ერთერთ სტატიაში, ზეიგარნიკის მეთოდი ვახსენე...

როგორ ხდება ჩვენი დაპროგრამება დაბადებიდან


მთარგმნელი: მამუკა გურული ტრანსკრიბცია ვიდეოდან "ჩვენი ცხოვრები...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff