სერგეი ლაზარევი - "ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა"

ავტორი: Admin
კატეგორია: ბიბლიოთეკა
0
(0)

 

სოდომი და გომორი

ოთხმოცდაათიანი წლების დასასრულია. მე ვზივარ ავტომობილში, რომელიც შესანიშნავ ტრასაზე მიქრის. გარშემო უდაბნოა, კლდეები, უსასრული მოყვითალო ქვიშა. ჩვენ მკვდარი ზღვისკენ მივდივართ. პეიზაჟს ვუყურებ და მოგონებებში ვიძირები. ამის წინ, როცა ისრაელი მოვინახული, რამდენიმე საათი ვხეტიალობდი უდაბნოში ეილატის მახლობლად და ყურებში ზუზუნი გამიქრა, ანუ ეჭვიანობა და დამოკიდებულება ამ სამყაროზე მკვეთრად შემცირდა.

ისრაელში უცნაური ენერგეტიკაა. აქ დროის ორი ნაკადია. აღმოსავლეთი და დასავლეთი ჰარმონიულად ეთანხმება ერთმანეთს. დასავლეთი – ეს ცნობიერებაა, დაკავშირებული მატერიალურ სამყაროსთან, აღმოსავლეთი – ეს ქვეცნობიერია და არამატერიალური სამყარო. რამდენადაც სულიერ სამყაროში ყველაფერი ერთიანია, აღმოსავლეთის ადამიანის აზროვნება ხატ-სახოვანია. ხატ-სახე იეროგლიფებით გადაეცემა. აღმოსავლეთის განსახიერებად გაჩერებული ცნობიერება გვევლინება, ანუ ადამიანი, რომელიც მედიტაციაშია. რა შეიძლება იყოს დასავლეთის სიმბოლო? ოქროს ხარის სიმბოლური ფიგურა, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე დგას? ან პლეიბოი, რომელიც მანქანაში ზის ლუდის ქილით ხელში? იქნებ სტრიპტიზ-კლუბები? მაგრამ ინტერესი შიშველი ქალებისადმი დასავლეთში თანდათან კლებულობს, რადგანაც მამაკაცების პოტენცია კლებულობს და ცისფერების რაოდენობაც მატულობს. ძნელი სათქმელია. თუ აღმოსავლეთს გააჩნია თავისი ხატ-სახე, დასავლეთი ცალკეულ ნაგლეჯებად აღიქმება, ისევე როგორც მისი აზროვნება, მეტყველება და ანბანი.

მიღების წინ საჭირო გაცემა. იმის წინ, ვიდრე ადამიანურ კეთილდღეობას მივიღებთ, საჭიროა ხანგრძლივად ვთქვათ მასზე უარი. და ინდოეთში რომ არ ჩამოყალიბებულიყო სამყაროსგან აბსოლუტური მოწყვეტილობის იდეა, ალბათ არც თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია ჩამოყალიბდებოდა. განვითარება სინუსოიდის პრინციპით ხდება. თუ სპირალს გვერდიდან შევხედავთ – სწორედ ეს იქნება სინუსოიდა.

ქანქარა, დააგროვებს რა სულიერ პოტენციალს, მატერიალურისკენ იწყებს სწრაფვას, მაგრამ იქ გაჩერებაც არ შეუძლია დიდხანს. ქანქარას გაჩერება - ეს სიკვდილია. სავარაუდოდ სიცოცხლე თავდაპირველად ასე ვითარდებოდა. გაჩერების და მომავლის ინტენსიური დაგროვების ფაზა იცვლებოდა აქტივობის, აწმყოსთან ურთიერთქმედების და მომავლის თანდათანობითი დახარჯვის ფაზით. განვითარების დაჩქარებამ ორმაგი სპირალის შექმნამდე მიგვიყვანა და ცოცხალ ორგანიზმში უკვე ორი ურთიერთსაპირისპირო პროცესი ერთდროულად ხდებოდა. სამყაროში ყველაფერი მეორდება. ადრე ცივილიზაციები აგროვებდნენ სულიერ პოტენციალს, ხარჯავდნენ მას მატერიალურ სრულყოფაში და კვდებოდნენ. ორი ურთიერთწინააღმდეგობა: სულიერი და მატერიალური, შეერთდნენ დროში, მაგრამ არა სივრცეში. ადრე თუ გვიან აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო ამ ორი წინააღმდეგობის შეერთება დროის მცირე მონაკვეთში. ეს იქნებოდა ახალი ეტაპი კაცობრიობის განვითარებაში. მაგრამ ამის წინ წინააღმდეგობები უნდა მიხვედრილიყვნენ, რომ ვერცერთი მათგანი ვერ გაძლებდა ცალ-ცალკე. თუ ნებისმიერის ენერგია იზრდება და არ გადადის საწინააღმდეგოში, ხდება თვითლიკვიდაცია. ნებისმიერმა სისტემამ, აღწევს რა თავის განვითარებაში ენერგიის რაღაც დონეს, თავისი ურთიერთწინააღმდეგობა უნდა შექმნას.

“საინტერესო სურათია, - ვფიქრობ მე. – მთელი თანამედროვე ცივილიზაცია შეიქმნა როგორც კოლოსალური იმპულსე ადამიანურისგან მოწყვეტისა და მომავლისკენ სწრაფვისა. ეს ინდოეთის რაიონში იყო. რასია მედიტაციის აზრი? სხეულის და ცნობიერების ყველა ფუნქციის გაჩერებაში. სამუშაო, ოჯახი, ურთიერთობა, აზრები, მხედველობა – ეს ყველაფერი უნდა გაჩერდეს. ადამიანი ტყეში ან გამოქვაბულში მიდიოდა და დიდხანს მედიტირებდა დახუჭული თვალებით. თანდათან ის თიშავდა სხეულის ფუნქციებს. სექსი, კვება, სუნთქვა, ნივთიერებათა ცვლა, გულისცემა – ყველა ეს ფუნქცია თანდათან ქრებოდა. თავისუფლდებოდა ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც არამატერიალური სხეულის, მომავლის ფორმირებაზე იხარჯებოდა.

იმისათვის რომ ახალი არსება დაიბადოს, საჭიროა დნმ, მომავლის შეკუმშული პროგრამა. იმისათვის რომ ახალი ცივილიზაცია დაიბადოს, თავიდან მისი სულიერი მომავალი უნდა ჩამოყალიბდეს. შემდეგ ის წერტილში შეიკუმშება და გაჩნდება აღმოჩენები რელიგიის, კულტურის, მეცნიერების სახით. იდეა დიდხანს იბადება და არაფერი არ ღირს. შემდეგ იდეები ემოციებად იკუმშება და ჩნდებიან მუსიკოსები, პოეტები, მხატვრები. მათი შრომა უკვე ღირებულია და ფასდება. ემოციური სფერო, იქცევა რა კულტურულად, ბადებს ტექნიკურ და მატერიალურ მიღწევებს – აქ გამომუშავების შესაძლებლობა იზრდება. მრავალი ათასწლეულის განმავლობაში აღმოსავლეთი აღმოსავლეთი ბადებდა იდეებს, ახლო აღმოსავლეთი გრძნობებად აქცევდა მათ, ხოლო დასავლეთი მატერიალურ სფეროს ქმნიდა.

ეს პროცესი მკვეთრად შესამჩნევი უკანასკნელ ასწლეულებში გახდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ისტორიის ნიშნული შეუკავებლად გადაიხარა მატერიალურისკენ. ორმაგი სპირალის ბუნებრივი სიმბიოზი დაირღვა – დასავლეთმა აჯობა აღმოსავლეთს და თავისი მსოფლმხედველობა მოახვია თავს. დღეს პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ასკეტიზმი და სულიერება აღარაა მთავარი ბედნიერება. ფული და მატერიალური კეთილდღეობა გამოხატავენ ბედნიერებას არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის ადამიანისთვისაც. არავის არ უნდა გასამრჯელოს გარეშე მუშაობა, ახალგაზრდობა ოქროს ხბოსადმი თაყვანისცემისკენაა მიდრეკილი. სახეზეა ფულის ზედმეტი რაოდენობა და იდეების ნაკლებობა. ყველაზე დიდი ენერგეტიკა აქვს ბავშვს 9-დან 16 წლამდე. ეს ენერგია იქით მიედინება, საითაც მისი წარმოდგენაა ბედნიერების შესახებ. ახლა ეს წარმოდგენები მჭიდროდაა დაკავშირებული სხეულთან და ცნობიერებასთან.

თანამედროვე ცივილიზაცია გავს ადამიანს, რომელმაც ყრუდ ჩაიკეტა თავი ჰერმეტულ ოთახშიდა ვერ ხვდება რომ მალე გაიგუდება. ჰაერი – ეს იდეებია. მთავარი იდეა სულის განვითარებაა, ხოლო ტექნიკურ განვითარებაზე მიმართული იდეა, ამონასუნთქ ჰაერს გავს. ის ცირკულირებს და მასში სულ უფრო მცირდება ჟანგბადის შემცველობა. და ის, რომ დღეს მსოფლიოში ფსიქიური დაავადებების აფეთქებაა და სულიერ დაავადებებს სხეულის დაავადებებიც სწრაფად ემატება, იმის ნიშანია, რომ კაცობრიობა თანდათან იგუდება.

მახსენდება ციტატა ძველი აღქმიდან: ... თუ შეისმენ ღვთის ხმას, გააკეთებ მის თვალთათვის სასიამოვნოს, ყურად იღებ მის მცნებებს და დაიცავ მის წესებს, არ მოვმართავ შენსკენ არც ერთ ავადმყოფობას, რომლებიც ეგვიპტეზე მივმართე, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი მკურნალი.

გზატკეცილი, რომელსაც მკვდარი ზღვისკენ მივყავარ, რბილად უხვევს და ახალი პანორამა იშლება. უდაბნოს სიმშვიდე და უსაზღვროება აზრების გაჩერებას იწვევს. ჩვეულებრივი ცნობიერება აქ ვერაფერს მოეჭიდება. ის მშვიდდება და წერტილად იკუმშება. გარესამყარო უკვე ცნობიერების სხვა ფენით აღიქმება, რომელშიც არაა ამაოება, შიში და პრეტენზიები.

რატომ მიმართა უფალმა ადამიანებს სწორედ ამ ადგილებში? ალბათ იმიტომ, რომ აქ დროის ნაკადები ორმაგ სპირალს წარმოადგენენ. ჩემს წინ ძველი აღქმის დროინდელი პეიზაჟები იშლება. აქ ეძლეოდა ადამიანებს ღვთაებრივი ენერგია და ინფორმაცია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს კონტაქტი ძალიან სახიფათო იყო.
გამოიყვანა ბანაკიდან ხალხი მოსემ ღვთის შესახვედრად და დადგნენ მთის ძირას. ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა. თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა (გამოსვლა. 19, 17-19). “საინტერესოა, - ვფიქრობ მე, - ადრე ამ ყველაფერს როგორც ზღაპარს ისე აღვიქვამდი. მიწისძვრა და ვულკანის ამოფრქვევა წარმომედგინა როგორც გზააბნეული ებრაელების დასაშინებელი ელემენტი”. გავიდა ხანი და დავჭკვიანდი. და ახლა ჭექა ქუხილმა და მეხმა, ცეცხლმა, მიწისძვრამ სულ სხვა აზრი შეიძინეს.

