მაგრამ სიღრმის სულმა თქვა: „არავის შეუძლია და არც ვინმემ უნდა შეწყვიტოს მსხვერპლშეწირვა. მსხვერპლი ნიშნავს არა მოსპობას, არამედ ქვაკუთხედია იმის, ვინც მოდის. ხომ გქონდათ მონასტრები? განა მრავალი ათასი უდაბნოში არ წავიდა? მონასტერი თქვენში უნდა ატაროთ. უდაბნო თქვენშია. უდაბნო გეძახით თქვენ და უკან გექაჩებათ, და როცა თანამედროვე სამყაროში თქვენ რკინით ხართ დაბმულები, უდაბნოს ძახილი ყოველგვარ ჯაჭვებს ამტვრევს. ჭეშმარიტად, მარტოობისთვის გამზადებთ მე თქვენ