MAGMA-ს საახალწლო მილოცვა

Admin
სხვადასხვა
0
0

"ახალი წლის ეგრეგორი" ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ თუ როგორ ზემოქმედებენ ჩვენზე ერთობლივ...

milocvaaaa

"ახალი წლის ეგრეგორი" ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ თუ როგორ ზემოქმედებენ ჩვენზე ერთობლივი განწყობები, და ხშირ შემთხვევაში როგორ გვითრევენ თავიანთ მექანიკურობაში, მაგრამ ახალი წელი ერთ-ერთი პოზიტიური ეგრეგორია თავისი ბუნებით, თუკი გადამეტებულ ღრეობას და სუფრებზე ზედმეტობებს არ ჩავთვლით.

ახალი წელი პირველ რიგში ბავშვების დღესასწაულია, და ჩვენშიც პირველ რიგში ჩვენს ბავშვურ "მე"-ებს აღვიძებს. ჩვენი ბავშვური "მე"-ები კი ყველაზე ახლოს არიან ჩვენს ნამდვილ არსთან, ჩვენს "სულთან". სწორედ ამიტომაც, ამ დროს ყველაფერი უფრო მეტად "მაგიურია", უფრო მეტად გვჯერა სასწაულების. სურვილების ჩაფიქრებაც, აფირმაციებიც, მომავალი წლის დაგეგმვაც - ამ დროს უფრო კარგად მუშაობს. 

მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2019 წელი და გისურვოთ პირველ რიგში მეტი ცნობიერება, მეტი ბუნებრიობა და მეტი სიყვარული! სხვა ყველაფერი ამის თანმდევი შედეგია...

ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც MAGMA-ს ეხმარება. გვერდი რეალურად თქვენს მხრებზე დგას!

MAGMA-ს საწყისი იმპულსი საფუძვლიანი, სტაბილური განვითარება და ტრანსფორმაციაა. როგორც ხედავთ, ჩვენი გვერდიც მუდმივად ვითარდება, და მისი მკითხველებისა და ჯგუფის წევრების განვითარებაზეც ზრუნავს. 2018 წელს მთავარი, რაც გაკეთდა - ესაა ჩვენი ვებ-გვერდი, რომელიც თავის თემატიკაში უკვე საუკეთესოა საქართველოში, თუმცა სრულყოფილებისგან შორსაა, და ჩვენც სწორედ სრულყოფილებისკენ მივდივართ...

2019 წლიდან MAGMA-ში თეორიულთან ერთად პრაქტიკული განვითარებაც აქტიურად დაიწყება. პრაქტიკუმის პირველი ჯგუფი (0 გრადუსი) უკვე შეივსო და მალე მოქმედებაში გვაჩვენებს შედეგებს.  

ასევე 2019 წელს MAGMA გპირდებათ მრავალ სიახლეს და აღმოჩენას, და რა თქმა უნდა ბევრ საინტერესო სტატიას. 

აქვე მინდა გამცნოთ, რომ იანვარში გვერდი შედარებით პასიურ რეჟიმში გადავა, რადგან "შვებულებას" ვიღებ, მაგრამ მალე ახალი ძალებით და სიახლეებით დაგიბრუნდებით.

დაე, ცნობიერება და ძალა იყოს თქვენთან!

პატივისცემით - მამუკა გურული

 

მსგავსი სტატიები

როგორ მოვახდინოთ საუკეთესო პირველი შთაბეჭდილება ექსპერტების თანახმად


წყარო: მთარგმნელი: სალომე თორაძე ახალ ადამიანთან შეხვედრისას თ...

ოშო - მღვდლების შესახებ


  ოშოს წიგნიდან - "მღვდლები და პოლიტიკოსები; სულის მაფია" მთ...

ემოციების ბუნება


 თუ სიტყვას «emotion» (ემოცია) ორ შემადგენელ ნაწილად დაყოფთ ...

კომპლიმენტები, რომლებითაც ადამიანებს გააღიმებთ


ავტორი: ანა თოფურიძე სიძულვილის ენის ეპოქაში, სადაც ყოველ დღე ტე...

მარსის ეგრეგორი


ატლანტების და სხვა რასების წარმოშობის შესახებ... ავტორი: ბორის მონ...

კაჰუნების საიდუმლო ცოდნა


მთარგმნელი: მამუკა გურული ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – ს...

"იყო იგი სხვაი ჩემი"


 ქრისტიანული ლოცვის ტექსტებში არის ერთი მონაკვეთი, კერძოდ ანდრია კრ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff