ოშო - როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო?

Admin
იოგა და ტანტრა ოშო
0
0

მთარგმნელი: ელენე ხმალაძე როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო? ეს შეუძლებელია, ეგო ვერ იქნება შეწირული, იმიტ...

Osho Magmaმთარგმნელი: ელენე ხმალაძე

როგორ ვიმსხვერპლოთ ეგო?

ეს შეუძლებელია, ეგო ვერ იქნება შეწირული, იმიტომ რომ ის არ არსებობს. ეგო უბრალოდ იდეაა. მას არ აქვს არანაირი ნივთიერება. ეს წმინდა არარაობაა. შენ რეალობას აძლევ მას საკუთარი რწმენით. შენ შეგიძლია რწმენა გააქრო და რეალობა გაქრება. ეგო არარსებობაა. შენ საკუთარი თავი არ იცი, აქედან გამომდინარე ქმნი ეგოს. როდესაც საკუთარ თავს იპოვნი, ეგო გაქრება. ეგო სიბნელეს გავს, სიბნელეს არ აქვს რაიმე პოზიტიური მის არსებობაში, ის უბრალოდ სინათლის არარსებობაა. შენ არ შეგიძლია ებრძოლო სიბნელეს , თუ შეგიძლია? შენ არ შეგიძლია სიბნელე ოთახიდან გააგდო, გარეთ გაიტანო, ან შიგნით შემოიტანო. შენ არაფრის გაკეთება შეგიძლია მისით. თუ რამის გაკეთება გინდა, მაშინ ეს სინათლესთან უნდა გააკეთო. როგორც სიბნელეა სინათლის არარსებობა, ასევეა ეგოც, ის საკუთარი თავის ცოდნის არარსებობაა. შენ არ შეგიძლია ის შეწირო. ყოველთვის გეუბნებოდნენ იმას, რომ ის უნდა შეწირო, ეს აბსურდია, რადგანაც ის არ არსებობს. თუ შენ მის შეწირვას მოინდომებ, გაჩნდება ახალი, თავმდაბალი ეგო, ეგო რომელსაც არ გააჩნია ეგო. ეს იქნება ახალი სიბნელე. მე არ გეუბნები რომ ეგო გაწირო. მე გეუბნები ცადე, დაინახო სადაა ეგო, ჩაიხედე ღრმად მასში. ეცადე მისი ადგილი მოძებნო, ან ნახო საერთოდ არსებობს თუ არა. მაგრამ არ იყო მისი წინააღმდეგი დასაწყისში, თუ მისი წინააღმდეგი ხარ, შენ ვერ შეძლებ მასში ღრმად ჩახედვას. ეგო შენი გამოცდილებაა. იყავი ყურადღებით და დააკვირდი მას, როგორ ფუნქციონირებს, და შენ გაოცდები. რაც უფრო ღრმად ჩახვალ, მით უფრო ნაკლებად იპოვნი. და როდესაც შენს ძირითად სიღრმეში შეაღწევ, სრულიად განსხვავებულ რამეს ნახავ, რაც არაა ეგო, რაც ეგოს გარეშეა. ეს შენი თავია, უზენაესი, ღვთაებრივი. შენ გაქრი, როგორც ცალკეული პირი, შენ აღარ ხარ კუნძული. შენ მთლიანის ნაწილი ხარ. მე გასწავლი რომ იყო ავთენტური, ინტეგრირებული პირი, უზარმაზარი თვითპატივისცემით. თვითპატივისცემამ შეიძლება ეჭვები გაგიჩინოთ, რადგან ის ეგოსთან ასოცირდება. მაგრამ ეს ასე არაა. თავი და პატივისცემა, შენ ორივე სიტყვა უნდა გაიგო, რადგან ორივე მნიშვნელოვანია. საკუთარი თავი ისაა, ვისთან ერთადაც დაიბადე, ეგო კი ისაა რაც დააგროვე, ის შენი მიღწევაა. საკუთარი თავი სამყაროს საჩუქარია შენთვის. შენ არაფერი გაგიკეთებია მის დასამსახურებლად, შენ ის არ მიგიღწევია. არავის შეუძლია ის წაგართვას. ეს შეუძლებელია, რადგანაც ეს შენი ბუნებაა, შენი ყოფა. ეგო ისაა რაც დააგროვე განათლების, მანერების, ცივილიზაციის, კულტურის, სკოლების მეშვეობით. ეს შენი ღვაწლია, ის შენ შექმენი, იმდენად დიდი, რომ საკუთარი თავის შესახებ დაგავიწყდა. საკუთრი ნამდვილი თავი საკმარისია, არაა ეგო საჭირო. შემთხვევით არ ხდება, რომ ადამიანები თავიანთ ბავშვობას ყველაზე ტკბილად იხსენებენ. მათ ეს დრო ბუნდოვნად ახსოვთ. როდესაც დაიწყებ შენს არსში ჩახედვას, იპოვნი ადგილს, სადაც საკუთარი თავი დაკარგე, და ეგოს შექმნა დაიწყე. ეს განათების მომენტია, რადგან ეგოს დანახვისთანავე, თამაში დასრულებულია. მე ვერ გეტყვი გადააგდე ეგო, იმიტომ რომ ამით ვაღიარებ ეგოს არსებობას. და როგორ შეძლებ მის გადაგდებას, როცა შენ ის ხარ? ამ მომენტში შენ ის ხარ. საკუთარი თავი დიდი ხნის წინ დაკარგე. სანამ ეგოს დაკარგავ, მას უნდა მიაღწიო. მხოლოდ მწიფე ხილი ვარდება მიწაზე. თუ მის განადგურებას დაიწყებ, დაინახავ როგორ ძლიერდება. პირველ რიგში ეგომ თავის პიკს უნდა მიაღწიოს, რათა გაქრეს. სუსტ ეგოს არ შეუძლია გაქრობა, და შემდეგ ის უკვე პრობლემად იქცევა. ეს რთული მისია იქნება შენთვის, ჯერ იყოლიო და შემდეგ დაკარგო.

თუ ეგო არარეალურია, ეს იმას არ ნიშნავს რომ, ჩვენი მოგონებები ტვინის უჯრედებში ასევე არარეალურია? ისიც ოცნების პროცესია?

არა. ეგო არარეალურია, ტვინის უჯრედები რეალურია. ეგო არარეალურია, მოგონებები რეალურია. ეგო არარეალურია, ფიქრის პროცესი არარის არარეალური. ფიქრის პროცესი რეალობაა. შენი სხეული რეალურია, შენი სული რეალურია. ეს ორი რეალობაა. მაგრამ როდესაც სული იდენტიფიცირებულია სხეულთან, ამდროს ეგოა შექმნილი- ესაა არარეალობა. მაგალითად, მე ვდგავარ სარკის წინ, მე ნამდვილი ვარ, სარკე ნამდვილია, მაგრამ სარკის ანარეკლი არაა ნამდვილი, ეს არაა რეალობა. როდესაც გამოიღვიძე, გახდი გასხივოსნებული, შენი მახსოვრობა არ გამქრალა, ის იქ იქნება. რეალობა უფრო გამჭირვალე გახდება. ეგო მას ხელს ვეღარ შეუშლის. ფიქრის პროცესი არ გაქრება, პირიქით, პირველად შეძლებ იფიქრო. ფიქრი არ გახდება შენი ბატონი, არამედ შენ გახდები მისი. აქამდე ფიქრი გაკონტროლებდა, და რაც უფრო მეტად ცდილობდი მის შეჩერებას, მით უფრო ძლიერდებოდა მისი ზეგავლენა შენზე. ახლა კი შენ აკონტროლებ მას, როცა დაგჭირდება, იყენებ. ბუდა დადის, ბუდა ჭამს, ბუდა იძინებს, ბუდა იმახსოვრებს. მას გააჩნია მახსოვრობა, მისი ტვინის უჯრედები, მშვენივრად მუშაობს. მაგრამ ბუდა ამბობს „მე დავდივარ, მაგრამ არავინ დადის ჩემში, მე ვლაპარაკობ, მაგრამ არავინ ლაპარაკობს ჩემში, მე ვჭამ, მაგრამ არავინ ჭამს ჩემში." შინაგანი ცნობიერება, უკვე აღარაა ეგო. ამიტომ, როცა ბუდა შიმშილს გრძნობს, ის შენნაირად ვერ იგრძნობს. შენ გრძნობ „მე ვარ მშიერი", როცა ბუდა შიმშილს გრძნობს, ის ხვდება რომ სხეულია მშიერი. საბოლოოდ, მხოლოდ ცნობიერებასა და ფიქრს შორის ურთიერთობაა არარეალური. ის კვანძია. შენ შეგიძლია ის გახსნა, და როცა გახსნი, ახალ კარს გააღებ.

ბედნიერება, ეგოს სიკვდილია. ეგოსთან ერთად შენ გეშინია ნეტარების, სიხარულის. თავს დამნაშავედ იგრძნობ სიხარულში. შენ ფსიქოლოგიურ სუიციდს იგრძნობ, ეგოს დონეზე. ეს თითქმის ყოველთვის ხდება, როცა ადამიანები სიამოვნებას იღებენ რაღაც მომენტში, შემდეგ ისინი თავს დამნაშავედ გრძნობენ. უბრალოდ ეცადე გაიგო ეგო, მხოლოდ ასე გააქრობ მას. სინამდვილეში ბედნიერება განადგურებს, ის ანადგურებს იმას ვინც ამდენი ხნის განმავლობაში შექმენი, უბედურება კი პირიქით, ზრდის შენს ეგოს, ანებივრებს მას. ამიტომაა, რომ ადამიანებს უჭირთ ბედნიერად ყოფნა. სიყვარულს და ეგოს არ შეუძლიათ ერთად, ცოდნა და ეგო კარგად ეწყობიან ერთმანეთს, მაგრამ არა სიყვარული და ეგო. ისინი არიან როგორც სიბნელე და სინათლე. თუ სინათლეა, თან სიბნელე ვერ იქნება. თუ სიყვარულია, ეგოც ვერ იქნება.

საიდან იღებს ეგო ამხელა ენერგიას?

ეგოს აქვს სურვილი, სხვად ყოფნის. შენ ღარიბი ხარ, და გინდა მდიდარი გახდე. გინდა ბრძენი გახდე და ასე შემდეგ. უბრალოდ დააკვირდი...როგორ ცხოვრობს ეგო? ის ცხოვრობს ზღვარზე, მათ შორის, რაც ხარ და რაც გინდა რომ იყო. ეგო მხოლოდ წარსულსა და მომავალში არსებობს, მას არ შეუძლია აწმყოში ცხოვრება. თუ შენ აწმყოში იარსებებ, ეგო მოკვდება.

იდეალისტი ეგოისტია, რაც უფრო მეტია უთანხმოება მით უფრო ძლიერია ეგო. ეგო შექმნილია რეალურსა და იდეალურს შორის უთანხმოებაში. სინამდვილეში ყველაზე დიდი ეგოისტები ისინი არიან, ვინც ფიქრობს რომ თავმდაბალია, და ეგო არ გააჩნია. ადამიანი რომელსაც ეგო არ აქვს, არის ადამიანი, რომელსაც იდეალები არ გააჩნია. მაშინ საიდანაა ეგო შექმნილი? ენერგია დაკარგულია. ენერგია მოდის წვალებიდან, კომფლიქტისგან.

როდესაც თანხმდები საკუთარ ცხოვრებას, როდესაც საუზმეს მიირთმევ, როცა გძინავს, დადიხარ, ბანაობ- როგორ შეგიძლია შექმნა ეგო ასეთი რაღაცეებისგან? ძილი, როცა გეძინება, ჭამა, როცა გშია, როგორ შეგიძლია ეგო შექმნა?

მე არ გასწავლი როგორ იყო კარგი, ან ცუდი. მე გასწავლი როგორ იყო მთლიანი. იყო მთლიანი, ნიშნავს იყო ჯანმრთელი, იყო ჯანმრთელი ნიშნავს იყო წმინდა. მაგრამ ეგოს არ უნდა მთლიანი იყოს, რადგანაც როცა მთლიანი ხარ, ეგო ვერ იარსებებს. ეგო მხოლოდ დაყოფილი არსებობს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ქალური და მამაკაცური გზა


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მე ხშირად მეკითხებიან, რით განსხვავდება...

სიყვარულის ოთხი წესი ბუდას თანახმად


მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი წყარო   1. მაიტრი. მაიტრი ითა...

სურია ნამასკარი - მზის მისალმება


მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი წყარო კომპლექსი სურია ნამასკარი, რ...

გველის პოზა იოგაში


მთარგმნელი: ნატალია ბაქრაძე წყარო ახლა ადამიანების უმრავლესობა ...

ადამი და ევა


მონაკვეთი იოგანანდა პარამაჰამსას წიგნიდან “იოგის ავტობიოგრაფია” ...

რაჯა-იოგა


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: ნ...

15 ,,ძლევამოსილი’’ მუდრა და მათი გამოყენება პრაქტიკაში


მთარგმნელი: ნინო მამულაძე წყარო რა არის მუდრა? - მუდრა ნიშნავს სა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff