მოკლემეტრაჟიანი კინოსცენარი.
კინოთი დაინტერესებულ ადამინებს შეუძლიათ დამიკავშირდნენ.
ლინჩის წესი
სცენა I ჩანს კლდე, რომლის ხედზე იშლება მთლიანი პეიზაჟი სოფლების და მთის ქედის. ამინდი არის მოჟამული, ნისლიანი, რომელშიც ბუნტად ირეკლება ეს პეიზაჟი. გარკვეული ხანგრძლივბით ნარჩუნდება ეს კადრი და შემდეგ იკვეთება პატარა კოშკურა გამოკევთილად მისტიური მუსიკის ფონზე.
სცენა II
კლდის პირას დგას ახალგაზრდა ქალი თეთრი პერანგით. თვალები აქვს ახევული თეთრივე ნაჭრით. მთებისკენ ტრიალდება და ნელი მოძრაობით იხსნის ნაჭერს თვალებიდან. ახნის პროცესი არ სრულდება და კადრი გადადის.
სცენა III
ახალგაზრდა ქალი მიცოცავს კლდეზე ნელი მოძრაობით ნისლოვან ბინდბუნდში. ქალის მოძრაობის სტრუქტურაში იკვეთება ბუნდოვანებისა და ტრაგიზმის განცდა. აღწევს მაღლა ხელების ფხოჭვნით და როდესაც უკვე უნდა ხელი დაადოს კლდეს გაისმება აფეთქების ხმა. ეკრანი მთლიანად დაბნელდება და სიბნელეში ისმის ხმათა შიზოიდური ეფექტი. თეფშზე ჩანგლის კაწვრა...
სცენა IV
მოქმედება ხდება სასაფლაოზე მთვარიან ღამეში. ქალი ტაძრის ნანგრევებში ბუდისტური მუსიკის ფონზე ასრულებს რიტუალურ ცეკვას. გარშემო ანთია რამდენიმე კოცონი სადაც დგანან შიშველი შავკანიანი მამაკაცები აფიკული ტომების სამოსით და ასხავენ ღვინოს ცეცხლს თასებიდან. უცებ ცეკკვა სრულდება და ეს შიშველი მამაკაცები გადაქცეულნი ჩრდილებად უახლოვდებიან გახევებულ ქალს.
სცენა V
სურათში ჩნდება მონაკვეთი ბელა ტარის ფილმდიან "ტურინის ცხენი"... სადაც მთხრობელი ნიცშესა და ცხენის ისტორიას ყვება.
სცენა VI
ხდება ამ ქალის ლინჩის წესით გასამართლება ნიღბიანი ბრბოს მიერ, რომელთაც დანები და ნაჯახები უჭირავთ ხელში. ქალი წევს მეგალითურ ნაგებობათან აგონიურ მდგომარეობაში და ელანდება პატარა ბავშვები. ერთი ბიჭი და ერთი გოგო. ორივე ტირიან ამ სუართის შემხედვარე.
სცენა VII
არის ძველი ოთახი, რომელში ეს ქალი მაგიდასთან ზის და ათვალიერებს ფოტოალბომს. ხარბად დააკვირდება ერთ ფოტოსურათს. ამ ფოტოსურათზე არის გამოსახული ის ბავშვები, რომელიც სიკვდლის წინ ეცხადებოდა ჰალუცინაციის სახით. ოთახის იმ ნაწილიდან რომელსაც კამერა არ აფიქსირებს ისმის ქალის ხმა.
ქალი: რას აკეთებ?
ახალგაზრდა ქალი: ჩემს ძველ სურათებს ვათვალიერებ და ბავშვობის ფოტო აღმოვაჩინე, სადაც მე და ივანი ვართ ერთად. რამდენი დრო გავიდა..
ქალი :ჰო... ძალიან ბევრი. ახალგაზრდა ქალი რაც თავი ციხეში ჩამოიხრჩო...
სცენა VIII
ჩანს მეგალითან უკვე მკვდარი ახალგაზრდა ქალი სისხლით მოსვრილი და დამახინჯებული ანატომიურად.
სცენა IX
ველზე მიდან ახლაგაზრდა გოგო და ბიჭი. ბიჭის სახე დანაღვლიანებულია, ხოლო გოგოსი არის ნამტირალევი. ახალგაზრდა გოგო ადამიანს სიკვდილით არასდროს უნდა სჯიდნენ!
სცენა X
გაშმაგებული ბრბო ერთიანდ მოტრიალდება. ნიღბები ჩამოსცვივდებათ და ჩავარდება ტალახიან წუმპეში. დავრდება დანები და ნაჯახები და ეს ვარდნა როგორც ნიღბეის ასევე ნაჯახებისა და დანების დაფიქსირდება ერთობლივად მიწიდან დაცემის პროცესში შესაბამისი ხმის ეფექტებით. ნიღაბჩამოხსნილი და იარაღაყრილი ბრბო ხედავს ხესთან ახლაგაზრდა ქალს, რომელსაც აცვია შავი პერანგი ხოლო სახე სისხლით აქვს მოსვრილი და ტალახით. იგი ხეზე კიდებს თოკს და იხრჩობს თავს.
სცენა XI
ისევ გაისმება აფეთქება და ეკრანი ჩაბნელდება. კვლავ თან დაერთვის ხმის ეფექტები, ოღონდ ამჯერად წყლის ხმაურის და ქარის ერთად. ეკრანიდან სიბნელე მოიხსნება და დაფიქსირდება ბნელი ცაში ამოსული მთვარის მკვეთრი გამოსახულება.