იოგას ოთხი საფეხური | შივარამა სვამი
დღესდღეობით ბევრი ჩვენგანი ვარჯიშობს იოგას ასანებს ან უფიქრია ვარჯიშის დაწყებაზე. თუმცა, საით მიჰყავხარ იოგას და საერთოდ რა არის მისი მიზანი? წონაში კლება, ყურადღების კონცენტრაცია თუ მეტი ფსიქო-ემოციური ჰარმონია? ამ შედეგების მიღწევა იოგით შესაძლებელია, თუმცა მისი მიზანი სულაც არაა, რადგან იოგას უფრო აღმატებული მიზანი აქვს და მის გაგებაში იოგას ოთხი საფეხურის გაგება დაგვეხმარება, რომელიც ბჰაგავად-გიტაშია მოცემული.