სერგეი ლაზარევი - "ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა"

ავტორი: Admin
კატეგორია: ბიბლიოთეკა
0
(0)

 

კლასიფიკაცია

დღეს დილით აეროპორტში მიწევს წასვლა. ტაქსის დაქირავება მინდოდა, მაგრამ გამახსენდა, რომ ერთ ჩემს პაციენტს უნდოდა ჩემთან საუბარი. რაღაც პრობლემები შეექმნა. სატელეფონო საუბრის მერე გაირკვა, რომ თავისუფალი დრო აქვს და სიამოვნებით წამიყვანს აეროპორტში.

და აი ისევ დიდი ქალაქის ავტომობილების საცობები, მოქუფრული ცა და დაძაბული რიტმი. ჩაფიქრებული ვარ და მანქანების ნაკადს ვუყურებ.
სანამდე მივედი ჩემი თხუთმეტწლიანი კვლევების შედეგად? იმ გაგებამდე, რომ სიყვარული – ეს აბსოლუტური ღირებულებაა. მთელს სამყაროში არ არსებობს მიზეზი მისი უარყოფისათვის. პირიქით, უარი უნდა ვთქვათ ყველაფერზე, რაც სიყვარულში გვიშლის ხელს. რაც მეტია ადამიანური ბედნიერების მასშტაბი, მით მეტი უნდა იყოს სწრაფვა ღმერთისკენ და სიყვარულისკენ.

ადამიანური ღირებულებები ბოლოს და ბოლოს დროის ცნებამდე მიდიან. დრო ორი ურთიერთწინააღმდეგობისგან შედგება, რომლებიც ერთიანნი არიან პირველად იმპულსში. დროსთან ორი მთავარი ინსტინქტით ვურთიერთქმედებთ: გვარის გაგრძელების და თავდაცვის. გვარის გაგრძელების ინსტინქტთან დაკავშირებულია ეჭვიანობა, ხოლო თავდაცვასთან – სიამაყე. თავის მხრივ ეჭვიანობა და სიამაყე დაკავშირებულნი არიან მომავალთან და ბედთან. შემდეგ, რაღაც მომენტში, ეს ორი ნაკადი ერთიანდება სტრუქტურაში, რომელსაც დავარქვი “სიცოცხლე”.

ვფიქრობდი რომ ეს ბოლო რგოლი იყო, მაგრამ კვლევების გაგრძელებასთან და სხვებისადმი დახმარების გაწევასთან ერთად დავინახე და გამიკვირდა, როგორ მუშაობს დუალიზმის კანონი. უფრო ღრმა დონეზე სიცოცხლე კვლავ ორ ნაკადად იყოფა. მათი შესწავლის და კლასიფიცირების შედეგად მოულოდნელ დასკვნამდე მივედი. ეს ისევ იგივე სტრუქტურები იყო მომავლისა და ბედისა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის. ბედი დაკავშირებული იყო უკვე არა ერთ, არამედ ბევრ ცხოვრებასთან. და მომავალიც განუსაზღვრელად მეტი იყო. შესაბამისად სიყვარულის შენარჩუნება ასეთი სტრუქტურების ნგრევისას თავდაპირველად უბრალოდ შეუძლებელი იყო.

წარმოიდგინეთ, არსებობს უსიამოვნება ბედთან დაკავშირებით. თქვენ მოგპარეს საფულე, მაგრამ საფულე ძველი იყო, ფული კი ცოტა. ორ დღეში ახალს იყიდით და დაივიწყებთ ამ უსიამოვნებას. მოვახდინოთ კლასიფიკაცია: უსიამოვნების მასშტაბი - ორი დღე. ერთი კვირის შემდეგ კი აგარაკი დაგეწვათ, მაგრამ აგარაკი არც თუ ისე ძვირფასი იყო იყო, ავეჯი ძველი. მოვახდინოთ კლასიფიკაცია: უსიამოვნებების მასშტაბი დაახლოებით ორი წელი. დაახლოებით ამდენი დაჭირდება დანაკარგის აღდგენას.

რას ნიშნავს დანაკარგის აღდგენა? ეს დახარჯული ენერგია და დროა.პრინციპში ფული – დახარჯული ენერგიის ეკვივალენტია. ენერგია კი რაღაც გარკვეული დროის მონაკვეთში იხარჯება. ანუ ჩვენ ვყიდით და ვყიდულობთ დროს. თუ ენერგიის ინტენსივობა მაღალია, საჭირო დროის ხანგრძლივობა მცირდება, ანუ დრო იკუმშება. რაც უფრო მეტად იკუმშება დრო, მით უფრო მეტი ენერგია გამოიყოფა და მით უფრო სწრაფად ხდება დანაკარგის, ბედის უსიამოვნებების აღდგენა. ერთი ადამიანისთვის დამწვარი აგარაკი – სამი თვის დავიდარაბაა, ხოლო მეორესთვის - მთელი ცხოვრების კატასტროფა.

გავიხსენოთ გოგოლის “შინელი”. მთავარი გმირი – მცირე ჩინოვნიკი პაწაწინა სურვილებით და მცირე ენერგიით. მისთვის ახალი შინელი ცხოვრებისეული ბედნიერება იყო და მისი დაკარგვის მასშტაბიც შესაბამისი ზომის იყო. ამიტომ ასეთი დანაკარგის გადატანა ვერ შეძლო და მოკვდა.

და მოკლედ, არსებობენ ბედის უსიამოვნებები მასშტაბით 2 დღე, 2 წელი, 20 წელი, 20 ცხოვრება. ეს მასშტაბი სინამდვილეში განისაზღვრება არა მატერიალური დანაკარგების ზომებით, არამედ ადამიანის შინაგანი მდგომარეობით.

რა უფრო ნაკლებია ენერგია, მით უფრო მძიმეა დანაკარგი. და იმისათვის, რომ მცირე ენერგეტიკის არსობობის პირობებში შევძლოთ გადატანა, არ უნდა გვქონდეს დიდი მასშტაბის ბედნიერება. მცირე ენერგეტიკის ნიშნებია – სასოწარკვეთილება, შური, სინანული, ბედით უკმაყოფილება. თუ ამ თვისებების მატარებელი ადამიანი ბედნიერების ოდნავ მეტ პორციას მიიღებს, მისთვის ეს შეიძლება ტრაგედიად შემოტრიალდეს.

მაღალი ენერგეტიკა შეკუმშული დროის ადეკვატურია. დრო კი სიყვარულით იკუმშება. სიყვარულის გრძნობის მუდმივობა და შეუვალობა საშუალებას აძლევს ადამიანს ისეთ კატასტროფებს გაუძლოს, სადაც სუსტი ქარის პირველივე დაქროლვაზე იქცევა. რაც უფრო ნაკლები ენერგია აქვს ადამიანს, მით უფრო მეტადატა დამოკიდებული სხვა ადამიანებზე და გარემოზე. თუ ჩვენ სარგებლობას ვღებულობთ სხვებისგან და დამოკიდებულნი ვხდებით მათზე, თუ ვთრგუნავთ საკუთარ თავს და გზას ვუთმობთ ყველას ყველაფერში, ამას ენერგიის დაცემამდე, სულში სიყვარულის შემცირებამდე, შემდეგ კი უსიამოვნებებამდე და ავადმყოფობებამდე მივყავართ.

მოკლედ ცხოვრება ორ სიღრმისეულ ნაკადად იყოფა – ბედი და მომავალი. მე ვმუშაობდი ამ სტრუქტურებთან და ინტერესით ველოდი, რით დამთავრდებოდა ყველაფერი, და ბოლოს და ბოლოს შევიგრძენი სტრუქტურა, სადაც წარსული და მომავალი ისევ ერთ მთლიანში გაერთიანდნენ. მის სამუშაო სახელწოდებად შევარჩიე: ერთიანობა.

რა არის ადამიანის ორგანიზმი? ეს მინერალური, მცენარეული და ცხოველური საწყისების ერთობლიობაა. უჯრედების მთელი ეს მასა აღარ არის სუფთად ცხოველური და იქცევა ადამიანურ ორგანიზმად ორგანიზმის შინაგანი კავშირების ინტენსიური განვითარების შედეგად. ანუ საკუთრივ ადამიანური მატერიალურის ზღვარს იქით დგას. მაღალი ფუნქციების დუბლირება ტვინით და სხეულის თავისებურებებით ხდება.

იმაში დარწმუნება, რომ სულიერება პირველადია ადამიანში, რთული არაა. ვთქვათ ორს ერთი და იგივე ფიზიკური აგებულება აქვს. სხეულის ანატომია, ტვინის შემადგენლობა, რეფლექსები – ეს ყველაფერი სრულიად მსგავსი აქვთ. მაგრამ რატომღაც ერთს დებილს და ნაძირალას ეძახიან, მეორეს კი გენიოსს და კეთილშობილ ადამიანს. მათ კი უბრალოდ სხვადასხვანაირი ენერგეტიკა აქვთ. პირველის სულში ნაკლებია სიყვარული და მისი ენერგია ორგანიზმის ერთიანობისთვის და პრიმიტიული სურვილებისთვისაა საკმარისი. ისეთი ცნებები, როგორიცაა ღირსება, მორალი, მისთვის მიუწვდომელია: მას ამ თვისებების მხოლოდ იმიტაცია შეუძლია. ასეთ ფუნქციებზე ენერგია არ ეყოფა უბრალოდ.

თუ ადამიანს მცირე ენერგია აქვს, ის განწირულია, რომ ეგოიზმის რეჟიმში იარსებოს. ხოლო თუ ენერგია ზედმეტია, ხდება ახალი ფუნქციების ფორმირება – ენერგიაგარეთ იფრქვევა: ადამიანი იცინის, ცეკვავს, ხატავს, მუსიკას თხზავს. ანუ ხელოვნება ენერგიის მოჭარბებულ რაოდენობასთანაა დაკავშირებული. ადამიანი წყვეტს მხოლოდ თავისი თავით და თავისი სურვილებით არსებობას. ის ინტერესდება გარესამყაროთი, იწყებს სხვებზე ფიქრს და ცდილობს გაიგოს, რით ცოცხლობენ, რით სუნთქავენ ისინი. მასში იზრდება გარესამყაროს მოდელირების და შეცნობის, და ერთიანობის შეგრძნების უნარი, რომელიც ადრე მხოლოდ საკუთარი ორგანიზმის ფუნქციებზე იხარჯებოდა. ადამიანი ეჩვევა იფიქროს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ახლობლებზე და ნათესავებზეც.
რაც მეტი სიყვარული და ენერგიაა სულში, მით უფრო მასშტაბური ხდება ერთიანობის შეგრძნება. ადამიანი საკუთარ თავს შეიგრძნობს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ერის, სახელმწიფოს ნაწილადაც. და მზადაა დაიცვას იგი ისევე, როგორც დაიცავდა საკუთარ სიცოცხლეს. სიყვარულის უნარი, სიყვარულის ინტენსივობა ერთიანობის იმ დონეს განსაზღვრავს, რომელზეც ადამიანი იმყოფება.

მაგრამ ეგოიზმიც საჭიროა, ის ადამიანის არსებობის აუცილებელი პირობაა. ეს ერთ-ერთი ქვენა, მაგრამ საბაზისო ფუნქციაა, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია. ეგოიზმის მოშორებას და სრულ ალტრუისტად ქცევას მრავალი ათასწლეულის მანძილზე ბევრი ეცადა. რეზულტატი ერთი და იგივე იყო – ყველა ფუნქციის სწრაფი, ან ნელი ჩაქრობა.

ჩვენი ნაწლავი ზუსტად ისეთია, როგორიც ცხოველების, მაგრამ ამასთან ადამიანად აღვიქვამთ თავს. იმისათვის რომ ბოლომდე ვუარყოთ ცხოველური საწყისი, შეგვიძლია გავიჭრათ მუცელი და გადავყაროთ ნაწლავები. მაგრამ ეს იქამდე მიგვიყვანს, რომ ჩვენი ადამიანურიც მაშინვე სულს დალევს. დიახ, შეიძლება დავაპირისპიროთ ადამიანური და ცხოველური, მაგრამ ამასთან მათი განუყრელი ერთიანობაც არ უნდა დაგვავიწყდეს.

ორი ურთიერთწინააღმდეგობა ერთმანეთთან ურთიერთქმედების შედეგად ვითარდება. მათი განვითარება ერთიანობის მომატებას გულისხმობს. ერთიანობის სიმბოლო კი სიყვარულია. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ორი ურთიერთწინააღმდეგობის ბრძოლას იქამდე უნდა მივყავდეთ, რომ მათ უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი. შემდეგ ეს განუწყვეტელი ერთიანობის შეგრძნებად უნდა გადაიქცეს. ისინი ერთიან სტრუქტურად იქცევიან, ერთ მთლიანობად, რაღაც დროის მერე კი უფრო მაღალ დონეზე დაიყოფიან.

საინტერესო სიტუაცია ხდება ამჟამად ჩვენს პლანეტაზე.სხვადასხვა ქვეყნები ახდენენ ურთიერთწინააღმდეგობების სიმბოლირებას.ადრე თუ გვიან დედამიწაზე ორი დაპირისპირებული ბანაკი წარმოიქმნება დაყ ველა არსებული ქვეყანა ან ერთს შეუერთდება ან მეორეს. იმისათვის, რომ ჩვენი სამყარო გადარჩეს, სიყვარულის და ერთიანობის ინერციამ აგრესიის და კონკურენციის ინერციას უნდა გადააჭარბოს.

თუმცა ჩვენ საპირისპირო სურათს ვხედავთ – ჯერჯერობით კაცობრიობის შესაძლებელი დაღუპვის სცენარი ვითარდება. თუ ურთიერთწინააღმდეგობები ჰარმონიულად არ ერთიანდებიან, მათ უნდა გაანადგურონ ერთმანეთი. საბჭოთა კავშირი და აშშ ორი პოლუსის როლს თამაშობდნენ. სიყვარული მათ შორის არ იყო. თვითოეული ცდილობდა ნებისმიერი ხერხით გაენადგურებინა მეორე. როგორც ჩანს საბჭოთა კავშირის დაშლამ კაცობრიობა დაღუპვისგან იხსნა. თავის დროზე საბჭოთა კავშირი გერმანიას მოელაპარაკა მეგობრობაზე და ურთიერთთავდაუსხმელობაზე. მიღწეულ იქნა სრული შეთანხმება ევროპის და საერთოდ მსოფლიოს გაყოფის შესახებ. სრული იდილია. ურთიერთობა აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შორის მაშინ უფრო დაძაბული იყო. თუმცა მიუხედავად სრული “მეგობრული” ურთიერთგაგებისა, საბჭოთა კავშირიც და გერმანიაც ომისთვის ემზადებოდნენ. ჰიტლერმა პირველმა დაარტყა მხოლოდ იმიტომ, რომ მიხვდა ომის გარდაუვალობას და დასწრებაზე ითამაშა.

ფაქტები, რომლებიც დღესაა ცნობილი, ერთს მოწმობენ: ომის პირველ თვეებშივე განადგურებისგან საბჭოთა კავშირი შემთხვევით გადარჩა, უფრო სწორედ კი ამის მიზეზი ღმერთის რწმენა იყო, რომელმაც გზააბნეულ სულებში გაიღვიძა. როცა ომი დაიწყო, სხვების გადასარჩენად სიცოცხლის გაწირვისათვის მზადყოფნამ, კვლავ გააღვიძა ადამიანების სულებში სოციალიზმის მიერ დამახინჯებული იდეალები. ათეიზმიდან და წარმართობიდან ხალხი ღმერთისკენ და სიყვარულისკენ წავიდა. და ამის შემდეგ ომში სასწაულები ხდებოდა.

სინდისის, მორალის და ეთიკის ცნება წარმოუდგენელია სიყვარულის ცნების გარეშე. შიშით შეიძლება დისციპლინეს ყველაზე პრიმიტიული ფორმებისაკენ ვაიძულოთ. სიყვარულის გარეშე თვითდისციპლინა შეუძლებელია. სიყვარული, როგორც აბსოლუტური ერთიანობის ფორმა, ღმერთისგან მომდინარეობს. ყველა რელიგიური მცნება თავისი არსით მიმართულია სიყვარულის მხარდაჭერისკენ, შენარჩუნებისკენ და გამრავლებისკენ. ეს ნიშნავს, რომ სწორედ რელიგია აძლევს ხალხს უფლებას, რომ ერთიანობის მაღალი დონე შეიგრძნონ. ამიტომაც რელიგიას ყოველთვის იყენებდნენ პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისთვის. ომებიც ხშირად ხდებოდა რელიგიური ნიშნის ქვეშ. თავად რელიგია აქ არაფერ შუაში იყო. უბრალოდ ერთიანობა, რომელსაც იგი იძლეოდა, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მაგრამ როდესაც რელიგია პოლიტიკაზე ხდება დამოკიდებული, შესაძლებელია მხოლოდ ერთი მეომარი მხარის გაერთიანება, და იმის ნაცვლად, რომ გაერთიანდეს ურთიერთწინააღმდეგობანი, რელიგია ხელს უწყობს არა განვითარებას, არამედ თვითგანადგურებას.

მსოფლიო რელიგიების თანამედროვე კრიზისი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ვერ იძლევიან ერთიანობის იმ დონეს, რომელიც ყველა ერს და სახელმწიფოს შეარიგებს დედამიწაზე. სიყვარულის ინტენსივობა არაა საკმარისი. ვერც იუდაიზმი, ვერც კათოლიციზმი, ვერც მართლმადიდებლობა, ვერც ისლამი და არც ბუდიზმი ამს გაკეთებას ვერ ახერხებს. არადა ეს შესაძლებლობა ორი ათასი წლის წინ მოგვეცა ქრისტეს მიერ. მაგრამ მისი სიტყვების გაგება და შენარჩუნება ადამიანებმა ვერ შეძლეს.

ყველა ადამიანის სულმა უნდა გააკეთოს ცხოვრებაში არჩევანი, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის: ერთიანობა ღმერთთან, თუ ამ სამყაროსთან. და როცა ინგრევა ყველაფერი, რასაც ამ სამყაროში აფასებ, რაზეც მიჯაჭვული ხარ, დგება ჭეშმარიტების მომენტი. თუ ამ მომენტში ხდება სიყვარულის გამოფრქვევა და ღმერთისკენ სწრაფვა, ესე იგი სულმა სწორი არჩევანი გააკეთა, და შემდგომში, ადამიანურ ბედნიერებაში ჩაძირვის დროს, ის დამოკიდებული არ იქნება მასზე.

ხოლო თუ შეიქმნა სასოწარკვეთილება, სიძულვილი ან წყენა, ეს ნიშანია იმისა, რომ ერთიანობა სამყაროსთან ადამიანისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთიანობა ღმერთთან. სიყვარულზე უარის თქმა – ეს იგივე უმაღლესი ენერგიისგან მოწყვეტაა. და მაშინ ადამიანის ენერგეტიკული კონტური ჩაქრობას იწყებს. რაც მეტია დამოკიდებულება გარესამყაროს ღირებულებებზე, მით მეტია შინაგანი აგრესია, უსიამოვნებანი და ავადმყოფობანი.

პრინციპში ამ სამყაროსთან ერთიანობის სიმბოლოდ ადამიანური სიყვარული გვევლინება. ჩვენ ამ სამყაროს შეცნობას ჩვენი მშობლებისადმი სიყვარულით ვიწყებთ. სწორედ ისინი გვეხმარებიან გაჩენაში, სიყვარულის პირველ გამოვლინებასა და პირველი ნაბიჯების გადადგმაში. მეორე ეტაპი – ესაა ახალგაზრდული შეყვარებულობის პერიოდი. როგორ შევიგრძნოთ, რომ სიყვარული ღმერთისადმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიყვარული ადამიანისადმი? ჩვენ ხომ ერთდროულად გვიყვარს ღვთაებრივი და ადამიანური სიყვარულით. პასუხი მარტივია: შევინარჩუნოთ ღვთაებრივი, როცა ვკარგავთ ადამიანურს. თუ ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანის სიყვარულს, რომელმაც გვაწყენინა, ჩვენი ბედნიერება დაამცირა, თუ უარს არ ვამბობთ მასზე და მის აღზრდას ვცდილობთ, ეს ნიშნავს, რომ ღვთაებრივი სიყვარული ჩვენთვის ადამიანურ სიყვარულზე მნიშვნელოვანია და ღმერთთან ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ სამყაროსთან. თუ საყვარელი ადამიანი წავა, გვიღალატებს, მოკვდება, ჩვენ კი მაინც გვეყვარება იგი, ეს უკვე ღვთაებრივი სიყვარულია.

მე ჩავფიქრდი. ცოტა ხნის წინ მითხრეს, რომ ბევრმა ქალმა, წაიკითხა რა ჩემი წიგნები, დაიწყო ქმრებისადმი ბოლომდე დამორჩილება და ყველაფერში დათმობაზე წასვლა, შემდეგ კი დეპრესიაში ვარდებოდნენ. სამწუხაროდ ადამიანი ხედავს მხოლოდ იმას, რის დასანახადაც მზად არის. ქალმა წაიკითხა წიგნი და გაითავისა ერთი რამ: საჭიროა მივიღოთ ყველანაირი დამცირება. მაგრამ რას წარმოადგენს მისთვის დამცირების ან ტკივილის მიღება? ეს ნიშნავს, რომ აპატიოს ქმარს და სიძულვილს არ გრძნობდეს მის მიმართ, არ წყინდეს და შური არ იძიოს. ქალი ყველა ძალას ხარჯავს ამისთვის, მაგრამ უცებ ეწყება დეპრესია. და რაც უფრო მეტად ცდილობენ “სწორად” მოქცევას, მით უარესია მათთვის.

სინამდვილეში მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ტკივილის მომაყენებელი სიტუაციის მიღება სიყვარულის გრძნობის შენარჩუნებაში გამოიხატება. თუ უსიამოვნების მომენტში არ გიჩნდებათ ღმერთისადმი სიყვარულის გრძნობა, მაშინ რჩება მოვლენების განვითარების მხოლოდ ორი ვარიანტი: ან აგრესია სხვა ადამიანის მიმართ, როგორც თავდაცვის ფორმა, ან დეპრესია და სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ, როცა არ არსებობს თავდაცვის სურვილი ან შესაძლებლობა.

წარსულში მხოლოდ უფლის ნება არსებობს, ამიტომ წარსულისადმი მხოლოდ სიყვარული და მისი სრული მიღების გრძნობა უნდა გვაკავშირებდეს. აწმყოში და მომავალში ჩვენი ნებაც არსებობს. ამიტომ თუ ჩვენ აწმყოში გვაწყენინებენ, ჩვენი ენერგია უკვე სხვანაირად ნაწილდება: პირველ რიგში ღმერთისკენ და სიყვარულისკენ – სწორედ ესაა საკუთარი თავის უმაღლესი, ღრმა აღქმა, საკუთარი თავის და გარესამყაროს შეცვლა, შემდეგ კი მოდის მეორე, გარეგნული დონე დაცვისა. ანუ პირველი იმპულსია – თავი დავიცვათ სიყვარულით, ხოლო მეორე – სწრაფვა ერთიანობისკენ, იმის გაგებისკენ, ვინც გაწყენინა. ეს კომპრომისის ძებნაა და პარტნიორის აღქმა სიტუაციის მიხედვით. კომპრომისი გულისხმობს საკუთარი თავის და საკუთარი მოთხოვნების აღზრდას, შეცვლას. შესაბამისად სხვისი აღზრდა – მისი შეცვლის სურვილია.

ქმარი, რომელიც ცოლს აწყენინებს და ამცირებს – თავისებურად დამნაშავეა. და თუ დამნაშავეს ყველაფერს დავუთმობთ და ყველაფერში დავემორჩილებით, ეს უფრო მეტად გარყვნის მას. ამ შემთხვევაში ვერც ის შეიცვლება და ვერც მისი ცოლი. თუ მას შევიძულებთ, წინააღმდეგობას გავუწევთ ან პოლიციას გამოვიძახებთ, შეცვლის შესაძლებლობა უფრო ნაკლები იქნება. სასჯელით დანაშაულობებს ვერ ვუმკურნალებთ. უნდა შევიცვალოთ თავად და დავეხმაროთ ამაში დამნაშავესაც. ცვლილებისათვის საჭიროა, რომ სიყვარულის გრძნობა უწყვეტი იყოს, და მაშინ მკაცრი ზომებიც კი ისე აღიქმება, როგორც აუცილებელი აღზრდა და დახმარება.

ნებისმიერი მკაცრი ზომის გამოყენების წინ მოახდინეთ მეგობრული განწყობის დემონსტრირება ადამიანის მიმართ და დაანახეთ, რომ მასზე მაღლა არ აყენებთ თავს. გინდათ რამე მიიღოთ ადამიანისგან? ჯერ თქვენ გაუკეთეთ საჩუქარი. გინდათ ბედნიერი იყოთ ვინმესთან? ჯერ მას მიანიჭეთ ბედნიერება.

ქალი შინაგანად არავიზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. შეუძლებელია იმის აღზრდა, ვიზეც დამოკიდებული ხარ! ამიტომ ქმარს როგორც ბავშვს ისე უნდა უყუროს. მაშინ ის გაგებით შეხვდება ნებისმიერ წყენას მისი მხრიდან. ენერგია წავა არა დეპრესიისკენ, არამედ საკუთარი თავის და ქმრის აღზრდისკენ.

იმისათვისრომ ღმერთს მივმართოთ, უარი უნდა ვთქვათ ყველაფერზე, მათ შორის ცნობიერებაზეც. თუ ლოცვას იწყებთ და ამ დროს ფულზე ფიქრობთ, სინამდვილეში ღმერთთან მიმართვა თქვენთვის საშუალებაა, მიზანი კი ფულია. სრულიად ჩვეულებრივი მაგიაა. თუ ღმერთთან მიმართვის დროს ვინმეზე ნაწყენი ხართ, ეს ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად იმაზე ლოცულობთ, რაც წყენის მიზეზი იყო. თუ ფულის გამო დარჩით ნაწყენი, ესე იგი ფულზე ლოცულობთ, თუარ შეგიძლიათ აპატიოთ ღალატი, ესე იგი იდეალებს ეთაყვანებით. თუ მეგობრის პატიება არ შეგიძლიათ, რომელმაც ზურგი შეგაქციათ, ესე იგი ურთიერთობებს ეთაყვანებით. ამიტომ ღმერთისადმი მიმართვა და ლოცვა სრულ შინაგან მოწყვეტილობას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მაგიად იქცევა. აი რატომ ამბობდა ქრისტე, რომ მისვლაც კი არ შეიძლება საკურთხეველთან, თუ შენს მოძმეზე ხარ გაბრაზებული.

ჩვენი სხეულებრივი ცნობიერებისგან მოწყვეტა ძალიან რთულია. საშუალოდ ეს 30-40 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი, შემდეგ კი ვამჩნევთ, რომ ლოცვის დროს ჩართულ ცნობიერებას ჩვენი მისწრაფებები იდეალების, მაღალი გრძნობების და სექსუალური სურვილებისკენ მიჰყავს.ამიტომ თუ ადამიანი უწყვეტ კომფორტში ცხოვრობს, კარგად და გემრიელად იკვებება, ამასთან ერთად სხვებსაც განიკითხავს, მაშინ მისი მიმართვა ღმერთისადმი სრული ილუზია იქნება. და ლოცვა გააძლიერებს არა სიყვარულს, არამედ სიამაყეს ან სექსუალობას. მაშინ, იმისთვის რომ დაშლის პროცესი შეამციროს, ადამიანი შეწყვეტს ტაძარში სიარულს, წმინდა წიგნების კითხვას და ამას ყალბი რელიგიურობით შეცვლის.პრინციპში თანამედროვე მსოფლიოში სწორე დეს ხდება.

ესე იგი რა გამოდის, ღმერთთან კავშირს ვკარგავთ? სიღრმისეულ კავშირს ჩვენ არ ვკარგავთ არასოდეს, ის მხოლოდ იზრდება. აი გარეგნული კავშირი კი, რომელიც ცხოვრებასთან, ჯანმრთელობასთან, კეთილდღეობასთანაა დაკავშირებული, შეიძლება დავკარგოთ. საინტერესო დასკვნებამდე მივედი, როცა მეძავი ქალების დიაგნოსტირებას ვახდენდი. ყოველ ადამიანს უნდა უყვარდეს ოთხ დონეზე: ღვთაებრივი სიყვარულით, მშობლისეურით, მეგობრულით და სექსუალობასთან, გვარის გაგრძელებასთან დაკავშირებულით. მეძავებში სექსუალურობაზე კონცენტრაციის მკვეთრ მომატებას და დანარჩენი დონეების დათრგუნვას ველოდი. ყველაფერი ასე არ აღმოჩნდა. სექსუალური დონე მართლაც მკვეთრად მომატებული აღმოჩნდა, და როგორც შედეგი, - მომავალი ქალური დაავადებები, პრობლემური ბავშვები და ა.შ. პრაქტიკულად დანგრეული იყო მეგობრული და დედობრივი სიყვარულის დონე. ეს იძლევა ოჯახის, ბედის, ფსიქიკის და ჯანმრთელობის დანგრევას. მაგრამ ღვთაებრივი სიყვარულის დონე ხელშეუხებელი აღმოჩნდა.

მაშინ მე მივხვდი, რომ ყველას მიტევებული გვაქვს ჩვენი წარსულისთვის და გადარჩენილნი ვართ მომავალში. დამნაშავეებშიც მსგავსი სურათი შეინიშნება. სექსუალური ან მატერიალური სურვილების მკვეთრი მომატება და ერთიანობის ზემოთა დონეების მომდევნო ნგრევა. მაგრამ ღმერთისადმი მიმართვის და მასთან ერთიანობის მიღწევის შესაძლებლობის დონეზე ეს არ აისახება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ დამნაშავეს შეუძლია შეცვალოს საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრება ღმერთისადმი სიყვარულით და თავის ინსტიქტებზე მიჯაჭვულობის შემცირებით.

ჩემთვის გასაგები გახდა, თუ როგორ ხდება დამნაშავის ფორმირება. ღმერთთან აბსოლუტური ერთიანობა უღრმეს დონეზე ყოველთვის შენარჩუნებულია. მაგრამ ჩვენს ქვეცნობიერთან დაკავშირებულ ღრმა დონეზე , ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ეს ერთიანობა. ამ დროს ხდება მშობლისეური და მეგობრული სიყვარულის ნგრევა. თუ მშობლებს არ უყვარდათ ბავშვი და თრგუნავდნენ მას, თუ მშობლები არ იყვნენ მორწმუნეები, თუ ბავშვს მეგობრები არ ყავდა, დამ ას არ ასწავლეს სხვებზე ზრუნვა, მსხვერპლის გაღება, სიყვარული, მაშინ ეს უკვე მომავალი დამნაშავეა, ალბათობის დიდი პროცენტით. როცა დანგრეულია ან დაკეტილია სიყვარულის ყველა დონე, რჩება უკანასკნელი, ცხოველური, ეგოისტური. და მაშინ მატერიალური სიმდიდრე, მართვა და ძალაუფლება სექსუალური აღვირახსნილობასთან ერთად ცხოვრების მთავარი აზრი ხდება. რამდენ ფულს, ძალაუფლებას და მდგომარეობასაც არ უნდა ფლობდეს დამნაშავე, ცხოვრების აზრი და ბედნიერება მისთვის მაინც ერთია – სექსი და კეთილდღეობა.

დეგრადაციის ჩვეულებრივი პროცესი ასე გამოიყურება. თავიდან ადამიანი ღმერთთან ერთიანობის შეგრძნებას კარგავს თავის თავში. ეს ნებას აძლევს, რომ დათრგუნოს სიყვარული თავის სულში. ამის შემდეგ იწყებს თაყვანისცემას თავისი საყვარელი ობიექტისადმი... თავიდან ეს ახლობლებით და საყვარელი ადამიანებით იწყება, შემდეგ კი თანდათანობით ყველაფერ დანარჩენზე გადადის. რაც მეტად ეთაყვანები გარესამყაროს, მით უფო მეტად იზრდება მომხმარებლობა და დამოკიდებულება. შემდეგ ადამიანი კი აღარ ითხოვს, არამედ მოითხოვს. და რაც უფრო ნაკლები სიყვარული და ენერგიაა სულში, მით უფრო აგრესიულად მოითხოვს ადამიანი, შემდეგ კი წართმევაზე გადადის. შედეგად რაც ხდება ალბათ ყველასთვის გასაგებია.

მოკლედ, თავიდან ამ სამყაროსთან ერთიანობა ხდება მთავარი. შემდეგ ვიწყებთ სილამაზის, სამართლიანობის, იდეალების, მაღალი ოცნებების თაყვანისცემას.შემდეგ სექსუალობაზე ჩამოვჩოჩდებით. მომავლისადმი თაყვანისცემამ იდეალების და მაღალი გრძნობების სახით, შეიძლება მიგვიყვანოს მომავლის დაკარგვამდე, ანუ სიკვდილამდეც კი, და მაშინ ირთვება თავდაცვის ინსტინქტი, და ეჭვიანობა სიამაყეში გადადის. სილამაზის და გრძნობების ნაცვლად ადამიანი ფულისადმი და ძალაუფლებისადმი თაყვანისცემას იწყებს. მაგრამ როცა იგი კრიტიკულ დონეს ცდება, აქაც ნგრევა იწყება – უბედურებები, ავადმყოფობები, ციხე და ა.შ. თუე ს პროცესი არ ჩერდება, მაშინ სურვილების და კეთილდღეობის თემა მინიმალურ ზომებამდე მცირდება და რომ გადარჩეს, ადამიანი მოვლენებიდან გამომდინარე უნდა დაბრუნდეს პირველად მდგომარეობაში სურვილების და კომფორტის მინიმუმით. სხვათა შორის სწორედ ამიტომაა, რომ “ბომჟები”, რომლებსაც ექსპერიმენტის სახით ფულს და ბინას აძლევდნენ, რაღაც დროის შემდეგ კვლავ ქუჩაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. მათ უბრალოდ ენერგია არა აქვთ უფრო მაღალ სოციალური დონეზე საარსებოდ.

გარესამყაროსთან ერთიანობის დონის მომატების გარეშე განვითარება შეუძლებელია. მაგრამ როგორც კი ეს ერთიანობა ღვთაებრივს ეფარება, იწყება შეუმჩნეველი დეგრადაცია, რომლის შედეგებსაც მაშინვე ვერ ვგრძნობთ.

კომენტარები

მსგავსი სტატიები

კარლოს კასტანედა - ექვსი ახსნის ვარაუდი

უცნობი თავი კარლოს კასტანედას წიგნიდან - "არწივის ძღვენი" მთარგმნელი...

სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ...

დიმიტრი ტროცკი - სანამ

დიმიტრი ტროცკი სანამ-"მე"-მე-არ-ვარ  ბედისწერის ტრანსფორმაციის...

დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა

ავტორი: კარლოს კასტანედა წყარო დირექტორი: ლევან თითმერია რედაქტორი: დათო ა...

რუდოლფ შტაინერი -

ავტორი: რუდოლფ შტაინერი მთარგმნელი: ვიტალი დარსანია წყარო გამომცემლისგან ...

იარე ფეხების გარეშე, იფრინე ფრთების გარეშე და იფიქრე გონების გარეშე

იარე ფეხების გარეშე იფრინე ფრთების გარეშე და იფიქრე გონების გარეშე ეს არის...

ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი

ავტორი: ბარონი იუჯინ ფერსენი მთარგმნელი: ლიკა მარღანია შესავალი დაე, ყველა...