მზის მანდალა - პიროვნული განვითარების ტრენინგი


🔥 და დადგა ჟამი, გამოვაცხადო მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და თანაც სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დაწყების თარიღი როგორც ყოველთვის განსაკუთრებული შევარჩიეთ - 25 დეკემბერი - მზის დაბადების დღე. 

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხავს „მითოლოგიის ქალღმერთი“ - ხათუნა თავდგირიძე (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა მხოლოდ საკმარისი აქტიურობის და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 გავიმეორებთ და ახლებურად გავივლით იმ თემებს, რომლებიც წინა მანდალებზე გაგვივლია, და დავამატებთ ახალ და ძალიან საინტერესო საკითხებს. 

🔥 მაქსიმალურად მოვერგებით თქვენს გრაფიკს, და ყოველდღიური პრაქტიკები მინიმალური იქნება, მაგრამ გექნებათ დავალებები, რომლებიც რამდენიმე დღეში ერთხელ უნდა გააკეთოთ (თავიდან მარტივით დავიწყებთ და თანდათან გავართულებთ). 

🔥 მაქსიმალურად ვეცდები გავაკონტროლო ყოველი თქვენგანის პრაქტიკა და მოტივაციაც აგიმაღლოთ. თუ ბოლომდე მომყვებით, 100% გაძლევთ პირობას, რომ ძალიან მაგარი შედეგი გექნებათ. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს, მაგრამ მთავარ აქცენტს გავაკეთებთ აიურვედაზე და დოქტორ ტორსუნოვის მეთოდებზე. 

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

განვიხილავთ შემდეგ თემებს:

🌞 შესავალი ლექცია - პრაქტიკუმის ზოგადი აღწერა; პროგრამის აღწერა; 
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (3-4 ლექცია)
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშნები“
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგიის საფუძვლები (3-4 ლექცია + პრაქტიკული სამუშაოები) - ინდივიდუაცია, პერსონა, ჩრდილი, ანიმა/ანიმუსი, თვითობა, ცნობიერების 4 ფუნქცია, აქტიური წარმოსახვა და ა.შ. 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციას წაიკითხავს თავად სისტემის ავტორი - ხათუნა თავდგირიძე
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია (ოთხი პერინატალური მატრიცა)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური ცოდნა)
🌞 ჯიოტიში - ცოდნა სამყაროს მთავარი ძალების შესახებ
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 რეალობის ფორმირების ძირითადი პრინციპები (რეალობის ტრანსერფინგის მიხედვით)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 და კიდევ სხვა 1-2 ლექცია, რომლებსაც სიურპრიზად დავტოვებ.

✅ მთლიანად ჩატარდება დაახლოებით 30 ლაივი.

✅ კვირაში ჩატარდება 1 თეორიული ლექცია ფიქსირებულად, (კვირაობით 21:00-ზე) და ერთიც არაფიქსირებულად ზოგჯერ თეორიული, ზოგჯერ კი პრაქტიკული ლაივი (დღე და დრო ცვალებადი იქნება). 

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა - 1.5-დან 3 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ (შესაბამის ფეისბუქ-ჯგუფში).

☘️ პრაქტიკუმის ღირებულება: 

☘️ გადახდას გავყოფთ 3 თვედ. ერთი თვის ფასი: 350 ლარი; ერთიანად გადახდის შემთხვევაში - 900 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე 2 მანდალა მაინც გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის: ერთი თვის ფასი - 250 ლარი. ერთიანად გადახდის შემთხვევაში - 600 ლარი.

☘️ ასევე დამატებით იმოქმედებს ფასდაკლება: ყოველ მოყვანილ მეგობარზე - 20% (ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ერთიანი გადახდის შემთხვევაში).

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის ყველა ფასი ნახევრდება. 

ჩასაწერად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

მონაწილეობისთვის საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 24 დეკემბერი.

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff