მეტამორფოზა - 48 დღიანი მანდალა


🔥 მეგობრებო, ვაცხადებთ ჩაწერას მაგმას ახალ, 48 დღიან, ტრანსფორმაციულ ონლაინ-ტრენინგზე - „მეტამორფოზა“. დაწყების თარიღი - 22 ოქტომბერი.

🔥 წინა მანდალებისგან განსხვავებით, „მეტამორფოზა“ უფრო მეტად პრაქტიკული ხასიათისაა. გვექნება ყოველ მონაწილესთან როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მუშაობაც. შესაბამისად რაოდენობა ლიმიტირებულია და ამჯერად 33 წევრზე მეტს ვერ მივიღებთ. 

🔥 რას მოგცემთ "მეტამორფოზა", თუკი გამოგვყვებით და ძალისხმევის მაქსიმუმს ჩადებთ თქვენი მხრიდან?

🦋 პრობლემის ფესვის მიგნება და გამოსავლის პოვნა; 

🦋 ახალი რესურსების აღმოჩენა, საკუთარი თავის სხვა რაკურსით შეცნობა, შინაგანის გარესთან მთლიანობაში მოყვანა; 

🦋 შემოქმედებითი პოტენციალის პოვნა ან/და გაფართოვება;

🦋 საკუთარ თავში საყრდენის პოვნა ან აღდგენა; 

🦋 შინაგანი ხმის მოსმენა და არაცნობიერთან დიალოგი; 

🦋 საკუთარი თავის, მისიის და გზის დანახვა; 

🦋 გარემოსთან ჰარმონიული ინტეგრაცია; 

🦋 საკუთარი ჩრდილების გაცნობა და მათთან ინტეგრაცია, გამთლიანება...

🦋 მეტი ენერგო-გამტარობა და მეტი მოტივაცია დასახული მიზნების მისაღწევად. 

🦋 ახალი და დიდი ნაბიჯები თავისუფლების გზაზე...

🦋 და სხვა ბონუსები, რომლებსაც სიურპრიზად დავტოვებთ...

🔥 ტრენინგი ჩატარდება ონლაინ ფორმატში - ჩატარდება 28 ონლაინ-შეხვედრა, + 2 ცოცხალი შეხვედრა (თბილისში მყოფთათვის). 

🔥 ჯგუფის ძირითადი პლატფორმა ფეისბუქ-ჯგუფია, რომელშიც Zoom-ის შეხვედრების ჩანაწერები შეინახება და ვერ-დასწრების შემთხვევაში მოგვიანებით ნახვაც შეგეძლებათ. 

🔥 კვირაში ჩატარდება 4 შეხვედრა - საღამოს 21:00-ზე, Zoom-ის ფორმატში. შეხვედრების დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა (დღეები შესაძლოა გამონაკლის შემთხვევებში შეიცვალოს ხოლმე). ლაივების ხანგრძლივობა - საათნახევრიდან სამ საათამდე.

🔥 ტრენინგის დასაწყისშიც და მერეც მოგეცემათ კონკრეტული დავალებები და სავარჯიშოები. სამუშაო საკმაოდ რთული და შრომატევადი იქნება. სხვაგვარად რეალური მეტამორფოზა არ ხდება. 

🔥 „მეტამორფოზას“ ძირითადი თემები და საკითხები:

✅ არაცნობიერის სტრუქტურა (იუნგიანური სისტემის სინთეზი სხვა სისტემებთან). 

✅ იუნგიანური ფსიქოლოგიის ინსტრუმენტები - სიზმრები და აქტიური წარმოსახვა (პრაქტიკული გამოყენება).

✅ უფრო მეტი აქცენტი ჩრდილის და ანიმა/ანიმუსის თემაზე.

✅ ურთიერთობების ფსიქოლოგია.

✅ გიდირებული მედიტაციები.

✅ ბიო-ენერგეტიკული პრაქტიკები.

✅ შამანიზმის გარკვეული ცნებები და ელემენტები (კარლოს კასტანედას მიხედვით).

✅ ბიო-ენერგეტიკული დიაგნოსტიკა; ხატვითი ანალიზი; არტ-თერაპია (თათია არაბულის საავტორო მეთოდებით, რომლებიც უნიკალურია და სცდება კლასიკური არტ-თერაპიის ფარგლებს). 

🎬 როგორც ყოველთვის, გვექნება რეკომენდებული ფილმები თემების შესაბამისად. 

🔥 „მეტამორფოზას“ ეყოლება ორი ტრენერი:

🧔‍♂️  მამუკა გურული - ფსიქოლოგი, არაცნობიერის მკვლევარი, პიროვნული განვითარების მენტორი, ეზოთერიკოსი, magma-ს დამფუძნებელი. 

🧝 თათია არაბული - მხატვარი, ბიო-ენერგეტიკული დიაგნოსტიკის და ხატვით დიაგნოსტიკის სპეციალისტი, სოციალური თერაპევტი, ანთროპოსოფიური არტ-თერაპევტი, (მოწოდებით შამანი). 

ასევე გვეყოლება სპეციალური სტუმარი:

🧝‍♀️ ხათუნა თავდგირიძე - მითოლოგი, პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის შედარებითი მითოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის (IACM) წევრი, რომელიც წაიკითხავს (online) ორ ლექციას თემაზე - სიყვარულისა და სექსუალობის მითოლოგია: მითოარქეტიპული მოდელები.

✅ პირველი ლექცია: სიყვარულისა და სექსუალობის რაციონალური (კულტურულ-სოციალურ-ეკონომიკური) და ირაციონალური (მითო-რელიგიური) საწყისები. 

✅ მეორე ლექცია: ქალისა და მამაკაცის სიყვარულისა და სექსუალობის მითოარქეტიპული მოდელები.

 

ტრენინგის ღირებულება:

⚡️ წინასწარ ერთიანად გადახდის შემთხვევაში - 900 ლარი

🦥 ორ ნაწილად გადახდის შემთხვევაში 1000 ლარი (500 ტრენინგის დაწყებამდე, 500 დაწყებიდან 24 დღის შემდეგ). 

☘️ სპეციალური ფასი მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე ტრენინგი გაიარა, ან მაგმას რეგულარული და ერთგული მხარდამჭერია (მინიმუმ 100 ლარის დონაცია აქვს ჩარიცხული, ან 100 ლარის წიგნები აქვს შეძენილი):

⚡️ წინასწარ ერთიანად გადახდის შემთხვევაში - 700 ლარი

🦥 ორ ნაწილად გადახდის შემთხვევაში 800 ლარი (500 ტრენინგის დაწყებამდე, 300 ლარი დაწყებიდან 24 დღის შემდეგ). 

🚫 სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ტრენინგზე ასაკობრივი ზღვარი გვაქვს“ დაიშვებიან მხოლოდ 23+ პერსონები (23 წლამდე სტუდენტებისთვის მომავალში ვგეგმავთ ცალკე ტრენინგის გაკეთებას). 

🔥 ადგილების რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია 33 პერსონამდე, ტრენენგი ჩანაწერების სახით არ გაიყიდება. ამიტომ იჩქარეთ და დარეგისტრირდით. რეგისტრაციის ბოლო თარიღი - 20 ოქტომბერი...

👇 რეგისტრაციისთვის ჩარიცხეთ თანხა ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მაგმას გვერდზე ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com 

ანგარიშის რეკვიზიტი:

საქართველოს ბანკი:

GE40BG0000000537817948

მიმღები: მამუკა გურული

✈️ საზღვარგარეთიდან თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ნებისმიერი გზავნილით (გარდა moneygram-ისა) სახელზე - Mamuka Guruli

რეგისტრაციის შემდეგ დაგამატებთ შესაბამის ფეისბუქ-ჯგუფში და სხვა დეტალებს იქ გაგაცნობთ. ვიწყებთ 22 ოქტომბერს... 

შთაბეჭდილებებს წინა მანდალასთან დაკავშირებით, გაეცანით ამ პოსტის კომენტარში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff