ვენერა მორიელში

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: ლუკას შერმადინი სიყვარულის და ჰარმონიის პლანეტა ხვდება ქვესკნელში პირდაპირი გაგებით,თა...

Venus scorpio 1

ავტორი: ლუკას შერმადინი

სიყვარულის და ჰარმონიის პლანეტა ხვდება ქვესკნელში პირდაპირი გაგებით,თავად ჰადესის სამფლობელოში.ასეთი ადამიანის გრძნობები მეტად ღრმა და ინტენსიურია.აქვთ ძლიერი და დაუოკებელი ვნებები.მათი დევიზია "ყველაფერი ან არაფერი".იზიდავთ ძალაუფლება,საბედისწერო ურთიერთობები,მისტიკა,ოკულტიზმი და ყველაფერი რაც იდუმალებით არის მოცული.

საკმაოდ რთული ბუნების პატრონია ეს ადამიანი.ხშირად მას ვერ უგებენ,რადგან ამ ადამიანისთვის ყველაფერი ბრძოლასთან და ტანჯვასთან არის დაკავშირებული.იგი ძალიან ეჭვიანი,მესაკუთრე და დომინანტია.თუ უყვარს ვინმე,უყვარს მთელი არსებით.მას სჭირდება ვნებიანი ურთიერთობა.ურთიერთობაში მისთვის აუცილებელია ერთგულება,დაძაბულობა,ომი,ბრძოლა,ვნება.ხშირად თავადვე ქმნის ურთიერთობაში დაძაბულობას,პარტნიორს მრავალ გამოცდას უწყობს.ნდობა სასტიკად უჭირს,ამიტომ ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს პარტნიორს.აგრეთვე თუ მან შეამჩნია ღალატი ან რაღაც ისეთი პარტნიორის მხრიდან,რაც მას გულს ატკენს,მაშინ პარტნიორს მთელი არსებით იძულებს.(არამხოლოდ პარტნიორს,ზოგადად მეგობრების მიმართაც ასეა,რადგან ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს და მისი მეგობარი რომ გახდე საკმაოდ რთულია.ახლოს თითქმის არავის უშვებს.მეგობრების მიმართაც კი ეჭვიანი და მესაკუთრეა.)

ეს ადამიანი ემოციებს თითქმის ყოველთვის აკონტროლებს და არ გამოხატავს.მას გააჩნია დიდი ფარული ენერგია,მაცდური მზერა და მაგიური ზეგავლენა გარშემომყოფებზე.თუ ამ ადამიანს დომინანტი პლუტონი ჰყავს,მაშინ იგი მიდრეკილია ნგრევისკენ.მაგალითად სასიყვარულო ურთიერთობას ანგრევს,თუ მან პატრნიორი მალევე მოიპოვა ან პატრნიორის მიმართ ინტერესი უქრება.თითქმის არასდროს უმართლებს მას სიყვარულში,რადგან ყოველთვის ისეთი ვინმე მოსწონს ან უყვარდება,ვისი გულიც უკვე დაკავებულია ან რაღაც სხვა მიზეზით ვერ იქნებიან ერთად.ამიტომ შინაგანად ტანჯავთ კითხვები,იმის შესახებ თუ რატომ არ უმართლებთ სიყვარულში.

აგრეთვე მათ არ უყვართ,როდესაც მათი საყვარელი ადამიანი ბედნიერია ვინმე სხვა ადამიანის გამო.მათთვის მნიშვნელოვანია,რომ პარტნიორი მხოლოდ მისით იყოს ბედნიერი.ასევე თუ ძალიან უყვართ ვინმე,ხშირად მათ სიკვდილზე ფიქრობენ,რადგან ასე მათი საყვარელი ადამიანი ხელმიუწვდომელი იქნება ყველასთვის და მისი სული მხოლოდ ამ ადამიანისთვის იარსებებს.ისინი სიყვარულში თავად პარტნიორის სულს ითხოვენ.

თუ გაუმართლათ სიყვარულში,მაშინ ემზადებიან ურთიერთობის ნგრევისთვის და ომისთვის,რადგან გულის სიღრმეში მრავალი ეჭვი აწუხებთ.მათი წარმოსახვის უნარი მათსავე წინააღმდეგ მოქმედებს ხოლმე.ამიტომ საბოლოოდ მათ არ ესმით თუ რა არის ბედნიერება და ჰარმონია.სამაგიეროდ მრავალ ბრძოლას და ტანჯვას გამოვლილი,მათი ნაიარევი სული ადრეულ ასაკშივე ბრძენდება ხშირ შემთხვევაში.იზიდავთ ხელოვნება და ხელოვნებისადმი - ღრმა და ინტენსიური მიჯაჭვულობები უჩნდებათ.

ფინანსურ წყაროებს რაც შეეხება,ხშირად მათი შემოსავალი საეჭვო და იდუმალია.მათთვის დამახასიათებელია "ყველაფერი ან არაფერის" პრინციპი,ამიტომაც ამის გამო უჭირთ ფულის შეგროვება.

იზიდავთ იდუმალი და მიმზიდველი ადამიანები.მათი სასიყვარულო ურთიერთობებიც როგორც წესი სექსუალური მიზიდულობით იწყება.ანუ პატრნიორს მიზიდულობით არჩევენ.თუ მათ ვინმე არ იზიდავთ სექსუალურად,მაშინ ინტერესიც უქრებათ მათდამი.

ქალებს ვისაც ვენერა მორიელში ჰყავთ,საბედისწერო ქალებს უწოდებენ.ისინი საკმაოდ მიმზიდველნი და იდუმალნი არიან.როგორც წესი ბევრი მამაკაცი ელტვის მათ და ამ ქალებს კი სხვებით მანიპულირება მოსწონთ.

თუ განუვითარებელია ამ მდებარეობის მქონე პიროვნება,მაშინ მასში სადიზმი და სისასტიკე იჩენს თავს.

ამ ადამიანს ჰაერივით ესაჭიროება სარისკო და ექსტრემალური სიტუაციები,რადგან სწორედ "ბეწვის ხიდზე" სიარულით იღებს იგი ენერგიას და იძენს სიცოცხლისადმი სიყვარულს.

მისი სული ბობოქრობს ღრმა და ინტენსიური ემოციებით,უდიდესი ფარული ენერგიით,რომელიც არ იცის საითკენ მიმართოს.როგორც წესი ხშირად სექსის საშუალებით ჰპოვებს გამონთავისუფლების გზას მისი უსაზღვრო ენერგია.

დადებითი მხარეები: სხვების გაგების უნარი,ბრძოლისუნარიანობა,ერთგულება,სექსუალურობა,ძალაუფლებისკენ სწრაფვა,დომინანტობა,ექსტრემის სიყვარული,მისტიკისადმი და საიდუმლო პროცესებისადმი მიზიდულობა.ჰიპნოზის უნარი.

უარყოფითი მხარეები: გარყვნილება,სადიზმი,მაზოხიზმი,ეჭვიანობა,ნგრევა ურთიერთობების,მესაკუთრეობა,უზნეო სურვილები,უჭირს ბედნიერების განცდა და ჰარმონიის მოპოვება.

 

მსგავსი სტატიები

რეგულუსი - ლომის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

"მაგმას" პირადი რუქა


ავტორი: იოანე შენგელია მაგმას ძვირფასო მკითხველნო :)) წინამდებარე...

იუპიტერი (გურუ)


იუპიტერი (გურუ) - დახასიათება ჯიოტიშის (ვედური ასტროლოგიის) მიხედ...

„რეტროგრადული მერკური“


სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე დღეიდან უკვე პლანეტა მერკური, რ...

ახერნარი - Achernar


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ანტარესი - მორიელის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

პირადი რუკა და პროგნოზირება (ზოგადად)


მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. ამ სტატიაში მსურს ძალიან ზოგადად ვ...

ასტროლოგიის გზამკვლევი


ავტორი: იოანე შენგელია არსებობს ინფორმაციის სიმრავლე, და არსებობს ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff