ჩვენ შესახებ


რა არის მაგმა და რას ვაკეთებთ? ალბათ ესაა პირველი კითხვა, რომელიც გაგიჩნდათ ჩვენთან დაკავშირებით.

მაგმას მთავარი კონცეფცია - ესაა ევოლუციური ტრანსფორმაცია. ჩვენი გვერდი ეცდება შეგიქმნათ პირობები, რომ გაერკვეთ საკუთარი არაცნობიერის სიღრმეებში, შეიქმნათ ჯანსაღი ფუნდამენტი და განიცადოთ ტრანსფორმაცია ცნობიერების მწვერვალების დასაპყრობად. 

ვინ ვარ? საიდან მოვედი? საით მივდივარ? ესაა ადამიანის ფუნდამენტური კითხვები, რომლებზეც ვეცდებით ვუპასუხოთ სხვადასხვა ჭრილში, და რაც მთავარია, ვეცდებით დაგეხმაროთ, რომ საკუთარ თავში იპოვოთ ეს პასუხები. 

დღეს, ინფორმაციულ საუკუნეში, როდესაც მრავალ ენაზე მრავალი მასალა არსებობს ფსიქოლოგიური, ეზოთერული თუ სხვა მიმართულებით, ქართულ ენაზე ამ სფეროებში ღირებული ინფორმაციის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი მოგვეპოვება. მაგმას მიზანია - შემოგთავაზოთ საინტერესო საავტორო ტექსტები და უცხოური სტატიებისა და წიგნების თარგმანები. ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა დაგვიგროვდა, და კვლავაც განვაგრძობთ წიგნების თარგმნას. 

ჩვენ გვაქვს Youtube-არხიც, რომელზეც ძალიან საინტერესო ვიდეოები თავსდება. 

ყველაზე მეტი დახმარება, რაც ამ ეტაპზე ჯგუფს სჭირდება, ფინანსური დახმარებაა. ვეძებთ სპონსორებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ვებ-გვერდის განვითარებას და შესაბამისად საქართველოში ცნობიერების გაფართოებას: დააფინანსებენ საინტერესო წიგნების და სტატიების თარგმნას და ყველა იმ ადამიანის ამ საქმეში ჩართულობას, ვისაც ეს საქმე უყვარს და გამოსდის. ყოველ თქვენგანს, რომლისთვისაც ამ ჯგუფს სარგებლობა მოაქვს, შეგიძლიათ შეიტანოთ თუნდაც მცირე წვლილი ამ ყველაფერში. სპონსორებს ვთავაზობთ მათი კომპანიის თუ საქმიანობის რეკლამას ჩვენს ვებ-გვერდზე.  

ჩვენი ჯგუფი 2015 წლის 21 აპრილს შეიქმნა და ამ დღიდან მოყოლებული გემსახურებათ. მაგრამ მხადამჭერების გარეშე, რომლებიც ერთჯერადად ან რეგულარულად გვირიცხავენ დონაციებს, აქამდე ვერ მოვიდოდით. ნებისმიერს, ვისაც გსურთ ფინანსური ან რაიმე სხვა სახით წვლილი შეიტანოთ მაგმას განვითარებაში, შემოუერთდით ჩვენს ფეისბუქ-ჯგუფს ამ ბმულზე.

დონაცია შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე: 

საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული 
პირადი ნომერი: 35001029103 

ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით ჩემს სახელზე - Mamuka Guruli

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff