სერგეი ლაზარევი - "ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა"

ავტორი: Admin
კატეგორია: ბიბლიოთეკა
0
(0)

 

სემინარი ფრანკფურტში

2006 წლის 3 ოქტომბრის დილის 5 საათია. მე უკვე აღარ მძინავს, თუმცა ცნობიუერებას ჯერ კიდევ არ გაუღვიძია ბოლომდე და ქვეცნობიერიც ჯერ კიდევ აქტიურია. ხიდი უსასრულობასა და ჩემს შეზღუდულ აზრებს შორის ჯერ კიდევ არ დანგრეულა. საუკეთესო დროა შემოქმედებისათვის. უკვე იწყებ საკუთარი თავის, როგორც პიროვნების აღქმას, მაგრამ ჯერ კიდევ იქ ხარ – გრძნობების, ხატ-სახეების სამყაროში. ამ ქვეცნობიერში – სამყაროს მთელი ინფორმაციაა. ყველაფერი რაც უკვე მოხდა და ყველაფერი რაც მოხდება. თუ შინაგანი კონცენტრაცია მაღალია, ამ საოცარი საწყობიდან ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეიძლება. შემოქმედება ჩნდება როგორც ახალი გრძნობა და ამ გრძნობაში, ხატ-სახეშია შეკუმშული ახალი წიგნები, ნახატები, ახალი სამყარო, ბოლოს და ბოლოს.

დღეს სამშაბათია. გასულ უქმეებზე სემინარი ჩავატარე. მომწონს მისი გერმანიაში ჩატარება – ჯგუფი პატარაა, შემთხვევითი ხალხი არ მოდის. ვზივართ ოთახში, ყველაფერი რაღაც შინაურულს გავს. “თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა არის გრძნობა, - ვეუბნები მსმენელებს. – ჩვენი ფიქრები, ჩვენი ცნობიერება სხეულთანაა დაკავშირებული, ამიტომ ისინი დისკრეტულნი არიან და არ ეწებებიან ერთმანეთს. აზრი შეიძლება უამრავი გაჩნდეს და თუ მათი განზოგადება არ მოხდება, შეიძლება ჭკუიდანაც შევიშალოთ. ასი ცალკეული აზრის ნაცვლად ჩნდება ერთი და ეს განზოგადება ხდება გრძნობის, ანუ ქვეცნობიერის ხარჯზე.

გრძნობა მატერიალური ობიექტებიდან არამატერიალურზე გადადის და მასში ინფორმაციის შეკუმშვა ყველანაირად შეიძლება. პრინციპში მთელი სამყარო იკუმშება ერთ გრძნობად – ღმერთისადმი სიყვარულად და მასთან ერთიანობად, და რაც უფრო მაღალია ღმერთისადმი სიყვარული, მით მეტია ჩვენი შესაძლებლობები ინფორმაციის განზოგადებისა და შეკუმშვისა. მაშინ ჭკვიანებიდან ბრძენებად ვიქცევით. აი წარმოიდგინეთ, დაინახეთ ერთმანეთი და რაღაც გრძნობა გაგიჩნდათ, ამ გრძნობაში თქვენს ამჟამინდელ სხეულში გატარებული მოკლე ცხოვრების მთელი გამოცდილებაა. ეს გრძნობა განსაზღვრავს, რა დაგემართებათ უახლოეს მომავალში, და არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელ ჩვენს ცივილიზაციას. ინფორმაციის სიხშირე გრძნობაში შეიძლება საოცრად გაიზარდოს და ამასთან სიმძიმე არ იქმნება, რადგან იქ არ არსებობს წონა, მეტწილად კი არც ზემო და ქვემო არსებობს.”

შაბათს ღამით ერთი რაღაც აღმოვაჩინე – ის ათ მცნებას შეეხებოდა. დღეს ვიღვიძებ და ვცდილობ ისევ ახლებურად გავაცნობიერო ჩემს წინაშე არსებული პრობლემები. დილის 4 საათიდან ენერგიის აღმასვლა იწყება. ეს ტალღა დღის 4 საათამდე იზრდება, შემდეგ კი მისი თანდათანობითი შემცირება ხდება. ყველაზე სუფთა შემოქმედებითი ენერგია დილის 4-დან დილის 7-მდე გაივლის ჩვენში. ეს ლოცვის, შემოქმედების, ახალი წამოწყებების დროა.

უკანასკნელ დროს ყველას ვუმეორებ: “თქვენმა სულმა უნდა აირჩიოს, უნდა განსაზღვროს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის – ერთობა ღმერთთან თუ ერთობა ამ სამყაროსთან”.

მოულოდნელად მეხსიერებაში ჩემს ნაცნობთან საუბარი ამომიტივტივდა. “მე ღვთაებრივის შეგრძნება მქონდა, - მიყვება იგი, - იცით ეს როგორ გამოიყურება? მეგობარს ველაპარაკებოდი და გამიჩნდა შეგრძნება, რომ ჩემი “მე” ჩემი სხეულის გარეთაა”. – “მართალია, - მხარი დავუჭირე მე, - მეც იგივე გრძნობა მქონდა, ოღონდ სხვანაირად გამოიყურებოდა – თითქოს სხეული უფრო თხელი და ნატიფი ხდებოდა, უფრო მსუბუქი და გაქრობას იწყებდა, ხოლო როცა სხეულის ილუზორულობის ეს შეგრძნება რაღაც ზღვარს აღწევს, ჩვენი “მე” წყვეტს თავის თავის დაკავშირებას მხოლოდ სხეულთან. ის თითქოს ყველგანაა და წონის შეგრძნება ქრება. ეს არაა ფრენის შეგრძნება, მაშინაც კი როცა დაფრინავ, შენს სხეულთან ხარ მიჯაჭვული”. – “გეთანხმები, - მეუბნება თანამოსაუბრე. – უბრალოდ ვეცადე ჩემი მდგომარეობა ისე გადმომეცა როგორც შემეძლო”.

შემდეგ საუბარი რელიგიაზე გაგრძელდა. “ბევრ მორწმუნეს, - მეუბნება იგი, - არ შეუძლია რწმენის მისადაგება რეალურ ცხოვრებასთან. ჩემი მეგობარი მუსულმანი დღეში ხუთჯერ ლოცულობს, ყურანის მიხედვით ცხოვრობს, იცავს რამადანს, მაგრამ თუ “გაიშნიკი” გააჩერებს და ფულს წაართმევს, მას ამ მომენტში სძულს და ეზიზღება არა მხოლოდ ეს “გაიშნიკი”, არამედ მთელი პოლიცია და მთელი რუსეთიც.” “ეს ახლა ყველა რელიგიის პრობლემაა, - შევნიშნე მე, - მორწმუნე ფიქრობს, რომ რელიგია – ერთია, რეალური ცხოვრება კი – მეორე. ზოგიერთი ზუსტად იცავს რიტუალებს, ანუ ინარჩუნებს ფორმას, მაგრამ შინაარსი დაკარგული აქვს. და ეს უკვე ნაპრალი კი არაა რელიგიასა და ცხოვრებას შორის, არამედ უფსკრული, რომელიც თანდათან უფრო იზრდება.” სანამ ქვეცნობიერში კუმირების შეცვლა არ მოხდება, სანამ პრიორიტეტების სისტემა საყვარელი ადამიანის სასარგებლოდ აეწყობა, ნებისმიერი პაციენტი, რომელიც ჩემს იმედზეა დაყრდნობილი, წამართმევს ენერგიას. აღმოჩნდა, რომ არასრულყოფილი ადამიანისთვის დახმარების გაწევა სახიფათოა, ამასთან ორივე მხარისათვის. ის, ვინც ეხმარება და ამ დროს საკუთარ თავში ღვთაებრივს ვერ გრძნობს, თავისი დახმარებით გარყვნის მას, ხოლო ის, ვინც იღებს ამ დახმარებას, მომხმარებელი და ვამპირი გახდება და საერთოდ დაივიწყებს ღმერთს. ხოდა გამოდის, რომ არასრულყოფილი ადამიანისთვის გაწეულ დახმარებაზე ის აგებს პასუხს, ვინც მას ეხმარება. ამიტომ ის, ვინც ართმევს, იპარავს, ამცირებს – არ ავადმყოფობს, ხოლო ის ვინც სხვებს ეხმარება, უფრო მალე ისჯება. თითქოს არაა სამართლიანი, სინამდვილეში კი მაღალი რეზონანსია ამაში.

ხარბი, ანგარებიანი, სიყვარულის არ მცოდნე ადმიანის ჯანმრთელობის და ბედის გაუმჯობესება – სახიფათო საქმეა. ეს რყვნის მის სულს და უკანასკნელ ღვთაებრივ ნაპერწკლებს აქრობს მასში. უმეტესწილად წმინდანთან იმისთვის მივდივართ, რომ ჯანმრთელობა და ბედი გავიუმჯობესოთ. და რა თქმა უნდა სულსაც რომ დავეხმაროთ, მაგრამ ამასთან არ გვავიწყდება, რომ ამით სხეულიც უკეთ იქნება, ეს ხომ ანგარებიანი დამოკიდებულებაა ღმერთის მიმართ. და როგორც ღმერთისადმი ვართ განწყობილნი, ისევე ვართ განწყობილნი მთელი სამყაროსადმი. დასკვნა მარტივი და ლოგიკურია. თუ ანგარება და მიჯაჭვულობა ადამიანურ ბედნიერებაზე რომელიმე საზოგადოებაში უკან დასაბრუნებელ წერტილს გაცდება, ამ საზოგადოებაში უკვე აღარ უნდა იყვნენ წმინდანები, მათი დახმარება ზედმეტი იქნება, ანუ უაზრო და საზიანოც. ესე იგი წმინდანების გაქრობა – ეს ნიშანია იმისა, რომ საზოგადოებამ ღვთაებრივი დაკარგა. აი რატომ არ იყვნენ წმინდანები სოდომსა და გომორში.

დასკვნა არ ჩანს ნათელი და შემბრალებელი: ან ყოველი ადამიანი წავა ღმერთისკენ გადალახავს რა ადამიანური ბედნიერების უფსკრულს, ან მართლაც, ადამიანური დახმარება უფრო და უფრო სახიფათო იქნება, აქედან გამომდინარე ადამიანის სულები უფრო სასტიკნი უნდა გახდნენ და კაცობრიობაში ადამიანების ურთიერთგანადგურების ტალღა უნდა წამოვიდეს.

თვითოეულმა თავად უნდა გააღვიძოს თავის თავში ღვთაებრივის წყურვილი. მოწოდებებს რატომღაც არ მოაქვთ შედეგი. აზრები კვლავ ბურუსში მიდიან, მეხსიერება გვეხმარება, რომ ვიყოთ მოვლენაში და ამავდროულად მოვწყდეთ მას. მეხსიერების წყალობით შეგვიძლია აბსტრაგირება, მაშინ მეორეხარისხოვანი იშლება და რჩება მთავარი.

საუბარი სემინარზე ფსიქოანალიზს შეეხო. მაგიდაზე წარილყ დამიდეს, რომელიც ყვებოდა, თუ როგორ მოკვდა ფროიდი. მას ყბების კიბო ჰქონდა – არ შეეძლო ჭამა და ლაპარაკი. გადაცემა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გავიდა გერმანული ტელევიზიით. მას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ლაპარაკი მხოლოდ სპეციალურად მისთვის დამზადებული აპარატების მეშვეობით შეეძლო. წერილში იყო კითხვა, შეიძლებოდა ფროიდის მიერ შექმნილი სისტემა მისი სიცოცხლის ბოლოსთან ყოფილიყო დაკავშირებული? ვუპასუხე, რომ ეჭვიც არ მეპარება ამაში.

ახსნა შორიდან დავიწყე. რამდენიმე წლის წინ რადიოში საინტერესო ინფორმაცია მოვისმინე. დინოზავრების ნამარხების გვერდით მეცნიერებმა უცნაური წარმონაქმნები იპოვეს – ამორფული მასა, რომელიც ძვლებისგან, ქვებისგან და ა. შ. შედგებოდა. რომელიღაც მეცნიერმა წამოაყენა იდეა იმის შესახებ, რომ ეს იყო მასა, რომელსაც დინოზავრი უკან იღებს პირიდან. მათ უბრალოდ სწორი ნაწლავი და უკანა გასასვლელი არ ჰქონდათ. ჭამდნენ მსხვერპლს, ინელებდნენ კუჭით და უკან აგდებდნენ, ანუ იმდროინდელი ცხოველების საჭმლის მომნელებელი სისტემა დიდად არ განსხვავდებოდა ამებისგან.

და მოკლედ, შთამომავლობის გაგრძელების, ანუ გამრავლების ბიოლოგიური მექანიზმი თავიდან კვებასთან იყო დაკავშირებული და არა სექსთან. ცხოვრების შენარჩუნების და ხელის შეწყობის იმპულსი უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე მისი გაგრძელების იმპული. უფრო სწორად სიცოცხლის გაგრძელება თავიდან კვებით ხდებოდა, შემდეგ კი ენერგია უკვე გამრავლებაზე იხარჯებოდა. ამიტომ თუ ადამიანი შიმშილობს, პირველი მასში სექსუალური ინსტინქტი ქვრება, ხოლო სურვილების თემა ღრმა დონეზე პირველ რიგში პირთანაა დაკავშირებული. სურვილების სიმბოლოდ პირი გვევლინება.

ერთმა ქალმა-სტომატოლოგმა მომიყვა, რომ კბილების პრობლემები ყოველთვისაა დაკავშირებული შარდ-სასქესო სისტემის პრობლემებთან და თუ ქალს სექსუალური პრობლემები ეწყება, შემდეგ კბილების პრობლემებიც დაეწყება. თუ შარდსასქესო სისტემის პრობლემები უარესდება, კბილების მკურნალობამ მცირე ეფექტი შეიძლება მოგვცეს და უსიამოვნო გართულებებიც.

“სხვათაშორის, - მივმართავ მსმენელებს, - როცა ფრანკფურტში მოვფრინავდი თვითმფრინავით, ხელში მეჭირა წიგნი წმინდან ალექსანდრე სვირსკის შესახებ. ის 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მისმა წმინდა ნაწილებმა 500 წელს გაუძლეს, არ გამომშრალან და არ გაშავებულან. კანს მოთეთრო მოყვითალო ფერი დაკრავს. წმინდანის ნაწილები სასწაულით გადარჩნენ საბჭოთა მმართველობის დროს. ისინი სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მუზეუმში მოხვდნენ, სადაც მათი ექსპერტიზა ჩატარდა. ყველასთვის გასაგები გახდა რომ ეს წმინდანი ადამიანის სხეული იყო, რადგან ხრწნის ნიშნები ვერ შეამჩნიეს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ძვლები და კბილები 60 წლის ადამიანს ეკუთვნის, მაგრამ სხვა ნიშნები ამტკიცებდნენ რომ ეს ნაწილები სწორედ მამა ალექსანდრე სვირსკს ეკუთვნის.

ამოცანის ამოხსნა გვიან მოვიდა. განდეგილ სამყაროსგან დამოუკიდებელ ადამიანში დაბერების და დაშლის პროცესები ნელდება. და პირიქით. მოვიყვან ისტორიას, რომელიც ერთმა მკურნალმა ქალმა მომიყვა.მასთან ქალი მივიდა და ეუბნება: “ჯადო გაუკეთეთ ერთ კაცს, რომ შემიყვაროს – მინდა ჩემთან იყოს.” მე ასსეტ რაღაცეებს არ ვაკეთებ, - უპასუხა მკურნალმა, - წადით აქედან”. ის საშინლად განაწყენებული შებრუნდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და იქვე დაეცა. საშველად მიირბინეს, მაგრამ უკვე მკვდარი იყო. მაშინვე სასწრაფო გამოიძახეს, რომელიც 2 საათში მოვიდა. ამ დროის განმავლობაში ქალის სხეული ისე გაიხრწნა და აყროლდა, თითქოს 1 კვირის მკვდარი ყოფილიყოს. ექიმებმა ვერ დაიჯერეს, რომ სიკვდილი სულ რაღაც 2 საათის წინ დადგა. შემდეგ პოლიციეს საქმის აღძვრაც უნდოდა, მაგრამ ვერავის წაუყენეს დანაშაული.

“შემიძლია გავაგრძელო მკურნალობა?” – მეკითხება ქალი. მე საპასუხოდ მხრები ავიჩეჩე: “რა თქმა უნდა. თქვენ მიჩვეული ხართ დაეხმაროთ ადამიანების სულებს და იმ ქალის სულსაც დაეხმარეთ, ხოლო სულის სხეულისგან განშორება ხომ თქვენი ბრალი არ იყო.”

მე არაერთხელ გამიგია, რომ ეჭვიანი, ხარბი, შურიანი, ანუ ვნებებს აყოლილი ადამიანები, სიკვდილის შემდეგ ძალიან სწრაფად იხრწნებიან. მე ერთი ცნობილი მსახიობის, ძალიან ემოციური ადამიანის შესახებ წავიკითხე, რომელსაც ძალიან სწრაფად დაეწყო კბილების დაშლა. ექიმები ხელოვნურ კბილებს უდგამდნენ მას, მაგრამ ასეთი კბილებიც კი 2-3 თვეში იშლებოდა. რატომ ხდებოდა ეს? იმიტომ რომ მსახიობს არ შეეძლო საკუთარ თავში ღვთაებრივის შეგრძნება და სამყარო, რომელსაც ის ქმნიდა სცენაზე, ადამიანური ინსტინქტებისგან იბადებოდა. მაგრამ რადგანაც ნიჭიერი და ღრმა ადამიანი იყო, ის ადამიანის ინსტინქტების ღრმა საფუძვლამდე – გამრავლების ინსტიქტამდე აღწევდა, კონცენტრაციას აკეთებდა სექსუალურ დამოკიდებულებაზე, რომელიც ყველა სურვილის საფუძველია, ხოლო სურვილებზე დამოკიდებულების მატება კი კბილების დაშლას იწვევდა.

მაგრამ დავუბრუნდეთ ფროიდს. ის არა მხოლოდ დამოკიდებული იყო სურვილებზე, ანუ ეჭვიანობდა, წყინდა, სძულდა. მან სურვილებისადმი თაყვანისცემის მთელი სისტემა შექმნა. მის ინტერპრეტაციაში სექსი აღარ იყო სასირცხვილო და ცოდვიანი საქმე.ერთი უკიდურესობიდან, რომლისკენაც რელიგიას მივყავდით, მეცნიერი მეორე უკიდურესობაში გადაიჭრა. ესქსი სასარგებლო და აუცილებელია – ფროიდის ამ დასკვნებმა ხელი შეუწყო დასავლეთში სექსუალური რევოლუციის დაფუძნებას და გააძლიერა დასავლეთ ცივილიზაციის ნგრევის ტენდენცია. სულის გადარჩენისათვის, ფროიდს სხეულთან დაკავშირებული სურვილები და ასევე სხეულთან დაკავშირებული ცნობიერება უნდა დანგრეოდა. ამიტომ ყბების კიბო და კვებისა და მეტყველების პრაქტიკულად შეუძლებლობა კანონზომიერი იყო.
როცა გერმანიაში ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ფროიდი პრაქტიკულად არ დაზარალებულა. ის არ მოხვედრილა საკონცენტრაციო ბანაკში, რადგანაც ომის დაწყების წინ შეძლო ინგლისში წასვლა. ამ გამგზავრებაზე უზარმაზარი თანხა გადაიხადა მისმა ერთ-ერთმა პაციენტმა. მიაქციეთ ამას ყურადღება. ფროიდის სიცოცხლე არ უნდა დასრულებულიყო უეცრად, ის არ უნდა ყოფილიყო მსხვერპლი, წამებული, ანუ თაყვანისცემის ობიექტი. მის სისტემას თავად უნდა შეეჭამა იგი, და ეს მოხდა კიდეც. მან თავად აირჩია თავისი სიკვდილის დღე, როცა მორფის სასიკვდილო დოზა შეუყვანეს, ანუ ფაქტიურად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი წარმართული ფსიქოლოგია და დაასრულა მისი პიროვნების ნგრევა. რატომ მოახდინა ფროიდმა ასეთი გიგანტური გავლენა თანამედროვე ფსიქოლოგიაზე? იმიტომ რომ მან ჭეშმარიტების რაღაც ნაწილი იყნოსა, მაგრამ ამ ჭეშმარიტების სწორად გამოყენება ვერ შეძლო.

ფაქტიურად დაადასტურა რა სახარებისეული ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ სულის მდგომარეობა სხეულის მდგომარეობასთანაა დაკავშირებული, ფროიდმა არა მხოლოდ ტგანაცხადა, არამედ დაამტკიცა კიდეც, რომ სულის პრობლემები ავადმყოფობებს იწვევენ და რომ სულზე მოქმედებით შეგვიძლია დაავადებები განვკურნოთ. ამ ასპექტში ფსიქოანალიზი არ მოკვდება, ის კვლავ განაგრძობს განვითარებას. ფროიდმა დაინახა, რომ ღრმა სურვილების გაჩენა ავადმყოფობას იწვევს. მაგრამ რადგანაც მორწმუნე ადამიანი არ იყო, მას არ ეყო სიყვარულის ენერგია ორი ურთიერთწინააღმდეგობის გაერთიანებისთვის.

თუ სურვილებს დავთრგუნავთ, ეს ცუდია და კომპლექსებს იწვევს, ეს ნიშნავს რომ მეორე უკიდურესობაში უნდა გავიქცეთ და ბოლომდე მივყვეთ სურვილების კარნახს. მაგრამ ღმერთი არ მოგვიწოდებს სურვილების ჩაკვლისკენ. სურვილი არ უნდა მოვკლათ, მაგრამ არც უნდა მივუშვათ იგი და არ უნდა დავემორჩილოთ. რელიგია სურვილების შეკავებას მოგვიწოდებს. შეკავების ცნებაში ორი ურთიერთწინააღმდეგობაა, რომლებიც, ერთდროულად თანაცხოვრობენ ერთმანეთთან. სურვილის დათრგუნვა, ჩაკვლა და ამავდროულად მათი სრული გაშლა და განთავისუფლება. ფროიდმა, როგორც მეცნიერმა, როცა დაინახა რომ მარცხნივ წასვლა ცუდია, გადაწყვიტა რომ საჭიროა გავიქცეთ მარჯვნივ. ის, ვინც ღმერთს ვერ ხედავს, ცხოვრებაში ყოველთვის ხან ერთ უკიდურესობაში ვარდება, ხან მეორეში.
ვფიქრობ, რომ ფროიდი თავის აღმოჩენამდე მნიშვნელოვანწილად ქვეცნობიერად ქრისტიანობიდან მივიდა. ქრისტეს ყველა სწავლება ურთიერთწინააღმდეგობებისგან შედგება. ერთი მხრივ ის ლაპარაკობს თავშეკავებაზე და ყველაფრისგან მოწყვეტილობაზე: იმისთვის რომ ცათა სასუფეველი მოვიპოვოთ, უარი უნდა ვთქვათ სიმდიდრეზე, მსუყე კვებაზე და კეთილდღეობაზე. მაგრამ ამავდროულად ის ამბობს: “ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, დააკაკუნეთ და გაგიღებენ… თუ გექნებათ რწმენა, რომ მთა დაიძვრება და ზღვაში ჩავარდება, ეს მოხდება.” ქრისტე გვიხსნის, რომ შიში კლავს ჩვენს სურვილებს და აჩერებს ჩვენს ენერგიას. სიტუაციებით გვიხსნის ამას. აი, პეტრე მოციქული, როცა შეშინდა და არ დაიჯერა საკუთარი შესაძლებლობების ძალა, კარგავს ამ ძალას და წყალში ჩაძირვას იწყებს. თუ ქრისტეს სიტყვებს გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ არ შეიძლება განახევრებული დასკვნების გამოტანა. გამოდის, რომ სურვილების მოკვლა არ შეიძლება. უბრალოდ საჭიროა შევიკავოთ ცხოველური სურვილები და გზა გავუხსნათ ღვთაებრივ სურვილებს, მაშინ ცხოველური ენერგია გადაიქცევა ადამიანურად და ბოლოს ღვთაებრივად.

ადამიანის სხეულში ენერგიის ორი ნაკადი ცირკულირებს წრიულად: ქვემოდან აღმავალი ღვთაებრივი ენერგია, რომელიც თავიდან ცხოველურ, შემდეგ კი ადამიანურ ენერგიად იქცევა და უკან ბრუნდება, და მაღალი ენერგია, რომელიც ზემოდან მოდის, სადაც ღვთაებრივი გარდაიქმნება სულიერად, შემდეგ ადამიანურად, შემდეგ კი ცხოველურად და ამის მერე არაცოცხალ ბუნებაში მიდის. ღვთაებრივი ენერგია დროის ორ ნაკადს ქმნის, რომლებიც როგორც ორი პოტენციალი, ენერგიას ქმნიან, და აქედან გამომდინარე ნებისმიერ მოძრაობას სამყაროში. რატომ არ შეიძლება სურვილების მოკვლა? იმიტომ რომ ნებისმიერი სურვილი ჩვენი ინსტინქტებიდან მოდის, ინსტინქტები კი ღვთაებრივი სიყვარულიდან მოდიან.

ნებისმიერი სურვილის მკაცრი ჩახშობა ენერგიის მკვეთრ დაცემას იწვევს, სიყვარულიც მცირდება სულში და იზრდება აგრესია, შემდეგ კი იწყება ავადმყოფობები და უსიამოვნებანი, ამიტომ სურვილების მოკვლა არ შეიძლება, საჭიროა მათი აღზრდა. რაც შეეხება ბავშვების აღზრდას. რატომ იზრდებიან არასრულ ოჯახში პრობლემური ბავშვები? იმიტომ რომ ხდება დროის ორი ნაკადის ურთიერთქმედების დარღვევა. როგორც წესი დედა გვევლინება ენერგიის გაცემის, დაუსჯელობის, სიამოვნებების, სურვილების ასრულების სიმბოლოდ. ეს ქვეცნობიერად, ბიოლოგიურად აღიქმება. ხოლო მამა სურვილების შეკავების, მათი შეზღუდვის სიმბოლოა. მამა ზღუდავს და სჯის, დედა ეფერება და იცავს. ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვი ჰარმონიულია და მის სულში მეტი სიყვარულია.

მე არაერთხელ მილაპარაკია ლექციებზე მმართველ, ჭკვიან და მკაცრ ქალებზე. მათ როგორც წესი არ ყავთ ბავშვები, ან ავადმყოფი ბავშვები ყავთ. დედა უნდა ეხმარებოდეს ბავშვს გახსნას, გაანთავისუფლოს სურვილების ენერგია, სიყვარულისკენ წარმართოს ისინი, ხოლო თუ დედა თრგუნავს ბავშვს, არ ეფერება და არ ეალერსება მას, მაშინ ჩვეული ქვეცნობიერი მემკვიდრეობითი მექანიზმი აღარ მუშაობს. ბავშვი დაკომპლექსებულია, დათრგუნულია, ის ქვეცნობიერად დედას მიყვება და უკვე თავად იწყებს თავისი გრძნობების და სურვილების დათრგუნვას. და რაც უფრო ნაკლები სიყვარულია მის სულში, მით მეტად აქტივირდება სიძულვილი მთელი სამყაროსადმი.

სიყვარულის და სწორად აზროვნების არ ცოდნა – აი ესაა დანაშაულებების ნამდვილი მიზეზი. როცა ფსიქოლოგები სადისტების და სერიული მკვლელების პიროვნებების შესწავლას შეუდგნენ, დადგინდა საინტერესო ფაქტი. ციხეში ისინი ყველაზე დამცირებულნი და ყველასგან საძულველნი იყვნენ. რაც მეტ დამცირებას და შეურაცხყოფას ღებულობდა ციხეში, მით უფრო სასტიკი და შეუბრალებელი ხდებოდა ის ციხის გარეთ. თუ ენერგია შეჩერებულია – ჩნდება ავადმყოფობა. თავიდან ის ჩვენს გრძნობებში იმალება, შემდეგ კი სხეულში გადადის. ესე იგი თუ ხელახლა ჩავრთავთ ენერგიას, გავანთავისუფლებთ დათრგუნულ ემოციას, ადამიანი გამოჯანმრთელებას იწყებს. პრობლემის გამოთქმა მაინც უნდა შეეძლოს ადამიანს! ამით ენერგიის და სურვილების დათრგუნვის ტენდენციეს შეამცირებს.
ფროიდის მიერ გაკეთებული აღმოჩენა შესანიშნავი იყო და მაშინვე დაამტკიცა საკუთარი ჭეშმარიტება. არ შეიძლება ენერგიის შეკავება, ადამიანის დათრგუნვა. დარჩა უმარტივესი რაღაც: გავარკვიოთ, ვინ არის სინამდვილეში ადამიანი. თუ ადამიანი ეს მხოლოდ სხეული, ცნობიერება, ინსტინქტებია, მაშინ ისინი ბოლომდე უნდა გავანთავისუფლოთ, სისტემა იმუშავებს და მრავალ ადამიანს გადაარჩენს. სისტემამ იმუშავა, მაგრამ დასაწყისისთვის თავისივე შემქმნელი მოკლა.

ოიდიპოსის კომპლექსი ფროიდის კომპლექსით შეიცვალა და ეს კომპლექსი ფსიქოანალიზის ავტორმა ვერ დაძლია. დასკვნა მარტივი და ლოგიკურია – ადამიანი ეს მხოლოდ სხეული, ცნობიერება და ინსტინქტები არაა. ადამიანი ეს უპირველეს ყოვლისა ღვთაებრივი არსებაა და პირველ რიგში მისი დათრგუნვა არ შეიძლება. დაუშვებელია მისი შეკავება და შეზღუდვა. უფრო მეტიც, იმისათვის, რომ ნორმალურად განვითარდეს, საჭიროა პერიოდულად შევიკავოთ ინსტინქტები. უდიდესი ჭეშმარიტებების ზედაპირული ახსნა გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე ნებისმიერი ტყუილი. ადამიანი გრძნობს, რომ ჭეშმარიტება აქვე ახლოსაა და ივიწყებს რა სიფრთხილეს, მეორე უკიდურესობაში გადადის. ვფიქრობ, რომ ქრისტიანობის მიმდევრების უმეტესობა სწორედ ამით სცოდავს. იმისგან, რასაც იესო ამბობდა, იღებენ მხოლოდ იმას, რისი გაგებაც შეიძლება. ადამიანი იმარტივებს გზას და ირჩევს საით წავიდეს – მარცხნივ თუ მარჯვნივ, შემდეგ კი იწყება პრობლემები. და პრობლემები სერიოზულია.

არა აქვს მნიშვნელობა მეცნიერი ხარ, კომპოზიტორი თუ მხატვარი. სამყაროს არასწორი სურათი ადამიანისთვის – ეს ენერგიის არასწორი მიმართულებაა, რომელიც განწირულია ჩაქრობისთვის, აქედან გამომდინარე ადამიანიც და მთელი საზოგადოებაც ამ შემთხვევაში იავადმყოფებს და მოკვდება.
მსმენლებიდან ერთ-ერთი საინტერესო კითხვას მისვამს: “შეგიძლიათ გააანალიზოთ ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა”?” “მოდი ვცადოთ, - ვეუბნები მე, - ექსპრონტად. მეც მაინტერესებს რა გამოვა. გამოდის შემდეგი: მიაქციეთ ყურადღება, რომ ახლა ყველა რეკლამა პოპულარულ ეზოთერულ ჟურნალებში და წიგნებში მხოლოდ სურვილების ასრულებისკენაა მიმართული? ეს ხომ წმინდა წყლის წარმართობაა. თქვენ გასწავლიან სურვილებზე კონცენტრირებას, სურვილების სასარგებლოდ მომავლის მართვას გასწავლიან, გიხსნიან ტექნიკას, რომელიც აჩქარებს მათ ასრულებას.

ერთ-ერთ ლექციაზე მოვყევი ქალის შესახებ, რომელიც ორი წელი ზედიზედ ლოცულობდა, რომ ბინა ჰქონოდა, სასწაულით მიიღო იგი, ერთი თვის შემდეგ კი ერთადერთი შვილი დაკარგა.

თანამედროვე ეზოთერული წიგნები ძალიან ადვილად იკითხება, რადგან მათ წარმართობაში გადავყავართ. წარმართს, იმისთვის რომ ერთიანი ღმერთი ირწმუნოს, შეიგრძნოს, რომ ყველაფერი ამ სამყაროში შემოქმედს ემორჩილება, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, უნდა გაიაროს მძიმე გზა სურვილების შეკავებისა და სულიერი ენერგიის მომატებისა. წაიკითხეთ ძველი აღქმა! რა საოცრად მძიმე გზა უნდა გაევლოთ ებრაელებს ერთიანი ღმერთის გაცნობიერებისთვის, აი სულის გახრწნისთვის კი არავითარი ძალისხმევა არაა საჭირო. გახრწნა პირიქით, გვაძლევს “მუქთა” ენერგიას. ამიტომ ჩვენი ცხოველური საწყისი ისწრაფვის იოლი ენერგიისკენ, ანუ ცოდვისკენ, და კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, დეგრადაცია – სასიამოვნოა, ხოლო განვითარება – მტკივნეულია. მაგრამ განვითარება სიყვარულის ენერგიის მომატაბეს გვაძლევს, დეგრადაცია კი გვართმევს მას.

ადამიანები მიეჩვივნენ ფულის გადახდას იმ სიამოვნებებში, რაც სხეულს ჭირდება, ამიტომ ყველაფერს, რასაც ბიზნესი ქვია, ყოველთვის ექნება ტენდენცია სხეულის განვითარებისკენ და სულის გახრწნისკენ. ეს ტენდენცია დეგრადაციისკენ ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მოკვლას ის მაშინ იწყებს, როცა კონტროლიდან გამოდის. და აი დავუბრუნდეთ ბულგაკოვს. ის აღწერს სოციალურ წყობას, ეს ათეისტების წყობაა, ადამიანებისა, რომლებსაც ღმერთის არ წამთ. მაგრამ ადამიანს არ შეუძლია, რომ არაფრის არ წამდეს. ცხოველს შეუძლია არ წამდეს, ადამიანს კი განვითარებული სული აქვს. სული გაცილებით უფრო მეტად მოიცავს დროს და იჭრება მომავალში და რწმენის, რაიმესადმი სწრაფვის გარეშე ადამიანი უბრალოდ ვერ იქნება ადამიანი. ამიტომ ის, ვისაც ღმერთის არ წამს, იწამებს საყვარელ ადამიანს, თავის სურვილს, თავის კეთილდღეობას, ანუ ათეისტი განწირულია იმისათვის, რომ იყოს წარმართი.

როცა პირველყოფილი ადამიანი მიდის ღმერთის წარმართულ გაგებამდე, ის დგამს ნაბიჯს, რომელიც ყოფს მას ცხოველისგან. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ყველგან და ყოველთვის ადამიანთა საზოგადოებაში განსაზღვრულ ეტაპზე ჩნდება აუცილებლობა ადგილობრივი სულების, “პატარა ღმერთების” და ა. შ. რწმენისა. იცით რატომ? იმიტომ, რომ ადგილობრივი სული მართავს ყველა მოვლენას ამ ტერიტორიაზე. წამს რა ადგილობრივი ღმერთისა, ადამიანი სწავლობს ირგვლივ არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შეცნობას. ყველაფერი რაც ხდება, ნებისმიერი მოვლენა ადგილობრივ ღმერთის ნებას ემორჩილება და გამოდის რომ ყველა მოვლენა ურთიერთკავშირშია და ერთი წერტილიდან გამოდის. რაც მეტია საზოგადოების განვითარების დონე, მით უფრო მასშტაბური ხდება წარმართული ღმერთების გავლენის სფერო. რაც მეტი ენერგიაა ადამიანის სულში, მით უფრო ძლიერ გრძნობს იგი მის გარშემო მომხდარი მოვლენების ერთიანობას. და გამოდის, რომ ადრე თუ გვიან თავის განვითარებაში ადამიანი აუცილებლად მივა ერთი უზენაესი ღმერთის იდეამდე, ანუ სამყაროში მიმდინარე მოვლენების აბსოლუტურ ერთიანობამდე. ამიტომ როცა ცხოველი ადამიანად გადაქცევას ცდილობს, ეს ნორმალური პროცესია. როცა წარმართი ერთი ღმერთის იდეამდე მიდის, ესეც ნორმალურია: ადამიანი-ცხოველი გარდაიქმნება უბრალოდ ადამიანად, მაგრამ როცა პირიქით, ადამიანს უნდა ცხოველად გადაიქცეს, მაშინ ნგრევის და ენერგიის დაკარგვის პროცესი როგორც წესი შეუჩერებელია. უკან გზა არ არსებობს.

ამ პროცესს ყოველთვის მივყავდით დაცემამდე და სიკვდილამდე, რაც ძველ აღქმაშია აღწერილი. და თუ ადამიანი, რომელმაც ერთიანი ღმერთი შეიგრძნო, თავის ცხოველურ სურვილებს ნებაზე უშვებს და წარმართობას უბრუნდება, ის განწირულია. წაიკითხეთ ძველი აღქმა, იქ ამის შესახებ კარგად წერია.

ისევ დავუბრუნდეთ ბულგაკოვს. ის წარმართულ საზოგადოებაში ცხოვრობდა და გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ იკარგებოდა მორალური ღირებულებები. ერთღმერთიანობამ ათეიზმის სოუზის ქვეშ ოკულტიზმად და მაგიად გადაგვარება დაიწყო. რა არის მაგია და ოკულტიზმი? ეს საკუთარი ანგარების მიზნით ღვთაებრივის გამოყენებაა. როცა პირველყოფილი ადამიანი მაგიური შელოცვებით ადგილობრივ სულებს უკავშირდება, ესაა მცდელობა მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე გავლენის მოხდენისა რაღაც კონკრეტულ ტერიტორიაზე. მცირე პრიმიტიული სურვილები – მცირე, პრიმიტიული ადგილობრივი სულები. სინამდვილეში მათთან მიმართვის დროს, ადამიანი თავის ქვეცნობიერს მიმართავს და იმ იდეით, რომ ამ ადგილზე მომხდარ მოვლენებთან ერთიანობაშია, გარკვეული დონით მართავს ამ მოვლენებს. რამ როცა ადამიანი სამყაროს შემოქმედს მიმართავს იმავე მცირე ანგარებიანი სურვილებით, სურათი კარდინალურად იცვლება. უჯრედი ცდილობს, რომ დაიმორჩილოს არა რამდენიმე გარშემომყოფი უჯრედი, არამედ მთლიანი ორგანიზმი, დამ ას უკვე აღარ აქვს არსებობის უფლება.
ათეისტური, პრიმიტიულად წარმართული საზოგადოების ნგრევის ტენდენციას, პირველ რიგში მაღალსულიერი ადამიანები გრძნობენ. ხელოვან ადამიანს ემართება ის, რაც შემდგომ მთელ საზოგადოებას დაემართება. მხატვარი გრძნობს და ხატავს იმ ტენდენციას, რომელიც ყველას ეხება. ღმერთზე უარის თქმა არა მხოლოდ წარმართობას, ცხოველურ საწყისად გადაქცევას იწვევს – რამდენადაც ენერგეტიკა მაღალია, ფორმირდება დემონიზმის ტენდენცია. და ბულგაკოვის ნაწარმოები აღწერს იმ ადამიანის სულის მდგომარეობას, რომელმაც ღმერთი დაკარგა და საკუთარი გადაგვარება შეიგრძნო. მაგრამ ბუნებრივია ეზრდება სიამაყე ავტორსაც, რომელიც თავის ნაწარმოებში მუდამ ცდილობს საკუთარი თავი აღწეროს და ამ სახით გადაწყვიტოს თავისი პრობლემა. ამიტომაც სავსებით ლოგიკურია, რომ ბულგაკოვს უავადდება თირკმელები და ის კვდება.

და ბულგაკოვამდე უფრო ადრე ღვთაებრივის დაკარგვის, ცნობიერების და სურვილების თაყვანისცემის ტენდენცია გოგოლმა დააფიქსირა. ამიტომ ყავდა მას ამდენი ეშმაკი, ამიტომ დაეწყო ფსიქიური პრობლემები, და მოკვდა ის უცნაურად. შემთხვევით არ დაურქმევია თავისი მთავარი ნაწარმოებისთვის “მკვდარი სულები”. ის გრძნობდა როგორ კვდებოდა მისი თანამედროვე საზოგადოება, აღწერა ეს პროცესი და სცადა შეექმნა ხატ-სახე დადებითი გმირისა, რომელიც საზოგადოებას ახალ იდეას, საკუთარი განვითარების იდეას მისცემდა. ეს გოოგოლს არ გამოუვიდა და დაწვა საკუთარი პოემის მეორე ნაწილი. დადებით გმირს, რომლის აღწერასაც იგი ცდილობდა, კვლავინდებურად არ ქონდა სულში სიყვარული, ტრანსფორმაცია ზედაპირული იყო. ასეთი გმირი ვერ იხსნიდა მკვდარი სულების საზოგადოებას. უკანასკნელ წლებში გოგოლმა ღმერთს მიმართა, ისწრაფვოდა მისკენ, მაგრამ რადგანაც თავისი დროის ადამიანი იყო, იგი გარშემომყოფი საზოგადოების ჭუჭყს ატარებდა, თავის თავზე იღებდა და ამ საზოგადოების თვითგანადგურების ტენდენციეს გადალახვა ვერ შეძლო.

“პუშკინზე რაღას იტყვით?” – უცებ დარბაზიდან მკითხა ვიღაცამ. “კარგი, გავიხსენოთ რომელია მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოები, “сказка о попе и работнике его балде” – ეს ღვთისმსახურების გამასხარავებაა. პუშკინი ხედავდა, რომ ეკლესია, რომელიც სახელმწიფომ დაიქვემდებარა, იწყებს მსხვილ ფეოდალურ მანქანად გარდაქმნას. უპატივცემულობა ეკლესიისადმი მან ქრისტიანობისადმი და ღვთის რწმენისადმი უპატივცემულობაში გადაიტანა. ამ სახიფათო ზღვარის გადალახვა ადვილი იყო, რადგან ეკლესიამ მყარად დაუკავშირა თავისი თავი ქრისტიანობას და მხოლოდ თავისი გავლით აძლევდა ხალხს ღმერთის შეცნობის საშუალებას. პუშკინი კარგავს რწმენის და ღმერთთან ერთიანობის შეგრძნებას, იწყებს თავისი სურვილების, ინსტინქტებისადმი თაყვანისცემას. იწყება განუწყვეტელი სექსუალური თავგადასავლები. მას ქონდა ორი ტენდენცია: მოეხდინა თავდაცვა-მართვის ინსტინქტის, ან გვარის გაგრძელების ინსტინქტის რეალიზება.

თუ დავუფიქრდებით, პოემა “ევგენი ონეგინი” არის აღიარება იმისა, რომ მან ვერ გაიგო როგორაა მოწყობილი სამყარო, როგორ უნდა ვიურთიერთოთ მასთან, როგორ ვიპოვოთ ცხოვრების აზრი, როგორ მოვიპოვოთ და გავიგოთ საკუთარი ბედი. რადგანაც პირველი ინსტინქტის რეალიზება ვერ მოხდა, დარჩა მეორე. სექსი ადამიანის სხეულთანაა დაკავშირებული, მის “ეგო” – სთან. სურვილებისადმი და სექსისადმი თაყვანისცემა აძლიერებს ადამიანის ეგოიზმს. რაც მეტია საკუთარი თავის თვითშეფასება, მით უფრო იზრდება სიამაყე და კლებულობს მორალურობა. და აი პუშკინი უკვე არა მხოლოდ აცდუნებს ქალებს, არამედ შეურაცხმყოფელ ეპიგრამებსაც სწერს მათ ქმრებს. ჩვენი ურთიერთობა ადამიანებთან უცილობლად დაგვიბრუნდება მომავალში – რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვემართება ის, რაც ჩვენი ველის სტრუქტურას, ჩვენს ქვეცნობიერს შეესაბამება. ის, თუ როგორი დამოკიდებულება მაქვს გარესამყაროსთან, თანდათანობით ქვეცნობიერში ილექება და რაღაც დროის შემდეგ მეც ასევე მომექცევიან. ხანდახან ეს უკუკავშირი რამდენიმე ცხოვრების განმავლობაში ხდება, ხანდახან - რამდენიმე წელიწადში. პუშკინი უნდა დატანჯულიყო იმის გამო, რასაც ეთაყვანებოდა. ის, რის გამოც ღმერთს, სიყვარულს ვწყდებით, უნდა განადგურდეს. და როცა თავად აღმოჩნდა ცოლის ღალატის ფაქტის წინაშე, აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ შეუძლია იმის ნგრევის მიღება, რასაც ეთაყვანებოდა. და მისი ველური სიძულვილი ტკივილის წყაროსადმი, განკითხვა და წყენა, თვითგანადგურების უძლიერესი პროგრამის ფორმირებას ახდენს. ის განწირულია და შემთხვევით არ ხვდება დანტესის ტყვია მუცელში.

თავისი აუტანელი ტანჯვით მან ნაწილობრივ გამოისყიდა ღვთაებრივის დაკარგვა და ადამიანურისადმი თაყვანისცემა. მრავალი ათწლეულია სკოლებში მასწავლებლები პუშკინის ტალანტს აქებენ, მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ ეს ტალანტი გზას აცდა და თანაც ტრაგიკულად. ეს ტრაგიკული სიკვდილი კანონზომიერი და აუცილებელი იყო მისთვის. ჩნდება კითხვა: და რა შუაშია აქ მეფის მთავრობა, რომელიც ყველა ცოდვაში იყო ბრალდებული? სხვათა შორის ძროხა იმ დროს 4 რუბლი ღირდა, პუშკინმა კი თავის ოჯახს 160 000 რუბლი დაუტოვა ვალი. ეს ვალები შემდეგ მეფემ გაისტუმრა.

მე ვფიქრობ, რომ ლერმონტოვს სძულდა მეფის რუსეთის უმაღლესი ეშელონები იმიტომ, რომ გრძნობდა, ამ ადამიანებმაც დაკარგეს გზა, არ შეუძლიათ დაეხმარონ ხალხს, რომელსაც მართავენ. მთავრობას, რომელმაც ღმერთი დაკარგა, ქვეყანა კატასტროფისკენ მიყავს – ეს იგრძნო ლერმონტოვმა და ნებისმიერი საბაბით ცდილობდა დაედანაშაულებინა ეს მთავრობა, და რაც უფრო მაგრად უჭერდე ყელზე ყულფი, მით უფრო მეტი სურვილი ქონდა ეპოვა დამნაშავეები, მით უფრო მეტად გროვდებოდა მის სულში ზიზღი და აღშფოთება გარესამყაროსადმი.

ლერმონტოვი, კარგავს რა ღმერთის რწმენას, წვალობს და იტანჯება, როგორც ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ პუშკინისგან განსხვავებით, იგი მართვის ინსტინქტის რეალიზებას შეეცადა. ნებისადმი, ბედისადმი, ცნობიერებისადმი თაყვანისცემა სიამაყის უზარმაზარ შემოტევას იწვევს და ადამიანს, იმისათვის რომ შედგეს, სიყვარული აღარ ჭირდება. მას სხვებზე უპირატესობის და სხვების დათრგუნვის შეგრძნება სჭირდება და ლერმონტოვის გმირი პეჩორინი განუწყვეტლივ ამას აკეთებს. მის მიერ ადამიანების დამცირება სასტიკ გამასხარავებაში და აბუჩად აგდებაში გადადის. ის ყველას ამცირებს გარშემო, ფეხქვეშ თელავს ყველაფერს ადამიანურს, მაგრამ იმედი აქვს რომ იპოვის სიყვარულის ნაპერწკალს გარშემომყოფებში და გაჰყვება მას. თუმცა როცა თავადის ასული მერი სიყვარულში უტყდება მას, გრძნობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ვნების გაღვიძება შეძლო.

მზარდი დემონიზმი აუცილებლად მიგვიყვანს თვითგანადგურებამდე, და აი პეჩორინი უკვე სიკვდილს ეძებს. სიკვდილს ეძებდა თავად ლერმონტოვიც. როცა მან მარტინოვს შეურაცხყოფა მიაყენა, ფარულად სწორედ ამის სურვილი ქონდა. მიუხედავად ყველას წინაშე დამცირებისა, მარტინოვმა პირველად თავი შეიკავა. “ხომ გთხოვეთ, სხვების თანდასწრებით არ მოგეყენებინათ შეურაცხყოფა,” – ეს უთხრა მხოლოდ. მაგრამ ლერმონტოვი კვლავ ეწევა მას და დამცინავად ეუბნება: “დუელში ხო მარ გამომიწვევ ამის გამო?” პოეტს არ უნდა სიცოცხლე. ის სიკვდილს ეძებს, რადგან გრძნობს, რომ სიყვარული წავიდა მისი სულიდან. ღრმად მოხუცებულ მარტინოვს, როცა ის ავსტრალიაში ცხოვრობდა, კითხეს: “არ ნანობთ, რომ უდიდესი პოეტი მოკალით?” “ყველაფერი რომ განმეორდეს, მაგ არამზადას მეორედაც მოვკლავდი”, - უპასუხა მან.

ხელოვანი ადამიანი ყველაზე წინ უნდა მიდიოდეს – ის სულს აღწერს. ტანჯვით და წვალებით ის აჩვენებს მთელ საზოგადოებას, რა დაემართება ყველას ახლო მომავალში.

- და მუსიკაზე რას იტყვით? – მეკითხებიან დარბაზიდან.

მე მხრებს ვიჩეჩავ. კანონი ყველასთვის ერთია.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ჩაიკოვსკის შესახებ? – არ ისვენებს მკითხველი.

- თავად მუსიკაზე მიჭირს მსჯელობა, - ვამბობ მე. – მოდი მისი მუსიკა მოვლენებთან მიმართებაში. განვიხილოთ. “გედების ტბა” ალბათ ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ბალეტის სფეროში. ჩაიკოვსკის მუსიკა, ბუნებრივია სცენარე მომხდარ მოვლენებს უნდა შეესაბამებოდეს. უამრავმა ადამიანმა ნახა “გედების ტბა”, მაგრამ ვფიქრობ, რომ მილიონთაგან ერთმაც კი ვერ გაიგო, რაშია ამ ბალეტის არსი და რატომ უნდა ითამაშოს ოდეტას და ოდილიას როლი ერთი და იმავე ბალერინამ.
თუ ვერ გავიგებთ სპექტაკლის აზრს, ვერც იმას გავიგებთ, რისკენ მოგვიწოდებს იგი და ხელოვნების ნიმუშმა შეიძლება არასწორი მიმართულებით წაგვიყვანოს. საშუალოსტატისტიკური მაყურებელი თანაუგრძნობს ლამაზ და საწყალ ოდეტას, რომელსაც ბოროტმა ოდილიამ საქმრო წაართვა. გამოდის, რომ ბოროტებამ დაამარცხა სიკეთე და მაყურებელი შინაგანად განიცდის, თანაუგრძნობს რა საწყალ ოდეტას. რაც მეტად თანაუგრძნობს მაყურებელი ოდეტას, მით უფრო მეტად გაიზრდება მასში ჰომოსექსუალიზმის ტენდენცია. და თუ ბალერინა იცეკვებს ოდეტასადმი შინაგანი თანაგრძნობით და ოდილიასადმი ზიზღით, მაშინ მასში გაძლიერდება ტენდენცია გარყვნილებისადმი.

- ძნელი დასაჯერებელია? – გავიღიმე მე, - ახლავე აგიხსნით. ცოტა ხნის წინ პაციენტმა თავისი სიზმრები მომიყვა – ფროიდის მიხედვით. სიზმარში ის კარუსელთან მიდის, ტრიალებს მასში და უცებ კარუსელი წყდება და ვარდება. ის განწირული ყვირის, ცდილობს გადმოხტეს და გააჩეროს კარუსელი, მაგრამ პოლიცია იჭერს და ციხეში ჩასმით ემუქრება. ამ სიზმარს მაშინვე მოყვება მომდევნო: ამ ქალს ვიღაც არაბები იპყრობენ, ის კი ტირის და შეწყალებას ითხოვს, ბოლოს იწყალებენ და ცოცხალს ტოვებენ. სიზმრები რეალური და ძალიან მძიმე იყო. ქალი მთხოვს ავუხსნა, რასთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული.

ეს თქვენს ქალიშვილთანაა დაკავშირებული – ვუთხარი მე. – თქვენ ვერ ასწავლეთ მას მტკივნეული სიტუაციების გადატანა. მას უახლოვდებიან მოვლენები, რომლებისაც ეშინია და არ შეუძლია მიიღოს. კარუსელი ეს ბორბალია, ბედის სიმბოლო, ანუ თქვენს ქალიშვილს უახლოვდებიან ბედის რაღაც უსიამოვნებები, რომელთა მიღებაც მას არ ძალუძს. ამიტომ ყველა მისი გრძნობა თქვენ გადმოგეცემათ. დამ ის შეცდომებზე თქვენ აგებთ პასუხს, ხოლო არაბები, რომლებსაც თქვენი მოკვლა შეუძლიათ, - ესაა სიმბოლო მამაკაცისა, რომელმაც შეიძლება თქვენი ქალიშვილი დაამციროს, ეს დამცირება კი, რომელიც აუცილებელია მისი სულის განწმენდისათვის, თქვენმა ქალიშვილმა შეიძლება ვერ გადაიტანოს.

- საკვირველია, - ამბობს ქალი, - ჩემი ქალიშვილი მალე გათხოვებას აპირებს.

მე ჩავფიქრდი. ვცდილობ გავიგო, როგორაა ეს სიზმრები მისი ასულის გათხოვებასთან დაკავშირებული, და ჩემამდე მოდის, რომ ყველა ქალის ცნობიერებაში გათხოვება – ეს დიდი სიამოვნებებია, სურვილების ასრულებებია, ბედნიერების სიმბოლოა. ხოლო ქვეცნობიერში – ეს ბედის დამცირებაა, ქმრისადმი მორჩილებაა. ქალმა მსხვერპლად უნდა გაიღოს თავი შვილებისა და ქმრისათვის (ისევე როგორც ქმარმა სხვათაშორის). ურთიერთობა მსხვერპლის გარეშე არ არსებობს. ურთიერთობა არსებობს, თუ ყოველი რაღაცას სწირავს სხვისი გულისათვის. ადამიანთა შორის კავშირების არსებობისთვის ბევრი ენერგიაა საჭირო. თუ ადამიანი ვერ მიეჩვია მსხვერპლს და სხვებზე ზრუნვას, ეს კავშირები წყდება.

- მოკლედ, - ვამბობ მე, - თქვენს ქალიშვილს ეშინია მომავლის, რომელსაც მისი ქვეცნობიერი ხედავს. მას არ უნდა საკუთარი თავის შეზღუდვა, არ უნდა მსხვერპლის გაღება, საკუთარი თავის დავიწყება შვილების და ქმრის გულისთვის. უძილო ღამეები, ბავშვების ავადმყოფობები, კონფლიქტები, პრობლემები – მოუწევს ამ ყველაფრის გადატანა. ეს ადამიანური ბედნიერების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ტკივილი გვაიძულებს უფრო აქტიურად წავიდეთ სიყვარულისკენ, ტკივილის გარეშე განვითარება შეუძლებელია, ამიტომ იმ გოგოს სულში, რომელიც თხოვდება ორი ტენდენცია ეჯახება ერთმანეთს: სხეულის ბედნიერება და სულის ბედნიერება. და თუ სხეულის ინტერესები გაიმარჯვებენ, მას არ მოუნდება გათხოვება, არ ენდომება შვილები და ლერმონტოვივით საკუთარ ოჯახს თვითმკვლელობისკენ წაიყვანს. თუ სიყვარული გაიმარჯვებს, მაშინ ყველა გამოცდა, რომელიც ნატიფ დონეზე უახლოვდება, უფრო ადვილად აღიქმება და გაჩნდებიან ჯანმრთელი შვილები. ხოლო თუ კეთილდღეობა, ეგოიზმი და კომფორტი გაიმარჯვებს, სავარაუდოდ შვილები ავადმყოფები იქნებიან, ან საერთოდ არ დაიბადებიან. და ამაზე პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ დედა, არამედ ბებიაც.

