ძალიან მომინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და სამყაროს მიმართ ჩემი დამოკიდებულება , რომელმაც ერთ წელში განმაცდევინა სწრაფი ტრანსფორმაცია, ამბოხი და ევოლუცია თანდათან გავხდი არავინ და შემდეგ ყველაფერი, დავინახე რომ ჩემში არის იმდენივე ჩრდილი რამდენიც ნათელი. შევქმენი საკუთარი "-იზმი" და ისევ გავანადგურე. თავისუფლებაც ეს ყოფილა 🙏💚

1️⃣ ეს იყო უპირობო სიყვარულის აღქმა. ეს არაა მხოლოდ სიყვარული, ესაა მიმღებლობა ყველაფრისადმი, ყველა პროცესისადმი.
2️⃣ დავამყარე მშვიდობა ჩემს წარსულთან, რაც დამეხმარა და მეხმარება ვფოკუსირდე უნარებზე რაც მაქვს აწმყოში. მომავალიც ხომ აწმყოს მოქმედებებით იქმნება 😊
3️⃣ აქცეპტირება გავუკეთე დუალობას.
დუალობა ნიშნავს შემოქმედებას. ძალიან აუცილებელია ამის კარგად გააზრება. ჩვენ ვართ პოლარულობის ევოლუცია, კონცეფცია კარგის და ცუდის . დუალობა იყო საჭირო, რომ გაგვერჩია რა გადაგვარჩევდა და რა მოგვკლავდა.
4️⃣ არ არსებობენ ცუდი ადამიანები! ყოველი ცუდი ადამიანი რომლებსაც ვხვდებით არის ბავშვი, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს როგორ გაუმკლავდეს საკითხს ( "პრობლემას").
მათ არ ჰქონიათ სიყვარული ბავშვობაში. ისინი არიან ჩაგვრის მსხვერპლი , მათ მხოლოდ ესე იციან საკითხების გადაჭრა.
5️⃣ არ უნდა დავყოთ სამყარო კარგ და ცუდ ნაწილებად. მუდმივად იქმნება კარგი და ცუდი, ხანდახან ამ ერნერგიების გარკვეული რაოდენობა იჭედება და მერე ფეთქდება, რაც გვაშინებს და გვგონია რომ ეს გვკლავს. რაც რა თქმა უნდა ასე არაა😊
6️⃣ კარგად რომ იყო ნიშნავს იყო ბალანსში. ბალანსში ანუ ჰარმონიული შეთანხმება შენს ფიქრებთან, გრძნობებთან/ემოციებთან და ქმედებებთან.
რაც ნამდვილად არც ისე ადვილია. მაგრამ სავსებით შესაძლებელი, მედიტაციის დახმარებით🥰
7️⃣ ეგო ↔️მე ვარ
არის ხელსაწყო რომ გავაანალიზოთ რას ვფლობთ სამყაროში . მას არ უნდა ვებრძოლოთ ან ვცადოთ მოვიშოროთ. უნდა გავიგოთ როგორ გამოვიყენოთ. ეგო არის იარაღი, საშუალება რომ ვიყოთ შემოქმედებაში.
ეგოს გარეშე რთული იქნებოდა რამის შექმნა თუ შეუძლებელი არა.
ჩვენ ვართ ის ღმერთი, რომელიც არის შემოქმედი ჩვენი საკუთარი რეალობის. და წარმოიდგინეთ ყოველდღე რამდენ რას ვქმნით, თუნდაც პატარა ლამაზ იდეას, ან ნივთს ... ნებისმიერ რამეს და რა სულელები ვართ ამის შემდეგ რომ ვდაობთ ღმერთის არსებობა არარსებობაზე, ვეძებთ სხვაგან როცა ის ჩვენ ვართ და ჩვენშია.

↪ ამ ყველაფრის გასაგებად , დასანახად ,შესაგრძნობად, მისახვედრად დამჭირდა 28 წლის დაკვირვება სამყაროზე, ამან ბოლოს შინაგანი გადატრიალება გამოიწვია , რამაც ძალიან მოულოდნელად მიმიყვანა მედიტაციამდე სულიერ ცხოვრებამდე( რაც მანამდე არანაირ ინტერესს არ იწვევდა ჩემში). დისციპლინის, სუფთა კვებით, ბევრი სიცილით და პოზიტიურობით , არანაირი მასმედიით, ცოტა ასკეტურობით , მზერის შიგნით შემოტრიალებით, თანდათან სტაბილურად თავისუფლდება ჩემი ნეირონები ნეგატივისგან. რაც საგრძნობლად ცვლის რეალობას ჩემს გარშემო 🌸

ყოველი მეასე ადამიანი მაინც რომ დაფიქრდეს და გაიაზროს საკუთარი "მე"ს არსი და დაიწყოს საკუთარ მაღალ მეზე მუშაობა, მგონია რომ ბევრად კარგად ვიქნებით 💚

გადავახტეთ გლობალურ აზროვნებას და დავიწყოთ კოსმიურად ფიქრი🌌

სიკეთე და სიყვარული ჩვენ 💚💚💚