სერგეი ლაზარევი - "ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა"

ავტორი: Admin
კატეგორია: ბიბლიოთეკა
0
(0)

 

როცა ხვალინდელი დღისკენ ვიხედები...

ხშირად ვეუბნები პაციენტებს, რომ მამაკაცმა უნდა დაკარგოს ყველაფერი, რასაც შინაგანად მისი ცოლი ეთაყვანება, რათა გადაარჩინოს ამ უკანასკნელის სული, რადგან დედის სულის მდგომარეობა განსაზღვრავს თავისი შვილების არა მხოლოდ ხასიათს, არამედ ბედს და ფიზიკურ მდგომარეობასაც. თუ ქალი ქმრის შესაძლებლობებს ეთაყვანება, ამ უკანასკნელის საქმეები ცუდად მიდის; თუ ეთაყვანება მის სილამაზეს და სექსუალობას, შემდეგ ცხოვრებაში მახინჯი იმპოტენტი იქნება, ქალი კი მაინც ვერსად გაექცევა და სწორედ მას შეიყვარებს, რათა თავისი სექსუალური სურვილების და სილამაზეზე შეხედულების დამცირება მიიღოს, ხოლო თუ არ მიიღებს და ჩაკლავს თავის თავში სიყვარულს, ბედი ვირტუოზულად დასჯის.

ადამიანური მართლმსაჯულებისგან განსხვავებით, ღვთაებრივს ვერსად გავექცევით. ის იქიდან მოვა საიდანაც არ მოელი და ყველაზე მტკივნეულ წერტილში დაგარტყამს. მახსენდება ამერიკული ფილმი “სახლი ქვიშისგან და ბურუსისგან”. ფილმის ერთ-ერთი გმირი ცალსახად პრინციპული და მართალი ადამიანია. მხოლოდ ერთი სისუსტე აქვს – უზარმაზარი სიყვარული შვილისადმი, რომელსაც ყველა წესის დაცვით ზრდის. ასწავლის ეთიკურად მოქცევას, სხვების დახმარებას, მაგრამ თავად, შვილის მომავლის, განათლების, კარიერის, კეთილდღეობის გულისთვის, წიხლს აჭერს თავის თანაგრძნობას და სიყვარულის გრძნობას. იურიდიულად ის მართალია და ვერავინ დაადანაშაულებს, მაგრამ ადამიანურად ის ხვდება, რომ არაკეთილსინდისიერად იქცევა და თავს იმით იმშვიდებს, რომ ეს ყველაფერი შვილის კარგი მომავლისთვის კეთდება. მაგრამ სწორედ შვილს, თავისი მომავლიანად ართმევს მას ბედი.

ვფიქრობ, რომ ბევრი წიგნი და კინოფილმი მათი ავტორების სისხლის სამართლის საქმეებთან გაცნობის შემდეგ იქმნება. საუკეთესო სიუჟეტი სურათისთვის – ეს რეალური ცხოვრებაა. და მოკლედ, ღვთაებრივი სასჯელი გარდაუვალია და მოსამართლესაც ვერ მოისყიდი. სასჯელის აცილების მხოლოდ ერთი გზა არსებობს – თავად შევიცვალოთ, ხოლო სიყვარულის და ტკივილის მიღების გარეშე ეს შეუძლებელია. ყველაფერს, რასაც ვეთაყვანებით გარდა ღმერთისა, დავკარგავთ. ამიტომ მიწაზე ჩამოვარდნილი, შინაგანად ღვთისადმი რწმენა დაკარგული ადამიანი, თავისი სიყვარულით კლავს. ამიტომაც გარბის ხშირად სიყვარულისგან, აუფასურებს გრძნობებს, ყველაფერი ფულამდე დაყავს, რათა ელემენტარულად გადარჩეს – გადარჩეს დღეს, რომ გაქრეს ხვალ.

ბევრი ადამიანი თავს მორწმუნედ მიიჩნევს და ამასთან ყველა მცნებას არღვევს და სიყვარულის გრძნობას კარგავს. ზოგიერთში ეს პროცესი ისე ღრმად წავიდა, რომ ღვთაებრივთან შეხება მათთვის სიკვდილის მომტანი ხდეა.

ჩემი ინფორმაცია საშუალებას აძლევს ადამიანებს, შეცვალონ თავის ბედი, ჯანმრთელობა და ხასიათი, საბოლოო ჯამში ყველაზე ღირებული ხომ ინფორმაციაა. ამიტომ ადამიანები მოქმედებენ ჩემზე ქვეცნობიერი თაყვანისცემით. ადრე როგორღაც შემეძლო ბალანსირება, მაგრამ ხარკოვში გავყევი დინებას, არაფრის გაკეთება არ შემეძლო. თუ სემინარის დროს ხალხი დარბაზში შესაძლებლობებს, სულიერებას, იდეალებს ეთაყვანება, მაშინ როცა ისინი ჩემზე ახდენენ კონცენტრირებას, ეს დამოკიდებულება ათჯერ უფრო მეზრდება და თუ მე არ შემიძლია გავუმკლავდე განკითხვას, უსამართლობის მიუღებლობას, თუ ხშირად ვჩქარობ ან მეშინია მომავლია, ასეთი თაყვანისცემა შეიძლება სასიკვდილო იყოს ჩემთვის.

მე რა თქმა უნდა ვმუშაობდი ჩემს თავზე და ვცდილობდი შეცვლას, მაგრამ ვხედავდი, რომ ძალა არ მყოფნიდა. ზემოდან დამანახეს, როგორ გამოიყურება ჩემი ნაკლი საკუთარ თავზე მუშაობაში. ჩემთვის ცხადი გახდა, რატომ შეიძლებოდა ჩემი ყოველი წიგნი სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა. რაც უფრო საჭიროა და სერიოზულია ჩემს წიგნში შემავალი ინფორმაცია, მით უფრო ხშირად ვხვდებოდი ურთულეს სიტუაციებში. წმენდა, ყოველი წიგნის წეირს დროს, თითქმის ზღვრულის დონეზე მიმდინარეობდა. პრინციპში ეს სავსებით ბუნებრივია. სერიოზულ საქმეებზე სუფთა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს. ამიტომაც ყოველთვის მინდოდა ამ სამუშაოს დამთავრება. ის გაცილებით უფრო სახიფათო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.

სხვათაშორის, შემდგომ, სექტემბრის გამოსვლაზე ხარკოვში ზედმეტი ადამიანები გადაირჩნენ, ხალხი ცოტა იყო და თავსაც მშვენივრად ვგრძნობდი. ერთმა ქალმა ასეთი კითხვა დამისვა: “ბავშვობიდან არ მიყვარდა ბავშვები, აგრესიაც კი მქონდა მათ მიმართ, მაგრამ ბიჭი მაინც შემეძინა. ის ახლა დიდია ასაკით, მაგრამ პათოლოგიურად ზარმაცია. საერთოდ არაფერი არ უნდა”. – “თქვენბ ეს უცნაურად მოგეჩვენებათ, - ვუპასუხე მე, - მაგრამ თქვენი გრძნობები და თქვენი შვილის მდგომარეობა მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ბავშვები რომ არ გიყვართ – ეს ქვეცნობიერი სიძულვილია მომავლისა. ე.ი. ამ მომავალზე უდავოა რომ მიჯაჭვული ხართ. თუ თქვენ განიკითხავდით, ვერ იტანდით მამას ან ქმარს, თუ არ შეგეძლოთ უსამართლობის ატანა, თუ არ შეგეძლოთ გყვარებოდათ ის, რაც არ მოგწონდათ, თუ არ შეგეძლოთ ღალატის პატიება, მაშინ თქვენი აგრესია იმის მიმართ უნდა ყოფილიყო მიმართული, რაც მას იწვევდა.

ხარბი თავიდან ლოცულობს ფულზე, შემდეგ კი ეზიზღება იგი. ეჭვიანი თავიდან ლოცულობს საყვარელ ქალზე, შემდეგ კისძულს იგი! ამიტომ თქვენი შვილისთვის სახიფათოა მომავალზე კონცენტრირება: მასში მაშინვე გაიღვიძებს უზარმაზარი აგრესია და ის მოკვდება. რომ გადარჩეს უარი უნდა თქვას მომავალზე. სურვილი ეს ენერგიაა – მომავლისკენ მიმართული. სურვილების, სულიერების, მორალურობის არქონა, სიცოცხლეს უნარჩუნებს მას. მას უნდა დაეხმაროთ, მაგრამ თავიდან თქვენ, მისი დედა გაძლიერებულად უნდა მუშაობდეთ საკუთარი თავის შეცვლაზე.”

სხვათაშორის ამ მეორე გამოსვლაზე საინტერესო სიტუაცია მოხდა. ხედავდნენ რა, რომ პარტერში ბევრი ცარიელი ადგილი იყო, ხალხი ზემოდან ჩამოვიდა და დაიკავა ეს ადგილები. ათი წუთი ველოდე სანამ ყველა დასხდებოდა. მე დარბაზს მივმართე: “ჩემი ლექციების დროს ხდება ყველა პროცესის ძლიერი აჩქარება. იგივე ხდება მიღებაზეც, ოღონდ უფრო მეტად. მე ვაძლევ ადამიანს სწორ მიმართულებას, მაგრამ თუ მას არ შეუძლია მიატოვოს თავისი მანკიერებები, მიღების შემდეგ, იმის ნაცვლად რომ გამოჯანმრთელდეს, ის შეიძლება უფრო ცუდად გახდეს.

დაუმსახურებელი ფული კლავს. თქვენ იყიდეთ ბილეთები ერთი ადგილისთვის, მაგრამ ჯდებით მეორეზე. თქვენს ცნობიერებაში ხდება კეთილდღეობაზე კონცენტრირება. ლექციის შემდეგ ის მრავალჯერ გაიზრდება.

იცით რატომ ხდება ბევრი ადამიანი ათეისტი? ხშირად ადამიანი, იწამებს რა ღმერთს, იწყებს მისთვის რაიმეს გამოთხოვნას. ერთი ფულს სთხოვს, მეორე ბინას, მესამე ლამაზ ქალს და ბედნიერ ქორწინებას. და რაც მეტად ლოცულობენ ამყველაფერზე, უფრო უბნელდებათ მათ სული და უფრო ანგარებიანნი ხდებიან. და მაშინ საკუთარი სულის გადარჩენისთვის ისინი უარს ამბობენ რწმენაზე. სინამდვილეში ისინი უარს ამბობენ თავის არასწორ წარმოდგენებზე ღმერთის შესახებ, რომელთა გამოც ბევრი პრობლემა ელით. ღმერთის შესახებ არასწორი წარმოდგენა შეიძლება უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე ათეიზმი. ათეისტი უარყოფს ღმერთს, მაგრამ გრძნობს რა, რომ უმაღლესი სამართლიანობა მაინც არსებობს, ყოველი შემთხვევისთვის მაინც ცდილობს მორალურად მოიქცეს, ხოლო მორწმუნე, არასწორი წარმოდგენით ღვთაებრივი ლოგიკის შესახებ, უფრო და უფრო ამახინჯებს ჭეშმარიტებას, ადამიანურ თვისებებს მიაწერს ღმერთს, მოითხოვს მისგან რაღაცეებს და თავის პირობებს უყენებს მას. ვერც კი ხვდება, რომ ცდილობს ღვთაებრივი ძალა თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ამის შემდეგ კი ასეთ მორწმუნეს ეწყება პრობლემები არა მარტო ჯანმრთელობასთან და ბედთან დაკავშირებით, არამედ ასევე იძულებული იქნება გახდეს ათეისტი.

მსხვერპლის და შეზღუდვების გარეშე არ არსებობს ღმერთის რწმენა. როცა გვინდა მივითვისოთ ის რაც არ დაგვიმსახურებია, ჩვენ შინაგანად ვანგრევთ ამ რწმენას. შური, დაუმსახურებელის მითვისება, ქურდობა – ეს ყველაფერი მსხვერპლის საწინააღმდეგოა.

ასე რომ, - მივმართავ დარბაზს, - თავად გადაწყვიტეთ: გადაჯდეთ თუ არა. გაიგეთ რომ ჩემი ლექცია არტისტის გამოსვლა არაა!”
მეორე დღეს დარბაზში თითქმის აღარავინ გადამჯდარა.

მახსენდება გუშინდელი დღე. როცა დავამთავრე თავი “მომავალი”, ხველა დამეწყო. გამოუვალობის შეგრძნება დამეუფლა. შევხედე ჩემ თავს: ფილტვები ბლოკირებულია, შარდ-სასქესო სისტემა რბილად რომ ვთქვათ შეუძლოდ გამოიყურება. საიდან ასეთი დეფორმაციები და ასეთი სიამაყე? კონცენტრირება კეთილდღეობაზე, ანუ თვითგადარჩენის ინსტიქტზე, ჩვიდმეტჯერ აჭარბებს სახიფათო ზღვარს. მიზეზი – მომავალი მკითხველები უკვე შევიდნენ კონტაქტში წიგნის ინფორმაციასთან. უკვე ესმით, როგორ დაეხმარება ეს მათ ბედში და უკვე მოქმედებენ ჩემზე თავისი თაყვანისცემით. ეს ალბათ ბევრ ესტრადის ვარსკვლავს და მწერალს ემართება. ჩანს, რომ ფული და პოპულარობა იმას აქვს, ვისაც შეუძლია გადარჩეს, მიუხედავად ასეთი თაყვანისცემისა. მე ამასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები მაქვს. ყოველთვის კანით ვგრძნობდი თითქოს რომ სახელი და პოპულარობა ჩემთვის სახიფათოა.

ჩემს სახლთან შორიახლოს პატარა ეკლესიაა – ნახევარი საათის სავალია. ფეხით წავედი იქ და ფეხითვე მოვბრუნდი შემდეგ. ბევრად უკეთ გავხდი. რატომ დადიოდნენ მომლოცველები წმინდა ადგილებში ფეხით? იმიტომ რომ თავად სიწმინდესთან მიახლოების პროცესი პატარა დროს არ უნდა იკავებდეს. სული ვერ ასწრებს მომზადებას და ყპოველდღიური პრობლემებისგან მოწყვეტას. ამიტომ თუ ტაძარში გინდათ წასვლა, გააჩერეთ მანქანა საკმაოდ მოშორებით და ფეხით მიდით, სულს უფრო გაუადვილდება ამით.

ის, რასაც სულს და ქვეცნობიერს ვეძახით, საკმაოდ ახლო ცნებებია. როცა დავიწყე ხალხის მკურნალობა და ვხედავდი მათ ემოციებს, მივხვდი რომ ქვეცნობიერში შევდივარ, იქ კი სულ სხვა კანონებია. ყველასთვის გასაგებია თუ როგორია ადამიანისთვის დახმარება სხეულის და ცნობიერის დონეზე, მაგრამ ქვეცნობიერის დონეზე ეს დახმარება სულ სხვაგვარად გამოიყურება. დავეხმაროთ სხეულს - ეს ნიშნავს გამოვკვებოთ იგი, დავეხმაროთ სულს – ეს ნიშნავს რაღაც დროით საკვების გარეშე დავტოვოთ იგი. ჩვენს ქვეცნობიერში პრიორიტეტების სრულიად სხვა სისტემებია. ისინი უფრო ახლოს ღვთებრივ ლოგიკასთანაა. თუ წინა ცხოვრებაში ადამიანი იპარავდა, მოძალადე იყო, კლავდა, მაშინ ამ ცხოვრებაში ის შეიძლება მძიმე ავადმყოფი იყოს. მისი მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ბოომედ განკურნვა – შეუძლებელი. ბუნება არ დაუშვებს, რომ სული საბოლოოდ გაშავდეს. და თუ ვინმე შეეცდება რეალურად დაეხმაროს, ის უხეშად და მკაცრად იქნება გაჩერებული ბუნების მიერ. ამასთან რაც მეტია მკურნალის შესაძლებლობების დონე, რომელიც ასეთი ადამიანის მკურნალობას მოეკიდება, მით უფრო მალე დაავადმყოფდება ან მოკვდება ასეთი მკურნალი.

ჩვენი შეხედულება სამყაროს შესახებ განუწყვეტლივ იცვლება. სულ ცოტა ხნის წინ რელიგია და მეცნიერება ამტკიცებდნენ: ცხოველებს არა აქვთ სული და არა აქვთ ცნობიერება. ახლა კი სკოლის ბავშვებმაც იციან რომ სული და ცნობიერება ნებისმიერ ცოცხალ ორგანისმს გააჩნია. უბრალოდ ადამიანს უფრო განვითარებული აქვს. მგონი მხოლოდ XIII საუკუნეში აღიარა კათოლიკურმა ეკლესიამ რომ სული ქალსაც აქვს. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ქალს ისე ეპყრობოდნენ, როგორც შინაურ ცხოველს და მხოლოდ ორი საუკუნის წინ მიიღო ქალმა განათლების უფლება. კაცის როლის ხაზგასმა შემთხვევითობა არ ყოფილა: ეს საზოგადოების გადარჩენისთვის იყო საჭირო. ქალური საწყისი – მატერიალურის სიმბოლოა, რაც მეტი ენერგია მიდის ამ სფეროში, მით უფრო მეტად სუსტდება ერთიანობა – სამყაროს ფუნდამენტალური პრინციპი.

მამაკაცური საწყისი სულიერებისკენ მიიწევს. მამაკაცი არა მხოლოდ იღებს ინფორმაციას მომავლისგან, არამედ ამაგრებს სოციალურ კავშირებსაც. თანამედროვე ცივილიზაცია უფრო და უფრო ეთაყვანება მატერიალურ სიკეთეს და თანდათანობით კარგავს მთლიანობას. მამაკაცური საწყისი სუსტდება, სახეიცვლება. ერთი წინააღმდეგობა ანადგურებს მეორეს. ისტორიის ახსნა, გამომდინარე მატერიალური პრინციპებით, უფლებას არ მოგვცემს, დავინახოთ კავშირი მოვლენებს შორის, ანუ წარუმატებლობისთვისაა განწირული.

მე ხშირად დავფიქრებულვარ მხედართმთავარ ალექსანდრე სუვოროვის ფენომენზე. ამ ადამიანს არცერთი მარცხი არ განუცდია. იგი ამარცხებდა მტრის ჯარს, რომელსაც 10-ჯერ მეტი რაოდენობრივი უპირატესობა ჰქონდა. მისი გადასვლა ალპებზე – უნიკალური მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. გადაიყვანო მთებზე არმია ცხენებით და ქვემეხებით, საჭირო ეკიპირების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ეს შეძლო სუვოროვმა და მხოლოდ იმის გამო, რომ მიყვებოდა უივერსალურ პრინციპს, რომელსაც ერთიანობა ეწოდება.

კომენტარები

მსგავსი სტატიები

მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტ...

ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო - ნაწილი მეორე

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მ...

გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

ავტორი: რადჰანათჰ სვამი მთარგმნელი: მამუკა გურული პროლოგი ძლივ-ძლივობით გა...

ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი

ავტორი: ბარონი იუჯინ ფერსენი მთარგმნელი: ლიკა მარღანია შესავალი დაე, ყველა...

კატაფალკი: კარლ იუნგი და კაცობრიობის აღსასრული

ეს წიგნი წარმოადგენს კარლ იუნგის, როგორც მისტიკოსის, გნოსტიკოსისა და ჩვენი დრ...

ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

ანიშა ლ. დილანი ტანტრა – გზა ნეტარებისკენ. როგორ გავხსნათ ბუნებრივი სექსუალო...

კარლოს კასტანედა - სიზმარხილვის ხელოვნება

  კარლოს კასტანედა   სიზმარხილვის ხელოვნება   მთარგმნელი:...