მე დარბაზს გადავხედე. მოკლედ, ოდეტა ხვდება ზიგფრიდს და მისი სული ოჯახის შექმნისთვის ემზადება. ის თავის სურვილებზე, სტაბილურობისკენ მისწრაფებაზე და კეთილდღეობაზე მაღლა უნდა დადგეს. უნდა მიიღოს ამ ყველაფრის დროებითი კრიზისი და სიყვარული უნდა შეინარჩუნოს. ოდილია, რომელიც გამოჩნდა როგორც ოდეტას კონკურენტი, სინამდვილეში მისი სარკული ანარეკლია, მისი ბნელი ქვეცნობიერი, მისი ინსტინქტები, სადაც სექსისადმი და კეთილდღეობისადმი თაყვანისცემა ცოცხლობს. და ოდილიამ ონდა წაართვას ოდეტას ზიგფრიდი, თუნდაც ცოტა ხნით, რათა დამცირებულმა ინსტინქტებმა ღმერთის სიყვარულისკენ უბიძგოს მას. ოდეტა გარეგნულად, ცნობიერებით პატიობს ღალატს, მაგრამ მის სულს პატიება და სიყვარულის შენარჩუნება არ შეუძლია. სინამდვილეში მშვენიერი ოდეტა სექსს ეთაყვანებოდა, თუმცა ძალიან ლამაზად, ამაღლებულად და გემოვნებით აკეთებდა ამას.

ადამიანი, რომელიც ეთაყვანება თავის სექსუალურ სურვილებს და არ შეუძლია მათი დაკარგვის მიღება, განწირულია მათი დაკარგვისთვის. ეს იმპოტენციაა ან ჰომოსექსუალიზმი. სურვილების დაკარგვა ხანდახან ისე ვლინდება, როგორც ცხოვრების დაკარგვა, ასე რომ დროთა განმავლობაში მშვენიერი ოდეტა ჯერ მეძავი გახდებოდა, მერე ლესბოსელი, საუკეთესო შემთხვევაში კი მონაზონი – იმ მიზნით, რომ დაემორჩილებინა თავისი სურვილები და ღმერთისადმი სიყვარულად ექცია ისინი.
ხელოვნების ნიმუშში ადვილია ბედნიერი დასასრულის შექმნა, იმ ჯადოქრის განადგურება, რომელმაც მთავარი გმირი მოაჯადოვა და იმის ჩვენება, თუ როგორ იმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ბოროტება სიკეთისადმი ზედმეტი თაყვანისცემის შედეგია, მისი განადგურება შეუძლებელია. ბოროტება – ეს ჩვენი ვნებებია, და ნებისმიერი ძლიერი მიჯაჭვულობა, სიყვარულის შემცირებასთან ერთად, ბოროტებად იქცევა. ვნებების და სურვილების განადგურება შესაძლებელია, მაგრამ ჩვენც მათთან ერთად მოვკვდებით, ამიტომ ბოროტებაზე გამარჯვების პროცესი – ეს საკუთარ ვნებებზე გამარჯვების პროცესია, ეს საკუთარი თავის მტანჯველი ტრანსფორმაციაა და ღმერთისადმი სიყვარულის გარეშე ეს პროცესი შეუძლებელია. ამიტომაც რეალური ცხოვრება ყოველთვის ჰეფი-ენდით არ მთავრდება.
ახლა კი გავიხსენოთ ჩაიკოვსკის ბედი. ესაა ადამიანი ნიჭიერი, დაფასებული, მაგრამ ღმერთთან ერთობადაკარგული. ის განწირულია ეთაყვანოს ან სიამაყეს, ან სექსუალობას. მაგრამ ეს სექსუალობა მან ძალიან ლამაზად და ნატიფად შეფუთა. ეს ქალური სილამაზისადმი და მაღალი გრძნობებისადმი თაყვანისცემაა. სიგიჟემდე უყვარდება მსახიობი ქალი და უნდა, რომ ცოლად მოიყვანოს. ქალი ცოტა ხნით ვარშავაში მიდის გასტროლებზე და მოულოდნელად ჩაიკოვსკი გაზეთიდან გებულობს მისი გათხოვების ამბავს. ღალატი, იდეალების, იმედების და მაღალი გრძნობების კრახი მისთვის გადაულახავი აღმოჩნდა. შემდეგ მოდის ან სიკვდილი, ან ჰომოსექსუალიზმი. ან ღმერთისადმი სწრაფვა. რა აირჩია კომპოზიტორმა მისი ბიოგრაფიიდანაც კარგად ჩანს.

მთელი რუსული ხელოვნება – ღმერთის რწმენა დაკარგული ადამიანის სულის ტანჯვის აღწერაა. განსხვავებით დასავლური ხელოვნებისგან, რომლის წარმომადგენლებსაც ეს პრობლემები მაინცდამაინც არ აღელვებთ და შეუმჩნევლად განიცდიან გადაგვარებას, მშვიდად და ხალისით ეთაყვანებიან რა სურვილებს და კეთილდღეობას. ყველაზე საშიში დანაკარგები ისინია, რომლებსაც ვერ ვამჩნევთ. რუსი პოეტები, მწერლები და მხატვრები კი ამჩნევდნენ.

ჩემი მეგობარი მხატვრები მიყვებოდნენ ზოგიერთ ფაქტს ვრუბელის ბიოგრაფიიდან. ერთხელ ის თავის მეგობართან ერთად მდინარეზე წავიდა საბანაოდ და მან დაინახა, რომ ვრუბელს მთელი მკერდი შრამებით ქონდა მოფენილი. აღმოჩნდა, მხატვარს უზომოდ შეუყვარდა ვიღაც ქალი, მაგრამ რომანი არ შედგა. მან ისეთი საშინელი სულიერი ტკივილი განიცადა, რომ მკერდის დანით დასერვა დაიწყო, ფიზიკურმა ტკივილმა სულიერი ტკივილი გაანელა. იმისათვის, რომ გადარჩენილიყო, მასში გადართვა მოხდა, და უზარმაზარი ენერგია, რომელიც გამოხეთქვას ცდილობდა, ვრუბელმა გვარის გაგრძელების ინსტინქტიდან მართვის, კონტროლის, თავდაცვის ინსტინქტზე გადართო.

იმისათვის რომ გადავრჩეთ, ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია, ვაკონტროლოთ იგი, დავუმორჩილოთ გარესამყარო ჩვენს ნებას. და როგორც დიდი ენერგიის და ნიჭის მქონე ადამიანმა, ვრუბელმა მაშინვე იგრძნო, რომ ეს დემონიზმია. ცდილობს გაჩერდეს ამ გზაზე. ხატავს სურათს “დამარცხებული დემონი”, “ტანჯული დემონი”. მისი ფერწერა თავის თავში მოიცავს ნგრევის ნიშნებს – ისევე როგორც იმპრესიონისტებს, ფორმას ცალკეული მონახაზებით ძერწავს. ბავშვები აძლიერებენ მშობლების ტენდენციას, და სავსებით ლოგიკურია, რომ ვრუბელის შვილი კურდღლის ტუჩით იბადება – ეს ცნობიერების ბლოკირების ნიშანია. მაღალგანვითარებული შესაძლებლობების ადამიანებში ეს ხინჯი ხშირად შეინიშნება და შემდგომი სიკვდილი ფილტვების ანთებისგან – იგივე სქემაა სიამაყის დამუხრუჭებისა და ნგრევისა. ის, რომ ვრუბელი ბოლოს ჭკუიდან შეიშალა და დაბრმავდა, - ერთი და იმავე პრცესის გამოვლინებაა. რამეთუ ცნობიერება, რომელმაც ღმერთი დაივიწყა, მაშინვე დემონურ ელფერს იძენს.

კომენტარები

მსგავსი სტატიები

კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში

  კარლოს კასტანედა მოგზაურობა იქსტლანში მთარგმნელი: მამუკა გურული ან...

იარე ფეხების გარეშე, იფრინე ფრთების გარეშე და იფიქრე გონების გარეშე

იარე ფეხების გარეშე იფრინე ფრთების გარეშე და იფიქრე გონების გარეშე ეს არის...

კარლოს კასტანედა - სიზმარხილვის ხელოვნება

  კარლოს კასტანედა   სიზმარხილვის ხელოვნება   მთარგმნელი:...

დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა

ავტორი: კარლოს კასტანედა წყარო დირექტორი: ლევან თითმერია რედაქტორი: დათო ა...

პ. უსპენსკი -

მთარგმნელები: მამუკა გურული და ნინო ტურაბელიძე წინასიტყვაობა როცა პ. უსპენს...

პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი მთარგმნელი: მამუკა გურული ორიგინალი ინგლისურ ე...

დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია

დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია;  სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია წ...