იმის წინ, ვიდრე ადამიანები ათ მცნებას მიიღებდნენ, მიწაზე ღვთაებრივი ინფორმაცია და ენერგია დაეშვა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმისათვის რომ ახალი ინფორმაცია მიიღოს, კაცობრიობამ კატაკლიზმების პერიოდი უნდა გაიაროს. ადრე არსებობდა ერთიანი ებრაული ხალხი და გამოცხადება, რომელიც ზემოდან მიეცათ. ახლა მთელი კაცობრიობა ერთიანი ხალხი გახდა. ეს ნიშნავს, რომ გამოცხადება, რომელიც ჩვენთან მოვა და ღვთაებრივი ენერგიის მასშტაბები გაცილებით მეტი უნდა იყოს. და თუ ცალკეული ადამიანი, ისეთი როგორიც აბრაამია, ღვთაებრივ ინფორმაციას მინიმალური ენერგიით ღებულობდა, რადგან მომზადებული იყო, ადამიანების დიდი რაოდენობისთვის ღვთაებრივი გამოცხადება უზარმაზარი ფიზიკური ენერგიის გამოყოფის თანხლებით ხდებოდა. მოუმზადებელი ადამიანი ვერ აითვისებდა ამ ენერგიას და დაღუპვისთვის იყო განწირული. ამიტომაც უთხრა ღმერთმა მოსეს, რომ ხალხი არ მახლოებოდა ენერგიის გამოდინების ადგილს.

ადამიანის ტრანსფორმაცია სულის მეშვეობით ხდება და თუ მისი სული ძალიანაა მიჯაჭვული სხეულზე და სურვილებზე, ტრანსფორმაციის დროს სხეული ტანჯვისაგან იკრუნჩხება და ადამიანი კვდება. ამიტომ ღვთაებრივ ინფორმაციას მხოლოდ ის მიიღებს, ვინც მინიმალურადაა მიჯაჭვული სხეულზე და ცნობიერებაზე. მღვდლებმაც კი უნდა განიწმინდონ თავი, რათა ღმერთმა არ განგმიროს ისინი. მხოლოდ ორმა ადამიანმა – მოსემ და მისმა თანამგზავრმა – შეძლეს ღვთაებრივთან კონტაქტში შესვლა და გადარჩენა. ათი მცნების მისაღებად მათ საკუთარი სულის ძირფესვიანი ტრანსფორმაციისთვის უნდა გაეძლოთ. აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი ახალი ინფორმაცია მეტად სახიფათოა მოუმზადებელი ადამიანისთვის.

მე როგორღაც გამოვთვალე, რა დრო ჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ ის შინაგანად მოწყდეს თავის სურვილებს და ლოცვამ რეალურად იმოქმედოს. აღმოჩნდა, სამი დღე. სამი დღე უნდა ვიყოთ განმარტოებული მკაცრ მარხვაზე. მაშინ ხდება ხდება ცნობიერებისგან მოწყვეტა და ჩვეული ჯაჭვების გაწყვეტა. პაციენტებს ვეუბნებოდი: “წარმოიდგინეთ ყველა თქვენი პრობლემა, ხუთი ნაბიჯით დაშორდით მათ, დაიცადეთ რაღაც პერიოდი, შემდეგ კი უფრო მეტად დაშორდით. შემდეგ აზრობრივად დახურეთ კარი და კარს მიღმა დატოვეთ ისინი. ახლა ყველაფერს მოწყდით და სამი დღე ილოცეთ. სამი დღის შემდეგ შეძლებთ შეცვლას, შესაბამისად შეიცვლება თქვენი ბედიც.”

ისევ გამახსენდა ციტატა ძველი აღქმიდან: ჩამოვიდა მოსე მთიდან და განწმინდა ხალხი; გაირეცხეს მათ სამოსელი. უთხრა ხალხს: ზეგისთვის გაემზადეთ, დედაკაცს არ მიეკაროთ. (გამოსვლა 19, 14-15)

ეს ნიშნავს, რომ მინიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც ღვთაებრივის მისაღებად უნდა მოვემზადოთ, - სამი დღეა. და ამჟამინდელ დროში, თუ ტაძარში გვინდა მისვლა, ეს არ უნდა გავაკეთოთ დალევის, ზედმეტი ჭამის ან საწოლის შემდეგ. წყალი რეცხავს ემოციებს, ამუხრუჭებს ცნობიერებას, ადამიანს ახალის აღქმის შესაძლებლობებს აძლევს. საკვირველია, მაგრამ რეკომენდაციები ჩვეულებრივი ადამიანისათვის მინიმალურია: სამი დღე არ გავეკაროთ ცოლს, ვიბანაოთ და მოვემზადოთ ღმერთთან შესახვედრად. გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავარი შეფერხება ღვთაებრივის შეცნობისათვის – სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებაა. აქედან მარტივი დასკვნა: ადამიანისთვის, რომელიც სექსუალურ სურვილებზე ვერ ამბობს უარს, ღვთაებრივ ენერგიასთან შეხება პრაქტიკულად შეუძლებელია. და თუ ღვთაებრივი ენერგია მიწაზე დაეშვება, ასეთი ადამიანი ტანჯვით მოკვდება.

ეს დასკვნები რაღაც მოვლენებს მახსენებს. ვცდილობ შეგრძნებები აზრებად ვაქციო, მაგრამ არ გამომდის, ფიქრი მძღოლმა შემაწყვეტინა, რომელმაც შემატყობინა: “მკვდარ ზღვას ვუახლოვდებით. აქვე ახლოს დასათვალიერებელი მოედანია, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება. გავჩერდეთ?” “რა თქმა უნდა”, - ვეუბნები მე.
გზიდან გადავდივართ და ისეთ ადგილას ვჩერდებით, სადაც მცხუნვარე მზისგან დამალვა შეიძლება. ხედი არაჩვეულებრივია. შორს მოწითალო-მოიისფრო მთები მოჩანს. მკვდარი ზღვა მუქი ლურჯიდან ღია მწვანე ფერში გადადის და ბრწყინავს მზეზე. ახლა ვხვდები რატომ ცხოვრობდნენ განდეგილები უდაბნოში და მთებში. მთებში შენს უბადრუკობას, უსასრულო სივრცესთან შედარებით, კარგად შეიგრძნობ. უნაყოფო და ცარიელი უდაბნო ცნობიერებას და სურვილებს ამუხრუჭებს. სექსუალური ინსტინქტიც ძალიან ეფექტურად მუხრუჭდება. ქვეცნობიერად ადამიანი ბავშვობიდანვე იმად შეიგრძნობს თავს, რასაც ხედავს. უდაბნო აჩერებს სექსუალურ ინსტინქტებს და ღვთაებრივისკენ სწრაფვასაც აადვილებს.

“ეს ადგილი ოდესღაც ოაზისი იყო, - ვფიქრობ მე, - და აქ სექსუალობის შეკავება ალბათ უფრო ძნელი იყო.” თვალში დასახლებული პუნქტის აღმნიშვნელი აბრა მომხვდა. “უცნაურია, არც-ერთი სახლი არ დგას, რა შუაშია დასახლებული პუნქტი?” მე გადავიკითხე აბრაზე დაწერილი დასახელება და მივხვდი რატომ ვერ ვხედავ ადამიანებს და შენობებს. აბრაზე სიტყვა “სოდომი” აწერია. აღმოჩნდა რომ ეს ქალაქი მკვდარი ზღვის გვერთით იყო, თუმცა მაშინ ალბათ ცოცხალი და სიცოცხლისთვის ყველაზე სასიკეთო ადგილი იყო. და აი, სიცოცხლისადმი და კეთილდღეობისადმი თაყვანისცემას სიცოცხლის საფუძვლების თაყვანისცემამდე მივყავართ.

თავიდან ქალს ეთაყვანებოდნენ, შემდეგ ბავშვებს, შემდეგ სექსუალურ სურვილებს. სექსუალური სურვილი, თავისი დანიშნულებისგან მოწყვეტილი, ჩაიკეტა თავის თავში და გადაგვარდა. და უკვე ჰომოსექსუალიზმის ცალკეული ტოტები საშინელ გარყვნილებად გადაიქცა. ადამიანები არამატერიალურის დონეზე ერთიანდებიან, და რაც უფრო ნაკლებადაა ადამიანი სხეულზე მიჯაჭვული, მით უფრო ადვილია მისთვის სხვა ადამიანებთან ერთობის შეგრძნება. უმაღლესი ერთობა და უმაღლესი მორალი ღმერთის სიყვარულიდან მოდის. თუ ამ სიყვარულს კარგავს, პიროვნება ადამიანურ სიყვარულზე ჩამოდის. ამ ეტაპზე ის ჯერ კიდევ გრძნობს სხვის ტკივილს და შეუძლია თავის შეკავება მკვლელობისგან, ქურდობისგან და მოყვასის დამცირებისგან. მაგრამ როცა ის სექსუალური სურვილების, სხეულის თაყვანისცემის უფსკრულში ვარდება, ადამიანთან ერთობის და მორალის ცნებები ინგრევიან.

ყველა ტომს და ერს ერთ-ერთ ურყევ კანონად სტუმართმოყვარეობის კანონი ჰქონდა. ეს ნიშნავდა, რომ საზოგადოება გახსნილი იყო გარედან მომავალი ინფორმაციისთვის, მზად იყო ცვლილებებისთვის, ამიტომ მომავალში გადარჩენის შანსი დიდი ჰქონდა. საქციელისთვის, რომელსაც ერთი ადამიანი სჩადის, მთელი საზოგადოება აგებს პასუხს, რადგანაც ნატიფ დონეზე ყველანი ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი. საერთო ბედით ერთიანდებიან ნათესავები, ტომები, ხალხები, სახელმწიფოები. და თუ ერთმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ეს ნიშნავს რომ ღრმა დონეზე ეს მთელმა საზოგადოებამ ჩაიდინა.

სოდომის მცხოვრებლები მზად იყვნენ გაეუპატიურებინათ და მოეკლათ თავიანთი სტუმრები. ეს ნიშნავდა რომ საბოლოოდ ჩაიკეტნენ ღვთისაგან და მათი შესაძლებლობები ცვლილებებისკენ ფაქტიურად გაქრა. სამყარო უწყვეტად ფართოვდება, ეს ნიშნავს, რომ ხდება სივრცით-ველობრივი სტრუქტურების უწყვეტი ტრანსფორმაცია. იქ, სადაც ცვლილებები არ ხდება, თითქოს ბარიერი, წინაღობა ჩნდება. ღვთაებრივი ენერგია ამ ადგილას გროვდება და შემდეგ უზარმაზარ ერთგვაროვან ნაკადად მოედინება.

კვლავ მახსენდება ძველი აღქმა და ისევ ვხედავ, როგორ მოდის ღვთაებრივი ინფორმაცია ფიზიკური ენერგიის სახით. აბრაამს ღვთაებრივი გამოცხადება მოევლინა:
ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრაამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრაამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ. პირქვე დაემხო აბრაამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი: ეს მე ვარ და აჰა ჩემი აღთქმაც: უამრავ ხალხთა მამა შეიქნები! (დაბ. 17, 1-4)

როგორ შეიძლება ერთი ადამიანისგან მრავალი ხალხი წარმოიშვას? მატერიალისტისთვის ამის გაგება შეუძლებელია. მაგრამ როგორც სამყარო შეიქმნა წერტილისგან და დაუჯერებელ მრავალფეროვნებად გაიშალა, ასევე წერტილისგან ჩნდება ახალი კულტურები და ცივილიზაციები. და შემთხვევით არ იყო აბრაამი ოთხმოცდაცხრა წლის. მისი მთავარი ინსტინქტები ჩაცხრნენ, სხეული და ცნობიერება არ თრგუნავდნენ მის სულს, და იმისთვის, რომ მის შვილს სუფთა ღვთაებრივი იმპულსე ეტარებინა და ახალი ინფორმაცია დაეტია, საჭირო იყო, რომ აბრაამისთვის ღვთაებრივი ადამიანურზე გაცილებით მნიშვნელოვანი ყოფილიყო.

მის სულს უნდა აერჩია, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო – ერთიანობა ღმერთთან თუ ამ სამყაროსთან. ადამიანურ სიყვარულს, ადგილი უნდა დაეთმო ღვთაებრივისთვის. აი ღმერთი აბრაამს საკუთარი შვილის მსხვერპლად შეწირვას სთავაზობს და ისიც უყოყმანოდ იღებს მის წინადადებას. მისი სული მთავარ არჩევანს აკეთებს. ეს ნიშნავს რომ აბრაამის შთამომავლობა სუფთა იქნება შეძლებს ღვთაებრივი ინფორმაციის და ენერგიის მიღებას. ამასთან არა მხოლოდ იმ ენერგიის, რომელიც საკუთარი სიცოცხლისთვის სჭირდება, არამედ ძლიერ პერიოდულ იმპულსებსაც, რომლებიც მომავალი კაცობრიობის გადარჩენას უზრუნველყოფენ. ის, რომ ღმერთი გამოეცხადა აბრაამს და მორალური მცნებების შესახებ მოუყვა მას, ნიშნავს რომ იმ დროს მიწაზე ღვთაებრივი ენერგიის იმპულსე მოვიდა. მაშინ პირველად იქნა მოცემული წინადაცვეთის მცნება, როგორც ადამიანური ბედნიერებისგან მოწყვეტის ერთ-ერთი სიმბოლო. მაგრამ თუ მომზადებული ადამიანისთვის ღვთაებრივი მოდის როგორც გამოცხადება და მცნებები, მოუმზადებელისთვის ის ტანჯვის და სიკვდილის სახით მოდის. ამიტომაც ძველი აღქმის მომდევნო გვერდზე მე ვხედავ როგორ ეხება აბრაამთან მოსული გამოცხადება სოდომის და გომორის მომავალ კატასტროფას:

და თქვა უფალმა: როგორ დავუმალო აბრაამს, ჩემს მორჩილს, რის გაკეთებასაც ვაპირებ? აბრაამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა, ყველა ხალხი დედამიწის ზურგზე კურთხეული იქნება მისით; რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ – იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა აუხდინოს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც ნათქვამი აქვს მასზე. თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი ჩემამდე რომ მოაწია (დაბ. 18, 17-21).

ღვთაებრივი ენერგია ყოველთვის ბედნიერებაა. იგი ანახლებს და გადაარჩენს ადამიანის სულს. მაგრამ მოუმზადებელი ადამიანისთვის იგი გამოიყურება არა როგორც ბედნიერება და ტკბობა, არამედ როგორც ტანჯვა სულისათვის, წვალება, ავადმყოფობა და სიკვდილი სხეულისათვის. ღვთის სასუფეველი შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც აპოკალიფსი. “საინტერესოა, - ვფიქრობ მე, - რატომ მაინც და მაინც აქ, ისრაელში მიეცათ ადამიანებს ამ ძალის გამოცხადებები?
ალბათ იმიტომ, რომ ღმერთს სიყვარულით შევიცნობთ. რამდენადაც შემოქმედი დროის ზღვარს მიღმაა, ჩვენ უნდა ავმაღლდეთ დროის ორ ნაკადზე, ავმაღლდეთ მარჯვენაზე და მარცხენაზე, მამაკაცურზე და ქალურზე. ორი ურთიერთსაპირისპიროს გაერთიანება შეიძლება მთავარით, იმით, რაც მათ ნატიფ დონეზე აერთიანებს, ანუ სიყვარულით. თუ ჩვენ ღმერთის შეცნობას მხოლოდ მატერიალურით, ან მხოლოდ სულიერით შევეცდებით, ყოველთვის ავცდებით სწორ გზას.
ამ მიწებზე წარსული და მომავალი გაერთიანდნენ და ერთმანეთს უმაღლესი დაძაბულობით ებრძოდნენ, და სავარაუდოა რომ სიყვარულის გრძნობის განცდა მაქსიმალური იყო. გამოდის, რომ ღვთაებრივი გამოცხადების მაქსიმალური იმპულსე შეიძლებოდა სწორედ აქ მოსულიყო. გაენადგურებინა მოუმზადებლები და გადაერჩინა ისინი, ვინც სწორი არჩევანი გააკეთა.

ჩვენი დასვენება მკვდარ ზღვაზე რამდენიმე დღე გრძელდება. მის გარშემო მთები და უდაბნოა. ატმოსფეროში უსიცოცხლობა და სიკვდილის არსებობა იგრძნობა. მკვდარი ზღვის წყალი ცხიმიანი და მწარეა. განსაკუთრებული სამკურნალო ეფექტი მისგან ვერ შევამჩნიე. ზემოქმედება უფრო ფსიქოლოგიური აქვს, ვიდრე ფიზიკური. ყოველდღიური ამაოებისგან და პრობლემებისგან მოწყვეტა აქ საკმაოდ ადვილია.

მაშინვე აქცევ ყურადღებას იმას, თუ როგორ იქცევიან ქალები. ისინი აქ მთავარნი არიან. ისრაელში ქალი სრულადაა დაცული სახელმწიფოსგან და მამაკაცის ციხეში ჩასმა ქალს არაფრად არ უღირს. დაბადების მოწმობაში ამერიკელებს ჯერ დედის გვარი უწერიათ, შემდეგ კი მამის. აქ ქალი პირველია ყველა მნიშვნელობით.
- საინტერესო ტრანსფორმაციაა, - ვფიქრობ მე. – ძველი აღქმის პირველ გვერდებზე წერია, რომ მამა ბადებს შვილებს, ქალი კი საერთოდ არაა ნახსენები. რატომ? ალბათ იმიტომ რომ მთავარი ბავშვის დაბადებაში, მისთვის სულიერი ასპექტის გადაცემა იყო და არა ფიზიკური სხეულის გაჩენა. გავიდა ხანი, და ახლა ებრაელის ეროვნება დედით განისაზღვრება, ანუ ქალურმა, მატერიალურმა საწყისმა გაიმარჯვა.

ებრაელი, ეს ხომ იმდენად ეროვნება არაა, რამდენადაც რელიგია. ებრაელი შეგიძლია გახდე, თუ იუდაიზმს მიიღებ. და თუ უეცრად მამა უარს იტყვის იუდაიზმზე და სხვა რელიგიაში გადავა? ეროვნება რომ მამით ყოფილიყო განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში შვილები აღარ იქნებოდნენ ებრაელები, ხოლო დედა ებრაელად დარჩება, მაშინაც კი თუ რელიგიას შეიცვლის. ამიტომ ებრაელი ხალხის შენარჩუნებისთვის ნაციონალობა დედას მიაკერეს და არა მამას. დაიწყეს ნაციონალობის გადარჩენა და რელიგიის დაკარგვა. ქალურმა, მატერიალურმა საწყისმა სულიერი საწყისის შეცვლა დაიწყო.
ერთმა პაციენტმა ისრაელიდან მომიყვა, როგორ ამცირებდა მისი ძმის ცოლი მის ძმას და დედამისს. დანითაც კი ემუქრებოდა ქმარს.

- ჩემ ძმას ეშინია მისი და ვერ ეწინააღმდეგება, - თქვა ქალმა.
- რატომ არ განაცხადა პოლიციაში? – დავინტერესდი მე.
- ის იტყოდა, რომ ჩემი ძმა დაესხა თავს და თვითონ მხოლოდ თავს იცავდა. პოლიციეს აქ მხოლოდ ქალის სჯერა.
- რა დაემართა ამ მიწას, - ვფიქრობ მე, - იქნებ ამ ადგილებმა შეწყვიტეს შუა ცენტრად ყოფნა? თუმცა ალბათ არა. ისრაელი კარგავს ღმერთის სიყვარულს. რელიგია ფორმალური ხდება. ორი ურთიერთწინააღმდეგობა, ადრე ერთიანობაში მყოფი, იყოფა და კონფლიქტშია ერთმანეთთან. ისრაელის სახელმწიფო ნელა და შეუმჩნევლად ჩოჩდება მატერიალურისკენ. და აქვე ახლოს, პალესტინის მიწებზე, უფრო და უფრო აგრესიულად იქცევიან მუსულმანები, რომლებიც სულიერ საწყისს ეთაყვანებიან.

ვცდილობდი გამეგო, რატომაა ისლამის სიმბოლო ნახევარმთვარე, რატომ არ შეიძლება რამაზანის დროს დღისით ჭამა, მაგრამ შეიძლება მზის ჩასვლის შემდეგ. კარგად ვერავინ ვერ შეძლო ჩემთვის ამის ახსნა. თანდათან ასსეტ დასკვნამდე მივედი: სავეს მთვარე ღამით ძლიერ განათებას გვაძლევს, ხოლო მზარდი თვის დროს იგი მინიმალურია. ჩვენი ცნობიერება სინათლესთანაა დაკავშირებული. ღამით ცნობიერება მუხრუჭდება, იძინებს. შესაბამისად მუხრუჭდებიან სურვილები, მცირდება სიამაყე, ადამიანისთვის უფრო ადვილია მიწიერისგან მოწყვეტა და ღმერთზე ფიქრი. ამგვარად, თუ ადამიანი დღის პერიოდში არ ჭამს სურვილების გაძლიერება არ ხდება. როცა მე ვხატავდი, ვცდილობდი ეს ღამით გამეკეთებინა. ამ დროს უფრო მეტია სამყაროსგან მოწყვეტილობა, უფრო ძლიერია შემოქმედებითი იმპულსი.
ჭეშმარიტი ისლამი ყველა იუდეურ და ქრისტიანულ წინასწარმეტყველს აღიარებს. სულიერი და მატერიალური მასში ჰარმონიულად თავსდება. მაგრამ ეს თეორიულად. რეალურად თანამედროვე ისლამი მძლავრად ისწრაფვის სულიერი პრინციპებისადმი თაყვანისცემისკენ. აქედანაა მომატებული აგრესია, კრიტიკა და მოუთმენლობა. ასეთი სწრაფვა შემთხვევითი არაა. ის აწონასწორებს ისრაელს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ამერიკული გზა აირჩია და ამიტომ შეუჩერებლად ინაცვლებს მატერიალურისადმი თაყვანისცემისკენ.

“საინტერესო სიტუაციაა, - ვფიქრობ მე, - სახელმწიფოს არა აქვს საკუთარი კონსტიტუცია, მაგრამ მაშინ იდეაში ის რელიგიამ უნდა შეცვალოს. ქვეყანას საკუთარი კანონმდებლობა არა აქვს, ადრე ის ინგლისელების ქვეშ იყო და მათი სასამართლო სისტემა გადმოიღო. ქვეყანას აქვს რელიგია, მაგრამ მისი მცხოვრებლების უმეტესობა მხოლოდ ფორმალურად მისდევს მასდა კარგავს იმას, რისთვისაც შეიქმნა ეს რელიგია. ქვეყანა თანდათან წარმართობაში გადადის. სიცოცხლის, სურვილების, ქალური საწყისისადმი თაყვანისცემა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება”. ისევ გამახსენდა სტრიქონები ძველი აღქმიდან:

თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა (მეორ. 28, 15).

დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე, ერთი გზით წახვალ მისკენ და შვიდი გზით გაექცევი მას. საფრთხობელად იქცევი ამ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის (მეორ. 28, 25)

ისრაელის ხალხი უკვე იქნა მთელ მსოფლიოში გაფანტული, მას შემდეგ, რაც არ მიიღო ქრისტე და იუდეური ომი დაიწყო. მცნებების ფორმალური დაცვა არ იძლევა ღმერთთან ერთიანობის შენარჩუნების გარანტიას. ახლაც მსგავსი პროცესი შეიმჩნევა. რაც მეტად კარგავს ისრაელის ხალხი ღვთაებრივს და გადადის მატერიალურის თაყვანისცემაზე, მით უფრო აგრესიულად რეაგირებს მასზე არაბული სამყარო.

როგორღაც შევეცადე ნატიფ დონეზე შემეხედა ისლამის ენერგეტიკისთვის მისი გაჩენის პირველ წლებში. აღმოჩნდა, რომ უკვე მაშინ, მეექვსე საუკუნეში, მის ენერგეტიკაში უკვე ფორმირდებოდა კათოლიციზმის მიმართ წინააღმდეგობა, ანუ უკვე მაშინ კათოლიციზმში არსებობდა მატერიალიზმისადმი მიჯაჭვულობისკენ მიმავალი ტენდენციები. ქალური საწყისისადმი თაყვანისცემას კათოლიციზმში უცილობლად უნდა გამოეწვია სულიერების დეგრადაცია. სრულიად ბუნებრივია, რომ მეზობლად უნდა გაჩენილიყო მძლავრი საპირისპირო ტენდენცია მამაკაცური საწყისის პრიორიტეტით და სულიერებისადმი თაყვანისცემით. ასე გაჩნდა ისლამი.
ისრაელში ერთი ცოლ-ქმარი გავიცანი. ისინი მომხიბლავი ადამიანები აღმოჩნდნენ და ჩვენთან ერთად წამოვიდნენ მკვდარ ზღვაზე. მეოთხე თუ მეხუთე დღეს ქალმა მე და ჩემს მეუღლეს ექსკურსიაზე წასვლა შემოგვთავაზა.

- საოცარი ექსკურსიაა, - თქვა მან, - იქ, უდაბნოში აღდგენილია მოვლენები, რომლებიც რამდენიმე ათასი წლის წინ მოხდა. ყველა აღფრთოვანებული ბრუნდება.
და აი ვსხდებით ავტობუსში, რომელიც მკვდარი ზღვიდან ზემოთ მიემართება. მე ვუყურებ მოიისფრო-მოვარდისფრო ველს, რომელიც იორდანის მთებიდან ეშვება.

- საინტერესოა, - ვფიქრობ მე, - ფაქტიურად ერთი და იგივე რელიგია, დაყოფილი იუდაიზმად და მუსულმანობად და ორი ტერიტორია, მკვდარი ზღვით გაყოფილი. ერთი მიწა – ორი სხვადასხვა ტერიტორია. თუ მათი ხალხები საერთოი ენას ვერ გამონახავენ, მკვდარი გახდება არა მარტო ზღვა, არამედ მისი შემოგარენიც. მაგრამ ეს საერთო ენა რომ გამოინახოს, ღმერთთან დაბრუნებაა საჭირო.

როცა ადამიანები ღვთაებრივს კარგავენ, მათ ერთმანეთის აღარ ესმით. იგავი ბაბილონის გოდოლის შესახებ სწორედ ამას ამ პროცესს ასახავს. ამასთან ორი ნახევრის ეს კონფლიქტი, რომლებიც სიყვარულს კარგავენ, ქრისტიანობაშიც შეიმჩნევა. და არაა შემთხვევითი, რომ კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა ქრისტეს შობის დღესაც კი სხვადასხვა დროს აღნიშნავენ.

ფანჯრიდან გავიხედე. ღამე იყო. ავტობუსი დანიშნულების ადგილს უახლოვდებოდა.

- საინტერესოა, ვფიქრობდი მე, - როგორაა ისრაელში ყველაფერი შეკუმშული. მე იმ ადგილას ვიმყოფები, სადაც მოდელის საშუალებით იქნა დემონსტრირებული

ჩვენი ცივილიზაციის დაღუპვა. აქეთკენ მიდის ახლა მთელი დასავლეთი. ცოდვა არა მარტო ჩაყლაპა ყველაფერი, მას არა მარტო ამართლებენ. ცოდვა, ერთ-ერთი მართლმადიდებლური ლიდერის განცხადებით, მოდური ხდება.

დასავლეთი ფულს და ხორცს სიყვარულზე მაღლა აყენებს, ამიტომ სიცოცხლე იქ თანდათან ქრება და გადაგვარდება. აღმოსავლეთი სულიერებას და პრინციპებს აყენებს სიყვარულზე მაღლა, ამიტომ სხვების და საკუთარი თავის სწრაფი განადგურებისკენ ისწრაფვის. ძნელი სათქმელია რომელი ჯობია. უკანასკნელ წლებში უფრო და უფრო ჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მზად არიან რაღაც იდეის გულისათვის მთელი მსოფლიო გაანადგურონ. ფაშიზმი და სოციალიზმიც ამავე სერიიდან იყვნენ. რუსეთმა გადაიტანა სოციალიზმის კატასტროფა და ახლა წვალებით აღწევს თავს დასავლური დემოკრატიის კატასტროფას. ანუ მას აქვს შანსი შუალედური გზის პოვნისა, რომელიც მორალის, ღმერთის სიყვარულიუს და რწმენის გარეშე შეუძლებელია.
ავტობუსი ჩერდება.

- რა ჰქვია ამ ადგილს? – ვეკითხები თანამგზავრებს.
- მასადი. აქ ადრე უძველესი მიუვალი ციხესიმაგრე იყო. ალყა რამდენიმე წელი გრძელდებოდა. მისი ყველა მცველი იღუპებოდა. ახლა ამის შესახებ მოგვიყვებიან. წავიდეთ.

72 წლის იუდეველების აჯანყების მერე რომაულმა ლეგიონებმა პირისაგან მიწისა აღგავეს იერუსალიმი და ისრაელის მთელ ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ადგილი დარჩა, სადაც მეამბოხეები ვერ გატეხეს. ეს იყო მასადი. ციხესიმაგრის შტურმით აღება რომაელებმა ვერ შეძლეს, მაშინ გადაწყვიტეს ნაყარით ამოევსოთ უფსკრული მთის მასივსა და კლდეს შორის. მაგრამ ციხის მცველები ქვებს ესროდნენ მათ, ვისაც გრუნტი მოჰქონდა. მაშინ რომაელებმა ტყვე ებრაელები მორეკეს და სიკვდილის შიშით აიძულეს ნაყარის გაკეთება. მცველებმა ვეღარ შეძლეს თანამოძმეების დახოცვა და მდუმარედ უყურებდნენ მათ სამუშაოს.

თითქმის ორი წელი მაღლდებოდა ეს ნაყარი, და როცა რომაელები ციხეში შეიჭრნენ, წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. ქალები, ბავშვები, მოხუცები, მეომრები – ყველა მოკლული იყო. სულ ათასამდე ადამიანი. და მხოლოდ დამალულმა და ამით გადარჩენილმა მოხუცმა ქალმა მოუყვა რაც მოხდა. ამ ათასიდან არჩეულ იქნა ორმოცდაათი ადამიანი, დას თვითოეულმა მათგანმა 20-მდე მცხოვრები მოკლა. შემდეგ ათი ამოარჩიეს, რომლებმაც დანარჩენი ორმოცი დახოცა. შემდეგ ორი ამოარჩიეს, რომლებმაც რვა დანარჩენი მოკლა, ხოლო ბოლოს ორმა დარჩენილმა ერთმანეთი მოკლა.

მე ვერ მივხვდი, რა ასპექტში ყვებოდნენ ამ ამბავს, დადებითში თუ უარყოფითში, მხოლოდ ერთს ვხედავდი: პრინციპები და იდეალები სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სულიერება სიყვარულზე მაღლა იქნა დაყენებული. როცა მეომარი ომში იღუპება, ვიღაცის დასაცავად, - ეს სიყვარულის გადარჩენაა. როცა ადამიანები თავს იკლავენ სურვილებისადმი ან იდეალებისადმი თაყვანისცემის გამო, - ეს სიყვარულის უარყოფაა. რომეომ და ჯულიეტამ თავი მოიკლეს, ეთაყვანებოდნენ რა გრძნობებს. შექსპირმა ერთ-ერთმა პირველმა შეამჩნია ეს ტენდენცია, რომელმაც შემდეგ დასავლური სამყაროს განადგურება დაიწყო. ამის წინ კი სოდომი და გომორი იყო. მასადის მცველებმა თავი იმ ცნებებზე დამოკიდებულობის გამო მოიკლეს, რომლებსაც სულიერება, სიამაყე და ღირსება ეწოდება. ამ იდეალების დამცირების ატანა მათ ვერ შეძლეს.

რა იქნება მომავალში? რა სცენარით განვითარდება თანამედროვე ცივილიზაციის დაღუპვა – დასავლურით თუ აღმოსავლურით? თუ კაცობრიობის პატარა მოდელი – რუსეთი – შეძლებს თავის ტერიტორიაზე ხალხების და რელიგიების გაერთიანებას და გზის პოვნას ხსნისაკენ?

კომენტარები

მსგავსი სტატიები

რუდოლფ შტაინერი - მისტიკა ახალი დროის სულიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე

არსებობს ჯადოსნური ფორმულები, რომლებიც სულიერი ცხოვრების ისტორიის განმავლობაშ...

სტანისლავ გროფი -

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა...

ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი

ავტორი: ბარონი იუჯინ ფერსენი მთარგმნელი: ლიკა მარღანია შესავალი დაე, ყველა...

იარე ფეხების გარეშე, იფრინე ფრთების გარეშე და იფიქრე გონების გარეშე

იარე ფეხების გარეშე იფრინე ფრთების გარეშე და იფიქრე გონების გარეშე ეს არის...

კარლოს კასტანედა -

  მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ნაწილი 1 - ძალის მოქმედების მოწმობა ...

დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა

ავტორი: კარლოს კასტანედა წყარო დირექტორი: ლევან თითმერია რედაქტორი: დათო ა...

რუდოლფ შტაინერი -

ავტორი: რუდოლფ შტაინერი მთარგმნელი: ვიტალი დარსანია წყარო გამომცემლისგან ...