პრაქტიკუმში გამოყენებულია ორი სისტემა - ვადიმ ზელანდის "რეალობის ტრანსერფინგი" და ჯო დისპენზას ქვეცნობიერის პროგრამირების ტექნიკები.
ყველაზე მთავარი, რასაც ამ პრაქტიკუმში მიიღებთ ესაა კონკრეტული თემის მთავარი გასაღები და პრინციპები, რომლებიც შეგიძლიათ ნებისმიერ შესაბამის კარს და ნებისმიერ დროს მოარგოთ.
ეს მანდალა ძირითადად ეხება კარლ გუსტავ იუნგს, ასევე სხვა მაგმურ თემებს.
ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; ოთხი პერინატალური მატრიცა.
კარლ იუნგის ცხოვრება და მოღვაწეობა
ინდივიდუაცია, პერსონა და ჩრდილი
ანიმა/ანიმუსი/თვითობა
იუნგის ფსიქოტიპები
სიზმრები და აქტიური წარმოსახვა
ცნობიერების ევოლუცია ერიხ ნოიმანის მიხედვით
ინიციაციის რიტუალები
ტაროს არქეტიპები (ნაწილი პირველი)
იუნგი და გნოსტიციზმი. ფილმ მატრიცის განხილვა გნოსტიკური თვალსაზრისით.
ტაროს არქეტიპები (ნაწილი მეორე) იუნგი და ალქიმია
ასევე შეძლებთ ნახოთ და შეისწავლოთ სხვადასხვა სახის გიდირებული მედიტაციები და პრაქტიკები (ვიდეო-ჩანაწერების სახით).
გადახედვის ტექნიკა
ჯავშნის მოხსნა
ვიზუალიზაცია პერსონაზე
ჩრდილი - ვიზუალიზაცია
ანიმა/ანიმუსი - ვიზუალიზაცია
იუნგის ფსიქოტიპები
აქტიური წარმოსახვა
სიმბოლოები
შამანური სუნთქვა
შამანური სუნთქვის 1 საათიანი პრაქტიკა
ასევე შეძლებთ ნახოთ და შეისწავლოთ სხვადასხვა სახის გიდირებული მედიტაციები და პრაქტიკები (ვიდეო-ჩანაწერების სახით).
შეგიძლიათ დამოუკიდებლად გაიაროთ პრაქტიკის პროგრამა, რომელიც მოცემულია ვორდის დოკუმენტის და ვიდეო-ლექციების სახით, სადაც დეტალურად არის ახსნილი თითოეული პრაქტიკა
ასევე პრაქტიკუმში მოცემულია საინტერესო შემეცნებითი ფილმები, რომლებიც მეტად დაგეხმარებიან თეორიული მასალის გაგებაში.
რ.ა. ვილსონის წრედების სისტემა ("პრომეთეს აღზევების" მიხედვით);
ჯიოტიში - ცოდნა სამყაროს მთავარი ძალების შესახებ (არსობრივი მიმოხილვა);
ეგრეგორები (არსობრივი მიმოხილვა);
ვექტორული ფსიქოლოგია (არსობრივი მიმოხილვა);
კაჰუნების სიბრძნე - უძველესი შამანური ცოდნა (არსობრივი მიმოხილვა);
ვილჰელმ რაიხის კუნთოვანი ჯავშანი;
და კიდევ სხვა ახალი და ძალიან საინტერესო სისტემა, რომელსაც სიურპრიზად ვტოვებთ...
ასევე შეძლებთ ნახოთ და შეისწავლოთ სხვადასხვა სახის გიდირებული მედიტაციები და პრაქტიკები (ვიდეო-ჩანაწერების სახით).
შეგიძლიათ დამოუკიდებლად გაიაროთ პრაქტიკის პროგრამა, რომელიც მოცემულია ვორდის დოკუმენტის და ვიდეო-ლექციების სახით, სადაც დეტალურად არის ახსნილი თითოეული პრაქტიკა
ასევე პრაქტიკუმში მოცემულია საინტერესო შემეცნებითი ფილმები, რომლებიც მეტად დაგეხმარებიან თეორიული მასალის გაგებაში.
☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი.
☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები.
☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე).
☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან.
☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).
☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:
✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);
✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);
✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;
✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;
✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები;
✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);
✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);
✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა; ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);
✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);
✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები; ჩაკრების სისტემა;
✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;
✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია);
☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები.
☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს.
☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია).
☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები.
☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად.
☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად.
☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის.
☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.
☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით).
☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის).
☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.
☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება.
🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.
⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.
📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com