happy end

ავტორი: ეკატერინე სამხარაძე

" ჰამლეტი ამბობდა რომ დანია დიდი ციხეა. დანიისა არ ვიცი მაგრამ ეს კია ციხე,თან ისეთი დიდი რომ გარშემო არც კი ჩანს მავთულხლართი.ციხე იმდენად დიდია რომ მასში მყოფნი ერთდროულად პატიმრებიც არიან დარაჯებიც და ჯალათებიც.სასჯელები კი წარმოუდგენლად ბევრია და მრავალფეროვანი, უამრავი აკრძალვა არ... არ... არ... ყველაზე საშინელია არ იფიქრო.ეს არის სასტიკი განაჩენი რომელიც წინ ეღობება ფიქრს ნატვრას ოცნებას. როგორ შეიძლება არ იფიქრო , ან რა უნდა უყო გულს რომელსაც იისფერი ურჩევნია როცა სხვებს წითელი მოწონთ."
-ნინო! ნინო სადა ხარ დედა? მოდი მომეხმარე შვილო.
დაუმთავრებელი ნაწერი დახურა ნინომ და ნაჩქარევად დამალა საწოლზე დადებულ კენგას ჩანთაში.
- ნინო წამოდი შვილო წყალი მომატანინე,-ვერ შეამჩნია რომ დედა უკვე ოთახში შემოსულყო.
სოფელში წყალი არ არის. თითქმის ყოველ ზაფხულს საშინელი გვალვაა და სოფლელები ონკანის წყლით რწყავენ ბაღ-ბოსტნებს.მათი სახლი კი მაღლობზე დგას და წყალი იქამდე ვერ აღწევს.ამიტომ მეზობელტან მიდიან ყოველდღე ჭიდან წყლის ამოსაღებად.მეზობელიჰ ქვია თორემ თითქმის მეორე უბანში ცხოვრობს.ქუჩაში გასულებს მეზობელმა დაუძახა.
-მზია, ვალი როდის უნდა გადამიხადო?მალემომიტანე ძალიან მჭირდება.
მეზობელს პატარა მაღაზია აქვს გახსნილი და ნინოს დედას იქ უკვე ბევრი ე.წ ნისია დაუგროვდა.
- მოგაწვდი 2-3 დღეში, -გაეპასუხა მეზობელს.
-მეტი არა შენ ვერაფერი მომაწოდო,- თავისთვის ჩაილაპარაკა ქალმა.


უკვე სახლისკენ მოდიოდნენ როცა ნინომ დედას ჰკითხა:
-დედა დათო მარტო დატოვე?
- არაუშავს შვილო წამალი მივეცი და ჩვენც მალე მივალთ.
დათო უფროსი ვაჟია, ეპილეფსია სჭირს მძიმე ფორმა.
-შვილო ბებიაშენის საათი უნდა გავყიდო.ეხლა წყალი მივიტანოთ და თბილისში გაგატან,მე შენს ძმასთან დავრჩები.
"მარტო როგორ წავიდე?"
- 2 ლარს მოგცემ დედა მეტი აღარა გვაქს, რომ გაყიდი იქიდან იმ ფულით წამოდი. დათოს რამე წამოუღე , გაეხარდება.
უკვე სახლს მიუახლოვდნენ როცა საშინელი მსხვრევის ხმა გაისმა. დედამ ქყალი გზაზე დადგა და უფროს შვილთან გაიქცა.ნინოც გაჰყვა , სანამ შინ შევიდოდ კივილი მოესმა შინ კი შემზარავი სურათი დახვდა - იატაკზე ეგდო ბებიას ძველი საათი,ძვირფასი ბროლის ნატეხები მთელ ოთახში მიმოფანტულიყო.ძმას ხელები სისხლით დასვროდა ძირს ეგდო და იკლაკნებოდა.დედა ცდოლობდა როგორმე გონზე მოეყვანა.
იცით როგორია როცა საშინლად გცივა 40* სიცხეში? არ იცით





რამოდენიმე წლის შემდეგ.


ნინო და დათო ქუჩაში მიდიან,დათომ დაპატიჟა თავისთან რამდენიმე თვე ემზადებოდა რომ დისთვის ესიამოვნებინა.ვიტრინას ჩაუარეს ჯერ მანეკენს შეხედეს მერე ერთმენეთს და გაიცინეს .
ნინო: ნათიას როგორ გავს,
დათო:აი ამით განხვავდება კინო და სინამდვილე, კინოში ის აუცილებლად ნათია იქნებოდა.
ნინო: ჰო და აუცილებლად happy end-ით დამთავრდებოდა,
დათო :ცხოვრებაც ასე მთავრდება, ამიტომ არ უნდა მოიკლა თავი.ეს იგივეა ტელევიზორი იქამდე გამორთო ვიდრე ფილმი დასრულდება.თუ თავს მოიკლავ ვერასოდეს ნახავ შენს საკუთარ Happy End-ს.