ლილიტი მორიელში

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე ასტროლოგიის შესახებ მრავალი დისკუსია იმართება, ზოგს არ სჯერა რადგან მისი ...

47579367 360009804792317 1020760838308364288 n

ავტორი: ანა თოფურიძე

ასტროლოგიის შესახებ მრავალი დისკუსია იმართება, ზოგს არ სჯერა რადგან მისი ფიზიკური მტკიცებულებები არ არსებობს, ზოგს სჯერა ფანატიკურად, ზოგისთვის გასართობად მჯერა ჰობია და ზოგისთვის თუ კარგს მეტყვიან მაშინ მჯერა. რეალურად კი მე თუ მკითხავთ ასტროლოგია არაა ის რაზეც უნდა იმსჯელო გჯერა თუ არა, ასტროლოგიაზე ზედაპირულად ვერ ისაუბრებ და საერთოდაც ვერ გაიგებ თუ ჯერ შენს ქვეცნობიერ სიღმეებში არ შეგიცურავს და არ აღმოგიჩენია რომ კონკრეტული ძალა გმართავს გარკვეულ სიტუაციებში, ის რაც შენზე ძლიერია და საკუთარი რუკის განხილვისად ზუსტად არ გაიგებ რას ნიშნავს შენი ასპექი და როგორ მუშაობს ის. ჩემი აზრით ასტროლოგიას საკუთარ თავზე დაკვირვების გარეშე, სხვისგან გადმოცემული წინადადებების გააზრებითაც ვერ გაიგებ. ჯერ საკუთარ თავთან გულწრფელობა უნდა ისწავლო, უარყოფთი მხარეების აღიარება და მათთან გამკლავება და შემდე შეძლებ მიიღო როგორ მართავს მზე, მთვარე, მერკური, მარსი თუ ლილიტი შენს ხასიათს. ეს პროცესი ზღაპრულ ფილმში მოგზაურობას გავს, როცა მთავარი გმირი ხარ და შენი თავის შესაცნობად საშიშად ცნობილ ზღვაში უნდა ჩაყვინთო ან ბნელ გამოქვაბულში შეაბიჯო. და თუ ამას შეძლებ და გადალახვ, ცხოვრების მრავალი მხარე განათდება, რადგან დემონს შეხვდები რომელსაც შენი სახე აქვს და გააცნობიერებ რომ ის სიბნელე რაც მანამდე ამუქებდა ფომებს შენივე გონებაში იყო.

ლილიტი მორიელი ლილიტის ერთ-ერთ რთულ მდებარეობად ითვლება და ვეცდები ავხსნა თუ რატომ და ასევე ვეცდები ისიც გადმოვცე წერილობით თუ როგორ უნდა ისწავლოთ მისი მართვა ვისაც ეს საინტერესო მდებარეობა გაქვთ რუკაში. შესაძლოა ვინმეს გულზე მალამოსავით მოედოს ეს სტატია, ზოგმა პასუხები იპოვოს, ზოგმა კი აზრი ვერ გამოიტანოს, მაგრამ ქართულ ენაზე ამ ასპექტის ვრცელი განხილვა არსად მინახავს და ამიტომ დავწერ რასაც აღვიქვამ და მესმის.

ლილიტი მორიელში ნიშნავს იმას რომ თქვენში მორიელის თვისებებს ძლიერად აქვთ ფესვები გადგმული და მისი ქონის შემთხვევაში მისი უგუნებელყოფა არ შეიძლება. თქვენ შეიძლება მხოლოდ მზის ნიშანი იცოდეთ და გეგონოთ რომ სასწორი ხართ ან თხის რქა, მაგრამ ლილიტის ცოდნის გარეშე ნახევარ ცხოვრებისეულ სიტუაციებს გაუცნობეირებლად შეეჯახებით და ნაწილობრივი ალბათობით გაგიჭირდებათ გამკლავება. ამიტომ ის აუცილებლად გაიგეთ. მაშ ასე, ლილიტი მორიელში შეიძლება ყავდეს მზით თევზსაც, მზით კუროსაც და თავად მზით მორიელსაც. ნებისმიერ მზის ნიშანი შეიძლება იყოს მორიელით ძლიერად მართული, ამიტომ ძალიან არასწორია ის გავრცელებული წარმოდგენა რომ ადამიანი მხოლოდ ერთი ნიშანია. რას ნიშნავს ლილიტი მორიელში. ესაა მორიელის ყველა თვისება თქვენში და ყველა გამოვლენილი მძაფრად და ძლიერად. შეიძლება არ აღიარებდეთ და ვერ ხედავდეთ, მაგრამ გაუცნობეირებლად თქვენს რეაქციებში ის მოქმედებს.

ლილიტი მორიელები ნეგატიური ენერგიის მაგნიტები არიან. დაბალი განვითარების შემთხვევაში ადამიანი განწირულია მავნე მეგობრების ზეგავლენისთვის, ეჭვიანობის და მანიპულატორობისკენ მიდრეკილობისთვის, ემოციური ტრამვისას ძლიერი დათრგუნვის და ხანგძლივი დეპრესიისთვის და აქედან გამომდინარე, თუ მას გაუჭრდა ნეგატივთან მარტო გამკლავება შეიძლება სასმელს ან რამე მიჯაჭვულობაში შეაფაროს თავი. სტატისტიკურად როცა ლილიტის რთულ მდგომარეობას ვერ უმკლავდება ადამიანი, მაშინ ცდილობს ის „გაქცევას“. გარეგნულად ამ ასპექტის ადამიანი შეიძლება ძალიან თბილ და კეთილ არსებად მოგეჩვენოთ და შეიძლება ეს ასეც იყოს და ასეც სურდეს, მაგრამ ლილიტი თუნდაც არ ჩანდეს, ის თუ არ დაინახე და ურთიერთობა არ ისწავლე, შინაგანდ ანადგურებს ადამიანს. ლილიტი მორიელის ასპექტიანი ბავშობაში შეიძლება უხეში მოპყრობის მსხვერპლი იყოს და თუ არა, შეიძლება თავად იწვევდეს ამას, რადგან ლილიტი შიგნიდან მოქმედებს, ლილიტის ეს მდგომარეობა ადამიანში მცხოვრებ დემონს გავს, რომელიც აიძულებს მას მასთან ნეგატივი მიიზიდოს ან თავად მიეზიდოს მას. თუმცა თუ მან გააცნობიერა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და თავის თავსი ტრანსფორმაცია მოახდინა მისი ცხოვრება ბევრად შეიცვლება, ხოლო თუ ვერა, ის მუდამ იქნება გაუცნობეირებელი მსხვერპლიც და მოძალადეც. ის დატანჯავს ახლობლებს ისე რომ ვერ მიხვდება ამას და რაც მთავარია თავად მისი ტანჯვა ნებისმიერი ურთიერთობის დასრულების შემდეგ გაგრძელდება, რადგან მთავარი მიზეზი მასშივეა.

მუქ ფერებში აღწერა კი დავიწყე, თუმცა თუ ადამიანმა მოახერხა ამ გავლენის გაცნობეირება და მისი მართვის სწავლა ის უკვე ამ პროცესში იმდენ ფსიქოლოგიურ ფაქტორს შეიცნობს, თავად შეძლებს მართვას და გახდება სხვების მკურნალი და დამხმარე.

მაშ, როდის უნდა ამოვიცნოთ რომ ლილიტი ამოქმედდა?

ლილიტი მოქმედებს როცა თქვენ ნებისმერ ნეგატიურ ემოციასთან გაქვთ შეხება და მის თქვენში გაძლიერებას გრძნობთ. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი..
მაგალითად წყენა - წყენას ზოგიერთი ნიშანი მარტივად ივიწყებს, მაგალითად ვერძი წამიერად აფეთქდება და დაიყვირებს, მაგრამ არ იმახსოვრებს არაფერს. ტყუპები თუ დიკუსიაში შემოვიდა ის მხოლოდ დისკუსიაში შემოვა და გართულებულ მდგომარეობას ხუმრობით გაახალისებს, სასწორი მოწოდებით ბალანსირებულია და ის კონფლიქტისკენ არც წაიყვანს მდგომარეობას, ხოლო მორიელი, მორიელი ეს წყენის და ბოღმის გულში ცადების და შურისძიების მეფეა. მორიელი ეს ისაა ვინც არ პატიობს წყენას და შეუძლია წლები ახსოვდეს ის რაც აკადრეს, მე მომისმენია მორიელი ოცდახუთი წლის წინადელ წყენას როგორ აყვედრიდა მეორე ადამიანს. მორიელმა თუ წყენა დაიმახსოვრა, დროსთან ერთად ის მას გაზრდის, მუდამ თან ატარებს და სწორედ მაშინ წამოაძახებს მაწყენარს როცა მეორეს აღარც ემხსოვრება და წამოაძახებს არა მხოლოდ ინფომაციული შეხსენებით, არამედ წყენის მთელი სიმძაფრით. და თქვენ თუ ლილიტ მორიელში გყავთ ეს თქვსება პოტენციურად თქვენშიცაა და როგორც მიხვდით პატიება აუცილებლად უნდა ისწავლოთ. გყავდეს ლილიტი მორიელში და პატიების უნარი არ გქონდეს გამომუშავებული, ნიშნავს რომ მთელი ცხოვრება ყველა წყენა თქვენთვის ძაფის გორგალივით დაიხვევა და დიდ აბრუდულ გაურგებარ ნეგატიურ ენერგიად იქცევა და თქვენვე, ჯერ ენერგეტიკულად, შემდეგ ფსიქოლოგიურად და გარემო სამყაროში ურთიერთობების გაფუჭებით გაგანადგურებთ. თქვენში ცხოვრობს ენერგია, რომელიც მზადაა ნებისმერი უმნიშვნელო წყენა კატასტროფად გიქციოთ ჯაჭვური რეაქციით. მაგრამ ის მხოლოდ თქვენშია, თქვენ მას მხოლოდ ატარებთ, ხოლო თქვენ მასზე მაღლა თუ დადგებით, თავისუფალი ინტერპრეტაციით შეიძლიათ სასრგებლოდაც მართოთ.

47453925 341488633098003 1452557943802167296 nმაგალითად ეჭვიანობა - მორიელი ასევე ცნობილია ეჭვიანობით. საუბარია არა იმ ეჭვიანობაზე, ცოლზე ან ქმარზე რომ მას ღალატობენ, არა ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, ის ეჭვიანობს ყველაზე და ყველაფერზე, მან შეიძლება იეჭვიანოს რომ სამსახურში მის ზურგსუკან რაღაცას ხლართავენ, შეიძლება იეჭვიანოს და სხვას დასწამოს რაღაც რაც მას არც გაუფიქრია, ის ეჭვიანობს შვილზე, ეჭვიანობს მეგობრებზე, ეჭვიანობს ყოველთვის რაღაც ცუდზე და ხშირად მისი ეჭვიანობაზე დაყრდნობილი ვარაუდები მცდარია. ეს ხდება მანამ სანამ მორიელი თავის ეჭვიანობას არ გააცნობეირებს და კრიტიკულ აზროვნებას არ გამოიმშავებს თავისი გონებაში გაჩენილი ეჭვების მიმართ. ასე მუშაობს ლილიტი მორიელში რუკაში, თუ ის ადამიანს ყავს, ის ეჭვიანობის თვისებას აძლიერებს და თუ ადამიანი მას აყვა, ეჭვიანობა შეიძლება ავადმყოფობამდე მივიდეს და ახლობლებიც და საკუთარი თავიც, ეჭვიანობის აყოლის შემთხვევაში დააზიანოს, მოაწყოს სრულიად უმიზეზოდ ეჭვიანობის სცენები და თავადვე ბაიტანჯოს ეჭვიანობის ფიქრებით. მაშ ასე, ლილიტი მორიელში ეს ეჭვიანობის დემონიცაა, მაშინ როცა არაფერია საეჭვიანო ის ადამიანს ბნელ ფიქრებს უჩენს. თქვენს ფანტაზიას მივანდობ თუ რა დაემართება ადამიანს რომელიც ეჭვიანობას ვერ აკონტროლებს, ყველაფერი ცუდი. მორიელის ეჭვიანოაბს არაფერი აქვს საერთო წინდახედულებასა და სიფღხილესთან, არც ინტუიციასთან. ეჭვიანობის ამ მიმართულებებს თუ აღმოაჩენთ მოსალოცად გექნებათ ამბავი. თქვენ ნდობის სწავლას დაიწყებთ და სულიერი სიმშვიდის მოპოვებისკენ დიდ ნაბიჯებს გადადგამთ.

მაგალითი დეპრესია - როგორც ვიცი დეპრესიას სამედიცინო განმარტება აქვს, თუმცა აქ ვიგულისხმებ ადამიანის განმარტოებულ მდგომარეობას როცა ის ბნელ ემოციებს და ფიქრებს ყავს მოცული და სინათლეს ვეღარ ხედავს. ყველას ემართება რაღაც ცხოვრებაში, ყველას ოჯახში და ცხოვრებაში ხდება ტრაგედიები და მოვლენები რაც გვასევდიანებს, მაგრამ ლილიტი მორიელი ემოციურ ტრამვას და ნეგატიურ მდგომარეობას თავის თავში აათმაგებს. ეს ენერგია ხარბი მონსტრია რომელიც თქვენი სასიცოცხლო ენერგიით იკვებება და ამას აკეთებს მაშინ როცა დეპრესიაში ხართ. ის ყველაფერს კიდევ უფრო ამუქებს და ამძიმებს. ლილიტი მორიელის ასპექტის ადამიანის დეპრესიაში ჩავარდნის შემთხვევაში ის ობობის ქსელში მოქცეულ მწერს ემსგავსება, საიდანაც მისი გაშვება სულაც არ უნდათ და არ ეჩქარებათ. ამ დროსაც შეიძლება გაჩნდეს სასმელისადმი მდირეკილება და გათიშვის მოტხოვნილება და შესაბამისად ამ გაქცევის საშუალებაზე მიჯაჭვა, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ და თავადე მალევე თავს უშველოთ. როგორც შექსპირმა თქვა „ზედმეტი გლოვით ღმერთს აწყენინებ“. რაც არ უნდა მხოდეს ცხოვრებაში ეს მხოლოდ განსაცდელია, გ-ა-ნ-ს-ა-ც-დ-ე-ლ-ი , ის რაც უნდა განიცადო და გაუშვა და ცხოვრება გააგრძელო. არ უნდა მისცეთ თავს უფლება ღრმა ნეგატიურ ემოციებში ჩაეფლოთ და დაიკარგოთ. თქვენ შეიძლება სული დაკარგოთ და ცოცხლად მოკვდეთ თუ ხანგრძლივად დანებდებით ცუდ ფიქრებს და ემოციებს. განსაკუთრებით თუ ლილიტის ეს ასპექტი გყავთ, თქვენს თავს უნდა გაუფღხილდეთ, ოპტიმიზმი მოიმარაგოთ, ადამიანებთან კონტაქტები არ დაკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ რომ ნებისმერი დეპრესია დროებითი ბნელი ღრუბელია გონების ცაზე და ის გადავა და რაც მტავარია თქვენზეა დამოკიდებული ეს რამდენად სწრაფად მოხდება. შეიძლება წლები და ათწლეულები ტანჯავდეს ლილიტი მორიელის აპექტი ადამიანს თუ ის მას ვერ აცნობეირებს და ამიტომ, ყოველ ფიქრს, ყოველ ემოციას, ყოველ მოვლენას უნდა დაუკვრიდეთ და გამოიკვლიოთ და ისწავლოთ როგორ უნდა მართოთ ის.

ლილიტი მორიელს ასევე შავ მაგიას და სიკვდილის თემას უკვაშირებენ, თუმცა ეს ძალიან ვრცელი თემებიაა და მაგიაზე წერა, მის ახსნას, მაგალითებს, კარმის მუშაობას და ბევრი პრინციპის აღწერას საჭიროებს, რისგანაც ახლა თავს შევიკავებ. ზემოთ მოყვანილი სამი მაგალითი გათვალისწინებით, ადამიანმა კარგად უნდა გააცნობეიროს რომ მას თვითდისწიპლინა, განვითარება და სულიერი სიჯანსაღისკენ სვლა მოეთხოვება, თუ არადა დაიღუპება, ადამიანური დაღუპვის რომელიმე ფორმაში, მან თუშინაგანი ნეგატიური ენერგიის ნაკადის ტრანფორმირება არ შეძლო, ეს ენერგია აუცილებლად პოვებს გარესამყაროს ფორმებში გამოვლენის საშუალებას, რადგან რაც შიგნითაა ის გარეთაცაა.
ლილიტი მორიელი, ესაა მორიელი თავისი ნეგატიური გამოვლინებებით. მაგრამ ეს არაა განაჩენი და ეს არაა ის ვინცა ადამიანი. ეს მხოლოდ ერთი ენერგიაა რომელიც ჩვენში მოქმედებს და რომლის გაცნობეირების და მართვის სწავლის შემტხვევაში ძალაც და სიბრძნეც მოგვემატება და ცხოვრებას მეტად დადებითი გზებით წავიყვანთ.

მსგავსი სტატიები

სავსე მთვარე


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა,...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (I ნაწილი)


ნაწილი პირველი ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ...

მზე/მთვარის დაბნელება


„მზის დაბნელება/ახალმთვარეობა“ სტატიის ავტორი:გიორგი ლობჯანიძე ...

არქტურუსი


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

დირექტული პლუტონი - „მენტალური განვითარება“


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, ხვალ მეტად მნიშვნელოვანი მოვლე...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (III ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული სტატიის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ ასტროლოგ...

რეტროგრადული პლანეტები


მთარგმნელი: თამთა ბურდული რეტროგრადული პლანეტების კარმული მნიშვნ...

ახერნარი - Achernar


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff