რეკომენდაციები მზით თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე თუ თქვენ ხართ დაბადებული 20 თებერვლიდან 20 მარტის შუალედში, მაშინ თქვენ თევ...

ავტორი: ანა თოფურიძე

41636699 543698816082794 6533575323794014208 nთუ თქვენ ხართ დაბადებული 20 თებერვლიდან 20 მარტის შუალედში, მაშინ თქვენ თევზის ნიშნის ქვეშ ხართ. ეს ნიშნავს რომ თქვენი ხასიათი უმეტეს წილად თევზის მახასიათებელია. თქვენ ხართ მშვიდი, წყნარი, ბავშობაში იყავით მორცხვი, თქვენ უთანაგრძნობთ მთელს სამყაროს, მზად ხართ ყველას გაუნაწილოთ თქვენი მზრუნველობა და სითბო, ხართ მეოცნებე და იდეალისტი, გჯერათ სიკეთის და ვერ იჯერებთ რომ ადამიანი შეიძლება ბოროტი იყოს. გაქვთ უსაზღვრო ფანტაზია და ზოგჯერ ეს თქვენი ნიჭი თქვენვე გაზიანებთ რადგან თქვენი ოცნებით შექმნილ რეალობას უფრო იჯერებთ, ვიდრე ნამდვილ რეალობას, თქვენ თავს მუდამ უკან აყენებთ, ყოველთვის უთმობთ სხვას თქვენს ადგილს და ეს დიდსულოვნება გგონიათ თუმცა შესაძლოა შენიღბული შიშიც იყოს.

მართალია ბავშობიდან ვკითხულობდი ასტროლოგიაზე წიგნებს, მაგრამ ცოტა ხანია გავაცნობიერე თუ როგორ მოქმედებენ პლანეტები ადამიანის ქვეცნობიერზე და რას ნიშნავს ეს ყველაფერი.

ჩემს თავზე დაკვირვებით და ასევე სხვა ჩემივე ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებთან საუბრებით შევაგროვე დასკვნები და მინდა დავწერო, რომ სხვებმა გაითვალისწინონ და ცხოვრებაში არ გაეხვნენ იმ დაპროგრამებულ სიტუაციაში რაც თევზებს ემართებათხოლმე:

1. დაიმახსოვრეთ, რომ არიან ადამიანები ვისაც სჭირდებათ თქვენი დახმარება და არიან ვისაც სურთ თქვენი გამოყენება. ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა. თევზები მიდრეკილები არიან სხვებზე ზრუნვისკენ და ამიტომ ხშირად არასწორ არჩევანს აკეთებენ. ნუ გაიღებთ ბევრ ენერგიას, ნუ იმოქმედებთ სხვისთვის სანამ კარგად არ ჩამოყალიბდებით თქვენთან თხოვნით მოსული რომელ კატეგორიაშია.

2. პატიების უნარი მშვენიერი თვისებაა, მაგრამ არა თევზებისთვის. თევზებს შეუძლიათ ათჯერ აპატიონ და ბოროტმა ადამიანმა მეთერტმეტეჯერ ისევ ცუდი გაუკეთოს დამთმობ მზრუნველ თევზს. ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იქნება, ერთზე მეტჯერ ნურავის ნურაფერს აპატიებთ, ერთხელ შეიძლება შეცდომა დაუშვას ადამიანმა, მაგრამ მეორედ უკვე გაცნობიერებული საქციელია. ნურავის აპატიებთ ორჯერ თქვენდამი უპატივცემულობას, დაშორდით ასეთ ადამიანს და ტყუილად თავს ნუღარ დაიტანჯავთ.

3. უფრთხილდით რელიგიას, თევზები რელიგიური ნიშანია, მისთვის სულიერი სამყარო და სამყაროს გონთან კავშირის მისწრაფება ჰაერივით ბუნებრივია, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ რომ ფანატიზმში არ გადაგივიდეთ ეს ყველაფერი. ნუ დაიჯერებთ ბრმად ყველაფერს რასაც სასულიერო პირებისგან მოისმენთ, იქონიეთ კირტიკული აზროვნება, დასვით მუდამ კითხვები და განიხილეთ ალტერნატიურლი ვარიანტებიც.

4. იყავით თამამები და ყოველთვის თქვით რასაც ფიქრობთ. რადგან თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია, ის თავს ბოლო ადგილზე აყენებსხოლმე სრულიად უსამართლოდ ექცევა თავის თავს. ხშირ შემთხვევაში ის რაც თევზებმა ინტუიციით იციან, სხვებმა არ იციან, მაგრამ მათ უჭირთ ამის ხმამაღლა თქმა და აზრის დაფიქსირება. ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, თქვენ უნიკალური ხართ, თქვენი სამყაროს აღქმა მშვენიერია და ყოველთვის გამოხატეთ, თუ არა სიტყვებით, მაშინ მხატვრობით, წერით, მუსიკით. თქვენ ბოლომდე უნდა თქვათ ყოველთვის რასაც ფიქრობთ და ნუ მოგერიდებათ ნურავის.

5. არსებობენ ბოროტი, მანიპულატორი, ეგოისტი და შურიანი ადამიანები! ეს თქვენს თავს იმდენჯერ გაუმეორეთ სანამ არ დაიმახსოვრებთ. ნუ გგონიათ რომ ყველა თქვენსავით კეთილია. არსებობს ძალიან ბევრი შენიღბული მანიპულატორი ვინც სიამოვნებით იყენებს თქვენს გულუბრყვილობას და ნდობას. თუმცა თქვენ ინტუიციით ყოველთვის შეგიძლიათ ცუდის ამოცნობა, მაგრამ შინაგან ხმას არ უსმენთ და თანაგრძნობის თანდაყოლი უნარს და ემოციებს ნუ მისცემთ უფლებას რეალობის აღქმა დაამახინჯოს, თქვენი ინტუიცია ყოველთვის მართალია. თუ ვინმესთან დისკომფორტს გრძნობთ აუცილებლად ეცადეთ მისი რეალური სახე დაინახოთ და დაიცვათ თქვენი თავი მომავალი უსიამოვნო მოვლენებისგან, რადგან თქვენი არჩევანია ვისთან იმეგობრებთ.

6. თავს ნურავის დააჩაგვრინებთ. ბევრი ნიშანია რომელიც თევზებზე ძლიერია ენრგეტიკულად და მათ შეიძლება თქვენი დაჩაგვრა სიამოვნებდეთ. მორიელი, ვერძი და სხვა... ადამიანებს სიამოვნებით როცა თავს ძლიერად გრძნობენ და ამისთვის იყენებენ არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ უპირატესობებსაც. თევზები კარგი მსხვერპლია ეგოისტი და მანიპულატორებისთვის, მაგრამ თუ ამას გააცნობიერებთ უბრალოდ ენერგია აღარ მისცეთ არანაირი ფორმით მათ ვინც დისკომფორტს გიქმნით. თევზებზე ცუდად მოქმედებენ უხეში და პირდაპირი ცეცხლის ნიშნები რომელთაც თევზების ნაზ სამყაროზე წარმოდგენაც არ აქვთ. მიუხედავად იმისა რომ ქვეცნობიერად თვლით რომ თავი სხვებზე უკან უნდა დააყენოთ, იცოდეთ რომ მთავარი თქვენს ცხოვრებაში თქვენ თავად ხართ და თქვენ ხართ პირველ რიგში ის ადამიანი ვისზეც უნდა იზრუნოთ და ვისი ინტერსებიც უნდა დაიცვათ.

7. ნუ შეიცოდებთ ყველას ვინც გაჭირვებულია და პრობლემები აქვს. ყველა ადამიანი თავად ქმნის თავის ცხოვრებას და თუ ვიღაც თავს ცუდად გრძნობს ეს მისი გამოცდილებაა და თქვენ, მიუხედავად უსაზღვრო სურვილისა მთელი დედამიწა ჩაიხუტოთ და თქვენი მზრუნველობა მისცეთ, თავი შორს უნდა დაიჭიროთ ზოგჯერ. სხვის პრობლემების მოგვარებას თქვენს თავზე ნუ აიღებთ, ნუ განიციდით ზედმეტად, ეცადეთ საღი გონებით შეაფასოთ მოვლენები და არა ემოციებში ჩაეფლათ. სხვისი თანაგრძნობით უამრავ ენერგიას კარგავთ და რეალურად ვერ ეხმარებით და საქმეს ვერ აკეთებთ. თევზები იმდენად მიდრეკილნი არიან ემოციური დახმარებისკენ რომ ზოგჯერ შეიძლება ეს სრულიად უსარგებლო ენერგიის კარგვა იყოს.

8. განთავისუფლდით დანაშაულის გრძნობისგან! თქვენ არაფერში არ ხართ დამნაშავე, ყოველთვის კრიტიკუალდ მიუდექით მოვლენებს როდესაც ვინმე რაიმეში გადანაშაულებს, გახსოვდეთ რომ ეს თევზებისთვის ერთ-ერთი ხაფანგია და თანდაყოლილია საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა და დანაშაულის შეგიძნება. ამის შესახებ უფრო კარგად წაიკითხავთ აქ:

9. ისწავლეთ რეალობის დანახვა და იდეალისტურ და მეოცნებე გონებას ნუ მისცემთ უფლებას ლამაზი გარემო დაინახოს იქ სადაც ის არ არის ან კეთილი ადამიანი იქ სადაც ის არ არის. თევზები მეოცნებეობისკენ ვართ მიდრეკილები და ხშირად ვხვდებით ჩვენთვის საზიანო და სხვებისთვის სასაცილო მდგომარეობაში ჩვენი გულუბრყვილობის გამო. ისწავლეთ მიწაზე მყარად დგომა და რეალობასთან გამკლავება, თქვენი უსაზღვრო ფანტაზია და ემოციები კი სჯობს ხელოვნებაში გადაიტანოთ. იმეგობრეთ და უსმინეთ მიწის ნიშნებს, ისინი ცხოვრებას მეტად პრაქტიკული კუთხით ხედავენ და შეგავსებენ თვისებებით რომელიც სრულყოფილად ცხოვების გავლისთვის გჭირდებათ.

10. დაივიწყეთ რომ თევზები ხართ და დაივიწყეთ ყველაფერი რაც ზევით წაიკითხეთ! თქვენ უდიდესი შინაგანი პოტენციალი მფლობელი ხართ და თქვენშია პლანეტებიც, გალაქტიკებიცც და ყველაფერი რასაც კი გარე სამყაროში ხედავთ და რაც კი გიფიქრიათ, თქვენშია ღმერთი და ყველა ანგელოზი. შეიცანით ტქვენი თავი ბოლომდე და იყავით ვინც ხართ. თევზების ზოდიქო მხოლოდ პლანეტების გავლენაა ადამიანის ქვეცნობიერზე და არა თავად ადამიანი, შეიცანით ტქვენი თავიდა იყავით სამყარო. თქვენ ხართ სული რომელიც დედამიწაზე დროებითაა მოსული ადამიანის სხეულში და უნდა გაიხსენოთ ბოლომდე ვინ ხართ, ყველაფერი დროებითია, ფიზიკური სხეული, მატერიალური ფუფუნება და ასევე პლანეტების გავლენებიც. როდესაც ბოლომდე შეიცნობთ ვინ ხართ ყველაფრისგან განთავისუფლდებით

"შეიცანი ჭეშმარიტება და ის გაგანთავისუფლებთ თქვენ" – ქრისტე

 

მსგავსი სტატიები

არქტურუსი


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

პირადი რუქა


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ხშირად დასმული კითხვები პირად ასტროლოგიურ...

ასტროლოგიის გზამკვლევი


ავტორი: იოანე შენგელია არსებობს ინფორმაციის სიმრავლე, და არსებობს ...

თხის რქა


მოამზადა ქეთი ოდიშელმა (omnia) წყარო თხა უხვი სასიცოცხლო ძალები...

სასწორი, მშვილდოსანი, მერწყული მოკლე მიმოხილვა


მოამზადა: ქეთი ოდიშელმა (omnia) სასწორი წყარო სასწორის მფლობელი ...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ და არსობრივად წ...

ლილიტი მორიელში


ავტორი: ანა თოფურიძე ასტროლოგიის შესახებ მრავალი დისკუსია იმართე...

მთვარის კვანძები სინასტრიაში


მთარგმნელი: თამთა ბურდული წყარო აღმავალი კვანძი, იგივე რაჰუ (ვე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff