ვინაა შენი ცხოვრების მთავარი მმართველი?

Admin
აზრები
0
0

ავტორი: მამუკა გურული თანამედროვე ადამიანის მთავარი პრობლემა იმაშია, რომ მას დაკარგული აქვს თა...

PLANETS

ავტორი: მამუკა გურული

თანამედროვე ადამიანის მთავარი პრობლემა იმაშია, რომ მას დაკარგული აქვს თავისი ცენტრი, თავისი შინაგანი მზე, თავისი სიცოცხლის მეუფე. მას დარღვეული აქვს ძალთა იერარქია საკუთარ არსებაში.

გონება, ემოციები და ინსტინქტები ერთმანეთთან შეთანხმებულადაც კი ვერ მუშაობენ, და მითუმეტეს არ ემორჩილებიან შინაგან ცენტრს. დროის სხვადასხვა მონაკვეთში ამ სამიდან რომელიმეს უკავია წამყვანი როლი და ყველა დანარჩენ ცენტრს თავის მოტივაციას უქვემდებარებს. და ამ სამიდან თვითოეულიც კი არაა გამთლიანებული, არამედ დაყოფილია, შეპყრობილია სხვადასხვა გაუცნობიერებელი სურვილებით და ერთ შეკრულ ცენტრსაც კი ვერ ქმნიან. თავად ყველაზე საბაზისო ინსტინქტი - სექსუალური ინსტინქტიც კი არაა ტოტალური... ყველაზე მკაფიო ემოცია - რისხვაც კი არაა ტოტალური... გონებაში კი უამრავი ერთმანეთთან დაუკავშირებელი აზრი ფუთფუთებს და ის, რამაც უნდა მართოს ემოციები და ინსტინქტები (ანუ თავი) აბსოლუტურ ქაოსშია.

ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ ყველაფრის დალაგება და სწორი იერარქიული განაწილება შეუძლია, ესაა მზე - სინათლის მთავარი წყარო - ჩვენს შიგნითაც და ჩვენს გარეთაც. ალბათ შეგიმჩნევიათ, იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც ნაპოვნი აქვს თავისი მზე და მიჰყვება მას, თითქოს ყველაფერი თავისთავად ლაგდება.

ეს მზე - ჩვენი ნამდვილი ეგო - ყოველ ჩვენგანშია. იგი მოთმინებით ელოდება, როდის მიაპყრობს თავის ყურადღებას ჩვენი პიროვნება (ცრუ ეგო) და როდის გაიხდის თავის უმაღლესს მმართველად.

ადრე ქართველები თავის მზეს იფიცებოდნენ... მოგვიანებით თავის დედას იფიცებოდნენ... ახლა უკვე თავის დედაზე იგინებიან...

თუკი არ გაქვს პასუხი კითხვეზე: "ვინაა შენი ცხოვრების მთავარი მმართველი?" ე.ი. შენ უამრავი მმართველი გყავს და ბევრი ბატონის მონა ხარ, და ამას "თავისუფლებას" უწოდებ!

მსგავსი სტატიები

მასმედიის და სოცქსელების როლი მასების მათვაში


არავისთვის უცხო არაა ის ფაქტი, რომ ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენ...

სპეცისიზმი


ავტორი: ლუკა ბაკურაძე სპეცისიზმი - ადამიანთა რწმენა,რომლის მიხედ...

გველეშაპის წიაღი


ავტორი: მიხაილ ედიშერაშვილი მატერია შეიძლება დროის პროდუქცია არ იყ...

ცხოვრების მთავარი საიდუმლო


ავტორი: მამუკა გურული სათაურის წაკითხვისთანავე ალბათ გაგიჩნდებათ კი...

დიდი აფეთქება თუ სამყაროს მუდმივობა?


ავტორი: გურამ ჟღამაძე არსებობს ბევრი თეორია თუ როგორ შეიქმნა ჩვე...

გრავიტაცია


ავტორი: მამუკა გურული ერთ-ერთი ყველაზე "საიმედო" და საკვანძო ცნე...

ეზოთერიის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ეზოთერია იმ სახით, რა სახითაც ვიცნობდით, მ...

ახალი წელი - ახალი სამყარო


 ავტორი: ალქიმიკოსი "და პირველად იყო სიტყვა" გვეუბნებიან რე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff