ფიზიკური და ეთერული სხეულები

Admin
ბიოენერგეტიკა და ჩაკრები
0
0

რუდოლფ შტაინერის წიგნიდან - "იდუმალთმეტყველების ნარკვევი" მთარგმნელები: ი. მელიქიშვილი და ა. კ...

rudolf steiner

რუდოლფ შტაინერის წიგნიდან - "იდუმალთმეტყველების ნარკვევი"

მთარგმნელები: ი. მელიქიშვილი და ა. კვარაცხელია

სულიერი შემეცნების თვალსაზრისით ადამიანის განხილვისას მაშინვე ძალაში შედის ის, რაც საერთო შემეცნების ამ სახეს ეხება. იგი ეფუძნება საკუთრივ ადამიანის არსებაში ,,ცოცხალი იდუმალის’’ აღიარებას. გრძნობის ორგანოებისა და განსჯისთვის მისაწვდომია მხოლოდ ნაწილი იმისა, რაც ზეგრძნობად შემეცნებას ადამიანის მთლიანი არსების სახით ეხსნება. ეს ნაწილი წარმოადგენს ფიზიკურ სხეულს. ფიზიკური სხეულის ცნების გასაშუქებლად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ყურადღება მივაპყროთ ფაქტს, რომელიც ცხოვრების ყველა მოვლენის დაკვირვებაზე უდიდესი გამოცანის სახით არის განფენილი: სიკვდილს, და მასთან დაკავშირებულ ე.წ. უსიცოცხლო ბუნებას, მინერალური ყოფიერების სამეფოს, რომელიც საკუთარ თავში მუდმივად ატარებს სიკვდილს. ამით აქცენტი გაკეთებულია ფაქტებზე, რომელთა ახსნაც მხოლოდ ზეგრძნობადი შემეცნებით არის შესაძლებელი და რომელთაც უნდა მიეძღვნას ამ წიგნის უმეტესი ნაწილი. ჯერ-ჯერობით, ორიენტირებისთვის საჭიროა მხოლოდ ზოგიერთ წარმოდგენაზე მივუთითოთ.

ხილული სამყაროს სფეროში ფიზიკური სხეული არის ის, რითაც ადამიანი მინერალური ყოფიერების მსგავსია. ხოლო ის, რაც ადამიანს მინერალისგან განასხვავებს, არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც მისი ფიზიკური სხეული. მიუკერძოებელი დაკვირვებისთვის, უპირველის ყოვლისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სიკვდილის წყალობით (სიკვდილის დადგომისთანავე) გამოაშკარავდება ადამიანური არსების ის ნაწილი, რომელიც მინერალურ სამყაროს ენათესავება. შეიძლება მივუთითოთ გვამზე, როგორც ისეთ რამეზე ადამიანში, რაც სიკვდილის შემდეგ მინერალურ სამყაროში მოქმედ პროცესებს ექვემდებარება. შეიძლება ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ადამიანური არსების ამ წევრში _ გვამში, ქმედითია იგივე ნივთიერებები და ძალები, რაც მინერალური ყოფიერების სფეროში. მაგრამ აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ სიკვდილთან ერთად ამ ფიზიკური სხეულისთვის დაშლის პერიოდი იწყება. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ: ცხადია, ადამიანის ფიზიკურ სხეულში მოქმედებენ იგივე ნივთიერებები და ძალები, რაც მინერალში, მაგრამ ცხოვრების პერიოდში მათი მოღვაწეობა უფრო მაღალ სამსახურშია ჩაყენებული. მინერალური სამყაროს კანონების თანახმად ისინი მხოლოდ სიკვდილის დადგომის შემდეგ მოქმედებენ. მაშინ ისინი ვლინდებიან საკუთარი არსის შესაბამისად, ანუ როგორც ფიზიკური სხეულის დაშლის შემოქმედნი.

ამდენად, ადამიანში საჭიროა გაცხადებულის დაფარულისაგან მკვეთრი გამიჯვნა. ვინაიდან დაფარული იძულებულია, რომ ცხოვრების მანძილზე მუდმივი ბრძოლა აწარმოოს მინერალური ყოფიერების საგნებისა და ძალების წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შეწყვეტისთანავე იწყებს მინერალური ამოქმედებას. ამით მითითებულია ის ზღვარი, სადაც ზეგრძნობადის შესახებ მეცნიერებამ უნდა დაიწყოს კვლევა. მისი ამოცანაა ეძიოს, თუ რა აწარმოებს აღნიშნულ ბრძოლას. გრძნობის ორგანოთა დაკვირვებისთვის სწორედ ეს არის დაფარული. ის მხოლოდ ნათელმხილველური დაკვირვებისთვისაა მისაწვდომი. თუ როგორ აღწევს ადამიანი ამას, რომ ეს დაფარული ისეთივე ცხადი გახდეს, როგორც გრძნობადი მოვლენებია ხილული ჩვეულებრივი მხედველობისთვის, ამაზე საუბარი ამ წიგნის მომდევნო თავში იქნება. აქ კი არწერილია ის, რაც შეგრძნობად დაკვირვებას ეხსნება.

უკვე ითქვა, რომ უმაღლესი ჭვრეტით მოპოვებული გზის შესახებ ცნობებს მხოლოდ მაშინ ექნებათ ადამიანისთვის ღირებულება, როცა იგი დასაწყისში იბრალოდ გადმოცემულით გაეცნობა ზეგრძნობადი დაკვირვების მიერ გამჟღავნებულს. ვინაიდან ამ სფეროშიც შეიძლება გაიგო ის, რასაც თვითონ ჯერ კიდევ არ აკვირდები. გზა, რომელიც გაგებიდან იღებს სათავეს, სულიერი ჭვრეტისკენ მიმავალი კარგი გზაა.

eteric

თუმცა ის ფარული, რაც ფიზიკურ სხეულში იბრძვის დაშლის წინააღმდეგ, მხოლოდ უმაღლესი ჭვრეტის დახმარებით დაკვირვებისთვის არის მისაწვდომი; თავის გამოვლინებებში იგი აშკარაა ხილულით შემოფარგლული განსჯის უნარისთვისაც. ეს გამოვლინებები გამოიხატება იმ იერსახით ან იმ ფორმით, რომლითაც მინერალური ნივთიერებები და ფიზიკური სხეულის ძალები შეკავშირებულნი არიან ცხოვრების მანძილზე. ეს ფორმა სიკვდილთან ერთად თანდათანობით ქრება და ფიზიკური ხეულიც დანარჩენი მინერალური სამყაროს ნაწილად იქცევა. ზეგრძნობად ჭვრეტას კი შეუძლია ადამიანური არსების დამოუკიდებელი წევრის სახით დააკვირდეს იმას, რაც ცხოვრების მანძილზე ხელს უშლის ფიზიკურ ნივთიერებებსა და ძალებს იარონ საკუთარი გზით, რომელსაც ფიზიკური სხეული დაშლამდე მიჰყავს. ამ დამოუკიდებელ წევრს ჩვენ ,,ეთერული სხეული“ ან ,, სასიცოცხლო სხეული“ ვუწოდეთ.

იმისათვის რომ დასაწყისშივე არ წარმოიშვას რაიმე გაუგებრობები, საჭიროა ადამიანური არსების მეორე წევრის ამგვარ აღნიშვნებთან დაკავშირებით ორი რამის გათვალისწინება. სიტყვა ,,ეთერი“ აქ გამოიყენება სულ სხვა აზრით, ვიდრე თანამედროვე ფიზიკაში. ეს უკანასკნელი სიტყვას ,,ეთერი“ იყენებს, მაგალითად, სინათლის მატარებლის აღმნიშვნელად. აქ კი ამ სიტყვის მნიშვნელობა ზემოაღნიშნულის თვალსაზრისით უნდა შემოიფარგლოს. ის უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ იმისთვის, რაც უმაღლესი ჭვრეტისთვისაა მისაწვდომი და რაც გრძნობადი დაკვირვებისთვის თავს იჩენს მხოლოდ მის გამოვლინებაში, კერძოდ იმით, რომ მას შეუძლია ფიზიკურ სხეულში არსებულ მინერალურ ნივთიერებებს და ძალებს გარკვეული ფორმა, ანუ იერსახე მისცეს. სიტყვა ,,სხეულიც“ ასევე არ უნდა იქნეს არასწორად გაგებული. ყოფიერების უმაღლეს მოვლენათა აღნიშვნისთვის გვიხდება ჩვეულებრივ ენაში არსებულ სიტყვათა გამოყენება. ხოლო ისინი გრძნობადი დაკვირვებისთვის მხოლოდ გრძნობადს გამოხატავენ. ცხადია, გრძნობადი დაკვირვებისთვის ,,ეთერული სხეული“ სულაც არ წარმოადგენს რაიმე სხეულებრივს, როგორც ფაქიზ და ნატიფადაც არ უნდა წარმოვიდგინოთ ეს სხეული.

ზეგრძნობადის გადმოცემისას, როცა მკვლევარი მივა ამ ,,ეთერული“ ანუ ,,სასიცოცხლო“ სხეულის ხსენებამდე, იგი ეხება იმ ზღვარს, როცა მას უწევს იმ წინააღმდეგობებთან შეხება, რომელთაც თანამედროვე შეხედულებები ქმნიან. ადამიანური სულის განვითარებამ განაპირობა ის, რომ ჩვენს დროში ადამიანური არსების ასეთი წევრის ხსენება განიხილება, როგორც რაღაც არამეცნიერული. მატერიალისტური აზროვნება მივიდა იქამდე, რომ ცოცხალ სხეულში სხვას არაფერს ხედავს, გარდა ფიზიკური ნივთიერებებისადა ძალების ისეთი შეხამებისა, როგორიც გვხვდება ე.წ. უსიცოცხლო სხეულში და მინერალშიც. მხოლოდ ეგ არის, რომ ცოცხალში ეს შეხამება გაცილებით რთულია, ვიდრე არაცოცხალში. არც ისე დიდი ხნის წინ ჩვეულებრივ მეცნიერებაში სხვა შეხედულებებიც არსებობდა. ვინც თვალს მიადევნებს მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ზოგიერთი სერიოზული მეცნიერის ნაშრომებს, მისთვის ცხადი გახდება, რომ იმ დროს ,,ნამდვილი ბუნებისმეტყველებიც“ აცნობიერებდნენ, რომ ცოცხალ ორგანიზმში არსებობს რაღაც ისეთი, რაც უსიცოცხლო მინერალში არ არსებობს. საუბრობდნენ ,,სასიცოცხლო ძალაზე“. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ,,სასიცოცხლო ძალის“ ქვეშ იმას კი არ გულისხმობდნენ, რასაც ზემოთ ,,ეთერული სხეული“ ვუწოდეთ. მაგრამ აღნიშნულ შეხედულებას საფუძვლად მაინც ბუნდოვანი გრძნობა უდევს, რომ არსებობს რაღაც ამის მსგავსი.ეს ,,სასიცოცხლო ძალა“ დაახლოებით ისე წარმოედგინათ, თითქოს იგი ცოცხალ სხეულში იმგვარად უერთდება ფიზიკურ ნივთიერებებსა და ძალებს, როგორც მაგნიტში უერთდება მაგნიტური ძალა სუფთა რკინას. შემდეგ დადგა დრო, როცა ეს ,,სასიცოცხლო ძალა“ მეცნიერების სფეროდან განიდევნა. ყველა მოვლენასთან დაკავშირებით სურდათ მხოლოდ ფიზიკური და ქიმიური ფაქტორებით დაკმაყოფილება. დღეს ამ თვალსაზრისით ზოგიერთი თანამედროვე ბუნებისმეტყველი მეცნიერ-მოაზროვნისთვის ისევ დადგა ადრინდელისკენ მიბრუნების პერიოდი. დღეს ზოგი იზიარებს იმას, რომ ,,სასიცოცხლო ძალის“ მაგვარის აღიარება არ უნდა იყოს სრული უაზრობა; მაგრამ თვით ის ,,მეცნიერიც“, რომელიც ერთგვარ დაშვებამდე მიდის, არ მოისურვებს ,,სასიცოცხლო სხეულთან“ მიმართებით აქ აღნიშნული შეხედულების გაზიარებას.

eter2

როგორც წესი, ასეთ შეხედულებებთან კამათი ზეგრძნობადი შემეცნების თვალთახედვიდან არავითარ შედეგს არ იძლევა. სულიერი შემეცნების ამოცანა იმის აღიარება უფრო იქნებოდა, რომ ჩვენს დროში მატერიალურ წარმოდგენათა სისტემა დიდი საბუნებისმეტყველო პროგრესის თანმხლებ მოვლენას წარმოადგენს. ეს პროგრესი ეფუძვნება გრძნობადი დაკვირვების საშუალებათა წარმოუდგენელ დახვეწას. თვით ადამიანის არსებობისთვისაა დამახასიათებელი, რომ იგი საკუთარ განვითარებაში ცალკეული უნარების სრულყოფილების გარკვეულ საფეხურამდე მიყვანას სხვა უნარების ხარჯზე ახერხებს. ბუნებისმეტყველების მეშვეობით ასე მნიშვნელოვნად განვითარებულ ზუსტ გრძნობად დაკვირვებას უკანა პლანზე უნდა გადაეწია ზრუნვა იმ ადამიანურ უნარებზე, რომელთაც ,,დაფარულ სამყარომდე“ მივყავართ. მაგრამ ახლა დადგა იმის დრო, რომ ეს ზრუნვა აუცილებლად იქცა. ხოლო დაფარულის აღიარებამდე მივყავართ არა ბრძოლას განსჯასთან, რომელიც ლოგიკური თანმიმდევრობით გამომდინარეობს ამ დაფარულის უარყოფისგან, არამედ საკუთრივ ამ დაფარულის მართებულ გაშუქებას მის აღიარებას კი შეძლბენ ისინი, რომელთათვისაც ,,დადგა ჟამი“.

ამის თქმა აქ მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, რომ არ ეფიქრათ, თითქოს სულიერი კვლვა არ იცნობს საბუნებისმეტყველო შეხედულებებს, როცა ეს სულიერი კვლევა საუბრობს ,,ეთერულ სხეულზე“, რომელიც ზოგიერთ წრეებში შესაძლოა სრულიად ფანტასტიკურ წარმოდგენადაა მიჩნეული.

ამრიგად, ეს ეთერული სხეული ადამიანური არსების მეორე წევრია. ზეგრძნობადი შემეცნების თვალსაზრისით მას რეალობის უფრო მაღალი ხარისხი ახასიათებს, ვიდრე ფიზიკურ სხეულს. იმის აღწერა, თუ როგორ ხედავს მას ზეგრძნობადი შემეცნება, შეიძლება მოცემულ იქნეს ამ წიგნის მომდევნო ნაწილებში, როცა ნათელი გახდება, როგორი აზრით უნდა მივიღოთ ასეთი აღწერა. ჯერჯერობით საკმარისია ითქვას, რომ ეთერული სხეული ყველგან მსჭვალავს ფიზიკურ სხეულს და რომ მასში შეიძლება ფიზიკური სხეულის არქიტექტორი დავინახოთ. თითოეული ორგანოს ფორმისა და იერსახის შენარჩუნება ეთერული სხეულის ნაკადებითა და მოძრაობებით ხორციელდება, ფიზიკურ გულს საფუძვლად უდევს ,,ეთერული გული“, ხოლო ფიზიკურ ტვინს_ ,,ეთერული ტვინი“ და ა.შ. ეთერული სხეული დანაწევრებულია თავისთავში ფიზიკური სხეულის მსგავსად, ოღონდ უფრო რთულად და მასში ყველაფერი ცოცხლად მსჭვალავენ ერთმანეთს იქ, სადაც ფიზიკურ სხეულში განცალკევებული ნაწილებია.

ეს ეთერული სხეული ადამიანს საერთო აქვს მცენარეულ სამყაროსთან ისევე, როგორც ფიზიკური სხეული აქვს საერთო მინერალურ სამყაროსთან. ყოველივე ცოცხალს საკუთარი ეთერული სხეული აქვს.

(წიგნი გამოცემულია ქართულ ენაზე და შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნის მაღაზიათა ქსელებში)

მსგავსი სტატიები

სტიქიები და მათთან მუშაობის პრინციპები


ავტორი: მამუკა გურული (სტატია მომზადებულია სხვადასხვა წყაროებზე ...

ოშო - პრანას გამოვლინება შვიდ სხეულში


ავტორი: ოშო რაჯნიში მთარგმნელი: მამუკა გურული რა არის პრანა და რო...

ფიზიკური და ეთერული სხეულები


რუდოლფ შტაინერის წიგნიდან - "იდუმალთმეტყველების ნარკვევი" მთარგმ...

სვადჰისტანა ჩაკრა: საკრალური ენერგეტიკული ცენტრი


მთარგნელი: ნატალია ბაქრაძე წყარო ზოგადი ინფორმაცია სვადჰისტანა ...

ქანქარა


ქანქარა - ეს არის ნივთი, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეაღწიოთ პლან...

12 საუკეთესო ოთახის მცენარე, რომელიც თქვენს ბინაში პოზიტიურ ენერგეტიკას შექმნის


მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო მცენარეებს იყენებენ სახლი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff