მთარგმნელი: ადილარი წირღვავა
(1913 წელს, რუდოლფ შტაინერი იმყოფებოდა ნორვეგიაში, ქალაქ ოსლოში, სადაც წაიკითხა ლექციების ციკლი – „მეხუთე სახარება“, დასასრულს კი სავარაუდოდ 1913 წლის 05–06 ოქტომბერს უპასუხა კარმასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. ეს კითხვა–პასუხი 1962 წელს ითარგმნა რუდოლფ შტაინერის ნაშრომების ინგლისურად მთარგმნელი პოლინ ვერლეს მიერ, საიდანაც თავის მხრივ ქართულად ითარგმნა.)
შეკითხვა: „რეინკარნაციის კანონის შესაბამისად ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანის ინდივიდუალობა ფლობს თავის ნიჭს, შესაძლებლობებს და ა.შ. როგორც მის წინა ცხოვრების შედეგს. განა ამას არ ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ ასეთი ნიჭი და შესაძლებლობები მაგალითად მორალური გამბედაობა, მუსიკალური ნიჭი და ა.შ. ბავშვებს მშობლებისაგან პირდაპირ გადმოეცემათ?
პასუხი: თუ რეინკარნაციისა და კარმის კანონებს სწორად გავიაზრებთ, მაშინ ზემოთ ნათქვამში ვერაფერ წინააღმდეგობას ვერ ვიპოვით. ადამიანის მხოლოდ ის თვისებები შეიძლება გადაეცეს მემკვიდრეობით, რაც მიეკუთვნება ფიზიკურ და ეთერ სხეულებს. ეთერული სხეული სიცოცხლის ყველა ფენომენის მატარებელია (ზრდისა და რეპროდუქციის ძალები), ყველაფერი რაც ამასთანაა დაკავშირებული შესაძლებელია პირდაპირ მემკვიდრეობით გადაეცეს. რაც დაკავშირებულია ე.წ. მშვინვიერ სხეულთან მემკვიდრეობით შესაძლებელია გადაეცეს გაცილებით ნაკლები ხარისხით. ეს შეგრძნებებში გარკვეულ განწყობას ქმნის. გვაქვს თუ არა ნათელი მხედველობა, კარგად განვითარებული სმენა და ა.შ. შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, შეიძინეს თუ არა ჩვენმა წინაპრებმა ეს უნარები და მემკვიდრეობით გადმოგვცეს თუ არა ისინი. მაგრამ ვერავინ გადასცემს სხვა იმას რაც დაკავშირებულია ადამიანის სულიერ არსებასთან. მაგალითად მისი აზროვნების სიმკვეთრე და სიზუსტე, მისი მეხსიერების სანდოობა, ზნეობრივი გრძნობა, ცოდნისა და ხელოვნების შეძენილი შესაძლებლობები.
ეს ის თვისებებია, რომლებიც მის ინდივიდუალობაშია ჩაბუდებული და ვვლინდება შემდეგ ინკარნაციაში შესაძლებლობების, ნიჭის, ხასიათის და ა.შ. სახით. თუმცა გარემო, რომელშიც რეინკარნირებული ადამიანი ხვდება არა შემთხვევით, არამედ აუცილებლად დაკავშირებულია მის კარმასთან. მოდი ვივარაუდოთ, რომ ადამიანმა მის პირველ ცხოვრებაში შეიძინა მორალურად ძლიერი ხასიათი. ეს უნარი მის შემდეგ ინკარნაციაში მისი კარმაა, რომელიც უნდა გამოვლინდეს. ეს შეუძლებელი იქნებოდა თუ ის არ განსხეულდებოდა საკმაოდ კონკრეტული აგებულების სხეულში. ეს სხეულებრივი აგებულება უნდა მიიღოს წინაპრებისაგან. განსასხეულებელი ინდივიდუალობა მისთვის დამახასიათებელი მიზიდულობის ძალით იმ მშობლებისაკენ მიისწრაფვის, რომლებსაც შეუძლიათ მისთვის შესაბამისი სხეულის მიცემა. ეს გამოწვეულია იმით, რომ რეინკარნაციამდეც ეს ინდივიდუალობა უკავშირდება ასტრალური სამყაროს ძალებს, რომლებიც გარკვეული ფიზიკური პირობებისაკენ მიისწრაფვიან. ამგვარად ადამიანური არსება იბადება იმ ოჯახში, რომელსაც შეუძლია მას მემკვიდრეობით გადასცეს ის სხეულებრივი პირობები, რომელიც მის კარმულ პოტენციალს შეესაბამება. შემდეგ თუ მორალური გამბედაობის მაგალითს დავუბრუნდებით, ისე გამოიყურება, თითქოს ეს უკანასკნელი მშობლებისაგან მივიღეთ. სიმართლე ისაა, რომ ადამიანმა მისი ინდივიდუალური არსებით მოძებნა ის ოჯახი, რომელიც მისთვის მორალური გამბედაობის გამოვლენას შესაძლებელს ხდის. დამატებით შესაძლებელია, რომ ბავშვების და მშობლების ინდივიდუალობები ადრინდელ ცხოვრებაში უკვე დაკავშირებულნი იყვნენ და სწორედ ამ მიზეზით კვლავ მოძებნეს ერთმანეთი.
კარმის კანონები იმდენად რთულია, რომ შესაძლოა ვერასოდეს განვსაჯოთ გარეგნულ სურათებზე დაყრდნობით. მხოლოდ იმ პირს შეუძლია სცადოს ასეთი განსჯის ჩამოყალიბება, რომლის სულიერი გრძნობითი ორგანოებისათვისაც ნაწილობრივ მაინც ვვლინდება უმაღლესი სამყაროები. ვისაც შეუძლია ფიზიკური სხეულის გარდა დააკვირდეს მშვინვიერ ორგანიზმს და სულს, მას შეუძლია განასხვავოს ის, რაც ადამიანს წინაპრებისაგან გადაეცა და ის, რაც მისივე საკუთრებაა წინა ცხოვრებებში შეძენილი. ჩვეულებრივი ხედვისათვის ეს ყველაფერი არაა მარტივად გამორჩევადი და ადვილად შესაძლოა გამოჩნდეს ისე თითქოს რაღაც არის მემკვიდრეობით გადმოცემული, მაშინ როდესაც რეალურად კარმულადაა შეძენილი.
გონივრულია გამოთქმა: „ბავშვები მშობლებს ეძლევათ“. სულის მიმართებაში ეგ ნამდვილად ასეა. გარკვეული სულიერი თვისებების მქონე ბავშვები მათ სწორედ იმიტომ ეძლევათ, რომ მშობლებს შეუძლიათ ბავშვებს ამ სულიერი თისებების განვითარების შესაძლებლობა მისცენ.
შეკითხვა: ნუთუ ანთროპოსოფია არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს „შემთხვევითობას“? როდესაც თეატრის ხანძრის გამო ერთდროულად ხუთასი ადამიანი იღუპება, ვერ წარმომიდგენია, რომ ის წინასწარ განისაზღვროს თითოეული ადამიანის კარმით.
პასუხი: კარმის კანონები იმდენად რთულია, რომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს როცა ადამიანური ინტელექტისათვის ზოგიერთი ფაქტი თავდაპირველად შეიძლება გამოჩნდეს ისე, რომ იგი ამ კანონის ზოგად მოქმედებას ეწინააღმდეგება.
ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ინტელექტი ფიზიკური სამყაროში გამოიწვრთნა, მატერიალური გამოცდილებით ყალიბდება და ის შეჩვეულია აღიაროს მხოლოდ ის რაც ამ სამყაროში შეისწავლა. კარმის კანონები მიეკუთვნება ზენა სამყაროებს. თუ ვეცდებით კარმის მიერ გამოწვეული მოვლენების იმდაგვარად გაგებას, როგორადაც მაგალითად სამართლიანობა გამოიყენება წმინდა მიწიერ–ფიზიკურ ყოფიერებაში, აუცილებლად წავაწყდებით წინააღმდეგობებს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რამოდენიმე ადამიანის მიერ განცდილი საერთო გამოცდილება შესაძლოა ზენა სამყაროში თითოეუილი ადამიანისათვის შესაძლოა სრულებით სხვა რამეს ნიშნავდეს. ბუნებრივია, შესაძლოა პირიქითაც იყოს: საერთო ურთიერთკავშირები შეიძლება ეფექტური გახდეს საერთო მიწიერ გამოცდილებაში. მხოლოდ ზენა სამყაროებში ნათელი ხედვით დაჯილდოებულს შეუძლია ინფორმაციის მოწოდება კონკრეტულ შემთხვევებზე.
მაგალითად თეატრში ხანძრის დროს ხუთასი ადამიანის საერთო სიკვდილით მათი კარმული ურთიერთკავშირების გამოიხატვა, შესაძლებელია შემდეგი სცენარებით:
პირველი – საერთოდ არაა საჭირო ამ ხუთასიდან, რომელიმე იყოს კარმულად დაკავშირებული სხვა მსხვერპლთან. საერთო კატასტროფა ისევეა დაკავშირებული თითოეული მათგანის კარმასთან, როგორც ორმოცდაათი ადამიანის ჩრდილის გამოსახულება დაკავშირებულია ამ ადამიანთა აზროვნებისა და გრძნობების სამყაროებთან. ერთი საათის უკან ამ ადამიანებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდა და არც რაიმე საერთო ექნებოდათ ერთი საათის შემდეგ.
ის რაც მათ ერთასადაიმავე ადგილზე შეხვედრისას განიცადეს, განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს თითოეულ მათგანზე. მათი კავშირი ამ საერთო ზემოთხსენებულ ჩრდილის გამოსახულებით აისახება. შეცდებოდა ვისაც არ უნდა გამოეტანა ამ ჩრდილის გამოსახულებიდან ის დასკვნა, რომ ამ ხალხს საერთო კავშირი აერთიანებდათ.
მეორე – შესაძლებელია, რომ ხუთასი ადამიანის საერთო გამოცდილებას არაფერი აქვთ საერთო მათ კარმულ წარსულთან, თუმცა სწორედ ამ გამოცდილებით მათ მოამზადეს რაღაც, რაც მათ მომავალში კარმულად გააერთიანებთ. შესაძლებელია ხუთასი ადამიანი მომავალში საერთო საქმეს გააკეთებს და ამ კატასტროფის მეშვეობით ზენა სამყაროთა გამო გაერთიანდება. გამოცდილი სულიერი მეცნიერი საფუძვლიანად იცნობს იმ ფაქტს, რომ დღეს ჩამოყალიბებული ბევრი საზოგადოება თავის წარმოშობას შორეულ წარსულში განცდილ საერთო კატასტროფას უმადლის, რომელიც დღეს გაერთიანებულმა ადამიანებმა განიცადეს.
მესამე: ზემოთხსენებული კატასტროფა შესაძლებელია იყოს შესაბამისი პირების წარსული, საერთო დანაშაულის შედეგი, თუმცა ეს შეიძლება იყოს აღწერილი ზემოთხსენებული სამივე კომბინაციის ერთობლიობა. ფიზიკურ სამყაროში „შემთხვევითობაზე“ საუბარი გაუმართლებელი არ არის. თუ ყველა სამყაროს გავითვალისწინებთ, რაც არ უნდა მართალი იყოს გამოთქმა, რომ „შემთხვევა“ არ არსებობს, გაუმართლებელი იქნებოდა სიტყვა „შემთხვევითობის“ აღმოფხვრა, თუ მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში არსებულ საგნების ურთიერთკავშირზე ვსაუბრობთ. შემთხვევითობა ფიზიკური სამყაროში გამოწვეულია იმით, რომ ყველაფერი ამ სამყაროში შეგრძნებით სივრცეში ხდება. რამდენადაც ისინი ამ სივრცეში ჩნდებიან, ასევე უნდა დაემორჩილონ ამ სივრცის კანონებს. ამ სივრცეში შეიძლება გარეგნულად შეხვდეთ ისეთ საგნებს, რომლებსაც შინაგანად ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. მიზეზებს, რის გამოც სახურავიდან აგური ვარდება და ვზიანდები, აუცილებლად სულაც არა აქვს კავშირი ჩემს კარმასთან, რომელიც წარსულიდან მომდინარეობს. ბევრი ადამიანი შეცდომას უშვებს, როდესაც კარმულ ურთიერთობებს ძალიან მარტივად წარმოიდგენს. მაგალითად, ისინი ვარაუდობენ, რომ თუ აგურმა ადამიანი დააზიანა, მან ეს დაზიანება კარმულად დაიმსახურა. მაგრამ ეგ აუცილებლად ასე არ არის. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება მოვლენები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო მის მიერ წარსულში ნამოქმედარ დანაშაულთან ან დამსახურებასთან. ამგვარი მოვლენების კარმული დაბალანსება მომავალში ხდება. დღეს თუ რამე შემემთხვევა ჩემი ბრალის გარეშე, მე კომპენსაციას მომავალში მივიღებ. ერთი რამ ნათელია: არაფერი რჩება კარმული დაბალანსების გარეშე.
ადამიანის გამოცდილება კარმული შედეგია წარსულიდან თუ მისი კარმული მიზეზი მომავალში ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს ამის ვერ წყვიტავს ფიზიკურ სამყაროსთან მუშაობას შეჩვეული ინტელექტი, მისი გარკვევა მხოლოდ ოკულტური ცოდნითა და დაკვირვებით შეიძლება.
შეკითხვა: რეინკარნაციისა და კარმის კანონის მეშვეობით თუ არის შესაძლებელი გავიგოთ როგორ შეიძლება მაღალ განვითარებული ადამიანის სული განსხეულდეს განუვითარებელ და უმწეო ბავშვად? ბევრი ადამიანისათვის მიუღებელი და ალოგიკურია ფიქრი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ კვლავ და კვლავ ბავშვობის ასაკიდან.
პასუხი: როგორ შეუძლია ადამიანს იმოქმედოს ფიზიკურ სამყაროში დამოკიდებულია მისი სხეულის ფიზიკური მდგომარეობაზე. მაგალითად ამ სამყაროში სრულად უმაღლესი იდეები განვითარებული ტვინის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს. ისევე როგორც პიანისტი უნდა ელოდოს, როდის დაამზადებენ ფორტეპიანოს, რომელზედაც მას შეუძლია გამოხატოს თავისი მუსიკალური იდეები, ასევე სული უნდა ელოდოს წინა ცხოვრებაში შეძენილი უნარებით, მანამ სანამ ფიზიკური სამყაროს ძალები სხეულის ორგანოებს ისე ჩამოუყალიბებენ, რომ მათ შეეძლოთ ამ უნარების გამოხატვა. ბუნების ძალება თავისი გზა უნდა გაიაროს, სულსაც მისი გზის გავლა უწევს. რა თქმა უნდა ადამიანის სიცოცხლის დასაწყისიდანვე სულისა და სხეულის ძალები თანამშრომლობენ. სული მოქმედებს ბავშვის ელასტიურ სხეულში, მანამ სანამ ის არ მოემზადება, რომ გახდეს წინა ცხოვრების პერიოდებში შეძენილ ძალთა მატარებელი, რადგან აუცილებელია, რომ ხელახლა დაბადებული ადამიანი შეეგუოს ახალ ცხოვრებისეულ პირობებს.
თუ ის ახალ ცხოვრებაში მაშინვე გამოჩნდებოდა ყველაფრით, რაც ადრე შეიძინა, ის ვერ მოერგებოდა გარემომცველ სამყაროს, ის ამ სამყაროში უცხო იქნებოდა, რადგან მან თავისი უნარები და შესაძლებლობები სრულიად განსხვავებულ გარემოში და ვითარებაში შეიძინა. ბავშვობის პერიოდი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ძველი სულიერი გამოცდილებასა და ახალი ფიზიკური რეალობას შორის ჰარმონია დამყარდეს. როგორ გამოჩნდებოდა უჭკვიანესი რომაელების გამოჩენა ახლანდელ სამყაროში თუ იგი პირდაპირ მისი შეძენილი უნარებით დაიბადებოდა?! უნარის გამოყენება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც იგი ჰარმონიაშია გარემოსთან. მაგალითად თუ გენიოსი დაიბადა, გენიალურობის ძალა მის ყველაზე ღრმა არსშია დაფარული, რასაც კაუზალური ანუ მიზეზ–სხეული შეიძლება ვუწოდოთ. ქვედა სული–სხეული და გრძნობების სხეული ადაპტირებადია და სრულად არაა განსაზღვრული. ადამიანის არსების ამ ორი ნაწილის დამუშავებისას მიზეზ–სხეული შიგნიდან მოქმედებს, ხოლო გარემო – გარედან. ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ, ეს ორი ნაწილი შეიძლება გახდეს წინა ცხოვრებაში შეძენილი ძალების ინსტრუმენტი. ამრიგად ფიქრი, რომ ბავშვად უნდა დავიბადო არც არალოგიკურია და არც აუტანელი, პირიქით აუტანელი იქნებოდა რომ დავბადებულიყავით სრულად განვითარებული იმ სამყაროში, რომელიც ჩვენთვის უცხოა.
შეკითხვა: ადამიანის ორჯერ ზედიზედ განსხეულება ერთმანეთის მსგავსი თუ შეიძლება იყოს? შესაძლოა, რომ არქიტექტორი, კვლავ არქიტექტორი გახდეს ან მუსიკოსი, კვლავ მუსიკოსი?
პასუხი: შესაძლებელია ასეც მოხდეს, თუმცა არა აუცილებლად, ეს არ არის წესი. ამ საკითხში ადვილია მცდარ წარმოდგენებამდე მისვლა, რადგანაც ჩვენ რეინკარნაციის კანონებზე ისეთ წარმოდგენებს ვაყალიბებთ, რომლებიც ზედმეტად გარე ფორმებს ეყრდნობა. მაგალითად ზოგს უყვარს სამხრეთი და სჯერა, რომ ის სამხრეთიდან უნდა ყოფილიყო წინა ინკარნაციაში. თუმცა ასეთი მიდრეკილებები მიზეზ–სხეულამდე არ აღწევენ. მათ პირდაპირი მნიშვნელობა მხოლოდ ერთი სიცოცხლისათვის აქვთ. ყველაფერი, რაც კარმის ეფექტს ერთი ინკარნაციიდან მეორეში გადასცემს უნდა იჯდეს ღრმად ადამიანის ცენტრალურ არსში. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ვიღაც მუსიკოსია. სულიერი ჰარმონიები და რითმები, რომელიც გამოიხატება ტონებში აღწევს მიზეზობრივ–სხეულამდე. ეს ტონები მიეკუთვნება გარე ფიზიკურ ცხოვრებას. ისინი ადამიანის იმ ნაწილებში სხედან, რომლებიც არსებობენ და ქრებიან. ქვედა ეგო ან სულიერი სხეული, რომელიც ერთ დროს ტონების სათანადო მატარებელი იყო, შემდგომ ცხოვრებაში შეიძლება რიცხვითი და სივრცითი ურთიერთობების აღქმის საშუალებად იქცეს. შესაბამისად მუსიკოსი შეიძლება მათემატიკოსი გახდეს. სწორედ ამ ფაქტის მეშვეობით, ყველაზე მრავალფეროვანი ცხოვრებისეული საქმიანობის გავლით, ადამიანი თავისი ინკარნაციების დროს ვითარდება ყოვლისმომცველ არსებად.
როგორც უკვე აღინიშნა ამ წესს გამონაკლისები აქვს და ეს გამონაკლისები სულიერი სამყაროს უმაღლესი კანონებით აიხსნება.
შეკითხვა: რა კარმული ფაქტებია დეფექტური ტვინის გამო ადამიანი იდიოტობისათვის განწირული ადამიანის შემთხვევაში?
პასუხი: ასეთი შემთხვევა არ უნდა განიხილებოდეს სპეკულაციებით და ჰიპოთეზებით, არამედ მხოლოდ სულიერ–მეცნიერული გამოცდილებით. შესაბამისად ამ შეკითხვას გაეცემა პასუხი იმ მაგალითით, რომელიც ნამდვილად მოხდა.
წინა ცხოვრებაში ერთი ადამიანი განუვითარებელი ტვინის გამო გონებრივი სისუსტისათვის გაიწირა. მისი გარდაცვალებასა და ხელახლა დაბადებას შორის პერიოდში მან შეძლო თავის თავში გადაემუშავებინა, ამგვარი ცხოვრების ყველა დამთრგუნველი გამოცდილება, როგორიცაა გარშემომყოფთა ზეწოლა, ადამიანთა სისასტიკე და ის ხელახლა დაიბადა როგორც კეთილშობილების ნამდვილი გენიოსი. ასეთი შემთხვევა ნათლად გვაჩვენებს, როგორ შეიძლება შევცდეთ თუ სიცოცხლეში ყველაფერს წარსულ კარმულ გამოცდილებად შევრაცხავთ. ჩვენ არ უნდა ვთქვათ ყველა შემთხვევის დროს, რომ წარსულში ჩადენილი ამა თუ იმ დანაშაულის შედეგია ეს ბედისწერა. შესაძლებელია რომელიმე შემთხვევას არაფერი აკავშირებდეს წარსულთან და იყოს მიზეზი მომავლის კარმული კომპენსაციისა. წარსულში ჩადენილი საქმეებით გონებასუსტმა შეიძლება არ დაიმსახუროს მისი ბედი, მაგრამ მისი ბედის კარმული შედეგები მომავლისთვის აუცილებლად გამოჩნდება. როგორც ბიზნესმენის ბუღალტრული ბალანსი ისაზღვრება მისი სააღრიცხვო წიგნის ციფრებით და მას თვისუფლად შეუძლია ჰქონდეს ახალი შემოსავალი და ხარჯები, ისევე ადამიანის ცხოვრებაში შესაძლოა შემოვიდეს ახალი ქმედებები და ბედისწერის დარტყმები, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის წიგნი ყოველ მოცემულ მომენტში გარკვეულ ბალანსს აჩვენებს. ამიტომაც კარმა არ უნდა აღვიქვათ, როგორც უცვლელი ბედისწერა, ის აბსოლიტურად თავსებადია ადამიანის თავისუფლებასთან, ნებასთან. კარმა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გზა წინასწარ განსაზღვრულია და არ გულისხმობს ბედს დანებებას, პირიქით, ეს გვარწმუნებს იმაში, რომ ადამიანის არცერთი ძალისხმევა, არცერთი გამოცდილება არ რჩება უშედეგოდ და არ მიედინება სამყაროს კანონების მიღმა. ეს გვარწმუნებს, რომ ყოველი ჩვენი ქმედება ან გამოცდილება სამართლიან და ანაზღაურებად კანონთანაა დაკავშირებული. უფრო მეტიც, კარმა, რომ არ ყოფილიყო მსოფლიოში თვითნებობა გაბატონდებოდა. როგორც არის, მე შემიძლია ვიცოდე, რომ ყველა ჩემი ქმედება და გამოცდილება კანონიერ ურთიერთკავშირშია ჩასმული. ჩემი ქმედება თავისუფალია. მისი შედეგი გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. ეს არის ბიზნესმენის თავისუფალი ქმედება, როდესაც იგი კარგ გარიგებას დებს მისი შედეგი მის ბუღალტრული აღრიცხვის ჟურნალში გარკვეული კანონების შესაბამისად აისახება.
განმარტებები
ეთერული სხეული (etheric body) - ანთროპოსოფიული მოძღვრების მიხედვით არის ადამიანის არაფიზიკურ სხეულებიდან ერთ–ერთი; იგი ფიზიკურ სხეულს აკავშირებს უფრო მარალ სხეულებთან, წარმოადგენს ცხოვრების ძალების მატარებელს და პასუხისმგებელია ზრდაზე, გამრავლებაზე, რეგენერაციაზე და ორგანიზმის ფორმის შენარჩუნებაზე.
მშვინვიერი სხეული (soul body) - არის ასტრალური სხეულის (გრძნობები და სურვილები) და ეგოს ურთიერთქმედების შედეგი, რაც ქმნის სამდონიან სისტემას – გრძნობითი სამშვინველი (ემოციები, ინსტიქტები ქვეცნობიერი რეაქციები), განსჯითი სამშვინველი (ლოგიკური აზროვნება, მეხსიერება) და ცნობიერი სამშვინველი (თვითრეფლექცია, მორალური თავისუუფლება, კოსმიური ცნობიერება)
სული–სხეული (spirit-body)– ეზოთერიულ ფილოსოფიაში (განსაკუთრებით ანთროპოსოფიასა და თეოსოფიაში) გულისხმობს ადამიანის არაფიზიკურ სტრუქტურას, რომელიც უმაღლესი „მეს“ გამოვლინების საშუალებაა, უკავშირდება კოსმიურ ცნობიერებას, აკავშირებს ინდივიდს სულიერ სამყაროსთან, კარმული გამოცდილების მატარებელია და შემოქმედებით პროცესს ხელმძღვანელობს. იგი გამოხატავს ინდივიდუალურ „მეს“
მიზეზობრივი სხეული "Causal Body" – (სანსკრ. Karana Sharira) ეზოთერულ ფილოსოფიაში (თეოსოფია, ანთროპოსოფია, ინდუიზმი) აღნიშნავს: მიზეზობრივ/კარმულ სხეულს – სულის უმაღლეს ფენას, რომელიც შეიცავს ყველა წინა ცხოვრების გამოცდილებას, განსაზღვრავს მიმდინარე ინკარნაციის ბედს, არის სულის მუდმივი კომპონენტი ანუ არ იშლება სიკვდილის შემდეგ.
ქვედა სული–სხეული (lower spirit-body)– ეზოთერიულ ფილოსოფიაში (განსაკუთრებით ანთროპოსოფიასა და თეოსოფიაში) ენერგეტიკულუ სტრუქტურა, რომელიც გულისხმობს ადამიანის არაფიზიკური სტრუქტურის ერთ–ერთი ფენას, რომელიც მდებარეობს, ემოციურ/ასტრალურ სხეულსა და უფრო მაღალ სულიერ სხეულებს შორის, პასუხისმგებელია ინსტიქტური ნების, ავტომატიზმებისა და არაცნობიერი სულიერი იმპულსების გამოხატვაზე.
ქვედა ეგო (Lower ego) – ანუ დაბალი მე, პიროვნული ეგო, ეზოთერიულ ფილოსოფიაში (განსაკუთრებით ანთროპოსოფიასა და თეოსოფიაში) ფსიქიკური სტრუქტურა, რაც გულისხმობს, ადამიანის პიროვნების იმ ასპექტს, რომელიც განვითარების პროცესშია – არაა სრულყოფილი, დაკავშირებულია ასტრალურ სხეულთან (ემოციები და ინსტიქტები), ქმნის გარდამავალ საფეხურს უმაღლეს ეგოსთან. ქვედა ეგო დამოკიდებულია კარმაზე, მოქმედებს ემოციებისა და პიროვნული ინტერესების დონეზე, იშლება სიკვდილის შემდეგ (ასტრალურ სხეულთან ერთად).