2022 წლის მოკლე მიმოხილვა და პროგნოზი 12 ზოდიაქოს ნიშნიათვის  

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: ქეთი ოდიშელი (OMNIA)

ლურჯი ვეფხვის წელი წინა წლისგან განსხვავებით მეტ აქტიურობას, გარდაქმნებს შემოიტანს, როგორც თითოეული ადამიანისთვის, ასევე ზოგადად სახელმწიფო დონეზე, პოლიტიკურ, კარიერულ საკითხებში, ასევე პირად თემებში.

რეალურად, აღმოსავლური კალენდრით ვეფხვის წელი, ზამთრის მზებუდობის მეორე ახალმთვარეობას დგება, შესაბამისად ის თებერვლის დასაწყისში იწყება, თუმცა კალენდარული ახალი წელი, მაინც დიდ ცვლილებებს უკავშირდება.

2022 წელი იწყება რეტროგრადული ვენერას ეფექტებით და სრულდება რეტროგრადული მარსის ეფექტების ლოგიკური გაგრძელებით. სწორედ ეს მმართველები არიან ჩართული კარმული კვანძების ღერძის თემებში, ერთის მხრივ კურო - მატერიალური სამყარო, სტაბილურობა, ჰარმონია კომფორტი, სხული, საკვები, ჩვენი რესურსი, ჩვენი ფინანსები, რომელსაც მართავს პლანეტა ვენერა და მეორეს მხრივ მორიელი - მიზანი, ბრძოლა, გარდაქმნა, მოძველებულის ჩამოშლა, ბუნებრივი გადარჩევა. მმართველი მარსი და პლუტონი.
მთავარი ამოცანა - რაღაცაზე უარის თქმა, სირთულეების გადალახვა, ტრანსფორმაცია, კრიზისის შესაძლებლობების გამოყენება.

წლის მნიშვნელოვანი მოვლენები:
რეტროგრადული ვენერა დირექტული ხდება იანვრის ბოლოს.
რეტროგრადული მერკური:
14 იანვარი - 3 თებერვალი;
10 მაისიდან -18 ივნისამდე;
9 სექტემბრიდან -2ოქტომბრამდე;
29 დეკემბრ - 18 იანვრამდე;
 

დაბნელებები:
1 მაისი (მზის );
16 მაისი (მთვარის);
25 ოქტომბერი (მზის);
8 ნოემბერი (მთვარის);

ახლა იუპიტერი თევზებშია, 10 მაისიდან - 28 ოქტომბრამდე გადაინაცვლებს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში.
რეტროგრადული ხდება მარსი 30 ოქტომბერი- 12 იანვრამდე;
ლილიტი გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში 15 აპრილს, აქრჩება 9 თვე.
 

ასევე მნიშვნელოვანი თარიღები (+/-1,2 დღე):

12 თებერვალი (მარსი ვენერას შეერთება);
10 მარტი (მარსი ვენერას შეერთება);
12 აპრილი (იუპიტერი უერთდება ნეპტუნს თევზების ზოდიაქოს ნიშანში/ფიქს. ვარკსვლავი მარკაბი);
30 ივლისი (მარსი, ურანი, რაქუს შეერთება- უპირისპირდება კეტუ, პროზერპინას);
p.s.სარკისებური თარიღი 22 02 2022.
 

2022 წლის პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:  

ვერძი - 13 დან - 17 აპრილამდე დაბადებული ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისთვის, წლის დასაწყისი შესაძლოა ტრანსფორმაციებს უკავშირდებოდეს, თუმცა მალე, თქვენი დრო მოვა! წარმატებული პერიოდი, სადაც დიდ ენერგიას იგრძნობთ მაისიდან იღებს სტარტს, აქ ყველა საკითხში მეტია იღბლიანობის შანსები, იმოქმედეთ! სასიკეთო პერიოდია ნებისმიერ ცხოვრებისეულ სფეროში, მარტივად შეძლებთ თქვენი ჩანაფიქრების რეალიზებას, კარიერულ და პოლიტიკურ ასპარეზზე და არამარტო. განსაკუთრებით წარმატებით შეიძლება იასპარეზონ ადამიანებმა, რომლებიც დაბადებულნი არიან 21 – 30 მარტის დიაპაზონში. გამოიყენეთ სამყაროსგან ბოძებული შანსები ნოემბრის დასაწყისამდე.
 

კურო - კუროთა უმეტესობისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი პერიოდია, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სიტუაცია უკავშირდება მნიშვნელოვან გარდაქმნებს, ახალი წლის გამოხატული ასპექტები 29 აპრილიდან დაახლოებით 16 მაისამდე დაბადებული კუროს წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით საგრძნობი შეიძლება იყოს. სირთულეებთან ერთად გეძლევათ დიდი ენერგიაც, რომლის გამოყენება შეგიძლიათ გონივრულად ნებისმიერ სფეროში. აქტუალური შეიძლება იყოს როგორც სოციალური კავშირების გაფართოება, ასევე ემოგრაციასთან, სულიერ განვითარებასთან, ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები. აი 16 დან 20 მაისამდე დაბადებულებისთვის კი, ეს პერიოდი შესაძლოა საკმაოდ წარმატებულიც იყოს.
 

ტყუპები - შუა აპრილიდან პერიოდი გაცილებით უფრო ეფექტური და სასიკეთოა თქვენთვის ვიდრე წლის დასაწყისი. ტყუპების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაბადებულნი არიან 20 დან - 30 მაისამდე წარმატებული პერიოდია მაისი-ნოემბრის დიაპაზონი. აუცილებლად გამოიყენეთ მოცემული პერიოდი თქვენი მიზნების რეალიზებისთვის, როგორც კარიერული საკითხების ასევე სოციალური კავშირების გამყარება გაფართოებისთვის. გაცილებით ეფექტურია მომავალი წელი ივნისის პირველ ნახევარში დაბადებულთათვის, მთავარია მოინდომოთ და არ დატოვოთ საქმე შუა გზაზე.
 

კირჩხიბი - მსოფლხედველობის ცვლა, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, განსაკუთრებით ტრანსფორმაციის თემა შეეხება კირჩხიბებს დაბადებულებს 17 დან 22 ივლისის დიაპაზონში. წლის დასაწყისი, დაახლოებით შუა აპრილამდე მეტად სასიკეთოა, აქტუალურია უცხოეთთან, განათლებასთან, კანონთან დაკავშირებული თემები, მეორე ნახევარი კი კარიერული საკითხებია აქცენტირებული, ასევე სტატუსის თემა, ზოგადად წელი სასიკეთოა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. 21-22 ივლისს დაბადებულებს ნოემბერი-დეკემბრის პერიოდი ზამთრის მზებუდობამდე ფორტუნა განსაკუთრებით წყალობს, ასე, რომ გამოიყენეთ ეს დრო გონივრულად! კარგად გათვალეთ თქვენი უნიკალური სტრატეგიით თითოეული ნაბიჯი.
 

ლომი - მნიშვნელოვანი, ძირეული გარდაქმნების პროცესი გრძელდება, თუმცა გახსოვდეთ, სირთულეები არ ნიშნავს ცუდს, სირთულეები ნიშნავს განვითარებას, პროგრესს. აგვისტოს დასაწყისიდან - 18 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში დაბადებულებს გარკვეული კრიზისული სიტუაციების გავლაც მოუწევთ. შესაძლოა დასრულდეს გარკვეული ეტაპი, ფინანსებთან, პირად, ან კარიერულ თემებთან დაკავშირებით. ნუ გარისკავთ, ნუ იქნებით იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისას. აი ივლისის ლომებისთვის მშვენიერი პერიოდია მაისიდან -ნოემბრის დასაწყისამდე ზონა. აქტუალურია ასევე მოგზაურობის თემა.
ნუ შეგაშინებთ ბარიერები და კრიზისები, ქარიშხალი რომ გადაივლის საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ. თქვენ იქნებით სხვა ადამიანი, გაცილებით უფრო ძლიერი და ბრძენი, თქვენი ცხოვრება იქნება გაცილებით უფრო მშვენიერი.
 

ქალწული - თქვენთვის ეს წელი ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია მომავალი გარდაქმნებისთვის, ერთის მხრივ აქტუალურია ახალი სასიყვარულო თავგადასავლები, თუმცა შესაძლოა აქტუალური იყოს მოტყუების თემა, ნუ მოტყუვდებით ილუზორული მოლოდინებიდან გამომდიარე, ეს ეხება განსაკუთრებით 12-18 სექტემბრის დიაპაზონში დაბადებულებს. თუმცა 2 დან 12 სექტემბრამდე დაბადებულებს შესაძლოა ცხოვრებისეული სიურპრიზების პერიოდიც ჰქონდეთ, საერთოდ შეიცვალება თქვენი ხედვა, საქმიანობის სფერო. იყავით რეალისტები, აქცენტი გააკეთეთ თქვენს საუკეთესო თვისებაზე -იყავით დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული
 

სასწორი - აქტიურობა, მიზანსწრაფულობა, სიმტკიცე და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, აი რა გჭირდებათ მაისიდან იმისთვის, რომ ეფექტური პერიოდი გამოიყენოთ რაც შეიძლება სასიკეთოდ, მანამდე კი, სასწორთა წარმომადგენლებს, განსაკუთრებით 4 დან 17 ოქტომბრამდე დაბადებულებს ძალისხმევა და შრომა მოუწევთ, მომდევნო პერიოდში დაბადებულებს კი შესაძლოა ნების წინააღმდეგ მოქმედება და მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. წლის მეორე ნახევარი პირად ურთიერთობებში სიახლეებს უკავშირდება, მთავარია არ გადაამეტოთ, თქვენი მოთხოვნები და ამბიციები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს რეალობას.
 

მორიელი - მთავარი ამოცანაა აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, იმოქმედეთ იმის მიხედვით რა გჭირდებათ და არა იმით, თუ რა გინდათ. გააანალიზეთ განვლილი პერიოდი. წლის დასაწყისი მაისამდე გაცილებით ეფექტურია. მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანია წელი 2 დან 16 ნოემბრის პერიოდში დაბადებულთათვის, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიანობის კუთხით. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, იმუშავეთ ენერგოტონუსის ამაღლებაზე, ემოციების ჰარმონიზაციაზე. 17 ნოემბრის მერე დაბადებულთათვის უკეთესი პერიოდია, ძალისხმევითა და თქვენი საუკეთესო თვისებების გამოყენებით თქვენ შეძლებთ შექმნათ თქვენი ცხოვრების საუკეთესო სცენარი. ზოგიერთს შესაძლოა ოჯახში მატება ჰქონდეს, ასევე შესაძლოა აგიხდეთ დიდი ხნის ოცნება და შვილი შეგეძინოთ.
 

მშვილდოსანი - სასიკეთო ცვლილებები შეეხება საოჯახო და სასიყვარულო თემას, აქტიურობის პერიოდი მაისიდან დაიწყება, ეს არის გამართლების, შემოქმედებითი პოტენციალის გაფურჩქვნის, წარმატების პერიოდი, გამოიყენეთ ეს დრო თქვენი ყველაზე თამამი ჩანაფიქრების რეალიზებისთვის. შედარებით საყურადღებოა მომავალი წელი 12 დან 18 დეკემბრამდე დაბადებულთათვის, მეტი მახვილგონიერება, მოთმინება და სიმტკიცე გმართებთ. ეცადეთ სიტუაციები ობიექტურად შეაფასოთ, კარგად განსაზღვრეთ თითოეული ნაბიჯი და ნუ გადაამეტებთ.
 

თხის რქა - წლის პირველი ნახევარი მეტი აქტიურობაა, ახალი კავშირები, ახალი ნაცნობობა, საბუთები, სწავლა, მგზავრობები. 14 დან 18 იანრის პერიოდში დაბადებულთნთვის პერიოდი შედარებით რთულია, მნიშვნელოვანი გარდაქმნების წელი შეიძლება იყოს. აიღეთ პასუხისმგებლობა მიმდინარე სიტუაციებზე, თქვენ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ყველაფერს იღბლიანობის წყალობით ეს ეხება განსაკუთრებით 10 დან 15 იანვრამდე დაბადებულებს. შედარებით მეტი გონიერება და დაკვირვება გმართებთ მაისი -ოქტომბრის დიაპაზონში, ნუ გაართულებთ სიტუაციებს, იყავით მეტად მოქნილი და მიმტევებელი.
 

მერწყული - თქვენთვის გამოცდების პერიოდი გრძელდება, ამიტომ მეტი დისციპლინა, შრომა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გმართებთ. სირთულეები აქტუალურია იანვრის ბოლოდან - 15 თებერვლის დიაპაზონში დაბადებულთათვის, ურთიერთობების დასრულების, დროებითი განშორების, დრომოჭმული კავშირების რღვევის თემის გამო. ნუ დაღონდებით, ახლა თქვენ იმხელა ძალასა და სიბრძნეს მოიკრებთ, რომ მომავალში შეძლებთ იმ დიდი იდეებისა და მიზნების რეალიზებას, რომელზეც არც გიოცნებიათ. შესაძლოა ფინანსური კუთხით შედეგიანიც იყოს წლის პირველი ნახევარი. მეორე ნახევარი კი გაცილებით პოზიტიურია ზოგადად, რასაც განწყობის დონეზეც კი იგრძნობთ, მთავარია მიჰყვეთ ამ პოზიტიურ ტალღას და გამოიყენოთ სამყაროსგან ბოძებული შანსები.
 

თევზები - ახალი წლიდან თქვენთვის პოზიტიური პერიოდი ძალაში შევიდა! იყავით აქტიური, გონივრულად გამოიყენეთ ეს დრო, ფორტუნა თქვენს მხარესაა, არის მოგების შანსებიც, ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა დაოჯახდეს, ზოგიერთმა შესაძლოა კარიერაში მნიშვნელოვან საფეხურზე გადაინაცვლოს. ითამაშეთ ლატარია. სასიკეთოა პერიოდი, როგორც კარიერული, ასევე სხვა პირადი თუ სოციალური საკითხებისთვის. ეს პოზიტიური პერიოდი მაისის ჩათვლით იმუშავებს, შემდეგ უკვე წლის ბოლოს, ნოემბერი-დეკემბრის ზონაში ისევ შეგახსენებთ თავს, თუმცა უფრო მეტად აისახება 16-21 მარტის ზონაში დაბადებულებზე. მნიშვნელოვანი სასიკეთო ძვრები შეიძლება განახორციელოთ, მთავარია თქვენი ჩართულობა. 7-12 მარტის თევზებისთვის შესაძლოა აქცენტირებული იყოს აპრილის შუა პერიოდი, მნიშვნელოვანი სასიკეთო ძვრები, სულიერ განვითარებაში პროგრესი და „მოსავლის აღება“ ყველა კეთილ საქმეში. სამყარო ცოცხალი ორგანიზმია, მას მშვენივრად ესმის ჩვენი, ადამიანების, ამიტომ გახსოვდეთ, თქვენი სამყარო ზრუნავს თქვენზე, გარე სამყარო თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია.

მსგავსი სტატიები

მზე/მთვარის დაბნელება


„მზის დაბნელება/ახალმთვარეობა“ სტატიის ავტორი:გიორგი ლობჯანიძე ...

მზის ბნელი მხარე თევზებში


ავტორი: ანა თოფურიძე მზით თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები ...

სურია (მზე)


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ...სადღაც ძალია...

ამოუცნობი ურანი


ურანის გამოცხადება ელვასავით აუტანლად გირტყამს. მოულოდნელია, უეცა...

კარდინალური ჯვარი


  ავტორი: ქეთი ოდიშელი წყარო   მას ასევე უწოდებენ ქრის...

იუპიტერის ტრანზიტი სახლებში


ავტორი: იოანე შენგელია შესავალი ნებისმიერი ადამიანის დაბადების ...

სავსე მთვარე


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა,...

Via Combusta - ( დამწვარი გზა)


 სასწორის 15 გრადუსიდან- მორიელის 15 გრადუსამდე მონაკვეთი უსიამოვნე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff