ეგოს შესახებ

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

ავტორი: მამუკა გურული თუ დააკვირდებით, ბევრ ტიბეტურ ან ვედურ მანდალაზე ძირითადად სამი ფიგურა ი...

mandala 11111

ავტორი: მამუკა გურული

თუ დააკვირდებით, ბევრ ტიბეტურ ან ვედურ მანდალაზე ძირითადად სამი ფიგურა იკვეთება:

1. შიგნითა წრე (და ხშირად მისი შესაბამისი ეგრეგორის ღვთაება);
2. კვადრატი;
3. გარეთა, ყველაზე დიდი წრე.

შიგა წრე, ესაა ადამიანის არაცნობიერი მდგომარეობა, ბავშვობა, სამოთხე - მის დაკარგვამდე, ნულოვანი არკანი (სულელი), სამყაროსთან განუყოფელობის შეგრძნება, როდესაც "მე" ჯერ არაა გამოყოფილი და ჩამოყალიბებული.

კვადრატი - ესაა დრო-სივრცეში, მატერიაში ყოფნის ის პერიოდი, როდესაც სამოთხიდან გამოძევებული "მე" იღვიძებს, თავის განცალკევებულ არსებობას აცნობიერებს და ცდილობს, რომ დაიბრუნოს "დაკარგული სამოთხე". ამისთვის იგი, როგორც გმირი, მიდის შორეულ მოგზაურობაში, რომელიც საბოლოო ჯამში ცნობიერების საზღვრებს აფართოებს.

გარე წრე - ესაა კვლავ მოპოვებული სამოთხე, გამთლიანების მდგომარეობა, ოღონდ ამჯერად ადამიანი მთლიანდება ზე-ცნობიერში, და არა არაცნობიერში.

"ეგო" სწორედ კვადრატის ფარგლებში არსებობს, და ბევრი შეცდომით ასწავლის, რომ საჭიროა ეგოს გაქრობა, მოკვლა, დათრგუნვა, ჩახშობა, რადგან სწორედ მის გამო "გამოგვაძევეს" შიგა წრიდან - სამოთხიდან. ამიტომ აღმოსავლური სწავლებების დიდი ნაწილი სწორედ ეგოს ანულირებაზე და კვლავ შიგა წრეში დაბრუნებაზეა აქცენტირებული.

ეგოს მოგზაურობა გარე წრისკენ რთული და მტკივნეული პროცესია, პასუხისმგებლობას, გაცნობიერებულობას და მრავალი ტრანსფორმაციის (თავად სიკვდილის ჩათვლითაც კი) გავლას მოითხოვს.

ალბათ გაიხსენებთ, რომ ბავშვობაში (და ზოგჯერ ახლაც), როდესაც ერთი შეხედვით რაღაც ძალიან რთულ პრობლემას ეჯახებოდით, ან მასთან ბრძოლისგან იღლებოდით, გინდოდათ რომ ლოგინში შემძვრალიყავით და სამუდამოდ დაგეძინათ, ან აღმოჩენილიყო, რომ ეს ყველაფერი სიზმარია და აი, დაიძინებთ, გაიღვიძებთ და პრობლემებიც აღარ იქნება. ეს ბუნებრივია, რადგან ეგოს უფრო ადვილად ეჩვენება ისევ არაცნობიერში გაითქვიფოს, ვიდრე ზე-ცნობიერებამდე მიმავალი მძიმე გზა ბოლომდე გაიაროს.

სწორედ ილუზიის და თავისმოტყუების გამოვლინებაა ფრაზები და აფირმაციები, რომ ყველაფერი იდეალურადაა, ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარია და ჩვენი პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ამას ვერ ვხედავთ და ამის არ გვჯერა. შესაძლოა გარე წრის (ე.წ. "მაღალი სიმკვრივის") გადმოსახედიდან ასეც იყოს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მატერიის ეს კვადრატი თვითმოტყუების გარეშე, ღირსებით და პასუხისმგებლობითაა გადასალახი. ეგო კი - უნდა ჩამოყალიბდეს, გამოიწრთოს, ტრანსფორმაცია განიცადოს სხვადასხვა არკანის გავლით და მიაღწიოს 21-ე არკანს - სამყაროს (რომელიც სწორედ გარე წრის სიმბოლური გამოხატულებაა).

შიგა წრე შეესაბამება პირველ რიგში სულელის, და ნაწილობრივ მაგის, ქურუმი ქალის, იმპერატორი ქალის, იმპერატორის და იეროფანტის არკანებს.

სწორედ იეროფანტი (სულიერი მასწავლებელი) იძლევა ცოდნას აკრძალული ხილის შესახებ, და მეექვსე არკანი - შეყვარებულები - გამოხატავს არჩევანს სასურველის მიმართულებით (მატერიალური ეგოიზმის პირველი გამოვლინეება), და სწორედ აქედან იწყება კვადრატი. ადამიანი აკეთებს არჩევანს და ეტლის არკანით მოძრაობს იმ სასურველი მიზნის (შეყვარებულის) მიმართულებით, რომელიც შეყვარებულების არკანში აირჩია. და ასე გადის მონაცვლეობით სხვადასხვა არკანებზე გზას მთვარის ჩათვლით. ხოლო არკანები - მზე, სამსჯავრო და სამყარო - გარე წრის, ანუ სამოთხის სხვადასხვა დონეებია.

ამ გზაზე არ არსებობს უკუსვლა. შესაძლებელია მხოლოდ გაიჭედო რომელიღაც არკანში. უკან - ნულოვანი სულელის არკანში დაბრუნება ილუზია და თვითმოტყუებაა, რადგან მას შემდეგ, რაც სულელი მაგად იქცა - მისი დაბრუნება შეუძლებელია.

გააცნობიერეთ - ეგოს რომელ ფაზაში ხართ გაჭედილი, და განაგრძეთ გზა...

მსგავსი სტატიები

სურია ნამასკარი - მზის მისალმება


მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი წყარო კომპლექსი სურია ნამასკარი, რ...

ოშო - ეშმაკის, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ...


ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად) მთ...

15 ,,ძლევამოსილი’’ მუდრა და მათი გამოყენება პრაქტიკაში


მთარგმნელი: ნინო მამულაძე წყარო რა არის მუდრა? - მუდრა ნიშნავს სა...

ეგოს შესახებ


ავტორი: მამუკა გურული თუ დააკვირდებით, ბევრ ტიბეტურ ან ვედურ მან...

ცოტა რამ სექსის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ენერგეტიკული თვალსაზრისით სექსის დროს (თუნ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff