8 მთავარი მშვინვიერი პროცესი

Admin
ანთროპოსოფია
0
0

მონაკვეთი რუდოლფ შტაინერის წიგნიდან - "როგორ მიიღწევა ზენა სამყაროების შემეცნება?" მთარგმნელი:...

Arild Rosenkrantz Nyx

მონაკვეთი რუდოლფ შტაინერის წიგნიდან - "როგორ მიიღწევა ზენა სამყაროების შემეცნება?"

მთარგმნელი: ვიტალი დარსანია

განვითარება შემდეგნაირად ხდება: ადამიანმა გარკვეული ყურადღება უნდა მიაქციოს და იზრუნოს ზოგიერთ მშვინვიერ პროცესზე, რომელთაც ის ჩვეულებრივ უზრუნველად და უყურადღებოდ ტოვებს ხოლმე. არსებობს რვა ასეთი პროცესი: 

1. პირველი, თუ როგორ ითავისებს ადამიანი წარმოდგენას. ამ მხრივ, როგორც წესი, ადამიანი სავსებით მინდობილია შემთხვევითობას. მას ესმის ესა თუ ის, ხედავს ამას თუ იმას და შესაბამისად აყალიბებს საკუთარ ცნებებს. ვიდრე ის ასე იქცევა, მისი თევსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილი სრულიად უმოქმედოა. მხოლოდ მას შემდეგ. რაც იგი ამ მხრივ თვითაღზრდის სადავეებს ხელთ იპყრობს, ლოტოსის ყვავილი მოქმედებას დაიწყებს. მიზნის მისაღწევად მან ყურადღება უნდა გაამახვილოს თავის წარმოდგენებზე. მისთვის მნიშვნელობა უნდა შეიძინოს ყოველმა წარმოდგენამ, რომელშიც მან გარესამყაროულ საგანთა ერთგვარი დესპანი, მაცნე უნდა დაინახოს. იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ წარმოდგენებით, რომლითაც არ გააჩნიათ ამდაგვარი მნიშვნელობა. მან ისე უნდა წარმართოს მთელი თავისი მცნებების სფერო, რომ ეს უკანასკნელი გარესამყაროს უტყუარი სარკე გახდეს. მისი მისწრაფება მიმართული უნდა იყოს საკუთარი სამშვინველიდან არასწორი წარმოდგენების მოსაშორებლად.

2. მეორე მშვინვიერი პროცესი ასევე შეეხება ადამიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. თვით ყველაზე უმნიშვნელო გადაწყვეტილება დასაბუთებულად, აზრის მომწიფების შემდეგ უნდა იქნებას გამოტანილი. ყოველგვარი უაზრო ქმედება, მნიშვნელობას მოკლებული საქმიანობა უნდა განირიდოს მან საკუთარი სულიდან და ყველაფრის მიმართ უნდა გააჩნდეს კარგად აწონილ დაწონილი საფუძველი. იგი უნდა მოერიდოს ყოველივეს, რისკენაც რამე სერიოზულული მოწოდება არ გააჩნია.  

3. მესამე პროცესი შეეხება მეტყველებას. იდუმალთმოწაფის ბაგეებმა უნდა წარმოსთქვან მხოლოდ ის, რასაც აზრი და მნიშვნელობა გააჩნია. ყოველგვარი საუბარი მხოლოდ საუბრის გულისთვის გზიდან ააცდენს მას. იდუმალთმოწაფე უნდა ერიდებოდეს რიგით საუბარს, სადაც ადგილი აქვს უწესრიგობას და ფუჭსიტყვაობას. ამასთან მან არ უნდა გამოთიშოს საკუთარი თავი მოყვასთან ურთიერთობისგან. სწორედ ურთიერთობაში უნდა შეიძინოს მისმა საუბარმა მნიშვნელობა. იგი მზად უნდა იყოს ესაუბროს და პასუხი გასცეს ყველას, მაგრამ ამას უნდა სჩადიოდეს გააზრებულად, ყოველმხრივ მოფირექბულად. იგი აღარასოდეს ისაუბრებს დაუსაბუთებლად, ეცდება არც სიტყვამრავალი იყოს, არც სიტყვაძვირი.

4. მეოთხე, მშვინვიერი პროცესი მდგომარეობს გარეგანი ქმედების მოწესრიგებაში. იდუმალთმოწაფე ცდილობს საკუთარი ქმედება ისე წარმართოს, რომ იგი თანხმობაში მოვიდეს მოყვასის ქმედებასთან და მის გარემოში მომხდარ მოვლენებთან. იგი ერიდება ისეთ ქმედებას, რომელიც ხელიშემშელია სხვათათვის ან წინაღმდეგობაშია ყოველივესთან, რაც მის გარემოში ხდება. იგი ცდილობს საკუთარი ქმედების ისე წარმართვას, რომ ჰარმონიაში მოვიდეს თავის გარემოსთან, ცხოვრებისეულ მდგომარეობასთან და ა.შ. როდესაც გარეშე ფაქტორი მას ქმედებისაკენ უბიძგებს, იგი გულდასმით უკვირდება იმას, თუ როგორ უნდა შეუთავსოს საკუთარი მოქმედება ამ ფაქტორს. თუ იგი საკუთარი თავიდან გამომდინარე მოქმედებს, საგულდაგულოდ უნდა სწონიდეს ამ მოქმედების შესაძლო შედეგებს.

5. მეხუთე პირობა მდგომარეობს მთელი ცხოვრების მოწყობაში. იდუმალთმოწაფე ცდილობს თანხმობაში იცხოვროს ბუნებასთან და სულთან. იგი არასოდეს ჩქარობს და არც ზოზინებს. მისთვის ერთნაირად უცხოა როგორც უსაზმნო ფუსფუსი, ისე დაუდევრობა, ცხოვრება არის საშუალება მუშაობისთვის და ამ უკანასკნელს შესაბამისად წარმართავს. იგი ისე აწესრიგებს ჯამრთელობის ზრუნვას, წეს-ჩვეულებებს და ა.შ რომ ამას შედეგად ჰარმონიული ცხოვრება მოჰყვეს.

6. მეექვსე პირობა შეეხება ადამიანურ მისწრაფებებს. იდუმალთმოწაფე აწონ-დაწონის თავის უნარებს, შესაძლებლობებს და იქცევა ამგვარი თვითშემეცნებიდან გამომდინარე. იგი ცდილობს არაფერი მოიმოქმედოს ისეთი, რაც აღემატება მის ძალებს, ამავე დროს არ გამორჩეს ისეთი რამ, რაც მისი შესაძლებლობის ფარგლებში ეტევა. მეორე მხრივ, იგი ისახავს ისეთ მიზნებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის იდეალებთან და უდიდეს მოვალეობებთან. იგი არ ცდილობს როგორც რაღაც ბორბალი დაუფიქრებლად მოებას კაცობრიობის მექანიზმებს, არამედ ეძიებს საკუთარი ამოცანების გაზრებას, ყოველდღიურობის მიღმა ჭვრეტას. იგი ისწარფვის სულ უფრო უკეთ და სრულყოფილად შეასრულოს თავისი მოვალეობანი.

7. მისი მშვინვიერი ცხოვრების მეშვიდე პირობა შეეხება მისწრაფებას, შეძლებისდაგვარად მეტი ისწავლოს ცხოვრებისგან. იდუმალთმოწაფისთვის არაფერი ჩაივლის ისე, რომ ცხოვრებისთვის სასარგებლო გამოცდილების დაგროვების საბაბი არ მისცეს. თუ მან რაიმე არასრულყოფილად და არასწორად შეასრულა, ამით მას ეძლევა საბაბი მოგვიანებით უკვე სწორად და სრულყოფილად შეასრულოს იგივე. დაკვირვებას სხვათა მოქმედებაზე იგი იმავე მიზნებისთვის იყენებს. იგი ცდილობს გამოცდილებათა მდიდარი საუნჯის დაგროვებას და მათ მზრუნველად შეჯერებას რეალობასთან. იგი არაფერს აკეთებს ამ გამოცდილებათა გათვალისწინების გარეშე, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ მას გადაწყვეტილების მიღებასა და შესრულებაში.

8. და ბოლოს მერვე პირობა: იდუმათმოწაფემ დროდადრო უნდა ჩაიხედოს საკუთარ შინაგან სამყაროში . იგი უნდა ჩაიძიროს საკუთარ თავში, მოეთათბიროს მას, გამოიმუშაოს წესები და გამოსცადოს ისინი, გონების წინაშე გაისიგრძეგანოს მთელი თავისი ცოდნა, აწონ დაწონოს საკუთარი მოვალეობანი, დაფირდეს ცხოვრების შინაარსისა და მიზნის შესახებ და ა.შ. ყოველივე ამის ირგვლივ უკვე ითქვა წინამდებარე თავებში. აქ ისინი მხოლოდ ჩამოითვლება თექვსმეტფურცლიანი ლოტოსის ყვავილის განვითარებასთან დაკავშირებით. ამ ვარჯიშების წყალობით იგი სულ უფრო და უფრო სრულყოფილი გახდება.

სრული ტექსტი იხილეთ ამ ლინკზე.

მსგავსი სტატიები

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი XII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო შემეცნების ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო II. სამშვინ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი III)


IV. სხეული, სამშვინველი და სული თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VIII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო III. სულეთი...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი XI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო VI. ფორმააზ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სამი სამყარ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი X)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო V. ფიზიკური...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი - II)


ადამიანის არსება თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff