სერგეი ლაზარევი - "ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა"

ავტორი: Admin
კატეგორია: ბიბლიოთეკა
0
(0)

 

მიღება

2006 წლის ოქტომბრის ბოლოა. დღეს სატელეფონო მიღება მაქვს. ყველა ადამიანს თავისი პრობლემა აქვს და ყველა ელოდება რომ ისეთ მინიშნებას მივცემ, რომ ჯადოსნური ჯოხის აქნევით ყველაფერს მოვუგვარებ. ანუ ქვეცნობიერად ყველა ცდილობს რომ მე გადმომაბაროს თავისი პრობლემები. მე კი საპირისპირო უნდა გავაკეთო: ვასწავლო ადამიანს თავად როგორ გამოჯანმრთელდეს. ყველას აქვს თავისი უსიამოვნებები, დანაკარგები, ავადმყოფობები, პრობლემები ურთიერთობაში და მე მჭირდება, რომ პაციენტმა დაინახოს შინაგანი კავშირი ყველა მოვლენას შორის, რომელიც მის ცხოვრებაში ხდება.

საბოლოო ჯამში ყველა მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება, ადამიანური ბედნიერებისადმი თაყვანისცემა ორ ინსტინქტამდე დაიყვანება: თვითგადარჩენის ინსტინქტი და შთამომავლობის გაგრძელების ინსტინქტი. ეს გამოვლინდება სიამაყით და ეჭვიანობით, რომლებიც შეესაბამება მამაკაცურ და ქალურ საწყისებს. ნატიფ დონეზე ისინი ერთიანდება სტრუქტურაში, რომელსაც მე ერთიანობას ვუწოდებ. სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი გამოიმუშავებს ენერგიის განკარგვის ინერციას და პერიოდულად მისი სული გამოცდას გადის: რა უფრო მთავარია მისთვის – ერთიანობა ღმერთთან თუ ამ სამყაროსთან. და ამ არჩევანზეა დამოკიდებული მთელი მომდევნო ცხოვრება. მაგრამ ამ ორი ძირითადი ინსტინქტის გარდა ადამიანს აქვს მესამე და მთავარი ინსტინქტი. იგი შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც განვითარების ინსტინქტი. ის გვაიძულებს ვისწრაფოთ ახლისკენ, სიცოცხლისთვის სახიფათო რისკით, ხშირად გვიბიძგებს ოჯახის და ბედის დანგრევისკენ. არადა ხშირად, ანგრევს რა აწმყოს, ის საშუალებას იძლევა გადაგვარჩინოს მომავალში. თავისი არსით, ეს ღმერთის შეცნობის ინსტინქტია. და თუ ის სუსტდება, მაშინ შემდეგ ნელა და შეუქცევადად იწყებს ჩაქრობას ორი დანარჩენი ინსტიქტიც.

და აი, პირველი ზარიც გაისმა. შუახნის ქალი თავისი შვილიშვილის პრობლემებზე მიყვება. მას აუტიზმი აქვს, პლუს ამასთან ერთად პერიოდული ენურეზი. ხოლო მის შვილს, შვილიშვილის დედას, თითქმის დაბადებიდან იქტიოზი აქვს. როცა 7 თვის იყო, კანი უხეში გაუხდა და თუმცა ახლა თითქმის 30 წლისაა, არაფერი შეცვლილა და წამლებიც არ შველიან.

- კიდევ რა პრობლემებია? – ვეკითხები მე.
- იცით, მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ ჩემს შვილს ძალიან უცნაური რაღაც დაემართა, მკერდი თითქმის გაუქრა. მე კი, - აგრძელებს ქალი, - უკანასკნელ წლებში ძალიან მაქვს დაჭიმული ყველა კუნთი და ვგრძნობ, რომ ეს თანდათან უარესდება.
- სულ ესაა?
- მე ფსიქიკური პრობლემებიც მაქვს, უკანასკნელ წლებში რაღაც არსება მთრგუნავს და მამცირებს. და საერთოდ ხან გათვალული ვარ, ხან ჯადო მაქვს. ბევრ მკურნალს მივმართე, მაგრამ უარესად ვხდებოდი.
- კარგი, - ვეუბნები მე, - მოდი ახლა ეს ყველაფერი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. მე ვამბობდი, რომ ყველა პრობლემა ადამიანისა, რომელიც ღმერთისკენ სწრაფვას კარგავს ორ მომენტში გამოვლინდება: ეჭვიანობა და სიამაყე. ეჭვიანობა – ეს სურვილების თემაა, სიამაყე – ეს ცნობიერების თემაა.შესაძლებლობები, ნება, ბედი – ეს ყველაფერი სიამაყის თემაა. ღრმა დონეზე ცნობიერება და სურვილები ერთ მთლიანობას შეადგენს. ამიტომ ხშირად საშინლად ეჭვიანი ადამიანი, გრძნობს რა ქვეცნობიერად სიკვდილის ზღვართან მიახლოებას, გადადიან ერთი მდგომარეობიდან მეორეში. სექსი და ოჯახი მას აღარ აღელვებს, ის მთლიანად უძღვნის თავს სამუშაოს (становится трудоголикам). სამუშაო და ძალაუფლება მისი ცხოვრების მთავარი აზრი ხდება. მაგრამ როცა ის სახიფათო ზღვარს უახლოვდება, ის შეიძლება კვლავ დაუბრუნდეს პირველ მდგომარეობას.

და თუ სული ვერ განთავისუფლდა სურვილებისადმი, მგრძნობელობისადმი თაყვანისცემისგან, მაშინ ადამიანი ავად ხდება და სიკვდილს იწყებს. იმისათვის რომ გადარჩეს, მან უარი უნდა თქვას ეჭვიანობაზე და სიამაყეზე და ღმერთისკენ წავიდეს. როცა მისი სულისათვის ღმერთთან ერთობა ყველაზე მთავარი გახდება, როცა სული სიყვარულისადმი ინერციას აიღებს, თანდათან განწმენდაც მოხდება. გაღვიძებას დაიწყებს ორივე ინსტინქტი. სურვილი და ფიქრი აღარ იქნება სახიფათო, გამოვლინდება შესაძლებლობები და სურვილებიც ახდება. მაგრამ მანამდე – ვეუბნები ქალს, - თქვენ და თქვენი შთამომავლები სიკვდილისკენ მიდიხართ.

რა არის აუტიზმი? ეს დამცავი ფორმაა სტრესისგან, ორგანიზმი თავს იცავს ამით. მაგალითით განგიმატავთ. პატარა ბავშვს ძაღლი ეცა, დაიღრინა და კბენა სცადა. ამის შემდეგ მას ენა ებმება, თუმცა ერთ ბავშვს ეწყება ასეთი სიტუაციის შემდეგ ენის დაბმა, მეორეს კი არა. ახსნა მარტივია. პატარა ბავშვი მშობლების გრძნობებით ცხოვრობს. და თუ ისინი არასწორად გადიოდნენ სტრესს მისი გაჩენის დროს, მაშინ ის მოკლებულია მტკივნეული სიტუაციების სწორად გადალახვის უნარს. თუ შიში რაღაც ნორმას აჭარბებს, ირთვება ამ შიშის ბლოკირება, ან იგი კლავს. შიში ჩვენი ცნობიერებით იბადება. ესე იგი თუ ცნობიერება დეფორმირებულია, დათრგუნულია, შიში ნაკლები იქნება. ცნობიერება დაკავშირებულია მეტყველებასთან. როცა ცნობიერება ზედმეტად აგზნებულია, მაშინ იწყება ენის დაბმაც. ეს გვაძლევს მომატებულ აგრესიასაც და ეს აგრესია, გადადის რა ნატიფ დონეებში, ანგრევს არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავალსაც.

დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: რატომაა ცნობიერება აგრესიული? გაიხსენეთ ცნობილი გამონათქვამი ძველი აღქმიდან – “ვინც იმრავლებს ცოდნას, იმრავლებს წუხილს.” რატომ არ გვაძლევს ცოდნა ბედნიერებას? იმიტომ რომ ცნობიერება სხეულთანაა დაკავშირებული, სხეული კი ითხოვს კვებას და თავის დაცვას და აგრესიისთვისაა განწირული. არის ჩვენი უმაღლესი ცნობიერება, რომელსაც სამმაგი ბუნება აქვს. მისი მთავარი ნაწილი პირველმიზეზთან, შემოქმედთანაა დაკავშირებული; მეორე ნაწილი ქვეცნობიერთანაა დაკავშირებული, რომელსაც სხეული არა აქვს და მთელს სამყაროსთანაა დაკავშირებული; და მესამე ნაწილი – ეს უკვე უშუალოდ ისაა, რასაც ცნობიერებას ვეძახით, რაც სხეულთანაა დაკავშირებული და დამოკიდებულია მასზე.

და მოკლედ, როცა სხეულებრივი ცნობიერება მთავარი ხდება, ადამიანიუს ბუნებრივი აგრესიულობა მრავალჯერ იზრდება. მაგრამ თუ სხეულისთვის აგრესია ჩვეულებრივი მოვლენაა, ქვეცნობიერისთვის ეს უკვე დაუშვებელია. და თუ აგრესიული ცნობიერება ცდილობს მართოს ქვეცნობიერება, ის სხეულთან ერთად უნდა მოკვდეს. როცა ადამიანი უკონტროლოდ მიყვება სხეულებრივ ინსტინქტებს, როცა თავისი სურვილების, კეთილდღეობის თაყვანისცემას იწყებს, მაშინ თავდაპირველად, სანამ სულს ინერცია არ აუღია, აგრესიულობა არაა შესამჩნევი, დროთა განმავლობაში ადამიანი ამჩნევს, რომ მისი სული ბოროტებით ივსება, რომ სულიდან სიყვარული მიდის, რომ ირღვევა მთლიანობა ღმერთთან და სამყაროსთან. მაგრამ ამის გაცნობიერების უნარი ძალიან გვიან მოდის.
ამას წინათ ნაცნობმა საინტერესო ისტორია მომიყვა.

- იცი, - მითხრა მან, - ჩემი ნაცნობი ქალი მიტევს, მოითხოვს რომ ცოლად მოვიყვანო, ბინის ყიდვასაც კი მპირდება. ამასთან სექსუალურად გაუმაძღარია და ბიზნესითაც კია დაკავებული. მიკვირს, საიდან აქვს ამხელა ძალა, რომ ყველაფერზე ყოფნის?

ვთხოვე ქალის სახელი ეთქვა, შევხედე მის ველს და სურათი მაშინვე ნათელი გახდა.

- იცი, არაფერი იდუმალი ამაში არ არის, - ვუთხარი ნაცნობს, - ეს ჩვეულებრივი გადაგვარებაა.
მის გაკვირვებულ თვალებს ვხედავ და ვაგრძელებ.

- გაგიკვირდა, რომ განვითარება სინამდვილეში გადაგვარება აღმოჩნდა? აგიხსნი. წარმოიდგინე, რომ ფერმებს საკვები პროდუქტის ნაკლებობა აქვს. ის მთელი სამყაროსგან მოწყვეტილია, მაგრამ სხვენში დიდი მარაგი აქვს ზამთრისთვის შემონახული. არის მოქმედების სამი ვარიანტი. პირველი – შეეცადოს მეტი იმუშაოს, რომ თავი საკვებით უზრუნველყოს. მეორე ვარიანტი – აიღოს ცოტა ზამთრის მარაგიდან და მუშაობის შემდეგ შეავსოს ეს დანაკლისი. მესამე ვარიანტი – ფართოდ გააღოს სხვენის კარები, შეწყვიტოს მუშაობა და შეჭამოს ზამთრის მარაგი. ეს ყველაზე იოლი, მოსახერხებელი, კომფორტული, მაგრამ სასიკვდილო გზაა. ამ შემთხვევაში ზამთარში ეს ფერმერი და მისი ოჯახი მოკვდებიან.

ჩვენი სული – ეს ასეთივე სხვენია, და ჩვენ ხშირად ვიღებთ მისგან, მაგრამ განუწყვეტლივ უნდა დავაბრუნოთ ეს დანაკლისი და შევავსოთ იგი. იმისათვის, რომ ცოცხალი ორგანიზმების პოპულაცია რთულ პირობებში გადარჩეს, თავისი ენერგიის 80% მომავლის ფორმირებაზე და უზრუნველყოფაზე უნდა დახარჯოს. ტელევიზორში ხშირად აჩვენებენ უზარმაზარი ორგანიზმების ჩონჩხებს, რომლებიც მილიონობით წლების წინ ცხოვრობდნენ. მათ არ ყავდათ მტერი და ამიტომაც გადაშენდნენ. მათი ენერგია მხოლოდ აწმყოზე იხარჯებოდა, მხოლოდ ფიზიკური სხეულის გაძლიერებაზე. ცოცხალი ორგანიზმების მხოლოდ ის სახეობა გადარჩება, რომელიც სწორად ხარჯავს თავის ენერგიას.

როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს სხეული და მისი დაცვა, მასზე ენერგიის მხოლოდ 10%-მდე უნდა დაიხარჯოს. სხეულით სუსტი ძუძუმწოვრები ენერგიის სწორად ხარჯვის ხარჯზე გადარჩნენ. მათი მთავარი ძალები ფუნქციების განვითარებაზე დაიხარჯა და არა სხეულის გაძლიერებაზე. მათ განუვითარდათ ცნობიერება, კოლექტიური აზროვნება. ადამიანის განვითარებაშიც იგივე პროცესს ვხედავთ. რელიგია, აკავებდა რა ადამიანურ სურვილებს და ინსტინქტებს, აიძულებდა ენერგიის დიდ ნაწილს, სულიერი სტრუქტურების განვითარებაზე დახარჯულიყო. ადამიანი ღმერთისკენ ისწრაფვოდა და ამაზე დიდ ენერგიას ხარჯავდა, სანაცვლოდ კი გაცილებით მეტს იღებდა. და ჩნდებოდა პარადოქსი, გარეგნული წინააღმდეგობა – რაც მეტად იზღუდავდა ადამიანი თავის სურვილებს და კეთილდღეობისკენ სწრაფვას, მით მეტ იმპულსს იღებდა განვითარებისთვის. მგრძნობელობა, ნება, სექსუალობა, ცნობიერება მიზნობრივად ვითარდებოდნენ.

აღორძინების ეპოქის დასაწყისში ქრისტიანობა კრიზისში შევიდა – თავშეკავების და “სხვენში ჭირნახულის მომარაგების” იდეა მისი გაძარცვის იდეით შეიცვალა. ბუნებრივია ასეთი პერიოდი მარადიულად ვერ გაგრძელდებოდა და თანდათან გადაგვარებით უნდა შეცვლილიყო. განსაკუთრებით მკაცრი შეზღუდვები რელიგიამ ქალს დააკისრა, ესეც ბუნებრივი იყო. ბავშვი ხომ არა მარტო ვშვათ, არამედ სქესობრივ მომწიფებამდეც მივიყვანოთ. მთელი ეს პერიოდი იგი მჭიდროდაა დაკავშირებული დედასთან და მისი დაბალი ენერგეტიკა მომავალს უკარგავს ბავშვს. ამიტომ ქალის ძირითადი სამუშაო დიასახლისობასთან და ბავშვის აღზრდასთან იყო დაკავშირებული.

- და მოკლედ, - ვეუბნები ჩემს ნაცნობს, - შენი მეგობარი ქალი დაკავებულია ბიზნესით, და თანაც კონცენტრირებულია სექსზე, ანუ ის მიზანმიმართულად ხარჯავს თავის სტრატეგიულ ენერგიას. რა ელის მომავალში? როცა ენერგია არ არის, ინგრევა სამუშაოს საქმეები და იწყება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ისინი რომ გადაწყვიტოს, არის ასეთი საშუალება: იპოვოს მამაკაცი, რომელსაც გამოსწოვს ენერგიას. და რომ გაარღვიოს მისი თავდაცვის უნარი, თავის დამოკიდებულების ქვეშ უნდა მოაქციოს იგი, ანუ ბინა უნდა უყიდოს. ხოლო კავშირი რომ საიმედო იყოს, კაცის გახსნილობა კი უფრო მაღალი, ქორწინების ჯაჭვით უნდა დაუკავშირდეს მას. ბუნებრივია, ეს ქალი შეიძლება ვერც აცნობიერებდეს თავისი საქციელების ჭეშმარიტ მოტივებს, მაგრამ ნებისმიერს, ვისაც მასთან ექნება ურთიერთობა, პრობლემები შეექმნება.

- სხვა თემაზე გადავერთე, - ვეუბნები ქალბატონს, რომელსაც ტელეფონით ველაპარაკები. – დავუბრუნდეთ თქვენს პრობლემას. თქვენს შვილიშვილს აუტიზმი აქვს. ეს ნიშნავს რომ მას არ შეუძლია სტრესის მიღება და მატრამვირებელი სიტუაციის გადატანა სიყვარულით. ესე იგი მკურნალობა ცნობიერების აქტივაციის მიმართულებით კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ ტკივილის მომტან სიტუაციაში სიყვარულის და ენერგიის შენარჩუნების მიმართულებით. ენაბლუობა, აუტიზმი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა – ეს ყველაფერი ერთი რიგის მოვლენებია. ცნობიოერების ჰიპერფუნქცია, აგრესიის აფეთქება და შემდეგ ცნობიერების და სხეულის დამუხრუჭება. ანუ ასეთი ბავშვის მკურნალობისათვის ცნობიერების განვითარება კია არა, პირიქით – მისი დამუხრუჭებაა საჭირო. რატომაა, რომ ბუნება, ცხოველებთან თამაში დადებით გავლენას ახდენს ასსეტ ბავშვებზე?

წარმოიდგინეთ რომ ბავშვი დელფინთან ერთად ბანაობს. მისთვის ეს უდიდესი სიხარულია, სიხარული კი – ენერგიის ხარჯვაა. მთავარ ენერგიას ღმერთისადმი სიყვარულით ვღებულობთ. ანუ სიხარული, ენერგიის გაცემა ღვთაებრივზე კონცენტრაციის აქტივიზაციას იწვევს. ამასთან ცნობიერება ამ მომენტში პირიქით, მუხრუჭდება, რადგან ეს თამაშია, რადგან წყალი ხელს უწყობს ცნობიერების დამუხრუჭებას. ჩვენ ყველანი ხომ წყლიდან ამოვედით. და როცა წყალში ჩავდივართ, ხდება ტვინის მაღალი დონეების რეფლექტორული დამუხრუჭება. შესაბამისად მცირდება აგრესიულობა და სტრესიც უფრო ადვილად გადასატანი ხდება. ბავშვის ქვეცნობიერში ზის ადამიანებისადმი აგრესია, პრეტენზიები და შიში, რომელიც მშობლებისგან მიიღო მემკვიდრეობით. და რათა ამ აგრესიამ არ მოკლას სხვები და მერე თვითგანადგურებად არ გადაიქცეს, ბავშვი აუტისტიც ხდება – ადამიანები ნაკლებად ურთიერთობენ მასთან და აგრესიაც ჩერდება. ცხოველებისადმი აგრესია კი ბავშვს ქვეცნობიერში არა აქვს და როცა ის ურთიერთობს დელფინთან, იგი სამყაროსთან სწორი ურთიერთობის ფორმირებას ახდენს. ეს სიყვარულია, ენერგიის გაცემა, პრეტენზიის, კრიტიკის და წყენის არქონა. და თუ მშობლებმა ვერ გადასცეს ბავშვს ცხოვრებასთან სწორი დამოკიდებულება, ცხოველებთან ურთიერთობისას ის რაღაც დონით თავად სწავლობს ამას.

ახლა კი მოგიყვებით იმ როლის შესახებ, რაც თქვენ ითამაშეთ ამ ბავშვის პრობლემებში, მაგრამ თავიდან აგიხსნით რა არის შიში და რისთვისაა იგი საჭირო. ნებისმიერი ორგანიზმის გარემოსთან ადაპტაცია ორი ცნებით გამოიხატება: რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს. რაც მეტია ორგანიზმის განვითარების დონე, მით უკეთ მუშაობს პრინციპი “რა უნდა გააკეთოს”, ანუ დაინტერესებულობის პრინციპი. რაც დაბალია დონე, მით უფრო მუშაობს მათრახის პრინციპი. შიში – ეს ენერგიის გაჩერებაა. ენერგიის გაჩერება – ეს სიკვდილია. ამიტომ შიშის ემოცია – ეს საკუთარი სიკვდილის მოდელია. ის ხელს გვიცავს სისულელეების ჩადენისგან. მაგრამ თუ შიში – ენერგიის დაკარგვაა, გამოდის რომ ის სიყვარულის დაკარგვაცაა. თუ თქვენ შიში იმ დროს განიცადეთ, როცა გვერდით დიდმა სატვირთო ავტომობილმა ჩაგიქროლათ, ეს ნორმალურია. სიკვდილის შიშის ეს შეგრძნება თავდაცვის ინსტინქტის ინტენსივობას უზრუნველყოფს და მეორედ აღარ გადახვალთ ქუჩაში უყურადღებოდ, მაგრამ თუ ავტომობილმა გუშინ ჩაგიქროლათ, თქვენ კი კიდევ განიცდით შიშის გრძნობას, ავად გახდებით. ამ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ენერგიის დაკარგვა იმხელა იქნება, რომ ორგანიზმი გამოიფიტება და გადარჩენის შანსები ნაკლები იქნება.

ამგვარად, ავადმყოფობა, ანგრევს რა გარეგან, ფიზიკურ ენერგიას, გადაარჩენს ნატიფ და ღრმა ენერგიას, რომელიც ჩვენი სულის და ჩვენი მომავლის არსებობისთვისაა საჭირო. შიშის გამო შეიძლება დავკარგოთ ენერგია და ეს გრძნობა ძლიერდება გაუბედაობით, თვითდამცირებით, სასოწარკვეთილებით. ეს ყველაფერი ენერგიის დაკარგვის და შესაბამისად სიყვარულის უარყოფის ფორმებია. ხოლო თუ შიში არაკონტროლირებადია, თუ ის ნიაღვარივით მოდის, მოკლე დროში სულის განადგურებაც შეიძლება ამით.

რატომაა, რომ შიშისგან ადამიანს შეიძლება გულიც კი გაუსკდეს ან ჭკუიდან შეიშალოს? ეს ყველაფერი ენერგიის დაკარგვის შეწყვეტის ფორმებია. იმისათვის, რომ მომხდარი გავაცნობიეროთ, ანუ ყველა მოვლენის ერთიანობა გავაცნობიეროთ, ენერგიის დახარჯვაა საჭირო. ყველა მოვლენის მთავარი გაცნობიერება ღმერთის სიყვარულით მოდის, და ამ სიყვარულში სამყაროს ყველა მოვლენაა გაერთიანებული. ხოლო თუკი ადამიანი მიჯაჭვულია თავის სხეულებრივ ცნობიერებაზე, მოვლენათა კავშირის დანახვა მისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. და მაშინ კრიტიკულ სიტუაციაში ცნობიერების უზარმაზარი გადატვირთვა ხდება, ხოლო თუ ამას შიშიც ემატება, ამუშავდება დაცვის მექანიზმი და ცნობიერება ჩერდება. რატომ ახდენს შიში პარალიზებას? იმიტომ რომ არაა ენერგია. მშიშარა ადამიანი ვერასოდეს იქნება ბრძენი. სულში სიყვარულის გარეშე ვერ იქნები უშიშარი, ნამდვილი სიყვარული კი შეუძლებელია ღვთის რწმენის გარეშე. ადამიანი, რომელიც სხეულის სიამოვნებებს ეთაყვანება, ყოველთვის იქნება სამყაროს შეუცნობლობისკენ, შიშისკენ და ავადმყოფობისკენ მიდრეკილი.

რა არის შიში გაურკვეველი მიზეზის გარეშე? ეს ღვთიური ნების მიუღებლობაა. ეს უკვე აგრესიაა არა გარეგნულ, არამედ ქვეცნობიერ დონეზე. საინტერესო კავშირი შევამჩნიე: თუკი ადამიანი მომხდარს ვერ მიიღებდა, ღვთის ნებას დაივიწყებდა და სიყვარულის გრძნობას დათრგუნავდა, რამდენიმე ხნის შემდეგ მას უჩნდებოდა სიძულვილი ადამიანებისადმი და გაურკვეველი შიშები. ანუ შიში, რომელიც ჩვენს პარალიზებას ახდენს და სიყვარულზე უარის თქმა მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

როგორ ახდენს ადამიანი გარემოსთან ადაპტაციას? პირველ რიგში ღვთაებრივის სიყვარულით, საკუთარი ღვთაებრივი “მე”-ს შეცნობით. იქ შიში და აგრესია არ არსებობს, რადგანაც ღმერთი დროისა და სივრცეს მიღმაა. ადაპტაციის მეორე საფეხური – ესაა ჩვენი ინტუიცია, ჩვენი გრძნობები. ემოციები დაკავშირებულია ქვეცნობიერთან, ის კი გადის რა უფრო ნატიფ დონეებზე, დაკავშირებულია მთელ სამყაროსთან და ამიტომ ჩვენს ემოციებში უკვე არსებობს ცოდნა მომავალ უსიამოვნებებზე, ცვლილებებზე. ჩვენი ქვეცნობიერისთვის არანაირი უსიამოვნება არაა სიახლე, მან იცის რა მოხდება, ამიტომ ემოციების დონეზე სტრესის გადატანა ადვილია. ადაპტაციის მესამე საფეხური – ეს ჩვენი სხეულებრივი ცნობიერებაა. საკუთრივ მას ვთვლით უმთავრესად და სწორედ მასთან ვაიგივებთ თავს, რამეთუ ის ფიზიკურ სხეულთანაა დაკავშირებული. სხეულებრივი ცნობიერება დიდხანს არ ცოცხლობს, ის ძალიან შეზღუდულია და ინფორმაციის მინიმუმი გააჩნია. შესაბამისად მისი ადაპტაციის უნარიც ყველაზე დაბალია – სტრატეგიულ დონეზე. მაგრამ სამაგიეროდ ის დიდი სისწრაფით მუშაობს.

წარმოიდგინეთ დიდი და პატარა ბორბალი. იგივე მანძილი რომ გაიაროს, რასაც დიდი გადის, პატარა ბორბალი ბევრად უფრო სწრაფად უნდა მოძრაობდეს. ამიტომ ჩვენი სხეულებრივი ცნობიერება, აგებს რა სტრატეგიულად, იგებს ტაქტიკურად, სამყაროსთან ყოველწამიერ ადაპტაციაში. მისი მიზანია – შეკუმშოს ინფორმაცია და გადააქციოს იგი ემოციად. ცნობიერება დიდად აჩქარებს განვითარების პროცესს, მაგრამ მუდამ ჩიხში ექცევა, როცა კარგავს კავშირს ქვეცნობიერთან და ღვთაებრივ “მე”-სთან. და თუე ს კავშირი იკარგება, ცნობიერება სულ უფრო ხშირად ახდენს შიშის პროვოცირებას, ენერგიის მძლავრ დანაკარგს, შემდეგ კი ავადმყოფობას და სიკვდილს.

უკვე ვთქვი, რომ შიში – სიყვარულის უარყოფის რეზულტატია. ქალების შემთხვევებში ეს გამოიყურება როგორც სასოწარკვეთილება და სიცოცხლის სურვილის არ არსებობა. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ქალი ფეხმძიმედაა, მოულოდნელად ქმარი შეურაცხყოფას აყენებს მას. ამ ქალს კი მაგალითად ორი უმაღლესი განათლება აქვს და მისი ცნობიერების გადატვირთვა ამ უსამართლობას ვერ იღებს. ის ნაწყენია და განიკითხავს, მისი გარეგნული აგრესია ქვეცნობიერში გადადის, აგრესიული აზრები და სიტყვები აგრესიულ გრძნობებში გადადის. გრძნობების, ქვეცნობიერის დონეზე კი ძლიერი და ხანგრძლივი წყენა – ეს უკვე იმის მოკვლის სურვილია, ვინც გაწყენინა. მაგრამ რადგან ის ნატიფ დონეზე ერთიანია თავის ბავშვებთან და ახლობლებთან, ეს სურვილი მათკენ ყველასკენაა მიმართული, შესაბამისად მათ საერთო შვილზეც და საკუთარ თავზეც.

ახლო ნათესავზე განაწყენება ძალიან სწრაფად იქცევა თვითგანადგურების პროგრამად. ჩვენ გვინდა ფოთოლი მოვწყვიტოთ, მაგრამ ფესვებიანად ვგლეჯთ მცენარეს. ერთიანობის პრინციპი ჯერ არავის გაუუქმებია. და აი განაწყენებულ ქალს უკვე უჩნდება სასოწარკვეთილება, ეწყება დეპრესია და მოდიან აზრები თვითმკვლელობაზე. ჩავთვალოთ, რომ მან არ გაუყარა თავი ყულფში, არ დალია საწამლავი, ანუ არ გაამაგრა თავისი ემოცია ქმედებით. შეურიგდა ქმარს და დაივიწყა ყველაფერი. მაგრამ ჩვენი ემოციები – ეს უკვე ჩვენი ქმედებების ჩანასახებია. და ემოციების დონეზე მას უკვე ჩართული აქვს სიყვარულის განადგურების, შინაგანი ენერგიის გაჩერების მექანიზმი.

გადიან წლები, და უცებ ქალი თავის შვილის ხასიათში პათოლოგიას ამჩნევს. ბავშვს ყველაფრის ეშინია, საერთოდ არ შეუძლია მტკივნეული სიტუაციების გადალახვა, პერიოდულად ხდება სასტიკი და აგრესიული. ქალს ექიმებთან დაყავს ბავშვი, მას წამლებით ჭყიპავენ. ფსიქოლოგები, ფსიქოტერაპევტები და ფსიქიატრები რეკომენდაციებს აძლევენ, ბავშვი კი სულ უფრო ცუდადაა. მაშინ დედა ექსტრასენსებთან და მკურნალებთან გარბის. რეზულტატი ისევ სავალალოა. სასოწარკვეთილი ახლა უკვე ეკლესიაში მიდის, ლოცულობს ბავშვის ჯანმრთელობისთვის, სანთლებს ანთებს, მაგრამ ცვლილებები მაინც არაა.

ახლა წარმოიდგინეთ კაცი, რომელსაც ხორბალი უნდა დაეთესა, მაგრამ არ გააკეთა ეს. შემოდგომაზე ყველა მოსავალს იღებს. კაცი მიდის თავის მიწაზე და გაბრაზებული და აღშფოთებული ფიქრობს: “სადაა ბოლოს და ბოლოს სამართალი? რატომ აქვს ყველას ხორბალი, მე კი არა? სად იყურება ღმერთი?” ჩვენც ასე ვართ მოწყობილები. თავიდან ვკლავთ სიყვარულის თესლს და აღმონაცენს ჩვენს სულში, შემდეგ კი რაღაც დროის შემდეგ აღვშფოთდებით და ვწუხვართ, როცა ჩვენ და ჩვენს შვილებს არა გვაქვს ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ბედნიერება.

- და აი, დავუბრუნდეთ თქვენს შვილიშვილს, - ვეუბნები ქალბატონს, - ველი მის ირგვლივ შეკრულია. ეს ნიშნავს რომ ენერგია პრაქტიკულად არა აქვს და გადარჩენა მხოლოდ განუკურბნებელი დაავადებით შეუძლია. ყოველ მოულოდნელ სტრესულ სიტუაციაში მასში სიყვარული და ენერგია კი არა, სიძულვილი და სასოწარკვეთილება გამოვლინდება. ნებისმიერი მტკივნეული სიტუაცია მისთვის თვითმკვლელობის გამომწვევი იქნება, ამიტომ გაურბის სიტუაციას ცნობიერების ჩაკეტვით. შვილიშვილის ასეთი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ თქვენი ქალიშვილის ჩასახვის წინ სიცოცხლე არ გინდოდათ. და ის, რომ ქალიშვილს დაბადებიდან აქვს პრობლემები კანთან დაკავშირებით, ასევე სიყვარულის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. თვითგანადგურების პროგრამა კანის და კუჭ-ნაწლავის პრობლემებით მუხრუჭდება. მისთვის ეს ყოველწამიერი დამცირებაა სხეულისა, ცნობიერებისა, იდეალებისა. გინდა, არ გინდა, მაგრამ იძულებული ხარ მიიღო ეს. ექიმებს რომ განეკურნათ კანის დაავადებისგან, უფრო სავარაუდოა, რომ შვილი აღარ გაუჩნდებოდა. მაგრამ რადგანაც თქვენმა ქალიშვილმა ამ ავადმყოფობით ნაწილობრივ განწმენდა მიიღო, იგი ამის შემდეგ სიყვარულისადმი აგრესიის ინფექციას ატარებდა. ის რომ მორწმუნე ყოფილიყო, ბავშვის გაჩენის წინ მას განწმენდის საშუალებას მიეცემოდა. მაგრამ ღმერთის სიყვარული და რწმენა მას არ ჰქონდა, ამიტომ ნებისმიერი წმენდა საპირისპირო ეფექტს გამოიწვევდა, სიტუაციას გააუარესებდა. ამიტომ არავითარი გამოცდა ზემოდან არ მისცეს. დაიბადა პრობლემური ბავშვი.

რატომ შეუმცირდა მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ თქვენს ქალიშვილს მკერდის ზომა? იმიტომ რომ სხეულის სილამაზე აძლიერებს სხეულებრივ ცნობიერებაზე კონცენტრაციას. შესაბამისად ადამიანში იზრდება აგრესია, რომელიც დეპრესიაში გადადის. ფიქრობთ, რომ ამერიკელების თაყვანისცემა სილიკონის მკერდებისადმი და გაბერილი კუნთებისადმი მათ საერთო დეპრესიასთან არაა დაკავშირებული? დაკავშირებულია და თანაც როგორ. ასე რომ თქვენი ქალიშვილისთვის მკერდის გაქრობა – ეს შველაა მისი შვილებისთვის.

მიაქციეთ ყურადღება, რომ აღმოსავლეთში ქალის იდეალი – ეს პატარა მკერდია. იაპონიაში და ჩინეთში ქალები ბინტით იხვევდნენ მკერდს, რათა შეემცირებინათ იგი და ე.ი. ენერგია სხეულიდან სულიერებაზე, კოლექტიურ ცნობიერებაზე გადადიოდა. ეს საზოგადოებას მომავალში გადარჩენის პერსპექტივას აძლევდა. სექსის მიზანი საკუთარი სიცოცხლის, შთამომავლობაში საკუთარი “ეგოს” გაგრძელებაა. სექსისადმი თაყვანისცემა და მასზე კონცენტრაცია კოლექტიური, სულიერი ცნობიერების მკვეთრ დათრგუნვას და ინდივიდუალური, ეგოისტური, მატერიალისტური ცნობიერების მკვეთრ გაძლიერებას იწვევს. როცა სულიერი მატერიალურში გადადის, ხდება უეცარი განვითარება, მაგრამ თუ ეს პროცესი დიდხანს გრძელდება, ინდივიდუალური, მატერიალური ანადგურებს კოლექტიურს და სულიერს.
ცნობიერი უარყოფს ქვეცნობიერს. მაგრამ რამდენადაც ის ქვეცნობიერიდან ემოციებს და ენერგიას იღებს, დაციკლულია რა თავის თავზე, ცნობიერი იშლება და კვდება.
ახლა მოკლედ ჩამოვთვალოთ თქვენი პრობლემები. არის ეჭვიანობის ავადმყოფობები და არის სიამაყის ავადმყოფობები. ვფიქრობ ხვდებით, რომ თქვენს შემთხვევაში სიამაყის თემა მოდის, ამიტომ თქვენი ცხოვრება – დამცირებების ჯერია. საჭირო იყო თქვენი ცნობიერების, შესაძლებლობების და ბედის დამცირება. დამცირებული და დაუცველი უფრო ადვილად მიმართავს ღმერთს, ამიტომ გაგიჩნდათ ფსიქიკური პრობლემები, ჯადო, გათვალვა. კუნთების დაჭიმულობა – შინაგანი სტრესის მოხსნის არცოდნაა.

როცა ჩვენ ვღელავთ, რეფლექტორულად გვეჭიმება კუნთები. ასეთი რეაქცია აუცილებელია, რათა სახიფათო მომენტში სწრაფად გავიქცეთ, მაგრამ თუ ცნობიერებას დაწყნარება არ შეუძლია, ის განუწყვეტლივ განაახლებს სტრესებს და კუნთების დაჭიმულობა ავადმყოფობას გამოიწვევს. როცა კუნთი დაჭიმულია, გამოიყოფა დიდი გარეგანი ენერგია, მაგრამ მკვეთრად მცირდება შინაგანი ენერგია. იმისათვის რომ მოვიდეს შინაგანი ენერგია, რომელიც ცვლილებას და განვითარებას გვაძლევს, კუნთები უნდა მოდუნდეს. ამიტომ დაჭიმული, დაძაბული ადამიანი ვერასოდეს ვერ გააუმჯობესებს თაცვის სპორტულ რეზულტატებს, რაც არ უნდა ივარჯიშოს. ასე რომ კუნთების დაჭიმულობა კიდევბ ერთხელ ამტკიცებს რომ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი ცნობიერების დამუხრუჭება და გათიშვა. ცნობიერების გათიშვის ტექნიკები ოდითგანვე ცნობილია. ეს დილით ცივი წყლით ბანაობაცაა, აბანოც, ბუნებაც, მონოტონური სიარულიც, და რიტმული მუსიკაც – ამის შესახებ უკვე მითქვამს.

სიამაყე მკვეთრად იზრდება, როცა ადამიანს არ შეუძლია მომხდარის მიღება. იმის უნარი, რომ წარსული მივიღოთ, როგორც ღმერთის ნება, გვაძლევს ცნობიერების მკვეთრი დამუხრუჭების უნარსაც. თუ შევწყვეტთ მომავლის განუწყვეტლივ დაგეგმვას, მასზე ღელვას, რაღაც დროით უარს ვიტყვით ჩვენს მიზნებზე, გადავაგდებთ მათ, მოხდება ცნობიერების ძლიერი შეკავება და უფრო გაგვიადვილდება ღვთაებრივი ნების მიღება. გახსოვთ რას ამბობდა ქრისტე? – “არ იფიქროთ ხვალინდელ დღეზე”...

ცნობიერების გადაძაბვა სხეულზე მიჯაჭვულობას იწვევს და ღვთაებრივის ხედვაში გვიშლის ხელს. აწმყოსაც სწორად უნდა მივუდგეთ. შეეცადეთ რაღაც დროით უარი თქვათ სიტუაციის შეფასებაზე. მაშინ გაქრება განკითხვა, კრიტიკა, ანუ შეჩერდება სიყვარულის ენერგიის განადგურება. რა არის სიტუაციის შეფასება, მისი ანალიზი? ეს მიზეზის და შედეგის ურთიერთშეფარდებაა, მათ შორის კავშირის დანახვის მცდელობაა. მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ: “ეს მოხდა, ესე იგი ასეთი იყო ღმერთის ნება”, - ჩვენ ამ კავშირების ხედვიდან მათ შეგრძნებაზე გადავერთვებით. ჩვენმა გრძნობებმა გაცილებით მეტი იციან, ვიდრე ჩვენმა ფიქრებმა. გაიხსენეთ ცნობილი გამოთქმა: “ეშმაკი თავში გვიკაკუნებს, ღმერთი კი გულში.”

ღმერთი - მთლიანობაა, ეშმაკი კი - მხოლოდ ნაწილია, რომელსაც თავი მთელი ჰგონია. და როცა ცნობიერება თავს შემოქმედად შეიგრძნობს, როცა ადამიანი ბუნების პატრონად აცხადებს თავს, - ეს ჩვეულებრივი დემონიზმია. შეწყვიტეთ თქვენი ცნობიერებისადმი და სხეულისადმი თაყვანისცემა. სხვათაშორის თქვენ მეკითხებოდით, რატომ ვერ გიშველეს მკურნალებმა. იმიტომ რომ თქვენი ფსიქიკური პრობლემების მიზეზი მარტო თქვენში კი არა, თქვენს შვილებში და შვილიშვილებშია. და თუ მკურნალი გააუმჯობესებდა თქვენი ფსიქიკის მდგომარეობას, ეს თქვენს შვილიშვილებს მიაყენებდა ზიანს.

თქვენ ისედაც ვერ ისწავლეთ სიყვარული და თქვენი ცნობიერების და ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაუმჯობესებულიყო, სიყვარულისგან თვითიზოლაცია ახალი ძალით იფეთქებდა. დასკვნა მარტივია: გინდათ დაეხმაროთ შვილებს და შვილიშვილებს? ისწავლეთ სიყვარული, ისწავლეთ მტკივნეული სიტუაციების სწორად გადალახვა, რაღაც დროით დაამუხრუჭეთ ცნობიერება და სხეულის მოთხოვნილებები., კონცენტრირება გააკეთეთ თქვენს ღვთაებრივ “მე”-ზე და მოწყდით ადამიანურ “მე”-ს. მაშინ თქვენი ლოცვა შვილებზე და შვილიშვილებზე შეძლებს მათ შეცვლას. არ დაისახოთ ბევრი მიზანი – პირველი ნაბიჯი გადადგით სწორად. უწყვეტად გქონდეთ ღმერთისადმი სიყვარული და შეინარჩუნეთ იგი ნებისმიერ მტკივნეუყლ სიტუაციაში. შეძლებთ ამას? დანარჩენი ყველაფერი თავისით მოგვარდება.

კომენტარები

მსგავსი სტატიები

დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია

დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია;  სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია წ...

ვერტიკალური ნება

ავტორი: ალექსეი პახაბოვიმთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი I. ძალისადმი მსახურ...

გზა შინისაკენ - ამერიკელი იოგის მოგზაურობა

ავტორი: რადჰანათჰ სვამი მთარგმნელი: მამუკა გურული პროლოგი ძლივ-ძლივობით გა...

მშვიდობიანი მეომრის გზა

ავტორი: დენ მილმენი მთარგმნელი: მამუკა გურული (ფილმი, რომელიც გადაღებულია ა...

პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი მთარგმნელი: მამუკა გურული ორიგინალი ინგლისურ ე...

ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მ...

ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში

მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წინასიტყვაობა ამ წიგნში წარმოდგენილია ტრანსერფინგ...

დიმიტრი ტროცკი - სანამ

დიმიტრი ტროცკი სანამ-"მე"-მე-არ-ვარ  ბედისწერის ტრანსფორმაციის...