ილუმინატუსის ტრილოგია

რობერტ ანტონ უილსონი და რობერტ შეი
0
0

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

ნაწილი პირველი: თვალი პირამიდაში (თავი პირველი)

ილუმინატუსის ტრილოგია 

რობერტ ანტონ უილსონი და რობერტ შეი

მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

 

მთარგმნელის წინასიტყვაობა

თქვენს წინაშეა რობერტ ანტონ უილსონის (პრომეთეს აღზევების ავტორის) და რობერტ შეის საკულტო ნაწარმოები, ილუმინატუსის ტრილოგია, რომელსაც თავისი გავლენითა და მნიშვნელობით, ფრენკ ჰერბერტის "დიუნის" გვერდით მოიხსენიებენ. ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ ერთ წიგნად შეეკრათ კონსპირაციული თეორიები და მათი დამადასტურებელი ფაქტები, ტვინის ნეიროუჯრედების მეტაპროგრამირების პრაქტიკულ ელემენტებთან ერთად, რომელთაც პირველად გამოიტანდნენ სააშკარაოზე დეტალური სახით, და ნაწარმოებზე მუშაობას თითქმის სამი წელი დაუთმეს. დასრულებული ნაშრომი გამომცემლობისთვის და რედაქტორებისთვის იმდენად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რომ წიგნიდან ოფიციალურად ამოღებულია 500 გვერდის მასალა, (რომელიც შემდგომში მაინც გამოიცა რობერტ ანტონ უილსონის "შროდინგერის კატის" ტრილოგიაში და ბოლოს, "კოსმიური სასხლეტის" ტრილოგიაში). თუმცა, წიგნში დატოვებულმა ინფორმაციამ მილიონობით გულმხურვალე მკითხველი და 1986 წელს "პრომეთეს დიდების დარბაზის" დაჯილდოებაში გამარჯვება მოიპოვა. სიუჟეტი ელვის სისწრაფით ვითარდება, მასში უამრავი პერსონაჟია და მთლიანი სურათის უკეთ გასაგებად აუცილებელია, რომ პერსონაჟებისა და მოვლენების თანმიმდევრობა ჩავიწეროთ. მოემზადეთ კონსპირაციული თეორიებისთვის, სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობითვის და ბევრი სიცილისთვის, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და სატირული ნაწარმოებია, რაც კი ოდესმე შექმნილა. თუმცა, უხვად აღწერილი ოკულტური და პორნოგრაფიული ელემენტებიც ნუ გაგვაკვირვებს... ნაშრომში გაერთიანებულია ტრილოგიის სამივე წიგნი: "თვალი პირამიდაში", "ოქროს ვაშლი" და "ლევიათანი". გაუმარჯოს დისკორდიანიზმს!

 

ნაწილი პირველი: თვალი პირამიდაში

წიგნი პირველი: გაურკვევლობა

პირველი მოგზაურობა, ანუ კეტერი

 

მსოფლიოს ისტორია სინამდვილეში საიდუმლო საზოგადოებებს შორის გამართული ომის ისტორიაა. 

(ისმაელ რიდი, "Mumbo-Jumbo".)

 

მეწამულმა ბრძენკაცმა პირი გააღო, ენა აამოძრავა და ასე დაელაპარაკა თავის ხალხს: დედამიწა ირყევა და ზეცა ღრიალებს. ბუნების მხეცები და კაცთა ერები თავს ერთად იყრიან. ვულკანები დუღან, ხოლო, ყინულები დნებიან. სხვა დროს უბრალოდ წვიმს. მართლაც, ბევრი რამ ხდება.

(ომარ ხაიამი, "წინასწარმეტყველებების წიგნი", გულწრფელი წიგნი ჭეშმარიტების შესახებ.)

 

ეს სწორედ იმ წელს მოხდა, როდესაც მათ საბოლოოდ მოახდინეს ეშხატონის მანიფესტაცია. პირველ აპრილს მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები იმაზე მეტად მიუახლოვდნენ ბირთვულ ომს, ვიდრე ოდესმე. ეს ყველაფერი კი ერთმა უცნობმა კუნძულმა განაპირობა, სახელად “ფერნანდო პო”. იმ დროისათვის საერთაშორისო საქმეები ნორმალურ რეჟიმში დაუბრუნდა ფუნქციონირებას, ანუ იმგვარად, როგორც ცივ ომს ეკადრებოდა. ზოგიერთი ჭკვიანი ამას ისტორიაში ყველაზე უგემოვნო საპირველაპრილო ხუმრობას უწოდებდა. მე ყველა დეტალი დაწვრილებით ვიცი მომხდარის შესახებ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ წარმოვადგინო ისინი იმგვარად, რომ მკითხველებმა საერთოდ რამე გაიგონ. მაგალითისთვის, იმაშიც კი არ ვარ დაწმუნებული, ვინ ჯანდაბა ვარ და ამ საკითხში ჩემი შერცხვენა მაფიქრებინებს, დაიჯერებთ თუ არა იმას, რის გამხელასაც ვაპირებ. უარესი ისაა, რომ ამ მომენტში ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, სამოცდამერვე ქუჩაზე, ერთიდან მეორე ხეზე მხტუნავ ციყვს ვუყურებ და თან ვფიქრობ, ახლა 23 აპრილის ღამეა თუ 24 აპრილის დილა? რა შუაში იყო ახლა ციყვი და “ფერნანდო პო”-ს კუნძული ერთმანეთთან? მათი დაკავშირება ჩემს ძალებს აღემატება. შეწყნარებას გთხოვთ. არაფრის გაკეთება არ შემიძლია, რათა ნებისმიერ ჩვენგანს საქმე გავუადვილო, ამიტომ, თქვენ მოგიწევთ დაეთანხმოთ უსხეულო ხმას, მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულად ვაცნობიერებ რამდენად უხილავ საგნებზე მიწევს ლაპარაკი, შესაძლოა აუდიტორიისთვის სრულიად არარსებულზეც. ბრძენკაცებმა დედამიწა განიხილეს, როგორც ერთი დიდი ტრაგედია, ფარსი, ილუზიონისტის ხრიკი. თუ ისინი მართლაც ბრძენკაცები არიან და არა უბრალოდ ინტელექტუალი იდიოტები, უნდა აღიარონ, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ ყველანი ვთამაშობთ როლებს, რომლის თამაშშიც უმეტესობა საკმაოდ ცუდად არის გაწვრთნილი და სრულიად უადგილო დროს გამოდის ფარდიდან. იმედია, არც თუ ისე გვიანია შევთანხმდეთ, რომ მზის სისტემა ერთი დიდი ცირკის კარნავალია, რომელიც უკვე რეკორდული სეზონის ოთხი მილიარდი წელიწადია დახეტიალობს და მასში ახალი მონსტრები, სასწაულები, ხუმრობები, სისხლიანი უბედურებები, საოცრებები და შეცდომები ჩნდებიან, მაგრამ იგი არასდროს არავის აკმაყოფილებს იმგვარად, რომ მაყურებელი სათითაოდ დაბრუნდეს საკუთარ სახლში, რათა ხანგრძლივ და მოსაწყენ ზამთრის ძილს მისცეს თავი. ახლა ვთქვათ, რომ ცოტა ხნით მაინც საკუთარი ვინაობა აღმოვაჩინე, როგორც ცირკის წამყვანი. უბრალოდ, თავზე გვირგვინი უხერხულად მაზის (ისეთი თავი მაქვს) და უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ცირკის დასი ამხელა სამყაროსთვის მეტისმეტად მცირეა, ამიტომ ბევრ ჩვენგანს უხდება გააორმაგოს და გაასამმაგოს საკუთარი სამუშაო, ასე რომ, შეგიძლიათ დაელოდოთ ჩემს დაბრუნებას სხვა მრავალი სახით. მართლაც, ბევრი რამ ხდება. 

მაგალითად, ახლა სულაც არ ვარ ახირებულ ან იუმორისტულ განწყობაზე. გაბრაზებული ვარ. ნაირობში ვარ, კენიაში, მე მქვია ნკრუმაჰ ფუბარი. შავკანიანი ვარ (ეს გაწუხებთ? მე არა) და როგორც უმეტესი თქვენგანი, ტრიბალიზმისა და ტექნოლოგიის შუა გზაზე ვიმყოფები. როგორც ზომიერი ქალაქის ცხოვრებას მორგებული კიკუიუს შამანი, მე ჯერ კიდევ მჯერა ჯადოქრობის, - იმდენად არ გავსულელებულვარ, რომ საკუთარი შეგრძნებების მტკიცებულება უარვყო. 3 აპრილია და “ფერნანდო პო”-მ უკვე რამდენიმე დღეა, რაც ძილი დამიფრთხო, ასე რომ, იმედი მაქვს მაპატიებთ, როცა ვაღიარებ, რომ ამჟამად ჩემს საქმიანობას ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის მმართველებისთვის ვუდუს თოჯინების დამზადება წარმოადგენს. დიახ, ზუსტად მიხვდით: ვაპირებ მათ თავებში ქინძისთავები ვურჭო ყოველ დღე, ერთი თვის განმავლობაში. როგორც მე არ მაძინებენ, ისე არ დავაძინებ მათ მეც. ეს არის სამართლიანობა, გარკვეული გაგებით. 

* * *

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ძლიერმა შაკიკმა დატანჯა. მოსკოვისა დ პეკინის ათეისტური მმართველები ჯადოქრობამ ნაკლებად შეაწუხა. მათ თავის ტკივილი საერთოდ არ უხსენებიათ. მაგრამ, მოიცადეთ, აქ არის ჩემი ცირკის კიდევ ერთი შემსრულებელი, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და წესიერი არსება, მისი სახელი გამოუთქმელია, მაგრამ შეგიძლიათ ჰოვარდი უწოდოთ. ჰოვარდი დელფინად დაიბადა. იგი ატლანტიდის ნანგრევების გავლით დაცურავს. უკვე 10 აპრილია, - დრო მოძრაობს. არ ვიცი, ასეთს რას ხედავს ჰოვარდი, მაგრამ დანახული აწუხებს და აპირებს ჰაგბარდ სელინს მოუყვეს ამის შესახებ. ამ ეტაპზე არ ვიცი, ვინ არის ჰაგბარდ სელინი. დაიკიდეთ. უყურეთ ტალღებს და გიხაროდეთ, რომ ჯერ კიდევ არ არის დიდი დაბინძურება. შეხედეთ, როგორ ანათებს მზე ტალღის ბრწყინვალებაში. უცქირეთ ტალღების ტრიალს და შეიგრძენით, რამდენად ადვილია ხუთი საათის ერთ წამად გადაქცევა და საკუთარი თავის დატკბობა ხეთა ჩრდილში. თუნდაც დატკბით რამდენიმე ფოთლის ჩამოვარდნით, ჭეშმარიტი ჰორორის დაწყებამდე. სად ვართ ჩვენ? დასავლეთით ხუთი საათის დაშორებით, სადაც ატლანტიდის ნანგრევებში მცურავი ჰოვარდი შემოტრიალდა ონტარიოს ტურისტისაკენ, სახელად სასპარილა გოძილასკენ, (სამწუხაროდ, მას ბედმა არ გაუმართლა და ადამიანად დაიბადა), რა დროსაც ქალბატონი უგონოდ გაიშხლართა მიწაზე. ეს ხდება ჩაპულტეპეკის პარკში, ანთროპოლოგიის მუზეუმში. დანარჩენი ტურისტები საწყალი ქალბატონის კოლაფსით საკმაოდ აღელვებულები არიან. მოგვიანებით მან თქვა, რომ ეს სიცხის ბრალი იყო. მსგავს საკითხებში ნკრუმაჰ ფუბარზე გაცილებით ნაკლებად დახვეწილი ქალბატონი ვერ მიხვდა და ვერც ვერავის უთხრა, რამ წააქცია სინამდვილეში. უკან, ონტარიოში ხალხი ყოველთვის ამბობდა, რომ ჰარი გოძილამ გონიერი ქალი იპოვა, როდესაც სასპარილაზე დაქორწინდა, ხოლო კანადაში (ან ამერიკაში) გარკვეული ჭეშმარიტების დამალვა გონივრული საქციელია. არა, ჯობია ამას ჭეშმარიტება არ დავარქვათ. დაცემისას სასპარილამ დაინახა, ან წარმოიდგინა, რომ დაინახა, რაღაც ბოროტი გამომეტყველების მქონე ღიმილი, გრიმასი, რომელიც აცტეკების წვიმის ღმერთის, ტლალოკის ქანდაკებას სახეზე გადაეფინა. მსგავსი რამ ადრე არავის უნახავს. მართლაც, ბევრი რამ ხდება. 

თუ ფიქრობთ, რომ საწყალი ქალბატონის შემთხვევა უჩვეულოა, გადაამოწმეთ ფსიქიატრების ჩანაწერები დარჩენილი ერთი თვის მანძილზე, როგორც ინსტიტუციური, ასევე კერძო ინფორმაციებიც. ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში უჩვეულო ანგარიშების რაოდენობა გაიზარდა, რომელიც შიზოფრენიის შფოთვებს და რელიგიურ მანიებს აღწერდა. ჩვეულებრივი მამაკაცები და ქალები ქუჩაში სიარულისას უჩიოდნენ შეგძნებას, რომ მათ ვიღაც უთვალთვალებდათ, მრავალ ჩანაწერში მოხსენიებული იყო კაპიუშონიანი არსებები, რომლებიც ჩაკეტილ ოთახებში გადიოდნენ, ნახსენები იყო გვირგვინოსანი ფიგურები გაურკვეველი ბრძანებებით, ხმები, რომლებიც საკუთარ თავს ღმერთად ან ეშმაკად აცხადებდნენ. ეს ყველაფერი ჯადოქრულ ჩარევას წააგავს. მაგრამ, გონივრული განაჩენი “ფერნანდო პო”-ს ტრაგედიის შემდგომ შედეგებს მივაწეროთ.

* * * 

ტელეფონმა 2:30-ზე დარეკა. 24 აპრილის დილაა. დაბუჟებული ვარ, მდუმარე წყვდიადში ვცდილობ ამოვიცნო ჩემი სხეული, საკუთარი თავი, დავალება… 

- გუდმენი გისმენთ… - ვამბობ მიმღებში ცალ მხარზე დაყრდნობილი, გამოფხიზლებას ჯერ კიდევ შორი გზა მიკლია.

- დაბომბვა და მკვლელობა, - მეუბნება გადამცემის ელექტრული ხმა. შიშველი მეძინა (ამის გამო ბოდიშს ვიხდი) და სანამ მისამართს ვაკოპირებ, ტანზე ვიცვამ. - მოვდივარ, - ვამბობ და გადამცემს ვთიშავ.

- რა ხდება? - რებეკა საწოლიდან წუწუნებს. ისიც შიშველია და ეს ძალიან სასიამოვნო მოგონებებს აღმიძრავს სულ რაღაც რამდენიმე საათის მიღმიდან. ვფიქრობ, ზოგი თქვენგანი შოკირებული იქნება თუ ვიტყვი, რომ სამოცს გადავცდი, რებეკა მხოლოდ ოცდახუთისაა. ვიცი, ეს საერთოდ არ აუმჯობესებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ დაქორწინებულები ვართ. 

თავისი ასაკისთვის, ჩემი სხეული უხეირო ნამდვილად არ არის, და რებეკას დანახვისას ამაში უფრო ვრწმუნდები. სინამდვილეში, ამ ეტაპზე არც კი მახსოვს, რომ ცირკის წამყვანი ვიყავი, და სიზმარსაც ვერ ვიხსენებ. რებეკას კისერში მადიანად ვკოცნი, რადგან ის ჩემი ცოლია, მე კი მისი ქმარი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის დეპარტამენტის ინსპექტორი ვარ, ჩემი სხეულიდან სიუცხოვის ყოველგვარი განცდა ჰაერში უჩინარდება. 

- რა ხდება? - იმეორებს რებეკა. ჯერ კიდევ უფრო სძინავს, ვიდრე ღვიძავს. 

- ისევ ეს დაწყევლილი, იდიოტი რადიკალები - ვეუბნები მე, მაისურს ვიცვამ და ვიცი, რომ რებეკას ნახევრად-ცნობიერ მდგომარეობაში მისთვის ნებისმიერი პასუხი ისეთივე დამაკმაყოფილებელია, როგორც სხვა დანარჩენი.

- აჰამ. - ამბობს კმაყოფილად და ისევ ღრმა ძილში ეშვება. 

სახე ოდნავ დავიბანე, დაბანაც არ ჰქვია, სარკიდან დაღლილი მოხუცი კაცი მიყურებდა და თმის დასავარცხნად გავიქეცი. მეფიქრება პენსიაზე, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წლით შორსაა, ჰიპოდერმიულ ნემსზე და ჩემს პირველ ცოლზე, სანდრაზე, როდესაც “ქეთს ჰილში” ვიმოგზაურეთ. იქ მაინც იყო სუფთა ჰაერი. წინდები, ფეხსაცმელი, ჰალსტუხი... და თქვენ არასოდეს შეწყვეტთ გლოვას. რამდენადაც რებეკა მიყვარს, იმდენად არასდორს შევწყვეტ სანდრას გლოვას. დაბომბვა და მკვლელობა. როგორი ამაოდ იდიოტური სამყაროა. გახსოვთ თუ არა დრო, როდესაც დილის სამ საათზე ნიუ-იორკში საცობის გარეშე შეგეძლოთ მოძრაობა? ის დღეები წარსულს ჩაბარდა. სატვირთო მანქანები, რომლებსაც დღის მანძილზე გადაადგილებას უკრძალავდნენ, სწორედ ახლა არიან მოწოდების სიმაღლეზე. ყველა თავს აჩვენებს, თითქოს დაბინძურება გათენებამდე გამქრალია. პაპაჩემი მეუბნებოდა ხოლმე: “საულ, საულ. ეს მათ ინდიელებს გაუკეთეს და ახლა საკუთარ თავს უკეთებენ”. მან რუსეთი დატოვა, რათა 1905 წლის ებრაელების გენოციდისგან თავი გადაერჩინა, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი რამ ნახა, სანამ იქიდან წამოვიდოდა. წარსულში იგი ჩემთვის ზედმეტად ცინიკურ მოხუცად მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა სხვებისთვის მეჩვენება ცინიკურ მოხუცად. საერთოდ რაიმე აზრი ან გაგება არსებობს ერთთან ან მეორესთან დაკავშირებით?

აფეთქების სცენა გოთიკური სტილის საოფისე კორპუსში იყო მომხდარი და როცა ტერიტორიაზე შევედი, ყროლმა ნესტოები გამივსო. 

კარებში მოკალათებულმა პოლიციელმა ყურადღება მომაპყრო და მაშინვე მიცნო, ვინც ვიყავი. 

- მეჩვიდმეტე სართული და მეთვრამეტეს ნახევარი ჰაერში აწია, - თქვა მან. - ასევე, პირველ დონეზე ცხოველთა მაღაზიაც. საშინელი დინამიტებია. სხვა არაფერი დაზიანებულა, მაგრამ ყველა თევზის ავზი ამაში მოჰყვა. ამიტომაც არის ასეთი აყროლებული აქაურობა. 

უეცრად არსაიდან გამოჩნდა ბარნი მულდონი, ჩემი ძველი მეგობარი, ჰოლივუდის პოლიციელის გარეგნობითა და მანერებით. მკაცრი კაცია და არც ისეთი სულელი, როგორც თავს აჩვენებს ხოლმე, სწორედ ამიტომაც არის ასაფეთქებლების ჯგუფის ზედამხედველი. 

- ბარნი, ეს ნამდვილად შენი საქმეა? - ვკითხე მას. 

- ერთი შეხედვით ასე გამოდის. არავინ მომკვდარა. ზარი შენთან იმიტომ გამოვიდა, რომ მეთვრამეტე სართულზე ვიღაცის ტანსაცმელი დაიწვა და აქ ადამიანის სხეულის სუნი ეგონათ. 

 (მოითმინეთ: ჯორჯ დორნი ყვირის...)

            * * *

საულის სახეზე პოკერის სახის გარდა არავითარი რეაქცია არ ჩანს. პოლიციელების საძმომ დიდი ხნის წინ შეწყვიტა გაეშიფრა ამ უცნაური, თალმუდური სახის წაკითხვა. მე ბარნი მულდონი ვარ და ვიცი, როგორც ვიგრძნობდი თავს, ამ საქმის სხვა განყოფილებისთვის გადაბარება რომ შემეძლოს, რათა სახლში ისეთ ლამაზ პატარძალთან დავბრუნდე, როგორიც რებეკა გუდმენია. საულს გავუღიმე და დავამატე: 

- შეიძლება შენთვის მაინც იყოს რაღაც. 

პოლიციელი წავიდა, როცა საულმა თავისი ჩიბუხი ამოიღო და დატენვას შეუდგა.

- ახლა ჩვენ დაკარგულების იდენტიფიკაციას ვცდილობთ, - განვაგრძე მე, - მაგრამ თუ მართალია, რასაც მე ვშიშობ, მაშინ ეს საქმე საბოლოოდ მაინც შენს მაგიდაზე აღმოჩნდება. 

* * * 

საულმა ასანთი გააჩხაკუნა და ჩუბუხს მოქაჩა. 

- ასეთ დროს დაკარგული… შეიძლება ცოცხლებს შორის აღმოჩნდეს… - თქვა მან ნაფაზებს შორის. 

- შეიძლება, ამ შემთხვევაში არც აღმოჩნდეს. - თქვა მულდონმა. - უკვე სამი დღეა, რაც გაუჩინარდა. 

- შეწყვიტე ჩემი ტანჯვა, - უპასუხა საულმა მობეზრებულად, - რა გაქვს, ბოლოს და ბოლოს?

- ოფისი, რომელიც განადგურდა, ეკუთვნის ჟურნალს, სახელად “დაპირისპირება”. - განმარტა მულდონმა, რომელიც აშკარად ნასიამოვნები იყო უბედურების გაზიარებით. - ეს ერთგვარი მემარცხენეების ცენტრია. ასე რომ, ალბათ ქმედება მემარჯვენეების ჩადენილია. მაგრამ, საინტერესო ის არის, რომ ჩვენ ვერ მივაკვლიეთ რედაქტორს, სახელად ჯოსეფ მალიკს. როდესაც გამომცემლობის ერთ-ერთ რედაქტორს დავუკავშირდით, იცი რა გვითხრა? რომ მალიკი სამი დღის წინ გაუჩინარდა. რედაქტორი მალიკის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, რადგან აქ შინაური ცხოველების აკრძალვის წესი მოქმედებს, ხოლო მოიჯარეები მალიკის ძაღლებს უჩივიან. ასე რომ, თუ კაცი მხედველობიდან გაუჩინარდება და სამ დღეში მისი ოფისი აფეთქდება, ვფიქრობ, საკითხი შესაძლოა მკვლელობის დეპარტამენტის ყურადღების ცენტრში მოექცეს. ასე არაა?

საულმა ჩაიფხუკუნა. მოსაუბრეებს პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი მოუახლოვდათ.

- შესაძლოა ასეა, შესაძლოა არა. - თქვა საულმა, - სახლში მივდივარ. დაკარგულ ადამიანებს დილით დავხედავ. 

- იცი ამაში ყველაზე მეტად რა მაწუხებს? - ჩაილაპარაკა მოახლოებულმა პოლიციელმა, - ეგვიპტური ქაშაყები.

- რა თქვი? - ჩაეიკითხა საული.

- ცხოველთა მაღაზიაა, - განუმარტა პოლიციელმა და შენობის მეორე ბოლოზე მიუთითა. - მათი ზიანი დვათვალიერე. ამ მაღაზიაში მთელს ნიუ-იორკში საუკეთესო და ყველაზე იშვიათი ტროპიკული ეგვიპტური ქაშაყის კოლექცია ჰქონდათ. - იგი ორივე დეტექტივის სახეზე უცნაურ გამომეტყველებას წააწყდა და ეჭვით დაამატა, - სანამ თევზების შეგროვებას არ დაიწყებთ, ვერ გაიგებთ რას ვგულისხმობ. მაგრამ მერწმუნეთ, ეგვიპტური ქაშაყის მოშენება ჩვენს დროში საკმაოდ რთულია და ახლა ისინი ყველანი დახოცილები არიან. 

- ეგვიპტური ქაშაყი? - უნდობლად იკითხა მულდონმა. 

- დიახ. ისინი თავიანთ შვილებს დაბადებიდან რამდენიმე დღის მანძილზე პირის ღრუში ინახავენ და მათ არასოდეს ყლაპავენ. ეს შესანიშნავია. ბუნების საოცრებები უნდა დააფასოთ.

მულდონმა და საულმა ერთმანეთს გადახედეს. 

- ნამდვილად შთამაგონებელია, რომ ძალოვან ნაწილში ამდენი კურსდამთავრებული გვყავს… - თქვა მულდონმა ბოლოს. 

ლიფტის კარი გაიღო იქიდან დენ პრაიქსფიქსერი, წითური ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა, რომელიც მულდონის თანამშრომელი იყო და ხელში რაღაც ლითონის ყუთი ეჭირა. 

- ბარნი, ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია, - თქვა მან მაშინვე და საულს თავის დაქნევით მიესალმა. - საშინლად მნიშვნელოვანია. ნანგრევებში ვიპოვე და ნაწილობრივ ღია იყო, ამიტომ შიგნით ჩავიხედე.   

- და? - წააქეზა მუდლონმა.

- ეს არის ოფისში ნაპოვნი საქმეებისა და ჩანაწერების ყველაზე უცნაური წყება, რაც კი ოდესმე მინახავს. ისეთივე უცნაურია, როგორც ეპისკოპოსის ძუძუები.

საკმაოდ გრძელი ღამე იქნებაო, გაიფიქრა საულმა უცნაური ჩაყვინთვის გრძნობით. გრძელი ღამე და მძიმე საქმე. 

- გინდა, თვალი გადაავლო? - ავბედითად იკითხა მულდონმა.

- ჯობია დასაჯდომად ადგილი იპოვოთ. - დაჟინებით თქვა პრაიქსფიქსერმა. - ბოლომდე გასაცნობად საკმაო დრო დაგჭირდებათ.

- კაფეტერია გამოვიყენოთ. - შესთავაზა მათ საულმა.

- უბრალოდ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა ღირებულებისაა ეგვიპტური ქაშაყი. - დასძინა თავისთვის პოლიციელმა. 

- ცხოვრება მძიმეა ყველა ეროვნებისთვის, გინდ ადამიანი იყოს, გინდ თევზი. - თქვა მულდონმა ერთ-ერთი იშვიათი მცდელობისას, რათა საუბრისას საულის მეტყველების მეთოდისთვის მიებაძა. მულდონი და საული კაფეტერიისკენ გაბრუნდნენ და შეწუხებული გამომეტყველების მქონე პოლიციელი მარტო დატოვეს. 

მისი სახელია ჯეიმს პატრიკ ჰენესი და სამი წელია ძალოვან სამსახურში მუშაობს. ჩვენს ისტორიაში იგი საერთოდ აღარ დაბრუნდება. მას ჰყავდა ხუთი წლის გონებრივად ჩამორჩენილი ვაჟი, რომელიც უკიდეგანოდ უყვარდა. ამ ადამიანის მსგავს სახეებს ქუჩაში ყოველთვის ხვდებით და თქვენ ვერასოდეს გამოიცნობთ, რამდენად კარგად უმკლავდებიან ისინი თავიანთ ტრაგედიებს... 

ჯორჯ დორნი, რომელსაც ერთხელ უნდოდა, რომ მისთვის შუბლში ტყვია დაეხალა, ისევ ყვირის... 

მაგრამ, ბარნი და საული კაფეტერიაში არიან. გარემოს ათვალიერებენ. გოთიკური ფოიედან ამ ლამინირებულ და ბრჭყვიალა ოთახში გადასვლა საკმაოდ მკვეთრია. სუნი დაივიწყეთ. აქედან ცხოველების მაღაზიასთან უფრო ახლოს ვართ. 

საულმა ქუდი მოიხადა და ჭაღარა თმაზე დაფიქრებულმა გადაისვა ხელი, რა დროსაც მულდონი პირველი ორი ჩანაწერიდან ერთ-ერთს სწრაფად კითხულობდა. როცა მულდონმა კითხვა დაასრულა, საულმა სათვალე გაიკეთა, მულდონს თაბახი გამოართვა და ამჯერად უფრო ნელა დაიწყო კითხვა, თავისი მეთოდური და გააზრებული მანერით. სკამებზე კარგად მოთავსდით. აი, რას ამბობდა თაბახი:

ილუმინატის პროექტი: ჩანაწერი ნომერი პირველი.

7/23

ჯ.მ.:

            პირველი მითითება, რაც მე ვიპოვე, არის ჟაკ ელულის “ძალადობაში”. (სიბურის პრესა, ნიუ-იორკი, 1969 წელი). ის ამბობს, (გვ:18-19) რომ ილუმინატების პირველი ორდენი მეთორმეტე საუკუნეში, იოაკიმე ფლორისელის მიერ დაარსდა და იგი თავდაპირველად ქრისტიანობის პრიმიტიულ ვერსიას ასწავლიდა სიღატაკისა და თანასწორობის შესახებ, მაგრამ მოგვიანებით ფრა დოლჩინოს მოძღვრების მეთაურობით, მეთხუთმეტე საუკუნეში ორგანიზაციის წევრები მოძალადეებად გადაიქცნენ, მდიდრების ძარცვა დაიწყეს და სულიერების მოახლოებული ჟამის მეუფება გამოაცხადეს. 1507 წელს ილუმინატები დაამარცხეს “წესრიგის ძალებმა”. ეს იყო ვერკუელის ეპისკოპოსის მეთაურობით ჩამოყალიბებული არმია. იგი არ ახსენებს არც ერთ ილუმინატურ ორგანიზაციას ადრინდელ საუკუნეებში ან უფრო ახლო ხანებში. მალე მეტი იფნორმაცია მექნება. 

პ.ს. იოაკიმე ფლორისელის შესახებ “ნეიშენალის”-ის უკანა ფაილების მიმოხილვაში რაღაცას მივაგენი. უილიამ ბაკლი და მისი ახლობლები ფიქრობენ, რომ იოაკიმე ერთდროულად თანამედროვე ლიბერალიზმის, კომუნიზმის და სოციალიზმის არსებობაზეა პასუხისმგებელი. ამ ხალხმა იოაკიმეს მშვენიერი თეოლოგიური ენა დაგმო. მათი აზრით, იოაკიმემ ერესი ჩაიდინა, როდესაც “ქრისტიანული ეშხატონის მანიფესტაცია” გამოაცხადა. გნებავთ, რომ იგი თომა აქვინელის მიერ დაფუძნებული თომიზმის ტრაქტატში ვეძიო? მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცნაირად სამყაროს აღსასრულის მოახლოებას უნდა ნიშნავდეს. 

            ილუმინატის პროექტი: ჩანაწერი ნომერი მეორე. 

7/23

ჯ.მ.:

ჩემი მეორე წყარო უფრო დამეხმარა: აკრონ დარაული, “საიდუმლო საზოგადოებების ისტორია”, (ციტადელის პრესა, ნიუ-იორკი, 1961). 

დარაული ილუმინატების კვალს მეთერტმეტე საუკუნის სიღრმეში ასახელებს, მაგრამ იგი არ უკავშირებს მას იოაკიმე ფლორისელს. დარაული ილუმინატების სათავედ ასახელებს ისმაელიანთა ისლამურ სექტას, რომელიც “ასასინების ორდენის” სახელით იყვნენ ცნობილნი. ისინი საბოლოოდ განადგურნენ მეცამეტე საუკუნეში, მაგრამ მოგვიანებით დაბრუნდნენ ახალი, ნაკლებად ძალადობრივი ფილოსოფიით, ხოლო, საბოლოოდ დღევანდელ დღემდე მოაღწიეს ისმაელიანური სექტის სახელით, რომელსაც აღა-ხანი ხელმძღვანელობდა. თუმცა, მეთექვსმეტე საუკუნეში, ავღანეთში, სუფიური მოძრაობის ილუმინატებმა, როშინაიებმა, ასასინთა ორდენის ორიგინალი ტაქტატების გადაწერა დაიწყეს. ისინი მონღოლთა და სპარსელთა ალიანსმა გაანადგურა (გვ. 220-223), მაგრამ, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ილუმინატების ორდენი გვხვდება ესპანეთში, რომელიც დიდი ინკვიზიციის ვერდიქტმა დაგმო 1623 წელს. 1654 წელს ილუმინატები გამოჩნდნენ საფრანგეთშიც. და ბოლოს, ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ - ბავარიული ილუმინატების ორდენი დაარსდა 1776 წლის მაისში, ბავარიაში, ინგოლშტადტში, ადამ ვაისჰაუპტის მიერ, რომელიც ყოფილი იეზუიტი იყო. ვაისჰაუპტის ილუმინატები ბავარიულმა მთავრობამ 1785 წელს ჩაახშო. დარაული 1880-იან წლებში პარიზის ილუმინატებსაც ახსენებს, მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს მხოლოდ წარმავალი მოდა იყო და მეტი არაფერი. იგი არ ღებულობს მოსაზრებას, რომ ილუმინატები დღესაც არსებობენ. 

რაღაც დიდი მასშტაბივით გამოიყურება. რატომ ვიტოვებთ დეტალებს ჯორჯისგან დამალულად? 

საულმა და მულდონმა მზერა გაცვალეს. 

- შემდეგი ვნახოთ. - თქვა საულმა. მომდევნო თაბახის წაკითხვა ერთად დაიწყეს.

ილუმინატის პროექტი: ჩანაწერი ნომერი მესამე.

7/24

ჯ.მ.:

“ბრიტანიკას ენციკლოპედიას” ცოტა რამ აქვს ამ თემაზე სათქმელი. (1966 წლის გამოცემა, მეთერთმეტე ტომი, გვ:1094). 

ილუმინატი - რესპუბლიკელთა თავისუფალი აზროვნების ხანმოკლე მოძრაობა, რომელიც 1776 წლის პირველ მაისს დაარსდა ადამ ვაისჰაუპტის მიერ. 1778 წლიდან მათ დაიწყეს კონტაქტი სხვადასხვა მასონურ ლოჟებთან, სადაც ა. კნიგის ერთ-ერთი მთავარი მოციქულის იმპულსით, ხშირად ახერხებდნენ მოეპოვებინათ მაღალი პოზიცია ხელისუფლების სფეროებში…

ამ სქემის მიმართ მიზიდულობას განიცდიდნენ ისეთი ლიტერატურათმცოდნეები, როგორებიც არიან გოეთე, ჰერდერი და სხვანი... ასევე, გოთისა და ვაიმარის მმართველი ჰერცოგები…

მოძრაობამ განიცადა შიდა უთანხმოება და საბოლოოდ აიკრძალა ბავარიის მთავრობის განკარგულების მიერ 1785 წელს. 

საული შეჩერდა. 

- ბარნი, დაგენიძლავები, - ჩუმად თქვა მან. - ეს ჯოზეფ მალიკის დაწერილია, რომელიც სამი დღის წინ გაუჩინარდა. დააკვირდი ინიციალებს ტექსტის თავზე, ჯ.მ... 

- რა თქმა უნდა, - დამცინავად უპასუხა მულდონმა, - ეს ილუმინატი ტიპები ჯერ კიდევ შორიახლოს არიან და მათ მალიკი თავიანთ ორდენში მიიღეს. მე ვაფასებ შენს გონებას, როდესაც იგი ჩვეულებრივი ფაქტების წინაშე აღმოჩნდება, საულ. მაგრამ, შორს წასვლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც არაფრიდან იწყებ. 

- ჩვენ არაფრიდან არ ვიწყებთ. აი, რითი უნდა დავიწყოთ, - საულმა თითი ასწია,  - შენობა დაიბომბა, მნიშვნელოვანი აღმასრულებელი დაბომბვამდე სამი დღით ადრე გაუჩინარდა. დასკვნა უკვე არსებობს, ან, ორი დასკვნა უკვე არსებობს. მას რაღაც დაემართა, ან იცოდა, რომ რაღაც უახლოვდებოდა და გაიქცა. ახლა ამ ჩანაწერებს შეხედე. სტანდარტული საცნობარო ნაშრომი, “ბრიტანიკას ენციკლოპედია”, როგორც ჩანს, არასწორია. გერმანიაში ასახელებენ მეთვრამეტე საუკუნეს, ესპანეთში მეჩვიდმეტეს, საფრანგეთშიც ასევე მეჩვიდმეტეს, მაგრამ იტალიაში მეთერთმეტე და მეთხუთმეტე საუკუნეებია ნახსენები. სხვა ცნობები კი აღმოსავლეთამდე და ავღანეთამდე მიდის. ამგვარად, მეორე დასკვნაც მივიღეთ: თუ “ბრიტანიკა” ილუმინატების დაბადების თარიღში ცდება, მაშინ შესაძლოა მათი აღსასრულის თარიღშიც ცდებოდეს. ახლა გააერთიანე ეს დასკვნები და პუნქტები. 

- ილუმინატებმა რედაქტორი აიყვანეს და მისი კაბინეტი ააფეთქეს. მე მაინც ვამბობ, რომ ძალიან სწრაფად მიყვები. 

- შესაძლოა საკმარისად სწრაფად არ მივყვები, - თქვა საულმა, - ორგანიზაცია, რომელიც მინიმუმ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არსებობდა, დროის უმეტესი მანძილის განმავლობაში საკმაოდ კარგად ინახავდა საკუთარ საიდუმლოებებს და შეიძლება ახლა ძალიან ძლიერი იყოს. 

საული გაჩუმდა და კონცენტრაციისთვის თვალები დახუჭა. ცოტა ხანში მაძიებელი მზერით შეხედა ახალგაზრდა თანაშემწეს. 

მულდონიც ფიქრობდა.

- მე მინახავს კაცი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა, - თქვა მან, - მინახავს ადმინისტრაციის კაბინეტში შეჭრილი სტუდენტები და დეკანის მიერ სანაგვე ურნაში მოჯმული. მინახავს სტიპტიზის სამოსში გამოწყობილი მონაზვნებიც, მაგრამ ეს სართაშორისო შეთქმულება ფარულად არსებობდა რვაასი წლის განმავლობაში. ეს იგივეა, სახლის კარი გამოაღო და ოთახში ჯეიმს ბონდი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაგხვდეს, რომლებიც ფუ-მანჩუს და მარქსის ხუთივე ძმას მოსაკლავად ესვრიან. 

- შენ საკუთარი თავის დარწმუნებას ცდილობ და არა ჩემსას. - უთხრა საულმა, - არსებობს საიდუმლო საზოგადოება, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას განაგებს. ყოველ ინტელექტუალ ადამიანს ამა თუ იმ დროს ეჭვი ეპარებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ომი არავის უნდა, მაგრამ ომები მაინც გაუთავებლად გრძელდება. რატომ? შეხედე ბარნი, ეს არის სწორედ ის მძიმე საქმე, რომელზეც ყოველთვის კოშმარები გვაწუხებდა.

- ჩვენ რაღაცის გაკეთება მოგვიწევს, როგორც ჩემი წმინდანი დედიკო ამბობდა. 

            * * *

ეს სწორედ იმ წელს მოხდა, როდესაც მათ საბოლოოდ მოახდინეს ეშხატონის მანიფესტაცია. პირველ აპრილს მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები იმაზე მეტად მიუახლოვდნენ ბირთვულ ომს, ვიდრე ოდესმე. ეს ყველაფერი კი ერთმა უცნობმა კუნძულმა განაპირობა, სახელად “ფერნანდო პო”. მაგრამ, სანამ შიშისა და სასოწარკვეთილების გამო ყველა თვალი გაეროს შენობისკენ იყო მიმართული, ლას-ვეგასში ცხოვრობდა უნიკალური ადამიანი, რომელიც ცნობილია როგორც კარმელი. მისი სახლი დეითის ქუჩაზე იდგა, საიდანაც უდაბნოზე ულამაზესი ხედი იშლებოდა, რომელიც კარმელს ძალიან უყვარდა. მას ველური კაქტუსების გარშემო მრავალი საათის გატარება მოსწონდა და უდაბნოს მზერით ტკბებოდა, თუმცა, არ იცოდა, რატომ. თუ ეტყოდით, რომ იგი სიმბოლურად ზურგს აქცევდა კაცობრიობას, ვერ გაგიგებდათ და თავს არც შეურაცხყოფლად იგრძნობდა. შენიშვნა მისთვის უბრალოდ შეუსაბამო იქნებოდა. თუ დაამატებდით, რომ უდაბნოს არსებას გავდა, მაგალითად სალამანდრას ან ჩხრიალა გველს, სულელად ჩაგთვლიდათ. კარმელისთვის მსოფლიოს უმეტესი ნაწილი სულელი იყო, ვინც უაზრო კითხვებს სვამდა და უმნიშვნელო საკითხები აწუხებდა. მხოლოდ მან და რამდენიმე მისნაირმა აღმოაჩინა რა იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი - ფული - და ამას მისდევდნენ ყოველგვარი ყურადღების გაფანტვის გარეშე. მისი საყვარელი მომენტი იყო პირველი აპრილის ღამე, როდესაც თავისთვის იჯდა და მომდევნო ერთი თვის მანძილზე გეგმებს აწყობდა. ფანჯრიდან ბრტყელ, ქვიშიან ზედაპირს აკვირდებოდა, მის უკან კი ქალაქის მსუბუქი განათება მოჩანდა. ამ ფიზიკურ და ემოციურ უდაბნოში მან ბედნიერება განიცადა, ან ეს იყო რაღაც ახალთან ზიარების ბედნიერება, რომლის პოვნაც მან შეძლო. მისმა გოგოებმა მარტის თვეში 46,000$ დოლარი გამოიმუშავეს, საიდანაც მან 23,000$ აიღო. საძმოსთვის მუშაობის ნებართვისთვის 10%-ის გადახდის შემდეგ სუფთა მოგება 20,700$ დარჩა. კარმელს სახეზე გაბრწყინება ესახებოდა, როცა ამგვარ გამოთვლებს აკეთებდა. მისი ემოცია ისეთი გამოუთქმელი იყო, როგორც მორგების ქალაქში შეჭრილი ნეკროფილისა. მან თავის გოგონებთან ყველა შესაძლო სექსუალური კომბინაცია სცადა. თუმცა, არც ერთი ანიჭებდა ისეთ სიამოვნებას, რომელსაც თვის ბოლოს განიცდიდა. 

მან არ იცოდა, რომ კიდევ ხუთ მილიონ დოლარს იშოვიდა და პირველ მაისამდე დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გახდებოდა. თუ მისთვის ამის ახსნას შეეცდებოდით, ყველაფერს განზე გადადებდა და ასე გიპასუხებდათ: 

- ხუთი მილიონი? რამდენ ადამიანს უნდა გამოვჭრა ყელი საკუთარი ხელით? თქვენ უბრალოდ ციფრი მითხარით. 

მაგრამ, მოთმინეთ: დაატრიალეთ ატლასი და შეხედეთ აფრიკას. თვალი ადევნეთ რუკაზე ამ კონტინენტის დასავლეთ სანაპიროს, სანამ ეკვატორულ გვინეამდე არ მიხვალთ. გაჩერდით მოსახვევთან, სადაც ატლანტის ოკეანის ნაწილი შიგნით იხრება და ბიაფრის ყურედ იქცევა. თქვენ პატარა კუნძულების ჯაჭვს შენიშნავთ. იმასაც ნახავთ, რომ აქ არის პატარა კუნძული, სახელად “ფერნანდო პო”. კუნძულის დედაქალაქ მალაბოში, 1970-იანი წლების დასაწყისში კაპიტანმა ერნესტო მოტამ ყურადღებით გადაიკითხა ედვარდ ლუტვაკის “სახელმწიფო გადატრიალება”. ეს იყო პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელსაც ერნესტ მოტა ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდა ლუტვაკის ფორმულას სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, სწორედ დედაქალაქ მალაბოში. მან ჩამოაყალიბა განრიგი, განახორციელა თავისი პირველი გარდაქმნა დანარჩენ ოფიცრებს შორის და პროცესის ნელი დაძვრა იმგვარად დაიწყო, რომ ოფიცრები მინიმუმ ორმოცდარვა საათის მანძლზე ეკვატორული გვინეის ერთგულებაში დარჩებოდნენ. მან შეადგინა პირველი პროკლამაცია, რომელიც მისი ახალი მთავრობის მიერ უნდა გაცემულიყო, ასევე, აიღო კუნძულის ყველაზე ძლიერი მემარცხენე და მემარჯვენე ჯგუფების საუკეთესო ლოზუნგები და მტკიცედ ჩასვა ისინი უხეში ლიბერალ-კონსერვატიზმის კონტექსტში. სქემა შესანიშნავად ერგებოდა ლუტვაკის რეცეპტს და კუნძულზე ყველას მცირედ რწმენას მაინც აძლევდა, რომ მათი ინტერესები და რწმენა ახალი რეჟიმის მიერ გათვალისწინებული იქნებოდა. სამ წლიანი დაგეგმვის შემდეგ, კაპიტანმა საბოლოოდ დაარტყა. მთავრობის უმნიშვნელოვანესი ძველი რეჟიმის ჩინოვნიკები სწრაფად და უსისხლოდ მოათავსეს შინაპატიმრობაში. ოფიცრების მეთაურობით მათ დაიკავეს ელექტროსადგურები და საგამომცემლო შენობები. ფაშისტურ-კონსერვატიულ-ლიბერალ-კომუნისტური რეჟიმის დამყარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით “ფენდანდო პო”-ს რადიოდან გამოაცხადეს. ერნესტო მოტა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ამბიციას, დაწინაურებულიყო გენერალ-სიმუსის პოზიციაზე. ბოლოს და ბოლოს, მან იმაზე ფიქრი დაიწყო, როგორ ემართა სახელმწიფო. მას ალბათ, ახალი წიგნის წაკითხვა მოუწევდა, თანაც ისეთივე კარგის, როგორც ლუტვაკის ტრაქტატი გახლდათ სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. ეს მოვლენები 14 მარტს დატრიალდა. 

15 მარტს კუნძული უცნობი იყო წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრისთვის, ყველა სენატორისთვის, ყველა ოფიცრისთვის, გართიანებული შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელის გარდა. ფაქტობრივად, პრეზიდენტის პირველი რეაქცია, როდესაც CIA-ს მოხსენება მაგიდაზე დაუდეს, იგივე იყო, რაც დანარჩენი პალატის წევრების. მან საკუთარ მდივანს ჰკითხა: “სად ჯანდაბაშია ეს კუნძული?”

* * * 

საულმა სათვალე მოიხსნა და ცხვირსახოცთ გააპრიალა. ახლა თავს იმაზე მეტად დაღლილად გრძნობდა, ვიდრე ოდესმე. 

- მგონი, სათანადოდ არ შეგაფასე, ბარნი. - წამოიწყო მან. 

            მულდონმა გაიცინა.

- მე ვიცი, რაც გვიახლოვდება.

საულმა მეთოდურად განაგრძო:

- როგორ ფიქრობ, შენი პერსონალიდან რომელიმე CIA-ს ორმაგი აგენტი ხომ არ არის?

            - რობინსონში დარწმუნებული ვარ, ლერმანზე ეჭვი მაქვს.

            - ორივენი მიდიან. შანსი არ გვრჩება. 

            - დილით ვიცე-გუნდში გადავიყვან. შენს პერსონალზე რას ფიქრობ?

            - სამ მათგანზე ვფიქრობ და ისინიც მიდიან. 

            - ვიცე გუნდს მუშახელის გაზრდა მოეწონება. 

            საულმა ჩიბუხს ხელახლა მოუკიდა.

- კიდევ ერთი რამ... შესაძლოა საქმეში FBI ჩაერიოს. 

            - მეც ველი მათ გამოჩენას. 

            - ისინი ვერაფერს იზამენ.

            - შენ მე ნამდვილად გამომყვები ამ საქმეში, საულ. 

            - ზოგჯერ ინტუიციას უნდა გაჰყვე. ეს მძიმე საქმე იქნება, არ მეთანხმები?

            - მძიმე საქმეა. - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მულდონმა. 

            - მაშინ ამ საქმეს ჩემებურად გავაკეთებთ.  

            - მოდი, მეოთხე ჩანაწერს გადავხედოთ.

 ილუმინატის პროექტი: ჩანაწერი ნომერი მეოთხე. 

            7/24 

            ჯ.მ.:

            აქ არის წერილი, რომელიც Playboy-ში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. (The Playboy Advisor, Playboy, 1969 წლის აპრილი, გვ. 62-64).

ამას წინათ ერთი მემარჯვენე მოხუცი კაცის შეხედულება გავიგე, რომელიც ჩემი ბებია-ბაბუის მეგობარია. მოხუცი ამტკიცებდა, რომ ამერიკაში ატეხილი მკვლელობების ამჟამინდელი ტალღა საიდუმლო საზოგადოების ნამუშევარია, რომელსაც “ილუმინატი” ეწოდება. მისი თქმით, ილუმინატები მთელი ისტორიის განმავლობაში არსებობდნენ, და საბანკო კარტელებს ფლობდნენ. ყოველი მათგანი ოცდამეთერთმეტე ხარისხის მასონები იყვნენ და ისინი ცნობილნი იყვნენ იან ფლემინგისთვის, რომელმაც ილუმინატის კონცეფცია “ჯეიმს ბონდის” წიგნებში შეფარულად წარმოაჩინა. თავდაპირველად ეს ყველაფერი ჩემთვის პარანოიდულ ილუზიას ჰგავდა. შემდეგ The New Yorker-ში წავიკითხე, რომ ჯონ კენედის მკვლელობის საქმეში ჯიმ გარისონის  გუნდის გამომძიებლების ერთ-ერთი წევრი, ალან ჩეპმენი თვლის, რომ ილუმინატები ნამდვილად არსებობენ... 

Playboy, რა თქმა უნდა, ამ იდეას იუმორისტულ ჭრილში აქვეყნებდა და სტანდარტული ინფომრაცია მოჰყავდა ენციკლოპედიიდან, რომ ილუმინატების ფუნქციონირება 1785 წელს საბოლოოდ შეჩერდა. 

პრაისფიქსერმა თავი კაფეტერიის კარებში შემოყო.            

- ერთი წუთით გცალიათ? - იკითხა მან. 

            - რა მოხდა? - უპასუხა მულდონმა.

- პიტერ ჯექსონია მოსული. ეს სწორედ ის ასოცირებული რედაქტორია, რომელსაც ტელეფონით გავესაუბრე. მან რაღაც მითხრა ჯოზეფ მალიკთან ბოლო შეხვედრის შესახებ, სანამ მალიკი გაუჩინარდებოდა. 

- შემოუშვი. - თქვა მულდონმა. 

პიტერ ჯექსონი შავკანიანი კაცი იყო, ჭეშმარიტად შავკანიანი და არა ყავისფერი ან რუჯისფერი. ზაფხულის ამინდის მიუხედავად ჟილეტი ეცვა. პლიციელებს აშკარად უფრთხოდა, რაც საულმა ერთბაშად შენიშნა.

- დაბრძანდით. - გულითადად მიმართა საულმა, - და მოგვიყევით, რაც ჩვენს ფიქსერს უამბეთ.

ნერვული ადამიანებისთვის გონივრულ პოლიტიკას წარმოადგენს, რომ ცოტა ხნით პოლიციელის როლი მოიხსნათ და თავი ვიღაც სხვა ადამიანად მოაჩვენოთ, რომელიც ბუნებრივია, ბევრ კითხვას სვამს. საულმა საკუთარი ოჯახის პრადი ექიმის როლი მოირგო, რომელსაც ჩვეულებრივ ასეთ დროს ირგებდა ხოლმე. 

- კარგით. - დაიწყო ჯექსონმა ჰარვარდის აქცენტით, - ეს ალბათ არც არის მნიშვნელოვანი, ან უბრალოდ დამთხვევაა.

- რაც ჩვენ გვესმის, იქიდან უმეტესობა უმნიშვნელო დამთხვევაა, - თქვა საულმა მშვიდად, - მაგრამ, ჩვენი სამუშაო სწორედ მოსმენაა. 

- ფანატიკური და ექსტრემალური მოძრაობის მიმდევრების გარდა ამის დაჯერებაზე ყველა უარს იტყვის. ნამდვილად გამიკვირდა, როცა ჯორჯმა მითხრა, რა საკითხზე აპირებდა სტატიის გამოქვეყნებას. - იგი შეჩერდა და ყურადღებით შეისწავლა დეტექტივების სახე. იქ მცირედით მაინც იპოვა, რასაც ეძებდა და განაგრძო. - გასულ პარასკევს ჯორჯმა მითხრა, რომ რაღაც ინფორმაციას ფლობდა, რომელმაც ძალიან მიიპყრო მისი ყურადღება და აპირებდა ამ თემაზე სამუშაოდ თანამშრომლები დაექირავებინა. მას სურდა, რომ მარტინ ლუთერ კინგის და ძმები კენედის მკვლელობები ხელახლა გაეხსნა. 

საულმა შეიკავა მძაფრი სურვილი, მულდონისთვის შეეხედა. ამის მაგივრად ქუდი ფრთხილად მოიხადა და მაგიდაზე დადებულ მოხსენებებს გადააფარა. 

- ერთი წუთით, მაპატიეთ. - ზრდილობიანად თქვა მან და კაფეტერია დატოვა. 

ფოიეში ტელეფფონის ჯიხური იპოვა და სახლის ნომერი აკრიფა. რებეკამ ზარის მესამე გასვლაზე უპასუხა. საულის წასვლის შემდეგ ძილი აშკარად ვერ შეიბრუნა.

- საულ? - თქვა მან, რადგან წინასწარ გამოიცნო, სხვა არავინ დაურეკავდა დღის ამ მომენტში.

            - გრძელი ღამე იქნება. -თქვა საულმა.

            - ოჰ, ჯანდაბა. 

- ვიცი, საყვარელო. მაგრამ ეს საქმე მაგარი დედამოტყნულია. - რებეკამ ამოიხვნეშა. - მოხარული ვარ, რომ წინა ღამით ლოგინში გემრიელი დესერტი გვქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავბრაზდებოდი. 

საულმა უცებ გაიფიქრა, როგორ ჟღერდა ეს დიალოგი უცხო პირისთვის. სამოცი წლის კაცი და ოცდახუთი წლის ცოლი. და ისიც თუ ეცოდინებათ, რომ როცა რებეკას პირველად შევხვდი იგი ერთდროულად მეძავიც იყო და ჰეროინზე დამოკიდებულიც…

- იცი რის გაკეთებას ვაპირებ? - რებეკამ ხმა დაიდაბლა. - ლოგინზე შიშველი წამოვწვები, შენზე ვიფიქრებ და შენს მოსვლას დაველოდები. 

საულმა გაიცინა.

- ჩემი ასაკის კაცს ამაზე პასუხის გაცემა არ უნდა შეეძლოს მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ჩავიდინე.

            - მაგრამ შენ პასუხს გამცემ, ასე არაა? - თავდაჯერებული და ვნებიანი ხმა ჰქონდა. 

            - შენი წყალობით რამდენიმე წუთით ტელეფონის ჯიხურიდან გასვლას ვერ მოვახერხებ. 

            მან რბილად ჩაიცინა და თქვა: 

- დაგელოდები…

- მიყვარხარ. - თქვა საულმა. - მისმინე, - დაამატა ნაჩქარევად. - მოდი, საუბრის თემა შევცვალოთ, თორემ სართოდ ვერ გავალ ჯიხურიდან. რა იცი ილუმინატების შესახებ?

რებეკა ანთროპოლოგიის კურსდამთავრებული იყო და დამწყები კურსი ჰქონდა გავლილი ფსიქოლოგიაში, სანამ ნარკომანიის სცენაზე არ აღმოჩნდებოდა, ამის შემდეგ კი უზარმაზარ უფსკრულში გადაიჩეხა, საიდანაც იგი საულმა იხსნა. რებეკას განათლებულობა საულს ხშირად აკვირვებდა.

            - სისულელეა. - თქვა მან.

            -რა?

            - ტყუილია. ბერკლიში, სამოცდაექვსში თუ სამოცდაშვიდში, ეს თემა რამდენიმე სტუდენტმა წამოიწყო. 

- არა, ამაზე არ გეკითხები. მე ნამდვილ ილუმინატებზე გეუბნები იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში, მეთხუთმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების შუალედში. ამაზე რამე გსმენია?

- ოჰ, სწორედ ეს არის მთელი ამ სისულელის საფუძველი. ზოგიერთი მემარჯვენე ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ილუმინატები დღესაც არსებობენ, ამის დასადასტურებლად კი ბერკლის კამპუსში სტუდენტებმა თავიანთი ილუმინატების ლოჟა გახსნეს და ამის შემდეგ ყველა სახის უცნაურ თემაზე ცნობების გამოქვეყნება დაიწყეს. ასე რომ, ვისაც სურს, რომ კონსპირაციული თეორიების სჯეროდეს, გარკვეული მტკიცებულება ყოველთვის ექნება. სულ ეს არის. მეორე კურსელების იუმორია და მეტი არაფერი. 

“იმედი მაქვს, მართლაც ასეა”, გაიფიქრა საულმა.

- რას მეტყვი ისმაელიანთა ისლამურ სექტაზე?

- ოცდასამი განყოფილება აქვთ, მაგრამ აღა-ხანი ყველა მათგანს წინამძღოლობს. თუ სწორად მახსოვს, სექტა დაახლოებით 1090 წელს დაარსდა და თავდაპირველად იდევნებოდა, მაგრამ ახლა იგი ორთოდოქსული ისლამური რელიგიის ნაწილია. ამ სექტას საკმაოდ უცნაური დოქტრინები აქვს. მისი დამფუძნებელი, ჰასან იბნ საბაჰი ასწავლიდა, რომ სამყაროში ჭეშმარიტი არაფერია, და ამქვეყნად ყველაფერი დასაშვებია. იგი ამ სიტყვების იდეოლოგიით ცხოვრობდა. ჰასანი უდიდესი “ასასინის” სახელით არის ცნობილი. 

            - კიდევ რამე მითხარი. 

- ამ წამს გამახსენდა. დასავლურ სამყაროში მარიხუანა ინდოეთიდან სწორედ ჰასან იბნ საბაჰმა შემოიტანა. სიტყვა “ჰაშიშიც” მისი სახელიდან მომდინარეობს. 

- მძიმე საქმეა. როგორც იქნა, ჯიხურიდან გასვლა დარბაზში მყოფი პატრულების შოკირების გარეშე შემიძლია. მუშაობას უნდა დავუბრუნდე. გთხოვ, ისეთი რამ აღარ თქვა, რაც ისევ აღმაგზნებს. 

            - არ ვიტყვი, უბრალოდ, შიშველი ვიწვები და...

            - ნახვამდის. 

            - ნახვამდის. - დაემშვიდობა რებეკა სიცილით. 

საულმა ყურმილი წარბშეკრულმა დაკიდა. ჯიხურის შესასვლელთან წარწერა იყო გაკეთებული:

            “სატელეფონო სადგურს იცავს სუპერმენი”.

            უკბილო ხუმრობაა, გაიფიქრა საულმა. 

            * * *

“გუდმენის ინტუცია” - ასე უწოდებენ ამას სხვა დეტექტივები, მაგრამ ეს ინტუიცია არ არის. ეს არის აზროვნების მეთოდი ფაქტებს შორის, ერთგვარი მთლიანობის შეგრძნების გზა, იმის დანახვის უნარი, რომ უნდა არსებობდეს რაღაც ურთიერთობა პირველ ფაქტსა და მეორე ფაქტს შორის, თუნდაც ისეთ დროს, როცა ჯერ-ჯერობით ასეთი ურთიერთობა სულაც არ ჩანს. ვიცი, რომ ილუმინატი არსებობს, არ აქვს მნიშვნელობა, ბერკლის სტუდენტები ამაზე ხუმრობენ თუ არა. 

* * *

საული ისევ კაფეტერიაში დაბრუნდა, თავში კი ერთი ციტატა უტრიალებდა, “სამყაროში ჭეშმარიტი არაფერია, და ამქვეყნად ყველაფერი დასაშვებია”. ასეთი დოქტრინით ხალხს შეეძლო... საული შეკრთა. 

კაფეტერიაში შესვლისას პიტერ ჯექსონმა საულს ამოხედა. ინტელიგენტი, ცნობისმოყვარე შავი სახე. მულდონი მოუსვენრად წრიალებდა. 

- ტეხასი... ტეხასი არის ქალაქი, სადაც მალიკს ეგონა, რომ ამ... მკვლელებს... შტაბი ჰქონდათ. - განაცხადა მულდონმა. - აი სად გაგზავნეს შტაბის მწერალი. 

- რა ჰქვია თანამშრომელს? - იკითხა საულმა.

- ჯორჯ დორნი. - უპასუხა მულდონმა. - ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ადრე SDS-ში მშაობდა და საკმაოდ ახლოს იყო Weatherman-ის ფრაქციასთან". 

* * *

ჰაგბარდ სელინის გიგანტური კოპიუტერი, FUCKUP-ის პირველი უნივერსალური კიბერნეტიკურ-კინეტიკური ულტრამიკროპროგრამისტი, ძირითადად იმ დროის სტანდარტული თვითპროგრამირების ალგორითმული, ლოგიკური მანქანის საკმაოდ დახვეწილი ფორმა იყო. მისი სახელი ერთ-ერთი ახირება გახლდათ. FUCKUP-ის უნიკალურობის რეალური პრეტენზია იყო მასში დაპროგრამებული სტოქასტური პროცესი, რომლის მეშვეობითაც იგი “ტეხავდა” ი-ჩინგის (ანტიკური, ჩინური წინასწარმეტყველებათა წიგნის) ჰექსაგრამას. მის მეხსიერებაში ინახებოდა ი-ჩინგის ინტერპრეტაციის მთელი ტრადიცია და მისი მიმდინარეობის ჯვარედინი შემოწმება დღევანდელი დროის პოლიტიკური, ეკონომიკური, მეტეროლოგიური, ასტროლოგიური, ასტრონომიული და ტექნოლოგიური სკანირების შესახებ, რომლითაც იგი ჰექსაგრამის გაშიფვრას უზრუნველყოფდა, რათა ჰაგბარდის გონებას მეცნიერული და ოკულტური მეთოდების გაერთიანების საშუალება ჰქონოდა მოახლოებული ტენდენციების შესახებ. ცამეტ მარტს, სტოქასტურ ნიმუშზე სპონტანურად წარმოიქმნა ჰექსაგრამა ნომერი ოცდასამი: “განადგურება”. FUCKUP-მა ამასთან დაკავშირებით შემდეგი ინტერპრეტაცია დადო:

ეს არის ტრადიციულად უიღბლო ნიშანი, რომელიც ატლანტიდის მეცნიერებმა მათი კონტინენტის განადგურებამდე მცირე ხნით ადრე ჩამოაყალიბეს და სიმბოლიკა ზოგადად დაკავშირებულია წყლის მიერ გამოწვეულ სიკვდილთან. სხვა ვიბრაციები სიკვდილს აკავშირებს მიწისძვრასთან, ტორნადოებთან და მსგავს კატასტროფებთან, ასევე ავადმყოფობებთან, ვირუსებთან და ინფექციებთან.

პირველი კორელაცია კავშირშია ტექნოლოგიურ აჩქარებასთან და პოლიტიკურ რეტროგრესიასთან, რომელიც მთელს მსოფლიოში მზარდი საფრთხის ტემპით მიმდინარეობს 1914 წლიდან, განსაკუთრებით კი 1964 წლიდან. განადგურება არის შიზოიდური იურისტ-პოლიტიკოსების სქიზმატური ფსიქიკური აშლილობის შედეგი, რომლებიც მსოფლიოში ტექნოლოგიური ბატონობისკენ მიისწრაფვიან, რომლის მექანიზმებიც ბოლომდე არ აქვთ გააზრებული განათლების ნაკლებობის გამო. 

მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია და ქიმიურ-ბიოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, ოცდამესამე ჰექსაგრამის ავადმყოფურ ვიბრაციებთან ერთად, ვირუსებისა და ეპიდემიების გაჩენა ისეთივე სავარაუდოა, როგორც თერმობირთვული გადაჭარბების შედეგად ადამიანების მასობრივი განადგურება. 

ზოგადი პროგნოზი: კაცობრიობის უპრეცენდენტო გაწყვეტა. 

არსებობს გარკვეული იმედი, რათა თავიდან ავიცილოთ აღმოცენებული ნიმუში ბუნებაში სწრაფი მოქმედების შედეგად. განადგურების თავიდან აცილების ალბათობა არის 0,17 ± 0,05.

არავითარი ბრალეულობა. 

“ისემც შენი კარგი მოვტყან”, გაბრაზდა ჰაგბარდი, “არავითარი ბრალეულობა…” მან სწრაფად გადააპროგრამა FUCKUP-ი, რათა მისთვის წაეკითხა მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერებისა და ქიმიობიოლოგიური ომის მთავარი მეცნიერების შემაჯამებელი ფსიქობიოგრაფიები. 

* * *

პირველი სიზმარი დოქტორ ჩარლზ მოჩენიგოს ორ თებერვლას ეწვია, FUCKUP-ის ვიბრაციების მიღებიდან ერთი თვით ადრე. მან, როგორც ყოველთვის, იცოდა, რომ სიზმარს ხედავდა და სრული გაცნობიერებით უყურებდა გიგანტურ, მოძრავ პირამიდას, რომელიც სწრაფად გაუჩინარდა. ამის შემდეგ, იგი თითქოს დნმ-ს სპირალის გაფართოებას აკვირდებოდა. სპირალის გამოსახულება იმდენად დეტალური იყო, რომ ჩარლზმა შემაკავშირებელი დარღვევების დანახვა დაიწყო ყოველ ოცდამესამე ანგსტრემზე (სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც 0,1 ნანომეტრის, ან 10 -10 მეტრის ტოლია). დარღვევებს ამჩნევდა ყოველ მეჩვიდმეტე ანგსტრემზეც, “ეს რა ეშმაკეულობაა?” იკითხა თავისთვის, პასუხად კი თითქოს არსაიდან პირამიდა დაბრუნდა და დაილაპარაკა: “დიახ, ეშმაკეულობაა…” ჩარლზს უეცრად გამოეღვიძა და ცნობიერებაში უცნობი კონცეფცია უტრიალებდა, სახელად “ანტრაქს-ლეპროს-მუ”. ჩარლზი საწოლთან დადებულ ბლოკნოტს გადასწვდა და მაშინვე ჩაიწერა ფურცელზე ცნობიერებაში ამოტივტივებული სიტყვები. 

* * *

- რა ჯანდაბაა ეს “უდაბნოს კარის” პროექტი?. - გაბეზრებით იკითხა პრეზიდენტმა, სანამ ბიუჯეტს ყურადღებით აკვირდებოდა”. 

- ბაქტერიების ომია. - წაეშველა მდივანი. - რაღაც მსგავსით დაიწყეს და ანტრაქს-დელტა დაარქვეს, ახლა სხვა პროექტზე მუშაობენ, სახელად ანტრაქს-მუ თუ რაღაც მსგავსი…

- ეს რაღაც მანერვიულებს. - თქვა პრეზიდენტმა, საჩქაროდ დაწერა ქაღალდზე “OK” და მომდევნო დასტაზე გადავიდა, სათაურით “დაკარგული ბავშვები”. მაშინვე გულზე მოეშვა და თავი უკეთესად იგრძნო. “აი, ამასთან მუშაობა ნამდვილად შეგვიძლია”. 

პრეზიდენტმა მალევე დაივიწყა “უდაბნოს კარის” პროექტი და არც გახსენებია, სანამ “ფერნანდო პო”-ს კრიზისმა არ წამოყო თავი. 

- დავუშვათ, უბრალოდ დავუშვათ, - უთხრა მან გაერთიანებული საბჭოს მეთაურებს 29 მარტს, - რომ მე ღრმად შევდივარ ამ საქმეში და მთელი თერმობირთვული ტვინის ტყვნით ვემუქრები ამ ხალხს, მაგრამ ისინი თვალსაც არ ახამხამებენ. გვაქვს თუ არა სხვა ალტერნატივა, რომ რამენაირად კიდევ უფრო მეტად შევაშინოთ ისინი?

მთავრობის წევრებმა მზერა გაცვალეს. ერთ-ერთმა მათგანმა პირობითად, სასხვათაშორისოდ წამოიწყო საუბარი.

- ლას-ვეგასის მახლობლად, ჩვენ გვაქვს “უდაბნოს კარის” პროექტი, რომელიც, როგორც ჩანს, ბევრად წინ უსწრებს მთავრობის ბევრი ჩვენი ამხანაგის იდეებს.

- ესენია ბიო-ბაქტერიული და ბიო-ქიმიური საშუალებები. - მოთმინებით აუხსნა პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტს. - მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო მთავრობის წევრების იარაღებთან. 

პრეზიდენტი შემობრუნდა და სამხერდო სარდლებს მიაპყრო ყურადღება.

- კონკრეტულად რა გვაქვს?

- მოკლედ,  ჩვენ გვაქვს “ანტრაქს-ლეპროს-მუ”. ეს ჯილეხის და ვირუსის ნებისმიერ ფორმაზე უარესია. იმაზე მეტად მომაკვდინებელია, ვიდრე ნებისმიერი გრიპი, კეთრი და სიმსივნე ერთად აღებული. - გენერალი, რომელიც ალაპარაკდა, ფართოდ იღიმოდა, - ფაქტობრივად, მის მიერ გამოწვეული სიკვდილი იმდენად სწრაფია, რომ გადარჩენილთა ფსიქოლოგიური დემორალიზაცია - თუ ისინი საერთოდ იარსებებენ - კიდევ უფრო უარესი იქნება, ვიდრე თერმობირთვული ძალების მაქსიმალური გამოყენება. 

- გადაწყვეტილი ამბავია. - თქვა პრეზიდენტმა. - ჩვენ ამას ღიად არ გამოვიყენებთ. ჩემს გამოსვლაში უბრალოდ ბომბებზე იქნება საუბარი, მაგრამ კრემლის ბიჭუნებს აუცილებლად შევატყობინებთ, რომ მაცივარში ეპიდემიის ხრიკსაც ვინახავთ. ღმერთო, თქვენ უბრალოდ მოითმინეთ და თავად დაინახავთ, რასაც იზამენ. 

პრეზიდენტი ისეთივე მტკიცე იმიჯით იდგა, როგორც ყოველთვის, როცა ტელევიზიით გამოდიოდა. 

- მინდა ახლავე ვნახო ჩემი სიტყვით გამოსვლის ავტორები. თქვენ იმაზე იზრუნეთ, რომ ამ ანტრაქსის გამომგონებელი დაწინაურდეს. რა ჰქვია მაგ კაცს?

- მოჩენიგო. დოქტორი ჩარლზ მოჩენიგო.

- დაწინაურება დოქტორ ჩარლზ მოჩენიგოს. - თქვა პრეზიდენტმა და დერეფანში გავიდა.

- მოჩენიგო? - ჩაფიქრდა ვიცე-პრეზიდენტი. - იტალიელია?        

- ასეთ რაღაცებს ნუ ამბობ! - უყვირა პრეზიდენტმა. - რამდენჯერ უნდა გითხრა? ნუ იყენებ სიტყვებს, როგორებიცაა იტალიელი, ებრალი და ასე შემდეგ. აღარ შეიძლება. 

            პრეზიდენტი გარკვეული სიმკაცრით საუბრობდა, რადგან ყოველდღე ეშინოდა იმ დღის, როცა ოვალური ოთახის ყველა ჩანაწერი, რომელიც საიდუმლოდ ინახებოდა, საჯარო გახდებოდა. უკვე დიდი ხანია, პირობა ჰქონდა დადებული, რომ თუ ასეთი რამ მოხდებოდა, ჩანაწერები არ უნდა ყოფილიყო სავსე ისეთი ფრაზებით, როგორიცაა გინება, ან ეროვნება. მიუხედავად შფოთისა, რომელიც თან სდევდა, პრეზიდენტი მაინც ავტორიტეტულად ლაპარაკობდა. იგი იმ პერიოდის მსოფლიოს ტიპური დომინანტური მამაკაცის მაგალითი გახლდათ: ორმოცდათხუთმეტი წლის, გამძლე, საზრიანი, გამოწკეპილი, ეთიკური გადახრებით, რომლებიც ინტელექტუალებს აწუხებთ. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ სამყარო ბოროტი და დაუნდობელი ადგილი იყო, სადაც მხოლოდ ყველაზე მზაკვარ და ულმობელ ადამიანებს შეეძლოთ გადარჩენა. თუმცა, იგი მაქსიმალურად კეთილი იყო იმის გათვალისწინებით, რამდენადაც ულტრა-დარვინისტულ იდეალებს ეყრდნობოდა: მას გულწრფელად უყვარდა ბავშვები და ძაღლები, თუ ისინი მაინც და მაინც იმ ადგილას არ იმყოფებოდნენ, რომლის დაბომბვაც “ეროვნული ინტერესების” გათვალისწინებით აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა. მიუხედავად თითქმის ღვთაებრივი მოვალეობის სიმძიმისა, ჯერ კიდევ ჰქონდა იუმორის შეგრძნება. ცოლთან თითქმის უკვე ათი წელია იმპოტენტი იყო, მაგრამ, როგორც წესი, წუთ-ნახევარში გამოცდილი მეძავის პირში ორგაზმს აღწევდა. სწრაფი ცხოვრების რიტმის შესანარჩუნებლად იღებდა ამფეტამინების შემცველ ენერგეტიკულ წამლებს, რომელიც მისი ხედვის პრიზმას პარანოიდული მიმართულებით მიჰყავდა. ამავდროულად, ზედმეტი წუხილისგან თავდასაცავად სედატივებსაც იღებდა, რაც ხანდახან იმდენად აშორებდა რეალობას, რომ მისი დამოკიდებულება თითქმის შიზოფრენიული ხდებოდა. მაგრამ, უმეტესწილად მისი თანდაყოლილი მზაკვრულობა რეალომას მცირედ, თუმცა მყარ შეგრძნებას ანიჭებდა. საბოლოოდ, იგი ბევრ რამეში ჰგავდა იმდროინდელი რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს.

            * * *

            ცენტრალურ პარკში ციყვს ისევ გამოეღვიძა, როცა ჩამავალმა მანქანამ მთელი ხმით იყმუვლა. ციყვი ბრაზიანბი ბურტყუნით გადაძვრა სხვა ხეზე და კვლავ ჩაეძინა. სეულის სამოცდამეთორმეტე ქუჩაზე, ღია ბიკფორდსის რესტორანში, ბრუკლინში მცხოვრებ ქალთან ზარის განხორციელების შემდეგ, ტელეფონის ჯიხურიდან ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა, სახელად ავგუსტ პერსონიჟი. გასვლისას ჯიხურში თავისი სტიკერი დატოვა, წარწერით: “სატელეფონი სადგურს იცავს სუპერმენი”. ჩიკაგოში, საათის მიხედვით ერთი საათით ადრე, მაგრამ სინამდვილეში იმავე წამს, როკ ჯკუფი, სახელად “კლარკ კენტი და მისი სუპერმენი” იწყებდა სიმღერის ახლებური ინტერპრეტაციის შესრულებას, სახელად “Rock Around the Clock”. ჯგუფის ლიდერი, მაღალი შავკანიანი კაცი, რომელსაც ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხი ჰქონდა, რამდენიმე წლის წინ ტერორისტული მოღვაწეობისას ცნობილი იყო, როგორც ელ ჰაჯ სტარკერლ მოჰამედი, მაგრამ დაბადების პასპორტში რობერტ პირსონი ეწერა. იგი აუდიტორიას ყურადღებით აკვირდებოდა და შენიშნა, რომ წვერმოშვებული ახალგაზრდა თეთრკანიანი - საიმონი - როგორც ყოველთვის, კვლავ შავკანიან ქალთან ერთად იყო: ფეტიში, რომელიც პირსონ მოჰამედ კენტს სრულიად ესმოდა უკუღმართი ფსიქოლოგიის გამოისობით, რადგან თვითონაც თეთრკანიანი გოგო უყვარდა. ამჯერად საიმონი მუსიკით მოჯადოებული არ ჩანდა, არამედ გოგოსთან ერთად საუბარში იყო გართული, და მაგიდაზე პირამიდის დიაგრამას ხატავდა, რათა მისთვის საკუთარი იდეა აეხსნა. “გვირგვინის წერტილი” - მუსიკის ფონზე პირსონმა ამ ფრაზას მოჰკრა ყური. ათი წლის წინ, იმავე „Rock Around the Clock“-ის მოსმენისას ჯორჯ დორნმა გადაწყვიტა, რომ თმა გაეზარდა, მარიხუანა მოეწია და მუსიკოსი გამხდარიყო. სამიდან ორში წარმატებას მიაღწია. 

მეხიკოს ანთროპოლოგიის მუზეუმში, ტლალოკის ქანდაკება ვარსკვლავებს უცნაური გამომეტყველებით შესცქეროდა, და იმავე ვარსკვლავები ციმციმებდნენ კარიბის ზღვის თავზე, სადაც დელფინი ჰოვარდი ტალღებში დახტუნაობდა. 

* * *

            ესკორტი ტეხასის სასკოლო სახელმძღვანელოების საცავის წინ მიდის და ნელი ტემპით მიიწევს სამგანყოფილებიანი მაგისტრალისკენ. მეექვსე სართულის ფანჯრიდან, ლი ჰარვი ოსვალდი კარაბინს ფრთხილად უმიზნებს ამერიკის რიგით ოცდამეთხუთმეტე პრეზიდენტს, ჯონ კენედს. პირი გაუშრა, თითქოს უდაბნოშია, მაგრამ, გული ჩვეულებრივად უცემს, ოფლი არ ასხამს. “ეს არის ერთადერთი წამი,” - ფიქრობს ის - “რომელიც ყოველგვარ დროსა და საფრთხეს, მემკვიდრეობსა და გარემოს აღემატება. ეს არის საბოლოო ტესტი და თავისუფალი ნების მტკიცებულება, ეს არის უფლება, რათა საკუთარ თავს კაცი ვუწოდო ამ წამს, როცა თითს სასხლეტს ვაჭერ, ტირანი კვდება, და მასთან ერთად ყველა სიცრუე, რომელიც ულმობელი და მოღალატე ეპოქის ნაწილია. ეს წამი, ეს ცოდნა - უზენაესი ამაღლების მომენტია”. და მაინც, პირი სიკვდილივით მშრალი აქვს, თითქოს მხოლოდ პირის ღრუს ჯირკვლებმა გამოაცხადეს ამბოხი იმ მკვლელობის წინააღმდეგ, რომელსაც მისი გონება აუცილებლად და სამართლიანად მიიჩნევს. ახლა ახსენდება სამხედრო ფორმულა: ისუნთქე, მიზანში ამოიღე, მოადუნე, და დააჭირე. იგი სუნთქავს, უმიზნებს, ამშვიდებს, უჭერს და… 

…გაოცებისგან პირი ღია რჩება, როცა მოპირაპირე მხრიდან ზედიზედ სამი გასროლა ისმის. 

* * *

- ამის დედაც… - თქვა ჩუმად, ლოცვასავით. სახეზე ღიმილი გადაეფინა, არა ყოვლისშემძლეობის ღიმილი, როგორც ამას მოელოდა, არამედ რაღაც სხვა, მოულოდნელი და ამ მიზეზით - უკეთესი. სწორედ ეს ირონიული ღიმილი დასთამაშებს მას ყველა იმ ფოტოზე, რომელიც მომდევნო დღე-ნახევრის მანძილზე გადაუღეს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ეს იყო დამცინავი ღიმილი, რომელიც თითქოს მთელი ხმით ამბობდა იმას, რის გაგებასაც ვერავინ ბედავდა: მე რაღაც ისეთი ვიცი, რაც თქვენ არ იცით. ეს გამომწვევი სახის გამომეტყველება მხოლოდ კვირა დღის დილას გაუქრა, როცა ჯეკ რუბიმ პირდაპირ ეთერში მის ფანატიკურ სხეულს ორი ტყვია დაახალა, და მისი საიდუმლო მასთან ერთად სამარეში ჩაიტანა. მაგრამ, მაგრამ ამ საიდუმლოს ერთ ნაწილს, იმავე პარასკევს დალასი უკვე დატოვებული ჰქონდა, და ლოს-ანჯელესისკენ მიემართებოდა. საქმიან კოსტიუმში გამოწყობილიყო, ჭაღარათმიანი გახლდათ და ზომიერად ირონიული თვალები ჰქონდა, რომელიც რეისზე ფრენკ სალივანის სახელით იყო რეგისტრირებული. 

* * *

“ეს სერიოზული საქმეა”, ფიქრობდა პიტერ ჯექსონი, “ჯო მალიკი პარანოიაში სულაც არ ყოფილა”. 

მულდონის და გუდმენის არაფრისმთქმელი გამომეტყველებები მას ვერ მოატყუებდნენ, რადგან უკვე დიდი ხანია დაეუფლა იმ შავ ხელოვნებას, რასაც თეთრების სამყაროში გადარჩენა ჰქვია. სახე კი არ უნდა წაიკითხო, არამედ სახის უკან. პოლიციელები აშკარად შეშფოთებულები და აღელვებულები იყვნენ, ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი მონადირე, რომელიც რაღაც დიდსა და საშიშს უდგას კვალში. მკვლელობის შეთქმულების შესახებ ჯო მართალი იყო, მისი გაუჩინარება და მომხდარი აფეთქება კი ამ გეგმის ნაწილი გახდლათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჯორჯ დორნიც საფრთხეში იყო, პიტერს კი ჯორჯი მოსწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თავხედი ბავშვივით იქცეოდა და ნერვებზე თამაში იცოდა თავისი მუდამ დაძაბული, რასობრივად ჭკუის დამრიგებელი პოზიციით, რაც ახალგაზრდა თეთრკანიანი რადიკალების უმეტესობას ახასიათებდა. “დაწყევლილი ტეხასი”, გაიფიქრა პიტერმა. ამ ადგილას გაჭირვებაში აღმოჩენა ნამდვილად არ მოგეწონებოდა. 

(თითქმის ორმოცდაათი წლის წინ, მიჩიგანის ციხეში, ბანკის მძარცველი, სახელად ჰენრი პიერპონტი ახალგაზრდა პატიმარს მიუახლოვდა და ჰკითხა: ფიქრობთ, რომ შესაძლოა ჭეშმარიტი რელიგია არსებობდეს?)

* * *

მაგრამ, რატომ ყვირის ჯორჯ დორნი, სანამ საულ გუდმენი ჩანაწერებს კითხულობს? კიდევ ერთი ნახტომისთვის მოემზადეთ - ეს ნამდვილად შოკი იქნება. საული ადამიანი აღარ არის, უკვე ღორია. ყველა პოლიციელი ღორია. რაც კი ოდესმე გჯეროდათ ან გჯერათ, დიდი ალბათობით ტყუილია. სამყარო წყვიადით მოსილი, ავის მომასწავებელი, საიდუმლოებით სავსე და სრულიად შემაძრწუნებელი ადგილია. შეგიძლიათ, რომ ეს ყველაფერი სწრაფად “მოინელოთ”? მაშინ, შებრძანდით ჯორჯ დორნის გონებაში, ოფისის აფეთქებამდე ხუთი საათით ადრე (საათის მიხედვით ოთხი საათით ადრე), ჯოინთს ნაფაზი დაარტყით და სუნთქვა კარგად შეიკავეთ. “მედ დოგის” ოლქში, გამოხუნებულ სასტუმროში, საზიზღარ საწოლზე წევხართ, გარედან კი ნეონის შუქი თქვენს ოთახში ვარდისფერი და ცისფერი ნათებით შემოდის. ნელა ამოისუნთქეთ, იგრძენით ბალახის კვამლი. ტეხასურად ცხელა, თმას შუბლიდან იყრით და თქვენს დღიურს იღებთ, პატივცემულო ჯორჯ დორნო, რადგან ის, რასაც ბოლოს წერდით, ხშირად გეხმარებათ, რათა გაიგოთ, რაში ჰყოფთ თავს. 

23 აპრილი.

- საიდან იცი, სამყარო იზრდება თუ არა. იქნებ მასში არსებული საგნები პატარავდება? შენ ვერაფერთან შესაბამისობაში განაცხადებ, რომ თითქოს სამყარო იზრდება, რადგან გარეთ არაფერია, რასთანაც შესაძლებელია, რომ იგი შეადარო. მაგრამ, თუ სამყაროს “გარეთ” არაფერია, მაშინ იგი უსასრულოდ გრძელდება. თუმცა, მისი “შიგნეულობა” უსასრულოდ არ გრძელდება. საერთოდ რაიმეს შესახებ რისი ცოდნა შეგიძლია, შე გამოტვინებულო? უბრალოდ სიტყვებით თამაშობ. 

- არა, არ ვთამაშობ. სამყარო შიგნეულობაა გარეგანის არსებობის გარეშე. ყველაფრის ხმას მხოლოდ ერთი რამ გამოსცემს…

კარზე კაკუნია. 

ჯორჯს შიში დაეუფლა. როცა დაბოლილი იყო, სულ მცირედი დეტალის არასწორად წარმართვის შემთხვევაშიც კი შიშისგან იჯვამდა. სუნთქვას იკავებდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბოლი ფილტვებში შეენარჩუნებინა, არამედ იმიტომ, რომ შიშმა მკერდის კუნთების პარალიზება მოახდინა. დღიური დაბლა დაუშვა, სადაც ყოველდღიურად თავის ფიქრებს იწერდა, და ინსტინქტურად ხელი სასქესო ორგანოზე მოისვა - ეს ჩვევა პანიკის დროს ჰქონდა. ხელში დაჭერილი ჯოინთი უნებლიედ საწოლზე მიგდებულ სინკლარ ლევისის წიგნში ჩადო, სახელად “აქ ვერ მოხდება”. წიგნს კვამლი აუვიდა. 

- იდიოტი ხარ. - უთხრა საკუთარ თავს და გაკვამლულ წიგნს მივარდა. 

ოთახში დაბალი, მსუქანი კაცი შემოვიდა. მის მზაკვრულ სახეს ყოველ ნაოჭზე ეტყობოდა, რომ კანონის წარმომადგენელი იყო. შეშინებულმა ჯორჯმა უკან დაიხია და ისევ წიგნს წაავლო ხელი, მაგრამ ბეტონივით მაგარმა ხელის თითებმა მისი წინამხარი დაიჭირა. ჯორჯმა იყვირა და წიგნი ხელიდან გაუვარდა, მარიხუანას ფოთლები კი ლოგინის გადასაფარებელზე მიმოიფანტა. 

- მაგას არ შეეხო. - თქვა მსუქანმა. - ოფიცერი შემოვა და მტკიცებულებისთვის შეაგროვებს. მადლობა თქვი, რომ დაგინდე, თორემ დღეს საღამოს ციხეში მოტეხილი ხელით შეხვიდოდი, სადაც ძნელად თუ იპოვიდი გონიერ ექიმს, ვისაც შენთან მოსვლის სურვილი ექნებოდა. 

- ორდერი გაქვთ? - ჯორჯმა სცადა, ხმაში წინააღმდეგობის განცდა გაეჟღერებინა. 

- ოჰ, შენ გგონია საამისოდ ყვერები გაბია? -  თქვა მსუქანმა კაცმა, რომლის სუნთქვაც ბურბონისა და იაფფასიანი სიგარის მძაფრი სუნით იყო გაჟღენთილი. - კურდღლის ყვერები. ჩემი შიშთ ჩაიჯვი, ბიჭო, და ეს ორივემ ვიცით, მაგრამ იმის ტრაკი მაინც გყოფნის, რომ ორდერზე მელაპარაკო. მოგვიანებით ალბათ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოითხოვ. 

მან გვერდზე გასწია თავისი მბზინავი, ნაცრისფერი ზაფხულის ჟაკეტი, რომელიც ალბათ ჯერ კიდევ იმ დროს იყო ახალი, როცა ჩარტების სათავეში ელვისის heartbreak hotel იმყოფებოდა. ვარდისფერი პერანგის ჯიბეში ვერცხლისფერი ხუთქიმიანი ვარსკვლავი იყო შერჭობილი, ხოლო შარვლის ზემოდან ამოშვერილი 45 კალიბრიანი პისტოლეტი ღიპზე კვალს უტოვებდა. 

- აი ეს არის მთელი კანონი, რაც მე მჭირდება, როცა ტეხასში შენნაირებთან მაქვს საქმე. ჩემთან ფრთხილად იყავი, შვილო, თორემ შემდეგში, როცა ერთ-ერთი ჩვენგანი - რომელსაც შენს სტატიებში ღორებს უძახი - შენზე დაიგეშება, ვეღარაფერს ჩაეჭიდები. თუმცა, ეგეც ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მომდევნო ორმოცი წელი ციხეში უნდა დალპე და დაბერდე. 

საკუთარი ბანალური ორატორული სტილი აშკარად ძალიან მოსწონდა, თითქოს ფოლკნერის პერსონაჟი იყო. 

“ეს ისევ უცხო სიზმარია. ჩვენ ბედნიერებას ვამახინჯებთ, ან ვმალავთ. ცხენები ქრომირებული ფოლადისგან მზადდება, მათ ზურგზე კი მსუქანი პატარა კაცუნები სხედან”, ფიქრობდა ჯორჯი. 

- უბრალოდ ბალახის გამო ორმოც წელს ვერ მომისჯი. - თქვა მან. - მოსაწევი შტატების უმეტესობაში ლეგალურია. თქვენი კანონი არქაული და აბსურდულია. 

- მოსაწევი ზედმეტად ბევრი გაქვს იმისთვის, უბრალოდ ფლობაში რომ გავატაროთ. - უპასუხა კაცმა. - მე ამას გაყიდვის განზრახვით ფლობას ვეძახი. ამ შტატში კანონი მკაცრია, სამართლიანია, და ჩვენ გვეკუთვნის. ვიცით, რასაც აკეთებს ეგ ბალახი. ტრაკი აწიე, და ადვოკატთან ლაპარაკი არც მიხსენო. 

- ვინ ხარ?

- შერიფი ჯიმ ქართრაითი. ბოროტების წყევლა მთელი “მედ დოგის” მასშტაბით. 

- მე ტაინი ტიმი ვარ (ამერიკელი მუსიკოსის, ჰერბერტ ბუკინგემის სასცენო სახელი. ცნობილი სიმღერის, tiptoe-ს ავტორი). - თქვა ჯორჯმა და მაშინვე საკუთარ თავს შეუტია: “მოკეტე შენი დედაც მოვტყან, ზედმეტად დაბოლილი ხარ”. მაგრამ, მაინც განაგრძო:

- შერიფო, საიდან იცოდით, რომ ბალახით დამიჭერდით? ჩვეულებრივ, ანდერგრაუნდის ჟურნალისტი სუფთა დადის, როცა ღვთისგან მივიწყებულ ადგილებს სტუმრობს. ახლა არ მითხრა, თითქოს ინტუიციამ გითხრა, მოსაწევი რომ მექნებოდა. 

- ზუსტადაც ეგ იყო! ინტუიცია! ტელეპათია! რომ არა ტელეპათია, აქ სხვა რა მომიყვანდა? - შერიფმა გაიცინა, ჯორჯს მხარში რკინისებრი ძალით მოუჭირა და სასტუმროს ოთახის კარისკენ უბიძგა. ჯორჯს უკიდეგანო შიში გაუჩნდა, თითქოს მის ფეხქვეშ ჯოჯოხეთის უფსკრული აღებდა ხახას, შერიფი ჯიმ ქართრაითი კი მზად იყო, რომ იგი მობუყბუყე გოგირდში ჩაეგდო. უნდა ვაღიარო, მეტ-ნაკლებად ასეც იყო. ისტორიაში არსებობს პერიოდები, როცა შეშლილთა და ნარკომანთა ხილვები რეალობის გაცილებით სანდო გზამკვლევია, ვიდრე ნორმალური გონების შემადგენელი ნაწილის მიერ საღ გონებაზე გაკეთებული ინტერპრეტაციები. ამჟამად სწორედ მოცემულ პერიოდში ვცხოვრობთ - მიუხედავად იმისა, ამას ამჩნევთ თუ არა. 

“თუ იმ ქუჩის ბიჭებთან დროსტარებას გააგრძელებ, ციხეში აღმოჩნდები”, ეუბნებოდა ჯორჯს დედამისი, “დამიჯერე ჯორჯ, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე”. ერთხელ, კოლუმბიაში, ერთ-ერთი ღამეული შეხვედრის შემდეგ, მარკ რუდმა სერიოზულად თქვა: “სანამ ეს ქარიშხალი გადაივლის, ციხეებში ჯდომა ბევრ ჩვენგანს მოუწევს”, - ჯორჯმა, სხვებთან ერთად, დამწუხრებულად, მაგრამ მამაცურად თავი დაუქნია. 

მარიხუანა, რომელსაც ჯორჯი ეწეოდა, კურნავაკაში ერთი ფერმერის მიერ იყო გაზრდილი, სახელად არტურო ხესუს მარია იბარასა ი მენდესი. მან იგი დიდი ოდენობით მიჰყიდა ახალგაზრდა იანკს, სახელად ჯიმ რაილს, ბიჭს ოჰაიოდან, რომლის მამაც პოლიციელი იყო. ჯიმ რაილიმ ბალახი “მედ დოგიდან” გაიტანა, როცა ოლქის შერიფს, ჯიმ ქართრაითს ქრთამი გადაუხადა. ამის შემდეგ ბალახი ხელახლა გაიყიდა “თაიმ სქვერის” დილერთან, სახელად “როზეტა მწეველთან”, და ჟურნალ “დაპირისპირების” კვლევითი განყოფილების თანამშრომელმა მის უოლშმა მისგან ათი უნცია იყიდა. მოგვიანებით, მის უოლშმა ხუთი უნცია ჯორჯს მიჰყიდა, რომელმაც იგი “მედ დოგში” უკან წაიღო, და ფაქტობრივად, ციკლი დახურა. ეს კონკრეტული მარცვალი იმავე ჯიშიდან იყო, რომელიც პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა რეკომენდაცის თხოვნით აღუწერა სერ ჯონ სინკლერს თავის ცნობილ წერილში, სადაც წერდა: “აღმოვაჩინე, რომ ყოველი დანიშნულების გათვალისწინებით, ინდური სატივა ყველა ასპექტში ჯაბნის ახალზელანდიურ ჯიშს, რომელიც აქამდე მოგვყავდა”. 

* * *

ნიუ-იორკში, რებეკა გუდმენი დარწმუნებულია, რომ საული დღეს სახლში აღარ დაბრუნდება, საწოლიდან დგება, ხალათს იცვამს და ბიბლიოთეკის წიგნებში საკითხავს ეძებს. ბოლოს, ბაბილონური მითოლოგიის წიგნს ირჩევს და კითხულობს: “იქამდე, სანამ ყოველი ღმერთი გაჩნდებოდა, არსებობდა მხოლოდ მუმუ - წმინდა ქაოსის სული…”

* * *

ჩიკაგოში, საიმონ და მერი ლუ სევრიქსები საწოლზე შიშვლები სხედან, და იაბიუმის ლოტოსის პოზაში აქვთ ფეხები გადახლართული (იხილეთ ბუდას ქანდაკება სექსის დროს: ბუდა მედიტაციის პოზაში ზის, რა დროსაც ქალს მის კისერზე ხელები, ხოლო წელზე ფეხები აქვს შემოხვეული და პენისზე აზის). 

- არა პატარავ, შენ არ უნდა იმოძრაო. შენ ელოდები, სანამ შენი “მე” თავად არ აგამოძრავებს. 

* * *

“მედ დოგის” ციხეში, ჯორჯის ციხის კამერის მეზობელს თავის ქალასავით სახე ჰქონდა, უშველებელი, წინ გამოშვერილი კბილებით. სიმაღლეში დაახლოებით ორი მეტრი იყო და საწოლზე პითონივით დაგორგლილი იწვა. 

- მკურნალობა არ გითხოვია? - ჰკითხა მას ჯორჯმა. 

- რისთვის?

- თუ შენი თავი მკვლელი არ გგონია, მაშინ…

- არ მგონია, ბიჭუნა. ოთხი კაცი და ორი “ნიგა” (დამამცირებელი და რასისტული ტერმინი აფრო-ამერიკელების მიმართ) მოვკალი. ერთი კალიფორნიაში, დანარჩენი აქ. თითოეულ მათგანში გადამიხადეს. 

- აქ ამის გამო ხარ? - ღმერთო ჩემო, ნუთუ მკვლელებს და მწეველებს ერთად ათავსებენ?

- მიუსაფრობის გამო ვარ დაკავებული. - თქვა კაცმა ზიზღით. - სინამდვილეში, აქ მხოლოდ დროებით ვარ, სანამ ახალ შეკვეთას მივიღებ. მომდევნო ალბათ რომელიმე პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, ან ხალხის მტერი იქნება. ერთ დღესაც ცნობილი გავხდები. მომავალში ჩემზე წიგნს დავწერ. თუმცა, წერაში მთლად კარგი ვერ ვარ. მისმინე, შეგვიძლია შეთანხმება დავდოთ. შემიძლია შერიფ ჯონს ქაღალდი მოვატანინო, შენ კი ჩემს ცხოვრებაზე წიგნს დაწერ. აქ სამუდამოდ ჩაგაყუდებენ, ხომ იცი. მკვლელობების შუალედებში მოგაკითხავ ხოლმე. ამასობაში შენ წიგნს დაწერ, შერიფი ჯიმი კი წიგნს იქამდე მოუვლის, სანამ პენსიაზე გავალ. წიგნი გამოვა, ბევრ ფულს იშოვი და ციხეში კომფორტულად იცხოვრებ. აქედან გაღწევის მიზნით იქნებ ადვოკატიც კი დაიქირაო.

- შენ სად იქნები? - ჰკითხა ჯორჯმა. ისევ ისეთი შეშინებული იყო, მაგრამ, ამავდროულად ძილიც უნდოდა. რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო, და ამან მის ნერვულ სისტემაზე დადებითად იმოქმედა. თუმცა, ჯობდა არ დაეძინა, სანამ ეს ტიპი ფხიზლობდა. მკვლელობაზე მონაყოლის არ სჯეროდა, მაგრამ საკმაოდ უსაფრთხოდ შეგეძლოთ დაგესკვნათ, რომ ციხეში ყველა ჰომოსექსუალი იყო. 

თითქოს მისი აზრები წაიკითხაო, საკნის მეზობელმა უთხრა:

- რამდენად მოგეწონება, ცნობილმა ასასინმა რომ შეგირჭოს?

- გთხოვ. - თქვა ჯორჯმა. - ჩემი სტილი არ არის, გესმის? მართლა არ შემიძლია.

- მოჯვი, მოფსი და იტყნაურე. - თქვა მკვლელმა. მოულოდნელად გაშიშვლდა და საწოლიდან ჩამოძვრა. - შენთან დროს ფუჭად ვკარგავ. ახლა, წაიკუზე და შარვალი ჩაიხადე. ამას მაინც მიიღებ. არანაირი გამოსავალი არ გაქვს. - იგი ჯორჯს მუშტებშეკრული მიუახლოვდა. 

- დაცვა! დაცვა! - იყვირა ჯორჯმა. მკვლელი ჯორჯს მიეჭრა და სახეში მუშტი უთავაზა. 

- დაცვა! - ყვიროდა ჯორჯი კანაფისგან და პანიკისგან თავბრუდახვეული. 

ლურჯ ფორმაში გამოწყობილი კაცი დერეფნის ბოლოდან მათი მიმართულებით წამოვიდა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს საკნის კარებიდან მილიონობით კილომეტრით იყო დაშორებული და აბსოლუტურ გულგრილობას იჩენდა, როგორც ღმერთი, რომელსაც თავისი ქმნილებები მობეზრდა. 

- რა ჯანდაბა გაყვირებს? - იკითხა მან. ხელს რევოლვერის სახელურზე ასვენებდა, მაგრამ მისი ხმა რატომღაც ისევ კილომეტრების მიღმიდან ისმოდა. 

ჯორჯმა რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ საკნის მეზობელმა დაასწრო:

- ეს პატარა ჯიშ-მოტყნული კომუნისტი შარვლის ჩახდაზე უარს ამბობს. თქვენ არ უნდა ზრუნავდეთ, რომ აქ კარგ განწყობაზე ვიყო? რასაც ვეუბნები, გააკეთებინეთ.

- უნდა დამიცვათ. - შეევედრა ჯორჯი. - ამ საკნიდან უნდა გამიყვანოთ. 

დაცვამ გადაიხარხარა. 

- საკანში აშკარად გასხივოსნებული ტიპი გვყავს. შენ იუ-იორკიდან ჩამოხვედი და გგონია, რომ ჩამორჩენილები ვართ. აქ ასე არ არის. ჩვენთან პოლიციური ძალადობა არ არსებობს. ახლა, თუ მე შენსა და ჰარი კოინს შორის ჩავერევი, შეიძლება ძალის გამოყენება მომიწიოს იმისთვის, რომ შენი თეთრი უკანალი გადავარჩინო. ვიცი, თქვენ გჯერათ, რომ პოლიცია საერთოდ უნდა გაუქმდეს. ხოდა, ამ სიტუაციაში, ჩემს თავს ვიუქმებ. გარდა ამისა, ვიცი, რომ თქვენ სექსუალურ თავისუფლებას უჭერთ მხარს. რა პრობლემაა, მეც ვუჭერ. ჰარი კოინი თავის სექსუალურ თავისუფლებას მიიღებს, თანაც უშუალოდ, ჩემგან ძალადობისა და ჩარევის გარეშე. 

მისი ხმა კვლავ შორიდან ისმოდა, თითქოს სიზმარისეული იყო. 

- არა! - თქვა ჯორჯმა. 

მცველმა იარაღი ამოიღო:

- შვილო, ახლავე წაიკუზე და ჩაიხადე. ჰარი კოინი ამას გააკეთებს, მე კიდევ აქ ვიდგები და გიყურებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორმოც წელს არავინ მოგისჯის. ახლავე, აქვე მოკვდები. ტყვიას დაგაჭედებ და ოქმში ჩავწერ, რომ დაკავებისას წინააღმდეგობა გამიწიე. მართლა მოგკლავ, თუ იმას არ იზამ, რასაც ეს კაცი გეუბნება. შენ ადვილად გამოგცვლით, ის კი შეუცვლელია. იგი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, და ჩემი მოვალეობაა, რომ ბედნიერი ვამყოფო. 

- არ აქვს მნიშვნელობა ცოცხალი იქნები თუ მკვდარი, მაინც გაგჟიმავ. - იცინოდა კოინი, თიტქოს ბოროტი სული ჰქონდა ჩასახლებული. - გაქცევის გზა მოჭრილი გაქვს. 

კორიდორის ბოლოს კარი ხმამაღლა გაჯახუნდა და შერიფი ჯიმ ქართრაითი ორ ლურჯფორმიან პოლიციელთან ერთად საკანთან მოვიდა. 

- აქ რა ხდება? - იკითხრა შერიფმა. 

- ახალი პატიმარი გამოვიჭირე, რომელიც ჰარი კოინზე ჰომოსექსუალურ ძალადობას ცდილობდა. - თქვ მცველმა. - მის შესაჩერებლად იარაღის ამოღება მომიწია. 

ჯორჯმა თავი გააქნია:

- ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. თუ ამ თამაშს ჩემ გამო თამაშობთ, უკვე შეგიძლიათ შეწყვიტოთ, რადგან ერთმანეთს ვერ ეხუმრებით და ვერც მე გამასულელებთ. 

- დორნ, - თქვა შერიფმა. - თქვენ ჩემს ციხეში ცდილობდით ჩაგედინათ ბუნების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც აკრძალულია წმინდა ბიბლიაში, და ამ შტატის კანონებში. ეს არ მომწონს. გარეთ გამოდი. მინდა დავსხდეთ და ცოტა ვისაუბროთ. მთავარი დაკითხვის ოთახში მივდივართ. 

მან საკნის კარი გააღო და ჯორჯს მიუთითა, რომ უკან გაჰყოლოდა. შემდეგ ორ პოლიციელს მიუბრუნდა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ მოსულები:

- თქვენ აქ დარჩით და იმ პატარა საქმეს მიხედეთ. - ბოლო სიტყვები უცნაურად გამოკვეთილად წარმოთქვა.

ჯორჯი და შერიფი რამდენიმე კორიდორსა და ჩაკეტილ კარს გასცდნენ, სანამ იმ ოთახამდე მივიდოდნენ, რომლის კედლებიც ტვიფრული თუნიქით იყო მოპირკეთებული. შერიფმა ჯორჯს უთხრა, სკამზე დამჯდარიყო, თავად კი მის მოპირდაპირედ, სკამზე უკუღმა ჩამოჯდა. 

- ჩემს პატიმრებზე უარყოფით გავლენას ახდენთ. - თქვა შერიფმა. - შერიოზულად ვფიქრობ, რომ “შემთხვევით” რაიმე არ დაგემართოთ. არ მინდა, რომ ჩემს ციხეში ან სხვა რომელიმე ციხეში ორმოცი წლის მანძილზე პატიმრები წაახდინოთ. 

- შერიფო, - თქვა ჯორჯმა. - ჩემგან რას ითხოვთ? მარიხუანას გამო დამაკავეთ. მეტი რაღა გინდათ? რატომ ჩამსვით იმ ტიპთან ერთად კამერაში? ეს მუქარები, შიშის დათესვა და დაკითხვები რა მიზანს ემსახურება? 

- რაღაცების გაგება მსურს. მინდა ყველაფერი მითხრა იმ საქმეებზე, რაც მაინტერესებს. ასე რომ, ამ წამიდან მხოლოდ სიმართლე მითხარი. თუ ასე მოიქცევი, შესაძლოა შემდგომში შენთვის ვითარება მარტივად წარიმართოს. 

- კარგით, შერიფო. - თქვა ჯორჯმა. ქართრაითს თვალები დაუწვრილდა და ჯორჯს ყურადღებით დააკვირდა. “მართლა ღორს ჰგავს”, გაიფიქრა ჯორჯმა. ბევრი მართლაც ასეთია. რატომ არიან ისინი ასეთი გასუქებულები, და პატარა თვალები რაღატო აქვთ? 

- ნიუ-იორკიდან აქ რა მიზნით ჩამოხვედი? 

- ჟურნალ “დაპირისპირების” სახელით, მივლინებაში ვიმყოფები. 

- ვიცი ეგ ჟურნალი. ბინძური და კომუნისტურია. წაკითხული მაქვს.

- ძველმოდურ სიტყვებს იყენებთ. სინამდვილეში ეს მემარცხენე ლიბერტარიანული ჟურნალია.

- ჩემი პისტოლეტიც ძველმოდურია, ბიჭო. ასე რომ, პირდაპირ ილაპარაკე. ახლა მითხარი, აქ ჩამოსვლით წერას რის შესახებ აპირებდი? 

- რა თქმა უნდა. ეს თქვენც ისევე უნდა გაინტერესებდეთ, როგორც მე, იმ შემთხვევაში, თუ კანონი და წესრიგი მართლა გაინტერესებთ. უკვე ათწლეულზე მეტია, მთელ ქვეყანაში ხმები ვრცელდება, რომ ამერიკაში მომხდარი ყველა მთავარი პოლიტიკური მკვლელობა - მალკომ იქსი, კენედის ძმები, მედგარ ევერსი, მარტინ ლუთერ კინგი, ნიქსონი, და ალბათ ჯორჯ ლინკოლნ როქველიც - ბოროტად განწყობილ კონსპირაციულ, მემარჯვენე ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული. ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციას თავისი ბაზა აქ, “მედ დოგში” აქვს. სწორედ ამიტომ ჩამოვედი. მინდოდა ამ დაჯგუფების შესახებ რაიმე გამეგო. 

- ასეც ვიფიქრე, შე საწყალო, პატარა ნეხვის გროვავ. აქ ჩამოხვედი და გეგონა, რომ როგორც თავად თქვი, მემარჯვენე ორგანიზაციას მიაგნებდი. გაგიმართლა, რომ ჩვენს ნამდვილ მემარჯვენეებს არ გადააწყდი. მაგალითად, “ღვთის ელვას”. აქაურებს რომ შეხვედროდი, შენთვის უკვე წამებით სიკვდილი იქნებოდა დამდგარი, ბიჭო. მართლა იდიოტი ხარ. კარგი, შენზე დროს აღარ დავხარჯავ. წამოდი, საკანში წაგიყვან. შენთვის უმჯობესია, გისოსებიდან მთვარის ცქერას მიეჩვიო. 

უკან იმავე გზით დაბრუნდნენ, საიდანაც მოვიდნენ. იმ კორიდორის შესასვლელთან, სადაც ჯორჯის საკანი იყო, შერიფმა კარი გახსნა და დაიყვირა: “ჩარლი, აქ მოეთრიე და ეს წაიყვანე!”

ჯორჯის მცველი პირმოკუმული და სახეზე ფერდაკარგული მოვიდა, სიტყვაც არ უთქვამს. ჯორჯს მკლავში ხელი წაავლო. შერიფის ზურგს უკან კორიდორის კარი ხმაურით დაიხურა. ჩარლიმ ჯორჯი საკანში მიიყვანა, და შიგნით უხმოდ შეაგდო. საკანი უკვე სამგანზომილებიანი იყო და ჯორჯს ისეთ ჰალუცინაციად აღარ ეჩვენებოდა, როგორც აქამდე. 

ჰარი კოინი იქ აღარ იყო. ჯორჯს საკანი ცარიელი დახვდა. მან მეზობელ საკანში რაღაც ჩრდილს მოჰკრა თვალი, შებრუნდა და გული გაუჩერდა. მამაკაცი ჭერზე იყო დაკიდებული. ჯორჯი გისოსებს მიახლოვდა და საკანს მიაშტერდა. სხეული ოდნავ ირხეოდა. ქამარი მჭიდროდ ჰქონდა ყელზე შემოხვეული. ჰარი კოინი უძრავი თვალებით იყურებოდა. ჯორჯმა მზერა დაბლა დახარა და დაინახა, როგორ იშლებოდა იატაკზე კოინის შიგნეულობა. ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა. ვიღაცამ იგი გამოშიგნა, და შემდეგ ჭერზე დაკიდა. 

ჯორჯმა იყვირა. ირგვლივ არავინ იყო, რათა მისთვის ეპასუხა. დაცვა კუილივით აორთქლდა. 

* * *

ინგლისში, ქალაქ სანდერლენდში, “ჩერი ნოლსის” მენტალურ საავადმყოფოში, - სადაც უკვე მომდევნო დღის დილის თერთმეტი საათი იდგა - ათ წლიანი დამუნჯების შემდეგ შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე პაციენტმა ენა ამოიდგა, და მოულოდნელად ზედამხედველს ქადაგება დაუწყო: 

- ჰიტლერი, გერინგი, შტრაიხერი… ყველა ცოცხალია. მალე ყოველი მათგანი დაბრუნდება, უკან კი სხვა ძალები და ქმნილებები მოჰყვებიან, რომლებიც მათ აკონტროლებენ.

* * *

საიმონ მუნი ჩიკაგოში კვლავაც მშვიდად და აუღელვებლად ინარჩუნებს ლოტოსის პოზას და მერი ლუს - რომელიც მას მუხლებზე უზის - ასე ეუბნება:

- ვაგინალური კუნთით ისე მოეჭიდე, როგორც ხელში დაიჭერდი. ნაზად იმოძრავე, შეიგრძენი მისი სითბო, მაგრამ ორგაზმზე არ იფიქრო. ნურც მომავალზე იფიქრებ, არც ერთი წუთით წინ არ გაიხედო, მხოლოდ აწმყოზე კონცენტრირდი, იმ ერთადერთ აწმყოზე, რაც კი ოდესმე გვექნება. ჩემი პენისი შენს ვაგინაში ახლა და ამ წამს, იფიქრე ამ უბრალო სიამოვნებაზე, და არა იმაზე, რაც შეიძლება, რომ უფრო მეტი გახდეს…

* * *

ჯორჯი და ჰაგბარდი ხალხში გადაადგილდებიან და ცდილობენ,მათი რაოდენობა გამოთვალონ: 200,000? 300,000? 500,000? ხედავენ შვედებს, ნორვეგიელებს, დანიელებს, იტალიელებს, ფრანგებს და ბერძნებს. კისერზე ყველას მშვიდობის სიმბოლო აქვს ჩამოკიდებული, შიშველ სხეულებზე გრაფიტები ახატიათ, ბიჭებსაც და გოგონებსაც ერთნაირად გრძელი თმები აქვთ. ყველაფრის ხმას ეს ჰიპნოზური და დაუსრულებელი რიტმი ფარავს. 

- ვუდსტოკი ევროპაში. - ამბობს ჰაგბარდი მშრალად. - უკანასკნელი და საბოლოო ვალპურგის ღამე, ადამ ვაისჰაუპტის გეგმის საბოლოო განხორციელება. 

- ნამდვილი ერთა ლიგაა. - ამბობს ჯორჯი. - ახალგაზრდების ერთა ლიგა.

ჰაგბარდს არ ესმის. 

- ჩრდილო-დასავლეთით არის რაინის მდინარე, სადაც, თქმულების მიხედვით, ლორელეის მიხედვით ქალთევზა თავის მომაკვდინებელ სიმღერებს მღეროდა. მაგრამ, დღეს ღამით დუნაიზე უფრო მომაკვდინებელი მუსიკა იქნება. 

ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შვიდი დღით ადრე მოხდა, რა დროსაც ჯორჯი უგონოდ გაშხლართულიყო “მედ დოგის” საკნის კუთხეში. სინამდვილეში ყველაფერი (ანუ “ოპერაცია”, როგორც ამას ჰაგბარდი ეძახდა) ოცი წლის წინ დაიწყო, როდესაც შვეიცარიელი ქიმიკოსი, მისტერ ჰოფმანი გზაზე ველოსიპედით გავიდა და სხვა განზომილებისგან გაეშურა. (იგულისხმება “ლსდ”-ს სინთეზის ავტორი და გამომგონებელი). 

- ყველანი დაბრუნდებიან? - იკითხა ჯორჯმა.

- თითოეული მათგანი. - პასუხობს ჰაგბარდი. - როცა რიტმი საჭირო ინტენსივობას მიაღწევს… სანამ მის შეჩერებას არ შევძლებთ. 

* * *

- ახლა ნამდვილად მივხვდი. - თქვა ტირილით მერი ლუმ. - ეს ის არ არის, რასაც ველოდი. ეს სექსისგან განსხვავებულია, და მასზე ბევრად უკეთესიც.

საიმონმა ღიმილით ახედა:

- ეს სექსია, საყვარელო. უბრალოდ, რაც აქამდე გქონდა, ეგ სექსი არ იყო. ახლა შეგვიძლია მოძრაობა დავიწყოთ… მაგრამ ნელა, და ნაზად… ეს არის დაოს გზა…

* * *

- ყველანი ბრუნდებიან! ისინი არც არასდროს მომკვდარან! - ყვიროდა შიზოფრენიკი. - უბრალოდ ცოტაც მოითმინეთ! მეტი არაფერი! სულ ცოტაც მოითმინეთ! 

* * *

დინამიკები უეცრად აგუგუნდნენ. უკუკავშირი ძალიან ძლიერი იყო, და ხმამ აუტანელ სიმაღლეს მიაღწია. ჯორჯი უყურებდა, როგორ იტაცებდნენ სხვები ხელებს ყურებზე. 

* * *

გასაღები საკეტს ასცდა, და შემთხვევით მულდონს ხელი გაუჭრა. 

- თავი ყოველთვის ქურდი მგონია, როცა ამას ვაკეთებ. - უთხრა მან საულს. საულმა დაიგმინა:

- ქურდობა დაივიწყე. თუ წაგვასწრეს, შესაძლოა სახელმწიფო ღალატისთვის ყულფზე ჩამოგვკიდონ. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავრჩებით, თუ ეროვნული გმირები გავხდებით. 

- ხელი წარმოუდგენელ საქმეს მოვკიდეთ. - გაიღიმა მულდონმა, და გასაღები სხვა მხრიდან შეაჩხაკუნა. 

ისინი “რივერსაიდ დრაივზე” მდებარე ძველ შენობასთან იმყოფებოდნენ, და ჯოზეფ მალიკის ბინაში შეღწევას ცდილობდნენ, თუმცა, ჩხრეკის ორდერი არ ჰქონდათ, რადგან ორივემ უთქმელად აღიარა, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროსგან იმალებოდნენ.

2 საათით ადრე:

ფედერალურმა ბიურომ ჯერ კიდევ მაშინ დარეკა, როცა მათ რედაქტორის, პიტერ ჯექსონის დაკითხვა დაასრულეს. ზარს მულდონმა უპასუხა, ამასობაში კი საული ჯოზეფ მალიკისა და ჯორჯ დორნის სრულ ფიზიკურ აღწერაზე მუშაობას აგრძელებდა. მულდონი მაშინ დაბრუნდა, როცა საული ჩანაწერების ხელახლა გადაკითხვაში იყო გართული. საულმა მულდონის სახეზე ისეთი გამომეტყველება ამოიკითხა, თითქოს შიდსი ახლახან დაუდასტურეს. 

- გამოძიების ფედერალური ბიორუდან ჩვენს დასახმარებლად ორი სპეციალური აგენტი მოდის. - თქვა მან უკიდურესად უხალისოდ. 

- მაინც მზად ხარ, რომ ინტუიციას მიჰყვე? - მშვიდად ჰკითხა საულმა და ყველა ჩანაწერი ლითონის ყუთში დააბრუნა. 

მულდონმა პრაიქსფიქსერს ისევ გასძახა და უთხრა: 

- ორი ფედერალი რამდენიმე წუთში აქ იქნება. მათ უთხარი, რომ ჩვენ ცენტრალურ ოფისში დავბრუნდით. ნებისმიერ დასმულ შეკითხვას უპასუხე, მაგრამ ამ ყუთის შესახებ კრინტიც არ დაძრა. 

პრაისფიქსერმა ორივე უფროს ოფიცერს ყურადღებით დააკვირდა და მულდონს უთხრა:

- როგორც ბრძანებთ. 

“ის ან უიმედოდ მიამიტია და ყველსა ენდობა, ან იმდენად ჭკვიანია, რომ ერთ დღესაც ძალიან საშიში გახდება”, გაიფიქრა საულმა მულდონზე. 

აწმყო:

- ბოლო გასაღები გამოიყენე? - მულდონს ხმაში ნერვიულობა დაეტყო. 

- არა, კიდევ ხუთი დამრჩა. - უეცრად კარები კრაჭუნით გაიღო. 

საული ბინაში შევიდა და შუქის ჩამრთველს ხელების ფათურით მიაგნო, ცალი ხელი კი რევოლვერზე ჰქონდა დადებული. შუქის ანთებისას ოთახში არავინ აღმოჩნდა, და საული ოდნავ მოდუნდა. 

- შენ ძაღლები მოძებნე. მე დანარჩენ ჩანაწერებს მოვძებნი. 

როგორც ჩანცა, ოთახი როგორც სამუშაოდ, ისე საცხოვრებლად გამოიყენებოდა და იმდენად მოუწესრიგებელი იყო, რომ ეჭვი არავის დარჩებოდა - მალიკი დაუოჯახებელი იყო. საულმა მაგიდიდან საბეჭდი მანქანა გადასწია, ჩანაწერების ყუთი იპოვა და მაშნვე რაღაც უცნაური შენიშნა: ოთახის ამ მხარეს მთელი კედელი ჯორჯ ვაშინგტონის სურათებით იყო დაფარული. უკეთ დათვალიერების მიზნით, საული კედელს მიუახლოვდა და შენიშნა, რომ თითოეულ მათგანს წარწერა ჰქონდა. ერთ ნახევარს ეწერა G.W, ხოლო, მეორე ნახევარს A.W. 

უცნაური იყო, მაგრამ ეს საქმე უკვე იმდენად ყარდა, როგორც მკვდარი თევზები. საული ჩამოჯდა და ყუთიდან ერთ-ერთი ჩანაწერი ამოიღო. მულდონი დაბრუნდა.

- ძაღლები არსად ჩანან. - თქვა მან. 

- საინტერესოა. - შენიშნა საულმა ცაფიქრებული ტონით. - ამბობ, სახლის მეპატრონეს რამდენიმე მეზობელმა ძაღლების გამო უჩივლა. 

- მან თქვა, რომ მთელი შენობა ჩიოდა. - უპასუხა მულდონმა. - შინაური ცხოველები აკრძალულია და ისინი ამ წესს იცავდნენ. ხალხი უკმაყოფილო იყო: რატომ უნდა ეთქვათ უარი თავიანთ კნუტებზე, როცა როცა მალიკს ზედა სართულზე მთელი ძაღლების ხროვა ჰყავდა. ხმაურის მიხედვით, ათი ან თორმეტი მაინც იქნებოდნენო, ასე ამბობდნენ.

- ეს ცხოველები უეჭველად უყვარდა, თუ დამალვისას ყოველი მათგანი თავისთან წაიყვანა. - საული ჩაფიქრდა. მისი არაცნობიერი ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობდა. - სამზარეულოში შევიხედოთ. 

ბარნი უკან მიჰყვა, სანამ საული მეთოდურად ჩხრეკდა მაცივარს და კარადებს, ბოლოს კი ნაგვის საგულდაგულო დათვალიერებით დაასრულა. 

- ძაღლის საჭმელი არსადაა. - თქვა საულმა ბოლოს. 

- შევამჩნიე. 

- არც მათი საჭმელი თასებია არსად. 

- ახლა რომელი ველური აზრი გიტრიალებს თავში? 

- არ ვიცი. - თქვა საულმა ჩაფიქრებულად. - ის არ უფრთხილდებოდა იმას, რომ მეზობლებს ძაღლების ხმა ესმოდათ. ალბათ იმ ტიპის მემარცხენე ინდივიდუალისტია, რომელსაც ყველაზე მეტად მეზობლეთან შინაური ცხოველების აკრძლავაზე უყვარს კამათი. ასე რომ, სანამ მიიმალა, არაფერს მალავდა. მაგრამ როცა გაუჩინარდა, არა მარტო ძაღლები წაიყვანა, არამედ ყველა კვალიც გააქრო, თითქოს აქ არც არასდროს ყოფილან, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა: მეზობლები ამაზე აუცილებლად ილაპარაკებდნენ.

- შეიძლება ძაღლებს ადამიანებს აჭმევდა. - მულდონმა ძალიან უკბილოდ იხუმრა. 

- არ ვიცი. - ამოიხვნეშა საულმა. - კიდევ ერთხელ დაძებნე, იქნებ რამე საინტერესო იპოვო. მე ილუმინატების შესახებ ჩანაწერებს წავიკითხავ. საული მისაღებში დაბრუნდა, ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო:

ილუმინატის პროექტი: ჩანაწერი ნომერი მეხუთე.

7/26

ჯ.მ.

ზოგჯერ მნიშვნელოვან ინფორმაციას ყველაზე წამროუდგენელ ადგილებში პოულობ. შემდეგი ცნობა გოგონების ჟურნალიდანაა აღებული. (სანდრა გლასის “კონსპირაციები”. 1969 წლის მარტი, გვერდი 39-40). 

საიმონმა ჩემთვის იმის მოყოლა დაიწყო, თუ ვინ იყვნენ ილუმინატები. კოშმარული ისტორია 1090 წელს, ახლო აღმოსავლეთშიროცა ჰასან იბნ საბაჰმა დააფუძნა ისმაელიტების სექტა, ანუ ეგრეთ წოდებული “ჰაშიშიზმი”. ასე ეწოდათ მათ ჰაშიშის გამოყენების გამო, რომელიც კანაფის მცენარიდან იყო წარმოებული და დღევანდელ დროში მარიხუანას სახელით არის ცნობილი. კულტი მუსლიმურ სამყაროში სერიოზულ შიშს თესავდა, სანამ ჩინგიზ ყაენის მონღოლებმა რეგიონში წესრიგი არ დაამყარეს. კლდოვან თავშესაფარში მოქცეულმა განარკომანებულმა ფანატიკოსებმა ვერ გაუძლეს ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევარ მონღოლ მეომრებს. მათი ციხესიმაგრე განადგურდა, თავშესაფარში მცხოვრები გოგონები კი რეაბილიტაციისთვის მონღოლეთში გადაიყვანეს. სექტის ლიდერები დასავლეთისკენ გაიქცნენ…

მომდევნო ჯერზე, ილუმინატები 1776 წელს ბავარიაში გამოჩნდნენ. საიმონმა ასე მითხრა. ოკულტიზმის ადეპტმა, ადამ ვაისჰაუპტმა ჰასან იბნ საბაჰის სწავლება შეისწავლა, და თავის ეზოში კანაფიც გაზარდა. 1776 წლის 2 თებერვალს ვაისჰაუპტმა “განდობის საფეხურს” მიაღწია. მან ამავე წლის პირველ მაისს ოფიციალურად დააარსა ილუმინატების საზოგადოება. მათი სლოგანი გახლდათ “Ewige Blumenkraft”, რაც “მარადიული ყვავილების ძალას” ნიშნავს. საზოგადოებამ დააინტერესა ბევრი ცნობილი ფიგურა, მათ შორის გოეთე და ბეთჰოვენი. ბეთჰოვენმა თავისი როიალის თავზე მიამაგრა სლოგანი, “Ewige Blumenkraft”, და ცხრავე სიმფონია ამ სლოგანის ფონზე დაწერა. 

უკანასკნელი პარაგრაფი ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. 

ცოტა ხნის წინ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე 1968 წლის დემოკრატიულ კონვენციაზე, და ერთმა სცენამ გამაოცა.  სენატორმა აბრაამ რიბიკოფმა გააკეთა კრიტიკული შენიშვნა, რამაც ჩიკაგოს მერის რისხვა გამოიწვია. არეულობაში შეუძლებელი იყო გაგონება, რას ყვიროდა მერი საპასუხოდ, და იმ დღიდან მოყოლებული ბევრს გაუჩნდა კითხვა - სინამდვილეში რას ამბობდა? ამ მომენტს რამდენჯერმე ვუყურე ისე გამოიყურებოდა, თითქოს მისი ტუჩები გამოთქვამდნენ ციტატას - Ewige Blumenkraft. 

რაც უფრო ღრმად ვძვრები ამ ამბავში, მით უფრო გიჟურ სახეს იღებს ეს ყველაფერი. 

ილუმინატის პროექტი: ჩანაწერი ნომერი მეექვსე.

7/26

ჯ.მ.

“ჯონ ბირჩის” საზოგადოებამ ამ საკითხს ყურადღება დაუთმო და მათ ამის შესახებ თავიანთი თეორია აქვთ. პირველი წყარო, რომელიც ამაზე ვიპოვე, არის ბუკლეტი სახელწოდებით „CFR: შეთქმულება მსოფლიოს მართვისთვის“, რომლის ავტორიც გახლავთ გერი ალენი (American Opinion-ის ჟურნალის ასოცირებული რედაქტორი). ალენის თეზისია, რომ სესილ როდსმა 1888 წელს შექმნა საიდუმლო საზოგადოება, რომლის მიზანიც მსოფლიოშ ინგლისელთა ბატონობის დამყარება იყო. ეს საზოგადოება მოქმედებს ოქსფორდის უნივერსიტეტის სტიპენდიებისა და საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მეშვეობით მოქმედებს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციაა და  საერთაშორისო საკითხების შესწავლას ეწევა. მისი შტაბი მდებარეობს ნიუ-იორკში, 68-ე ქუჩაზე. ალენი აღნიშნავს, რომ ბოლო ცხრა სახელმწიფო მდივნიდან შვიდი სწორედ საგარეო ურთიერთობათა საბჭოდან იყო. ამ ორგანიზაციიდან არიან სხვა მრავალი წამყვანი პოლიტიკოსიც, მათ შორის რიჩარდ ნიქსონი. ასევე მინიშნებულია (თუმცა არა პირდაპირ), რომ უილიამ ბაკლი უმცროსი (ბირჩერების ძველი მტერი) საგარეო ურთიერთობათა საბჭოს კიდევ ერთი მარიონეტია. გარდა ამისა, მორგანებისა და როტშილდების საბანკო ინტერესები, როგორც ჩანს, მთელი ამ სქემის დაფინანსებაში მონაწილეობენ.

რა კავშირი აქვს ამას ილუმინატებთან? ბატონი ალენი მხოლოდ მინიშნებებს გვაძლევს, და გვეუბნება, რომ ამ ტიპის საზოგადოებების დაარსების ხაზი მიდის ადამ ვაისჰაუპტთან და მას მოიხსენოებს როგორც: “მონსტრი, რომელმაც 1776 წლის პირველ მაისს ილუმინატების ორდენი დააარსა”. 

ილუმინატის პროექტი: ჩანაწერი ნომერი მეშვიდე.

7/27

ჯ.მ.

ციტატა აღებულია მემარცხენეთა გაზეთიდან, რომელიც ჩიკაგოში გამოიცემოდა. 1968 წლის ივნისის ნომერი, ტომი მეორე, მეცხრე სტატია. სტატიის ავტორი მითითებული არ არის:

“არც ერთმა ისტორიკოსმა არ იცის, რა დაემართა ადამ ვაისჰაუპტს მას შემდეგ, რაც იგი 1785 წელს ბავარიიდან გააძევეს. ამ თარიღის შემდეგ, ჯორჯ ვაშინგტონის დღიურში ხშირად ფიგურირებს “მაუნთ ვერნონში” კანაფის მოსავალი. 

იქნებ გავრცელებული ხმები მართალია, რომ ადამ ვაისჰაუპტმა ჯორჯ ვაშინგტონი მოკლა, და ორი ვადით, აშშ-ს პრეზიდენტობის დროს მისი ადგილი დაიკავა. ამერიკის დროშის ოფიციალური ფერი არის წითელი და თეთრი, თუ კუთხეში მცირე ზომის ლურჯ მონაკვეთს არ ჩავთვლით. ეს ფერები “ჰაშიშიზმის” ორდენის ოფიციალურ ფერებს ემთხვევა. დროშაც და ილუმინატების პირამიდაც შეიცავს ცამეტ ჰორიზონტალურ დანაყოფს. ვაშინგტომა თავის დროზე ფეერალური პარტია ჩამოაყალიბა. იმ დროისთვის მეორე ძირითადი პარტია - დემოკრატ-რესპუბლიკელები - თომას ჯეფერსონბმა დააფუძნა. არსებობს საფუძველი, მივიღოთ ჯედედია მორზის მოსაზრება, რომელმაც ჯეფერსონი ილუმინატების აგენტად დაასახელა. ამრიგად, ორივე პარტია თანაბრად მოქმედებდა ილუმინატების საფარქვეშ. 

ილუმინატის პროექტი: ჩანაწერი ნომერი მერვე.

7/27

ჯ.მ.

დამატებითი ინფორმაცია ვაშინგტონ-ვაისჰაუპტის შემთხვევის შესახებ:

მიუხედავად იმისა, რომ მისი სახე მილიარდობით მარკაზე და დოლარის კუპიურაზეა გამოსახული, ხოლო, მისი პორტრეტები ქვეყნის თითოეულ საჯარო სკოლაშია გამოფენილი, სინამდვილეში არავინ იცის დანამდვილებით, როგორ გამოიყურებოდა ჯორჯ ვაშინგტონი სინამდვილეში. სატელევიზიო სცენარში, სახელად “ოცი პროექტი”, გავა დღეს საღამოს, რვის ნახევარზე. გადაცემა გვთავაზობს ამერიკის თავდაპირველი პრეზიდენტების პორტრეტებს, რომლებიც მათი თქმით ხშირად იმდენად განსხვავდება გავრცელებული პორტრეტებისგან, თითქოს სრულიად სხვადასხვა ადამიანები იყვნენ… 

ბარბარამ რაღაც მიჩვენა. “პლეიბოის” სტატია, რომელიც ილუმინატების შესახებ იუწყებოდა, ხელმოწერილია როგორც “რ.ს.”, კანზასი, მისური. კანზასის გაზეთების მიხედვით, ამავე ქალაქის მკვიდრი, რობერტ სტენტონი 1969 წლის 17 აპრილს გარდაცვლილი იპოვეს, ანუ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც აპრილის ნომერი სტენდებზე გამოჩნდა. ყელი ისე ჰქონდა გაჭრილი, თითქოს გიგანტურმა მხეცმა გამოღადრა. 

საულმა კედელზე გაკრულ ვაშინგტონის გამოსახულებებს შეხედა. მთელი ამ დროის მანძილზე პირველად მოხვდა თვალში უცნაური ნახევარ-ღიმილი, რომელიც გილბერტ სტიუარტმა დახატა და ერთ დოლარიანზეა გამოსახული. 

“ყელი ისე ჰქონდა გაჭრილი, თითქოს გიგანტურმა მხეცმა გამოღადრა”, ჩაილაპარაკა თავისთვის, და მალის გაუჩინარებულ ძაღლებზე ფიქრს ხელახლა მიეცა.  

საულს უეცრად გაახსენდა, რა თქვა წარსულში კონგრესმენმა კოჩმა წლების წინ ჯორჯ ვაშინგტონის კანაფის მოსავალის შესახებ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მარიხუანა ყველგან არაკანონიერი იყო. იგი ვაშინგტონის დღიურის ჩანაწერებზე ამბობდა: მისი თქმით, ვაშინგტონი საგულდაგულოდ არჩევდა მდედრ და მამრ კეკლებს ერთმანეთისგან. ასეთი რამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნებოდა საჭირო - თუ მარიხუანას მიზნობრივად ამუშავებდნენ. 

“ილუმინაცია” ერთ-ერთი სიტყვა იყო, რომელსაც ჰიპები ხშირად იყენებდნენ იმის აღწერად, რასაც უმაღლესი ხარისხის მარიხუანას მოხმრებით განიცდიდი. ეს ტერმირი კათოლიკურ ეკლესიაში იესოს თავზე მანათობელი გვირგვინის აღსაწერადაც გამოიყენებოდა. თუკი გოეთე მართლაც იყო ამ ყველაფრის ნაწილი, შესაძლოა სწორედ ამ გამოცდილებას გულისხმობდა თავის უკანასკნელ სიტყვებში, როცა სიკვდილს ებრძოდა: “მეტი სინათლე!”

“მართლა რაბინი უნდა გამოვსულიყავი, როგორც მამაჩემს უნდოდა”, ფიქრობდა დაბნეული საული, “პოლიციელობის საქმიანობა ჩემთვის უკვე მეტისმეტად მძიმე ხდება. ორ წუთში თვით თომას ედისონსაც კი ვეღარ ვენდობი”.

* * *

მერი ლუ ნელ-ნელა გონზე მოვიდა. 

- ღმერთო ჩემო. - დაიჩურჩულა თქვა მან.

საიმონმა კისერში აკოცა. 

- ახლა უკვე იცი. - უთხრა მერის. 

- ღმერთო ჩემო. - კვლავ გაიმეორა მერიმ. - რამდენჯერ გავათავე?

საიმონმა გაიღიმა.

- არ დამითვლია. ალბათ ათჯერ, ან თორმეტჯერ. 

- ღმერთო ჩემო. იცი როგორი ჰალუცინაციები მქონდა? ჩემს ნერვულ სისტემას რა დამართე? თუ ეს მარიხუანას ბრალი იყო? 

- უბრალოდ მითხარი, რა ნახე. 

- თავის გარშემო სინათლის გვირგვინი გქონდა. დიდი, ლურჯი ნათება. შემდეგ იგივე ჩემს თავზეც დავინახე. მასში ლურჯი წერტილები ცეკვავდნენ, ამ წერტილებში კი  სამყაროებს ვხედავდი. შემდეგ ყველაფერი გაქრა, და მხოლოდ თეთრ სინათლეს ვუყურებდი. 

- დავუშვათ გითხარი, რომ ერთი მეგობარი მყავს, რომელიც დელფინია და იგი მუდმივად ამ უსასრულო სინათლეშ ცხოვრობს.

- ახლა უკვე მეხუმრები. აქამდე კაგრად მეპყრობოდი. 

- არ გეხუმრები. ჰოვარდი ქვია. შემიძლია, რომ გაგაცნო. 

- თევზი? 

- არა საყვარელო. დელფინი ძუძუმწოვარია, ისევე როგორც მე და შენ.    

- მისტერ საიმონ მუნ, შენ ან ყველაზე საოცარი გენიოსი ხარ, ან უკანასკნელი დედამოტყნული. გულწრფელად გეუბნები. მაგრამ, ეს სინათლე… ღმერთო ჩემო, ამას ვერასდროს დავივიწყებ. 

- შენს სხეულს რა დაემართა? - ჰკითხა საიმონმა. 

- არ ვიცი, სად იყო. ჩემი ორგაზმების განმავლობაშიც კი არ ვიცი, სად იყო ჩემი სხეული. უბრალოდ… ირგვლივ ყველაფერი სინათლე იყო… 

* * * 

ახლა ისევ უკან ვბრუნდებით, 2 აპრილს, ლას-ვეგასში. შერი ბრენდი (ყოფილი შარონ ო’ფერელი) სახლში ბრუნდება და თავის მისაღებ ოთახში დილის ოთხ საათზე კარმელს ხედავს. ეს არ აოცებს, რადგან კარმელს ხშირად უყვარს მსგავსი მოულოდნელი ვიზიტების მოწყობა. როგორც ჩანს, სიამოვნებას ანიჭებს სხვის სივრცეში შეჭრა.

- საყვარელო. - ამბობს შერი და მამაკაცს ტუჩებში კოცნის, რადგან კარმელი ელოდება, როდის აკოცებენ. “ნეტავ მალე ჩაძაღლდეს”, ფიქრობს შერი, როცა კარმელს ტუჩებით ეხება. 

- ჯონმა შეგაყოვნა? - ეკითხება კარმელი. 

- დიახ. - ეს იმ მეცნიერებიდან ერთ-ერთია, რომელიც სწორედ ამ უდაბნოში მუშაობს, რომლის შესახებაც თითქოს არავის აქვს კითხვების დასმის უფლება. უცნაური ტიპია.

- რამე განსაკუთრებული უნდოდა? - სწრაფად იკითხა კარმელმა. - დამატებით გადაახდევინე? - ხანდახან შერის ეჩვენება, რო კარმელის თვალებში დოლარის კუპიურებს ხედავს. 

            - არა, მხოლოდ სექსი. მაგრამ შემდეგ აღარ გამიშვა. გაუთავებლად ლაქლაქებდა. - დაამატა შერიმ, სანამ კარმელი სხვა რაღაცების გამოკითხვას დაუწყებდა. - სასმელ წყალში ფლურიდების წინააღმდეგია. კათოლიკურ ეკლესიას ვერ იტანს და ფიქრობს, რომ შობადობის მაკონტროლებელი აბები ისეთივე საზიანოა, როგორც ძველი მეთოდები, რომლის გამოყენებაც დიაფრაგმის მეშვეობით შემიძლია. 

            - მეცნიერები იდიტოები არიან. - თავი დაუქნია კარმელმა. 

            შერიმ კაბა გაიხადა და კარადაში შეინახა (ლამაზი მწვანე კაბა იყო, მბზინავი მძივებით და ახალი სტილით, ისეთი, რომლიდანაც ძუძუსთავები მადისაღმძვრელად იყურებიან). შერი ფიქრობდა, რომ თუ ამ ქვეყანაში ფულის შოვნა გინდოდა, ერტადერთი გზა გქონდა: საკუთარი სხეული უნდა გაგეყიდა. 

            - ლამაზი სახლი აქვს. - განაგრძო შერიმ. - მისთვის ბაზაზე ცხოვრება აუცილებელი არაა. როგორც ჩანს, რეგულაციებისთვის და წესებისთვის ზედმეტად მნიშვნელოვანი ვინმეა. - შერიმ გამომწვევი ხალათი გადაიცვა. კარმელს ან სექსი უნდოდა, ან რაღაც სხვა. ამ შემთხვევაში “რაღაც სხვა” ნიშნავდა, რომ ეგონა, თითქოს მისგან ფულს ტეხავდი. “ეგ და მაგის დაწყევლილი ქამარი”. შერის ზოგჯერ ქვიარებთან უწევდა მსგავსი რაღაცების ატანა, რადგან ბევრი ადამიანი - მამაკაცებიც და ქალებიც - როგორც ჩანს, მაზოხიზმის გარეშე ორგაზმს ვერ აღწევდა, მაგრამ შერის გულწრფელად სჯეროდა, რომ ასეთი ტკივილის ატანა ამად არ ღირდა. 

            - ისინი მწერებს აშენებენ. მწერების ფერმა აქვთ. ამიტომაც არის ეგ შენი ჯონი ასეთი მნიშვნელოვანი. მწერების ომი! რუსი ჯაშუშები ცდილობენ დაადგინონ, მანდ რა ხდება… შემიძლია ზუსტი ადგილი მივუთითო, სადაც უნდა ეძებონ, და რაც უნდა ეძებონ. მაგრამ, როგორ ვიპოვო რუსი ან ჩინელი ჯაშუშები? მათ ქუჩაში ხომ ვერ შეხვდები? იქნებ უნივერსიტეტის ეზოში იმ შეშლილ კომუნისტ სტუდენტებს მოვუყვე ყველაფერი?

            - კარმელ! ნუთუ შენს ქვეყანას ასე გაყიდი? - შერი შოკირებული იყო. 

            - არ გავყიდი. თავისუფლების ქანდაკება ერთი დიდი მეძავია, და მისგან იმას მივიღებ, რისი მიღებაც შემიძლია. სულელი ნუ იქნები. დარწმუნებული ვარ, ეს უკვე მაფიას ეცოდინება. იმათმა ყველაფერი იციან. ღმერთო ჩემო, აქედან ფულის გაკეთების რაღაც მეთოდი უნდა არსებობდეს. 

            * * * 

            პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტელევიზიაში გავიდა საღამოს 10:30-ზე, აღმოსავლეთის სტანდარტული დროით 31 მარტს. რუსებს და ჩინელებს 24-საათიანი ვადა მიეცათ “ფერნანდო პო”-დან გასასვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანტა იზაბელის ციდან ბირთვული რაკეტების წვიმა დაიწყებოდა. 

            - ეს ძალიან სერიოზულია. - თქვა მთავარსარდალმა. - ამერიკა არ დაემალება თავის პასუხისმგებლობას “ფერნანდო პოს” თავისუფლებამოყვარე ხალხის წინაშე!

მაუწყებლობა დასრულდა საღამოს 11:00-ზე, და ორ წუთში ხალხმა ბილეთების დაჯავშნა დაიწყო, რამაც ყველა სატელეფონო ხაზის გადატვირთვა გამოიწვია. 

მოსკოვში, სადაც დილის ათი საათი იყო, პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომა მოიწვია და მკაცრად განაცხადა: 

- ეს ვაშინგტონელი ნამდვილად შეშლილია. ფსიქიკურად ავადმყოფია. მან ეს ყველაფერი სერიოზულად ილაპარაკა. დაუყოვნებლივ გამოიყვანეთ ჩვენი სახლში “ფერნანდო პოდან”, შემდეგ კი გაიგეთ, საერთოდ ვინ მისცათ იქ წასვლის უფლება, და როცა იპოვით, მონღოლეთში ჰიდროელექტროსადგურის სამუშაოებზე გადაიყვანეთ. 

- ამ კუნძულზე ერთი რუსიც არ იმყოფება. - დამწუხრებით თქვა ერთმა კომისარმა. - ამერიკელები ისევ თავიანთ ილუზიებში არიან. 

- მაშინ ვინ ჯანდაბა უნდა გამოვიყვანოთ კუნძულიდან, თუ იქ არავინ გვყავს? 

- არ ვიცით. მოსაფიქრებლად ოცდაოთხი საათი გვაქვს. 

- დავუშვათ, უბრალოდ გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი ჯარები “ფერნანდო პ”-დან გამოდიან? - შესთავაზათ ერთ-ერთმა კომისარმა. - თუ მოგვიანებით ჩვენს ჯარს ვერ იპოვიან, ტყუილში ვერ დაგვადანაშაულებენ. 

- არა, ისინი არასოდეს იჯერებენ იმას, რასაც ვამბობთ. მათ მტკიცებულება სჭირდებათ. - თქვა პრემიერმა ჩაფიქრებით. - საჭირო გახდება, რომ ჯარები კუნძულზე შევიყვანოთ, შემდეგ კი იქიდან ოფიციალურად და ხმაურით გამოვიყვანოთ, დიდი პიარით და მედიის ყურადღებით. ამან უნდა გაჭრას. 

- ვშიშობ, ეს პრობლემას არ აღმოფხვრის. - წამოიწყო სხვა კომისარმა დამწუხრებული ტონით. - ჩვენი დაზვერვა ამტკიცებს, რომ კუნძულზე ჩინელების სამხედრო ძალები იმყოფებიან. თუ პეკინი უკან არ დაიხევს, დაბომბვის კორიანტელის შუაგულში აღმოვჩნდებით.

- რა ჯანდაბაში უნდათ ჩინელებს “ფერნანდო პო”? - იკითხა პრემიერმა.

პრემიერს ეშინოდა, მაგრამ მაინც ავტორიტეტულად საუბობდა. იგი თავისი დროის საუკეთესო ტიპის დომინანტი მამაკაციების წარმომადგენელს განასახიერებდა. ორმოცდათხუთმეტი წლის იყო, თავისუფალი იმ რთული ეთიკური გაურკვევლობებისგან, რომლებიც ინტელექტუალებს აეჭვებთ. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ სამყარო ერთი დიდი ბოროტი ნაბიჭვარია, სადაც მხოლოდ ყველაზე ცბიერი და დაუნდობელი გადარჩება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ისეთი კეთილი იყო, რამდენადაც ასეთი ულტრა-დარვინისტური ფილოსოფიის მქონე ადამიანს შეეძლო ყოფილიყო. გულწრფელად უყვარდა ბავშვები და ძაღლები - თუ მაინც და მაინ ადგილზე არ იმყოფებოდნენ, რომელიც ეროვნული ინტერესების გამო უნდა დაბომბილიყო. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ღმერთის თანასწორი საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა, იუმორის გრძნობა მაინც შენარჩუნებული ჰქონდა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ცოლთან თითქმის ათი წელია იმპოტენტი იყო, გამოცდილი მეძავის პირში ორგაზმს წუთნახევარში აღწევდა. ამფეტამინის მასტიმულირებელ ტაბლეტებს იღებდა, რათა დამქანცველ, ოცსაათიან სამუშაოს გამკლავებოდა, რის შედეგადაც, სამყაროს აღქმა ოდნავ პარანოიდული მიმართულებით ჰქონდა გადახრილი. ამასთან ერთად იღებდა ტრანკვილიზატორებს, რათა ზედმეტად არ ენერვიულა, რის გამოც ხანდახან მისი ემოციური გულგრილობა შიზოფრენიის ზღვარს უახლოვდებოდა. უმეტეს დროს მისი თანდაყოლილი გონიერება საკმარისი იყო, რათა რეალობას ფრჩხილებით მაინც ჩასჭიდებოდა. საბოლოო ჯამში, იგი ძალიან ჰგავდა ამერიკისა და ჩინეთის მმართველებს. 

* * * 

საულ გუდმენი თომას ედისონის შესახებ აზრებს თავიდან იშორებს და რვავე ჩანაწერს ხელახლა კითხულობს. საკუთარი პიროვნების კონსერვატიული და ლოგიკური მხარის გამოყენებით, იგი მკაცრად თრგუნავს ინტუიციურ ფუნქციებს. ეს მისთვის ჩვეული ვარჯიშია, რომელსაც “გაფართოება-შეკუმშვას” ეძახის - ეს მისთვის ჩვეული ვარჯიშია: ჯერ ბნელში გადახტომა და იმის ძიება, რა კავშირი უნდა არსებობდეს ფაქტებს შორის, შემდეგ კი შემოწმების მიზნით უკან დაბრუნება. 

სახელები, რომლებიც წარსულიდან ღაღადებენ: ფრა დოლჩინო (1508), ჰასან იბნ საბაჰი (1090), ვაისჰაუპტი, ბობი კენედი, მარტინ ლუთერ კინგი, სესილ როუდი (1888), ჯორჯ ვაშინგტონი… 

პირველი არჩევანი: ეს ყველაფერი სიმართლეა, როგორც ამას ჩანაწერები ადასტურებენ. 

მეორე არჩევანი: ეს ყველაფერი ნაწილობრივ სიმართლეა, ნაწილობრივ კი ტყუილი. 

მესამე არჩევანი: ყველაფერი ტყუილია და 1090 წლიდან დღემდე არავითარ საიდუმლო საზოგადოებას არ უარსებია. 

მოკლედ, ყველაფერი სიმართლე ვერ იქნება. მათ საწინაღმდეგოდ რამდენიმე მყარი არგუმენტის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ, რა შეიძლება ითქვას მესამე არჩევანზე? ილუმინატები შესაძლოა პირდაპირი და უწყვეტი ხაზით არ მოღვაწეობდნენ, რასაც ერთი ჩანაწერის მიხედვით ჰასან იბნ საბაჰმა დაუდო სათავე. შესაძლოა იხოდებოდნენ და ორგანიზაცია დიდი ხნით მიძინებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როგორც “კუ-კლუქს კლანი” 1872 წლიდან 1915 წლამდე. შესაძლოა, ასეთი დაშლები და აღდგენის პროცესები მათთვის რამდენჯერმე განმეორდა ამ რვა საუკუნის მანძილზე, მაგრამ მეთერთმეტედან მეოცე საუკუნემდე რაღაც კავშირები მაინც იკვეთებოდა, ჯერ ახლო აღმოსავლეთიდან ევროპამდე, შემდეგ კი ევროპიდან ამერიკამდე. საული უკმაყოფილო იყო ბოლო დროის პოლიტიკური მკვლელობების ოფიციალური ვერსიებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკისადმი ლოგიკური სტრუქტურის გაგების შეუძლებლობით, ისტორიკოსების მიერ “კონსპირაციული თეორიების” აბსოლუტური უარყოფით, და იმით, რომ მიუხედავად ამისა, საფრანგეთის რევოლუციაში ერთხმად აღიარებდნენ მასონური ლოჟების გავლენას: ეს ყველაფერი მესამე არჩევანს - რომ ყველაფერი ტყუილი იყო -  გამორიცხავდა. გარდა ამისა, ჩანაწერთა მიხედვით ვაისჰაუპტმა თავდაპირველად მასონთა ლოჟების დაარსებსა შეუწყო ხელი. 

პირველი არჩევანი გამორიცხულია, და მსგავსადვე არასწორია მესამე არჩევანის დაშვებაც. შესაბამისად, სავარაუდოდ მეორე ვარიანტია სწორი. ყველაფერი ნაწილობრივ სიმართლეა, ნაწილობრივ კი ტყუილი. მაგრამ, კონკრეტულად რომელი ცნობაა ჭეშმარიტი ან ცრუ? 

საულმა ჩიბუხს მოქაჩა, თვალები დახუჭა და კონცენტრაცია მოახდინა: 

თეორიის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ილუმინატები სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე ადამიანებს იკრებდნენ თავიანთ გარშემო, რა დროსაც მათ მარიხუანას ან მისი რომელიმე განსაკუთრებული ექსტრაქტის გამოყენებით, გარკვეულ “ილუმინაციურ” გამოცდილებას აძლევდნენ, რის შედეგადაც ადამიანები ფანატიკოსები ხდებოდნენ და მზად იყვნენ ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისთვის, რათა დანარჩენი მსოფლიოც “ილუმინატებად” ექციათ. ცხადია, მათი მიზანი არც მეტი, არც ნაკლები, “კაცობრიობის აბსოლუტური გარდაქმნაა”, თანაც ისეთი მიმართულებით, რომელიც ნაჩვენებია ფილმში, “2007”, ან ნიცშეს “ზეადამიანის” კონცეფციაში. ამ შეთქმულების პროცესში, მალიკის მინიშნებების თანახმად, ილუმინატები სისტემატურად კლავდნენ ყველა პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურას, რომელთაც შესაძლოა მათი გეგმისთვის ხელი შეეშალათ. 

საული უეცრად ჩაფიქრდა ჩარლზ მენსონზე და იმაზე, თუ როგორ აღმერთებდნენ მას. მოაგონდა ასევე ნიცშეს სიტყვები: “იყავი მკაცრი... რაც სიყვარულით კეთდება, იგი სიკეთისა და ბოროტების მიღმა იმყოფება… ადამიანი მაიმუნზე მაღლა იმყოფება, ხოლო, ადამიანზე მაღლა - ზეადამიანი…” მიუხედავად იმისა, რომ საკუთარმა ლოგიკამ აჩვენა, მალიკის თეორია მხოლოდ ნაწილობრივ იყო მართალი, საულ გუდმენმა - მთელი ცხოვრების მანძილზე ლიბერალმა - უეცრად იგრძნო მემარჯვენეთათვის დამახასიათებელი შიში თანამედროვე ახალგაზრდობის მიმართ. საულმა საკუთარ თავს შეახსენა, რომ მალიკის მიხედვით, ეს შეთქმულება “მედ დოგიდან” იღებდა სათავეს. არც ის უნდა დაევიწყებინა, რომ მალიკის წყაროები მხოლოდ ნაწილობრივ იყო სანდო. 

არსებობდა სხვა შესაძლებლობებიც: მაგალითად, შრაინერები, რომლებიც რომლებიც მასონური მოძრაობის ნაწილი იყვნენ, ჩვეულებრივ მემარჯვენედ ითვლებოდნენ, ჰქონდათ საკუთარი ფარული რიტუალები და საიდუმლოებები, და იყენებდნენ არაბულ ატრიბუტიკას, რაც შეიძლება ჰასან იბნ საბაჰს უკავშირდებოდეს.  ვინ იტყოდა, რა საიდუმლო გეგმები იხლართებოდა შრაინერების კონვენციებზე?

არა, ეს ისევ მარჯვენა ტვინის ნახევარსფეროში მოქმედი ინტუიციური მექანიზმი იყო, ხოლო ამ მომენტში საულს მარცხენა ნახევარსფეროში მომუშავე ნელი და რაციონალური ლოგიკა უფრო აინტერესებდა. 

ამ საიდუმლოს გასაღები, ილუმინატების მიზნის ნათლად განსაზღვრება წარმოადგენდა. უნდა დაედგინა, რა ცვლილებების განხორციელება სურდათ ადამიანში და საზოგადოებაში, ამის შემდეგ კი უკვე შეიძლებოდა, თუნდაც დაახლოებით მაინც გამოეცნო, ვინ იყვნენ ისინი. 

ბირჩერების მიხედვით, მათი მიზანი ინგლისის მიერ მსოფლიოს დაპყრობა იყო. ეს იდეა საულისთვის ფანტაზიის ნაყოფს ჰგავდა. რა ხდებოდა სინამდვილეში? “პლეიბოიში” დაწერილი წერილის მიხედვით, იტალიელი ილუმინატები, ფრა დოლჩინოს ხელმძღვანელობით, საერთაშორისო ბანკების მეშვეობით სიმდიდრის გადანაწილებას ცდილობდნენ. ვაისჰაუპტი “თავისუფალი მოაზროვნე” იყო, როგორც “ბრიტანიკაში” აღნიშნეს, ვაშინგტონისა და ჯეფერსონის მსგავსად. მაშინ როცა საბა და იოაკიმე ლფორისელი, ისლამური და კათოლიკური ტრადიციების შესაბამისად,  აშკარად ერეტიკოსი მისტიკოსები იყვნენ.

საულმა მეცხრე ჩანაწერი აიღო. გადაწყვიტა, რომ მეტი ფაქტი (ან სიყალბე) მოეგროვებინა, სანამ ანალიზს გააგრძელებდა, და სწორედ მაშინ გაუნათდა თავში ნათურა. 

რაც არ უნდა ყოფილიყო ილუმინატების მიზანი, იგი ჯერ კიდევ არ იყო მიღწეული. რა იყო ამის დამადასტურებელი მტკიცებულება? თუ მათ მიზანს მიაღწიეს, შესაბამისად აღარ იქნებოდნენ იძულებულნი, ფარულად ემოქმედათ. 

“რადგან ადამიანთა ისტორიის განმავლობაში თითქმის ყველაფერი უკვე მოსინჯულია, უნდა გაარკვიო, რა არ არის მოსინჯული (სულ მცირე, ფართო მასშტაბით მაინც) - და სწორედ ის იქნება მდგომარეობა, რომლისკენაც ილუმინატები ცდილობენ დანარჩენი კაცობრიობის მოქცევას”, ფიქრობდა საული. 

“კაპიტალიზმმა სცადა, კომუნიზმმა სცადა, ფაშიზმმა სცადა, ფეოდალიზმაც და მისტიციზმაც ასევე სცადა… ანარქიზმს არასდროს უცდია…”

ანარქიზმი ხშირად ასოცირდებოდა მკვლელობებთან. მას იზიდავდა თავისუფალი მოაზროვნეები, როგორიც იყვნენ კროპოტკინი და ბაკუნინი, მაგრამ ასევე რელიგიური იდეალისტებიც - ტოლსტოი და დოროთი დეი კათოლიკური მუშათა მოძრაობიდან. ანარქისტთა უმეტესობას, იოაკიმის მსგავსად, სიმდიდრის გადანაწილება სურდა. მაგრამ რებეკამ ოდესღაც საულს უამბო ანარქისტული ლიტერატურის კლასიკის შესახებ, სახელად “The Ego and His Own”, რომელსაც ხშირად “მილიარდერთა ბიბლიას” ეძახდნენ, რადგან ნაწარმოები ხაზს უსვამდა ხისტ ინდივიდუალისტის უპირატესობას, თუ იგი ისეთ საზოგადოებაში იცხოვრება, რომელსაც სახელმწიფო არ ჰქონდა. სესილ როუდი ბანკირად გახდომამდე ავანტურისტი იყო. ილუმინატები ანარქისტები იყვნენ. 

პაზლის ნაწილები ერთმანეთთან იდეალურად შეერთდა. 

საული საბოლოოდ დარწმუნდა. მაგრამ… ცდებოდა. 

* * *

- ჩვენი მოსახლეობა “ფერნანდო პო”-დან უნდა გამოვიყვანოთ. - თქვა პირველ აპრილს, ჩინური კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ. - ასეთი პატარა ადგილი ომად არ ღირს. 

- კი მაგრამ, იქ არც ერთი ჩინელი არაა. - უპასუხა ამხანაგმა. - მოსახლეობა რუსებმა უნდა გაიყვანონ. 

- საინტერესოა, რა ჯანდაბა უნდათ რუსებს ასეთ ადგილას? - თქვა მან ჩაფიქრებით. 

თავმჯდომარეს ეშინოდა, მაგრამ მაინც ავტორიტეტულად საუბობდა. იგი თავისი დროის საუკეთესო ტიპის დომინანტი მამაკაციების წარმომადგენელს განასახიერებდა. ორმოცდათხუთმეტი წლის იყო, თავისუფალი იმ რთული ეთიკური გაურკვევლობებისგან, რომლებიც ინტელექტუალებს აეჭვებთ. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ სამყარო ერთი დიდი ბოროტი ნაბიჭვარია, სადაც მხოლოდ ყველაზე ცბიერი და დაუნდობელი გადარჩება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ისეთი კეთილი იყო, რამდენადაც ასეთი ულტრა-დარვინისტური ფილოსოფიის მქონე ადამიანს შეეძლო ყოფილიყო. გულწრფელად უყვარდა ბავშვები და ძაღლები - თუ მაინც და მაინ ადგილზე არ იმყოფებოდნენ, რომელიც ეროვნული ინტერესების გამო უნდა დაბომბილიყო. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ღმერთის თანასწორი საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა, იუმორის გრძნობა მაინც შენარჩუნებული ჰქონდა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ცოლთან თითქმის ათი წელია იმპოტენტი იყო, გამოცდილი მეძავის პირში ორგაზმს წუთნახევარში აღწევდა. ამფეტამინის მასტიმულირებელ ტაბლეტებს იღებდა, რათა დამქანცველ, ოცსაათიან სამუშაოს გამკლავებოდა, რის შედეგადაც, სამყაროს აღქმა ოდნავ პარანოიდული მიმართულებით ჰქონდა გადახრილი. ამასთან ერთად იღებდა ტრანკვილიზატორებს, რათა ზედმეტად არ ენერვიულა, რის გამოც ხანდახან მისი ემოციური გულგრილობა შიზოფრენიის ზღვარს უახლოვდებოდა. უმეტეს დროს მისი თანდაყოლილი გონიერება საკმარისი იყო, რათა რეალობას ფრჩხილებით მაინც ჩასჭიდებოდა. საბოლოო ჯამში, იგი ძალიან ჰგავდა ამერიკისა და რუსეთის მმართველებს. 

* * *

- ეს არა მხოლოდ უფლის წინაშე ჩადენილი ცოდვაა, არამედ, ბონუსად მიკრობებსაც ავრცელებს. - ყვირის მისტერ მოჩენიგო. 

“მალბერის” ქუჩაზე 1950 წლის ადრიანი გაზაფხულია. ახალგაზრდა მოჩენიგო შიშით აღებს თვალებს. 

- შეხედე, შეხედე. -  განაგრძობს ბრაზიანი ტონით მოჩენიგო, - თუ გინდა, მამაშენს ნუ დაუჯერებ. ნახე რა წერია ლექსიკონში: “მასტურბაცია: თვითდაბინძურება”. იცი, რას ნიშნავს თვითდაბინძურება? წარმოდგენა გაქვს, რამდენ ხანს ცოცხლობენ ეს მიკრობები?

ხუთი წლის შემდეგ, 1955 წლის კიდევ ერთ გაზაფხულზე, ფერმკრთალი, გამხდარი, ინტროვერტული გენიოსი, ჩარლზ მოჩენიგო, პირველი სემესტრის დაწყებისას, შესავსებ ფურცელზე, “რელიგიის” განყოფილებაში ბეჭდური ასოებით წერს: “ათეისტი”. ამ დროისთვის უკვე წაკითხული აქვს კინზი, ჰირშფელდი და თითქმის ყველა ბიოლოგიურად ორიენტირებული სექსოლოგიური ნაშრომი - გულდასმით უგულებელყოფს ფსიქოანალიტიკოსებს და მსგავს არამეცნიერულ ფიგურებს - და იმ ადრეული მოზარდული შიშის ერთადერთი ხილული კვალი სტრესის დროს მხოლოდ ხელების ხშირი დაბანისას თუ წამოყოფს თავს, რის გამოც მას მეტსახელი, “საპნიანი” დაარქვეს. 

გენერალი ტალბოტი საცოდავად უყურებს მოჩენიგოს და იარაღს შუბლში უმიზნებს…

* * *

1902 წლის 6 აგვისტოს, მსოფლიომ ჩვეულებრივად წარმოშვა ახალი ადამიანების მორიგი ნაკადი, რომლებიც გარკვეულწილად ერთმანეთის “მსგავსად” მოქმედებისთვის იყვნენ დაპროგრამებულნი, და მათ შორის “დნმ”-ში მხოლოდ უმნიშვნელო განსხვავებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის დაახლოებით 51,000 ქალი იყო, ხოლო, 50,000 მამაკაცი. ამ უკანასკნელთაგან ორი, რომლებიც ზუსტად ერთსა და იმავე წამს დაიბადნენ, დიდ როლს შეასრულებენ ჩვენს ისტორიაში, და როგორღაც მსგავსი აღმასვლის გზით ივლიან. 

ბრონქსში, ნიუ-იორკში, იაფფასიანი ეტლების სადგურის ზემოთ დაბადებულ პირველ მათგანს არტურ ფლეგენჰაიმერი ერქვა, და ცხოვრების ბოლოს დედამისზე ძალიან ემოციურად საუბრობდა (ისევე როგორც დათვებზე, ტროტუარებზე და ფრანგულ კანადურ ლობიოს სუპზე). მეორე, ბოსტონში, ბიკონ ჰილის ერთ-ერთ საუკეთესო ძველ სახლში დაბადებული რობერტ პატნი დრეიკი გახლდათ, რომელიც, სიცოცხლის ბოლოს დედამისისადმი საკმაოდ მკაცრად იყო განწყობილი. საბოლოოდ, როდესაც 1935 წელს მათი გზები გადაიკვეთა, დაიდო სწორედ ის კავშირი, რომელმაც “ფერნანდო პო”-ს ინციდენტამდე მიგვიყვანა. 

დღევანდელ დროში, ერთი მამაკაცი - ნომრით 00005 - გამოიძახეს, რათა ბატონ ვ.-ს (მისი სახელი დაფარულია) შეხვედროდა ბრიტანული დაზვერვის ერთ-ერთი განყოფილების შტაბ-ბინაში. შეხვედრის თარიღი იყო 17 მარტი, და ვინაიდან ორივე ინგლისელი იყო, არც ერთს არ მოსვლია აზრად ერთმანეთისთვის წმინდა პატრიკის დღე მიელოცათ. ამის ნაცვლად, ორივე “ფერნანდო პო”-ზე საუბრობდა. 

- იანკები ახალ მტკიცებულებებს აგროვებენ იმის შესახებ, რომ ეს ნაგავი რუსების, ჩინელების, ან ორივე მათგანის წამოწყებულია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სიმართლეა, მისი უდიდებულესობის მთავრობაში ამას ყურადღებას არავინ მიაქცევს. რატომ უნდა გვანაღვლებდეს, თუ ეგ პატარა კუნძული წითლად შეიღებება? მაგრამ შენ იცი, როგორები არიან იანკები: ისინი ომისთვის მუდამ მზად არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ეს საქვეყნოდ არ გამოუცხადებიათ. 

- ჩემი მისია ის არის, რომ კუნძულზე ჩავხტე და მთავრობის ნამდვილი პოლიტიკური კურსი გავარკვიო. - 00005-ის სახეზე სისასტიკის მომხიბვლელი გრიმასი გამოჩნდა. - თუ მათი კურსი წითელია, მთელი კუნძული ჰაერში უნდა ავწიო, სანამ იანკები მთელ სამყაროს ააფეთქებენ? 

- ზუსტად ეგ არის შენი დავალება. დაწყევლილი ბირთვული ომის გაჩაღებას ზუსტად მაშინ ვერ დავუშვებთ, როცა გადახდების ბალანსი თითქმის დალაგდა და საერთო ბაზარმა ბოლოს და ბოლოს მუშაობა დაიწყო. ასე რომ, მოემზადე და დაუყოვნებლივ იმოქმედე. ბუნებრივია, თუ დაგიჭერენ, მისი უდიდებულესობის მთავრობა იძულებული იქნება უარი თქვას შენს მოქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. 

- ეს ყოველთვის ასეა. - თქვა ირონიულად 00005-მა. - ნეტავ ერთხელ მაინც დამავალოთ რამე ისეთი, სადაც მისი უდიდებულესობის დაწყევლილი მთავრობა ჩემს გვერდით იდგება, როცა საქმე ცუდად წამივა.

მაგრამ, რა თქმა უნდა, 00005 უბრალოდ ხუმრობდა. როგორც მისი უდიდებულესობის ერთგული ქვეშევრდომი, ნებისმიერ პირობებში შეასრულებდა ბრძანებას. თუნდაც ეს კუნძულის ყოველი მკვიდრის დახოცვა, და ბოლოს თვითმკვლელობის განკარგულება ყოფილიყო. იგი მისთვის დამახასიათებელი თავაზიანი მანერით წამოდგა და თავისი ოფისისკენ გაემართა, რათა “ფერნანდო პო”-ს მისიისთვის მზადება დაეწყო. 00005 სწრაფადვე გამხიარულდა, რადგან იცოდა, რომ კუნძულზე ქარვისფერკანიანი ან ყავისფერკანიანი ქალები დახვდებოდა. ასეთი ქალები მისთვის წმინდა გრაალი იყო. გარდა ამისა, კუნძულის შესახებ უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა საკუთარი თეორია: იგი დარწმუნებული იყო, რომ ყველაფრის უკან ბანდიტების, ნაბიჭვრებისა და ჯაშუში დეზერტირების ჯგუფი იდგა. მას არასოდეს სმენოდა ილუმინატების შესახებ. 

სინამდვილეში, 00005 - თავისი უკან გადაგლესილი შავი თმით, გამჭოლი თვალებით, სასტიკი და სიმპათიური სახით, სპორტული აღნაგობითა და უნარით, ერთდროულად საწოლში ჩაეგდო იმდენი ქალი, რამდენიც სურდა, ხოლო, ამდენივე მამაკაცი ფანჯრიდან მოესროლა - სულაც არ იყო იდეალური სადაზვერვო აგენტი. იგი იან ფლემინგის რომანებზე გაიზარდა. ერთხელ, ოცდაერთი წლის ასაკში სარკეში ჩაიხედა და გადაწყვიტა, რომ ზუსტად ფლემინგის ჯეიმს ბონდი უნდა ყოფილიყო. ამის შედეგად, ჯაშუშურ საქმიანობაში თავის შეყოფა დაიწყო. თოთხმეტი წლის მანძილზე ბიუროკრატიულ დერეფნებში ბოდიალის შემდეგ, ერთ-ერთ სადაზვერვო სამსახურში მაინც მოხვდა, ოღონდ ისეთი უწყების ტიპში, სადაც უფრო ჰარი პალმერი მუშაობდა თავისი ცინიკური და მეწვრილმანე გამოხტომებით, ვიდრე ჯეიმს ბონდი. მიუხედავად ამისა, 00005 მაქსიმალურად ცდილობდა, სიტუაციას ხიბლი და გლამური დაებრუნებინა. იქნებ ის ანდაზა მართალია, “ღმერთი სულელებს იცავსო”, რადგან მას - ყოველ ჯერზე წინაზე უფრო მეტად აბსურდულ მისიებში - თავი ჯერ კიდევ არ მოუკლავს. თავდაპირველად მისიები ყოველთვის უცნაური იყო. ამ კაცს სერიოზულად არავინ იღებდა. დაახლოებით ასეთ მისიებზე გზავნიდნენ: “შეამოწმე, იქნებ სიმართლეა”. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ 00005-ის უცნაური შიზოფრენია საკმაოდ კარგად ეწყობოდა კონკრეტულ და რეალურ პრობლემებს. თუმცა, მისი შიზოიდური წარმოდგენების გამო, ზურგს უკან ყოველთვის დასცინოდნენ. 

* * *

- საოცარი იყო, მაგრამ, ცოტათი შემაშფოთებელიც. - თქვა მერი ლუმ. 

- რატომ? - ჰკითხა საიმონმა. 

- ჰალუცინაციების გამო… ვიფიქრე, რომ ჭკუას ვკარგავდი. 

საიმონმა კიდევ ერთ ჯოინთს გაუკიდა და მერის მიაწოდა. 

- ახლა მაინც რაღა გაძლევს იმის საფუძველს, რომ ამ ყველაფერს ჰალუცინაციად მიიჩნევ? 

- თუ ეს სინამდვილე იყო, მაშინ გამოდის, რომ პირიქით, აქამდე მთელი ჩემი დანარჩენი ცხოვრება ჰალუცინაცია ყოფილა. - მტკიცედ თქვა მერი ლუმ. 

- როგორც იქნა, დასკვნას უახლოვდები. - უპასუხა მშვიდად საულმა. 

 

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff