მოკლემეტრაჟიანი კინო სცენარი
ავტორი : გოგი ნარეკლიშვილი
ფოტოსურათის ავტორი : ლიზი ვაშაკიძე
შეხვედრა
სცენა I
შემოდგომის ფოთოლცვენაში ჩამუხლული პატარა ბიჭუნა ლოცულობს. იქვე არის ჭა. ირგვლივ მხოლოდ ფოთლები ყრია. კაშკაშებს ფოთლები მოწითალო და მოყვითლო ფერში. წამოვა წვიმა. ლოცვის დროს ბიჭუნა გატალახდება წვიმაში, მაგრამ არ გიინძრევა. თითქოს შეპყრობილივით. გადაიღებს წვიმა და დაღამდება. ამოვა მთვარე. დაბნელდება და მთვარე გააღებს პირს. შუაზე გადაიხსნება და გადმოღვრის რძეს როგორც კოკიდან წყალი დაიღვაროს ისე და ბიჭი მთლიანად დასველდება.
ბიჭი: ღმერთმანი. სად გაქრა ტალახი. ან რატომ ვარ შიშველი?
მთვარე: სად ხარ?
ბიჭი: მთვარე ღამის გვირგვინოსანი ასე საუბრობს როდესაც ნამდვილად ხვდება რჩეულს. და შენ გამოცანა გერგება.
ბიჭუნა უკვე შიშველი წევს რძით განბანილი ფოთლებში, მაგრამ ტალახი არ ეკარება მიუხედავად იმისა რომ ირგვლივ მიწას გაუტალახებია ყველა ფოთოლი.
ბიჭი : რა გამოცანა?
მთვარე : შენვე აღმოაჩენ.
ბიჭი მივა ჭასთან. შიგნით არაფერია. ნაწვიმარი წყალიც კი არ ჩანს.
ბიჭი : ეს როგორ?
ბიჭი მიდის და ფსკერზე ხედავს ჭაში რძით დასველებულ შავ ობობას.
სცენა II
საბავშო ბაღში იგივე ბიჭუნა თამაშობს განმარტოებით სათამაშოებით. ბაღში მის გარდა ყველა ხამურობს ის კი მარტოსული ცდილობს რაღაცას თითქოს ჩასწვდეს. უცებ ერჭმება ლურსმანი იატაკიდან და სისხლის ნაცვლად გადმოსდის ჩირქი. ლურსმანთანან დარბის შავი ობობა, რომელსაც ფეხი უნდა დაადგას და გაჭყლიტოს, მაგრამ ყველა წვეთი ჩირქის ეცემა ობობას და გადმოსული ჩირქიდან წარმოიქმნება შავი გველი. უცებ ბიჭუნა ხვდება ლაბირინთში სადაც მას დაჰყურებს ფრთიანი ანგელოზი.
ფრთიანი ანგელოზი : ჩვენ ისევ შევხდით და დავრწმუნდი რომ შენ სისხლი არ გაქვს.
ბიჭი: მე შენ არასოდეს მინახიხარ სხვაგან და შენ ცდები. მე მაქვს სისხლი.
ფრთიანი ანგელოზი : შეხვედრა უკვე შედგა ჩვენ შორის და შენ შეცდი, როდესაც თქვი რომ არასოდეს გინახივარ და თუ არ გაიხსენებ ჩვენს პირველ შეხვედრას შენ იქნები მკვდარი იქამდე სანამ საკუთარ სისხლში არ ჩაიძირები.
ბიჭი : მე შენ არასოდეს არ მინახიხარ.
ფრთიანი ანგელოზი : მომავალ შეხვედრამდე.
სცენა ბრუნდება ბაღში სადაც არის ატეხილი წივილ, რადგან გველი დასრიალებს ოთახში.
ბიჭი : მასწავლებელო მე თითი გავიჭერი. [კივის ბავშვი].
მასწავლებელი : [ახალგაზრდა ქალი] . მაჩვენება აბა. ოჰ არაფერია. წვეთი სისხლი არ დაგდის. რა დროს ეგააა ვერ ხედავ გველი შემოვიდა. ეს დაწყევლილი სოფელი.
სცენა III
ტყეში გავერანებულ ადგილას, რომელიც ითოშება ზამთრის სიცივით. თოვლი უკვე აღებულია და უფრო მეტ სიცივეს მატებს გარემოს. პატარა ბიჭუნდა დგას განამრტოებით და არის საღმოს მთვარე. იქვე არის ჭა. ბიჭუნა ჭაში ჩაიხედავს და დაგუბეულა სუფთა წყალი სადაც ირეკლება თავად გაწვდილი ხელით და ასევე ანგელოზის ხელი, რომელთანაც მოჭუდებასაც მისი ხელი ცდილობს. მის გამოსახულებას წრიულად შემოარტყავს გარს მთვარის რკალი სხვადასხვა მთვარეებით და დაიწყებს როკვას. ამის შემდეგ ამოდის ჭიდან ანგელოზი და ხელით გაიშვერს ტაძრისკენ, რომელიც არის ტყეში და ცეცხლის უკიდია. ბიჭი კვლავ არის შიშველი. ანგელოზი ამოიღებს მათრახს და მთვარიანზე შიშველ ბიჭს ურტყავს.
ფრთიანი ანგელოზი : გასამართლებს თავად ჭეშმარიტება.
ბიჭს სისხლი გადმოსდის ბეჭებიდან და თოვლიან მიწას ეცემა მისი სისხლის წვეთები. ამის შემდეგ ის შეშინებული გადახტება ჭაში და როდესაც იქ ჩავარდება აღმოჩნდება ზღვასთან, რომლის თავზე აღმართულია უზარმაზარი უფსკრული. იქვე გაჩნდება ფრთიანი ანგელოზი.
ფრთიანი ანგელოზი : მე თავად ვარ შენი ჭეშმარიტება. შეხედე ზღვას. ეს მარილიანი წყალია და მაინც წყალი და შენში სისხლი საერთოდ არაა. შენ მკვდარი ხარ, რადგან უსისხლო ხარ.
ბიჭი : მე არ ვარ უსისხლო.
კამერა აფიქსირებს როგორ არის ქვასთან დაგდებული დანა.
ფრთიანი ანგელოზი : აი ხედავ დანას. გაიჭერი თითი.
ბიჭი : თუ გავიჭრი გავცოცხლდები?
ფრთიანი ანგელოზი : მაშინ გაცოცხლდები, როდესაც შენ სისხლში ჩაიძირები.
ბიჭი : ახლავე გავიჭრი თითს და ჩემს დაცემულ სისხლში ჩავწვები.
ფრთიანი ანგელოზი : სცადე.
ბიჭი გაიჭრის თითს და ისევ გადმოვა ჩირქი და ჩირქიდან ობობები და გველები.
ბიჭი. [კივილით] : მე ვარ უსისხლო.
სცენა IV
ახალგაზრდა კაცი მიდის სოფლის დაღმართზე და ისმის მხოლოდ მონოლოგი საკუთარ თავთან. აცვია შავი ქურთუკი. ჩვეულებრივი ნაცრისფერი შარვალი და ახურავს ქუდი.
მონოლოგი : მე ვარ ბატონი ნ. . ცხოვრებაში არაფერი აღარ დამრჩა. ძველბზე, ჩონჩხებზე და საფლავებზე ვფიქრობ. ნოემბრის ცივი დღეა. სოფელში პინ-პონგს თამაშობენ. ამოდის მთვარე და შემდეგ მზე. შემდეგ პირიქით. მე ჩაის ვსვამ დღეში ხუთი საათი და სიგარეტს ვეწევი. ხუთი საათი თვითმკვლელობაზე ვფიქრობ და თან სიგარეტს ვეწევი. დანარჩენი მძინავს და რაღაც უცნაური სიზმრების ტყვეობაში ვარ. რაღაც...მოკლედ აბდაუბდაა, მაგრამ ერთი ჩვევა დამჩემდა. ხშირად ვუყურებ ჩემს ბავშობის ფოტო-ალბომს და როდესაც სურათებს ვხედავ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. არაფერი აღარ მახსოვს. არცერთი გრძნობა. ყველაფერი წაშლილია. მერე ჭიპლარი და დასწყევლოს ეშმაკმა. არაფერი სხვა. ბროწეული მიყვარდა და როდესაც გადახეჩილ ბროწეულს ვხედავ მინდა რომ ავლოკო და ტუჩები რომ წითლად მიელვარდება მერე ვკივი. მერე ჩავდივარ და პინკ-პონგს ვთამაშობ. ამ დროს ჩაის აღარ ვსვამ. ეგაა და ეგ.
ის ხედავს ჭას ხის ქვეშ. გაოცდება და გახევდება.
ახალგაზრდა კაცი :მოიცადე, მემგონი ვგიჟდები.
მიდის და ჭაში ჩაიხედება. შიგნით ბროწეულები ყრია და წყალი წითლადაა შეღებილი.
ახალგაზრდა კაცი : ჰმ...
ის ჩაში ხტება. იქვე ჩნდება ბიჭუნა, რომელსაც იგივე სახე აქვს რაც წინა სცენებში აღწერილ ბიჭს. ის ყვირის, რომ კაცი გადავარდა ჭაში. მოცვივდებიან ხალხი, რომლებსაც ვერ უცვნიათ ბიჭუნა და ვერც ჭა. აი ჭაში გადავარდილი კი უბედური ბატონი ნ. გახლავთ.
სცენა V
ამოდის მთვარე და ჩანს რამდენიმე ფაზად. ტყეში დევს კუბო, რომელსაც აწერია დასასრული თეთრ გადაფარებულ დროშაზე.
სცენა VI
აღმართზე მიდის პატარა ბიჭუნა, რომელსაც ხელში აქვს რვეული და ხმამაღლა კითხულობს ლექსს.
რძეში განბანილი მთვარე
სისხლი გადმოსული ჭიდან
არ ვინ ვარ ან რა ვარ
ან როგორ დავეშვი ციდან.