თეზა #3

Admin
აზრები
0
0

ავტორი: მამუკა გურული ყოველი დახარჯული ენერგია და ძალისხმევა გავლენის წრის შიგნით - იწვევს ამ ...

gavleniswre

ავტორი: მამუკა გურული

ყოველი დახარჯული ენერგია და ძალისხმევა გავლენის წრის შიგნით - იწვევს ამ წრის გაფართოებას. ყოველი დახარჯული ენერგია და ძალისხმევა გავლენის წრის გარეთ - იწვევს ამ წრის შევიწროებას. გააცნობიერეთ თქვენი გავლენის წრე, იმოქმედეთ მის შიგნით და გააფართოვეთ იგი!

განმარტება: არსებობს წრე, რომლის შიგნითაც რეალური გავლენა გვაქვს, მაგალითად ამ წრეში შედის საკუთარი ფიზიკური სხეული (მეტ-ნაკლებად), საკუთარი ცნობიერი, ახლო წრე, ხელქვეითები სამსახურში (ან სხვაგან), მეგობრები, რომლებზეც შეგიძლია იმოქმედო, უფრო ნაკლებად - საკუთარი ემოციები და აზრები და ა.შ.

და არის საზრუნავების და პრობლემების წრე, რომელზეც რეალურად ზეგავლენა არ გვაქვს, მაგალითად "პუტინი ნაძირალაა", "ასურელ ბავშვებს კლავენ", "აფრიკაში ბავშვები შიმშილობენ", "მეზობელი იდიოტი მყავს და ღამე ბოლო ხმაზე უსმენს "არ დაიდარდოს"" (ამ ბოლო შემთხვევაში გავლენა შეიძება გვქონდეს, შეიძლება არ გქონდეს, გააჩნია შემთხვევას)...

საჭიროა მკაფიო ზღვარი გავავლოთ ჩვენი გავლენის წრის შიგნით და მის გარეთ არსებულ საკითხებს შორის და ვიმოქმედოთ მაქსიმალურად გავლენის წრის შიგნით. თუ ამ წრეში მოქმედება სწორად ხდება, თანდათანობით ეს გავლენის წრე ფართოვდება. თუ ჩვენი ენერგიის დიდი ნაწილი გავლენის წრის გარეთაა მიმართული. ენერგია უსარგებლოდ იფანტება და შედეგად ვიღებთ იმას, რომ უკვე არსებული გავლენის წრეც უფრო მეტად ვიწროვდება. 

ალბათ გინახავთ ადამიანები, რომლებიც წუწუნებენ ყველაფერზე, აპროტესტებენ იმას, რისი რეალური შეცვლაც არ შეუძლიათ, და ამ დროს თავიანთი ცხოვრება სრულიად დაულაგებელი აქვთ. 

ასევე არსებობს ადამიანთა კატეგორია, ე.წ. "ტროლები", რომლებსაც ძალიან მცირე გავლენის წრე აქვთ, ამიტომ ცდილობენ სხვების გავლენის წრეში შეიჭრდნენ და დააბინძურონ. მათ აქვთ შეგრძნება, რომ ამით რეალურ ზეგავლენას ახდენენ გარესამყაროში, სინამდვილეში კი ამ სახით თავიანთი არარეალიზებული, ან არასაკმარისად რეალიზებული ენერგიის სუბლიმაციას ახდენენ და ვერ აცნობიერებენ, რომ სინამდვილეში საკუთარ თავს აყენებენ ზიანს (უფრო ფართო და შორეულ პერსპექტივაში).

თუ დააკვირდებით წარმატებულ ადამიანების ცხოვრებას (ეს ეხება როგორც ბიზნესმენებს, ასევე ხელოვნების ან სულიერ სფეროებში მოღვაწე ადამიანებს), მათი ყოველი წუთი მათივე გავლენის წრეში იხარჯება. ისინი აფასებენ დროს (და ენერგიას) შესაბამისად მას მხოლოდ გავლენის წრეზე ხარჯავენ. 

ზოგიერთი გავლენის მცირე წრით იბადება და ცხოვრების განმავლობაში ძალიან აფართოებს მას. ზოგიერთი პირიქით, შეიძლება გავლენის დიდი წრით დაიბადოს, და ცხოვრების განმავლობაში შეამციროს ეს წრე. 

ეს ერთი შეხედვით მარტივი თეზა ძალიან დიდ ცვლილებებს გამოიწვევს თქვენს ცხოვრებაში, თუკი ხშირად გაიხსენებთ და პრაქტიკაში გამოიყენებთ. 

ცალკე საკითხია - რა სახით უნდა ვიმოქმედოთ გავლენის წრეში... ეს უკვე ცხოვრების ფილოსოფიაა და მოკლე თეზაში ვერ გამოიხატება.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

შეჯიბრებები ბავშვებს ერთმანეთის მტრებად გარდაქმნიან


  ავტორი: ლევან ჩახაია შეჯიბრებები ბავშვებს ერთმანეთის მტრ...

პროტესტი ანუ "ჰუკის კანონი"?


  ავტორი: იოანე შენგელია   ალბათ, სკოლის ფიზიკის კურსი...

არსებობა..


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, ჩემი მრავალდღიანი თუ ...

განვლილი გზის ანალიზი XX საუკუნიდან დღემდე და შეხედულებები მომავალზე


ავტორი: აკაკი სხულუხია როდესაც რუსეთის იმპერია დაინგრა მის ნანგრ...

ქებათა ქება მატერიას


აბსტრაქტული სისტემები ერთის მხრივ წარმოადგენენ უზომოდ დიდ მონაპოვარ...

თითქოს სამყარო არ გყოფნის


ავტორი: სალომე ჯოჯუა ფოტოს ავტორი: ივანე ხარაშვილი გქონიათ ისეთ...

მეცნიერება და ეზოთერია


მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ჩე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff