კარლოს კასტანედა - ექვსი ახსნის ვარაუდი

კარლოს კასტანედა
0
0

უცნობი თავი კარლოს კასტანედას წიგნიდან - "არწივის ძღვენი" მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო შესავალი 1. ის რასაც სამყაროდ აღვიქვამთ, სხვა არაფერია თუ არა არწივის ემანაცია. 2. ყურად...

შესავალი

eagles gift

უცნობი თავი კარლოს კასტანედას წიგნიდან - "არწივის ძღვენი"

მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

წყარო

შესავალი

1. ის რასაც სამყაროდ აღვიქვამთ, სხვა არაფერია თუ არა არწივის ემანაცია.

2. ყურადღება არის ის, რაც გვაიძულებს აღვიქვათ არწივის ემანაციები შერჩევით აღქმის - სკანირების საშუალებით .

3. სკანირების ობიექტები იძენენ მნიშნელობას ძალის პირველი ბეჭდის წყალობით.

4. განზრახვა - ძალაა, რომელიც ძალის პირველ ბეჭედს გადააადგილებს.

5. ძალის პირველი ბეჭედი შეიძლება შეჩერდეს სკანირების უნარის ბლოკირებით.

6. მეორე ყურადღება.

შესავალი

იმ საოცარი მანევრების მიუხედავად, რასაც დონ ხუანი ჩემს ყურადღებას უკეთებდა, მე მაინც მრავალი წლის განმავლობაში ჯიუტად ვცდილობდი ინტელექტუალურად ამეხსნა რას მიკეთებდნენ. მართალია ამ მანევრებზე დაწვრილებით დავწერე, მაგრამ ეს მხოლოდ ექსპერიმენტალური გადმოსახედიდან კეთდებოდა, ასევე მკაცრი რაციონალური პერსპექტივით. ჩაფლული ვიყავი ჩემს რაციონალობაში, ამიტომაც ვერ შევძელი დონ ხუანის გაკვეთილების ჭეშმარიტი მიზნების წვდომა. ეს მიზნები რომ გარკვეული სიზუსტით მაინც გამეგო, აუცილებელი იყო ჩემი ადამიანური ფორმა დამეკარგა და საკუთარი თავის მთლიანობისთვის მიმეღწია.

როგორც უკვე ნავარაუდევი იყო, დონ ხუანის გაკვეთილებს მეომრის განვითარების მეორე ეტაპზე უნდა გავეყვანე: დავრწმუნებულიყავი და მთლიანად მიმეღო ის ფაქტი, რომ ჩვენში იმყოფებოდა ცნობიერების სხვა ტიპი. ეს ეტაპი ორ სტადიად იყოფოდა. პირველი, რაშიც დონ ხუანს დონ ხენაროს დახმარება სჭირდებოდა ორი მოქმედებით გამოიხატებოდა. ის მდგომარეობდა ჩემთვის გარკვეული მოქმედებების, პროცედურების და მეთოდების დემონსტრაციაში, რომლებიც ჩემი ცნობიერების ვარჯიშებისთვის იყო განკუთვნილი. მეორე სტადია კი უკავშირდებოდა ექვს ამხსნელ ვარაუდს. ჩემი რაციონალობის ადაპტაციის სირთულეების გამო ვერ ვახერხებდი იმ ჭეშმარიტების აღქმას რასაც დონ ხუანი მასწავლიდა, ამიტომ მან ეს ამხსნელი ვარაუდები ჩემი კვლევების ჩანაწერების ტერმინებით განმიმარტა.

პირველი რაც მან შესავლის სახით გააკეთა იყო ჩემში გახლეჩვის გამოწვევა მარჯვენა ბეჭზე დარტყმის გზით. ამ დარტყმას ცნობიერების უჩვეულო მდგომარეობაში გადავყავდი, იმ მდგომარეობაში სადაც მე თვითონ ნორმალური მდგომარეობიდან ვერ მოვხვდებოდი. იმ მომენტამდე, სანამ დონ ხუანი ცნობიერების ასეთ მდგომარეობაში გადამიყვანდა, მე უწყვეტობაზე როგორც ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგზე ეჭვგარეშე წარმოდგენა მქონდა. იდეა, რომელიც საკუთარ თავთან დაკავშირებით მქონდა იმაში მდგმარეობდა, რომ მე ერთი უწყვეტი მთლიანი არსება ვარ, რომელსაც შეუძლია ახსნას ყოველივე რასაც როდისმე აკეთებდა. გარდა ამისა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცნობიერების საცავი, თუ ასეთი არსებობდა, ჩემს თავში ინახებოდა.

თუმცა დონ ხუანმა თავისი დარტყმით მაჩვენა, რომ ზურგის ტვინში - ბეჭის სიმაღლეზე არსებობს განსაკუთრებული ამაღლებული ცნობიერების ცენტრი.

როცა დონ ხუანს ჩემი დარტყმის ბუნებაზე ვეკითხებოდი, ის მიხსნიდა, რომ ნაგუალი ლიდერია, გამყოლი რომელიც პასუხს აგებს გზის ჩვენებაზე, და რომ ის უნაკლო უნდა იყოს, რომ თავისი მეომრები ნდობით განაწყოს. მხოლოდ ამ პირობებში შეუძლია ნაგუალს ზურგზე დარტყმა, რათა ცნობიერების გადაადგილება გამოიწვიოს, რადგან ნაგუალის ძალა სწორედ ასეთი გადაადგილების შექმნაში მდგომარეობს. თუ ნაგუალი უნაკლო პრაქტიკოსი არაა გადაადგილებასაც არ ექნება ადგილი, ისე როგორც მე უშედეგოდ ვცდილობდი მოსწავლეები შეცვლილი ცნობიერების მგომარეობაში გადამეყვანა. მათ იქამდე ვურტყამდი ზურგზე ვიდრე ხიდზე გადავიდოდით.

დონ ხუანს ვკითხე რა უნდა გამეკეთებინა ცნობიერების ასეთი გადაადგილებისთვის. მან მითხრა, რომ ნაგუალმა უნდა დაარტყას ზუსტად იმ წერტილს (spot) რომლის მდებარეობაც ყველა ადამიანში იცვლება, თუმცა ბეჭის მიდამოს მაინც არ ცდება. ნაგუალი უნდა ხედავდეს, რათა ეს წერტილი ზუსტად განსაზღვროს, რადგან ის განლაგებულია მანათობელი არსების ზღვარზე და არა მის სხეულზე, როგორც კი ნაგუალი მას პოულობს ის სიღრმეში უფრო ადგებს მას ვიდრე უბრალოდ ურტყამს, ამგვარად ჩნდება ჩაღრმავება სინათლის სხეულში. ასეთი დარტყმის შედეგად წარმოქმნილი აღქმის ამაღლებული მდგომარეობა იქამდე გრძელდება ვიდრე ჩაღრმავება არ გაქრება. ზოგი მანათობელი სფერო საწყის მდგომარეობას დამოუკიდებლად უბრუნდება, სხვებს კი დარტყმა სჭირდება სხვისი მხრიდან, არსებობს ისეთი ნათებებიც რომლებიც არასოდეს აღარ უბრუნდება საწყის ოვალურ ფორმას.

დონ ხუანმა მითხრა, რომ მხედველები ხედავენ ნათებას როგორც განსაკუთრებულ სიკაშკაშეს (glow).

ყოველდღიური ცნობიერება ესაა ნათება მარჯვენა მხარეს რომელიც განლაგებულია ფიზიკური სხეულის საზღვრიდან ჩვენი ნათების საზღვრამდე.

ამაღლებული მდგომარეობა უფრო ინტენსიური ნათებაა, ის უზრუნველყოფს მომენტალურ რეაქციას და ღრმა კონცენტრაციას, ის ნათების მთელ მარცხენა მხარეს ავსებს. დონ ხუანმა მითხრა, რომ მხედეველები იმას რაც ნაგუალის დარტყმის შედეგად ხდება ხსნიან როგორც სხეულის მანათობელ ჭუპრზე მდებარე ცენტრის დროებით გადაადგილებას. არწივის ემანაციების ამორჩევა და ინტერპრეტირებაც სწორედ ამ ცენტრში ხდება. დარტყმა მათ ნორმალურ ქცევას ცვლის. თავიანთ დაკვირვებებზე დაყრდნობით მხედველებმა გააკეთეს დასკვნა, რომ აუციელებელია მეომრების ასეთი დეზორიენტაციის მდგომარეობაში გადაყვანა. ცნობიერების ცვლილება ასეთ მდგომარეოაბში იდეალურია არწივის ბრძანებების მისაღებად. ეს მეომრებს საშუალებას აძლევს იფუნქციონირონ ისე, როგორც ცნობიერების ნორმალურ მდგომარეობაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ახლა მათ შეუძლიათ კონცენტრირება ყველაფერზე რასაც აკეთებენ, შეუდარებელი ძალითა და სიცხადით. დონ ხუანმა მითხრა, რომ ჩემი სიტუაცია იმის ანალოგიური იყო რასაც თავად განიცდიდა. მისმა ბენეფაქტორმა მასშიც შექმნა ღრმა ნაპრალი, თავად ის კი მრავალჯერ გადაიყვანა მარჯვენა მხრის ცნობიერებიდან მარცხენა მხრის გაცნობიერებაში. მისი მარცხენა მხრის გაცნობიერების ძალა და სიცხადე მარჯვენა მხრის ცნობიერების რაციონალობისა და თავდაცვის ზუსტად საწინააღმდეგო გახლდათ.

მან ისიც დაამატა, რომ ყველა მეომარი ჩაგდებულია ისეთი სიტუაციის მორევში, რომლებსაც პოლარულობები ქმნიან, და რომ ნაგუალი ქმნის და ამაგრებს გამყოფებს, რომ შეძლოს და მიიყვანოს თავისი მოსწავლეები იმ აზრამდე, რომ ადამიანურ არსებებში არსებობს ჯერ კიდევ გამოუკვლეველი გაცნობიერება.

1. ის რასაც სამყაროდ აღვიქვამთ მხოლოდ არწივის ემანაციაა.

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ სამყაროს რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ ტრანსცენდენტური არსებობა არ გააჩნია. მას შემდეგ რაც ვეცნობით, დარწმუნებულნი ვართ, რომ სამყარო ობიექტია, რომელიც არსებობს იმ ფორმით რომლითაც აღვიქვამთ, მაშინ როცა არ არსებობს არანაირი ობიექტების სამყარო და ყველაფერი დიდწილად არწივის ემანაციაა. სწორედ ეს ემანაციები წარმოადგენენ ერთადერთ განუყოფელ რეალობას. ეს ის რეალობაა რაც ყოველივე არსებულს მოიცავს: აღქმულსაც და აღსაქმელსაც, ნაცნობსაც და უცნობსაც.

მხედველები, (ისინი ვინც უშუალოდ არწივის ემანაციებს ხედავენ), მათ ბრძანებებს ეძახიან მათივე დამაჯერებელი ძალის გამო (urging force). ყველა ცოცხალი არსება იძულებულია გამოიყენოს არწივის ემანაციები და ისინი იყენებენ კიდევაც მათ, ისე რომ არც იციან რას წარმოადგენს ეს ემანაციები სინამდვილეში. ჩვეულებრივი ადამიანები იღებენ მას როგორც რეალობას. მაშინ როცა მხედველები, რომლებიც ემანაციებს ხედავენ მათ განმარტავენ როგორც წესებს.

მიუხედავად იმისა, რომ მხედველები ხედავენ ემანაციებს, მათ არ გააჩნიათ საშუალება რომ გაიგონ რას წარმოადგენს სინამდვილეში ის რასაც ხედავენ. უსარგებლო ვარაუდებში დროის კარგვის ნაცვლად, მხედველები დაკავებულნი არიან პრაქტიკული ვარაუდებით იმაზე თუ როგორ შეიძლება განიმარტოს არწივის ბრძანებები.

-რეალობის ინტუიტიურად აღსაქმელად, რომელიც სამყაროს ტრანსცენდენტურია, - განაგრძობდა დონ ხუანი, - ჩვენ უნდა აღვიქვათ ის მიხვედრის და ვარაუდების დონეზე, ეს კი მეომრისთვის საკმარისი არაა. არაა საკმარისი მხოლოდ ვარაუდობდე, რომ არწივის ბრძანებებს მომენტალურად ასრულებს დედამიწაზე მცხოვრები ყველა არსება, და რომ არც ერთი არ აღიქვამს მას ერთი და იმავე ხერხით. მეომრებმა უნდა ეცადონ უყურონ ემანაციების ნაკადს, ეცადონ დაინახონ „ხერხი“, ის ხერხი რომელსაც ადამიანიც და სხვა ცოცხალი არსებაც იყენებს რათა თავიანთი გრძნობების სამყარო ააგონ.

როცა მე, არწივის ემანაციის ნაცვლად სიტყვა „აღწერა“ შევთავაზე, დონ ხუანმა მითხრა, რომ მას არანაირი მეტაფორებისთვის არ მიუმართავს. მან მითხრა, რომ სიტყვა „აღწერა“ ნიშნავდა ადამიანურ შეთანხმებას, ხოლო ჩვენს მიერ არწივის ემანაციების აღქმის პროცესში ადამიანური შეთანხმებები არ მოქმედებენ.

2. ყურადღება არის ის რაც გვაიძულებს აღვიქვათ არწივის ემანაციები შერჩევით აღქმის - სკანირების (skimming ) საშუალებით .

ჩვეულებრივ, დონ ხუანი ამბობდა, რომ აღქმა ესაა ფიზიკური უნარი, რომლის დახვეწაც შეუძლიათ ცოცხალ არსებებს, ამ დახვეწის საბოლოო შედები მხედველებს შორის ცნობილია როგორც „ყურადღება“. დონ ხუანმა ყურადღება ახსნა როგორც ცნობიერების მომართვის (hooking - მიერთება) და გამოყოფის (channeling ) პროცესი. მან მითხრა, რომ ასეთი ქმედება ჩვენი ერთერთი გამორჩეული გმირობა იყო, ის ადამიანური შესაძლებლობებისა და ალტერნატივების მთელ სპექტრს მოიცავდა. დონ ხუანმა დააგდინა ზუსტი ზღვარი შესაძლბლობებსა და ალტერნატივებს შორის. ადამიანური ალტერნატივა არის ის რისი არჩევაც შეგვიძლია როგორც სოციუმში მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენი არჩევანი ამ სფეროში ძალიან შეზღუდულია. ხოლო ადამიანური შესაძლებლობები ისინია რისი მიღწევაც შეგვიძლია როგორც მანათობელ არსებებს.

დონ ხუანმა ყურადღების სამი ტიპის კლასიფიკაცია გამანდო. ამასთან მაინც ხაზი გაუსვა, რომ მათი სხვა და სხვა ტიპებად სახელდება შეცდომა იყო. სინამდვილეში ესენია ცოდნის სამი დონე: პირველი, მეორე და მესამე ყურადღება, ხოლო ყოველი მათგანი დამოუკიდებლი სფეროა, თავისთავად უკვე დასრულებული. თავისი სწავლის დასაწყისში მეომრისთვის პირველი ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია. დონ ხუანმა მითხრა, რომ მისი ამხსნელი ვარაუდები ესაა მცდელობა პირველი ყურადღების მუშაობის მექანიზმების წინა პლანზე გამოტანისა, იმისა რაც ყოველთვის დაფარული იყო ჩვენგან. ის თვლიდა, რომ მეომრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩასწვდომოდა პირველ ყურადღებას, მით უფრო თუ ის მეორე ყურადღებაში მოგზაურობას გაბედავდა.

მან ამიხსნა, რომ ჩვენ პირველ ყურადღებას გვასწავლიდნენ ისე, რომ სწრაფად გვემოძრავა არწივის ემანაციის მთელს სპექტრზე, თანაც ამასთან არ მოგვეხდინა ამაზე აქცენტირება და გამოგვეყო „აღქმის ერთეულები“, რომლებსაც ყველა განვიხილავდით ისე როგორც აღვიქვამდით. მხედველები ამ ხელოვნებას სკანირებას უწოდებენ (skimming), რადგან ამ დროს ჩვენ ავტომატურად ვთრგუნავთ იმ ემანაციებს, რომლებიც ზედმეტია და მხოლოდ იმათ ვირჩევთ რომლებიც უნდა ცალკე გამოგვეყო. დონ ხუანმა ეს პროცესი იმ მთის მაგალითზე ამიხსნა, რომელსაც იმ წუთას ვუყურებდით. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩემმა პირველმა ყურადღება მთაზე დაკვირვების მომენტში, უამრავი ემანაცია დაასკანერა, რათა აღქმის სასწაული მიეღო. სკანირება ყველა ადამიანმა იცის, რადგან ყოველი მათგანი მას დამოუკიდებლად იყენებს. მხედველები ირწმუნებიან, რომ ყველაფერს რასაც ადამიანი თრგუნავს სკანირების მომენტში, პირველი ყურადღება ვერანაირად ვეღარ აღადგენს. როგორც კი ჩვენ სამყაროს აღქმა სკანირების ტერმინებით ვისწავლეთ, ჩვენმა ცნობიერებამ შეწყვიტა ზედმეტი ემანაციების რეგისტრაცია. ამ ფაქტის უკეთესად გასაცნობად მან სკანირების ობიექტი მომცა, „ადამიანის სხეული“. მან მითხრა, რომ ჩვენი პირველი ყურადღება მთლიანად ვერ აღიქვამს იმ ემანაციებს, რომლებიც ფიზიკური სხეულის გარე მანათობელ ჭუპრს შეადგენენ. ჩვენი ოვალური ჭუპრი არაა აღქმის ობიექტი, ის ემანაციები რომლებსაც შეეძლოთ ჭუპრი აღქმადი გაეხადათ, უკუგდებულია მათ სასარგებლოდ რომლებიც საშუალებას აძლევენ პირველ ყურადღებას აღიქვან ფიზიკური სხეული ისე როგორც მას ჩვენ ვიცნობთ.

ამიტომაც მიზანი რომელსაც ბავშვებმა უნდა მიაღწიონ განვითარებისას, მდგომარეობს უნარში გამოყონ გარკვეული იზოლირებული ემანაციები, რათა მოაწესრიგონ აღქმული ქაოსი და გარდაქმნან ის პირველ ყურადღებად. ამგავარად ისინი სწავლობენ სკანირებას. ყველა უფროსი რომელიც ბავშვებთან იმყოფება, ასწავლის მათ ამორჩევით სკანირებას. ადრე თუ გვიან ბავშვები სწავლობენ ისე მართონ თავიანთი პირველი ყურადღება რომ აღიქვან სკანირების შედეგები იმ ტერმინებში რომლებსაც მათი მასწავლებლები იყენებენ.

დონ ხუანს ყოველთვის აოცებდა ადამიანების უნარი, შემოეტანათ წესრიგი აღქმის ქაოსში. მან განაცხადა, რომ ყოველი ჩვენგანი თავისთავად უკვე იყო ჯადოქარი-მასწავლებელი, ხოლო ჩვენი მაგია რეალობის სკანირების საშუალებით ავსებაში მდგომარეობს, ამაში ჩვენი პირველი ყურადღება დახელოვნებულია. ის ფაქტი კი რომ სკანირების ტერმინებით აღვიქვამთ არწივის ბრძანებაა, ხოლო ამ ბრძანებების მიზნებად (object ) აღქმა კი ჩვენი ძალაა, ჩვენი ჯადოსნური ნიჭი. ხოლო მეორეს მხრივ ჩვენი შეცდომაა რომ ყოველთვის ვამთავრებთ როგორც ცალმხრივი არსებები, როცა ვივიწყებთ, რომ სკანირების ობიექტები მხოლოდ იმდენადაა რეალური, რამდენადაც ჩვენ ვთვლით მათ რეალურად, და ეს მხოლოდ იმის გამო რომ დარწმუნებულნი ვართ, რომ ასე უნდა ვაკეთოთ.

დონ ხუანმა ამას შეხედულებებში შეცდომა უწოდა, რომელიც ჩვენი იდუმალებით მოცული წარმომავლობის ყოველგვარ სიმდიდრეს კლავდა.

3. სკანირების ობიექტები იძენენ მნიშნელობას ძალის პირველი ბეჭდის წყალობით.

დონ ხუანი ამბობდა, რომ ძალის პირველი ბეჭედი ესაა ძალა რომელიც არწივის ემანაციიდან მოდის, რათა გავლენა იქონიოს უშუალოდ ჩვენს პირველ ყურდღებაზე. მან ამიხსნა, რომ ის წარმოადგენდა ‘ბეჭედს“ მისი დინამიკიდან, მისი უწყვეტი მოძრაობიდან გამომდინარე. მას ეწოდებოდა ძალის „ბეჭედი“, პირველ რიგში მისი იძულებითი ხასიათის გამო მეორეს მხრივ კი იმ უნიკალური შესაძლებლობის გამო შეგეჩერებინათ მისი მოქმედება, შეგეცვალათ ან სრულიად შეგებრუნებინათ მისი მიმართულება.

იძულებითი ხასიათი ნათლადაა გამოხატული იმ ფაქტში, რომ ის არა მხოლოდ აიძულებს პირველ ყურადღებას შექმნას და შეინახოს შედეგები, არამედ ამისთვის ყველა მონაწილის თანხმობასაც ითხოვს. ყოველ ჩვენგანისგან საჭიროა საკნირების ზუსტად შესრულებაზე სრული თანხმობა, რადგან პირველი ბეჭდის შეთანხმება ტოტალური უნდა იყოს. სწორედ შეთანხება გვარწმუნებს, რომ სკანირების შედეგები ესაა ობიექტები რომლებიც ჩვენი არსებობის მიუხედავად არსებობენ. ამის გარდა პირველი ბეჭდის იძულება არც პირველსაწყისი შეთანხმების შემდეგ მთავრდება, ის მოითხოვს, რომ ჩვენ გამუდმებით ვაახლებდეთ ამ შეთანხმებას. მთელი ცხოვრება უნდა ვიქცეოდეთ ისე, თითქოს ჩვენი სკანირების ობიექტი ყოველ ჯერზე აღიქმება პირველად ყოველი ჩვენგანისთვის, ენებსა და კულტურებს შორის განსხვავების მიუხედავად. დონ ხუანი უშვებდა, რომ მაშინაც კი თუ ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია, იმისთვის რომ ხუმრობა იყოს, ძალის პირველი ბეჭდის დარწმუნების ხარისხი იმდენად ინტენსიურია, რომ გვაიძულებს ვირწმუნოთ, რომ თუ მთას საკუთარი ცნობიერება ექნებოდა, მაშინ ისიც თავის თავს სკანირების ორიექტად აღიქვამდა, სწორედ ისეთად როგორსაც ჩვენ ვაგებთ მას.

ყველაზე უფრო ფასეული რამ, რასაც ძალის პირველი ბეჭედი მეომარს აძლევს ესაა განსაკუთრებული შესაძლებლობა შეწყვიტოს მისი ენერგიის ნაკადი, ანდა სულაც მთლიანად გააჩეროს. დონ ხუანმა მითხრა, რომ ეს იყო ფარული უნარი რომელიც ყოველ ჩვენგანშია, როგორც სარეზერვო შესაძლებლობა. ჩვენი სკანირების ობიექტების ვიწრო სამყაროში საერთოდ არა მისი გამოყენების აუცილებლობა. რადგან ჩვენ ასე ეფექტურად ვართ გარშემორტყმულნი პირველი ყურადღების ეკრანირებით, რომ ვეღარც კი ვაცნობიერებთ, რომ ფარული რესურსიც გაგვაჩნია. თუმცა როგორც კი სხვა ალტერნატივა იშლება ჩვენს წინაშე, რომელსაც შესაძლოა მივყვეთ, მაგალითად მეომერის მიერ მეორე ყურადღების გამოყენების ალტერნატივა, მაშინ პირველი ყურადღების ფარული შესაძლებლობები ამოქმედდებოდა და შესაძლებელი იქნებოდა მისი საშუალებით საოცარ შედეგებზე გასვლა.

დონ ხუანმა ხაზი გაუსვა, რომ ჯადოქრების ყველაზე დიდი გმირობა ესაა ამ ფარული უნარის გააქტიურება. ის ამას პიველი ბეჭდის განზარხვის ბლოკირებას უწოდებდა. ის მიხსნიდა, რომ არწივის ემანაციები რომლებიც უკვე უკუგდებულია პირველი ყურადღების მიერ ყოველდღიური სამყაროს ფორმირებისას, ამ ყურდღებაზე წარუშლელ ზეწოლას ახდენენ. ამ ზეწოლამ პირველი ყურადღების მოქმედება რომ შეაჩეროს, განზრახვა უნდა შეიცვალოს. მხედველები ამას ბარიერს უწოდებენ ან პირველი ძალის ბეჭდის შეჩერებას.

4. განზრახვა - ძალაა, რომელიც ძალის პირველ ბეჭედს გადააადგილებს.

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ განზრახვას არანაირია კავშირი არ ჰქონდა ჩვეულებრივ განზრახვასთან, არც რაიმე ნივთის ფლობის სურვილთან, უფრო მეტად დაკავშირებული იყო მოუხელთებელ ძალასთან რომელიც გვიძულებს ისე მოვიქცეთ როგორც შეიძლება აღიწეროს განზრახვა, სურვილი, ნება და ა.შ. დონ ხუანი ამას არ მიაკუთვნებდა არსების არსებობას, მის ჩვევებს, მის სოციალურ დასწავლილ ქცევას თუ ბიოლოგიურ რეაქციას. ის განზრახვას მიაკუთნებდა პირად, განსაკუთრებულ ძალას,რომელიც გაგვაჩნია და ინდივიდუალურად ვიყენებთ როგორც გასაღებს, რაც ძალის პირველ ბეჭედს ჩვენთვის სასარგებლოდ ბრუნვას აიძულებს. განზრახვა ესაა ის რაც მიმართავს ჩვენს პირველ ყურადღებას არწივის ემანაციების აღსაქმელად გარკვეულ ჩარჩოებში. განზრახვა ასევე არის ის, რაც აიძულებს ძალის პირველ ბეჭედს შეჩერდეს ან სრულიად შეწყვიტოს თავისი ენერგიის გამოტყორცნა. დონ ხუანი მთავაზობდა წარმომედგინა განზრახვა როგორც უხილავი ძალა, რომელიც არსებობს მსოფლიოში და ისე რომ არაფერი იცის თავის თავზე ფლობს ყველაფრის უნარს და ზემოქმედებს ყველაფერზე, ის ქმნის და ამყარებს სკანირების ობიექტებს. ის მარწმუნებდა, რომ სკანირბის შედეგები გამუდმებით უნდა ახლდებოდეს, რათა ყოველთვის უწყვეტობით იყვნენ აღსავსენი. ისინი გამუდმებით საჭირო სიახლით უნდა განვაახლოთ, ისინი მას საჭიროებენ რათა მათგან შედგენილი სამყარო ცოცხალი იყოს. ამიტომ ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა განვიზრახოთ როცა მათ ვაგებთ.

მაგალითად, ჩვენ უნდა განვიზრახოთ „მთა“ მთელი მისი დეტალებით, რათა სკანირების შედეგი მთლიანად რეალიზდეს. დონ ხუანმა მითხრა, რომ დამკვირვებელი რომელიც უშუალოდ პირველ ყურადღებაზე კონცენტრირდება განზრახვის ჩარევის გარეშე, „მთას“ აღიქვამს როგორც სკანირების სრულიად სხვა შედეგს. ის სკანირების დროს შესაძლოა აღქმული იყოს როგორც გეომეტრიული ფორმა ან სულაც ამორფული ფერადი ლაქა. იმისთვის რომ მთის სკანირება დასრულებული იყოს დამკვირვებელმა უნდა განიზრახოს იგი ან ქვეცნობიერად ძალის პირველი ბეჭდის გავლენით ან წინასწარგანზრახულად მეომრის დისციპლინიდან გამომდინარე.

დონ ხუანმა ამიღწერა სამი გზა, რომლის საშუალებითაც განზრახვა ჩვენამდე აღწევს. მხედველებისთვის ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული განზრახვის ფორმაა „ძალის პირველი ბეჭედი“. ეს დამაბრმავებელი განზრხვაა რომელიც ჩვენთან შემთხვევით მოდის. ეს ისე გამოიყურება თითქოს ჩვენ აღმოვჩნდით მის გზაზე. უეცრად თავს მის მახეში გაბმულად ვგრძნობთ და სულ მცირე შესაძლებლობაც კი არ გვაქვს ვმართოთ ის რაც ჩვენს თავს ხდება.

მეორე გზა მდგომარეობს იმაში,რომ განზრახვა ჩვენთან დამოუკიდებლად მოდის. ამას სჭირდება მიზანსწრაფულობის დიდი დოზა, ასევე მზაობის გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან. მხოლოდ ასე შეგვიძლია ნებაყოფლობით როგორც მეომრები ისე შევუდგეთ განზრახვის გზას. ჩვენ მას გამოწვევას ვუგზავნით თუ შეიძლება ასე ითქვას. დონ ხუანმა ამიხსნა, რომ მზაობა, რომ იყოს უნაკლო მეომარი სხვა არაფერი თუ არა ძალისხმევა რომ გააგებინოს განზრახვას რომ მის გზაზე დგას.

დონ ხუანს ჩვევად ჰქონდა ეთქვა, რომ მეომრები ამ მოვლენას „ძალა“-ს (power) ეძახიან. ამგვარად, როცა ისინი პირადი ძალის შედარებით ქონა არქონაზე ლაპარაკობენ, მათ მხედველობაში აქვთ განზრახვა რომელიც მათთან ნებაყოფლობით მიდის. ამ განზრახვის შედეგი, როგორც ის ხშირად მეუბნებოდა, შეიძლება გადმოვცეთ როგორც უნარი იპოვო ახალი გამოსავალი ან როგორც ადამიანებსა და მოვლნებეზე ზემოქმედების უნარი. ეს ისე ჟღერს თითქოს სხვა შესაძლებლობები რომლებიც მანამდე უცხოა მეომრისთვის უეცრად ხილული ხდება. ამიტომაც უნაკლო მეომარი არაფერს არ გეგმავს წინასწარ. თუმცა მისი მოქმედებები იმდენად მტკიცეა, რომ შთაბეჭდილება გრჩება თითქოს მან წინასწარ განსაზღვრა თავისი მოქმედების ყველა დეტალი.

მესამე გზა განზრახვის პოვნისა ყველაზე უფრო იშვიათი და რთულია ყველა სამიდან, ეს მაშინ ხდება როცა განზრახვა მასთან ჰარმონიზაციის ნებას გვაძლევს. დონ ხუანმა ეს მდგომარეობა აღწერა როგორც ძალის რეალური მომენტი, მთელი მისი ცხოვრების მანძილზე უნაკლოების ძიებაში გაწეული ძალისხმევის კულმინაცია. მხოლოდ უდიდესი მეომრები აღწევენ ამას და სანამ ისინი ამ მდგომარეობაში არიან, განზრახვა საშუალებას აძლევს თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენონ. ეს ისე ჩანს თითქოს განზრახვა ფოკუსირდება მათზე, გადააქცევს მათ სუფთა ძალად, წინასწარი შეხედულებებისა და ცრურწნებების გარეშე. მხედველები ამას ძალის მეორე ბეჭდის განზრახვას ან ნებას უწოდებენ.

5. ძალის პირველი ბეჭედი შეიძლება შეჩერდეს სკანირების უნარის ბლოკირებით.

დონ ხუანს ჩვევად ჰქონდა ეთქვა, რომ უმოქმდობის ფუნქცია წარმოადგენდა ჩვენი ჩვეული პირვლი ყურადღების ფოკუსში წინააღმდეგობის შექმნას. უმოქმედობა ამ შემთხვევაში ესაა მანევრები იმისთვის, რომ შეამზადოს პირველი ყურადღება ძალის პირველი ბეჭდის ფუნქციონირების ბლოკირებისთვის, თუ სხვა სიტყვებით ვიტყვით განზრახვის შეწყვეტისთვის. დონ ხუანმა ამიხსნა რას ნიშნავდა ფუნქციონირების ბლოკირება, რაც თავის მხრივ ძალის პირველი ბეჭდის ფარული შესაძლებლობების სისტემატიურად გამოყენების ერთადერთი ხერხი იყო. კიდევ არსებობს დროებითი წყვეტა, როცა ბენეფაქტორი მოსწავლის უნარებში ქმნის სკანირების ობიექტებს. ესაა პირველ ყურადღებაში წინასწარგანზრახული და მძლავრი შეჭრა, რათა ის გამოუვლენელ მდგომარეობაში გადაიყვანოს, ეს შეჭრა შეიძლება განხორციელდეს პირველი ძალის ბეჭდის განზრახვის შეჩერებით.

დონ ხუანი ამბობდა, რომ ასეთ შეწყვეტას რომ მიაღწიოს ბენეფქტორი მიმართავს განზრახვას ისე როგორც არის ის სინმადვილეში, როგორც ნაკადს, ენერგიის დინებას, რომელიც შეიძლება ან შევაჩეროთ და გადავამისამართოთ. თუმცა ასეთი სახის წყვეტა ისეთ ძლიერ რყევას გულისხმობს, რომელმაც შესაძლოა ძალის პირველი ბეჭედი მთლიანად შეაჩეროს. ასეთი სიტუაცია კი ვერ გათამაშდება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების პირობებში. ჩვენთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ უარი უნდა ვთვათ ისევ იმ ნაბიჯებით ვიაროთ როგორც ამას ჩვენი აღქმის გაერთიანებისას ვაკეთებდით. თუმცა ეს შესაძლებელია, შეწყვეტის გავლენით ჩვენ შეგვეძლო საკუთარი თავი მოგვეთავსებინა აღქმის ისეთ მდგომარეობაში როგორშიც დასაწყისში ვიყავით, როცა არწივის ბრძანებები ჩვენთვის ისეთი ემანაციებს წარმოადგენდა, რომლებასაც ჯერ მნიშვნელობას არ ვაძლევდით. დონ ხუანი ამბობდა, რომ ნებისმიერი ქმედება რომელსაც ბენეფაქტორი მიმართავს შეწყვეტის შესაქმნელად მჭიდროდ არის დაკავშირებული პირად ძალასთან.

ამიტომაც ბენეფაქტორი როგორც წესი არ იყენებს ნებისმიერი პროცესს განზრახვის სამართავად, ის გადაადგილებს მას და მოსწავლის პირადი ძალისთვის ხელმისაწვდომს ხდის. ჩემს შემთხვევაში დონ ხუანმა ჩემი პირველი ძალის ბეჭდის ბლოკირებისთვის რთული პროცესი ჩაატარა, ის სამ მეთოდს აერთიანებდა: ჰალუცინოგენური მცენარეების გამოყენება, სხეულთან მანიპულაციები და უშუალო ურთიერთქმედება განზრახვასთან.

თავიდან დონ ხუანი მომიწოდებდა გამომეყენებინა ჰალუცინოგენური მცენარეები აშკარად ჩემი რაციონალური მხარის ინერციის გამო. უზარმაზარი ეფექტი ჰქონდათ მაგრამ მაინც აფერხებდნენ წყვეტის მიღწევას. იმ ფაქტმა, რომ მცენარეები ჰალუცინოგენური იყო, მშვენიერი გამართლება მაპოვნინა, რომ შემეგროვებინა ყველა ჩემს ხელთ არსებული რესურსი და გამეგრძელებინა კონტროლის შენარჩუნება.

დარწმუნებული ვიყავი, რომ შემეძლო ლოგიკურად ამეხსნა ყველაფერი რასაც განვიცდიდი, იმ წარმოუდგენელი გმირობების ჩათვლით რასაც როგორც წესი დონ ხუანი და დონ ხენარო მიმართავდნენ შეწყვეტის მისაღწევად, შემეძლო ყველაფერი ამეხსნა როგორც ჰალუცინოგენების გამოყენებით შედეგად აღქმის დარღვევა.

დონ ხუანი ამბობდა, რომ ჰალუცინოგენური მცენარეებისგან მიღებული ყველაზე დიდი ეფექტი იყო ის რომ ყოველ ჯერზე როცა მათ მოვიხმარდი, განვიცდიდი რაღაც სპეციფიურ გრძნობას, რომ ჩემს გარშემო საოცარი სიმდიდრეა. ჩნდებოდნენ ფერები, ფორმები, დეტალები, რომლებიც იქამდე არასოდეს მენახა. დონ ხუანი იყენებდა ამ გაუმჯობესებას ჩემი აღქმის უნარში და კომენტარებისა და ბრძანებების საშულებით ნერვული აღგზნების მდგომარეობაში გადავყავდი. შედეგად ის მანიპულირებდა ჩემი სხეულით და მაიძულებდა ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადავსულიყავი, იქამდე ვიდრე ფანტასტიური სურათების შექმანს არ ვიწყებდი ანდა სულაც სრულიად რეალური სცენების სამგაზომილებიანი არსებებით, რომელთა არსებობა ამ სამყაროში წარმოუდგენელი იყო.

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ თუ ოდესმე კავშირი განზრახვასა და ჩვენი სკანირების ობიექტებს შორის დაირღევა, მაშინ ის უკვე ვეღარასოდეს აღდგება. ამ წუთიდან ჩვენ ვსწავლობთ იმ ნაკადის მართვას რომელსაც ის „მოჩვენებით (ფანტომურ) განზრახვა“-ს ეძახდა (phantom intent) ან სკანირების განზრახვას რომელიც არ მონაწილეობს წყვეტის მომენტში, და თუ ასე შეიძლება ითქვას თავსდება ჩვენს განრიგში მეხსიერების ზოგიერთ ასპექტში.

დონ ხუანი მარწმუნება, რომ პირველი ძალის ბეჭდის განზრახვის შეწყვეტასთან ერთად ჩვენ უფრო მგრძნობიერეები და რბილები ვხდებით, მაშინ კი ნაგუალს შეუძლია ძალის მეორე ბეჭდის დემონსტრირება. დონ ხუანი დარწუნებული იყო, რომ ძალიან პატარა ბავშვები თავისით ხვდებიან აღქმის ამ დონეზე, მათ არ გააჩნიათ განზრახვა და მიჰყვებიან ნებისმიერ განზრახვას რომლებსაც მასწავლებლები ან გარშემომყოფი პირები სთავაზობენ.

ჰალუცინოგენური მცენარეების მიღების მერე, გარკვეული პერიოდი დონ ხუანმა საერთოდ შეწყვიტა მათი მოცემა. თუმცა მან შექმნა ახალი და უფრო დრამატული წყვეტები ჩემში. ის მანიპულირებდა ჩემი სხეულით და აღქმის სხვა მდგომარეობებში გადავყავდი, ხოლო ამ მოქმედებების კომბინირებას ახდენდა განზრახვასთან უშუალო კონტაქტით. ჰიპნოტური ბრძანებებისა და თანმხლები კომენტარების კომბინაციის წყალობით დონ ხუანი „მოჩვენებითი განზრახვის“ ახალ ნაკადს ქმნიდა, ხოლო მე იძულებული ვიყავი სკანირების ჩვეული ობიექტები აღმექვა როგორც რაღაცა წარმოუდგენელი.

ის ასეთ მოგზაურობებს ეძახდა „არწივის უსასრულობისთვის თვალის შევლებას“ (glancing into the immensity of the eagle).

დონ ხუანი ოსტატურად მატარებდა უამრავ განზარხვის წყვეტას შორის იქამდე, ვიდრე როგორც მხედველი არ დარწმუნდა, რომ ჩემმა სხეულმა კარგად გაიგო პირველი ძალის ბეჭდის ფუნქციონირების ბლოკირების ეფექტები. მან მითხრა რომ ბეჭის ძვლების მიდამოში არაჩვეულებრივ აქტიურობას ხედავდა. მან ეს აღწერა როგორც მცირე ჩაღმავებები, რომლებიც ისე წარმოიქმნებოდა თითქოს ნათება ნერვების მიერ შეკუმშული კუნთის ფენა ყოფილიყოს (he described it as a little hole that had formed exactly as if the luminosity was a muscular layer contracted by a nerve). ჩემთვის ძალის პირველი ბეჭდის ბლოკირება მდგომარეობდა იმაში, რომ გამიქრა ის უეჭველობის შეგრძნება რომელიც მთელი ცხოვრება მქონდა, იმაზედ რომ რასაც ჩემი გრძნობის ორგანოები მატყობინებდნენ რეალური იყო. მე მშვიდად შევდიოდი შინაგანი დუმილის მდგომარეობაში.

დონ ხუანმა მითხრა, რომ ის რაც მეომრებს უკიდურეს გაურკვევლობას უნერგავს, ის რასაც მისი ბენეფაქტორი სიცოცხლის ბოლოს განიცდიდა, და იმ წარუმატებლობასთან შეგუება რითაც ახლა თავად ცხოვრობდა, იმის შედეგია, რომ არწივის უსასრულობისთვის ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია რომ მხედველი სრულიად უიმედოდ დარჩეს. იმედი ესაა ჩვენი ახლო დამოკიდებულება სკანირების ობიექტებთან და იმ იდეასთან, რომ ჩვენ ვმართავთ მათ. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მეომრის გზას შეუძლია დაგვეხმაროს გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა ფარდა ავხადოთ იმას რაც არწივმა დაგვიმალა, მაგრამ იმ იმედის გარეშე, რომ როდისმე შევძლებთ გავიგოთ ის რაც აღმოვაჩინეთ.

6. მეორე ყურადღება.

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ მეორე ყურადღების შესწავლა იმის გაცნობიერებით უნდა დაიწყოს, რომ ძალის პირველი ბეჭედი რომელიც გვზღუდავს, ის ფიზიკური, კონკრეტული ბარიერია. მხედველი აღწერს მას როგორც ნისლის კედელს, (a wall of fog) ბარიერს რომელსაც სისტემატიურად ვაცნობიერებთ ძალის პირველი ბეჭდის ბლოკირებისას, რომელსაც მერე დავძლევთ მეომრის სწავლების საშუალებით.

ნისლის კედელში შეღწევის მერე ხვდები მოსაზღვრე მდგომარეობაში. მეომრის ამოცანაა ამ ადგილის გავლა, ვიდრე შემდეგ გამყოფ საზღვარს არ მიაღწევს, რომელიც აუცილებლად უნდა გადალახოს რათა მიაღწიოს იმას რაც სინამდვილეში არის - სხვა ან მეორე ყურადღება. დონ ხუანი ამბობდა, რომ ორივე გამყოფი ხაზი სრულიად მკაფიოა. როცა მეომრები ნისლის კედლის მიღმა აღწევენ, ისინი გრძნობენ, რომ მათი სხეულები იჭყლიტება (squeezed ) ანდა ისინი გრძნობენ ინტენსიურ კანკალს სხეულში (shaking), ძირითადად მუცლიდან მარჯვნივ ან შუა ნაწილიდან მარჯვნიდან მარცხნივ.

როცა მეომრები მეორე ხაზის მიღმა აღწევენ, ისინი მკვეთრ მსხვრევას გრძნობენ სხეულის ზედა ნაწილში, რაღაცა გადატეხილი ხმელი ტოტის მსგავსს. ორი ხაზი, რომლებიც პირველ და მეორე ყურადღებას გამოყოფენ, ამასთან ერთად ამყარებენ მათ, მხედველებისთვის ცნობილნი არიან როგორც პარალელური ხაზები. ისინი ამყარებენ ორივე ყურადღებას იმ აზრით, რომ მიმართულნი არიან უსასრულობისკენ ისე რომ არასად არ გადაიკვეთებიან ვიდრე მათ არ გადატეხავ.

ორივე ხაზს შორის არსებობს ცნობიერების სპეციალური მდრგომარეობის რაიონი, რომელსაც მხედველები ეძახიან ლიმბოს (limbo - გაურკვევლობის, დავიწყების რაიონი, ჯოჯოხეთის წინკარი), ან სამყაროს პარალელურ ხაზებს შორის. ესაა რეალური სივრცე არწივის ემანაციების უზარმაზარ ფენებს შორის, რომლებიც ადამიანი ცნობიერების უნარებშია დალექილი. ერთერთი ამ ემანაციის ფენებიდან არის - ფენა რომელიც ყოველდღიურ სამყაროს ქმნის, ხოლო მეორე ფენა კი მეორე ყურადღების სხვა სამყაროებს ქმნის. ამგვარად ლიმბო გარდამავალი ზონაა სადაც ემანაციის ორივე ველი ერთმანეთზე იდება.

იმ დონის ნამსხვერევები, რომლებიც ჩვენთვის უკვე ცნობილია აღწევენ ამ რაიონში, ამასთან ნაწილობრივ იყენებენ ძალის პირველ ბეჭედს, და მის უნარს შექმნას სკანირების ობიექტები, ეს კი გავიძულებს აღვიქვათ ლიმბოს სკანირებადი ობიექტები ზუსტად ისე როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმ განსხვავებით, რომ ამ დროს ისინი გროტესკულად, უცნაურად და გამრუდებულად გამოიყურებიან. ამ ჭრილში ლიმბოს სპეციფიური თავისებურებები გააჩნია, რომლებიც ყოველ ჯერზე არ იცვლება როცა ვიღაც ამ ზონაში შედის. იქ არსებობს ფიზიკური თავისებურებები რომლებიც ძალიან ჰგავს ყოველდღიური ცხოვრების სკანირების ობიექტებს.

-სიმძიმის შეგრძნება რომელსაც ლიმბოში გრძნობთ, - განაგრძობდა დონ ხუანი, -წარმოიქმნება იმ ზეწოლისგან რომელსაც პირველ ყურადღებაზე ახდენთ. უშუალოდ ნისლის მიღმა რაიონში ჩვენ ჯერ ისევ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ თითქოს ვიმყოფებით, მართალია გროტესკულ, მაგრამ სრულიად გაცნობიერებად სამყაროში.

რაც უფრო შორს გავდივართ ნისლის კედლის მიღმა, ყოველ ნაბიჯზე უფრო რთულდება დეტალების გარჩევაც და ისე მოქცევაც როგორც ყოველდღიურ სამყაროშ.

მან ამიხსნა, რომ სრულიად შესაძლებელია ნისლის კედლის ნაცვლად სულ სხვა რაიმე აღვიქვათ, მაგრამ მხედველებმა აირჩიეს ის რაც ყველაზე ნაკლებ ენერგიას მოითხოვდა. ნისლის კედლის ვიზუალიზაცია არანაირი განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს.

ის რაც მეორე პარალელური ხაზის მიღმა არსებობს, ცნობილია მხედველებისთვის როგორც მეორე ყურადღება, სხვა მე ან პარალელური სამყარო. ხოლო ორივე საზღვრის გავლას „პარალელური ზახების გადალახვას“ ეძახიან. დონ ხუანი ფიქრობდა, რომ მე შევძლებდი უფრო მტკიცედ გამეთავისებინა ეს კონცეპცია თუ ის აღქმის ყოველ რაიონს აღწერდა როგორც აღქმის სპეციფიურ წინასწარგანწყობას. მან მითხრა, რომ ყოველდღიური აღქმის ტერიტორიაზე ჩვენ გარდაუვალად ვიბნევით პირველი ყურადღების აღქმის სპეციფიურ წინასწარგანწყობაში.

იმ მომენტიდან როცა ძალის პირველი ბეჭედი სკანირების ობიექტების შექმნას იწყებს, მათი ფორმირების გზა ხდება ჩვენი აღქმის ბუნებრივი წინასწარგანწყობა. პირველი ყურადღების გამაერთიანებელი ძალის შეწყვეტა ნიშნავს პირველი საზღვრის ხაზის დარღვევას. აღქმის ნორმალური წინასწარგანწყობა ხვდება მოსაზღვრე რაიონში პარალელურ ხაზებს შორის.

ამასთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ თითქმის ნორმალური სკანირების ხატების ფორმირებას, გარკვეული დროის განმავლობაში. მაგრამ როგორც კი ვუახლოვდებით მას რასაც მხედველები მეორე მოსაზღვრე ხაზს უწოდებენ, პირველი ყურადღების წინასწარგანწყობა უკან იხევს, ძალას კარგავს. დონ ხუანი მეობნებოდა, რომ ასეთ გადასვლას ახასიათებს მეხსიერების უეცარი გაჩერება ან აზრის ვერ გამოტანა თუ რა ხდება. მეორე მოსაზღვრე ხაზთან მიახლოებით, მეორე ყურადღება უფრო ძლიერად მოქმედებს იმ მეომრებზე, რომლებმაც ასეთ მოგზაურობას მიმართეს. თუ იცინი გამოუცდელები არიან მათი ცნობიერება იცლება. დონ ხუანი თვლიდა, რომ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ისინი უახლოვდებოდნენ არწივის ემანაციის ისეთ სპექტრს, რომლის აღქმის სისტემატიური წინასწარგანწყობას ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. ჩემი გამოცდილებები ლა გორდასა და ქალ-ნაგუალთან ნისლის კედლის მიღმა სწორედ ასეთი გამოუცდელობის მაგალითებია. მე შორს გავემგზავრე მეორე მხარეს, მაგრამ არ შემეძლო იმის ახსნა რას ვაკეთებდით იქ, მხოლოდ იმ უბრალო მიზეზით, რომ ჩემი მეორე ყურადღება მაშინ ჯერ კიდევ ფორმირებული არ იყო. ეს კი საშუალებას არ მაძლევდა ყველაფერ იმის ფორმულირების რაც იმ ადგილას ხდებოდა.

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ ჩვენ ვიწყებთ ძალის მეორე ბეჭდის აქტივიზაციას, მეორე ყურადღების იძულებით გამოიღვიძოს. ეს კი ძალის პირველი ბეჭდის ზემოქმედების ბლოკირებით მიიღწევს. მერე მასწავლებლის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ შექმნას მდგომარეობა, საიდანაც სტარტი აიღო ძალის პირველმა ბეჭედმა, გაჯერებული ყურადღების მდგომარეობიდან. ძალის პირველ ბეჭედს უშვებს განზრახვის ძალა, იმ განზრახვის რომელიც სკანირების ხელოვნების მასწავლებლებმა გვასწავლეს. ხოლო როგორც ჩემმა მსწავლებელმა მან მომცა ახალი განზრახვა რომელსაც აღქმის ახალი სფერო უნდა შეექმნა.

დონ ხუანმა მითხრა, რომ მთელი ცხოვრება უწყვეტი დისციპლინა სჭირდებოდა, ამას კი მხედველები განუხრელ განზრახვას უწოდებენ, რათა მოამზადო ძალის მეორე ბეჭედი სკანირების ისეთი ობიექტების შესაქმნელად რომლებიც არწივის მეორე ემანაციას შეესაბამებიან. ამ პარალელური სამყაროების აღქმის წინასწარგანწყობის დაუფლება ესაა შეუდარებელი მნიშვნელობის გმირობა რომელსაც მხოლოდ ზოგიერთი მეომარი აღწევს. სილვიო მანუელი ერთერთი იყო ამ ზოგიერთიდან. დონ ხუანმა გამაფრთხილა რომ არ უნდ მეცადა განზრახ დავუფლებოდი მათ.

ეს თუ მოხდება, ბუნებრივი პროცესით უნდა მოხდეს, რომელიც ჩვენი ჩარევის გარეშე თავისით ირთვება. მან ამიხსნა რომ ასეთი დამოკიდებულების მიზეზი პრაქტიკული ხასიათისაა, როცა ამის მიღწევა იძულებით ხდება, ძნელია მასზე უარის თქმა, მაშინ როცა მიზანი რომლისკენაც უნდა მიისწრაფვოდეს მეომარი უნდა იყოს ორივე აღქმის წინასწარგანწყობის დაძლევა რათა მესამე ყურადღების საბოლოო თავისუფლებაში გადავიდეს.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff