1984 5 მარტის მზიანი ღამე

ავტორი: ეკატერინე სამხარაძე

დღეს "მჭევრმეტყველი " არ ვიქნები, მხოლოდ ორველის პოპულარული დისტოპიის ერთ-ერთ ბოლო ნაწილს გავიხსენებ: უინსტონი უკვე გამოსულია ციხიდან და ერთი ვითომ თავისუფალი და გამორჩეული კაფეს წინ ზის, უკვე დიდი ხნის დაკარგული ჰყავს მისი ცხოვრების ერთედერთი ნათელი წერტილი - ჯულია.ზის და იდუმალებით მოცული დიდი ძმის მოღალატე მეგობრებს უმზერს, იმ მეგობრებს რომლებსაც არ არსებული დანაშაული აღიარებინეს , მოანანიებინეს და აიძულეს ყოველივე ეს დაეჯერებინათ, ისინი გულწრფელად წუხან , განიცდიან და მადლიერნი არიან დიდი ძმის შეწყალებისთვის,ისევე როგორც უინსტონი " მას დიდ ძმა უყვარდა" (მერე რა რომ ეს სინამდვილეში სიკვდილის ერთერთი ფორმაა, ჯერ სულიერი კვდომა და შემდეგ ფიზიკური განადგურება).

რაც უფრო ვიზრდები და ხელახლა ვიაზრებ ნოდარ დუმბაძეს მით უფრო უეჭველი ხდება მისი გენიალობა: სიბრძნე სიცილისა . ანიკო ბარამიძე ოვრელის უინსტონია, სხვა ქვეყანაში, სხვა სიტუაციაში შეყვარებული კი არა დედაა და მაინც ძალიან ბევრი მსგავსებაა ამ ორ გმირს შორის ორივე იმპერიის პერიფერიის მოქალაქეა, ორივე უდანაშაულოდ დასჯილია , ორივეს დაკარული ჰყავს საყვარელი ადამიანი, და რაც მთავარია ორივეს თავს მოხვეული აქვს დიდი ძმის ხატება. ეს ის ანიკოა რომელმაც ქმრის ჩვილობის სურათი შეინახა, ამ სამი თვის პატარაში გადაიტანა მთელი თავის სიყვარული.ეს ის ანიკოა რომელიც გველეშაპმა ( სსრკ) გადაყლაპა და რომელმაც მის მუცელში ნახა ჩაყლაპული მზე.მასაც უინსტონივით სულემდის ჩაწვდნენ და დიდი ძმა შეაყვარეს , მასაც ანანებინეს არარსებული დანაშაული...ის შეშლილივით გლოვობს ბელადის სიკვდილს ,5 მარტის მზიანი ღამე მისთვის სამყაროს დასასრულია და ამიტომაც კლავს მას მწერალი სტალინთან ერთად, მისი ადგილი აღარ არის ნგრევის გზაზე დამდგარ იმპერიაში სადაც მზე უკვე ცაზე ანათებს მიუხედავდ ღამისა.


ორველს ინგლისი( ნისლიანი ალბიონი სადაც ისედაც დეფიციტა მზის შუქი და ოკეანიის ნაწილსთვის მით უფრო) შემთხვევით აქვს შერჩეული როგორც საკუთრი სამშობლო, მაგრამ აი ნ.დუმბაძის "მზინ ღამეში" უკვე აღარ არის შემთხვევითი აქ " სოლნეჩნაია გრუზიაშია" ჩაყლაპული მზე.დიდი ძმაც უკვე რეალური პერსონაჟია - სტალინი, მაგრამ აქ მისი აღსასრულია, როგორც სიმბოლო ტირანიის დასარულისა და მზიანი ღამე სწორედ ის ღამეა როცა თავისუფლდება გველეშაპის ჩაყლაპული მზე.