ოჯახური განლაგებები

ავტორი: Admin
0
(0)

familyyyy

პრაქტიკული გზამკვლევი
ოჯახური კონფლიქტების 
მიზეზების დადგენისთვის

ავტორი: ჯოი მანე, PhD

მთარგმნელი: ლილა
 
მადლობა წიგნის მოწოდებისთვის მოქშა ფეიქარს

 
გამოხმაურებები:
 
,,ოჯახური განლაგებები’’ ის წიგნია, რომლის დაბეჭდვასაც უამრავი ადამიანი ველოდით. ეს არის შესავალი ოჯახური განლაგების მეთოდისა, რომელიც დაწერილია ისეთი მკაფიო ენით, რომ თითქოს ფურცლებზე სუნთქავს. კარგი შეფ-მზარეულის მსგავსად, რომელიც სოუსს ამზადებს, პროფესორმა მანემ თერაპიის ამ მიმართულების მრავალი ინგრედიენტი, მისი პრაქტიკული და სულიერი ასპექტით მთავარ არსამდე დაიყვანა. კონკრეტული შემთხვევების მაგალითებით გამდიდრებულ ამ წიგნს, არაჩვეულებრივად მოაქვს ჩვენამდე მთავარი გზავნილი, რომ როდესაც გულებს ვხსნით და ვეთანხმებით იმას, რაც არის და არა იმას რაც გვწამს რომ არის, ვეხებით სიყვარულს, რომელიც ერთადერთი მკურნალია.

-ფილიპა ლუბოკი, თერაპევტი, ოჯახური განლაგებების ფასილიტატორი, მკურნალი (ოჯახის სულის მეშვეობით)

,,ჯოი მანემ შესანიშნავად დაწურა ბერტ ჰელინგერის ოჯახური განლაგების მეთოდი. თუ ეს მეთოდი გაინტერესებთ, არ გჭირდებათ ძვირადღირებული წიგნების შეძენა, რომლებსაც თაროზე შემოალაგებთ და მათი წაკითხვის დრო არასოდეს გექნებათ.  პროფესორმა მანემ შეასრულა მთელი სამუშაო და ყველაფერი ისეთი სიცხადით და პირდაპირობით აღწერა, რომ მსგავსს იშვიათად შეხვდებით თერაპიულ მიდგომებზე დაწერილ წიგნებში."

-კენ სლოუნი, ბუნებრივი განლაგებების მეთოდის თანაავტორი

,,ჯოი მანემ, ოჯახური განლაგების შესახებ, დაწერა ლაკონური, დიდაქტიკური წიგნი, რომელიც ფოკუსირებულია მიდგომის არსზე. მას აქვს განსაკუთრებული ნიჭი, ერთმანეთისგან განაცალკევოს მეთოდის არსობრივი და სხვა ნაწილები, რათა მკითხველი უკეთ ჩასწვდეს საერთო სურათს, სანამ პროცესს ჩაუღრმავდება. ეს წიგნი ნამდვილი მარგალიტია ოჯახურ განლაგებებზე დაწერილ ყველა წიგნს შორის.  პროფესორ მანეს სიბრძნე, პატივისცემა და სიყვარული ამ მინი სახელმძღვანელოს დახმარებით წინ მიუძღვის ფასილიტატორებს ოჯახური განლაგების მეთოდის  დისციპლინისკენ.

-ქეით ლინდლი შაიდეგერი, ნიჭიერი სული, ჟენევა, შვეიცარია
 
 
 
 
ჯოი მანეს სხვა წიგნები:
 
ცნობიერი სუნთქვა: როგორ შეუძლია შამანურ სუნთქვას 

შენი ცხოვრების შეცვლა 

სულის თერაპია

 

მადლობა
 
ამ წიგნში მოყვანილი კონკრეტული შემთხვევების მაგალითები აღებული მაქვს პირადი პრაქტიკიდან, ხოლო სადაც ეს ვერ შევძელი, მოვიშველიე ბერტ ჰელინგერის წიგნი ,,სიყვარულის დაფარული სიმეტრია’’ და აღვნიშნე ის შემდეგი აბრევიატურითა (LHS) და გვერდის ნომრით.
 
მადლობას ვუხდი ფილიპა ლუბოკს და რიჩარდ უოლშტეინს, რომლებმაც მიბიძგეს გავცნობოდი ბერტ ჰელინგერის შემოქმედებას. მადლობას ვუხდი ბერტ ჰელინგერს იმ დიდი სარგებლისთვის, რაც ოჯახური განლაგებით მივიღე როგორც კლიენტმა პირადად მასთან და სხვა ადამიანებთან მუშაობით, რომლებიც ამ მეთოდს იყენებენ. ასევე მადლობას ვუხდი მას იმ სიბრძნისთვის, რომელიც მომიტანა წარმომადგენლის, დამკვირვებლისა და ფასილიტატორის როლში ყოფნამ. უზომოდ მადლობელი ვარ ევა ფოლისა და მისი გუნდის ISI-ის სემინარებიდან, რომლებიც თავიანთი უნიკალური ნიჭითა და კომპეტენციით, ორგანიზებას უწევენ ჩემს ვორქშოფებს პოლონეთში.
 
სიხარული და სიამოვნება იყო ჩემი გამოცდილების გაერთიანება და ამ წიგნის დაწერა. მადლობელი ვარ ვარ ჟაკ მაირის Jouvence-ის გამომცემლობიდან, რომელმაც მთხოვა ამ საქმისთვის ხელი მომეკიდა. მადლობას ვუხდი ენ ჰარისონს, რომელიც ოჯახურ განლაგებებს ატარებს ავსტრალიაში, რადგან იყო ჩემი დამხმარე, კონსტრუქციული კრიტიკოსი და წამხალისებელი
 
ინგლისური გამოცემისთვის
 
ჩემი პირველი და მეორე წიგნი North Atlantic Books-მა გამოსცა. მიხარია, რომ ახლა იგი ამ წიგნის ორიგინალურ ვერსიას აქვეყნებს, რომელიც ფრანგული ბაზრისთვის დავწერე. გამომცემელი არის ის ნაყოფიერი ნიადაგი, რომელშიც ავტორი ყვავის. მე უზომოდ მადლობელი ვარ რიჩარდ გროსინჯერის მდიდარი და სასარგებლო თანამშრომლობისთვის. დიდი სიამოვნებაა, რომ ემილი ბოიდი ისევ ჩემი პროექტის რედაქტორია. მადლობას ვუხდი ადრიენ არმსტრონგს ოსტატური ლიტერატურული რედაქტირებისთვის და აიელეთ მაიდას ყდისთვის, რომელიც ნამდვილად შეეხო ჩემს გულს.

წინასიტყვეობა
 
ამ წიგნის ხელნაწერის კითხვისას მაოცებდა, თუ როგორ ცხადად და მარტივად გადმოგვცემს ჯოი მანე ძალიან კომპლექსურ საკითხებს. ყველაფერი ისე აშკარად და ცხადადაა გადმოცემული, რომ შევამჩნიე, როგორ ხშირად ვაქნევდი თავს თანხმობის ნიშნად.
 
ეს განსაკუთრებული წიგნია - დიდი ხნის ნანატრი შესავალი იმ საკითხებში, რომლებსაც ოჯახურმა განლაგებებმა მოჰფინეს ნათელი.  წიგნი ძალიან მარტივი და სასიამოვნოდ საკითხავია. ამის გარდა, იგი სულის მალამოა, მრავალი მინიშნებით იმაზე, თუ როგორ გავამდიდროთ და გავხადოთ სრულფასოვანი ჩვენი ცხოვრება და ურთიერთობები.  პროფესორმა მანემ ამ წიგნით კიდევ უამრავი რამე გადმოგვცა.
 
მადლობას ვუხდი მას ამ შესანიშნავი ნაშრომისთვის. დარწმუნებული ვარ, ის მრავალი მკითხვეულის გულში დაიდებს ბინას.
 
-ბერტ ჰელინგერი, 
ოჯახური განლაგებების თერაპიის შემქმნელი და
ოცდაათზე მეტი წიგნის ავტორი

 

კომენტარები

მსგავსი სტატიები

პრომეთეს აღზევება (ცნობიერების ევოლუცია)

ავტორი: რობერტ ანტონ უილსონი მთარგმნელი: მამუკა გურული ორიგინალი ინგლისურ ე...

კარლოს კასტანედა -

  მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე ნაწილი 1 - ძალის მოქმედების მოწმობა ...

დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია

დიმიტრი უზნაძე - ბავშვის ფსიქოლოგია;  სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია წ...

ჯო დისპენზა -

ავტორი: ჯო დისპენზა მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე ტვინი გარე სამყაროში და ჩვე...

ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო - ნაწილი მეორე

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მ...

ჯორდან პიტერსონი -

ავტორი: ჯორდან პიტერსონი თარგმნა ჯგუფმა MAGMA დიდი დრო დამჭირდა სათაურის და...

სტანისლავ გროფი -

1962 წელს, XX საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფილოსოფოსმა, თომას კუნმა...