სერგეი ლაზარევი - "ცხოვრება, როგორც პეპლის გაფრენა"

ავტორი: Admin
კატეგორია: ბიბლიოთეკა
0
(0)

 

კიდევ ერთი ნაბიჯი წინ

ახლა 2006 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებია. ვცდილობ შინაგანად განვეწყო იმისათვის, რომ წიგნი ვწერო. შემოქმედების აქტი – დროის და სივრცის შეკუმშვაა. დაბადების და შემოქმედების პროცესები სამყდაროში მიმდინარე მოვლენების მოდელირებას ახდენენ. სამყაროს განვითარება ორი ურთიერთსაპირისპირო პროცესით მიმდინარეობს – გაფართოება და შევიწროება. გარეგნულ დონეზე სამყარო ფართოვდება, ხოლო ღრმა და ნატიფ დონეზე - იკუმშება. ავიღოთ მაგალითად გული. ერთ წამს ის ფართოვდება, მეორე წამს კი იკუმშება. მატერიალური პროცესი – ეს გაფართოებაა, ხოლო სულიერი – შევიწროება. დაბადების პროცესი – ეს გაფართოებაა, ხოლო ის რაც წინ უძღვის დაბადებას, - შეკუმშვაა. თუ გინდათ რომ გული მხოლოდ ფართოვდებოდეს, მოკვდებით. თუ ის მხოლოდ შეიკუმშება ამ შემთხვევაშიც მოკვდებით.

რა არის მთავარი განსხვავება ადამიანსა და ცხოველს შორის? ცნობიერების და სულის არსებობა? მსგავსი არაფერი! ეს ყველაფერი ცხოველსაც გააჩნია. რელიგიური აზროვნება – აი რა არ აქვს არც ერთ ცხოველს. რელიგიური რწმენის გარეშე არც ერთი ტომი არ არსებობდა დედამიწაზე, იმიტომ რომ რწმენა, თუნდაც წარმართული – ეს უკვე ცნობიერების სრულიად სხვა დონე და ხარისხია.

რა არის მეხსიერება? ეს რამდენიმე მოვლენის ერთდროული შენარჩუნებაა გონებაში. იმისათვის რომ ამას მივაღწიოთ, უნდა განვაზოგადოთ ისინი, დავპრესოთ, შევიგრძნოთ მათი შინაგანი ერთობა, ამიტომ მეხსიერების გარეშე ჩვენი ცნობიერება ვერ განვითარდება. რელიგია საშუალებას აძლევს ადამიანს განაზოგადოს და დაპრესოს მოვლენების უზარმაზარი რაოდენობა. დაინახოს თავისი შინაგანი კავშირი ამ მოვლენებთან და შესაბამისად აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები შემოქმედებისათვის. მაგრამ მორწმუნე ადამიანი ის არაა, ვინც ტაძარში დადის, არამედ ისაა, ვინც უპირველეს ყოვლისა ხელს უწყობს ღვთაებრივის ზრდას საკუთარ თავში. ამისათვის საჭიროა ღმერთისკენ სწრაფვა, მცნებების დაცვა, რომლებიც ხელს უწყობენ ღმერთთან ერთიანობის შეგრძნებას. იმისათვის რომ დრო და სივრცე შევკუმშოთ, არ უნდა გვქონდეს აგრესია არც წარსულის, არც მომავლის მიმართ. თუთქვენ წუხხართ წარსულის გამო დ ავერ იღებთ მას, თუ ჩქარობთ და მომავლის მოახლოებას ცდილობთ, გეშინიათ მისი, შემოქმედება თქვენთვის ჩაიკეტება და აზრის გრძნობაში შეკუმშვა ვერ მოხდება. ასე რომ შემოქმედება და რწმენა უწყვეტადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ყველაძე უძველესი, ქვაზე დახატული პირველყოფილი ადამიანების ნახატებიც კი, მაგიურ, რელიგიურ ხასიათს ატარებდნენ და აერთიანებდნენ წარსულის და მომავლის მოვლენებს.

მე ვუყურებ ოქტომბრის მოქუფრულ ცას. ქალაქი შემოდგომაშია ჩაძირული. ბუნება თითქოს კვდება ნელ-ნელა. ზოგიერთ ადამიანში ეს ფარულ დეპრესიას, სასოწარკვეთილებას და ცუდ განწყობას იწვევს, ხოლო ზოგიერთში პირიქით, ამ უფერულობის გადალახვის სურვილს და მაშინ მოკვდომის პროცესში ახალი სიცოცხლე იქმნება. ამიტომ შემოქმედი ადამიანებისთვის, ვისაც სიყვარულის და ენერგიის გაცემის დონე მაღალი აქვს და ამიტომ არ არიან გარემოზე დამოკიდებულნი, ასეთი პერიოდიახალ შესაძლებლობებს ხსნის. “ნუ წუხხართ წარსულის გამო”, - თავში ისევ ეს ფრაზა მოდის. ხალხთან შეხვედრის, ლექციის ან სემინარის წინ ყველაფრისგან მოწყვეტილი უნდა ვიყო.

სამყაროს განვითარების უმაღლესი პრინციპი – ერთიანობის პრინციპია. ღმერთისადმი სიყვარული, ესაა სწორედ მასთან ერთობა, ხოლო თუ ადამიანი უმთავრესად ამ სამყაროსთან ერთობას და სიყვარულს მიიცნევს, მაშინვე იწყება იმის ნგრევა, რაც გვიყვარს. მოძრაობა - ეს სიცოცხლეა. როცა სიცოცხლეს ვცემთ თაყვანს, სხვა ადამიანისადმი სიყვარული კი – სიცოცხლის გაგრძელების სურვილია, მაშინვე ჩნდება პრობლემები. სათქმელად ადვილია, მაგრამ ეჭვიანობის ცნება გაცილებით ფართოა, ვიდრე ვფიქრობთ. ლექცია ხარკოვში იმაზე გვიან დავამთავრე, ვიდრე საჭირო იყო, მინდოდა რაც შეიძლება მეტად დავხმარებოდი დარბაზში მსხდომ ხალხს.
სხვა ადამიანთან ერთიანობა არ უნდა იყოს აბსოლუტური. დახმარების სურვილი შინაგანად განზე გადგომის სურვილით უნდა იცვლებოდეს. ურთიერთობებიც სინუსოიდის პრინციპით უნდა ვითარდებოდეს. გულიც ხომ სინუსოიდის პრინციპით გვიცემს.

რაც უფრო ძლიერი ენერგეტიკა აქვს ადამიანს, მით უფრო სახიფათოა მისთვის არასწორი მსოფლმხედველობა. ნებისმიერი პროცესი გულისხმობს ორი ურთიერთსაპირისპირო ტენდენციის არსებობას. ავტომობილით რომ ვიაროთ, აუცილებელია გაზიც ვიხმაროთ და მუხრუჭებიც. თუ თქვენ მხოლოდ მუხრუჭებით სარგებლობა შეგიძლიათ, მანქანას ვერ დაძრავთ, ან ნელა ივლით და ყოველ ცამს გაჩერდებით. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეს გამოიყურება როგორც დაკომპლექსებულობა, მოუქნელობა, შიში, სასოწარკვეთილება. ხოლო თუ მხოლოდ გაზს მიაწვებით, მაშინ მანქანას დაამტვრევთ ან თავადაც დაიღუპებით. ცხოვრებაში ამ მოდელს შეესაბამება გამბედაობა და უშიშარობა, რომელიც თავხედობაში და სხვების დამცირებაში გადადის და საბოლოოდ ადამიანი დაღუპვამდე მიჰყავს.

ადამიანურ ბედნიერებაშიც საჭიროა რომ ვიხმაროთ არა მხოლოდ გაზი, არამედ მუხრუჭიც, და თუ თქვენ განიცადეთ ადამიანური ბედნიერება, ის უნდა გავაწონასწოროთ თავშეკავებით და გარესამყაროსგან მოწყვეტით, ხოლო თუ სხვას ეხმარებით, უნდა იგრძნოთ რა დროსაა საჭირო ამ დახმარების შეწყვეტა. თეორიულად ღმერთისადმი სიყვარულით და საკუთარი თავის ტრანსფორმაციით ნებისმიერი ავადმყოფობის განკურნება შეიძლება, მაგრამ თუ სიღრმისეული ცვლილებები არ ხდება, ადამიანი უნდა დაიტანჯოს, იავადმყოფოს, წინააღმდეგ მისი დანაშაული სულის წინააღმდეგ გამრავლდება, და რამდენადაც სულის დონეზე ჩვენ ყველანი ურთიერთკავშირში ვართ, ერთის დეგრადაცია სხვების დაღუპვასაც გამოიწვევს.

ეჭვიანობას საფუძვლად ადამიანური ბედნიერების განუწყვეტელი თაყვანისცემა უდევს, შეუმჩნევლად მასზე დამოკიდებული ხდები. ზედმეტად ხათრიანობა და მორცხვობა – ესეც ეჭვიანობის გამოვლინებებია, რომლებიც იგივე ავადმყოფობებს იწვევენ.

ცნობიერებაში ისევ ერთიანობის თემა ამოტივტივდა. სამყაროში ყველა მოვლენა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს ნატიფ დონეზე. განვითარება – ერთიანობის გაძლიერებაა, საკუთარი თავის სამყაროსთან გაიგივებაა. ფიქრები კვლავ გენერალისიმუს სუვოროვს უბრუნდებიან. ის ბავშვობიდან სუსტი და ავადმყოფი ბავშვი იყო და უკვე მაშინ გააკეთა არჩევანი: გაემაგრებინა უპირველეს ყოვლისა სული (дух) და არა სხეული. და ინტუიციურად ყველა მისი შემდგომი ქმედება სულის გაძლიერებისკენ იყო მიმართული. მისი ჯარისკაცები სასწაულებს გვიჩვენებდნენ, იმიტომ რომ არმია მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ერთიანი ორგანიზმი იყო. სუვოროვმა პირველმა აიძულა ჯარისკაცებს, რომ ელოცათ. “თავად მოკვდი, ამხანაგი კი გადაარჩინე!” – ეს იყო მისი დევიზი. ადრე არ მესმოდა პარადოქსული გამოთქმა: თუ ჯარისკაცს საქმე არაფერი აქვს, ააგლიჯე ღილებიდა აიძულე კვლავ დააკეროს. ახლა ეს გასაგები გახდა. სიზარმაცე და უმოქმედობა ასუსტებს სულს, ამცირებს ერთობას, აგრესიას და მანკიერებებს იწვევს ჯარისკაცებში.

თუ დავუფიქრდებით, სუვოროვი ზუსტად ასრულებდა ღვთაებრივის განვითარების და მასში ჩაწვდომის მთავარ პრინციპებს: სიყვარული ღმერთისადმი, ალტრუიზმი, სხვებზე ზრუნვა, ენერგიის უწყვეტი ხარჯვა, კოლექტიური ცნობიერების განვითარება, ტკივილის მოთმინებით გადატანის ცოდნა. ეს ყველაფერი მის არმიას დაუმარცხებელს ხდიდა. იმარჯვებს სულით ძლიერი – ამას ისტორია არაერთხელ ამტკიცებს. სულით ძლიერი – ეს ისაა, ვისაც აქვს ენერგია, მომავლის მარაგი, და მთავარი ენერგია ღმერთთან ერთობიდან მოდის. რაც მეტია ეს ერთობა, მით უფრო ძლიერი სული აქვს ადამიანს და მით უფრო მეტხანს იარსებებს ის საზოგადოება, რომელიც ასეთი ადამიანებისგან შედგება.

ახლა მომავლიდან ენერგიის ინტენსიური ნაკადი მოდის და ცოცხალის და არაცოცხალის ერთიანობის დონე იზრდება ჩვენს პლანეტაზე. თუ ადრე მხოლოდ სულიერ, განათლებულ ადამიანებს შეეძლოთ მოვლენებს შორის კავშირის დანახვა, ახლა ეს გაუნათლებელი ხალხისთვისაც ხდება შესამჩნევი.

მაღალი ძალების არსებობა ყველაფერში იწყებს გამოვლენას. მსგავსი სიტუაცია იყო დაახლოებით 2000 წლის წინათაც, მაგრამ ახლა, თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ რაც ხდება, ახალი ენერგიის ინტენსივობა გაცილებით მაღალი იქნება ადამიანები მზად უნდა იყვნენ ღვთაებრივის მოსვლისათვის. ალბათ ამ დროს უწოდებდა ქრისტე ცათა სასუფევლის მოსვლას.

კომენტარები

მსგავსი სტატიები

კარლოს კასტანედა - ექვსი ახსნის ვარაუდი

უცნობი თავი კარლოს კასტანედას წიგნიდან - "არწივის ძღვენი" მთარგმნელი...

კარლოს კასტანედა -

  მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ნაწილი 1 - ძალის მოქმედების მოწმობა ...

ვლადიმერ ლევი -

ნადირობა ფიქრზე (ფსიქიატრის შენიშვნები) მთარგმნელი: თინათინ აფაქიძე გამომცე...

სერგეი ლაზარევი -

წარმოგიდგენთ სერგეი ლაზარევის მეთორმეტე წიგნს ციკლიდან - "კარმის დიაგნოსტ...

დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია

დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია;  სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია წ...

ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო - ნაწილი მეორე

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მ...

ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მ...