"Ho ucciso il mio Dio"

ავტორი: Solius Dewan

1980 წლის ზაფხულს, მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვის გამო, განმაწესეს ქალაქ ბრინმოვში, სადაც ადამიანები შიზოფრენას, კოტარის, ტენდალის, იერუსალიმის სინდრომებით გამოირჩეოდნენ. იყვნენ მკვლელებიც, ნაცისტებიც ერთი სიტყვით რომ გითხრათ სრული ჯოჯოხეთი იწყებოდა აქედან. ყვირილი, ლაპარაკი, კანკალი, სუიციდის მცდელობები ყოველღამით იჩენდნენ თავს, ყოველღამით ირთვებოდა განგაშის სიგნალი და ექიმების ფეხ აჩქარებული ხმა აყრუებდა ყველაფერს...

ხალხის დიდ ნაწილს სჯეროდა ამ ჯოჯოხეთში მოხვედრისას, ისინი ადამიანები აღარ იყვნენ, მხოლოდ დემონნი ამოფარებულნი კანის კედლებს, ხოლო მათი მომვლელები ანგელოზებად მიაჩნდათ და პატივსაც სცემდნენ თეთრ ხალათიან მედ პერსონალს.. ერთ დღის შემოვლით ვაკვირდებოდი ყველაფერს, ვაკვირდებოდი ხალხის თვალებს და მათ ზნედაცემულ აზრებს რომელიც გამოწვეული იყო მათი ფსიქიატრიული მდგომარეობიდან, როგორ უნდა მოარჩინო ადამიანი ამ დაწესებულებაში? იგივეა რაც " გველის ნაკბენით ადამიანი ჩააგდო გველებში, იმ იმედით რომ გამოჯანმრთელდება. ვაკვირდებოდი მათ ხელებს,ფრჩხილებს და ფრჩხილებით დაკაწრულ სახეს,ჯერაც სისხლი რომ არ შედედებულა.. ერთი სიტყვით ექცეოდნენ როგორც ღორებს, ეს მოქცევითი და აღმზრდელობითი ქმედებები ხალხში ფრთებს ქმნიდა და მათი გაფანატებული აზროვნება იწვევდა უაზრო ფანატიზმს..

ჩემი ყურადღება ერთ უჩვეულო ადამიანმა მიიპყრო, რომელიც საწოლში იჯდა და ბუტბუტებდა: არარის კაცი დაცემული ქვეყანაზე, რომელსაც სიკვდილი არ სდომებია" რატომღაც ამ ყველაფრისდამიუხედავად მხოლოდ ამ სიტყვებით დავინტერესდი, დავინტერესდი რადგან სუიციდის მცდელობა მეც მქონია და ვერ გამეცნობიერებინა თუ რატომ ჩავდიოდი ამას, ვერ ვაანალიზებდი და ვერ გარდავქმნიდი აზრებს. გარკვევის მერე ეს ადაიანი აღმოჩნდა საიდუს ბემინი რომელიც ქალაქ დობურის სამხრეთ იტალიიდან იყო, აქ მხოლოდ იმიტომ იჯდა რომ მას სჯეროდა ხალხის, უყვარდა და პატივს სცემდა. 15 წლის უკან იგი პედაგოგი გახლდათ ერთ-ერთ სასწავლებელში რომელშიც ფსიქოლოგიის საფუძვლებს ასწავლიდა, ერთი შეხედვით მისი წარმომავლობა და მისი შინაგანი სამყარო გვირგვინს იმსახურებდა,მაგრამ ერთი ღამის შემდეგ როდესაც სახლში დაბრუნებულს მხოლოდ მოკლული ცოლი და სისხლით ავსებული კედლები დახვდა, ამის შემდეგ მას დაუდგინეს "კოტარის სიმპტომი" მეორე დღეს როდესაც შემოვლას ვახორციელებდი პაციენტებთან, საიდუსის კართან შევრჩერდი, შევჩერდი რადგან მისი საკნის კარიდან რაღაც საუბარი მომესმა, დამაინტერესა და „ფორთოჩკიდან“ დავუწყე მას თვალთვალი... უბრალოდ იჯდა ლოგინზე და ხმაღლა წარმოთქვამდა სიტყვას: "მე ვარ ის ვისი წაყვანაც შენ გინდოდა, ვისიც გეშინოდა" თითქოსდა მისი ინტერესის წყარო აქაური ცხოვრება კი არა იქაურ ინდივიდთან საუბარი იყო.

თითქმის ყოველღამე, ხატავდა და კაწრავდა კედლებზე იმას რაზეც საუბრობდა, თითქოს შთამომავლობას უნახავდა მის აზრს. დალაპრაკება ვცადე მაინტერესებდა თუ რატომ თვლიდა დამნაშავედ საკუთარ თავს, მან კი მიპასუხა - ჯერ არ ხარ მზად რომ გამიცნო - გაიცინა და გადატრიალდა, ისევ რამოდენიმეჯერ წარმოსთქვამდა ამ სიტყვებს და შემდეგ დადუმდებოდა თითქოს ითიშებოდა... შუაღამის სამ საათზე როდესაც მორიგეობას ვასრულებდი ტირილი შემომესმა პალატიდან, აქ იშვიათია ტირილი და სინანულის ცრემლები... ყურადღება არ მიმიქცევია რადგან უკვე შეცვლის დრო იყო და ძალიან გადაღლილი ვიყავი.. სახლში დაღლილი ვბრუნდებოდი, თითქოს ღამეც იღლება ხოლმე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ყოველთვის როცა სახლში მივდივარ, თითქოს ხეებმა შეწყვიტეს სუნთქვა და სიკვდილისთვის გვამზადებენ... სახლში მისულმა შხაპი გადავივლე, ნივთები დავყარე სკამზე და ხვალის მორიგეობისთვის გავამზადე, მაგრამ სულ საიდუსის სიტყვები მახსენდებოდა, რისთვის მამზადებდა ან რატომ უნდოდა ჩემთვის თქმა არ ვიცი, ვერ ვხვდებოდი ხანდახან ვთვლიდი რომ გიჟები იყვნენ და ყურადღებას არ ვაქცევდი მაგრამ ის არ ჩანდა გიჟი, ის უბრალოდ შეპყრობილი იყო სულიერებაზე და ზედმეტი ფიქრით მხოლოდ აზრებს აცალკევებდა. ამაზე ფიქრში გავითიშე და დილით მხოლოდ მაღვიძარას ზარმა გამაღვიძა, ავდექი გავემზადე, კარები დავკეტე და ისევ იმ გზას გავუყევი, მაგრამ კედელზე დაწერილმა სიტყვებმა ჩემი ყურადღება ძალიან მიიპყრო " Molti non capiscono la causa della morte" (სიკვდილის მიზეზს ყველა ვერ გაიგებს)

რატომღაც აღმაშფოთა ამ სიტყვებმა... საავადმყოფოში მისულს ისევ ის სუნი მეცა რომელსაც 2 თვის მანძილზე ვყნოსავ. ვერა და ვერ შევეჩვიე სევდის, ყვირილის, მარტოობის, ტანჯვისა და აყროლებული მჩქეფარე მითქმა-მოთქმის სუნს პაციენტებში. შემოვლის დროს საიდუსის პალატას მივაშურე, იმ იმედით რომ დღეს მაინც რამეს მეტყოდა,ისევ ისე იჯდა საწოლზე და ისევ ისეე ხმამაღლა სუნთქავდა, მივუახლოვდი - როგორ ხარ საუდუს? ამომხედა ისეთი თვალებით თითქოს მე მოვუკალი ცოლი, თითქოს მისი წლები მე დავიწერე, მის თვალებში ვერაფერი ამოვიკითხე ვერც სევდა, ბოროტება, აზრები, სიტყვები არაფრის მეტყველი თვალები ქონდა, გაიღიმა ირონიულად და განერიდა იქაურობას თითქოს რაღაცას გაურბოდა, თითქოს არაფრის გაგონება არ უნდოდა - დღე უჩვეულო იყო სამჯერ ჩაირთო განგაშის სიგნალი, მივეჩვიე უკვე ამ ხმას მახსოვს პირველად როცა მოვედი შიშის ზარს მცემდა ეს ყველაფერი, მათი ყვირილი მათი სიტყვები, ყმუილი, ლაპარაკი ყველაფერი შიშის ზარს მცემდა, მივეჩვიე და მეთვითონაც მიკვირს თუ როგორ შევძელი ეს. მოსაღამოვდა ჩაწყნარდა თითქოს სიტუაცია მე ჩემს მორიგეობას ვასრულებდი როდესაც ხმამაღალ ხმაზე შემომესმა: - ნუ ყვირი იცოდე ყველა გაიგებს რომ მე გავაკეთე, ნუ ლაპარაკობ აქ კედლებსაც ყურები აქვს, მე იმ სახლში არ უნდა ვყოფილიყავი გესმის? ეს ყველაფერი შენ მომიწყვე შენ გამინადგურე სიცოცხლე და საყვარელი ადამიანიც შენ წამართვი ამიტომ ძალიან მძულხარ, ჩემი ნება რომ იყოს საკუთარი ხელებით მოგკლავდი, მეზიზღება შენი ხსენება... - ცოტახნი არაფერი აღარ ისმოდა შემეშინდა და ხმა საიდანაც მოდიოდა იმ ხმისკენ დავიძარი, ისტერიული სიცილი ატყდა საიდუსის ოთახიდან, ძალიან შემეშინდა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა...

ის დღე როგორც იქნა ჩათავდა და სახლისკე გავეშურე, არაფრის თავი არ მქონდა არაფრის ისეთი შეშფოთებული ვიყავი... მეორე დღეს როდესაც სამსახურში მივდიოდი იმ ადგილას სადაც წინა დილით სიტყვები იყო დაწერილი გადაეღებათ, მეც რაღაცნაირად ამოვისუნთქე, ახალი გამორთული იყო განგაშის სიგნალი, გავიგე რომ საიდუსს თავი მოეკლა უსისხლოდ. სასწრაფოდ გამოვიცვალე და გავეშურე მისი კარებისკენ, კარებში შესულს მისი სხეული შემომეფეთა ფანჯარაზე ჩამოკიდებულს, ჯერაც თვალები ღია ქონდა და ისევ თბილი იყო... ექიმებმა ჩამოხსნეს ცხედარი და გაიტანეს ოთახიდან, მე კი ჩამოვჯექი მის ლოგინზე და დაკვირვებით ვათვალიერებდი მის ოთახს, ამოჩხაპნილ კედლებზე ამოტვიფრული სიტყვები: ჩვენ დავბრუნდებით, ყველაფერი მე გავაკეთე,ჩემი სიკვდილი თქვენს ხელთ იყო, ნუ ეძებ სიმარტოვეს... მაგრამ ჩემი ყურადღება თეთრმა ქაღალდნა მიიპყრო რომელიც ბალიშის ქვეშ იყო ამოდებული, კონვერტზე ჩემი სახელი ეწერა რამოდენიმე წუთი ვფიქრობდი გამეხსნა თუ არა, ბოლოს ნელა და შიშით გავხსენი, თვალებს ვერ ვახელდი ისე მეშინოდა, რადგან ადამიანს რომელსაც არ ვიცნობდი წერილი დაეტოვებინა ჩემს სახელზე... "Ho ucciso il mio Dio" (მე მოვკალი ჩემი ღმერთი)