ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია

ავტორი: Admin
0
(0)

თავი მეცხრე
 
ალქიმიური სიმბოლიზმი
 
იუნგი წარმოუდგენლად იყო დაინტერესებული, ალქიმიური სიმბოლიზმის შინაარსის მიმართ. მან ალქიმიას ყველაზე მეტი კვლევა და მეცნიერული ტრაქტატი მიუძღვნა. მისი სიზმრების სერიებისადმი გაძლიერებულმა ინტერესმა, მას გადააწყვეტინა სიღრმისეულად გამოეკვლია მეთექვსმეტე საუკუნის ევროპული კულტურა. (ერთ-ერთ სიზმარში იუნგმა საკუთარი თავი შუა საუკუნეების ალქიმიკოსად აღიქვა). მან განმარტა, რომ ძველი ალქიმიური შრომები, თანამედროვე სიღრმის ფსიქოლოგიის წინარე ფორმას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ მცირე განსხვავება არსებობს ლიტერატურულ და სიმბოლურ აღწერილობებში. ალქიმიკოსები ცდილობდნენ კონკრეტული მატერიის ტრანსფორმაციას, მაგრამ ერთმანეთისგან მკაფიოდ არ განასხვავებდნენ მატერიაზე განხორციელებულ სამუშაოს და საკუთარ თავზე მუშაობას, ანუ შინაგან ტრანსფორმაციას. ალქიმიკოსების აზრით, ორივე სამუშაო ერთ მიზანს ემსახურება. ამ ფაქტის გამო, ისინი მიდრეკილნი იყვნენ, მოეხდინათ პერსონალური ხედვის პროექცია, რომელიც ლაბორატორიაში მიმდინარე  ტრანსფორმაციის საიდუმლო ქიმიურ პროცესებს ეხებოდა. სწორედ ამის გამო განსხვავდება ერთმანეთისგან ბევრი ალქიმიკოსის მოღვაწეობა და მათი თეორეტიკული მოდელები. 
   
შუა საუკუნეების დასასრულისკენ მოღვაწე ზოგიერთი ალქიმიკოსი, როგორც ჩანს საკმაოდ მკაფიოდ აცნობიერებდა, რომ მათი ხელოვნება პირველ რიგში პერსონალურ ტრანსფორმაციას ეხებოდა, ისინი ეძებდნენ არა მეტალის "ოქროს", არამედ შინაგან "ოქროს". სწორედ ამიტომ, გვიანდელი ალქიმიკოსები ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა: "ჩვენი ოქრო", "სიბრძნის წყალი", "ალმასის სხეული", "რთულად საპოვნელი განძი" და ა.შ. ამ ტერმინების რეალური მნიშვნელობის გაგება ძალიან, ძალიან ძნელია. ყველაზე გასაგები განმარტებით, მსგავსი ვერბალური ილუსტრაციები შინაგანი სამყაროს სხვადასხვა სუბსტანციის აღსაწერად გამოიყენებოდა. იუნგმა დაასკვნა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სიღრმის ფსიქოლოგიას წინამორბედი არ გააჩნდა, ალქიმიის არასწორად გაგება იყო; მისი თქმით, ალქიმია საუკუნეების მანძილზე იყო გაუქმებული, როგორც არაფრის მომცემი, უბრალო სქოლიო ქიმიის ისტორიაში. 
  
არსებობს რამდენიმე, ერთმანეთისგან მეტად ან ნაკლებად განსხვავებული ალქიმიური პროცესი. თუმცა, ჩვენთვის ხელმისაწვდომ ლიტერატურაში არ არსებობს დადგენილი სტანდარტული თანმიმდევრობა. თითოეულ ილუსტრაციაზე გამოსახულია ერთმანეთისგან განსხვავებული ხატ-სახეები. პრინციპულ ალქიმიურ ოპერაციებს შორის საუბარია "გადაწყვეტაზე", "კოაგულაციაზე", "სუბლიმაციაზე", "კალცინაციაზე", და "შეერთებაზე/გაერთიანებაზე" (coniunctio). 
   
თითოეულ ამ ქიმიურ ოპერაციას გააჩნია ფსიქოლოგიური პარალელები. მაგალითისთვის, კალცინაცია აღნიშნავს გაცხელების შედეგად ნივთიერებისგან მთელი ტენიანობის განდევნას, რაც მოცემული ნაერთის ტრანსფორმაციის შესაძლებლობას იძლევა. ფსიქოლოგიურად, იგივე პროცესი კავშირშია არაცნობიერში დაგუბებული კომპლექსების "გამოშრობასთან". ნივთიერების ხსნარში ჩასხმა და მისი ქიმიურად დაშლა ანალოგიურია ფსიქოლოგიური პროცესისა, რომლის საშუალებითაც ცნობიერად დამუშავებული "მასალა", არაცნობიერში იშლება. მისი საპირისპირო პროცესი, "კოაგულაცია" ასახავს სხვადასხვა ნივთიერების შერევის შედეგად ახალი ნივთიერების მიღებას. ფსიქოლოგიაში, იგი კავშირშია არაცნობიერი მატრიციდან ახალი, კომპლექსური იდეების წარმოშობასთან. ცნობილი ალქიმიური გამონათქვამი, "დაშლა და კოაგულაცია",  (SOLVE ET COAGULA), ასახავს განმეორებად ფსიქოლოგიურ პროცესს,  რომელშიც მყარ ნივთიერებას (გონებას), შეუძლია რთულად გადასაწყვეტი კონფლიქტი გადაჭრას; ანუ შეცვალოს სხვა "ნივთიერებით" (ახალი ხედვა).
   
ალქიმიური მოტივები სიზმრებში
 
არსებობს სიზმრების ისეთი გამოსახულებები და მოტივები, რომლებიც აშკარად ექცევიან ალქიმიური სიმბოლიზმის მრავალფეროვან დიაპაზონში.
  
კალცინაციის პროცესი სიზმრებში გამოისახება ცეცხლით, რომელიც ადამიანს ან ცხოველს არ აზიანებს. იშვიათ შემთხვევებში ცეცხლის მფრქვეველი სალამანდრა ან დრაკონი, აღნიშნავს ალქიმიურ სიმბოლიზმში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან - "პრიმა მატერიის" სიმბოლოს. როცა სიზმრებში ცეხლის ფენომენი აქტიურია, იგი მიუთითებს ალქიმიური ტრანსფორმაციის პროცესს, სადაც შინაგანი ცეცხლის (ემოციური თანაგრძნობა, სითბოს გამოხატვა) დახვეწა და სათანადოდ გამოყენება უნდა ვისწავლოთ. დავაკვირდეთ ალქიმიური ტიპის სიზმარხილვის ერთ-ერთ ნიმუშს:
  
"ცეცხლში დიდი ბაყაყი ზის. ნელ-ნელა იოდას ემსგავსება, "ვარსკვლავური ომებიდან". გამიკვირდა, რომ ამდენ ხანს ცოცხალი დარჩა ცეცხლში. მან ცეცხლიდან შემომხედა და დამაკვირდა. შემდეგ დაპატარავდა და მთლიანად გაშავდა. მომდევნო სცენაში, (შესაძლოა ეს იყო მეორე სიზმარი იმავე ღამეს), მე ვიყურებოდი აბორიგენი კაცის თვალებიდან, რომელსაც ღია ცეცხლში ფოლადის მახვილი ეჭირა. ჩემს ფეხთან გრდემლი იდო, რომელზეც მინიატურული ვეფხვი და კენგურუ ერთმანეთს ებრძოდა. ამავდროულად, ისინი ცდილობდნენ გრდემლიდან ჩამოსვლას. აბორიგენი (მე) მათ გრდემლზე აბრუნებდა. ბოლოს, ისინიც დაპატარავდნენ და გაშავდნენ."
   
სიზმარმხილველმა ასოციაცები შემდეგნაირად აღიქვა: კენგურუსგან იგი გრძნობდა ქალურ და მორცხვ ენერგიას, ამავდროულად უკვირდა, რომ მას ვეფხვის არ ეშინოდა. სიზმარი გვიჩვენებს ბაყაყის მაგვარ არსებას, რომელიც ემორჩილება კალცინაციურ გამოცდილებას, რაც მის დაყოფას იწვევს ორი დაპირისპირებული სიმბოლოს სახით. ამ დაძაბულობის დაცვა და გაკონტროლება უწევს პრიმიტიულ ეგო-სტრუქტურას. (აბორიგენი). ვეფხვისა და კენგურუს "მაღალი დონის" ტრანსოფრმაცია სიზმარში ასახული არ არის. თუმცა, მოგვიანებით, იგივე ადამიანს ესიზმრა:
  
"სიზმარში ვეძებ სამშენებლო უბანს. ირგვლივ ბულდოზერებია, რომლებიც ტერიტორიას ასუფთავებენ. ერთი დიდი შენობაა, უკაცრიელი და დანგრეული. შიგნით შევდივარ. გარედან შენობა ცარიელი ჩანდა, მაგრამ დერეფნის ბოლოს ერთი მოხუცი ბერი აღმოვაჩინე, რომელიც მომაკვდავ ადამიანებს უვლის. თითქოს უნდა დარწმუნდეს, რომ ყოველი მათგანი ღირსეულად მოკვდება. შემდეგ ვხედავ, რომ შენობაში მხოლოდ ბერი დარჩა. მომდევნო მომენტში ვერტმფრენიდან ახალ სამშენებლო კონსტრუქციებს დავყურებ. მე შემეძლო დამენახა მთელი ჰორიზონტის არეალი ჰაერიდან."
   
ამ სიზმრის ფონზე, მან დაიწყო ანალიტიკურ სამუშაოსთან მჭიდრო ურთიერთობა, რაც ძალიან საპასუხისმგებლო და დასაფასებელი გადაწყვეტილება გახლდათ. 
  
ალქიმიური პროცესი ხშირად აღინიშნება სიზმრებში, სადაც მოქმედება სამზარეულოში ხდება.

 

კომენტარები

მსგავსი სტატიები

ვერტიკალური ნება

ავტორი: ალექსეი პახაბოვიმთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი I. ძალისადმი მსახურ...

ჯორდან პიტერსონი -

ავტორი: ჯორდან პიტერსონი თარგმნა ჯგუფმა MAGMA დიდი დრო დამჭირდა სათაურის და...

იუნგი დამწყებებისთვის

ოლეგ თელემსკის ლექციების ციკლიდან მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ქალბატონ...

ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მ...

სტანისლავ გროფი -

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა...

ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო - ნაწილი მეორე

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მ...

დონ ხუანის მოძღვრება: იაკ ინდიელთა ცოდნის გზა

ავტორი: კარლოს კასტანედა წყარო დირექტორი: ლევან თითმერია რედაქტორი: დათო ა...

რობერტო ასაჯოლი - ფსიქოსინთეზი

მთარგმნელი: მამუკა გურული (წარმოგიდგენთ წიგნის მხოლოდ იმ ნაწილის თარგმანს, რ...