სერგეი ლაზარევი - კარმის დიაგნოსტიკა 4

სერგეი ლაზარევი
0
0

შესავალი

სერგეი ლაზარევი - კარმის დიაგნოსტიკა (სამი თავი მეოთხე ტომიდან)

მთარგმნელი: მანანა კუჭუაშვილი

,,ჩემი ანალიზით--ვამპირიზმი --მძიმე დაავადებაა, რადგან ის აზიანებს ადამიანის სულს და გადაეცემათ შთამომავლებს, მისი შედეგები თავიდანვე არ ვლინდება --ეს რღვევა ზოგჯერ რამდენიმე თაობის განმავლობში გრძელდება.

ვამპირიზმის სათავეში დევს სამყაროს არასწორი აღქმა. მაგ: ახალგაზრდა გოგონა მეკითხება, სწორად იღებს თუ არა იგი ენერგიას შემდეგი მეთოდით: --წარმოიდგენს ცისფერი ალის ნაკადს, რომელიც შედის მასში. ვაკვირდები მის კარმულ სტრუქტურებს:--ესაა კანონების დარღვევა.

ნებისმიერი წინასწარგანზრახული ქმედება ბუნებისგან, კოსმოსიდან, მზიდან ენერგიის მიღებისა-ეს არის ზედაპირული განწყობა იმისა, რომ ადამიანს ენერგია არ ყოფნის და იგი საიდანღაც უნდა აიღოს, რაც ვამპირიზმის ჩამოყალიბების დასაწყისია.

მთავარი შეცდომა ასეთი განწყობისა არის ის, რომ ადამიანი სულიერებას და ენერგიას კი არ აერთებს, არამედ ყოფს. რაც უფრო მეტ სიყვარულს განვიცდით სამყაროს მიმართ, მით უფრო მეტი ენერგიით ვივსებით. ენერგიის უმაღლეს დონეს განაპირობებს:--სულიერება, კეთილშობილება, სიყვარული--იმისთვის, რომ ვიღებდეთ საკმარის ენერგიას, უნდა ვცხოვრობდეთ ამ ღირებულებებით. 

როგორც კი ჩვენს სულში გავმიჯნავთ ენერგიას ამ უმაღლესი სულიერი ღირებულებებისაგან, ჩვენ ვწირავთ საკუთარ თავს სულიერი სიღარიბისთვის, რადგან ენერგიით ვავსებთ მხოლოდ ფიზიკურ სხეულს. 

ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ენერგია, რომელსაც იგი იღებს უმაღლესი გრძნობებიდან-სიყვარულიდან, კურნავს სხეულსაც, ბედსაც და სულსაც.

მექანიკური მიდგომა კი, რომელიც ორიენტირებულია უხეშ ენერგიაზე, იწვევს ნაზი სულიერი სტრუქტურების დეფორმაციას, მომხმარებლობას კი ნებისმიერი ფორმით მივყავართ სულიერ დეგრადაციამდე."

ს. ლაზარევი.

პ.ს. ჩემი დაკვირვებით ეს კანონი 100%-ით მუშაობს ადამიანთა შორის ვამპირიზმის დროსაც, როდესაც ერთი ადამიანი სხვადასხვა მეთოდებით ავამპირებს მეორეს, ასეთივეა მათი შთამომავლობაც, მაგრამ უფრო დაზიანებული.

სერგეი ნიკოლოზის ძე ლაზარევი მკითხველს:

,,...მესამე წიგნის გარდა არ მეგონა, თუ კიდევ მომიწევდა სხვა წიგნების დაწერა, მაგრამ მოვიდა ახალი ცოდნა, დავწერე მე-4 წიგნი, მე-5 წიგნი კი გამოვა 1997 წლის სექტემბერში.  კიდევ ერთხელ მინდა გაიგოს მკითხველმა, რომ მე არავის არაფერს  ვურჩევ  და არც რამისკენ მოვუწოდებ;  უბრალოდ მე ვაზიარებ ჩემს გამოცდილებას ადამიანთა დახმარების საქმეში, გაცნობთ  შედეგებს  ჩემი გამოკვლევებისა,  ჩემს სურვილებს--შევიცნო  სამყარო.  იმედი მაქვს, ეს წიგნი დაეხმარება მას, ვინც წაიკითხავს.

შესავალი

1996 წლის გაზაფხულზე, ჩემი მე-3 წიგნის გამოსვლის შემდეგ ვიფიქრე, რომ პრინციპში ჩემი სისტემის შექმნა დამთავრებულია. უფრო და უფრო ხშირად მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ამ  3  წიგნის  წაკითხვის  შემდეგ  შეიცვალეს  ხასიათი და  მსოფლმხედველობა.  მრავალი  პრობლემა ქრებოდა უკვალოდ, თუ  ადამიანი  ყურადღებით  აანალიზებდა იმას, რაზეც იყო ლაპარაკი ამ წიგნებში.  თუმცა იყო  შემთხვევებიც, როცა ჩემი ცოდნა, გამოცდილება და ინტუიცია  უძლური იყო დაავადების წინააღმდეგ.  მაშინ მე მიჩნდებოდა სურვილი მიმეტოვებინა ეს საქმე და გადავრთულიყავი სხვა რამეზე.  მაგრამ ხშირად იყო მომენტები საოცარი განკურნებისა და ეს მაიძულებდა  გამეგრძელებინა  ეს გზა.  მთავარი იყო ის, რომ  მე მოვახერხე  უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის შემჭიდროვება  რამდენიმე  უბრალო და  გასაგებ  ჭეშმარიტებამდე.  ერთნი ამბობდნენ, რომ  სისტემა ძალიან მარტივია, მეორენი კი პირიქით:  ძალიან რთული და ძნელად მისაწვდომი.
         ზოგის აზრით, ყველაზე ძლიერი იყო პირველი წიგნი, ზოგის აზრით--მე-2, ზოგის კი--3-ე.
        მაშინ  მივხვდი, რომ  ადამიანები  ინფორმაციას  იღებენ სხვადასხვანაირად და თითოეულზე წიგნი მოქმედებს  სხვადასხვანაირად.  ის, რომ თვითონ  წიგნი მოქმდებს, მე დავრწმუნდი საკუთარი გამოცდილებით--როდესაც დავიწყე  გადაკითხვა პირველი წიგნის  ხელნაწერისა.
     როდესაც  დავიწყე ხელნაწერის კითხვა, რამდენიმე წუთში მივიღე ისეთი დარტყმა ფაქიზ დონეზე, რომ  ეს  ჩემს ველზე  აისახა. შემდეგ  კი  ჩემი  ,,გვირგვინი“ [ჩაკრა სახასრარა თავის ცენტრალურ ნაწილში =მ.ქ.]  ნელ-ნელა დაიძრა ჩემი სხეულიდან. ბევრი ნათელმხილველი ამბობს, რომ, როცა აურა სცილდება ადამიანს--ცოტა ხანში ის კვდება.  მე მივხვდი, რომ ვითარება სერიოზულია, და შევეცადე მეპოვა წყარო, თუ საიდან მივიღე დარტყმა.  ---შედეგი საოცარი იყო:--ეს იყო ჩემი საკუთარი ხელნაწერი.
    პირველად ცხოვრებაში მე ვკითხულობდი ტექსტს, რომელიც მოქმედებდა ენერგეტიკულად, ანუ  ინფორმაციის ენერგიად  გარდაქმნის  სიჩქარე   იყო ძალიან მაღალი:--წარმოვიდგინე -რა შეიძლება მოყოლოდა მკითხველისათვის  ჩემი წიგნის წაკითხვას. დასკვნა ერთი იყო: იმ ზედაპირულ ინფორმაციას , რაც გადმოცემული იყო  წიგნში,  ქვეშ მიყვებოდა ბევრად ძლიერი შინაგანი ფონი, და თუ იგი  იყო  დისჰარმონიული,  ინფორმაცია, რომელიც იყო წიგნში,  არ აღიქმებოდა.  ამიტომ ჩავატარე ექსპერიმენტი: ადამიანს ვაძლევდი წასაკითხად ხელნაწერის 2-3 ფურცელს და ვთხოვდი, რომ გაეკეთებინა  დასკვნა მის შესახებ.
   ---მაპატიე, მეუბნებოდა ადამიანი, ტექსტი ძალიან ძნელია და პრატიკულად ვერაფერი ვერ გავიგე.
  მე  ვსწავლობდი ტექსტის სიღრმისეულ ფონს ფაქიზ დონეებზე  და  ჩემი  ლოცვების და მონანიების შემდეგ მისგან ,, ვიღებდი“  აგრესიულ პროგრამებს, ანუ ,,ვასუფთავებდი“ მას ენერგეტიკულად.
   რამდენიმე დღის შემდეგ  კი  იგივე ტექსტს ვაძლევდი წასაკითხად იგივე ადამიანს--და ამჯერად ეს ადამიანი აღფრთოვანებული იყო მისით.
  უკვე  ნათელია, რომ კარგი რედაქტურა გაკეთებულია, ტექსტი კარგად იკითხება, და გაგებაც უკვე ადვილია.
   მე მივხვდი, რომ მთავარი ნებისმიერ ტექსტში არის ღრმა, ინფორმაციულ-ემოციური არხი. ასევე მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერაში---ის, რაც უხილავად დევს ნებისმიერ ტექსტში, ნოტში, ან ფორმაში, არის მთავარი განმსაზღვრელი. და გარეგნულად  მსგავს ტექსტებში  შეიძლება იმალებოდეს აბსოლუტურად განსხვავებული  სიღრმისეული ინფორმაცია. აქ დაუსრულებლად შეიძლება  სრულყოფილებისადმი სწრაფვა, რადგან რაც მეტი სიყვარულია ინფორმაციაში, მით მეტია მისი ძალა და ინფორმაციის ტევადობა.
   როგორც ჩანს, სამყაროს მხოლოდ აზრობრივი შეცნობა შეუძლებელია, აუცილებელია არსებობდეს გრძნობებიც.  გრძნობების სიღრმე კი განისაზღვრება ღმერთისადმი სიყვარულის რაოდენობით, რომელიც დაგროვილია სულში.
   ბევრი ადამიანი, რომელმაც წაიკითხა მეორე წიგნი, ჩიოდა, რომ ვარდებოდნენ  სასოწარკვეთილებაში, რადგან  ხვდებოდნენ, რომ  შეიძლებოდა  დასჯილიყვნენ  მათი წინაპრების ცოდვების გამო, მე კი მათ ვამშვიდებდი: ---მართალია ინფორმაცია წიგნებში დამუშავებულია, მაგრამ ეს წიგნები არის რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ მივაბიჯებდი მე სამყაროს და მისი მმართველი კანონების შეცნობის გზაზე:  ---,,აგრესიული აზრებისათვის ადამიანი არ ისჯება,--თუ ისინი არ არის გამყარებული აგრესიული გრძნობებით, ემოციებით, თუ ისინი ადამიანის შიგნით ვერ შემოდიან. თუ ადამიანი ხმაურობს, ყვირის გარედან, მაგრამ  შიგნით ინარჩუნებს სიყვარულს, ამითი იგი არ ზიანდება“.
   ანუ:--ნეგატიური ემოციები, ჩვენი წინაპრების ქმედებები შემოდიან  ჩვენს ველში, და  რჩებიან იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ ისინი იდენტურნი არიან ჩვენი სულიერი კონსტრუქციისა, ანუ, თუ მე წინა ცხოვრებებში არ ვიყავი ეჭვიანი, ჩემი ეჭვიანი მშობლების ეს თვისება ვერ აღწევს ჩემი სულის სიღრმეში. და  თუ მე სწორად ვარ ორიენტირებული,  ეს ,,ზედაპირული ჭუჭყი“ --მიღებული წინაპრებიდან--გაქრება.  ადამიანის  პირადი კარმა შეესაბამება  მშობლების კარმას, და თუ მე წინა 3 ინკარნაციაში დავცინოდი  სხვებს,  მიმაჩნდა ჩემი თავი სხვებზე ჭკვიანად, ამ ცხოვრებაში მე ვიღებ ასეთივე მამას, პაპას და პაპის მამას.  ამიტომ,  როცა  ადამიანი იწყებს მუშაობას  საკუთარ თავზე, და მიმართავს ღმერთს, შეიძლება ჩაითვალოს, რომ  მას  აქვს მხოლოდ საკუთარი კარმა და მასზე არ მოქმედებს ოჯახური კარმა.  და  რაც უფრო ძლიერია მისი მისწრაფება ღმერთისკენ და სიყვარულისკენ, მით უფრო ნაკლებად  განიცდის  ადამიანი  მის გარშემო არსებული ენერგეტიკის გავლენას, ასევე თავისი წინაპრების და  წინა ცხოვრებების ნეგატიურ  ზემოქმედებას.
      როდესაც ვწერდი  მესამე წიგნს, ხშირად ვიბნეოდი, რადგან  ვხსნიდი მიჯაჭვულობას ერთ ადამიანურ ღირებულებაზე და  მალევე ჩნდებოდა მიჯაჭვულობა  მეორეზე. პროცესს თითქოს ბოლო არ უჩანდა. ბოლოს და  ბოლოს შევძელი ეს ღირებულებები  გამეერთიანებინა  ორ  კარდინალურ მცნებაში: ,,ეჭვი“ და ,,ამპარტავნება“.
    დაავადებათა და პრობლემათა ერთი ჯგუფი დაკავშირებული იყო თემასთან: --,,ურთიერთობები“, სხვები თემებთან: --ნიჭი-შესაძლებლობები,  ინტელექტი,  სრულყოფილება.
   ეჭვი იძლეოდა  სხვა დაავადებებს,  ამპარტავნება --სხვას,  მაგრამ ოროვე ერთად ძალიან მძიმე და ასევე განუკურნებელ დაავადებებს.
  მახსოვს, ერთი ქალი მოვიდა ჩემთან მიღებაზე  და  მეუბნება: ,,მე უკვე დავდივარ და ვლაპარაკობ“;--ეს როგორ, ვეკითხები მე, --მისი სახე მეცნობა;---,,მე  უკვე მესამედ ვარ თქვენთან, პირველად ქმარმა მომიყვანა ხელში აყვანილი, ვერც ვლაპარაკობდი  და  ვერც დავდიოდი,  ჩემი დაავადება  ითვლებოდა განუკურნებლად: --ნელ-ნელა ხდება კუნთების ატროფია, ადამიანი წყვეტს  სიარულს, მერე-- ლაპარაკს, მერე --სუნთქვას.  ოპერაცია არ გამიკეთეს, რადგან დავრჩებოდი  მაგიდაზე--გადარჩენის შანსი 10%-იც კი არ იყო. --მოკლედ გამწერეს  სახლში  სასიკვდილოდ,  --თქვენ ამიხსენით, რომ მე მქონდა ეჭვიანობა და ამპარტავნება ერთად, აღმოჩნდა, რომ  მე წარმოდგენაც არ  მქონდა  რა იყო სიცოცხლის აზრი, რისთვის ვცხოვრობ, როგორ უნდა ვიქცეოდე, რომ  ვიყო ბედნიერი. გადავათვალიერე მთელი ჩემი ცხოვრება  და  ბევრი რამ გავიგე;--ჩემთვის ღმერთის სიყვარული ყოველთვის იყო აბსტრაქტული მცნება, ახლა კი ამას უბრალოდ ვგრძნობ“.---ასეთ პაციენტებთან  შეხვედრა  ყოველთვის  ძალიან მახარებდა.
     ბოლო პერიოდი ვგრძნობდი  დაღლას  6  წლიანი  მარათონის  შემდეგ--1990 წლიდან.  მსიამოვნებდა, რომ  სისტემა მუშაობდა  ჩემი  მონაწილეობის გარეშეც. და ეს ინფორმაცია შეიძლებოდა დახმარებოდა მილიონებს. მანამდე, სანამ მე დავიწყებდი ჩემს გამოკვლევებს, მესმოდა  სულ ერთი და იგივე რამ:--,,ბედის შეცვლა არ  შეიძლება, მისგან ვერ გაიქცევი“. ადამიანის ბუნების შეცვლა  შეუძლებელია, იმას ვერც კი წარმოვიდგენდი,  რომ  ბავშვის  ჩასახვამდე  და დაბადებამდეც  კი  შეიძლება შეცვალო მისი ბედი, ხასიათი და ჯანმრთელობა. მე არ ვიცოდი, რისთვის მოდიოდა ადამიანი დედამიწაზე.
   რაშია ცხოვრების აზრი? რისთვის ვცხოვრობთ,  ჩვენ  ხომ  მაინც ვბერდებით, ნელ-ნელა ვკარგავთ ყველაფერს, ხოლო შემდეგ ვკვდებით? იმის  წარმოდგენა, რომ  ადამიანის ბუნება შეიძლება რამდენიმე საათში შეიცვალოს--არ  შემეძლო.
    მახსოვს ერთი პაციენტი ქალი: --,,თქვენი სეანსის შემდეგ წავედი სახლში--მიყვება იგი,--კარებს მიღებს ჩემი ქალიშვილი, და  პირმაღზე მდგომი გაოცებით მეკითხება:--დედა, რა მოგივიდა? მე რატომღაც აღარ მინდა, რომ გეუხეშო!“
        ---აღმოჩნდა, რომ  როგორც კი ადამიანი მოახერხებს  შეცვალოს თავისი მსოფლმხედველობა, იგრძნობს,  რამდენად რეალურია ღმერთისადმი სიყვარულის განცდა, რამდენად ილუზორული  და მეორადია  სხვა დანარჩენი, მაშინვე იწყებენ შეცვლას არა მარტო ხასიათი, ჯანმრთელობა და ბედი, არამედ გარშემომყოფი ადამიანებიც და სამყაროც ამ ადამიანის ირგვლივ.  ასევე,  შესაძლებელია გადარჩეს არა მარტო ერთი ადამიანი, არამედ ადამიანთა ჯგუფი, მთელი ქალაქი, ერი და სახელმწიფოც კი.  და  რაც უფრო წინ  მივდიოდი, უფრო ნათლად მესმოდა, რა მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის სწორი მსოფლმხედველობა  და  საკუთარ  თავზე მუშაობა.

მაშინ რთული იყო  ჩემთვის იმის წარმოდგენა, რომ  ყველაზე ძლიერი ძალა სამყაროში იყო სიყვარული. მართალია ჯერ კიდევ ბევრი რამ არ მესმოდა, ორიენტაცია  გარემომცველ სამყაროზე უკვე მქონდა.  ჩემს გამოკვლევებში თეთრ ლაქად რჩებოდა ინდური და ჩინური ფილოსოფია:---რატომაა აუცილებელი  ბედნიერებისათვის ყველა სურვილზე უარის თქმა?  რატომ თვლის მთელ სამყაროს ინდური ფილოსოფია ილუზიად?  რატომ ითვლება ადამიანის ყველაზე დიდ  მტრად აზრი?--განა აზროვნების  განვითარება არ აქცევს ადამიანს ადამიანად?  ჩემთვის თითქოს გასაგები იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი სისტემა ამას ვერ ხსნიდა. ჩემს გამოკვლევებში არ  იყო ცნებები ,,ნებისყოფა“, ,სურვილები“, ,ადამიანის ცნობიერება“.  არც ვიცოდი,  იქნებოდა თუ არა საჭირო. მესმოდა, რომ ადამიანური ღირებულებები  უნდა  მოთავსებულიყო ერთ წრეში, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებდი.
  კერძოდ, იყო  ორი  გამოკვეთილი  მცნება: ,,ეჭვი“ და ,,ამპარტავნება“, და  ასევე  ის, თუ როგორ შეიძლებოდა მათი გადალახვა  და იმ დაავადებებისაგან განკურნება, რომლებსაც იწვევენ ისინი.
     წარმოიქმნა  კიდევ  ორი  კატეგორია:  პირველი,  ზნეობა,  ადამიანებისადმი სიყვარული. , მეორე:--კონტაქტი მომავალთან, რომელიც ხორციელდება  მიზნებით,  ოცნებებით,  და  იდეალებით. თავდაპირველად  მათი  ურთიერთკავშირი ვერ  დავინახე. მესამე  წიგნში  მე მინდოდა ეს ყველაფერი მომექცია  ერთ  სისტემაში,  მაგრამ ვერ შევძელი--ბოლო 6  წელი  მე  ვმუშაობდი  ჩემი შესაძლებლობების ზღვარზე.  სისტემა არ იყო დამთავრებული, მაგრამ იგი მუშაობდა. მე ამაში ვრწმუნდებოდი ყოველ დღე.  უახლოეს მომავალში მე აღარ მოველოდი  რაიმე  სერიოზულ აღმოჩენას, ამიტომ  გადავწყვიტე  დამესვენა  წელი-წელიწადნახევარი მაინც,  მეხატა, დავმტკბრიყავი ბუნებით.  მაგრამ შემდეგ დაიწყო ისეთი  მოვლენები,  რომლებმაც სასწრაფოდ უარი მათქმევინეს  ჩემს გეგმებზე.  ახალი ინფორმაცია ისე მოდის, როგორც სიკვდილი, ან  როგორც პრობლემების ჯაჭვი. ახალი ინფორმაციის მიღება დავიწყე 1996  წლის  გაზაფხულზე.
     წიგნების  წერა დავიწყე  იმიტომ,  რომ  ერთი  და იგივე  არ გამემეორებინა პაციენტებისათვის. თითქოს  უბრალო  ინფორმაცია  ხშირად  ძალიან  ძნელი  აღსაქმელი  იყო. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ წიგნებში  არსებული  ინფორმაცია  უტოლდებოდა  ავადმყოფთა  მიღებას.  ამიტომ  გადავწყვიტე, წიგნებში  ჩამეწერა ინფორმაციის  მაქსიმუმი, რათა ავადმყოფებს ემკურნალათ  დამოუკიდებლად, მე კი დავკავებულიყავი  ურთულესი შემთხვევებით.
         ასე გამოვიდა, ან  საერთოდ არ ვმუშაობ, ან  ზედმეტად ვიტვირთები. მუშაობა  მაქსიმალურად სწრაფ  ტემპში  მობილიზებას  უკეთებს  ორგანიზმის  მთელ  ძალებს და  საშუალებას იძლევა გადავიდე ხარისხობრივად ახალ დონეზე. რამდენიმე  წელი მე  ვმუშაობდი  მხატვარ-გამფორმებლად. ერთხელ  ორგანიზაციის ადმინისტრატორმა გამომიცხადა:  ,,თქვენი  წინამორბედი  სამუშაოს  უჯდა 15 საათი, და ხშირად ვერც ასწრებდა,  მე არ მაღელვებს, რამდენ ხანს იმუშავებთ--მე მჭირდება შედეგი.“ რამდენიმე კვირის  შემდეგ  მან მომთხოვა,  რომ  3-4  საათი ვყოფილიყავი სამუშაოზე.  --მე ხომ ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებთ?--მაგრამ  თქვენ  სამუშაოზე  ატარებთ 1  საათს, --მაგრამ  მე  ხომ  ვასწრებ  ყველაფერს?--მე  გავალდებულებთ  თქვენ, რომ  სადილამდე  იყოთ  ადგილზე--მითხრა მან.---თუ შეიძლება ეს უთხარით მას, ვინც მოვა ჩემს ადგილზე--ვუპასუხე მე და დავტოვე ის სამსახური.
    ასე რომ, ასეთი მუშაობის სტილი აღმოჩნდა ძალიან საჭირო და  სასარგებლო, -როდესაც დავიწყე მუშობა  წიგნებზე. ინფორმაცია, რომელიც პირველ  წიგნშია, შეიძლება დამეწერა  რამდენიმე ტომში, მაგრამ  მოვახერხე მისი შეკუმშვა  ბროშურის დონეზე.
   ამიტომ  ჩემი წიგნების  მაშინვე  გაგება-აღქმა  რთულია. სამაგიეროდ  ცვლილებები  სერიოზულია, და როცა  მეუბნებიან,  რომ  ჩემი  წიგნების  წაკითხვის  შემდეგ  კარდინალურად შეეცვალათ  ხასიათი--არ მიკვირს.  არ  მიკვირს, როცა იკურნება უამრავი დაავადება, მე ის მიკვირს, როცა დავადებები არ იკურნებიან.  როცა გამოვიდა მე-3  წიგნი, მე  ვთვლიდი,  რომ  ჩემთან უკვე  გამოჯანმრთელებული  ხალხი  მოვიდოდა.
    და  მართლაც, მიღებაზე  დაიწყეს  მოსვლა  ისეთმა ადამიანებმა,  რომლებსაც შეეცვალათ ხასიათი, ჯანმრთელობა  და  ბედი.  და  მათ  სჭირდებოდათ,  რომ დარწმუნებულიყვნენ,  სწორად  მოქმედებენ თუ  არა და  დაეკმაყოფილებინათ  თავიანთი შემეცნებითი ინტერესი.
   და აი, დაიწყეს  მოსვლა  პაციენტებმა, რომლებსაც  ჩემი გამოკვლევებით  ყველაფერი ქონდათ  სუფთა, მაგრამ  თავს იჩენდა როგორც ჩანდა--რაღაც ახალი.  და ეს ახალი აღმოჩნდა უფრო სერიოზული და სახიფათო,  ვიდრე  მიჯაჭვულობა  ურთიეთობებზე, საიდანაც  გამოდიოდა  ეჭვი  და  მიჯაჭვულობა  ნიჭზე,  ინტელექტზე,  სრულყოფილებაზე.  ჩემს  კლასიფიკაციაში  მას ეწოდებოდა  ,,მიჯაჭვულობა მომავალზე“.  მაგრამ  მისი მოხსნა  მე  რატომღაც  არ  შემეძლო. კიდევ  და კიდევ  ვუბრუნდებოდი ამ  თემას.  რომ  არ  მივეჯაჭვოთ  მომავალს, არ უნდა  ჩავიციკლოთ  ოცნებებზე  და  გეგმებზე. უნდა გვესმოდეს, რომ  ყველაფერი  განისაზღვრება ღმერთის ნებით,  ჩვენი ნება კი მეორადია.  მე  კვლავ და  კვლავ  ვცდილობდი  გადამელახა  მომავლის  თემა,  მაგრამ  უშედეგოდ.
    რაც  უფრო  მეტს გასცემ  სიყვარულს და ცოდნას,  მით  უფრო  მეტი მოგდის.  ამიტომ  ზუსტად ლექციების  და  საუბრების  დროს  ჩემთან  მოდიოდა  ახლებური  გაგება  პრობლემებისა.  და  აი, ერთ ლექციაზე  მე  ვხსნი: --ინდურ ფილოსოფიაში  დრო  უდევს  საფუძვლად გარემომცველ  სამყაროს, დრო ბადებს  ყველაფერს.  დრო არის: წარსული, აწმყო  და მომავალი.
      წარსული  მატერიალურია, მომავალი--სულიერი.  ის, რასაც ჩვენ ვეძახით მატერიას, ნივთიერებას-- ეს  არის  დროის  ნაირსახეობა. ამ  სახეობას ეწოდება--,,წარსული“.  ის,  რასაც  ჩვენ  ვეძახით  სულიერებას,  ველს,  სივრცეს, ეს ასევე  არის  დროის  ნაირსახეობა,  რომელსაც  ეწოდება ,,მომავალი“. მომავალი --სულიერებაა.
         წარსული მატერიალურია, აწმყო--სულიერ-მატერიალური.  სიყვარული  ბადებს  სულიერებას. სულიერება  ბადებს  მატერიას.  მატერია მიისწრაფის გაერთიანდეს სულიერებასთან და დაუბრუნდეს ღვთიურ  სიყვარულს.
  საიდან იწყება  ცხოვრება?  --იქიდან,  რასაც  ჩვენ  ვეძახით ,,ჰომეოსტაზს“.
    იცვლება  სივრცობრივი,  ნივთიერი და  ენერგეტიკული  რეჟიმი.  მაგრამ  უჯრედის  შიგნით  ცვლილებები  მიდის  სხვა  სახით.  ურთიერთქმედება  ნივთიერებას,  სივრცეს და  ენერგეტიკას  შორის  სხვაგვარია,  ვიდრე  იგივე  პროცესები  უჯრედის  გარეთ., ანუ:- პროცესები  დროსთან  მიმართებაში უჯრედში განსხვავდება  იგივე  პროცესებისაგან უჯრედის გარეთ. იმისათვის, რომ უჯრედი გადარჩეს გარემომცველ  სივრცეში,  მან  უნდა  აკონტროლოს  თავის  გარშემო არსებული ნივთიერება, სივრცე და ენერგია!
       დავუბრუნდეთ  ისევ  ჯაჭვის საწყის წერტილს.  სიყვარული ბადებს  ინფორმაციულ,--ველის ანუ სივრცობრივ  სტრუქტურებს.
     ინფორმაცია, რომელიც გადადის  ნივთიერებაში--ბადებს  ენერგიას.  ენერგია გარდაიქმნება  ნივთიერებად,  ნივთიერება  მიისწრაფის  ენერგიის  და  ინფორმაციის  დაგროვებისკენ.  მატერიალურ და  სულიერ  სტრუქტურებს  შორის  კონტროლი  და  ურთიერთქმედება  უდრის  მატერიალური და სულიერი  ღირებულებების  ფლობას.  რაც  უფრო  მაღალია ორგანიზმის  განვითარების დონე,  მით  უფრო  ძლიერია  კონტროლის  დონე  მის  ირგვლივ არსებულ  დროზე,  ანუ  სივრცეზე  და   ნივთიერებაზე.  მაგრამ   სულიერი  და  მატერიალური ღირებულებები  სიყვარულის ძალით   ყოველი   წამის  მეასედში  თავიდან  იქმნებიან.  როდესაც  მატერიალური  და  სულიერი ღირებულებების მასშტაბები  აღემატებიან  სიყვარულის  არსებულ  მარაგს, იწყება  ის,  რასაც  ჩვენ  ვეძახით  დაავადებებს,  უბედურებას.  ამ  დროს  უკვე  ხდება  მატერიალური  და  სულიერი ღირებულებების  დაგროვების   შეჩერება  და  ძლიერდება  ორიენტაცია  სიყვარულის  დაგროვებაზე.
        როდესაც  მიიღწევა  რაღაც  ზღვრული მარაგი  მატერიალური და  სულიერი ღირებულებებისა,   სიყვარულის  მარაგი  უნდა  გადასცდეს  ამ  ზღვრულ  მარაგს. და  მაშინ  სივრცე  და  მატერია  ჩაეხვევა ერთ  წერტილში,  ასევე  წარსული, აწმყო  და მომავალიც.  ყველაფერი გარდაიქმნება  საწყის  დროში  და  დაუბრუნდება  პირველ -მიზეზს.  რაც უფრო მეტ  მატერიალურ და სულიერ  ღირებულებებს  ფლობს  ადამიანი,  მით უფრო ძლიერია მისი კონტროლი წარსულზე  და მომავალზე.  რადგან  არსებობს  სივრცის  და  ნივთიერების  ზღვრული  სიდიდე,  ე. ი. არსებობს  დროის  ზღვრული  სიდიდეც.  და  როდესაც  სულიერი  არსების  პირადი  დრო  უტოლდება  დროის  ბოლო ზღვარს,  განვითარების  ციკლი  მთავრდება.
         თავიდან  სამყარო  წარმოიქმნა  როგორც  ერთი  მთლიანი ორგანიზმი და ეს ერთობა  ფაქიზ დონეებზე  კვლავ  გრძელდება.
     გარეგნულად სრულიად განსხვავებული ცოცხალი  და  არაცოცხალი  ობიექტები  ფაქიზ  დონეზე  წარმოადგენენ  ერთ  მთლიანს. ამიტომ  სამყაროს ნებისმიერი ობიექტი  ფაქიზ დონეებზე აბსოლუტურად  ერთიანია მასთან [სამყაროსთან].
    მარტივად  რომ  ვთქვათ,  ნებისმიერი  მატერიალურ-სივრცობრივი  ერთეული,  რა  ზომისაც  არ   უნდა  იყოს  იგი,  შეიცავს  მთელ ინფორმაციას  სამყაროზე.  ამიტომ  შეიძლება  დავასკვნათ, რომ  სამყარო  მოწყობილია  ჰოლოგრამის  პრინციპით.  სამყარო  გაჩნდა,  როგორც  ინფორმაციულ-გრძნობიერი  იმპულსი,  როგორც  ქვეცნობიერი.  ის  შეიძლება  დაუბრუნდეს  პირველმიზეზს,  გარდაიქმნება  რა  თავის საპირისპირო მოვლენად.  სულიერება  ბადებს  მატერიას,  და  რაც უფრო მეტად  ვითარდება  ეს  პროცესი,  მატერიის  მით  უფრო  მეტი  რაოდენობა  წარმოიქმნება,  მით  უფრო მეტი  ურთიერთკავშირები  ყალიბდება  და  მით  უფრო  ჭკვიანი, გონიერი  ხდება  იგი.  ცოცხალი  განსხვავდება  არაცოცხალისაგან  დროის  უფრო  მეტად  შეკუმშული  მდგომარეობით,  მისი  უფრო  მეტი  კონცენტრაციით;   და  დროის  ეს  სიმკვრივე მატულობს  არა  სივრცის და ნივთიერებების  მიზიდულობის  ზრდის  შედეგად,  არამედ  ინფორმაციული  კავშირების  ხარჯზე,  ანუ  გონიერი ასპექტების  გაძლიერებით.  ევოლუციის  შედეგად  სამყარო  უნდა  გახდეს  უფრო  გონიერი, ასევე ინდივიდუალური  ცნობიერებაც,  რომელიც ნელ-ნელა  გაერთიანდება  ჯგუფურ  ცნობიერად,  და შემდგომი  ზრდის  შედეგად  მიაღწევს  სამყაროს  მასშტაბებს.

რადგან  სამყარო გაჩნდა, როგორც  ერთი  მთლიანი, ამიტომ  დასაწყისში  კოლექტიური  და ინდივიდუალური  ცნობიერებაც  იყო  ერთი  მთლიანი. სამყაროს  განვითარებასთან ერთად  განსხვავება  კოლექტიური  და  ინდივიდუალური  ცნობიერებების პოტენციალს  შორის  უფრო და უფრო  იზრდება.
და  რაც უფრო  შორს  მიდის  პროცესი,  ინდივიდუალური ,,მე“ უფრო  მეტად  ცდილობს  ჩაითრიოს თავისთან  გარშემომყოფი  სამყარო.  და  მით  უფრო  მეტად  ავლენს კოლექტიური  ცნობიერების  ნიშნებს.
   სამყარო, რომელიც  აგრძელებს  გაფართოებას,--იწყებს  შევიწროვებას.  და  როდესაც  ყოველი ცოცხალი  არსების  ინდივიდუალური  ცნობიერება  მიაღწევს  მთელი  სამყაროს  მასშტაბებს,  მაშინ ინდივიდუალური  და  კოლექტიური  ცნობიერება  გაერთიანდება.  უმაღლესი  პირადი და  უმაღლესი  არაპირადი  გადაიქცევა  ერთ  მთლიანად, და  ციკლი  დამთავრდება. 
     თვითონ --სამყაროს განვითარების პროცესი  წარმოადგენს  იმპულსურ, რხევად პროცესს  მატერიალურიდან  სულიერში  და  პირიქით.  ცნობიერება  წარმოადგენს  მატერიალურის და  სულიერის  ერთობას,  რომლის  საფუძველი არის გრძნობიერი--გრძნობები.
    ცნობიერების  განვითარება  გადის  3  სტადიას: 1. იმპულსი  სიყვარულის გრძნობის  გაძლიერებისა; 2.  გაძლიერება  სულიერების  იმპულსისა,  3. იმპულსი  ლოგიკური  მატერიალური ასპექტისა.--ანუ  სხვა სიტყვებით: --ჯერ  სიყვარული, შემდეგ ინტუიცია  და  შემდეგ  ლოგიკა.
     ახალი წარმოდგენები  არღვევს  ძველ  ლოგიკურ  სტრუქტურებს.  ე. ი. სულიერი სტრუქტურების რღვევა,  მათი  დესტაბილიზაცია  არის  ასევე ახლის  მიღების პროცესი.  აქედან  გამომდინარე--რღვევა, დესტაბილიზაცია  სიყვარულისა  გარშემომყოფი  სამყაროს  მიმართ--ასევე აუცილებელი პირობაა  შემეცნებისათვის.  და  შემეცნების  რაც უფრო დიდი  ნახტომი  ეკუთვნის ადამიანს, მით  უფრო  ღრმა,  მძიმე  განსაცდელი უნდა  გადაიტანოს  მან. და  რაც უფრო ძლიერია მასში ღმერთისადმი სიყვარული, მით  უფრო  მეორადი  ხდება  მისთვის  ფიზიკური და  მატერიალური  ღირებულებები,  მისი  სულიერი სტრუქტურები,  მისი  გრძნობები,  მით  უფრო  წარმატებით  გადაინაცვლებს  იგი  ახალ,  უფრო მაღალ საფეხურზე.
  ყველა  ადამიანს, ისევე, როგორც  ყველა  ცოცხალ  არსებას,  აქვს  გარშემომყოფი  სამყაროს  თავისი მოდელი.  გრძნობიერი  მოდელი  უფრო  მასშტაბურია,  მაგრამ  აქვს  დიდი  ინერცია.  ცნობიერი მოდელი  ნაკლებად  მასშტაბურია,  მაგრამ  ადაპტაციის  სიჩქარე ბევრად  მეტი აქვს.  მაგრამ როგორი სრულყოფილიც  არ  უნდა  იყოს ეს  ცნობიერ-გრძნობიერი  მოდელი,  ის  ყოველთვის  იქნება   შემოსაზღვრული.  ე. ი.  გარდაუვალი იქნება  შეჯახება,  კონფლიქტი  სამყაროსთან,  ეს კი იქნება აგრესია  და  დაავადებები.  ერთად-ერთი  რეალური,  სწორი  გზა  გარშემომყოფი  სამყაროს  შემეცნებისა,  არის  გზა  შემეცნებისა  მისი პირველ-მიზეზის--ღმერთისადმი სიყვარულის საშუალებით.  და  როდესაც  ეს  სიყვარული  პრიორიტეტულია,  კრიტიკულ  სიტუაციებში  ცნობიერება,  რომელიც  იმყოფება  კონფლიქტში  გარემომცველ  სამყაროსთან---არ  ინგრევა,  არ იღუპება,  არამედ  გადაეწყობა,  რის  შემდეგაც  იგი  გადადის  ახალ  დონეზე.  შესაბამისად,  დაავადება,  უსიამოვნება,  უბედურება არის  იმის  ნიშანი,  რომ  ჩვენი  მოდელი  გარშემომყოფი  სამყაროსი არ  შეესაბამება  რეალობას.
        თუ  გვინდა  რამე  გავიგოთ,  უნდა  გავაძლიეროთ  ინტუიცია. ინტუიცია გაძლიერდება,  თუ  ჩვენ გავაძლიერებთ  გარშემო-მყოფი  სამყაროს  სიყვარულს. და  ამისთვის უნდა  გავაძლიეროთ  ღმერთისადმი  სიყვარული.
       მესამე  წიგნში  მე  შევეცადე  ადამიანური  ღირებულებები  დამეყო  სამ  ჯგუფად:  1. მატერიალური, 2. სულიერი,  რომელშიც  შედიოდნენ  ურთიერთობები,  ნიჭი  და  ინტელექტი;  3. მესამე  ჯგუფს  კი  ვუწოდებდი  ,,ადამიანებისადმი  და  გარშემომყოფი  სამყაროსადმი  სიყვარულს“.  შემდეგ  გამოირკვა,  რომ  სამყაროსადმი და  ადამინებისადმი  სიყვარული  არის   უფრო  ნაზი ფირფიტა და ის  დევს  ურთიერთობების,  ინტელექტის  და  ნიჭის  საფუძველში.  შემდეგ  აღმოჩნდა,  რომ  ეს  არის  მომავალთან  გაფართოებული კონტაქტის  ფორმა.  მაშინ  მე  ჯერ  კიდევ  არ ვიცოდი,  რომ  ეს  არის  ყველაზე  საშიში  ფორმა  მომავალთან  გაფართოებული  კონტაქტისა  და  რომ  მიჯაჭვულობა  მომავალზე  არის  ძირითადი  მიზეზი  მძიმე  ფსიქიკური დაავადებებისა,  ონკოლოგიისა,  უნაყოფობისა,  ან  უცაბედი  სიკვდილისა.

2. მომავალი       

ჩემს  წინ ზის  პაციენტი  ქალი: --ჯერ მოგიყვებით ჩემს ისტორიას:--დაიწყო მან:--რამდენიმე წლის წინ აღმომაჩნდა კიბო;  მეტასტაზები უკვე ძალიან შორს იყო წასული; მკურნალობას შედეგი არ მოყოლია.  ამ დროს ჩემს ხელში მოხვდა თქვენი პირველი წიგნი, შემდეგ დანარჩენიც. გამიმართლა, რადგან ესენი იყო ორიგინალები და  არა ყალბი წიგნები, რომლებიც ბლომად გამოჩნდა ამ ბოლო დროს ბაზარზე.  მას შემდეგ, რაც  წავიკითხე თქვენი წიგნები,  სხეულზე  გამეხსნა ჭრილობები, საიდანაც  მოდიოდა სისხლი და ჩირქი. რამდენიმე ხნის შემდეგ კი ვიგრძენი, რომ ჯანმრთელი ვარ.  მაგრამ აქ, ნიუ-იორკში მუშაობენ იაპონელები,  რომლებიც უახლესი აპარატურით ძალიან  ადრეულ  სტადიებზე  ადგენენ  კიბოს დიაგნოზს.  მათ გამომიკვლიეს და მითხრეს, რომ სრულად განკურნებული არ ვიყავი.  და  აი,  მოვედი თქვენთან,  რათა  გავიგო, რა ვერ  გავიგე  თქვენი  წიგნებიდან, რატომ ვერ განვიკურნე მთლიანად?
     მე  ვიყურები მისკენ და ვფიქრობ, რამდენი ადამიანისათვის- ამ ქალის მსგავსად, ჩემი წიგნები  არის უკანასკნელი იმედი  განკურნებისა, მე კი ჯერ-ჯერობით ვერ მოვასწარი გამეცნობიერებინა  რამდენიმე - შეიძლება  სულ უბრალო ჭეშმარიტება,  რომელიც დაეხმარებოდა ამ  ადამიანებს  გადარჩენაში.
        --თქვენ ამჟამად მხოლოდ ერთი  პრობლემა--მიჯაჭვულობა გაქვთ--ვეუბნები ქალს--თქვენი  მომავალი  დაკეტილია  100%-ზე მეტად.  სანამ  ეს  ასეა,  ბოლომდე ვერ  განიკურნებით.  --რას ნიშნავს ეს--,,დაკეტილია  მომავალი?“--ეს ნიშნავს, რომ მე ტყუილად ვოცნებობ და  ვაწყობ გეგმებს?
   --ეს არაა ყველაზე მთავარი  ნიშანი, -ვეუბნები მე,--ეს თემა უფრო სერიოზულია; და  წყნარად და მშვიდად  ვუწყებ  სიტუაციის ახსნას.  ცოტახნის  შემდეგ  ვხედავ,  როგორ  ნელ-ნელა იცვლება მისი ველი, ე.ი. ახლა მისი დაავადება დაიწყებს უკან  სვლას.
        მე  ვიხსენებ,  როგორ მოვიდა  ჩემთან  მომავლის თემა.  ყველაფერი იწყება სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის შეგრძნებით. ჩვენ  გვეჩვენება, რომ ყველაფერს  ვაფასებთ  ლოგიკით და  აზროვნებით.  აზრი გრძნობის გარეშე ვერ ცოცხლობს. და  თუ გრძნობები არ იძლევიან ელემენტარულ  ადაპტაციას  გარემომცველ  სამყაროზე,  ცნობიერება ხდება  მერყევი--ჩნდება  შიში.  როდესაც  პირველად  დავჯექი  მანქანის  საჭესთან--პანიკაში  მყოფი  გაუთავებლად ვიხედებოდი  ინსტრუქტორისკენ.  და აი, ერთხელაც მე დავჯექი მანქანაზე  მარტო და წავედი.  და  წუთის  შემდეგ  გამიჩნდა  ისეთი  შეგრძნება, რომ ამას ვაკეთებდი მთელი  ჩემი ცხოვრება. დავაწექი  გაზს და  ამის შემდეგ  დავდიოდი  ყველგან--საკმაოდ სწრაფად.  ერთხელ  ერთ ადამიანთან  ერთად  ვმგზავრობდი.  10 წუთის შემდეგ  იგი ფრთხილად მეკითხება:  ,,რამდენი ხანია, რაც მანქანას ატარებთ?—2-3 თვე, ვუპასუხე მე.  ის ჯერ  გაჩუმდა, მერე კი დაამატა:--,,ეს ალბათ ხასიათია“.
           1996 წლის გაზაფხულზე  ჩემს  ცხოვრებაში დაიწყო  რაღაც  უცნაური  მოლენები.
            მე  დამეწყო  მანქანის  ტარების  შიშები. --რამდენიმე დღეში  შევქმენი  3 ავარიული სიტუაცია.  ყველზე საინტერესოა  ის,  რომ  აზრის  დონეზე  მე ვხედავდი, რომ  სიტუაცია  ავარიულია,  მაგრამ ეს არაფერს არ ცვლიდა.  თუ  გრძნობა სწორად ვერ  აფასებს  სიტუაციას,  აზრს  შეუძლია  ხიფათის  აცილება 4-5  შემთხვევიდან  მხოლოდ  ერთში.
     ვცდილობდი  ფრთხილად  მევლო, მაგრამ  თვითრწმენა  არ მემატებოდა.  როდესაც ვიწყებდი  მანქანის  ტარებას,  შევნიშნე, რა ძლიერადაა დამოკიდებული ემოციონალური მდგომარეობა  გზაზე  არსებულ  უსიამოვნებებთან:--თუ თქვენ  ცუდად დაიწყეთ  ფიქრი  ფეხით  მოსიარულეებზე,  მაშინ  თქვენ აუცილებლად  დაეჯახებით  ვინმეს.  და  რა  თქმა უნდა თქვენ  ეს არ გდომებიათ.  თუ თქვენ  რამდენიმე  დღის  განმავლობაში ამპარტავნულად  გაიფიქრეთ საგზაო პატრულზე, ან ფიქრებით დაამცირეთ -ის,  აუცილებლად თქვენც დაგამცირებთ  იგი. მე შევიმუშავე 4  წესი, რომელიც აუცილებლად  უნდა  დაიცვა,  როცა ჯდები  საჭესთან:  1. პატივი ეცი ფეხით მოსიარულეს; 2. პატივი  ეცი  სხვა  მძღოლებს;  3. პატივი  ეცი  პოლიციელებს;  4.პატივი ეცი  საგზაო  მოძრაობის ნიშნებს.  მე შევამჩნიე, რომ  ამის  შემდეგ  მანქანის  მართვა გამიადვილდა. ვიგრძენი, რომ ავარია რომც მომსვლოდა,  ზიანი  იქნებოდა მინიმალური.
     ერთი წლის შემდეგ  მე მოვხვდი  ავტოკატასტროფაში და სასწაულად  გადავრჩი.  შემდეგ გავაანალიზე  სიტუაცია,  და  მივხვდი,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ვიცავდი  ზემოთმოყვანილ  წესებს,  არ გავითვალისწინე  გზის  იმ  მონაკვეთის  თავისებურება, რომელზეც მივდიოდი, არასწორად დავამუხრუჭე--რის  შემდეგ მანქანა გახდა უმართავი, ამიტომ  დავამატე  მე-5  წესი:  პატივი ეცი  იმ  გზას, რომელზეც  მოძრაობ,  როგორი უმნიშვნელოც  არ  უნდა იყოს  იგი.
     შემდეგ  ბევრჯერ დავრწმუნდი,  რომ ქედმაღლობა  და უდარდელობა გზაზე--ეს  არის  პირდაპირი გზა  ტრავმისკენ  ან  თვითმკვლელობისკენ.  ჩვენი ემოციური მდგომარეობა განსაზღვრავს, მოგვიხდება თუ არა ავარია, რა სიმძიმის იქნება ის და ბევრად იმაზე ადრე--ვიდრე ის მოხდება.
   ეს წესები დამეხმარა 1996 წლის გაზაფხულზე, თუმცა  ვგრძნობდი,  რომ მომავალთან დაკავშირებით  რაღაც არ  მქონდა წესრიგში. მოულოდნელად დამეწყო  სისუსტე.  მე  ვკარგავდი  ძალებს,  ვბარბაცებდი.  ვიღებდი ინფორმაციას--რასთან იყო ეს დაკავშირებული:--პასუხი იყო ერთი და იგივე:--სხვა სამყაროებთან.  რაღაც  მქონდა დარღვეული  სხვა  სამყაროებთან  მიმართებაში.  სხვათაშორის  დამიზიანდა მხედველობაც:  ხან ვხედავდი საკმაოდ  კარგად წვრილ ნაწერსაც  კი, ხან კი დიდი ასოებიც იდღაბნებოდა  ჩემს  წინ.  თავისი სერიოზულობით ეს სიტუაცია გავდა  იმ მდგომარეობას, რომელიც აღწერილი  მაქვს მეორე წიგნში, როდესაც კინაღამ დავბრმავდი.
      ახლა  კი  ყველაფერი  ვითარდებოდა  უფრო ნელა, მაგრამ  უფრო მასშტაბურად. ისეთი  შეგრძნება მქონდა,  როგორც ბუზს აბლაბუდაში.  მე ვგრძნობდი, რომ რაღაც ისეთი მიახლოვდებოდა,  რომელთან  გამკლავებაც არ შემეძლო. კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანი შეიძლება გადარჩეს, თუ დაივიწყებს საკუთარ  თავს და  დაეხმარება სხვებს.
    როცა ვგრძნობდი, რომ გამოუვალ მგომარეობაში ვარ, აქტიურად ვკავდებოდი-- ვმკურნალობდი  სხვებს  და  ვიხსნიდი  რა  სხვებს,  გადავრჩებოდი მეც.  როცა გსურს , რომ დაეხმარო  სხვას, შენში ამოქმედდება ის რეზერვები, რომლებიც არ მუშაობს მაშინ, როცა გინდა დაეხმარო  საკუთარ  თავს.  მაგრამ ამ  შემთხვევაში ასეთმა  მიდგომამ არ  გამიმართლა. ჩემი ცხოვრება ჩემთვის დიდი  ხანია ჭადრაკის პარტიას  დაემსგავსა, და მე მას თითქოს გვერდიდან ვაკვირდებოდი.  მაგრამ ამ შემთხვევაში ვგრძნობდი, რომ პარტნიორი ჩემზე ბევრად ძლიერი იყო.  მე ძველებურად ვცდილობდი თავის დაღწევას, მაგრამ  სიტუაცია ნელ-ნელა მძიმდებოდა. ეს პერიოდი დამთხვა ჩემი მესამე წიგნის გამოსვლას.  
      ამ დროს მე ვცდილობდი გადამერჩინა პაციენტი, რომელიც დაავადებული  იყო  ფილტვის კიბოთი. ის ყველაფერს ასრულებდა, რასაც მე ვეუბნებოდი,  მაგრამ  სიტუაცია უფრო მძიმდებოდა.  მას ხასიათში  ქონდა  რაღაც, რაც ხელს უშლიდა შეცვლაში. მაგრამ ეს იყო პრობლემის მხოლოდ ნახევარი. მე  ვგრძნობდი, რომ რაღაც არ ვიცი, დავცოცავდი ზედაპირზე, ავადმყოფი კი  ნელ-ნელა  ქრებოდა;  ბოლოს ის მოკვდა.
      მას შემდეგ, რაც  გამოვიდა  მე-3  წიგნი, მე მქონდა  გამოსვლები მოსკოვში. შემდეგ  კვლავ ვიღებდი  პაციენტებს.  ერთი ქალი მომიყვა,  რომ მამამისს  ქონდა ფილტვების კიბო. ,,მან დაიწყო  ლოცვა, სვამდა  თავის  შარდს, რაღაც პერიოდში კი განიკურნა.“ ყველფერი თითქოს მარტივია, მაგრამ  რატომ ხდება, რომ ერთი და  იგივე სიტუაციებში ერთი იკურნება, მეორე კი კვდება? არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი, გაიგებს რა, რომ კიბო აქვს, იცვლის დამოკიდებულებას გარემომცველი სამყაროს მიმართ, წყვეტს ხორცის ჭამას, გადადის მკაცრ დიეტაზე,--და გამოჯანმრთელდება. ბევრმა იცის--რა არის მაკრობიოტიკა.
        სწორი კვება ხშირად  ეხმარება  ონკოლოგიურ ავადმყოფს გამოჯანმრთელებაში. მაგრამ ნიუ-იორკში მე მყავდა ამ  მოძრაობის აქტიური მიმდევარი  პაციენტი, რომელიც ავად იყო ყელის კიბოთი. სწორი კვების ერთ-ერთი ლიდერის ცოლი გარდაიცვალა კიბოთი, ხოლო ასევე კიბოთი დაავადებულ  მის ქალიშვილს მკურნალობდნენ  მაგნიტური  წყლით  და სხვა ხერხებით.
      გამოდის, რომ დიეტა,  ურინოთერაპია,  და სხვა საშუალებები  ქმნიან  მხოლოდ ფონს, რომელიც  ეხმარება ადამიანს, რომ  შინაგანად  გადაეწყოს.  რატომ ხდება, რომ ერთი ადამიანის ლოცვა მიდის ღმერთთან და ის იკურნება, ხოლო  მეორისა  ღმერთს  თითქოს არ ესმის?  რატომ არის, რომ ერთნი ვერ ლოცულობენ, ხოლო მეორეებს საერთოდ არ  უნდათ ლოცვა?
     მე არ შემეძლო ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა ერთად-ერთი, რაც მესმოდა იყო ის, რომ  გაბოროტებული და პატივმოყვარე ადამიანი ვერ განიკურნებოდა, რამდენიც არ უნდა ელოცა.  ზოგჯერ ადამიანი  გარეგნულად  თითქოს მზად არის, რომ შეიცვალოს, მაგრამ მის სულს არ უნდა.  ასეთ  შემთხვევაში  ის ან ემორჩილება  სულს, ანუ  შეუცნობელ გრძნობას, და ასეთ  შემთხვევაში  საეჭვოა, მას  რამემ  უშველოს,  ან ტკივილებით და ტანჯვით ცდილობს  ყველა სიტუაციაში  იგრძნოს, რომ მისი ცნობიერება, მისი ნება და თვითონ  მეორე ადგილზე არიან, ხოლო ღმერთისადმი სიყვარული-- პირველზე.  ერთხელ, ლექციის შემდეგ  ერთმა ახალგაზრდამ  მითხრა: --,,როდესაც დაიწყო ლექცია, გარეთ გაქცევა მინდოდა, ძლივს გავძელი ბოლომდე, შემდეგ კი, როცა თქვენ თქვით, რომ გულში გველოცა, ვერ შევძელი“.---თქვენი სული  ძალიანაა  მიჯაჭვული ადამიანურ  ღირებულებებზე,  ძალიან  ბევრი  პრეტენზიები გაქვთ--განსაკუთრებით  საკუთარი  თავის  მიმართ--ვუპასუხე მე.
        საკუთარი თავის განსჯა, მისით უკმაყოფილება-ესეც ამპარტავნებაა.  ადრე მე არ მესმოდა, რატომ  ხდებოდა ბევრი ადამიანი ეკლესიაში  ცუდად. შემდეგ მივხვდი:  ტაძარში  ხდება ადამიანური  ღირებულებების  დამცირება,  და  ქვეცნობიერში შემოდის  ინფორმაცია მათი მეორადობის  შესახებ.  და რაც მეტადაა სული  მათზე მიჯაჭვული,  მით უფრო მტკივნეულად მიმდინარეობს  ნორმალიზაციის  პროცესი. და  თუ ადამიანი  არ არის მაქსიმალურად კეთილად  განწყობილი, მაშინ აგრესია, რომელიც იფეთქებს მასში,  უკანვე დაუბრუნდება და შეექმნება  სერიოზული  პრობლემები.
      ყველაზე  დიდ პრობლემებს  ქმნიან მიჯაჭვულობები სულიერ ღირებულებებზე,  და  რაც  უფრო  მეტადაა  ადამიანი  ჩაციკლული ნიჭზე, ინტელექტზე,  კარიერაზე,  მით  უფრო მეტად ზიანდება  მისი  სული და მით უფრო მეტად იგრძნობს იგი თავს ცუდად  ტაძარში.
      ერთმა პაციენტმა ქალმა მომიყვა უცნაური ისტორია:
      მისმა ქალიშვილმა დაამთავრა სკოლა ოქროს მედალზე, სწავლობდა ბრწყინვალედ.  საკმაოდ ადვილად მოხვდა უნივერსიტეტში, სწავლობდა  ძალიან კარგად. ამ პერიოდში ის  არც ერთხელ  არ  ყოფილა ეკლესიაში, და  აი, მე-3 კურსზე რატომღაც შევიდა ეკლესიაში, არაფერი განსაკუთრებული  იქ ყოფნის დროს არ უგრძვნია, , მხოლოდ ჰქონდა ისეთი  შეგრძნება, რომ თითქოს ფსიქიკამ ,,გაცურა“.  ამის  შემდეგ  დაეწყო  ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება, ბოლოს აღმოჩნდა კლინიკაში. --ახლა კი, პრაქტიკულად, ჩემი ქალიშვილი ინვალიდია--დაამთავრა ქალმა.
     --გთხოვთ, მითხარით, მისი ფსიქიკის მოშლა დაკავშირებულია ეკლესიაში ვიზიტთან?
----=ასეც  იყო. ორიენტაცია  სულიერ  ღირებულებებზე,  ინტელექტზე,  ნიჭზე,  კარიერაზე გოგონას ქონდა 100-ჯერ უფრო მეტი,  ვიდრე  ღმერთისადმი  სიყვარული.  ბავშვობიდან რომ ევლო  მას ეკლესიაში,  მას რომ ელოცა ღმერთის მიმართ, მას დაუხურავდნენ  ზევიდან ინტელექტის  და  ნიჭის სწრაფ  განვითარებას და  ნელ-ნელა მოხდებოდა  მასში სიყვარულის გაძლიერება. 
     თუ  ტენდენცია  კარიერის  გაკეთებისკენ, ნიჭის განვითარებისაკენ აღმოჩნდებოდა საკმაოდ ძლიერი, მას უბრალოდ დაუხურავდნენ  შესაძლებლობებს  დიდი  ხნით,  გახდიდნენ  სულით ღარიბს, მანამ,  სანამ  გოგონა არ განავითარებდა საკუთარ თავში  სწორ სულიერ ორიენტაციას.  როდესაც  მატარებელი  აკრიფავს  სრულ  სიჩქარეს,  მაშინ  გადახვევა  სწორი ორიენტაციისკენ  შეიძლება  დამთავრდეს  კატასტოფით.  თქვენი ქალიშვილი განწირული იყო სიკვდილისთვის და  უშვილობისთვის. და იმისათვის, რომ მას ჰქონოდა  შანსი  გადარჩენისა და შთამომავლობის გაგრძელებისა,  მას უნდა დაეკარგა ის, რის გამოც მოხდა მისი სულის დაზიანება.  ეს გზა მაინც გარდაუვალია, და რაც უფრო ადრე დაადგება ადამიანი მას,  მით უფრო  მალე გახდება მისი ცხოვრება ბედნიერი.  მე ვფიქრობ, ამ ქალმა გამიგო და იგრძნო, როგორ უნდა ელოცა, რათა მისი  გოგონა გამოჯანმრთელებულიყო. როგორც ჩანს, ყველაფერი  ძალიან  უბრალოდაა:  რაც  გინდა  მოხდეს, როცა იწყება უსიამოვნებები--შეინარჩუნე  ღმერთისადმი  სიყვარული;  თუნდაც სულ  პატარა, მაგრამ დააკავე  იგი  სულში.
        მაგრამ სამწუხაროდ ეს ძალიან ცოტას გამოსდის.
        რაღაც პერიოდის  შემდეგ  მე ცოტ-ცოტა დავიწყე  გაგება--რაშია საქმე.
       ადამიანი  ისე  მიაბიჯებს  ღმერთისაკენ--თითქოს  საფეხურებზე ადიოდეს.  ის  არ  არის დამოკიდებული  იმ  საფეხურზე,  რომელიც  მის  ზურგს უკანაა,  არამედ  იმაზე--რომელიც მის  წინ  იმყოფება.  და იმისათვის,  რომ  მან მიაღწიოს ამ საფეხურს,  რაღაც პერიოდი  მან  უნდა იცხოვროს მითი, უნდა გრძნობდეს მას, ეს  უნდა  იყოს  მისი მიზანი--ეს გარდაუვალია.  და  როგორც კი ის აითვისებს ამ  საფეხურს, შეეჩვევა მას  და  გაუჩნდება სტაბილურობის შეგრძნება, ის უნდა ჩამოვარდეს  ამ  საფეხურიდან  უკან, და ამ დროს ის კარგავს კავშირს წინა საფეხურთან  და  კონტაქტი  ეკარგება  მის უკან დარჩენილ საფეხურთანაც. 
      რაც  უფრო ძლიერია  ადამიანი,  მით  უფრო მეტადაა  განვითარებული  მისი  ცნობიერების დონე,  და შესაბამისად  თუ  მისი  სულიერი  ორიენტაცია  არ  არის სწორი,  მით უფრო  ნაკლებია  შანსი  მისი  გადარჩენისა. სამწუხაროდ,  მშობლები  ხშირად  ცდილობენ  ბავშვი გაზარდონ  ისეთი  ღირებულებებით, რომლებიც  იძლევა  სწრაფ  შედეგს.
       აღმოჩნდა,  რომ  იმისათვის,  რათა ადამიანი  დარჩეს ადამიანად  და  გახდეს  უფრო ადამიანური,  ხშირად  უნდა  იმეოროს,  რომ  იგი  ადამიანია  მხოლოდ  გარედან,  შიგნიდან  კი  იგი  ღვთიურია,   ეს ღვთიური  კი  შედგება  მარადიული  სიყვარულისაგან;  და  როგორც  ფუტკარი  აგროვებს  თაფლს,  ასევე  ადამიანი  იბადება  იმისათვის,  რომ  დააგროვოს  ეს გრძნობა  საკუთარ  სულში.  და  რაც უფრო  რეალურად  იგრძნობს  ადამიანი  ამ  ღვთიურობას  საკუთარ  სულში,  მით  უფრო  ადამიანური  გახდება  ის.
        ვუბრუნდები  დროის თემას--კერძოდ--თემას:---მომავალი. 
        1996  წლის აპრილში  მთხოვეს  დავხმარებოდი  ერთ  ადამიანს.
        უნდა  წავსულიყავი  მასთან  საავადმყოფოში.  მაგრამ,  როცა  გავიგე,  რომ  ის იყო  ბიზნესმენი  და  საკმაოდ  დიდი  მასშტაბის, --გადავწყვიტე  არ  წავსულიყავი.  ასეთი  ადამიანების  მკურნალობას  ხშირად  აზრი  არ აქვს.  ისინი  მიჩვეულნი არიან  აკეთონ  ყველაფერი,  რაც  უნდათ,  გარდა  მხოლოდ  ერთისა--შეიცვალონ.  რაღაც პერიოდის  განმავლობაში,  როდესაც  ისინი  იმყოფებიან  ლიდერის  როლში,  ხედავენ,  რომ  მათი  ნება,  ცნობიერება,  ინტელექტი  დაეხმარათ  ყველაფრის  მიღწევაში,  შემდეგ  უკვე ვეღარ  ამჩნევენ,  რომ  ზუტად  ეს  თვისებები  გადაიქცევიან  ერთგვარ ,,ანკესად“,  რადგან  მათ  უკვე  ვეღარ   კვებავს  სიყვარული.  ამიტომ,  ასეთი  ადამიანი  მომმართავს  მე,  როგორც  ერთ-ერთ  მოდურ  საშუალებას,  რომელსაც  მიიღებს,  როგორც მორიგ  ტაბლეტს, სხვა  5-7  საშულების  პარალელურად.  მახსოვს,  ერთი  პაციენტი,  რომელიც სპეციალურად  ჩამოფრინდა  ჩემთან  კანადიდან.  ექიმების  დასკვნით  მას ქონდა ტვინის  კიბო,  და სასიცოცხლო  პროგნოზი  იყო რამდენიმე  კვირა. 
      როდესაც  დაურეკია  ზარი  და  შემოსულა ბინაში, პირველი,  რაც  უკითხია,  ყოფილა  ის,  თუ  რატომ იყო  მტვერი  ჭაღზე;--ეს  მე  მითხრეს  შემდეგ.
      როდესაც  შემოვიდა  ჩემთან  ოთახში  და  მე  შევხედე  მას  თვალებში,  მაშინვე  მივხვდი,  რომ  ამ  ადამიანს  ვერ  დავეხმარებოდი.
    --რა გარანტიას  მომცემთ, თუ მკურნალობაში  გადაგიხდით  ფულს?--,,არანაირს“,---რატომ?----იმიტომ,  რომ  ყველაფერი  თქვენზეა  დამოკიდებული,  რამდენად  მზად  ხართ,  რომ  იმუშაოთ  საკუთარ  თავზე--ვუპასუხე.
    --კარგით, რამდენია  ჩემი  გადარჩენის %,  თუ  მე  ვიმუშავებ  საკუთარ  თავზე  თქვენი   მეთოდით?
----7%.---,,ეს  ძალიან ცოტაა“, ---,ზოგჯერ  კი  ძალიან  ბევრია“--ვუპასუხე  მე  და  ამით  ჩვენი  საუბარი  დამთავრდა.
       როდესაც  ჩემთან  მოდის  კიბოთი დაავადებული  პაციენტი  და  მეკითხება,  შეიძლება  თუ  არა,  რომ  ჩემს  შემდეგ  წავიდეს  ექიმთან,  მე  ვპასუხობ,  რომ  კრიტიკულ  სიტუაციებში  უნდა  გამოიყენოს  ყველაფერი,  რათა  გამოსწორდეს სიტუაცია.  დიეტა,  წამლები,  ქიმიოთერაპია,  დასხივება  შეიძლება  სრულიად  უშედეგო  აღმოჩნდეს,  თუ  ადამიანმა  ვერ  მოახერხა  სიღრმისეულად  შეცვლა,  მაგრამ  თუ  ადამიანი  ახერხებს  სწორი  მიმართულების  არჩევას,  მაშინ  ყველა  ეს საშუალება  შეიძლება  იყოს  ძალიან  ეფექტური,  ან საერთოდ  არ გახდეს  საჭირო.
       მახსოვს,  რამდენიმე  წლის  წინ  როგორ  მიყვებოდა  ერთი  ქალი: ,,მე  დამეწყო  ლიმფოგრანულომატოზი.  მიკეთებდნენ  ქიმიოთერაპიას,  ანალიზები არ  უმჯობესდებოდა.  უზომო  შიშით ვიყავი  შეპყრობილი.  მაგრამ ერთხელაც,  როდესაც  შევხედე  ასევე  კიბოიან  ბავშვებს,  ისე შემეცოდნენ ისინი,  ისეთი  სიყვარული  ვიგრძენი მათ  მიმართ,  რომ  საშინლად  შემრცხვა  საკუთარი  შიშების  გამო, ასევე უკმაყოფილების  გამო  გარემომცველი სამყაროს  და  საკუთარი  თავის  მიმართ.   გავიფიქრე:  ,,ასეთი  პატარები  უნდა  დაიღუპონ,  მე  კი  ტრაგედია  შევქმენი!“  ამის  შემდეგ  ანალიზები  გაუმჯობესდა,  ქიმიოთერაპიაზე  კი  მძიმე  ალერგია  დამემართა.  ექიმები  იძულებულნი  იყვნენ  შეეწყვიტათ  ქიმიოთერაპია,  მე  კი  მაინც  გამოვჯანმრთელდი.“
       ,,კეთილ  ადამიანს  ღმერთი  იცავს“--გავიფიქრე  მე.
          ერთხელ  იაკუტიიდან  მირეკავს  ადამიანი:  --გთხოვთ  მირჩიოთ,  გავიკეთო  თუ  არა  ოპერაცია?  და  მიხსნის  სიტუაციას:--მთელი ცხოვრება  თავს  თვლიდა  ჯანმრთელად,  და  აი,  ერთ-ერთი  გამოკვლევის  დროს აღმოჩნდა,  რომ  არ აქვს ერთი  თირკმელი. შემდეგ  გააკეთეს  დეტალური  გამოკვლევა, და აღმოჩნდა,  რომ  თირკმელი  არის,  მაგრამ ის ძალიან შეჭმუხნულია  და  არც  მუშაობს.
       ჯობია ეს  თირკმელი  მოვაშოროთ--ის მხოლოდ  გიშლით--უთხრეს ექიმებმა. 
       დააწვინეს  საავადმყოფოში,  დანიშნეს  ოპერაციის  დღე,  მაგრამ  ქირურგმა  ხელი  დაიზიანა  და ამიტომ  ოპერაცია  2  კვირით  გადადეს.  ამ  დღეს  ქირურგი  ავად  გახდა,  და ოპერაცია  ისევ  გადაიდო.  მესამედაც  ჩაიშალა.  --,,საავადმყოფოდან  გამომწერეს  და  ახლა აღარ  ვიცი,  გავიკეთო  ოპერაცია  თუ  არა?“

---არ გაიკეთოთ, --ვუთხარი მე, თქვენი თირკმლის  პათოლოგია--ეს  არის  თვითგანადგურების  პროგრამის  ბლოკირება.  თუკი  გაიკეთებდით  ოპერაციას,  ბლოკირება  მოხდებოდა  ინსულტით,  ან  სიბრმავით.  ასეთი  ძლიერი  თვითგანდგურების  პროგრამა ჩამოგიყალიბდათ   განსჯის  და  დაცინვის  შედეგად,  როგორც  ადამიანების,  ასევე  საზოგადოების  და  გარემომცველი  სამყაროს  მიმართ,  განსჯის ასეთი  ძლიერი  მოთხოვნილება კი  ჩამოგიყალიბდათ  იმიტომ,  რომ ბავშვობიდან  გასწავლიდნენ  გეცხოვრათ პრინციპებით,  მიზნებით,  ნათელი  მომავლით,  ასეთი  მსოფლმხედველობის  შედეგად  კი ჯერ  ჩნდება განსჯის  სურვილი,  შემდეგ  მკვლელობის,  და  ამ ემოციების  გაძლიერებასთან  ერთად  ყალიბდება  თვითგანადგურების  პროგრამა.  მაგრამ  თქვენ  შინაგანად  კეთილი  ადამიანი  ხართ,  და  მიუხედავად  იმისა,  რომ  სამყაროს  ფსიქოლოგიური  აღქმა  დაგიმახინჯეს,  თქვენ  შეინარჩუნეთ  სიკეთე  თქვენს  სულში,  და  ამიტომ,  ერთი  მხრივ,  მოგეცათ  დაავადება,  მაგრამ  შეინარჩუნეთ  ჯანმრთელობა,  რადგან  დაზიანებული  თირკმელი  ,,აკავებდა“  არასწორ მსოფლმხედველობას,  რომელიც  ჩაბეჭდილი  იყო  თქვენს  ემოციებში.  ამიტომ,  თუ  ეს თირკმელი  ხელს  არ გიშლით,  ნუ  იჩქარებთ  მის  ამოკვეთას.
        ეს  ისტორია  მაშინ  გამახსენდა,  როდესაც  მივდიოდი ერთ პაციენტთან, ბიზნესმენთან, რომელსაც  აღენიშნებოდა ფილტვების  ავთვისებიანი  სიმსივნე.  ,,ერთი ასეთი  ავადმყოფი ამასწინათ  დამეღუპა,  ახლა ვეცდები,--  იქნებ  ეს  როგორმე ამოვქაჩო“--ვფიქრობდი გზაში, ამიტომ გადავწყვიტე  მასთან  წასვლა.
       საავადმყოფოს  პალატაში  დავინახე  გაფითრებული, გაწამებული ავადმყოფი;  მაგრამ ეტყობოდა,  რომ  ჭკუა  და  ნებისყოფა  სრულ წესრიგში  ჰქონდა! ---თქვენ ბავშვობიდან  მიეჩვიეთ,  რომ  ორიენტირებული იყავით  საკუთარ ნიჭზე  და ინტელექტზე,  ეს გაძლევდათ  საშუალებას,  რომ  მიგეღწიათ  მიზნისთვის,  განვითარებულიყავით.  და რაც უფრო  მეტად იყავით  ორიენტირებული  ნიჭზე  და  შეასაძლებლობებზე,  მით  უფრო მეტად  მტკივნეული  ხდებოდა  თქვენთვის  ნებისმიერი  წარუმატებლობა.  რაც უფრო  მეტს  ნიშნავს  ადამიანისათვის  ნიჭი  და ინტელექტი,  მით  უფრო  მეტად  ცდილობს,  რომ აკონტროლოს  სიტუაცია,  ავიწყდება  რა,  რომ  მისი  ნება  ყოველთვის  მეორადია.  
         ნელნელა  იზრდება  კონფლიქტი  მას  და  გარემომცველ სიტუაციას,  სამყაროს  შორის.  და  რადგან  საკუთარი  პირველადობის  შეგრძნება,  სურვილი  დაიმორჩილოს მთელი  გარშემომყოფი  სამყარო  იწყება ჩვენი  ცნობიერებიდან  და  სხეულიდან,  ამიტომ  პირველად  ისპობა  ცნობიერება,  შემდეგ  კი  სხეული.  პირველად  იწყება  წარუმატებლობები,  არალოგიკური  უსიამოვნებები,  უსამართლობა,  და  თუ  ადამიანი  სწორად  მიხვდება  ამ  ნიშნებს,  სწორად  მიიღებს,  ის  მოასწრებს  საკუთარი  ცნობიერების  დაბალანსებას.  მაგრამ  თუ  შინაგანად  ადამიანი  უარს არ  იტყვის  სიტუაციის კონტროლზე, პირიქით,  უფრო მეტად  გაღიზიანდება  და  მოიმატებს  მასში  აგრესია  გარემომცველ  ფაქტორებზე, სამყაროზე,  მაშინ  ,,ყულფი“  მის  გარშემო  უფრო დაიჭიმება.
      ,,თქვენ  უნდა  გაიხსენოთ  ყველა  წარუმატებლობა, უსიამოვნება  და  მიიღოთ  ისინი,  როგორც  წამალი.  მონანიებით  მოიხსენით  ყველა  პრეტენზია-აგრესიები, წყენები სამყაროს  მიმართ,  ახლობელი  ადამიანების  მიმართ,  საკუთარი  თავის  მიმართ.  და  ილოცეთ,  რომ  თქვენთვის  ყველაზე  დიდი  ბედნიერება  იყოს  ღმერთისადმი  სიყვარული.“
       ავადმყოფმა  ყველაფერი  შესანიშნავად  გაიგო. მან  დაიწყო  საკუთარ  თავზე  მუშაობა,  მაგრამ  მე  ვგრძნობდი, რომ  შინაგანად  შეცვლას  ვერ  ახერხებდა,  რაღაც  უშლიდა  ხელს,  რომ  თავი  ეგრძნო  მეორადად,  დაქვემდებარებულად  სამყაროს  უმაღლეს  ნებაზე.  მისი ველი  ნელ-ნელა  იწმინდებოდა,  მიჯაჭვულობები  ნიჭზე, ინტელექტზე,  სრულყოფილებაზე  ნელ-ნელა მცირდებოდა,  მაგრამ  მდგომარეობა  არ  უმჯობესდებოდა.  რჩებოდა  ერთი  მომენტი--მიჯაჭვულობა  მომავალზე.
       ,არ  დაგეგმოთ,  არ  იოცნებოთ,  არ  იფიქროთ  მომავალზე--ვაფრთხილებდი  მას  და  მის  ცოლს.“---ჩვენ  აღარ ვგეგმავთ,  აღარ ვფიქრობთ, არ ვიმედოვნებთ,--მპასუხობდნენ  ისინი.
      მაგრამ  რამდენჯერაც  ვაკეთებდი  ტესტირებას,  მომავალზე  მიჯაჭვულობა  რჩებოდა  ძალიან  დიდი.  აქ  კი  უკვე  უძლური  ვიყავი.
       ამის  უკან  რაღაც იმალებოდა,  მაგრამ  ვერ ვხვდებოდი--რა.  ამიტომ  დახმარება  ვთხოვე  ერთ  ძლიერ,  კვალიფიციურ  ექსტრასენსს.  ,,არაფერი არ მესმის,  პატიოსნად  აღიარა  მან,  ველი  სუფთაა, ნორმალურია,  მაგრამ ენერგია  მაინც  სადღაც  ქრება.“
      მე  კი  უკვე  ვგრძნობდი,  რომ  ჩემი  დატვირთვაც  უკვე  წითელ  ზღვრამდე  იყო  მისული,  მაგრამ  მერჩია, მე მოვმკვდარიყავი,  ვიდრე მეყურებინა, თუ  როგორ იღუპებოდა  ეს  ადამიანი.  
   ფილტვებში მდგომრეობა გაუმჯობესდა,  მაგრამ  პროცესი  დაიწყო  თირკმელებში.  ორგანიზმმა  შეწყვიტა  წინააღმდეგობა.  ივლისის  ბოლოს  ის  გარდაიცვალა.  საკუთარ თავს კი  შევამჩნიე,  რომ  რაც  უფრო მეტად ვცილობდი  მის  გადარჩენას,  მით  უფრო  უარესდებოდა   ჩემი  ჯანმრთელობის  მდგომარეობა,  მეც აღმენიშნებოდა  იგივე  ნიშნები. გამახსენდა,  რომ  ერთხელ,  როდესაც  ერთ კომპანიაში, სადაც  შეკრებილი  ვიყავით  რამდენიმე  ექსტრასენსი,  და  ვერთობოდით  დიაგნოსტიკით,  ერთ-ერთი მათგანი შემობრუნდა  და  მითხრა: ,,თქვენი  სიკვდილის  მიზეზი  იქნება  ფილტვები“.
       მე  ეს  არ  გამკვირვებია, რადგან  რამდენიმე  წლის  წინ  რამდენიმე  თვის  განმავლობაში  სამჯერ  გადავიტანე  ფილტვების  ანთება.  სუვოროვის  სასწავლებლის პირველ კურსზე დამემართა  მძიმე  ბრონქიტი,  წამლები  არ  მოქმედებდა,  ექიმმა  დანანებით  მითხრა,  რომ  ალბათ  ტუბერკულოზი  მქონდა,  თუმცა  ასე  არ აღმოჩნდა,  წამლები  კვლავ  არ მშველოდა.  
     ექიმებმა  გადაწყვიტეს,  რომ  დავებრუნებინე  ჩვეულებრივ  სიტუაციაში,  ეგებ ორგანიზმი  თვითონ  მორეოდა  დაავადებას.  და  მართლაც  ასე  მოხდა.  შემდეგ  კი  გავაკეთე  ანალიზი,  რატომ  მოხდა  ასე.
       როცა ადამიანი  ბევრს  განსჯის,  ცუდად  ფიქრობს სხვებზე--ზიანდება  ღვიძლი.  თუ  ადამიანმა  ვინმეს  აწყენინა,  ან  თუ  მის  წყენებს  თან ახლავს აფეთქებები,  მაშინ--გული. და  თუ  ადამიანი  ხშირად  ბრაზდება,  არა  მარტო  ახლობლებზე,  არამედ  საკუთარ  თავზეც, სიტუაციაზე--ზიანდება  კუჭი.
      წყენები  ყველაზე  მასშტაბურად  აისახება  ფაქიზ  დონეებზე,  ნელ-ნელა  და  რჩებიან   შეუმჩნეველი.  და  რაც  უფრო ფართოა  პრეტენზიების  მასშტაბი,  მით  უფრო  საშიშია. უკმაყოფილება  გარემომცველი  სამყაროთი,  საკუთარი ბედით,  სიტუაციის გამუდმებული  შინაგანი  მიუღებლობა  აყალიბებენ  სიღრმისეულ  წყენებს,  რაც ხშირად  მთავრდება ფილტვის  კიბოთი. თუ  გაუმართლებს ადამიანს,  მაშინ  ტუბერკულოზით,  ხშირ-ხშირი ბრონქიტებით  და  პნევმონიებით.
      პირველ  წელს  მე  არ მინდოდა  ყოფნა  სუვოროვის  სასწავლებელში,  რადგან  არ  მომწონდა  სიმკაცრე,  დისციპლინა,  უფროსების მიერ  უმცროსების  დამცირება, ძალის  კულტი,  რომელიც  იქ  იყო,  თუმცა აქ  უფრო ნაკლები  იყო  ეს  ყველაფერი,  ვიდრე  საბჭოთა  არმიაში,  ახლა  კი  რუსეთში.  ციხეებში  უფრო  უკეთესი  მდგომარეობაა,  ვიდრე  არმიაში.
    როგორც  ჩანს,  ფილტვის კიბო  არის  პროტესტის  ფორმა,  გარემომცველი  სამყაროს  მიუღებლობა.  ეს  არის  ბრძოლის ყველაზე  უარესი  ვარიანტი- არა  გარეგნული,  არამედ შინაგანი.  და  რაც  უფრო მეტად  ბრაზდება  ადამიანი,  რაც  უფრო  მეტად  განსჯის  სამყაროს საკუთარი  თავის  შიგნით,  მით  უფრო  ძლიერად  ბრკოლდება დაცვა  გარედან .
     ,,ერთ  უცნაურ ისტორიას  მოგიყვებით,  მწერს  ერთი  მამაკაცი,  ეს  ეხება  ჩემს  ვაჟიშვილს.  აღმოჩნდა,  რომ  ერთი  ჩვეულებრივი  ჩხუბის  დროს,  მაშინ,  როცა ამ  ბიჭმა უკვე  დაამარცხა  მოწინაღმდეგე,  უცბად  გაშეშდა ადგილზე,  ბიჭი  ვეღარ ინძრევა,  ის შეიპყრო  საშინელმა  შიშმა,  დაინახა  რა  ეს მეორე  ბიჭმა,  მივიდა  მასთან  და რამდენჯერმე  ძლიერად  დაარტყა;  ამ  ბიჭმა  კი  განძრევაც  ვერ  შეძლო.  ამის  შემდეგ  კი  მას  ხშირად  დასცინოდნენ  და  სცემდნენ.  მან იფიქრა,  რომ  ეს  რაღაც  დაავადებაა,  მაგრამ  შიში  ქრებოდა,  თუ  ბიჭი  იყო  მარტო,  უმკლავდებოდა  ნებისმიერ  გამოწვევას,  მაგრამ როცა  საჭირო  იყო  თავდაცვა,  შიში  კვლავ  რჩებოდა.
       დაუცველობის  ეს  სინდრომი  ჩემთვის  ნაცნობი  იყო.  ერთ  დროს  მეც  ასე  ვიყავი,  მე  პანიკურად  მეშინოდა  ჩხუბის,  მაგრამ  ზოგჯერ  სიცოცხლესაც  კი ვწირავდი,  რომ  დამემტკიცებინა,  რომ  მხდალი  არ  ვიყავი.
        მახსენდება,  ამბავი  ერთი  ბიჭის შესახებ,  რომელსაც  ხშირად  სცემდნენ  თანატოლები,  მხოლოდ  იმიტომ,  რომ  ერთობოდნენ,  ის კი  ხელებით  იფარავდა  სახეს  და იმეორებდა:  --უფალო,  აპატიე,  რადგან  არ იციან,  რას  ჩადიან.
       აქაც  იგივე  მექანიზმი  იყო.  მხოლოდ  მაშინ  მივხვდი  ამას,  როდესაც დავიწყე  ბიოენერგეტიკაში  მუშაობა,  ეს  შიში  არის  დაცვითი  მექანიზმი  და  მეტყველებს  კარგად  ბალნსირებულ  ნერვულ  სისტემაზე.  როდესაც  გავიზარდე,  რამდენჯერმე  ჩხუბის  დროს  კინაღამ  შემომაკვდა  ადამიანი,  იმდენად  გაბრაზებული  ვიყავი,  რაღაც  სასწაული  მაჩერებდა,  განსაკუთრებით  მაშინ,  როდესაც  ვხედავდი,  რომ  ადამიანი  უსინდისოდ  იქცეოდა.  თუ  აგრესიის  შინაგანი  აფეთქება  არ იქნა  შეჩერებული  გარეგნული  გაშეშებით  შიშის  გამო, აუცილებლად  მოხდება  მკვლელობა ფიზიკურ,  ან  ენერგეტიკულ  დონეზე.  როდესაც  მომატებულია  ორიენტაცია  ადამიანურ  ,,მე“-ზე  და  მასთან  დაკავშირებულ  ღირებულებებზე,  ადამიანში  მატულობს  ადამიანური  ღირებულებების  და  ადამიანური ,,მე“-ს  მნიშვნელობა;  და  შესაბამისად,  იმატებს  სურვილი  დაცულ  იქნეს  ეს  ადამიანური  ღირებულებები  გარეგნულად,  ხოლო  შინაგანად  პირიქით--მოხდეს ადამიანური  ღირებულების  შეძულება.  და  როდესაც  ადამიანს  არ  შეუძლია  გარეგნული თავდაცვა,  ეს  შინაგანად  იცავს  მის  სულსაც  და მის  სიცოცხლესაც.
     ანუ  გამოდის,  რომ არასრულფასოვნების  კომპლექსი  არის  შედეგი  შინაგანი სრულფასოვნებისა.  და  მთავარი,  რაც  უნდა  განვავითაროთ,  არის  არა  უნარი  თავდაცვისა  და  თავდასხმისა,  არამედ  უნარი  სიკეთისა,  უნარი  იმის  შეგრძნებისა,  რომ ადამიანური  ,,მე“  და  მასთან  დაკავშირებული  ღირებულებები  არის  მეორადი,  ხოლო პირველადი  არის  ღმერთისადმი  სიყვარული.  
    რადგან  პედაგოგიკა,  ფსიქოლოგია,  მედიცინა  ორიენტირებულები  არიან  ადამიანურ  ღირებულებებზე,  რადგან  მათ  წარმოდგენა  არ აქვთ  ადამიანის  პიროვნებაზე,  ამიტომ  მათი  მეთოდები,  ტექნიკები  იძლევიან  ისეთ  შედეგებს,  რომლებიც  შეიძლება  მოკლევადიანად  დადებითადაც  ჩანდეს,  მაგრამ  შორეული  შედეგების  შეფასება  წარმოუდგენელია.  ასე  რომ,  სუვოროვის  სასწავლებელში  ქრონიკული  ბრონქიტისაგან  განვიკურნე  იმის  გამო,  რომ  მე  ქვეცნობიერად  მივხვდი:  ---ან  მივიღებ  სამყაროს  ისეთს,  როგორიც  არის,  ნელ-ნელა  მივიღებ  სიხარულს  და  გარედან  გავაძლიერებ  წინააღმდეგობას  და  აქტიურ  ქმედებებს,  ან დავაგროვებ  უფრო  და  უფრო  მეტ  უკმაყოფილებას  გარემომცველი  სამყაროს  მიმართ,  ასევე  სიტუციების  მიმართ,  რის  გამოც  გავაგრძელებ  ავადმყოფობას  და  მოვკვდები.
      საერთოდ,  კიბო--ეს  არის სევდის,  დეპრესიის  დაავდება.  სასოწარკვეთილება, საკუთარი  თავით  და  ბედით  უკმაყოფილება თითქმის  ყოველთვის  ონკოლოგიაა. მისკენ  უმეტესად  მიდრეკილები  არიან  სულიერი ადამიანები,  რადგან  საკითარი  თავის  ,,ჭამა“,  დარდი  წარსულზე,  კრიტიკა,  გარემომცველი  სამყაროს  მიუღებლობა  მათ  უფრო  ძლიერი  აქვთ,  ვიდრე  სხვებს.  ,,უხეშებს  ეძლევათ  სიხარული,  ნაზებს--სევდა“,--ამბობდა  ესენინი.  უხეში  არის  ის,  ვინც  უფრო  მეტადაა  ორიენტირებული  მატერიალურ  ღირებულებებზე,  ნაზი  კი  არის  ის,  ვისთვისაც  ყველაზე  მთავარი  სულიერებაა.  თუ  ადამიანი  ცხოვრობს  მხოლოდ  სულიერი  ღირებულებებით,  ის ხდება  უფრო  სევდიანი  და  ნაზი,  მაგრამ ეს მხოლოდ  გარედან,  მისი სულის  სიღრმეში  იზრდება  გაბოროტება,  და  ეს მთავრდება  ცუდად.  იმისათვის,  რომ  ადამიანმა  შეძლოს  ცხოვრება  ერთდროულად  როგორც  სულიერი,  ასევე  მატერიალური  ღირებულებებით,  საჭიროა,  რომ  ჯერ  ისწავლოს  ცხოვრება  სიყვარულით.  
      ჩემი  ახალგაზრდობის  იმპულსი  იმდენად  ძლიერი  იყო  სულიერი  ღირებულებების  მიმართ,  რომ  გადარჩენის  შანსი  ფაქტიურად  არ  მქონდა.  მე  ვგრძნობდი,  ჩემი  სული  როგორ  მძიმდებოდა  სევდით,  მაგრამ  ვერაფერს  ვახერხებდი. მე  გადამარჩინა  მშენებლობაზე  მუშაობის  5-მა  წელმა.  მე  ვმუშაობდი  დურგლად, შემდუღებლად,  ელექტრიკოსად,  ოსტატად.  მშენებლად  ნამდვილად არ  ვვარგოდი, ყველაფერი  ხელებიდან  მივარდებოდა,  ძალიან  მიჭირდა.  მიუხედავად  ამისა,  მე  პრინციპულად  არ  ვსვამდი,  სოჭში  ცხოვრების  შემდეგ  ძალიან  ძნელი  იყო  30 გრადუსიან  ყინვაში  მუშაობა,  ამიტომ,  რომ  ამეტანა  ეს პირობები,  დავიწყე  სიმღერა--ნახევარ  ხმაზე.  ჩემი  ბრიგადირი  გაბრაზებული  ეხვეწებოდა  უფროსს,  რომ  გავეგდე  სამსახურიდან:  ,,მოგვაშორე  ეს  კომპოზიტორი“,  მაგრამ  რადგან  უფროსი  ბიძაჩემი  იყო,  მე  ვაგრძელებდი  მუშაობას,  თუმცა ხელებში  ყველაფერი  მემტვრეოდა,  მიფეთქდებოდა,  იწვოდა.  და  მე  დავიწყე  შეგრძნება  იმ  უბრალო  ადამიანური  გრძნობებისა,  რომლებსაც  ადრე  ზევიდან  დავყურებდი  და  დავცინოდი.  მაშინ  გავაცნობიერე,  რომ აზრი,  როგორც  ასეთი  უნაყოფოა, მეორადია,  ხოლო  სიყვარულის  გრძნობა, მხიარულება  და  სიხარული--პირველადი.
        მაგრამ 1996  წლის  გაზაფხული  დაძაბულად  მიმდინარეობდა.  მესამე  წიგნი  გამოვიდა,  პრობლემები  კი  მომემატა.  ვცდილობდი  დამედგინა,  რა საკითხებისთვის  უნდა  გადამეხედა.
     პირველ  რიგში  დარღვევები  იყო  მომავლის  მიმართ.,  შემდეგ--სხვა  სამყაროების  მიმართ,  და  დროის  მიმართ.  დარღვევები  სხვა  სამყაროების  მიმართ  იწვევდა  მხედველობის  გაუარესებას,  ძალების  დაკარგვას  და  რატომღაც  ამცირებდა  ეთიკურ  იმუნიტეტს. რატომღაც  სხვა  ადამიანებმა  ცუდად  დაიწყეს  მოქცევა  ჩემს  მიმართ.  ეს  გვიან  შევნიშნე,  მაგრამ ეს ტენდენცია  მაინც ძლიერდებოდა.
        რატომაა, რომ  ერთი  და  იგივე  დარღვევა  დაკავშირებულია  აგრესიასთან,  მომავალთან  და  სხვა  სამყაროებთან?
       როგორ  არიან  დაკავშირებული  სხვა  სამყაროები  მომავალთან?  მახსენდებოდა,  რომ   ადამიანის  სული  გარდაცვალების  შემდეგ  ხვდება  ჯერ  საიქიოში,  შემდეგ  კი  სხვა  სამყაროებში,  და  რაც  უფრო  მეტ  სამყაროებს  გაივლის,  მით  უფრო  მეტი  სულიერება,  ინტელექტი  და  ნიჭი  ექნება  ადამიანს  შემდგომ  ინკარნაციაში.
       სხვა  სამყაროები  დაკავშირებულია  სულიერების  უმაღლეს დონეებთან.  დედამიწაზე  დაბადებამდე  თუ  ადამიანი  ცხოვრობდა  სხვა  სამყაროებში,  მაშინ  მისი  შინაგანი  შესაძლებლობები  უზარმაზარია,  თუმცა  იგი  ამას  ვერც  ხვდება--მას  არ ეძლევა  საშუალება,  რათა  გამოავლინოს  ისინი,  ამიტომ  ისინი  ხშირად  წარუმატებლები  არიან.  და  მხოლოდ  მათი  სულიერი  სიძლიერე  და პირადი  შარმი  განასხვავებს  მათ  სხვებისგან.  ისინი  ხშირად  შესანიშნავი  მშობლები  არიან.  ბედის  უკუღმართობა, უსიამოვნებები  და  დაავადებები  ეხმარება  მათ  სწორი  მსოფლმხედველობის  ჩამოყალიბებაში  და  ღმერთისადმი  სიყვარულის  გაძლიერებაში.  და  ისინი  გადასცემენს  შვილებს  ერთი  მხრივ--სწორ  მსოფლმხედველობას,  და  მეორე  მხრივ  უზარმაზარ  შინაგან  პოტენციალს.
        ანუ,  სხვა  სამყაროები  დაკავშირებულია  სულიერების  უმაღლეს  დონეებთან.  მაგრამ  ისინი  რაღაცნაირად  დაკავშირებულია  აგრეთვე  მომავალთან.  დიდი  ხანია  შევამჩნიე,  რომ  ნათელმხილველები  ქვეცნობიერად  კონტაქტირებენ  საიქიოსთან.  და  თუ  არსებობს  კავშირი  სხვა  სამყაროებთან,  ეს  უკვე  უახლოვდება  წმინდანის  ან  წინასწარმეტყველის  დონეს.  წინასწარმეტყველებებში  ცოტაა  კონკრეტული  ფაქტები,  მაგრამ  მეტია  სტრატეგიული  ინფორმაცია.  საიქიოში  შემჭიდროვებულია  დროის  წერტილები,  და  აქ  უკვე  შეიძლება  მომავლის  დანახვა.  სხვა  სამყაროებში  კი  აღქმის  ხარისხი  წარსულისა,  მომავლისა  და აწმყოსი--უფრო  მასშტაბურია.
      ვთქვათ  ასე:  ფსიქოლოგებმა  დააგინეს,  რომ  ადამიანის  მიერ  აწმყოს  გააზრებას  ჭირდება  დაახლოებით  12  წამი, 8  წამი--  წარსულს  და  2-4  წამი-- მომავალს.  საიქიოში  ეს  დრო  შეიძლება  უდრიდეს  2  თვეს,  სხვა  სამყაროებში  კი --2 წელს.
     შესაბამისად,  გარშემომყოფი  სამყაროს  აღქმა  სხვანაირია,  აზროვნება,  ლოგიკაც  სხვანაირია.  მაგალითად,  ის,  რომ  მე  პრობლემები  მეწყებოდა,  ვიგრძენი  მაშინ,  როდესაც  დავიწყე  მუშაობა  მესამე  წიგნზე.  ის, რომ  დამეწყო  გეგმების და იმედების  დანგრევა,  ეს კიდევ  არ  იყო  დიდი  პრობლემა,  საქმეები  მიდიოდა  უცნაური  გართულებების  თანხლებით. 
    1995 წლის  დეკემბერში  გადავწყვიტე  ამერიკაში  წასვლა  3  წლიანი  ვიზით.  მიწვევით  და ყველა  საჭირო  საბუთით  მივედი  საკონსულოში.  გასაუბრებამ  ნორმალურად  ჩაიარა.
----გეთაყვა,  გადაიხადეთ  ვიზისთვის  და  3  საათის  შემდეგ  მობრძანდით  პასპორტისთვის.  --მივედი,  მაგრამ  პასპორტი  ვერ  მომცეს.--რატომღაც  თქვენი  შემოწმება  გადაწყვიტა  გოსდეპარტამენტმა,  და  ამიტომ  მობრძანდით  1  კვირის  შემდეგ.
    მივედი  1 კვირის  შემდეგ,  მაგრამ  ამჯერადაც  უპასპორტოდ  წამოვედი,  მიზეზად  გაფიცვა  გამოაცხადეს  და  ამას დააბრალეს,  რომ  ვაშინგტონიდან  პასუხი  ჯერ  არ იყო  მოსული.  ამის  შემდეგ  გაგრძელდა  იგივე, სხვადასხვა  მიზეზთა  გამო  კიდევ  რამდენჯერმე  გადაიდო  გამგზავრებაზე  თანხმობა.  მივხვდი,  ეს  უკვე  შეიძლებოდა  უსასრულოდ  გაგრძელებულიყო,  მთავარი  კიდევ  ის  იყო,  რომ  ჩემი  პასპორტი  იმყოფებოდა  ამერიკის  საელჩოში  და სხვაგან  ვერსად  წავიდოდი.  ამავე  დროს,  მათ  მითხრეს,  რომ  როცა  მინდოდა,  მაშინ  შემეძლო  პასპორტის  გამოტანა  იქიდან.
     ამის  შემდეგ  მე  დავურეკე  ჩემს  ნაცნობს  ამერიკაში  და  ვთხოვე  გაეგო,  რაში  იყო  საქმე.  მან  გაარკვია,  რომ  ჩემი  საბუთები  სახელმწიფო  დეპარტამენტში  არ  იყო;  ამის  შემდეგ  კიდევ  იყო  უამრავი  ზარი ,  უცნაური  პასუხები,  ბოლოს  ხელი  ჩავიქნიე:---ე.  ი.  ამჟამად  ჩემი  ამერიკაში  წასვლა  არ  შეიძლება--დავასკვენი  მე.
    გადავწყვიტე  საბოლოოდღა  დამერეკა,  რის  შემდეგაც  შევიტყე,  რომ  საბუთები  მზად იყო  და  თვითონ  კონსულს  უნდა  გადმოეცა  ჩემთვის-- რაც  ასევე  უცნაური  იყო.  ამის  შემდეგ  კვლავ  მრავალი  წვალება,  სიარული,  ლოდინი  მომიწია  და  როგორც  იქნა,  მარტის  ბოლოსთვის  მივიღე  ვიზა.
          ამის  შემდეგ  კი  ვეცადე  გამეანალიზებინა,  ის  თუ  რატომ  მოხდა ყოველივე--ეს.
          ---რაც  უფრო  უხერხული  და  დამამცირებელი  სიტუაცია  იქმნება  შენს  გარშემო, მით  უფრო  ნათელი  ხდება,  რომ  მიმდინარეობს  მომზადება  უფრო  სერიოზული  რამისთვის.  ამ სიტუაციაში  მეთოდურად  და  ზუსტად  მიმდინარეობდა  ჩემი  მომავალი  გეგმების  და იმედების  ნგრევა.  მე  მესმოდა,  რომ  თუ  ჩემში  წავიდოდა  თუნდაც  უმცირესი  გაღიზიანება  და  გაბოროტება,  უკვე  შეუძლებელი  იქნებოდა  გადამელახა  ის  გამოცდა,  რომელიც,  როგორც  ჩანს  მალე  დაიწყებოდა.  და  ნელ-ნელა  შევეჩვიე  იმას,  რომ  ამჯერად  ნებისმიერი  გეგმა  და  მიზანი  ჩამეშლებოდა.  და  ეს  საკმაოდ  ადვილი  იყო  უკვე  ჩემთვის.
        ბევრად  უფრო  ძნელი  აღმოჩნდა  მიმეღო  ის  ღალატი  და  უსამართლობები,  რომლებიც  დაიწყო  იგივე  გაზაფხულზე.   
        მესამე  წიგნში  მე  ვწერდი  ბიზნესმენზე,  რომელსაც  დაუზიანდა  ენერგეტიკული  ველი  და  წავიდა  ბედის  დანგრევა,  და  ამავე  დროს გაუუარესდათ  ბედი  და  ხასიათი  მის  თანამშრომლებსაც.  აღმოჩნდა,  რომ  მაღალი,  დაუმსახურებელი  ხელფასით  შეიძლება  ასევე  დაზიანდეს  ადამიანის  ბედი  და  ხასიათი.  და  აი,  ახლა  მე  ვასახელებ  ამ  ადამიანს---ეს  ვიყავი--მე.  მე  მინდოდა,  რომ  ჩემს  სამსახურში  მომეწყო  კომუნიზმი,  ყველა  თანამშრომელი  ყოფილიყო  მატერიალურად  კარგად  უზრუნველყოფილი.,  მით  უმეტეს--ისინი  მხოლოდ  7-ნი  იყვნენ.  პირველად  შევამჩნიე,  რომ  თანამშრომლებს  გაუუარესდათ  ბედი,  შემდეგ  კი  მხედველობა,  ეს კი  უკვე  საგანგაშო  სიგნალი  იყო.  შემდეგ  შევამჩნიე,  რომ  თანამშრომლებს  წარმოექმნათ  პრეტენზიები  ჩემს  წინააღმდეგ--ჩამოყალიბდა  ნამდვილი  ოპოზიცია.  მე  მესმოდა,  რომ  არავითარ  შემთხვევაში  არ  უნდა  გამჩენოდა  განსჯა,  წყენა.  თუ  ვერ  შევძლებდი  ამას,  მე  ვერ  მივხვდებოდი  მომხდარის  მიზეზს,  რომ  არაფერი  ვთქვათ  იმაზე,  რაც  ამას  მოყვებოდა--განსაცდელები  და  ავადმყოფობები,   თუმცა  ხშირად  სრულიად  მოულოდნელი  სიტუაციები  ხდებოდა.
       მახსოვს,  ერთი  ნაცნობი,  რომელსაც  მე  აბსოლუტურად  ვენდობოდი, მიყურებს   თვალებში  და  მეუბნება:  ,,მისმინე,  შენ  სიკვდილს  გადამარჩინე,  და  მე  შენ  არასოდეს  გაგყიდი,  რაც  შეეხება  ფულს--შეგიძლია  100%-ით მშვიდად  იყო.“
       რბილად  რომ  ვთქვათ,  როგორც  შემდეგ  გავიგე, მისი  სიტყვები  არ  შეესაბამებოდა  სიმართლეს.  ჩემი  ყველა  შეხედულება  წესიერებაზე,  ზნეობრიობაზე,  პატიოსნებაზე  1996  წლის ზაფხულის  დასაწყისში  მთლიანად  ჩამომექცა.  მე  ვთვლიდი,  რომ  ადვილად  შემეძლო  მიმეღო  ფულის  დაკარგვა,  ნებისმიერი  წარუმატებლობა,  ურთიეთობების  გაწყვეტა,  ისე,  რომ  თვალიც  არ  დამეხამხამებინა.  მიმაჩნდა,  რომ  ვიყავი  საკმაოდ  ბალანსრებული.  მაგრამ  აღმოჩნდა,  რომ  ღალატმა,  უსინდისო  საქციელმა  უბრალოდ  დამანგრია,  და არაფრის  გაკეთება  არ  შემეძოლო.
       არ  მეგონა,  რომ  ჩემი  სული  ასე  ძლიერ  იყო  მიჯაჭვული  ისეთ  ადამიანურ  ღირებულებებზე,  როგორებიცაა  იდეალები,  მორალი,  ზნეობრიობა,  სამართლიანობა.  გონებით  მესმოდა,  რომ  თანამშრომლების  და  სხვა  ადამიანების  საქციელი ჩემს  მიმართ   გამოწვეული  იყო  ჩემი  მდგომარეობით,  რომ  მათი  საქციელი  ჩემთვის  იყო  ხსნა  და გაფრთხილება,  მაგრამ  წყენას  ვერ ვერეოდი--გრძნობები  არ  მემორჩილებოდნენ.

ჩინგისხანის  დროს  მონღოლების ყველაზე  საშინელი  სასჯელი  იყო იმ  დანაშაულისთვის,  რომელსაც  ეწოდებოდა:  ,,იმ  ადამიანის  მოტყუება,  რომელიც  გენდობოდა“. ერთი  მხრივ,  სიმდაბლე  და ღალატი  ადრე  თუ  გვიან აუცილებლად  დაისჯება.  შემთხვევითი  არ  არის,  რომ  იუდამ  თავი  ჩამოიხრჩო,  მეორე  მხრივ,  კი ყველა  ადამიანი  იმართება  ღმერთის  მხრიდან,  ე. ი.  ღმერთის  წინაშე  დამნაშავეები  არ  არიან.  მაგრამ  ყოველი  ვერაგი,  მოღალატე  საქციელი  არ  არის  შემთხვევითი,  ეს  კი  ნიშნავს,  რომ  ის  კურნავს  იმ  ადამიანს,  რომელსაც  ღალატობენ.  მაგრამ  როგორ  კურნავს  ეს  სულს,  მე  არ  მესმოდა,  და  ეს  ხელს  მიშლიდა  იმაში,  რომ  გავთავისუფლებულიყავი  წყენებისაგან.  მე კვლავ  ვაგრძელებდი  ჩემს  გამოკვლევებს  და  ბოლოს  მივედი  სრულიად  მოულოდნელ  დასვნამდე,  რის  შემდეგ  მივხვდი  ყველაფერს,  და  რომელიც  დამეხმარა,  რომ  გადავრჩენილიყავი.
     როგორც  ჩანს,  მომავალი  არის  არა მხოლოდ  მიზნები,  ამოცანები,  პრინციპები  და  იმედები.  მომავალი  არის  ასევე  იდეალები,  სულიერება  და სიკეთე,  ზნეობა,  წესიერება  და სამართლიანობა.  ადამიანი,  რომელიც  მიჯაჭვულია  მომავალზე,  მას  კარგავს. მომავლის  დაკარგვა  კი  სიკვდილია. აღმოჩნდა,  რომ  სიმსივნური  დაავადებები  ჩნდება  მაშინ,  როდესაც  დახურულია  მომავალი.  ე. ი.  ადამიანი,  რომელსაც  არ  შეუძლია  მიიღოს  თავისი გეგმების  და  იმედების  კრახი,  ადამიანი,  რომელსაც  შინაგანად  არ  შეუძლია  მიიღოს ღალატი,  უსამართლობა,  უზნეობა,  იდეალების  კრახი,  სულიერების  შეურაცხყოფა,--ასეთი  ადამიანი  პირდაპირ  მიდის  მძიმე  დაავადებისაკენ  და  სიკვდილისკენ.
       მრავალი  თვის  განმავლობაში,  ვუბრუნდებოდი  რა იმავე  მოვლენებს,  ნელ-ნელა  ვიაზრებდი--რა  მოხდა  მაშინ.  როდესაც  ვწერდი  მესამე  წიგნს,  მე  უკვე  მესმოდა,  რომ სულიერება---ესა  არ  არის  ღმერთი,  და  ბევრი,  რომელიც ევედრება  ღმერთს,  სინამდვილეში  ლოცულობს სულიერი  ღირებულებების  მიმართ, ანუ--ჩემთვის  სულიერება  და  სიყვარული  გახდნენ  სხვდასხვა  ღირებულებები.  აღმოჩნდა,  რომ  ჩემთვის  ზნეობრიობა,  წესიერება,  იდეალები  და  სიყვარული  ყოფილა  სინონიმები.  ზნეობრიობას  მე  ვურევდი  სიყვარულში,  და  ქვეცნობიერად  ყოველთვის  ვთვლიდი,  რომ  ზნეობრიობა  უფრო  მაღლა  დგას,  ვიდრე  სიყვარული,  ე.  ი.  სიყვარული  იმ  ადამიანისა,  რომელმაც  გიღალატა  და  შეურაცგყო,  არ  შეიძლება.   ცხოვრებამ  ამის  შესახებ  ჩემში  შემოიტანა  კორექტივები.  შემდეგ  გავიგე  კიდევ  ერთი  მნიშვნელოვნი  დეტალი.
       ჩემი  წიგნი  ძალიან  მნიშვნელოვანი  იყო  ბევრი  ადამიანისათვის  და  არასწორი  მსოფლმხედველობით  შეიძლებოდა  დაზიანებულიყო  ბევრი  მათგანი.
      ბუნებრივია,  ამის  დაშვება  არ  შეიძლება.  ეს  ნიშნავს,  რომ  უნდა  მქონდეს  შესაძლებლობა,  რომ  მე  შემეძლოს  სიყვარულის  შენარჩუნება  მაშინ,  როდესაც  დამინგრევენ  ყველა  ადამიანურ  ღირებულებებს,  და  თუ  მე  შევინარჩუნებ  სიყვარულს,  არა  მარტო  ვიცოცხლებ,  არამედ  შევძლებ  სწორად  დავწერო  ეს  სტრიქონები.  და  თუ  ადამიანური  ღირებულებების  ნგრევის  დროს  მე  ვერ  შევინარჩუნებ  სიყვარულს  ღმერთის  მიმართ,  მაშინ  სიცოცხლე,  ჯანმრთელობა  და მით  უმეტეს  წიგნის  წერა  შეუძლებელია.  და  მაშინ,  თუმცა  ჯერ  კიდევ  არაფერი  მესმოდა,  განუწყვეტლივ  ვიმეორებდი:  ,,მე  მიყვარს  ყველა,  ვინც  მე  გამყიდა,  მე  მიყვარს  ყველა,  ვინც  უსამართლოდ  მომექცა. მე  მიყვარს  ისინი,  ვინც  შეურაცხყო  ჩემი  იდეალები  და  დამინგრია  იმედები“.  სული  მეწინააღმდეგებოდა,  მე  კი  ასჯერ  და ასჯერ  ვიმეორებდი  ამ  სიტყვებს  და  ვიჯერებდი  ამას.  ,,რა უსიამოვნებები  და უბედურებებიც  გინდა  დამემართოს,  ჩემი  სიყვარული  შენდამი,  ღმერთო--არ კლებულობს,  ვიმეორებდი  მე, -- და  ნებისმიერი  ადამიანური  ღირებულებების  დანგრევას  მე  ვიღებ,  როგორც  განწმენდას  ჩემი  სიყვარულისა  შენდამი“.
     ---ეს  ლოცვა  მეხმარებოდა, რათა  არ  გავბოროტებულიყავი  კრიტიკულ  სიტუაციაში.
  [მ. კ. ჩემი  შენიშვნა:--ანალოგია:--ქრისტეს მიერ თავისი  მწამებლების  და  ჯვარმცმელების  სიყვარული].
          ვაანალიზებდი-რა  ასჯერ  და  ათასჯერ  უკანასკნელ  მოვლენებს,  სიღრმისეულად  მესმოდა,  კავშირი  ამ  გარეგნულად  შეუთავსებელი  მოვლენებისა.  მე  მივხვდი,  რატომაა  პირველი  სიყვარული  ხშირად  წარუმატებელი.--რადგან  იგი  არის  სიმბოლო  ადამიანური  ბედნიერებისა.  და  როდესაც  ადამიანის  სულში  ნარჩუნდება  სიყვარული,  მიუხედავად  გარეგნული  კრახისა,  ადამიანს  უკვე  ეძლევა  საშუალება  უყვარდეს  ყოველგვარი  საშიში  შედეგების  გარეშე,  როგორც  ჯანმრთელობითვის,  ასევე  სიცოცხლისთვის.
       ან,  წარმოვიდგინოთ  სხვა  სიტუაცია. მამაკაცს  უყვარდება  ქალი,  ისიც  პასუხობს  დადებითად.  და  აი,  მოულოდნელად --რაიმე  განსაკუთრებული  მიზეზის  გამო  ქალი  იწყებს  ცუდად  მოქცევას  ამ მამაკაცის  მიმართ,  უღირსად  და  უწესოდ.  მამაკაცს  არ  ესმის,  რაშია  საქმე.  ქალსაც  ძალიან  უჭირს  შემდეგ  საკუთარი  საქციელის  ახსნა.  სიტუაცია  კი  შემდეგშია,  რასაც  ჩვენ  ვეძახით  ,,მომავალთან  კონტაქტს“,  ე.  ი.  პატიოსნება,  სულიერება,  სიკეთე,  პრინციპები,  ოცნებები  და  იდეალები  დევს  საფუძველში:  სულიერი ურთიერთობებისა,  სრულყოფილებისა, ნიჭისა,  და  ინტელექტისა.  და  თუ  შეყვარებულ  მამაკაცს  ორიენტაცია  საყვარელ  ქალთან  ურთიეთობებზე,  მის  სრულყოფილებაზე,  მის  სულიერებაზე აქვს  ისეთი  დონის,  რომელიც  კვეთავს  წითელ  ხაზს,--ის  დაიღუპება,  ან ძლიერად  დაავადდება.  და  პირველ  რიგში  მისი  სიცოცხლის  ხსნა  შეიძლება  მხოლოდ  ქალის  უსინდისო,  უსამართლო  საქციელით.  მაგრამ  თუ  მამაკაცი  შეინარჩუნებს  სიყვარულს,  მაშინ  მიჯაჭვულობა  მომავალზე  შემცირდება,  და  შესაბამისად  შემცირდება  მიჯაჭვულობა  ურთიეთობებზე,  ნიჭზე  და  ინტელექტზე. 
       ე. ი.  რაც  უფრო  მეტი  გვაქვს  უნარი  შევინარჩუნოთ  სიყვარული  და  მივუტევოთ  საყვარელ  ადამიანს,  რომელმაც  შეურაცხყო  ჩვენი  ყველაზე  ნათელი  და ამაღლებული  გრძნობები,  მით  უფრო  მეტი  ჰარმონიული  ურთიერთობები,  ნიჭი  და  ინტელექტი,  და  ის,  რასაც  ჩვენ  ვუწოდებთ  ,,ადამიანურ  ბედნიერებას“,--მოგვეცემა. 
       ამის  გაცნობიერებამ  მომცა  საშუალება,  რომ  არა  მარტო  გადავრჩენილიყავი  და შემეჩერებინა  უკანსვლა  ცხოვრებაში,  რომელიც  დაიწყო  1996  წლის  გაზაფხულზე,  არამედ  დავხმარებოდი  სხვა  ადამიანებს,  რომელთა  უმძიმესი  დაავადებები  გამოწვეული  იყო  იმით,  რომ  მათ  ვერ  შეძლეს  სიყვარულის  გადარჩენა  მძიმე  სიტუაციებში.

3. ახალი ღირებულებები            


               მესამე  წიგნი  გამოვიდა,  ის  ბევრს  დაეხმარა,  მაგრამ  უკვე რამდენიმე  თვის  შემდეგ  დავინახე,  რომ  ინფორმაცია,  რომელიც  გადმოცემულია  მასში,  ჩამორჩებოდა  იმ  ცოდნას,  რომელიც  მე  მივიღე  1996  წლის  ზაფხულში.  უკვე  დრო  იყო  დამეწერა  ახალი  წიგნი,  არადა  მინდოდა დავწყნარებულიყავი,  დამესვენა,  შემდეგ  კი  დამეწერა  წიგნი,  სადაც  ვუპასუხებდი  კითხვებს  და  ავხსნიდი  გაუგებარ  ადგილებს.
           ხშირად  მეუბნებოდნენ,  რომ  ინფორმაცია  ძალიან  შეკუმშულია,  და შეიძლებოდა  დამეწერა  რამდენიმე  წიგნი,  სადაც  უფრო  კარგად  გადმოვცემდი  იმ შინაარსს,  რაც  დევს  უკვე  დაწერილ  წიგნებში.
         განვლილმა  მოვლენებმა  დამანახა,  რომ  სისტემა  არაა  დასრულებული  და  რომ    შეიძლება  მოვიდეს  სრულიად  მოულოდნელი  ინფორმაცია,  რომლის  დასამუშავებლადაც     საკმაო  ძალისხმევაა  საჭირო.
        შემოდგომაზე  მე  ვთვლიდი,  რომ ყველა  ადამიანური  ღირებულება  შეიძლება  დავაჯგუფოთ   სამ  ჯგუფად: 
1.  ურთიერთობები.
2. ნიჭი,  ინტელექტი,  სრულყოფილება.
3. კონტაქტი  მომავალთან,  რომელიც  დევს  წინა  ორის სათავეში.
ყოველი  ახალი  ინფორმაციის  მიღება ხდებოდა  შემდეგი  სახით:
    პირველად  ჩემს  გარშემო  ყველაფრის  დანგრევა,  სიტუაციაზე  კონტროლის დაკარგვა.  შემდეგ   მცდელობა  მომხდარის  გაგებისა  და  შეფასებისა.  შემდეგ  სისტემაში  ახალი რგოლის  დამატება.  და  ბოლოს,  მოდელის  დამუშავება  პრაქტიკაში.  ანუ  საკუთარი  თავის  განწმენდა  ამ  მიმართულებით,  სწორი  გააზრება  და  გავლა ასობით  სიტუაციისა, და  ა. შ. ამის  შემდეგ  შეიძლებოდა,  რომ  ახალი  ინფორმაცია  გადამეტანა  წიგნში.  დაუმუშავებელი  ინფორმაცია  შეიძლება  მკითხველისთვის  სახიფათო  ყოფილიყო--ეს  ჯერ  კიდევ  პირველი  წიგნის  წერის  დროს  აღმოვაჩინე.
    სიტუაცია,  რომელიც  მაშინ  მოხდა,  უბრალოდ  მისტიკური  იყო.  როდესაც  ვცდილობდი  პირველი  წიგნის  ტექსტის  დაწერას,  თითქოს ზევიდან  რაღაც  მაწვებოდა.  ჩვეულებრივ,  როდესაც  ავტორი  წერს  წიგნს, მრავალი  თვე  ასწორებს  ხელნაწერს,  შემდეგ  დარბის  რედაქტორებთან,  რომ  დაბეჭდონ  მისი  წიგნი.  ჩემმა  პირველმა  რედაქტორმა  კი  თვითონ  მიპოვა,  როდესაც  წაიკითხა  ჩემს  შესახებ  ჟურნალში:  ,,მეცნიერება  და  რელიგია“,  თვითონ  შემომთავაზა,  რომ  დამეწერა  წიგნი,  მაგრამ  როცა  დაინახა,  რომ  მე  წერა  არ  შემიძლია,  იპოვა  გამოსავალი:  ,,თქვენ  შეგიძლიათ  ჩაწეროთ  ტექსტი  მაგნიტოფონის  ლენტზე,  დანარჩენი  კი  ჩვენ  მოგვანდეთ“. ჩვენმა  საერთო  ნაცნობმა  გააფრთხილა,  რომ  მე  შუა  წერაში შეიძლება  მივატოვო  ეს  საქმე,  ამიტომ  ჯერ  კიდევ  არარსებულ  ხელნაწერში  მე  გადამიხადეს  საკმაოდ  კარგი  თანხა,  რომელიც  მალევე  დავხარჯე.  რამდენიმე  თვის  შემდეგ  კი,  მე  მართლაც  დავკარგე  ინტერესი  წერისა,  რადგან ეს  საქმე  აღმოჩნდა  საკმაოდ  რუტინული  და  მძიმე,  მაგრამ  უკანდახევა  უკვე  დაგვიანებული  იყო.  აღმოჩნდა,  რომ  ყველაფერი,  რაც დაკავშირებული  იყო  კარმის  გაგებასთან,  მასზე  ინფორმაციასთან  კრაზანების  ბუდეს  გავდა,  ოდნავი  შეხებაც  კი  მასთან  ისეთი  მოვლენების  განვითარებას  იწვევდა,  რომ  სასწრაფოდ  უკან  გამობრუნება  უნდა  მოგესწრო. იმისათვის,  რომ  ადვილად  მეკარნახა  ტექსტი,  შევთავაზე ადამიანთა  ჯგუფის  შეკრება,  რომლებსაც  უბრალოდ  მოვუყვებოდი  ჩემი  გამოკვლევების  შესახებ.  და  აი,  მე  მათ  გადავეცი ,,ნედლი“  ინფორმაცია,  ისე,  რომ  წარმოდგენაც  არ მქონდა,  რომ  ეს  სახოფათო  შეიძლებოდა  ყოფილიყო.  რამდენიმე  წუთში  ყველამ  შეამჩნია,  რომ  რაღაც  უცნაური  ხდებოდა.  მათ  გაუფითრდათ  სახეები,  გრძნობდნენ  საოცარ  სისუსტეს,  რომელიც უფრო- და  უფრო  უძლიერდებოდათ.  მათი  თავების  გარშემო  ველი  შეიცვალა.  დაიწყო  მსუბუქი  პანიკა.  მე კი  წარმოდგენა  არ  მქონდა,  რა  უნდა  გამეკეთებინა,  არადა  ეს  აშკარად  საჭირო  იყო.
    --თქვენ  არ  უნდა  მიგეღოთ  ეს ინფორმცია, იგი  რატომღაც ძალიან  საშიშია  თქვენთვის. მე  ჯერ-ჯერობით  არ  ვიცი  რა  გავაკეთო,  გარდა იმისა,  რომ  ყველაფერი  წავიღო  უკან. ამ  დროს  გონება  გამინათდა,  მართლა  წავიღებ  ამ  ინფორმაციას  უკან.
   --ახლა  თქვენ  დაივიწყებთ  ყველაფერს,  რაც  მე  აქამდე  გითხარით--ვუთხარი  მათ.
    9  წამის  შემდეგ  ყველაფერი  წაშლილი  იყო.  ამის  შემდეგ  დავინახე,  რომ ყველაფერი  ჩადგა  ნორმაში,  რის  შემდეგ  გავაგრძელეთ  საუბარი.  მე  მივხვდი,  რომ ინფორმაციასთან  პირდაპირი  მიერთება  ჩემთვის  შეიძლებოდა  ყოფილიყო  უხიფათო,  სხვებისთვის  კი  საშიში.   და  რომ  ინფორმაცია  ჯერ  ჩემში  უნდა  შემომეშვა, მომეხდინა  ადაპტირება  და  შემდეგ  გადამეცა  სხვებისთვის--ანუ  უნდა  ვყოფილიყავი  თავისებური ფილტრი.  წიგნთან  დაკავშირებით  კი  საქმე  უფრო  სერიოზულადაა,  რაც  არ უნდა  მნიშვნელოვანი  იყოს  ინფორმაცია,  გადის  დაახლოებით  ნახევარი  წელიწადი,  რათა  უკვე  შესაძლებელი  იყოს  მისი  მოთავსება  წიგნში.
   ასე,  რომ, 1996  წლის  შემოდგომაზე  მე  ვთვლიდი,  რომ  ახალი  თემა  არ  გაჩნდებოდა;  მაგრამ  ის  გაჩნდა,  თან  მოულოდნელად,  როდესაც  მე  ვიმყოფებოდი  საზღვარგარეთ.  ჩემთან  შეხვედრა  მოინდომა  იმ  ქვეყნის  მეთაურმა,  სადაც  ვიმყოფებოდი.
   მე  შევამოწმე  ეს  ადამიანი  დისტანციურად,  მასთან  ვლინდებოდა  მოკაშკაშე ლაქა--მფარველი  ანგელოზი,  თანაც  ძალიან  ძლიერი.  თვითონ  ეს  ადამიანიც  იყო ჰარმონიული,    სულიერად  მაღალ  დონეზე  მყოფი  პიროვნება.  ამიტომ  დავთანხმდი  მასთან  შეხვედრას.
    სხვათაშორის,  ამ  ადამიანს  ქონდა  მიჯაჭვულობა  მომავალზე.  მისი  ველიდან  ჩანდა,  რომ  არამზადებს  და  უსინდისოებს  განსჯიდა. 
  --აბა  პატივისცემას  იმსახურებენ?--გაოცდა  ის,  როდესაც  უკვე  ვსაუბრობდით.--,,პატივისცემა  არ  არის  საჭირო,  მაგრამ  არც  განსჯა  შეიძლება“--ავუხსენი  მე.
    ეს  განსჯა  და  უკმაყოფილება  საკუთარი  თავით  წარუმატებლობების  შემთხვევაში  უკან  ბრუნდებოდა,  როგორც  თვითგანადგურების  პროგრამა,  რომელიც  შეიძლებოდა  გაძლიერებულიყო  და  შექმნილიყო  პრობლემები  ჯანმრთელობაში.  ღამით  მოულოდნელად  გამეღვიძა   საკუთარ თავში დაურწმუნებლობის  მძაფრი  შეგრძნებით,  თან  აშკარად  მეწყებოდა  მწვავე  დაავადება.  დამემართა  ძლიერი  სურდო.  თან  ეს  უკვე  აშკარად  ახალი  თემა  იყო.  ეს  არ  იყო  დაკავშირებული  არც  ურთიეთობებთნ,  არც  ნიჭთან,  არც  პრინციპებთან,  არც  იდეალებთან.  გავაკეთე  დიაგნოსტიკა:--საიდან  მოდის  დესტაბილიზაცია? -აღმოჩნდა,  რომ  მე მოვხვდი  სრულ  რეზონანსში  ადამიანთან,  რომელიც  უნდა  მენახა  დილით.  რომელიღაც  აქტიურად  მოქმედი  პროგრამა  მის  ქვეცნობიერში  შემოვიდა  ჩემთან  რეზონანსში,  მე  გამიჩნდა  საშინელი  აგრესია  სამყაროს  მიმართ,  რომელიც  გადაიქცა  თვითგანადგურების  პროგრამად და  მოხდა  მისი  შეჩერება  სურდოთი. 
     სხვათაშორის  ამ  სურდოს  მოშორება  ორი  კვირის  განმავლობაში  ვერ  შევძელი.  რამდენიმე  ხნის  შემდეგ  კი  ვუხსნიდი  პაციენტებს:
     შინაგანი  უკმაყოფილება  გარემომცველი  სამყაროთი,  სხვა  ადამიანების  განსჯა  გადაიქცევა  თვითგანადგურების  პროგრამად,  და  მისი ბლოკირება  ხდება  თავის  ტკივილით,  თავის  ტრავმით,  მენინგიტით,  ენცეფალიტით, მხედველობის  ან  სმენის  დაკარგვით. ბლოკირების  ყველაზე  დამზოგავი  მომენტი  არის  ცხვირ-ხახის  ანთება.  თუ ამით  თვითგანადგურების  პროგრამა  არ  ბლოკირდება,  შემდეგ  დარტყმა  მიდის  შარდ-სასქესო  სისტემაზე.  ასე,  რომ  ძლიერი  სურდო  არის  პირველი  ნიშანი  თვითგანადგურების  პროგრამის  აქტივაციისა.  შემდეგ  ვიხსენებდი  ჩემს  ჩაწითლებულ  თვალებს და  შესიებულ  ცხვირს  და  ვამატებდი:  ,,ხედავთ,  ამჟამად  ჩემში  ზუსტად  ასეთი  პროცესის  აფეთქება  მიდის?“  ამ  შეხვედრის  შემდეგ  რამდენიმე  კვირის  განმავლობაში  მე  ვცდილობდი  გამეანალიზებინა,  რა  შეიძლებოდა  ყოფილიყო  ჩემი  ასეთი  დაზიანების  მიზეზი?
  თემა  აშკარად  ახალი  იყო.  და  ის  დაკავშირებული იყო  ცნებასთან:  ,,ძალაუფლება“.
    ჩემთვის  ამ  თემას  არანაირი  მნიშვნელობა  არ  ქონდა,  ჩემი  პაციენტისთვის  კი  ძალიან  მნიშვნელოვანი  იყო.  ე. ი.  რომელიღაც  ცხოვრებაში  ამ  თემის  გამო  მე  მქონდა  ძლიერი  აგრესია  ადამიანების  და  გარემომცველი  სამყაროს  მიმართ.  ადამიანური  ღირებულებების იერარქიაში  ძალაუფლება  აღმოჩნდა  ერთ-ერთ  საკმაოდ  მაღალ  ადგილზე.  მაგრამ  ,,ძალაუფლება“  არის  კრებითი  გაგება.  ეს  არის  არამარტო  სიტუაციის  კონტროლი, არამედ  რამდენიმე  ადამიანური  ღირებულების  ერთიანობა.
    და  აი,  მე  კვლავ და  კვლავ  ვანგრიშობდი, ვაანალიზებდი,  ვსინჯავდი,  ვცდილობდი  გამეგო,  რაშია  საქმე.  პროგრამა  ჩემს  სულში  გაღვიძებული  იყო. ჩემი  ინფორმციით , ჩემს  მეოთხე  ცხოვრებაში  გამაჩნდა  დიდი  ძალაუფლება.  საკმაოდ  დიდი  ძალაუფლება,  რომლის  მიმართაც  არასწორი  დამოკიდებულება  მქონდა.  ამ  ცხოვრებაში  მე  ვგრძნობდი,  რომ  პატარა  ძალაუფლებაც  კი  მე  მხდის  ქედმაღალს,  სასტიკს  და  დესპოტურს.  და  ამიტომ ჩემი  ახლანდელი  ცხოვრება  შედგებოდა  დამცირებების  ჯაჭვისაგან.  როგორც  კი  მიჩნდებოდა  იმის  შესაძლებლობა,  რომ  თავი  გამომეჩინა,  როგორც  ლიდერს,  მაშინვე  ბუზივით  მსრესდნენ.  
ქვეცნობიერად  მე  ვგრძნობდი,  რომ  დიდება,  ცნობადობა და  განსაკუთრებით  მაღალი  საზოგადოებრივი  მდგომარეობა  არა  მარტო  გამრყვნიან,  არამედ  მომკლავენ,  უკეთეს  შემთხვევაში--გამაუბედურებენ.  როდესაც  დავინახე,  რომ  წავიდა  ამ  პროგრამის  აქტივაცია,  მივხვდი,  რომ  თუ  ერთ-ორ  თვეში  არ  ავითვისებ  ახალ  ადამიანურ  ღირებულებას,  უბრალოდ  ჩემგან  ქვიშის მეტი  არაფერი  დარჩება.
         და  აი, კვლავ  ვაანალიზებ : --რისგან  შედგება  ძალაუფლება?  ეს არის სხვების  ბედის მართვა,  ასევე შესაძლებლობა  საკუთარი ბედის  მართვისა,  ე. ი. ნებისმიერ  მმართველს არ უნდა  გააჩნდეს  მიჯაჭვულობა  ,,საკუთარ  კეთილდღეობაზე“.    და  ნებისმიერი  უსიამოვნების, უბედურების,  ბედის  დარტყმის  მიმათ  ის  უნდა  იყოს ცივსისხლიანი  და  მშვიდი.  უკვე  შემდეგ   მრავალჯერ  ვამოწმებდი,  დიახ:  ადამიანური  ღირებულება--ბედი--ეს  არის  ასევე ადამიანური  ღირებულების  ,,ძალაუფლება“  ძირითადი  შემადგენელი  ნაწილი.  ძლიერი  ინტუიციის გარეშე  ძალაუფლების  მქონე  ადამიანი  ვერ  შეძლებს  არსებობას,  ძლიერი  ინტუიცია  კი არის  ძლიერი  კონტაქტი  მომავალთან,  ეს  კი გააჩნიათ  იმ  ადამიანებს,   რომლებსაც  აქვთ  სულიერი  ენერგიის  დიდი  მარაგი.  
       არსებობდა  კიდევ  ერთი  კომპონენტი,  ასევე  მთავარი:  ეს იყო  ნება.  ძლიერი ნების გარეშე  არც  ერთ ადამიანს  არ  შეუძლია  მართოს  სახელმწიფო;  იგი  შეიძლება  იყოს  ნიჭიერი,  ჭკვიანი,  სულიერი,  წესიერი,  შეიძლება  მას ქონდეს  კარგი  ბედიც, მაგრამ  თუ ის  უნებისყოფოა,  სუსტია,  სახელმწიფოს  მართვა  მას  დაღუპავს.  და  რა არის  ნება? -აღმოჩნდა, რომ  მისი  შეგრძნება  უფრო  იოლია,  ვიდრე  გაცნობიერება. დიდხანს   ვატრიალებდი  თავში  სხვადასხვა  მოდელს,  რათა  გამეგო,  რა არის ნება.  ნება  ეს  არის  სურვილი,  რომელიც არსებობს  დღე,  თვე, წელი  და  ა. შ.  ჩვეულებრივი  სურვილი  არსებობს  რაღაცა პერიოდის  განმავლობაში,  შემდეგ  კი ქრება--თუ  სურვილის  შესრულების  საშუალება  უკვე  აღარ არსებობს,  თუ  სურვილი  მაინც  დარჩა--ეს  უკვე  დიდი  სურვილია,  მაგრამ,  როდესაც  სურვილი არსებობს, მაგრამ  სიტუაცია  მისი  განხორციელების  საწინააღმდეგოდ  მუშაობს--ეს უკვე  ნებაა.  
      ადამიანი,  რომელსაც  გააჩნია  ძლიერი  ნება, არის  პიროვნება,  რომელსაც  გააჩნია  სტრატეგიული  აზროვნება.  მაგრამ  სტრატეგიული  აზროვნება  შეუძლებელია  კარგად  განვითარებული  ცნობიერების  და  გარემომცველი  სამყაროს  სიღრმისეული  შეცნობის  გარეშე.  ეს  ნიშნავს,  რომ  მაღალი  ნებური  იმპულსი  გვევლინება,  როგორც სამყაროსადმი სწორი  დამოკიდებულების,  სწორი  ორიენტაციის  შედეგი. ეს  კი  მაშინაა შესაძლებელი,  როდესაც  სულში  ღვთისადმი  დიდი  სიყვარულის  დოზაა,  როცა  სამყაროს  შეცნობა ხდებოდა  სიყვარულით,  როცა ყველეფერში  ადამიანი  ხედავდა  ღმერთის  ნებას.  ამიტომ  ჭეშმარიტ  მმართველად  გვევლინება ის  ადამიანი,  რომელმაც  გაცნობირებულად  უარი  თქვა  ადამიანურ  სურვილებზე,  თავის  ნებაზე,  თავის  იდეალებზე,  მიზნებზე  და  იმედებზე, რომელსაც  გააჩნია მხოლოდ  ერთი  მიზანი და  სურვილი:--გასცდეს  ყველა  ადამიანური  ღირებულების  საზღვრებს,  რათა შეიგრძნოს  ერთიანობა  ღმერთთან.  მხოლოდ  ამის  შემდეგ  გავაცნობიერე,  ინდურ  ფილოსოფიაში  რატომაა  აუცილებელი  უარის  თქმა  ადამიანურ  სურვილებზე,  რათა  ადამიანმა  შეიცნოს  უმაღლესი  ბედნიერება.
       ისევ  და ისევ  მთხოვენ,  რომ დავწერო,  რომელი  დაავადება  რომელი  კარმული  კანონის  დარღვევის  შედეგად  ჩნდება.  ასეთი  მკაცრი კავშირი  არ  არის  და არც  შეიძლება  იყოს,  რადგან  რამდენადაც  ინდივიდუალურია  თითოეული  ადამიანი,  იმდენად ინდივიდუალურია  მისი  დაავადებაც.  მაგრამ  ცხადია  განსაზღვრული  კანონზომიერებები  მაინც  არსებობს.  მაგალითად,  კუჭქვეშა  ჯირკვალი  პასუხს  აგებს  ადამიანთა  შორის  ურთიერთობებზე:  თუ  ახლობელი  ადამიანის  მიმართ  ხშირად  აქვთ  პრეტენზიები  და  სურვილი,  რომ  გაწყვიტონ  ურთიერთობა,  შეიძლება  განვითარდეს  დიაბეტი.  თუ  თქვენ  არ აპირებთ  გაწყვიტოთ  ურთიერთობები,  მაგრამ  ხშირად  ხართ  ნაწყენი,  დაგიზიანდებათ  თორმეტგოჯა  ნაწლავი  და  კუჭი,  ამის  შემდეგ  კი  შეიძლება  დაგეწყოთ  ტკივილები  გულში.  თუ  მრისხანებთ  და ცუდად  ფიქრობთ  ახლობელ  ადამიანზე,  მაშინ  შეიძლება  დაზიანდეს  ღვიძლი  და  ნაღვლის  ბუშტი. 
       მოდით,  დავფიქრდეთ  შემდეგზე:--რატომ  მდებარეობს  მზის  წნული,  რომელიც ფაქტიურად  ნერვული  ენერგიის  ნაკრებია,--იმ  ადგილზე,  სადაც  ჯირკვლები  აქტიურად  მონაწილეობენ  საჭმლის  მონელებაში?
      იმიტომ,  რომ  საკვებით  ხდება  გარემომცველი  სამყაროს  აღქმა. ადამიანი  ჯერ  ინფორმაციულად  გადაამუშავებს  საკვებს,  მხედველობა,  ყნოსვა,  გემო--ესენია  შუამავალი  ორ  ინფორმაციულ  სისტემას  შორის:  ადამიანსა  და  საკვებს  შორის.  თუ  ამ  სტადიაში  ინფორმაცია  სწორად  არ  აღიქმება,  მაშინ ან  ქრება  საკვების  მიღების  სურვილი,  ან  კუჭი  და  ნაწლავები  არ  მიიღებენ  მას  და  განვითარდება  დიარეა.  სასადილოებში  და  იაფ  რესტორნებში  ხშირია  მოწამვლები  არა იმიტომ,  რომ  საკვები  ცუდი  ხარისხისაა,  არამედ  იმ  ადამიანის  მდგომარეობის  გამო,  ვინც ის  მოამზადა.  კარგი  მზარეული  არის  ის,  ვინც  შინაგანად  კეთილია,  არ  არის  ძლიერად  მიჯაჭვული  ადამიანურ  ღირებულებებზე,  რომლის  სულშიც  მეტი  სიყვარულია.  [ასეთ  ადამიანებს  უფრო  მაღალი  ანაზღაურება  აქვთ, რადგან  მუშაობენ ძვირფას  რესტორნებში  და  კარგ ხასიათზეც  არიან. --სადილიც  უკეთესი  გამოდის--მ.ქ.].  --ერთხელ  ერთმა ნაცნობმა  მითხრა:  ,,დედა  სადილის  მომზადების  წინ  ყოველთვის  ლოცულობდა,  და  ყველა  ამჩნევდა,  რომ  შესანიშნავად  ამზადებდა“,  ჩემი  ბებია  კი   ჰოსპიტალში  ექთნად  მუშაობდა,  და  ტიფიან,  ქოლერიან  ავადმყოფებს  უვლიდა,  ერთხელ  ვკითხე:  ,,ბებო,  შენ  როდესმე  გადაგდებია  დაავადება?“--მან  კი  მიპასუხა: --,,არასოდეს,  მუშაობის  წინ  ყოველთვის  ვლოცულობ,  შემდეგ  ვიტყვი:--უფალო, იყოს  ნება  შენი“  და  მივდივარ  სამუშაოდ“.
        ამის  შემდეგ  გამახსენდა  ჩემი  ცხოვრების  ერთი  ეპიზოდი;  ის-ის  იყო  ვიწყებდი  ჩემი  მეთოდის  დამუშავებას,  ჯერ  არ  მქონდა  დაწერილი  არც-ერთი  წიგნი-როგორღაც  მოვხვდი  ჩრდილოეთის  პატარა  ქალაქში, რომლის  საავადმყოფოს  მთავარი ექიმი  მკითხება:-- ,, შენ ამბობ,  რომ  ყველაფერი  ურთიერთ დაკავშირებულია,  თუ  ასეა,  რატომ მაწუხებს  გული?  წამლებმა  საერთოდ  არაფერი  მიშველა.“ --,,ყველაფერი მარტივია, შენ  ძალიან ბრაზდებოდი  ქალებზე“. --,,და რა უნდა ვქნა?“--,,წადი ეკლესიაში, შენი ჯანმრთელობისთვის აანთე სანთელი,  მიუტევე  წყენები,  მოიყვანე  სული  წესრიგში,  შემდეგ  შესთხოვე  უფალს, რომ  გაათავისუფლოს  შენი სული  და  შენი  შთამომავლების  სულები  ყველა  წყენებისაგან,  და  ითხოვე  პატიება  იმისათვის,  რომ  გწყინდა.“ ---,, და  რა,  ყველაფერი  გამივლის?’--მე  გამეღიმა:  ,,რა  თქმა  უნდა გაგივლის“.  --,,კარგი,  მაშინ  ახლავე  ჩავსხდეთ  მანქანაში,  სულ  რაღაც  1 საათის  სავალზე  ტყეში,  მდინარის  ნაპირზე  არის ძველი  ხის  ეკლესია,  რომელიც  რამდენიმე  ასეული  წლისაა,  გზაში  დატკბები  კიდეც  ბუნებით.“ და  აი,  ტყის  ვიწრო  გზაზე  მივდივართ  ფიჭვებსა  და არყებს  შორის.
       სამხრეთის  ბუნება  ლამაზი  და  თითქოს ცოტა  მოუსვენარია.  ჩრდილოეთის  ბუნება კი უფრო  მკაცრია.  ეკლესია  კი,  რომელიც  დგას  მდინარის  ნაპირზე  ისეთ  მოწიწებას  იწვევს,  რომ  უსიტყვოდ  ლოცულობ. ჩვენ  მივედით  ეკლესიასთან,  იქ არავინ  არ  იყო,  მხოლოდ  ბერი  აპობდა  ეზოში  შეშას.  მან  შეგვიყვანა  ეკლესიაში,  სადაც  ავანთეთ  სანთლები.
       მოულოდნელად  მოვიდა  ბერი  ჩვენთან  და  გვითხრა: --,,როცა ანთებთ  სანთელს  და  ლოცულობთ,  ბოლოს  აუცილებლად  თქვით:  ,,უფალო,  იყოს  ნება  შენი“.  როდესაც  უკან  მოვდიოდით,  ვფიქრობდი,  რომ  როდესაც  ვლოცულობ,  ვთხოვ  უფალს  რაიმეს,  მე  მიჯაჭვული  ვარ  ამ  სურვილზე,  მაგრამ  როდესაც  ვამბობ,  რომ  უფალო,  შენი  ნებაა  ყველაფერი,  მე  მზად  ვარ,  რომ  უარი  ვთქვა  ჩემს  სურვილებზე.  მე  ვგრძნობდი,  რომ ამ  ფრაზას  დიდი  მნიშვნელობა  ქონდა.
        რამდენიმე  წლის  შემდეგ,  როდესაც  ვსწავლობდი  ადამიანის  სულიერ  სტრუქტურებს,  მე  მივხვდი,  რომ  ეს  ფრაზა  საშუალებას  არ  აძლევს  ადამიანს  მიეჯაჭვოს  თავის  სურვილებს,  არ  შექმნას  მისგან  ცხოვრების  მთავარი  მიზანი.  სხვანაირად  ეს  სურვილები  ან  არ  შესრულდება,  ან  თუ  შესრულდება,  აუცილებლად  მოყვება  რაიმე  სერიოზული  უარყოფითი  შედეგები.
          ერთხელ  ერთმა  ჩემმა  ნაცნობმა  მითხრა:--,,გინდა  გასწავლო  როგორ  შეისრულო  სურვილი? --როცა  რაღაც  გინდა,  წარმოიდგინე  რვიანი.  რაც  უფრო  ნათლად  წარმოიდგენ  მას,  მით  უფრო  სწრაფად  შეგისრულდება  სურვილი“.  მე ავიღე  ინფორმაცია  ფაქიზ დონეზე,--რა  არის  ეს.  ,,--იცი რა?  თუ  გინდა,  რომ  ცოცხლები  იყვნენ  შენი  შვილები,  ეს  აღარასოდეს  აღარ  გააკეთო.  მათემატიკა  გახსოვს?  რა  არის  რვიანი?--ეს  არის უსასრულობის  ნიშანი.  როცა  შენ  წარმოიდგენ  მას,  ქვეცნობიერად  შენი  სურვილი  იზრდება  100-ჯერ  და 1000-ჯერ;  მაგრამ  თუ  შენი  სურვილი  მაინც  პატარაა  და  მიდის  სამყაროს  კანონების  წინააღმდეგ,  მაშინ  ის  გაქრება  უკვალოდ--ყოველგვარი  ზიანის  გარეშე.  მაგრამ თუ  ის  ძალიან  დიდია,  მაშინ  სამყაროდან  საწინააღმდეგო  პასუხი  იქნება  შესაბამისად  ძლიერი. როდის  ეწინააღმდეგება  შენი  სურვილი  სამყაროს?  როდესაც  შენი  ადამიანური  ,,მე“  უფრო  მნიშვნელოვანია,  ვიდრე  ღვთიური--.,,მე“.  სული,  რომელიც  ძლიერადაა  მიჯაჭვული  ადამიანურ  ღირებულებებზე,  სურვილში  ყოველთვის  დებს  აგრესიის  ელემენტებს. და  რაც  უფრო  ძლიერია  სურვილი,  მით  უფრო  მეტი  აგრესიის მატარებელია  იგი.  ამიტომ  წმინდანის  სურვილი  შეიძლება  არ  იყოს  ზიანის  მომტანი  მისი  სულისთვის.  ჩვეულებრივი ადამიანისთვის  კი--   თუ  სურვილი  უფრო  ძლიერი  აქვს,  ვიდრე  ღმერთისადმი  სიყვარული,  ეს  შეიძლება  დამთავრდეს  მისთვის  მძიმედ--დაავადებებით  ან  სიკვდილით.  თუ  სურვილები  ძალიან  ძლიერია,  მაშინ  ისინი  ჩადის  ძალიან   ღრმად  სულში,  გადაეცემა  შთამომავლობას  და  შეიძლება  გვარის დაღუპვითაც  დამთავრდეს.  ამიტომ  სიტყვები:  ,,უფალო,  იყოს  ნება  შენი“  ნიშნავს  იმას,  რომ არასრულყოფილი სულის  სურვილი,  თუ  ის ეწინააღმდეგება  სამყაროს,  არ  შესრულდება,  და  არასწორი  თხოვნაც  კი  არ  იქნება  სახიფათო.  
         როდესაც  ადამიანი  ლოცვის  დროს  ხაზს  უსვამს,  რომ მისი  სურვილები,  მისი  ნება,  მისი  ცხოვრება,  მისი  ადამიანური  ,,მე“  მეორადია,  ხოლო  ღმერთისადმი  სიყვარული,  ღმერთის  ნება  პირველადია,  და  რაც  უფრო  ხშირად  იმეორებს  ის  ამას,  მით  უფრო  ნაკლებადაა  იგი  დამოკიდებული ადამიანურ  ღირებულებებზე,  მით  უფრო  სუფთავდება  მისი  სული და  უფრო  სწრაფად  სრულდება  მისი  სურვილები,  რომლებსაც  არ აქვთ  უარყოფითი  გვერდითი  შედეგები,  და  ხელს  უწყობენ  ადამიანის  ჰარმონიულ  მდგომარეობას.
       ამ  ფრაზის  მნიშვნელობა:--,,უფალო,  იყოს  ნება  შენი“ ვიგრძენი  იმის  გამო, რომ  მე უკვე  მქონდა  ამის  გამოცდილება.  ბუნებით  მაქსიმალისტი  ვარ,  რასაც  დავისახავ  მიზნად,  ბოლომდე  ვიბრძვი  მისთვის.  და  რაც  უნდა  დიდი  დრო  გავიდეს,  სურვილის  ძალა  არ  მცირდება.  წინა  ცხოვრებაში  ვიყავი  საკმაოდ  ჰარმონიული  ადამიანი,  და  როგორც  ჩანს  სურვილების  მასშტაბიც  დიდი  მქონდა.  ბავშვობიდან  შევამჩნიე,  რომ  სურვილები  მისრულდებოდა.  პირველად  მიხაროდა,  შემდეგ  კი  შემეშინდა,  შეიძლებოდა ჩემს  სურვილებს  ზიანი  მიეყენებინათ  სხვებისთვის.  და  ამის  შემდეგ  დავიწყე  საკუთარ  თავში იმ  სურვილის  განვითარება,  რომ  დავხმარებოდი  ადამიანებს  შეეცნოთ  სამყარო.
     ბედი  შეუბრალებლად მირტყავდა, მე კი  ვერ ვხვდებოდი -რატომ.  ახლა  კი  ვხვდები,  რომ იმდენად  ძლიერი  იყო  ჩემი  სურვილები,  იმდენად  არასწორი  მსოფლმხედველობა  მქონდა,  რომ  გადარჩენის  შანსი  პრაქტიკულად  არ  მქონდა.  მე  გადამარჩინეს  ხშირმა  ავადმყოფობებმა  და  ბედში  გაუმართლებლობამ,  ასევე  სურვილმა  იმისა,  რომ  შემეცნო  სამყარო,  მეგრძნო  მისი  ჰარმონია.
         1980  წელს  ერთ-ერთი  წვეულების  დროს  მე  მოვიფიქრე  სადღეგრძელო:  ,,ცხოვრება,  ეს  არის  ჩვენი  შესაძლებლობა--გვიყვარდეს.  ადამიანი--ეს  არის  სიყვარულის  საშუალება.  ცხოვრების  აზრი  კი  სიყვარულის  დაგროვებაა.“  სურვილის სიდიდე  უნდა  შეესაბამებოდეს  შინაგან  ჰარმონიას.  დისჰარმონიული  ადამიანისათვის  სიყვარული  წამება  უფროა,  ვიდრე  ბედნიერება.  რაც  უფრო  დიდი  აქვს  მკურნალს  სურვილი  ავადმყოფის  დახმარებისა,  მით  უფრო  ღვთიური  უნდა  იყოს  ის  შიგნიდან.  თანაგრძნობა  ეს  არის  ის ,  რაც ადამიანს  აქცევს  ადამიანად.  სხვისი  დახმარების  სურვილი  ადამიანში  ავითარებს  საუკეთესო  თვისებებს.  მაგრამ,  თუ  ჩვენ  გვავიწყდება,  რომ  დაავადებები,  უბედურებები,  ტანჯვა,  დაბერება  ასუფთავებს  ადამიანის  სულს,  მაშინ  ჩვენ  ტანჯვისაგან  გათავისუფლებას  ვისახავთ  თვითმიზნად.  ამ  დროს  მკურნალი  და  ექიმი  დაავადებას  იღებენ  საკუთარ  თავზე,  რადგან ეცოდებათ  ავადმყოფი.  ასეთ  დროს  ავადმყოფებს  უუმჯობესდებათ  ჯანმრთელობა,  სამაგიეროდ  სული  უზიანდებათ--ბოროტდებიან.  თუ  ექიმს  ან  მკურნალს  ესმით,  რომ  ჩვენი  ნება,  ჩვენი  სურვილი  დავეხმაროთ  სხვას--მეორადია,   ხოლო  ღმერთის  ნება  და  მისადმი  სიყვარული --პირველადი,  მაშინ  იქმნება  საუკეთესო  პირობები  ავადმყოფის  გადასარჩენად.
          1990  წელს  ვმუშაობდი  პირველ  სამედიცინო  ინსტიტუტთან  არსებულ  კოოპერატივში,  ვიღებდი  ავადმყოფებს,  და  ხშირად  საოცარ  შედეგებს ვაღწევდი.  ამ  პერიოდში  პირველად  დავინახე  კარმული  სტრუქტურები  და  დავიწყე  საკუთარი  მეთოდის  შექმნა.  პირველ  რიგში  ის  იყო  თავდაცვის  სისტემა.  მე  მივხვდი,  რომ  ეს  იყო  ძალიან  სერიოზული,  და  თუ  არ  ვისწავლიდი  იმის  დანახვას,  თუ  ვინ  მიტევს  და  საიდან,  შედეგები  იქნებოდა  სავალალო.  პირველად  მეგონა,  რომ  ველის  ყველა  დეფორმაცია  იყო  თვალი  ან  ჯადო,  და ვცდილობდი,  რომ  ეს  ყველაფერი  გამეგზავნა  უკან,  ხოლო  შემდეგ  გამენადგურებინა.
      რაც  უფრო  მეტს  ვმუშაობდი,  ჩემი  ხედვა  უფრო  და  უფრო ღრმა  ხდებოდა.  და  აი  ერთხელაც,  როდესაც  წარუმატებლად  ვცდილობდი,  რომ  ჯადოს  ავტორი  მეპოვა,  გავედი  კიდევ  უფრო  ღრმა  დონეებზე,  და  რამაც  ძლიერად  შემარყია.  არანაირი  ჯადო  და  თვალი  არ იყო,  ეს  იყო  სასჯელი  ზევიდან.  დამბურძგლა,  როცა  გავაცნობიერე,  თუ  ვისთან  ვცდილობდი  შებრძოლებას.  დავინახე,  რომ  ეს  ,,მკურნალობა“ იყო  პრობლემის  მხოლოდ  დროებითი  გადავადება  და  საბოლოოდ  აზრი  არ  ქონდა.  წავედი  ეკლესიაში  და  შევთხოვე  უფალს,  რომ  ჩემთვის  არ  მოეცა სხვათა  განკურნების  საშუალება,  თუ  ეს  ავნებდა  მათ  სულებს.  მე  მივხვდი,  რომ  ადამიანების  დახმარება  საჭიროა,  ოღონდ  ეს  უნდა  კეთდებოდეს  სწორად:--მივხვდი,  ექიმების  სიცოცხლის  ხანგრძლივობა  რატომაა უფრო  მოკლე,  ვიდრე  სხვა  პროფესიის  ადამიანებისა.
      ექიმი  და სახალხო  მკურნალი  არ კურნავენ,  ისინი  უმსუბუქებენ  ტანჯვას  და  ეხმარებიან  განკურნებაში.  ქრისტესთან  ბევრნი  მიდიოდნენ,  მაგრამ  ის  ყველას  არ კურნავდა,  მხოლოდ  მათ,  ვინც  იყო  მზად,  ანუ  ვისაც  გავლილი  ქონდა  გზის  დიდი  ნაწილი. და  შემთხვევით  არ  ეკითხებოდა  მათ--  სწამდათ  თუ  არა.  რაც  უფრო  დიდია  ღმერთისადმი  მისწრაფება,  მით  უფრო  ნაკლებად  აზიანებენ  მას  კარდინალური  ჩარევები.  და  საიდან  გაჩნდა  ფრაზა:  ,,საკუთარ  მხარეში  არ  აფასებენ  წინასწარმეტყველს?“ --როდესაც  ქრისტე მივიდა  საკუთარ  სოფელში,  მან  ვერავის  განკურნება  ვერ  შეძლო. იქაურებისთვის ის  მხოლოდ  დურგლის  შვილი  იყო.  და  მაშინ  ის  წამოვიდა  იქიდან, თქვა  რა ეს  ცნობილი  ფრაზა. 
      თუ  ექიმი  წინა ცხოვრებაში  იყო  მორწმუნე,  თუ  მის  სულში  ბევრი  სიყვარულია,  მაშინ  მისი  გულწრფელი  სურვილი  დაეხმაროს  ავადმყოფს-- არ  აზიანებს  მას.  და  როცა  ვერ ეხმარება,  არ  ეწევა  თვითგვემას,  და  არ  ღიზიანდება  ისეთ ავადმყოფზე-რომელიც  კარგად არ იქცევა.
        ბეხტერევი  ამბობდა:  ,,ნამდვილი  ექიმი,  როდესაც  შედის  პალატაში,  ამსუბუქებს  პაციენტების  მდგომარეობას.“  ანუ, ექიმი  პირველ  რიგში  მკურნალობს  თავისი  სულით.  ის  გადასცემს  სიყვარულს და  სიყვარულის  უნარს  ავადმყოფებს--ეს  კი  ნამდვილი  მკურნალობაა.  ექიმის  პიროვნების  გარეშე  არ  არსებობს  მედიცინა.  ექიმი,  რომელიც  მიისწრაფის  შეიცნოს  სული,  რომელიც  გრძნობს  კავშირს  სულს  და  სხეულს  შორის,  სწორადაა  ორიენტირებული  ნებისმიერი  დაავადების  დროს.
      განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია  აღმოსავლური  მედიცინის  ექიმის  პიროვნება.  ჩემი ნაცნობი  ჩინელი  იგლოთერაპევტი  მიყვებოდა,  როგორ  აწუხებდა  კითხვებით  სხვა ადამიანი ასევე  იგლოთერაპევტი,  თუ  რატომ  არ  ქონდა  მის  მკურნალობას  ისეთივე  შედეგი,  როგორიც  ჩემს  ნაცნობს.  ერთ  მშვენიერ  დღეს  მან  უპასუხა:--,,მიზეზი  შენშია:  --ანუ  უნდა იყო  კეთილი,  იმუშაო  საკუთარ  თავზე.“ ერთი  და იგივე  წამალი,  გამოწერილი  სხვადასხვა  ექიმის  მიერ  იძლევა განსხვავებულ  შედეგებს;  ანუ  პირველადი  მკურნალობა არის ინფორმაციული.
     მე  აღმოვჩნდი  ერთ  სახალისო  სიტუაციაში,  რომელიც მოხდა  იმ  დროს,  როცა  ვიწყებდი  მუშაობას  კარმულ  სტრუქტურებთან.  მეგობრებთან ერთად  ვიყავი  ყირიმში.  წავედით  ერთ-ერთ  პლაჟზე.  ჯერი  ჩემზე  იყო,  ტაქსის ფული  მე  უნდა  გადამეხადა,  უკანასკნელ  მომენტში  თითქოს  რაღაცამ  მიბიძგა:--,,შენ გადაიხადე“--ვუთხარი  მეგობარს  და  გადმოვედი  მანქანიდან.  მან  უსიტყვოდ  გადაიხადა  ფული,  რის  შემდეგ  გავწიეთ  პლაჟისკენ.  ვიბანავეთ,  გავირუჯეთ.  
       შემდეგ  გავშალეთ  სუფრა,  გვქონდა  რამდენიმე  ბოთლი  ,,მადერა“  და მისაყოლებელი:  ბერძნული  კაკალი,  ყველი, პური, კიტრი,  პამიდორი.  დავლიეთ  პირველი  სადღეგრძელო--ყირიმის  ბუნების,  მივაყოლეთ  საჭმელი, ვისაუბრეთ,  რის  შემდეგ  კვლავ  შევავსეთ  ჭიქები  და  დავლიეთ.  5  წუთის  შემდეგ  ჩემს  მეგობარს  დაეწყო  მუცლის  ტკივილი:--,,ალბათ  მოვიწამლე“--თქვა მან.  ყველას  გაგვეცინა:  ‘’ორ  წუთში  გაგივლის,  კიდევ  დავლევთ  და შევჭამთ.“  მაგრამ  რამდენიმე  წუთის  შემდეგ  მას  უკვე  ჯდომაც  აღარ  შეეძლო,  წამოწვა,  სახე  მთლად  გაუმწვანდა.
        უკვე  მივხვდით,  რომ  საქმე  ცუდადაა.  ამ  დროს  გამახსენდა,  რომ  მე  მკურნალი  ვარ.  გავაანალიზე,  თუ  რაში  იყო  საქმე  და  გადავწყვიტე  ჩამეტარებინა  პატარა  ესპერიმენტი.
       ყველა  მთხოვდა,  რომ  მე  დამემუშავებინა  წერტილები  და  მემკურნალა  ხელებით.  ,მე  მას  განვკურნავ,  მაგრამ  ჯერ  ერთ  რამეს  გავაკეთებ:“--მივედი  მასთან  და  ვუჩურჩულე  ყურში:  ,,შენ  გაბრაზდი  ჩემზე  ტაქსიში  გადახდილი  ფულის  გამო,  შესთხოვე  ღმერთს  პატიება“.  1  წუთში  მისი  სახე  უკვე  ვარდისფერი  იყო,  ხოლო  5  წუთის  შემდეგ  უკვე  ვიჯექით  და  ვსვამდით.
          აღმოჩნდა,  რომ  საჭმლის  პერეკოდირება  შესაძლებელია  მას  შემდეგაც  კი,  როცა  უკვე  შეჭმულია.  ე. ი. ლოცვა  საჭიროა  არა მარტო  ჭამის  წინ,  არამედ  ჭამის  შემდეგაც.  
       როდესაც  ადამიანი   დაინახავს  საჭმელს  და  იწყებს  მის  გასინჯვას,  მიმდინარეობს  აქტიური  ინფორმაციული  გაცვლა,  და  თუ  ადამიანი  ნელა  იწყებს  ჭამას,  შეთვისების პროცესი  მიმდინარეობს  უკეთესად  და  ინფორმაციული  შლაკები  იქნება  ნაკლები.  ამიტომ  სწორად  შერჩეული  საკვები,  მცენარეთა  ნაყენი  ეფექტური  იქნება სხვავდასხვა  დაავადებების  დროს.  მას შემდეგ,  რაც  საკვები  მოხვდება  კუჭში,  იწყება ინფორმაციული  გადამუშავების  მეორე  ეტაპი,  მესამე  კი  საკვების  ნაწლავებში  გადასვლის  შემდეგ.  აქ  მიმდინარეობს  ყველაზე  მნიშვნელოვანი  პროცესი.  თუ  პირველ  ეტაპზე  მნიშვნელოვან  ინფორმაციულ  სამუშაოს  ასრულებენ  სანერწყვე  ჯირკვლები,  კუჭში კი  ძირითადად  ლორწოვანი  გარსი, ნაწლავებში  გადასვლის  დროს  პროცესში  ერთვებიან  ნაღვლის  ბუშტი, თორმეტგოჯა  ნაწლავი  და  კუჭქვეშა  ჯირკვალი.  ღვიძლი  მუშაობს  ინფორმაციასთან,  რომელიც  ეხება  ნიჭს,  ინტელექტს,  სრულყოფილებას. კუჭქვეშა ჯირკვალი--ესაა  ურთიერთობების  თემა,  თორმეტგოჯა  კი  ეხება  ორივეს.  ადამიანის ემოციური  და ფიზიკური  მდგომარეობა  დამოკიდებულია  იმაზე, თუ  როგორ  ფორმირდება  ნაწლავში  გარდამავალი  საკვების  ინფორმაციული  სტრუქტურა.  ამიტომ,  მრავალფეროვანი,  დელიკატესური  საკვები  შთანთქავს  საკმაოდ  ბევრ  ენერგიას,  და  შესაძლებელია  განვითარდეს  დაავადებები,  ასევე  ზარალდება  სულიერი  და  შემოქმედებითი  პოტენციალი.
      ამიტომ,  როგორც  წესი  ის  ადამიანები,  რომლებიც  დიდხანს  ცოცხლობენ,  იკვებებიან  ერთგვაროვანი  და  შედარებით  მცირე  რაოდენობის  საკვებით.
       პატარა  ულუფებით  ჭამა  სასარგებლოა  ბევრი  დაავადების  დროს.  თუმცა  ზოგჯერ  საჭიროა  პერიოდულად  ,,შენჯღრევა“,  დაახლოებით  ისე,  როგორც  შეჯიბრების  დროს.  ადრე  არ  მესმოდა,  როდესაც  ადამიანები  სიამაყით  ამბობდნენ  ვინმეზე,  რომ  მას  შეუძლია  ერთ  დღეში  ერთი  ცხვრის  შეჭმა.  ეს  ღორმუცელობაა--და -რა  არის  ამაში  სატრაბახო?  შემდეგ  მივხვდი,  იმისათვის,  რომ  გადაამუშავო  ამდენი  საკვები,  ჯირკვლები  საათივით  უნდა  მუშაობდნენ.  ამისთვის კი  ადამიანი  არ  უნდა  იყოს  ეჭვიანი,  უხეში,  ამპარტავანი,  და  ა. შ.  
ღორმუცელა  უნდა  იყოს  კეთილი,  სხვანაირად  ის  მოკვდება,  რადგან  ვერ  გადაამუშავებს საჭმელს. 
   თუ  ადამიანს  აქვს  მომატებული  ეჭვიანობა,  ადვილად  სწყინს,  ამ  შემთხვევაში  ცუდად  მუშაობს  კუჭქვეშა  ჯირკვალი,  და  იგი  იძულებულია  მიირთვას  ცოტა  ტკბილეული.  თუ  ძალიან  ამბიციურია,  მაშინ  ზარალდება  ღვიძლი  და  მან  უნდა  შეზღუდოს  მარილი,  მწარე, ცხარე.  ამიტომ   ადამიანი,  რომელიც  მკაცრად  იცავს  მარხვას,  ან  შიმშილობს,  მისი  ენერგეტიკული  მიჯაჭვულობა  ადამიანურ  ღირებულებებზე  მცირდება.  და  თუ  ამ  დროს  ის  ლოცულობს  კიდეც,  ეფექტი  ბევრად  უმჯობესდება.  ამიტომ  მარხვა,  შიმშილობა  პირველ რიგში  ასუფთავებს  სულს,  რის  შედეგადაც  სუფთავდება  სხეულიც.  თუ  ადამიანი  შიმშილობის  დროს  ბრაზდება,  ნერვიულობს,  ჩხუბობს,  ასეთ  დროს  პირიქით - ეს  შეიძლება  ძალიან  საზიანო  იყოს  სხეულისთვის.  ექიმებმა  შენიშნეს,  რომ ხანგრძლივი  შიმშილობა  კარგია  ჩატარდეს  სტაციონარულად.  საავადმყოფოებში  და  სანატორიუმებში  ადამიანი  ეთიშება  სტრესებს  და  ნერვიულობას,  შესაბამისად  ეფექტიც  უკეთესია.  შემთხვევითი  არ  არის,  რომ  შიმშილობის  დროს  ქრისტე  განმარტოვდა  უდაბნოში.

მაგრამ  დაავადების  მიმდინარეობაში  და  გამოჯანმრთელების  პროცესში   მთავარ  როლს  მაინც  ასრულებს  ადამიანის  ხასიათი  და  მსოფლმხედველობა.
  და  აი,  მე  ვსაუბრობ  ახალგაზრდა  მამაკაცთან,  რომელიც  დაავადებულია  დიაბეტით.  ეს  არაა  პირველი  სეანსი.  ვამოწმებს  მის  ორგანოებს  ველის  დონეზე--კუჭქვეშა  ჯირკვლის  მიდამო  ძლიერადაა  დაზიანებული.  ეს  ჯირკვალი  უხილავი  საინფორმაციო  ძაფითაა  დაკავშირებული  მისი  ცოლის  სიკვდილთან  წინა  ორ  ცხოვრებაში.  მისი  ცოლის  სიკვდილის  მთავარი  მიზეზია  ქმრის  [ამჟამად ამ მამაკაცის]  ზედმეტი  მიჯაჭვულობა  ნებისყოფაზე,  სურვილებზე,  პრინციპებზე,  იდეალებზე,  ასევე--ურთიერთობებზე.  ანუ  ესაა აგრესია,  როდესაც  მიდიან  ნების  და  სურვილების  საწინააღმდეგოდ;  დესპოტიზმი,  უხეშობა,  ბრმა  პრინციპულობა,  როდესაც  ვინმე  არ  შეესაბამება  იდეალებს.--წყენები,  ეჭვიანობა  ურთიერთობების  დროს.
     ,,მე  ვცდილობ,  რომ  ვიმუშაო  საკუთარ თავზე,  მაგრამ  ძალიან  მიშლის  ხელს  დედა.  ის  არასოდეს  არ  დებს  თავის  ადგილზე  ნივთებს,  მაღიზიანებს,  მაწუხებს  თავისი  პრეტენზიებით.“---,,დედათქვენი  გიკეთებთ  აცრას,  თქვენ  კი ამას  არ  იღებთ,  სულ  ოდნავი  გაღიზიანებაც  კი  დედათქვენის  მიმართ  აძლიერებს  თქვენს  ქვეცნობიერ  აგრესიას  მომავალი  ცოლის  მიმართ.“--მე  ვიჩეჩავ  მხრებს.  ,,წინა  2  ცხოვრებაში  მოკვდა  თქვენი  ცოლი,  ამ  ცხოვრებაში  კი  მოკვდებით  თქვენ,  ოღონდ  ჯერ  შეიძლება  დაბრმავდეთ,  ან  წაგერთვათ  ფეხები.  ეჭვიან  ადამიანებს  ხელების  და  განსაკუთრებით  ფეხების  მომარაგება  სისხლით  ხშირად  დარღვეული  აქვთ.
       მიჯაჭვულობა  ურთიეთობებზე  და  იდეალებზე  აზიანებენ  მხედველობას.  მოკლედ,  ან  ხვალინდელი  დღიდან  თქვენ  ცვლით  დამოკიდებულებას  გარემომცველი  სამყაროს  მიმართ,  ან  ელოდეთ  განსაცდელს.“  --მე  ვუყურებ  მას  თვალებში,  რომლებსაც  ფარავს  სათვალე.  ,,სამი  თვე,  ზუსტად  3  თვე  თქვენ  აკეთებთ შემდეგს:  --არ  რეაგირებთ  გარემომცველ  სამყაროზე,  თქვენში  შემოდის  ყველაფერი,  მაგრამ  არ  გამოდის  არაფერი.  თქვენი  მიზნები,  პრინციპები,  ნება  და  სურვილები,  თქვენი ,,მე“,  ყველაფერი,  რაც  რეაგირებს  გარესამყაროზე  უნდა  გაქრეს.   აბსოლუტურად  შავი  ზედაპირი.  ფიქრი  შეიძლება,  სიტუაციის   შეფასება--არა.  თუ  შეძლებთ  ამას--ყველაფერი  შეიცვლება  უკეთესობისკენ.“
           ერთხელ  მომიყვნენ,  როგორ  გადაწყვიტა  ერთმა  ახალგაზრდამ  შეეწყვიტა  სხვა  ადამიანების  განსჯა.  მან  ხელზე  დაიმაგრა  შალის  ძაფი,  რომელსაც  უნდა  შეეხსენებინა  ხოლმე  ამის  შესახებ  კვანძების  საშუალებით.  მას  ეგონა,  რომ  ამ პირობას  დაარღვევდა  2-3-ჯერ,  მაგრამ  აღმოჩნდა,  რომ  დაარღვია  დაახლოებით  10-ჯერ.  ,,ჩვენ  ყოველდღე 100-ჯერ  მაინც  განვსჯით  ვინმეს--ერთხელ  გაოცებით  მითხრა  ჩემმა  მეგობარმა,  და მერე  გვიკვირს--რატომ  ვართ  ავად“.  ყველაზე  ცუდი  ისაა,  რომ  ეს  იქცა  ნორმად  და  შემდეგ  ასეთი  ,,ტვირთით“  ვიწყებთ  ურთიერთობების  გარკვევას  საყვარელ  ადამიანთან,  შედეგად  კი  ვიღებთ  დიაბეტს.
         ერთხელ  აბანოში  ვისაუბრე  ერთ ადამიანთან.  ძლიერი,  ჩაფსკვნილი  მამაკაცი,  ვერასოდეს  ვიფირებდი,  რომ  მას  დიაბეტი  ჰქონდა.  ,,იცით,  მე  მტკიცე  ნებისყოფის  ადამიანი  ვარ,  დავჯექი  მკაცრ  დიეტაზე,  რის  შედეგადაც  შაქარი  საკმაოდ  შემიმცირდა,  მე  წაკითხული  მაქვს  თქვენი  წიგნები.  ცოტა ხნის  წინ  კი ფეხებზე  ამტკივდა  თითები--მივხვდი,  რომ,  ერთი  პრობლემა  დავხურე,  მაგრამ  დამეწყო  მეორე.“-  ,,დიაბეტი,  ეს  არის  სიყვარულის  მოკვლა  ურთიერთობების  გამო,’--ვუთხარი  მე, --,,კი,  რამდენიმე  წლის  წინ  გავეყარე  ცოლს,  ძალიან  ბევრი  სტრესი  გადავიტანე  ამის  გამო“.  ,,უმკურნლეთ  სულს,  გამოჯანმრთელება  სხეული“--ვურჩიე  მე.
        ,,რა  მრავალფეროვანია  გარედან  და ერთიანია  შინაგანად  სამყარო,--ვფიქრობდი  მე,-- რა  კავშირი  შეიძლება  იყოს  ჰომოსექსუალების  და  დიაბეტიკების  რიცხვის ზრდას  შორის?  ძირი  კი  ორივე  შემთხვევაში  ეჭვია.“  
        ბევრისთვის  დიაბეტი  იწყება,  როგორც  მეხის  გავარდნა,  ასე  დაემართა  ერთ  ჩემს  პაციენტს  ნიუ-იორკში.:
   ---დღემდე  ვერ  ვხვდები,  რატომ  დამეწყო  დიაბეტი?!--მეუბნებოდა  ის,--მე  თვითონ  ექიმი  ვარ,  ვიკვებები  სწორად;  განსაკუთრებულად  არავის  მიმართ  არ  ვგრძნობ  სიძულვილს  და წყენას“.-  ,,კარგით,  მაგრამ  განუწყვეტელი  უკმაყოფილება  და  გაღიზიანება  ვინმეს  გამო?“---,,  ,,კი,  ეს  მქონდა,  და  არა ერთი  წელი  ჩემი  საკუთარი  ვაჟის  მიმართ.“---,,ეს კი  უფრო  საშიშია:  თქვენთვის  თქვენი  ნება, თქვენი  პრინციპები,  იდეალური  ურთიერთობები  გახდნენ  ძალიან  მნიშვნელოვანი.  თქვენი  სულის  განსაკურნებლად  თქვენ  მოგეცათ  ვაჟიშვილი,  რომლის  ხასიათი,  ქცევა,  და  მსოფლმხედველობა  ეწინააღმდეგება  თქვენს  პრინციპებს,  იდეალებს,  ნებას  და  სურვილებს.  კონფლიქტი შეიძლება,  მაგრამ  სიყვარულის  უარყოფა--არა.  თქვენთვის  კი  პრინციპები  აღმოჩნდა  უფრო  მნიშვნელოვანი,  ვიდრე--სიყვარული.  როდესაც  ადამიანი  უარყოფს  სიყვარულს,  შინაგანად  ცდილობს  გაწყვიტოს  კავშირები  საყვარელ  ადამიანთან  და  ასეთ  შემთხვევაში  პრობლემები  გარანტირებულია.
გინდათ  იყოთ  ჯანმრთელი?  რაც  გინდა  მოხდეს,  არასოდეს  თქვათ  უარი  საყვარელ  ადამიანზე“.
        
    
   ------------------------------კაზინო----------------------------------------------------------------
   
      ადრე არ  მესმოდა,  რატომ  დადიან  ადამიანები  კაზინოში.  ვფიქრობდი,  რათა  მოიგონ ბევრი  ფული,  ან  პირიქით--გაანიავონ.  აღმოჩნდა,  რომ  ეს  გარეგნული  ფონია.  ადამიანი  დადის  კაზინოში  იმიტომ,  რომ  ისწავლოს  ის, რომ  ნაკლებად  იყოს  დამოკიდებული  ადამიანურ  ღირებულებებზე.  ჩვეულებრივად,  ცხოვრებაში  დანაკარგები  ხდება  წელიწადში  რამდენჯერმე.  ადამიანი,  რომელიც  არ  არის  ამისთვის  მზად,  იწამლავს  სულს  უარყოფითი  ემოციებით,  შემდეგ  კი  იწყება უბედურებები  და  დაავადებები.  
       თუ  ადამიანს  არ  შეუძლია  ერთჯერადი  ძლიერი  განწმენდის  მიღება,  ამის  შემდეგ  მიეცემა  დაავადება,  წვრილმანი  ყოველწამიერი  ტანჯვით  გაასუფთავებს  მის  სულს.  
       კზინოს  წარმატებით  შეუძლია  ამ  როლის  შესრულება.  სათამაშო  დარბაზში  ერთი  საღამოს  განმავლობაში  შეიძლება  განიცადო  ასამდე  წვრილმანი  და  ერთი-ორი მსხვილი  დანაკარგი.  და  იმის  მიხედვით,  თუ  როგორ  მიიღებს  ადამიანი  ამას,  განისაზღვრება  ,,გაწონასწორდება“  ადამიანი  შემდგომში,  თუ  ,,ჩაიძირება“.  და რადგანაც  კაზინო--ეს  არის  ცხოვრების  თამაშების  იმიტაცია,  დანაკარგის  მიღება  აქ  უფრო  ადვილია,  ვიდრე  ცხოვრებაში.  ანუ,  ჩვენ  ვიღებთ  არა  დაავადებას,  არამედ  აცრას.  თუ  ადამიანს  კაზინოში  მისვლისას  ესმის,  რომ  პირველ  რიგში  ის  მუშაობს  საკუთარ  თავზე, რათა  შეიცვალოს, ნაკლებად  იყოს  დამოკიდებული  საკუთარ  გრძნობებზე  და  სურვილებზე,  მაშინ ყოველი  მისი  ვიზიტი  კაზინოში  იქნება  მისთვის სიმდიდრის  და  ბედნიერების  მომტანი.
        მდიდარი  ხდება  სული,  და ეს  არის  მთავარი  სიმდიდრე.  თუ  ადამიანი  კაზინოში  მიდის  ძლიერი  სურვილით,  რომ  გამდიდრდეს,  მაშინ  მოგების  შანსი  პრაქტიკულად  ნულია.  მაგრამ  მოგების  შემთხვევაშიც  კი  შედეგი  იქნება  კიდევ  უფრო  უარესი  მისთვის.
       მე  მომიყვნენ  ერთ  ამერიკელზე,  რომელიც  ხშირად  დადიოდა  კაზინოში  და წააგო  იქ  მთელი  თავისუფალი  ფული.  და  აი ერთხელ,  მან  მოიგო  100 000 დოლარი,  ერთი კვირის  განმავლობაში  ის  ბედნიერი  იყო,  მაგრამ  შემდეგ  უკვე  აღარ  შეეძლო  გაჩერება,  უნდოდა  კიდევ  უფრო  მეტი  და  მეტი.  ის  დაბრუნდა  კვლავ  დაიწყო  თამაში,  წააგო  მთელი  თანხა.
შემდეგ  კიდევ  წააგო,  შემდეგ  გაყიდა  სახლი,  თვლიდა,  რომ  ასე  ამოიღებდა  წაგებულს,  მაგრამ  ეს  თანხაც  წააგო.  შემდეგ  გადაწყვიტა  გაეძარცვა  ბანკი,  რათა  გაეგრძელებინა  თამაში.  იგი  დააპატიმრეს.  ციხეში  კი  მოგეხსენებათ  კაზინო  არ არის. ზოგი  კი  ამტვრებს  ბევრად  უფრო  ცუდად.  მაგრამ  სიტუაციები,  რომლებიც  გავს  ამას, --ოღონდ  ჩანასახოვანი  ფორმით--რამდენიმე  წუთში  ერთხელ  ამოტივტივდებიან  ხოლმე  ყოველთვის,  როდესაც  თამაშობ  აზარტულ  თამაშებს.  ჩემის  აზრით,  წაგების  შემდეგ  საჭიროა  ცოტახანი  გაჩერება  და  გონს  მოსვლა.  უარყოფითი  ემოციები  აუცილებლად  თრგუნავენ  ინტუიციას.  ინტუიციის  გარეშე  კი  აზარტული  თამაშებს  აზრი  არ  აქვთ. სხვათაშორის,  კაზინოში  სულაც  არაა აუცილებელი  დიდი  ფულით  მისვლა,  იქ  არის  სათამაშო  აპარატები,  სადაც  ერთი  ჯეტონი  5 ცენტი  ღირს და  შესაძლებელია  20 დოლარით  მთელი  საღამო  ითამაშო. 
     ერთხელ  ვმგზავრობდი  ავტობუსით  ნიუ-იორკიდან  ატლანტიკ-სიტიმდე.  იგი  სავსე  იყო  პენსიონერებით.  ავტობუსი  ატლანტიკ-სიტიში  ცადის  საღამოს,  ხოლო  იქიდან  ბრუნდება  დილით. გზას  დაახლოებით  3  საათი სჭირდება.  უკანა  გზაზე  მგზავრები  ერთმანეთს  უზიარებდნენ  შთაბეჭდილებებს:--ყველაზე  დიდი  წაგება  იყო  40-50  დოლარი.
       მახსოვს,  პირველად  როგორ  წავედი  ატლანტიკ-სიტიში.  ის  ფული,  რომელიც  მე  გამოვიმუშავე  პაციენტების  მიღების  დროს,  მეყო  ბილეთებზე,  ცხოვრებაზე  და  იშვიათ  დასვენებაზე.
     ---გინდა  მთლიანად  მოეშვა, და  წახვიდე  კაზინოში  მთელი  ღამით?--მეკითხება  მასპინძელი,  რომელმაც  მიმიპატიჟა  ნიუ-იორკში.---რა  თქმა  უნდა,  --ვუპასუხე  მე.
  --ნიუ-იორკში  აზარტული  თამაშები  აკრძალულია,  ამიტომ  წავიდეთ  ატლანტიკ-სიტიში--ასე  2,5  საათის გზაა მანქანით. ---და  აი,  ჩვენ,  ღამის  12 საათზე  მივქრივართ  სამხრეთის  მიმართულებით.
    გზა  საუკეთესოა,  ასაფრენ ბილიკს მაგონებს, მახსენდება  პეტერბურგის  გზები,  და გული  მწყდება,, ქალაქი,  სადაც მსოფლიო  კულტურა  ვითარდებოდა,  ამჟამად  მოუვლელი,  ბინძურია  და არც  ჩანს  არავინ  მთავრობიდან,  რომელიც  მას  გაასუფთავებს  და მოაწესრიგებს.
    ჩვენ  შეგვიძლია პირდაპირ  მივიდეთ  სათამაშო  ავტომატებთან,  ან წავიდეთ  რულეტკასთან.  ,,მითხარით,  სად  უფრო  მეტი  შანსია  მოგების?“---ბლექ--ჯეკი,  რუსულდა  ესაა  ,,ქულა“,  ოღონდ  მხოლოდ  ტუზი  შეიძლება  იყოს  ან  11 ქულა,  ან  ერთი,--ეს  შენს  სურვილზეა. –
     -და  რატომ  ,,ბლექ-ჯეკი?“
    ---იმიტომ,  რომ  რულეტკაზე  და  ავტომატებზე  მთავარია  ინტუიცია. მართალია,  ყველა  ავტომატს  აქვს  ერთი  საათი  დღე-ღამეში,  როცა  იგი  გასცემს  მოგებას,  პროფესიონალებმა  ეს  იციან  და  ამ  დროს  ,,წველიან“ მათ.  მაგრამ  ეს  მაინც  არ  არის  სიამოვნება.  ბლეკ-ჯეკში  კი  აუცილებელია  არა  მარტო  ინტუიცია,  არამედ  ჩვევაც.  და  ის   ადამიანი,  რომელიც  თავს  იგრძნობს  შესაბამის  ტალღაზე,  დამატებით,  თუ  კარგი  პროფესიონალია,  ერთი  ღამის  განმავლობაში  იგებს  საკმაოდ  კარგ  თანხას.
   --და  რა  თანხას,  საინტერესოა?
     ---ამასწინათ,  ერთი  მამაკაცი,  რომელიც  თამაშობდა  აქ, კაზინოს  ხელმძღვანელობამ  დაინახა-რა,  თუ  როგორ  თამაშობდა  ეს  კაცი,  ზრდილობიანად,  ღიმილით  შესთავაზეს,  რომ  თუ  შეწყვეტდა  თამაშს,  კაზინო  100 000-ს  გადაუხდიდა.--იგი  არ  დათანხმდა.
     --დღეს  მე  კარგ  ხასიათზე  ვარ,  თამაში  მინდა--უპსუხა მან.
     ---მაგრამ  მოგებული  თანხები  ამ  ბოლო  დროს?--არ ვჩერდებოდი  მე.---ყველაზე  დიდი  თანხა  რამდენი  იყო?
    --ცოტა  ხნის  წინ  ერთმა  კაცმა  ,,ბლექ-ჯეკით“  მოიგო  11 მლნ დოლარი.  მართალია,  თუ  მოგება  1000დოლარზე  მეტია,  გადასახადები  ერიცხება, მაგრამ  მაინც კარგი  თანხები  რჩება.
   ---მსგავსი რამ  იყო  კიდევ?
---იყო.  ერთ-ერთ  დიდ  კაზინოში  ,,ტრამპ-პლაზაში“ ბოშების  ჯგუფმა  იმხელა  თანხა  მოიგო,  რომ  კაზინოს  არ ქონდა  ნაღდი  ფული  მათ  გადასახდელად.-----ეს  უკვე  შენი  ნაწილია,  მეუბნება  მასპინძელი,  ბოშებს  შესანიშნავი  ინტუიცია  აქვთ,  მათ  შეუძლით  მომავლის  წინასწარმეტყველება,  და  როდესაც  დიდი  ჯგუფი  იკრიბება,  აქ  ნამდვილად  ენერგეტიკა  თამაშობს  და  დილერსაც  ადვილად  დაიმორჩილებენ.
    ---და  რას  ნიშნავს  ,,დილერის დამორჩილება“?
     --ითამაშე  და   გაიგებ,
      ---და  თუ   ამდენი  ადამიანი  იგებს  ,,ბლექ-ჯეკით“--კაზინო  რატომ  არ  დახურავს  მას?
        ---რულეტკა, სათამაშო  ავტომატები  და  სხვა  თამაშები  იძლევიან  სტაბილურ  შემოსავალს,  მხოლოდ  ,,ბლექ-ჯეკი“  იძლევა  ზარალს,  მაგრამ  თუ  მას  დახურავენ--აღარავინ  ივლის  კაზინოში.  მაგრამ  დამიჯერე,  მათ  ბევრი  ხერხი  აქვთ  იმისათვის,  რომ  გაიძულონ  წაგება.
   ---დამისახელე  თუნდაც  ერთი.
-----კი  ბატონო.  თუ  შენ  დაიწყე  მოგება  სტაბილურად,  მაშინვე  გამოცვლიან  დილერს.  კარტები  აირევა,  და თუ   შენ  ამას  მაშინვე  ვერ  მიხვდები და  ვერ  იგრძნობ,  წააგებ.
     --კარგი,  მაგრამ  თუ  ადამიანი  პროფესიონალია?
     ---თუ  შენ  პროფესიონალი  ხარ  და  ხშირად  იგებ,  ჯობია ერთი  და იგივე  კაზინოში  არ  გამოჩნდე.  20 000-ს თვეში  ერთხელ  გაპატიებენ,  მაგრამ  თუ  მეტს  მოინდომებ,  გახსოვდეს,  რომ  შენს  მანქანას  ეზოში  არავინ  დარაჯობს.  გზა  გრძელია, სიჩქარე  დიდია.  მით  უმეტეს,  არიან  ადამიანები,  რომლებიც  არსად  არ  მუშაობენ,  და  კარგად  ცხოვრობენ,  თამაშობენ რბოლებზე  ან  სტუმრობენ  კაზინოებს.
       გავიფიქრე,  რომ  რუსეთში ასეთ  ადამიანს  თითს  დაუქნევდნენ,  დაემუქრებოდნენ,  და თუ  არ  შეისმენდა,  საკუთარ  სადარბაზოსთნ  მოკლავდნენ.  საერთოდ  ადამიანებს  ახასიათებთ  ილუზია,  რომ  სახელმწიფო  შეიძლება  იყოს  წესიერი,  ზრუნავდეს  საკუთარ  მოქალაქეებზე,  ასრულებდეს  დაპირებებს  მათ  წინაშე.  სახელმწიფო--ესაა  კანონები,  რომლებიც  არსებობენ,  და  ჩინოვნიკები,  რომლებიც  მათ  ასრულებენ.  და  ყველაზე  დიდი  მტერი  სახელმწიფოსი  არის არა  მოქალაქე,  არამედ  სახელმწიფო  მოხელე.
       რაც  უფრო  ცუდად  მუშაობენ  კანონები,  რაც  უფრო  მოუხერხებელია  ისინი,  რაც  უფრო  დიდი  ქაოსია  სახელმწიფოში,  მით  უფრო  მნიშვნელოვანია  ჩინოვნიკის  ფიგურა  და  მით  უფრო  მეტი  სიკეთით  სარგებლობს  იგი.  ამიტომ  არც  ერთი  მათგანი  არ  არის  დაინტერესებული  სახელმწიფოს  აყვავებით,  რადგან  ქვეყნის  აყვავებას  მოაქვს  მკაცრი  დისციპლინა  და  ჩინოვნიკებზე  კონტროლის გაძლიერება.  საბჭოთა  დროს  დისციპლინა  იყო, მაგრამ  კანონები  იყო  მოუხერხებელი  და  არაბუნებრივი,  ამიტომ  ჩინოვნიკის  ფიგურა  იძენდა  უზარმაზარ  მნიშვნელობას.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff