ვერტიკალური ნება

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვიმთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი I. ძალისადმი მსახურება ეს წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ადამიანთა ძალიან განსაზღვრული წრისთვის. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვ...

შესავალი

volja

ავტორი: ალექსეი პახაბოვი

მთარგმნელი: მამუკა გურული

ნაწილი I. ძალისადმი მსახურება

ეს წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ადამიანთა ძალიან განსაზღვრული წრისთვის. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, „თვითგანსაზღვრული“ წრისთვის. ამ ადამიანებს ვერ გამოარჩევ მასაში, ისინი არაფრით გამოირჩევიან, მაგრამ მაინც, ისინი არ არიან ისეთები, როგორიც უმეტესობაა. მათი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მათი ცნობიერებაა. იგი სხვანაირია. იგი უმზერს სამყაროს და მასში საიდუმლოს ეძებს, ძალას ეძებს. ამ ადამიანთა ცხოვრების აზრი ცოდნაა, მაგრამ არა – ინტელექტუალური ცოდნა, უფრო სწორად, - არა მხოლოდ ინტელექტუალური ცოდნა, ესაა ყოფიერების ამა თუ იმ ნაწილში მიღებული გამოცდილებითა და უშუალო განცდით გაჟღენთილი ცოდნა.

ამოუცნობის მიმართულებით სიარულით, თავისი სიცოცხლით გარისკვით, ამ სამყაროს სხვადასხვა ძალებისადმი გამოწვევით, ეს ადამიანები მხოლოდ ერთ მიზანს მიჰყვებიან - თავისუფლებას. უძველესი დროიდან მათ მაგებს უწოდებენ. ამ წიგნში მე გავხსნი მაგიური პრაქტიკების მცირე ნაწილს, რომლებიც მრავალ მაძიებელს დაეხმარება, დააბალანსოს თავისი ცხოვრება, რათა კვლავ და კვლავ ეძებოს საიდუმლოებები.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეოთხე კასტის სამყაროში. საკუთარი და სხვათა ცხოვრების ცნობიერად მართვის სამყაროში.

შესავალი

ახლავე მინდა ვთქვა, რომ ეს წიგნი წარმოადგენს პირდაპირ გაგრძელებას ჩემი პირველი წიგნისა - „ოთხი კასტა. ვინ ხართ თქვენ?“ ამიტომ, თუკი არ წაგიკითხავთ იგი, შესაძლოა ისე გამოვიდეს, რომ ვერ გაიგოთ ზოგიერთი მომენტი, ან ისეთი კითხვები გამოიწვიონ თქვენში, რომლებზე პასუხებიც პირველ წიგნშია. არ მინდა განვმეორდე და აღვწერო სამყაროს მაგიური სურათის მთელი რთული სისტემა. ამიტომ, ამ გამოცემის შესწავლის წინ, დაჟინებით გირჩევთ, რომ გაეცნოთ წიგნს - „ოთხი კასტა...“.

ამ წიგნის დაწერისკენ ჩემმა მოსწავლეებმა მიბიძგეს. საქმე იმაშია, რომ ადამიანებს მხოლოდ ერთ უნარს ვასწავლი. „სამყაროს შეგრძნების“ უნარს, ანუ „სამყაროს არსის დანახვის“ უნარს. ამ საბაზისო უნარ-ჩვევას, რომელიც ყველა მაგს გააჩნია, ასევე უწოდებენ „ექსტრასენსორიკას“.

ამ უნარის საფუძველს ეყრდნობა მთელი მაგია. სწავლის პროცესში მოსწავლე ცდილობს, რომ განავითაროს იგი ამ, თავისთვის სრულიად ახალი განსაკუთრებულობის სრულ გაცნობიერებამდე. მე განზრახ ვაწყობ სწავლებას ამგვარად, რადგანაც დღეისათვის მრავალი ადამიანია, რომელიც თვლის, რომ გააჩნია ეს უნარი, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ მათი ფანტაზიაა.

ამ უნარის გაცნობიერების მიღწევის შემდეგ მოსწავლეს უჩნდება შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად გამოიყენოს იგი. სხვა სიტყვებით, მის წინ იხსნება მაგიური პრაქტიკების, ტექნიკების, რიტუალების კარი, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია შეცვალოს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ცხოვრება. ფაქტობრივად, მაგის შემდგომი პრაქტიკა იქნება საკუთარ თავში ძლევამოსილების, ძალისა და ძალაუფლების გახსნა.

აჰ, რა შესანიშნავი სამი სიტყვაა! ძლევამოსილება. ძალა. ძალაუფლება. სწორედ ამ ატრიბუტებისადმი სწრაფვის გამო მიდის ადამიანი ყველაზე ხშირად მაგიაში... მაგრამ აქ მხოლოდ თავს იღუპავს. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს სამი სიტყვა არ უნდა გაინტერესებდეთ. მაგის ძალაუფლება და ძალა განსხვავდება მეომრის ძალაუფლებისა და ძალისაგან. მაგის ძალაუფლება პასიურია, ბუნებრივია, უპიროვნოა, და თავად მაგი გულგრილია მისდამი. მეომრის კასტის ადამიანი პირიქით, მიისწრაფვის მისკენ, ეძიებს მას. მაგრამ ის, რაც მაგს ძალას აძევს, მეომარს კლავს. უნდა გახსოვდეთ ეს. სხვა შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავთ და ვერაფერს ვერ იპოვნით.

სწორედ ამ მიზეზის გამო არ ვასწავლი ადამიანებს სამყაროზე ზეგავლენის ხელოვნებას. თუმცა არის სხვა მიზეზიც. ამას ყველა დანარჩენი ასწავლის. შეხედეთ ეზოთერულ სკოლებს, სემინარებსა და წიგნებს. ყველგან წერია: როგორ “ვიჯადოქროთ“ სამყაროზე ისე, რომ „ყველაფერი კარგად მქონდეს ცხოვრებაში“. „ჩვენი მაგია ფულს, ბედნიერებას, ქმარს მოგიტანთ. მე ვიცი საიდუმლო, - ყვირიან ისინი, - და ახლა მე გაგიმხელთ მას“.

ყველა ასწავლის ძალაუფლებას, ძალას. მაგრამ ჭეშმარიტი მაგიური ხელოვნება მხოლოდ იმას ასწავლის, თუ როგორ იცხოვროთ ამ სამყაროს ძალებთან ჰარმონიაში. შეიძლება ითქვას, და ეს სწორი იქნება, რომ მაგიის ხელოვნება ესაა სწორად ცხოვრების უნარი, და მეტი არაფერი. რამეთუ მაგის მთელი ძალა სულაც არაა მისი ძალა, არამედ ბუნების ძალაა, სისტემის ძალაა. იგი ქარივითაა. წარმოიდგინეთ, რომ აფრიანი ნავით მიცურავთ. არ შეგიძლიათ, რ აიძულოთ ქარს იქით იქროლოს, საითაც გსურთ, გაზარდოთ ქარის ძალა, ან შეამციროთ. თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ, რომ მართოთ თქვენი ნავი.

მაგიის ხელოვნება ესაა საკუთარი თავის მართვის ხელოვნება, რათა სამყაროს ძალამ წარმართოს მაგი იქითკენ, საითაც დასჭირდება. ძალასთან კავშირში ყოფნით, მაგი ძლევამოსილი ხდება, უზადო ხდება. იგი ღებულობს ყველა ნაყოფს თავისი გზისგან. იგი ჰარმონიულია. აი, რა არის მაგია.

წიგნს, რომელიც ხელში გიჭირავთ, შეუძლია გახდეს როგორც შეუფასებელი საგანძური თქვენთვის, ასევე – ტროას ცხენი თქვენს ცხოვრებაში. პრაქტიკებს, რომლებიც აქ იქნება აღწერილი, შეუძლიათ შეცვალონ, და უფრო ზუსტი თუ ვიქნები, აუცილებლად შეცვლიან თქვენს ცხოვრებას. და, რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, რომელი მიმართულებით? აი, აქაა მთელი სირთულე. სამყაროს არ აქვს მიმართულებები. იგი მრგვალია. თქვენი ცხოვრება უბრალოდ სხვანაირი გახდება. უბრალო, ჩვეულებრივმა ადამიანმა არ იცის, რა მოუხერხოს ამოუცნობს, მაგი კი, პირიქით, ისწრაფვის მისკენ, იგი ცხოვრობს ამოუცნობში.

ამიტომ ყურადღებით იყავით, როცა მაგიის გზაზე დგებით. ფსონად თქვენს ცხოვრებას დებთ. თუ წაგების გეშინიათ, დაუყოვნებლივ დახურეთ ეს წიგნი და იკითხეთ სხვადასხვა ნაგავი იმის შესახებ, თუ როგორ გახდეთ მილიონერი სავარძლიდან უკანალის აუწევლად, ბიძია ვასიას ჯადოსნური ჯოხის მეშვეობით, რომელიც სამი წელი სძალავდა მას ტიბეტელ ბერებს. სამყარო ძალთა ერთობლიობაა, რომელთა ხელშიც ჩვენ პაიკები ვართ. მაგია ესაა ჭადრაკის დაფის ბოლოში გასვლის და პაიკიდან ლაზიერად ქცევის შესაძლებლობა.

როცა მე ამ სიტყვებს ჩემს მოსწავლეებს ვეუბნები, ან ინტერვიუს ვიძლევი, მეკითხებიან: „როგორ გავაკეთოთ ეს?“

ვერანაირად. ეს შეუძლებელია. ის, ვინც ხოხვისთვისაა დაბადებული, ფრენას ვერ შეძლებს. თუმცაღა, ვინ წყვეტს, რომ ერთი „მხოხავი არსებაა“, მეორე კი - „ღრუბლებში მფრინავი არწივი“? სწორედ სამყარო წყვეტს. ან როგორც ჩვენ ვამბობთ, ძალა წყვეტს. ასე რომ, მაგია ესაა გზაა, რომელიც ამ ძალებთან ჰარმონიაში ცხოვრებას გვასწავლის. სწორედ მათ შეუძლიათ შენი შეცვლა და პაიკიდან ლაზიერად ქცევა, ან კუდ, ან ცხენად. მაგრამ გახსოვდეს, რომ სხვა ძალის მიერ შენი „განგმირვის“ ალბათობაც ასევე უზარმაზარია.

ვიცი, რომ ჩემი სიტყვები ბევრს არ შეაჩერებს. შესაძლოა, უფრო უბიძგონ მოქმედებისკენ. მაგრამ ამ წიგნს მათთვის არ ვწერ, ვინც ჩემს სიტყვებზე რეაგირებს. არამედ მათთვის, ვინც ამ სიტყვებს ხედავს.

ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff