ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია

ავტორი: Admin
0
(0)

თავი მესამე 

იუნგიანური მიდგომა სიზმრებისადმი

სიზმრის ინტერპრეტაციის იუნგიანურ მიდგომაში არსებობს სამი ძირითადი საფეხური:

1. სიზმარში არსებული დეტალების მკაფიო გააზრება. 

2. ერთმანეთთან დაკავშირებული ასოციაციების და ვითარებების სამ დონეზე შეკრება. ესენია: პერსონალური, კულტურული და არქეტიპული

3. სიზმარმხილველი ათავსებს ინტერპრეტირებულ სიზმარს მისი ცხოვრებისეული სიტუაციისა და ინდივიდუაციის პროცესის კონტექსტში. 

სიზმარში არსებული დეტალების მკაფიო გააზრება მინიმუმამდე ამცირებს ფსიქიკის გადატვირთვას. სიზმარში დანახული ხატ-სახეების შინაგანი კავშირის დანახვის შესწავლის გარეშე (განსაკუთრებით სხვადასხვა სიზმრების განგრძობითი სერიებისას) დამკვირვებელს ემუქრება საკუთარი გაგების არასწორად პროექცირება, რის შედეგადაც სახეზე გვაქვს სიზმრების არასწორი ინტერპრეტაცია. ჩვენს მიერ დასმული კითხვები სიზმრის ინტერპრეტაციისას იდენტურია იმისა, რაც ჩვეულებრივი ანალიტიკური გასაუბრებისას ხდება. მაგალითისთვის, თუ პაციენტი ეუბნება ფსიქოლოგს რომ იგი ტკივილს განიცდის, არსებობს ბევრი დამატებითი შეკითხვა: ტკივილი მუდმივია თუ პერიოდული? თუ პერიოდული, რამდენად ხშირად მეორდება? ეს მკვეთრი ტკივილია თუ ყრუ? ხდება ერთ კონკრეტულ, თუ რამდენიმე ადგილში? რა აძლიერებს ტკივილს? და ა.შ. 

დავუშვათ, სიზმარმხილველმა თქვა, რომ მას კუ ესიზმრა; ამ შემთხვევაში კითხვები იქნება: რა ზომის იყო კუ? რა ფერის? ძინავდა თუ აქტიურობდა? რამე არაჩვეულებრივი გააკეთა?..
მე დამსიზმრებია ორმოცდაათ მეტრიანი კუები, რომლებიც უზარმაზარ ხეებს ერთ ლუკმაში ნთქავდნენ! დიახ. თქვენს სიზმარში ნანახი "კუ", არ არის უბრალოდ "კუ"!

ასოციაციების დაკავშირება

სიზმრად ნახული მასალის ინფორმაციული შეგროვება კომპლექსების სამ ფენასთან მუშაობის ანალოგია. პირველ დონეზე ხატ-სახეები და ასოციაციები მუშავდება პირად, პერსონალურ დონეზე: სიზმარმხილველი პოულობს სიზმრის სიმბოლოთა მნიშვნელობას ყოველდღიური ცხოვრების გადმოსახედიდან, რა კავშირშია სიზმრად ნანახი მის პერსონალურ ცხოვრებასთან, რას გრძნობს მათთან დაკავშირებით და ა.შ
მსგავსი ასოციაციები ავლენენ კომპლექსების ბუნებას, რომლებიც არქეტიპული ბირთვის გარშემო ბინადრობენ. სიზმარში ნაცნობი ადამიანის გამოჩენის შემთხვევაში საკითხი ორად იყოფა: ვღებულობთ მსგავს ხატ-სახეს ობიექტურად (ანუ ნანახ პიროვნებას რეალურ პირთან ვაიგივებთ) თუ ვღებულობთ სუბიექტურად (აღვიქვამთ როგორც ჩვენივე ფსიქიკის პერსონიფიცირებულ ნაწილად). პრაქტიკაში, ნაცნობი ადამიანები, ადგილები ან სიტუაციები შესახლოა ატარებდნენ ობიექტურ მნიშვნელობას, მაგრამ ასევე შეიძლება ეხებოდეს სიზმარმხილველის ინტრაფსიქიკურ რეალობასაც, განსაკუთებით მაშინ, როცა სიზმარს თან ახლავს ძლიერი ემოციური ფონი. მიუხედავად იმისა, რომ მიზანშეწონილია ორივე შესაძლებლობის გათვალისწინება, კლინიკურ ასპექტში იუნგიანური მიდგომა სიზმრების ინტრაფსიქიკურ ასპექტს ეხება. 

კომპლექსების "შუა ფენა" შეიცავს გამოსახულებებს, რომლებიც უფრო კულტურული და ტრანსპერსონალურია. მაგალითად, როგორიცაა გაჩერების მაუწყებელი, წითელი შუქნიშანი, პრეზიდენტი - როგორც აშშ-ს ცენტრი და ა.შ.

თუ სიზმარში მსგავსი გამოსახულებები დაფიქსირებულია, ეს შეიძლება ფრთხილად მიუთითებდეს, რომ ფსიქიკამ კონკრეტული პოტენციური კომპლექსი ამოიცნო. 
სიზმრების ინტერპრეტაციის მესამე, არქეტიპული დონე, იუნგიანური ფსიქოლოგიის მიერ დამატებული მეთოდია. არქეტიპები ხილული სახით არ არსებობენ, ისინი უბრალოდ გარკვეული გამოცდილების სტრუქტურულ ტენდენციებს განასახიერებენ. ნებისმიერი არქეტიპის ხატ-სახე, თავად წარმოადგენს ამ არქეტიპს (თუმცა, ყოველთვის ნაკლებ პოტენციალს ავლენს, ვიდრე მას ტოტალურად გააჩნია). 
 
არქეტიპული გამოსახულებები სიზმარში ხშირად გაუცნობიერებელი რჩება, რადგან: 
 
1. სიზმარმხილველმა შეიძლება არ იცოდეს გარკვეული სიზმრის მოტივის მითოლოგიური ან არქეტიპული თანხვედრის შესახებ; 
 
2. იმ ფაქტის გამო, რომ ნებისმიერი ადამიანის გამოცდილება შესაძლოა არქეტიპული იყოს, 
ბევრი არქეტიპული ელემენტი ზედმეტად ჩვეულებრივია იმისთვის, რომ ჩვენი ყურადღება დაიმსახუროს. არქეტიპული გამოსახულებები წარმოადგენენ საზოგადოების დიდი რაოდენობისთვის საკმარისად მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომლებიც ფოლკლორში, ზღაპრებში, მითოლოგიაში და რელიგიაში გვხვდება (ცოცხალში თუ არქაულში). უამრავი ადამიანის ფსიქიკაში არსებობს "გაფილტრული" არქეტიპული ხატ-სახეები. 

ჩემი აზრით, არ არის აუცილებელი სიზმრის კარგი ინტერპრეტაციისთვის აუცილებლად განვიხილოთ არქეტიპული მნიშვნელობა, თუმცა, არის შემთხვევები, როცა სიზმრის არქეტიპული ინტერპრეტაცია ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი პერსონალურ დონეზე განხილვა. ცნობიერების მიერ მანამდე უცნობი არქეტიპული ხატ-სახეების რეალიზაციას, შეუძლია ფსიქიკის ღრმა ბუნებაში ახალი თეორიული ფანჯარა გახსნას გონებისათვის და ასევე აამაღლოს ჩვენი ყოველდღიური პერსპექტივა. 

სიზმრის კონტექსტი

სიზმარი, აუცილებლად სიზმარმხილველის ამჟამინდელი ცხოვრების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. იუნგი გრძნობდა, რომ ყველაზე ხშირად, სიზმრები აკომპენსირებდნენ ეგოს ცნობიერ ხედვას - დომინანტური ეგო-იდენტობისადმი, სთავაზობდნენ რა სიზმარში ერთგვარ "კონტრაპუნქტს" (ხშირად, უფრი ინკლუზიურ ხედვას). ეგოს ყოველთვის გააჩნია რეალობის შეზღუდული ხედვა, ხოლო სიზმარი ამ ლიმიტირებული ხედვის გაფართოების ტენდენციას ავლენს. (მიუხედავად იმისა, რომ გაფართოებას შესაძლოა დროებით უფრო შეზღუდული და ფოკუსირებული ცნობიერება დასჭირდეს). 

სიზმრების პერსონალურ, ცხოვრებისეულ კონტექსტში მოთავსება სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ეს სიზმარმხილველის მიერ მომავალში ჩასადენ ქმედებას ეხება. თუმცა, მისი ინტერპრეტაციის ნაადრევად დასრულებაც არაფრისმომცემია. ეს ყველაფერი შემაჯამებელ წესში რომ მოვაქციოთ, ასე გამოვა: თუ შენ გგონია, თითქოს უკვე მიხვდი, რისი თქმა უნდა სიზმარს, ჩათვალე რომ მისი მნიშვნელობა ხელიდან გაგისხლტა. 

მომდევნო თავებში ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ სიზმრებს, მოვიყვანთ მაგალითებს თერაპევტთა გამოცდილებებიდანაც. ზოგიერთი სიზმარი ადვილად ერგება კლასიკურ დრამატულ სტრუქტურას, თავისი - სიტუაციით, გართულებით და კლიმაქსით. ასეთ სიზმრებში შესაძლებელია დავაკვირდეთ, როგორ ჰგავს სიზმრის ერთი სიუჟეტი მეორეს, და როგორ გამოიწვია წინა სიზმარში განვითარებულმა მოვლენებმა მომდევნო სიზმარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ "სიზმრის-ეგოს" აქტივობასაც (ან მის პასიურობას), რადგან იგი ხშირად დაუყოვნებლივ მოითხოვს პარალელების გავლებას სიზმარმხილველის ცხოვრებაში. კონკრეტული შემთხვევების განხილვას მომდევნო თავებში იხილავთ.

 

კომენტარები

მსგავსი სტატიები

კარლოს კასტანედა - სიზმარხილვის ხელოვნება

  კარლოს კასტანედა   სიზმარხილვის ხელოვნება   მთარგმნელი:...

ოთხი კასტა - ვინ ხართ თქვენ?

ავტორი: ალექსეი პახაბოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ექსტრასენსორიკა. ნიჭი ...

ტანტრა - გზა ნეტარებისკენ

ანიშა ლ. დილანი ტანტრა – გზა ნეტარებისკენ. როგორ გავხსნათ ბუნებრივი სექსუალო...

პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი მთარგმნელი: მამუკა გურული ორიგინალი ინგლისურ ე...

იარე ფეხების გარეშე, იფრინე ფრთების გარეშე და იფიქრე გონების გარეშე

იარე ფეხების გარეშე იფრინე ფრთების გარეშე და იფიქრე გონების გარეშე ეს არის...