ჯო დისპენზა. აკეთეთ ეს 7 დღე და საოცარ შედეგებს მიიღებთ

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ტრანსკრიბცია ჯო დისპენზას ვიდეოდან მთარგმნელი: ნანა აბესაძე - მე მომწონს ადამიანების გამოწვევ...

joe

ტრანსკრიბცია ჯო დისპენზას ვიდეოდან

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

- მე მომწონს ადამიანების გამოწვევა. ამიტომ ჩვენს მაყურებელს მინდა შევთავაზო შვიდდღიანი ექსპერიმენტის ჩატარება. როგორ ფიქრობთ, ქვეცნობიერის რომელ პროგრამებზე უნდა ვიმუშაოთ პირველ რიგში? იქნებ შევცვალოთ ან ხელახლა გავიაზროთ რამე, მაგალითად ჩვენი რეაქციები? ვისწავლო გარკვეული აზრების უკუგდება, მოცილება, რომ 7 დღის შემდეგ ვიგრძნოთ ცვლილებები? შევიგრძნოთ თავი უფრო ჯანმრთელად, სასურველად? თქვენი აზრით რა არის სამი ყველაზე მთავარი რამ, რაც უნდა შევცვალოთ?

- უმრავლესობა იღვიძებს დილით, ამოწმებს მესენჯერს, სოცქსელს,მიდის სამსახურში ჩვეული გზით .ყოველდღე აკეთებს ერთიდაიგივეს. არსობრივად ჩვენ ვცხოვრობთ პროგრამაში და მოკლებულნი ვართ თავისუფალ ნებას.

შეეცადეთ დღე დაიწყოთ უბრალო შეკითხვით: რამდენად პროდუქტიული შემიძლია ვიყო მე დღეს? თუ მივაყურადებთ ჩვენს სხეულს, ის გვეტყვის რომ გვინდა ყავა, დაიღალეთ და ა. შ. თქვენ ეტყვი მას, სხეულო დამაცადე! აქ განკარგულებებს ვიძლევი მე - გონება და არა შენ. შენ მიიღებ შენს ყავას და სხვა დანარჩენს. ახლა კი შენ დაელოდები ჩემს ნებას. აქ უკვე წყვეტთ თქვენ და არა თქვენი სხეული. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენი გონება მართავს ჩვენს სხეულს, რაღაცას ვცვლით ჩვენში და ვიმარჯვებთ ჩვენს სხეულზე.საკუთარ თავს, რეგულარულად დაუსვით შეკითხვები. ჩაიწერეთ 4 აზრი, რომელიც ხშირად გაწუხებთ. მაგალითად, ეს რთულია, ეს არ შემიძლია და ა. შ. როდესაც გააცნობიერებთ მათ, გაგიკვირდებათ რომ ამდენ ხანს, ამ აზრებს ყუდადღებას არ აქცევდით, ვერ ამჩნევდით მათ დღეების და კვირის განმავლობაში.

ყველაზე მთავარი, რისი შეცვლაც გსურთ:

1. ფიქრები, რომლებსაც აჟღერებთ. იქნებ თქვენ წუწუნებთ, ეძებთ დამნაშავეს, იბრალებთ საკუთარ თავს? იქნებ ეს მსხვერპლის ცნობიერებაა. იქნებ მსხვერპლის როლს ხართ მორგებული? იქნებ ისე მიეჩვიეთ დანაშაულის გრძნობით ცხოვრებას, რომ ის თქვენი განუყოფელი ნაწილი გახდა? ემოციებს რომლებითაც ცხოვრობთ, იქნებ თქვენ აძლეთ სასიცოცხლო ძალას? გააცნობიერეთ გონისა (აზროვნების?) და სხეულის მდგობარეობეა და უთხარით თქვენს თავს, რომ ასეთი მე ვიყავი ადრე! მერე შეეკითხეთ თქვენს თავს, როგორი აზრების კულტივირება გინდათ და დაიწყეთ მათი შეგრძნებებით კულტივირება. მაგალითად, როგორი რეაქციები მექნება მე დღეს? რა არჩევანს გავაკეთებ? იმეორეთ ეს ყოველდღე, როგორც მანტრა, რომ „ჩადგათ“ საჭირო მეტალი თქვენს ნეირონებში. დროთა გამნავლობაში ეს გახდება პროგრამა და თქვენ შესაბამისად დაუფიქრებლად დაიწყებთ ასე აზროვნებას.

ახლა ყველაზე რთული: შეგიძლიათ თუ არა, თქვენი სხეული ემოციურად გადააწყოთ იმ შეგრძნებებზე,რომლების სასურველ მომავალს უძღვის? არ დანებდეთ, სანამ თქვენ არ იგრძნობთ სასურველ მომავალს! ივარჯიშეთ ამაში რამოდენიმე დღე, შეეცადე და ისწავლეთ ამ შეგრძნებების თქვენში შენარჩუნება და დაინახავთ რამდენი შესაძლებლობები აღმოჩნდება თქვენს წინაშე. ჩვენ ამ მოვლენას სინქრონიზირებას ვეძახით.

2. ყოველ საღამოს გამოხატეთ, სანამ დაიძინებთ, მადლიერება იმისათვის, რაც გაქვთ და მიაჩვიეთ თქვენი სხეული ამ განცდას. ემოციურად გადაიტანეთ მადლიერების გრძნობა. როცა რამეს გჩუქნიან, მადლობას ეუბნებით და რეალურად გაქვთ მადლიერების განცდა, ხომ ასეა? ანუ, თქვენ რაღაცას იღებთ და ამბობთ მადლობას. ასე რომ მადლიერება, სავსებით ლოგიკური და ბუნებრივი განცდაა ამ დროს.

ადამიანი აღიქვამს და ისრუტავს იმ აზრებს, რომლებიც შეესაბამებიან მის ემოციურ მდგომარეობას.

მადლიერების განცდისას, თვითოეული აზრი, თითქოს ინერგება ჩვენს ორგანიზმში. ჩვენ რომ ვიმეოროთ მე ჯანმრთელი ვარ, მე მდიდარი ვარ და ამ დროს, ჩვენი სხეული დაპროგრამებული იყოს უარყოფაზე, ჩვენი აზრი აზრად დარჩება, ის არ წავა წინ. მადლიერება, ბევრად მაღალი და პროდუქტიული მდგომარეობაა. როდესაც ჩვენ განვიცდით მადლიერების გრძნიბას, ორგანიზმში ირთვება დაახლოებით 1200 აღმდგენი ქიმიური რეაქცია. ამას ადასტურებენ კვლევები.

მთელი გულით შეიგრძენით მადლიერება ყოველდღე, თუნცდაც ათი წუთით და შედეგი გარანტირებული იქნება.

3. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ყოველდღე გამონახეთ დრო, არა აქვს მნიშვნელობა როდის, იმისათვის რომ დახუჭოთ თვალები და მთელი არსით შეიგრძნოთ სივრცე. შეიგრძენით ის, შეისწავლეთ. შეიგრძნენით თავი მის განუყოფელ ნაწილად.

გაცნობიერების ამაღლებული შეგრძნება იწვევს სტრესის ჰორმონების დაქვეითებას და ტვინის რიტმების სინქრონიზაციას. მე ამას ახლა, ამ წუთას ვაკეთებ. ეს უბრალოდ პრაქტიკის საქმეა. რაც მეტად ვეწევით პრაქტიკას, მით უფრო კარგად გამოგვდის.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი სტატიები

დეპრესია: გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა


მთარგმნელი: ირინე ჩუნთიშვილი წყარო დეპრესია, ანუ დიდი დეპრესიულ...

ჰელინგერის სისტემური განლაგება


ამონარიდები ბერტ ჰელინგერის წიგნებიდან მთარგმნელი: მაია ბადრიძე ...

ურთიერთობის 6 ტოქსიკური ჩვევა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ნორმად აღიქვამს


ავტორი: მარკ მენსონი (ავტორი. მოაზროვნე. ცხოვრების ენთუზიასტი) ი...

გაუცნობიერებელი


გაუცნობიერებელი რა უშლის ადამიანს ხელს თვითდაკვირვებასა და თვითა...

ფსიქოლოგიური ეფექტები


მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი წყარო ადამიანის ცხოვრება ძალიან რთ...

ინდუქცია


ავტორი: ნანა აბესაძე ერთერთ სტატიაში, მანიპულაციაზე ვისაუბრე. ცო...

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა შენს ცხოვრებაში


მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ყველას უნდა თავს კარგად გრძნობდ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff