სასწორი, მშვილდოსანი, მერწყული მოკლე მიმოხილვა

Admin
ასტროლოგია
0
0

მოამზადა: ქეთი ოდიშელმა (omnia) სასწორი წყარო სასწორის მფლობელი ღმერთი ანუბისი (სულთა წინამძღო...

მოამზადა: ქეთი ოდიშელმა (omnia)

სასწორი

წყარო

სასწორის მფლობელი ღმერთი ანუბისი (სულთა წინამძღოლი)
სასწორი - მეშვიდე ასტროლოგიური ნიშანია. ის არის ერთადერთი ნიშანი 12 ზოდიაქოს ნიშანთაგან (საგანი) რომელიც არ წარმოადგენს არც ადამიანს, არც ცხოველს.

 libraსასწორი წარმოადგენს ბალანსის, სამართლიანობისა და ჰარმონიის სიმბოლოს.ეგვიპტურ მითოლოგიაში სამართლიანობის სიმბოლოს- სასწორს ფლობდა ღმერთი ანუბისი (სულთა წინამძღოლი).

მას ქონდა ტურას თავი, ის ანაწილებდა გარდაცვლილთა სულებს მიწისქვეშეთის სამეფოში და აკონტროლებდა მათ (თავიანთი ცხოვრებიდან გამომდინარე, ვინც რა დაიმსახურა იმას იღებდა).
აღმოჩენილია ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოვებით 1500 წლის წინანდელი ანისის პაპირუსი, რომელზეც ასახულია სასამართლოს სცენა - ანუბისი დგას დიდ სასწორთან, რომლითაც წონიან გარდაცვლილის გულს.

  ერთ პინაზე მოთავსებულია გული, მეორეზე ჭეშმარიტება, რომლის სიმბოლოსაც წარმოადგენდა ბუმბული.ამ სურათზე პინები გათანაბრებულია. ეგვიპტელებს სჯეროდათ,რომ ადამიანს აქვს უფლება მეორე სიცოცხლის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის გული (იგივე სული) და ჭეშმარიტება-ბუმბული წონასწორობაშია.სამართლიანობის სიმბოლო - თვალახვეული ქალი სასწორით ხელში ამბობს: ყველა მიიღებს დამსახურებისამებრ!

 ბერძნულ მითოლოგიაში სამართლიანობის ქალღმერთი იყო თემიდა (Astraea-ს დედა). თემიდა და ასტრეა (უმანკოების სიმბოლო), ცაზე წარმოდგენილი არიან სასწორის და ქალწულის თანავარსკვლავედით.

ლეგენდის თანახმად, როდესაც კაცობრიობას (ან მის ერთერთ რასას) დაუდგება „ოქროს ხანა“(ღმერთების და ადამიანების ჰარმონიული თანაცხვოვრება) დედამიწას დაბრუნდებიან თემიდა და მისი ქალიშვილი ასტრეა.

 

საიდან მოდის მშვილდოსნის თანავარსკვლავედის ისტორია?

წყარო #2

კენტავრი - ნახევრად ადამიანი, ნახევრად ცხენი. ერთადერთი ზოდიაქო, რომელშიც ერთიანდება ცხოველი და ადამიანი.

მშვილდოსანი, ეს არ არის ჩვეულებრივი კენტავრი, ეს არის დიადი, ბრძენი ქირონი, (ღვთაება სატურნის შვილი). ქირონი იყო ღმერთთა და ადამიანთა მეგობარი და ერთგული პირი.
ღმერთებმა ასწავლეს ქირონს, წამლობა (მკურნალობა), ნადირობა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და რაც მთავარია მომავლის განჭვრეტა! დროთა განმავლობაში ქირონი თავად გახდა საუკეთესო მასწავლებელი. მის მოსწავლეები იყვნენ: იაზონი, კასტორი, აქილევსი, ჰერკულესი.

ერთხელ, როდესაც ჰერკულესი (ჰერაკლე) ნადირობდა ტახზე, მისმა მოწამლულმა ისარმა შემთხვევით ქირონი მუხლში დაჭრა, საშინელი ტკივილი აგიჟებდა დაჭრილს, ტანჯვას დასასრული არ უჩანდა, ის ხომ უკვდავი იყო...

ჰერაკლე შეპირდა ქირონს წამლის პოვნას (სიკვდილით შვება) . თავის მოგზაურობისას ის გადააწყდა პრომეთეს სამუდამოდ მიჯაჭვულს კლდეზე, არწივი კორტნიდა მის ღვიძლს.
უზენაესმა ღმერთმა-იუპიტერმა დაწყევლა იგი, საუკუნო ტანჯვა გაგრძელდებოდა ზუსტად იქამდე, სანამ ვინმე თავისი ნებით არ შეენაცვლებოდა. ტკივილისგან გატანჯულმა ქირონმა შეანაცვლა პრომეთე (ამგვარად იპოვა თავის წამალი), ის მოკვდავი გახდა და მალე გარდაიცვალა კიდეც. აი ჰერაკლემ კი ამ გზით პრომეთეც იხსნა.
ქირონის სიკვდილის შემდეგ იუპიტერმა მადლიერების გამო დააჯილდოვა ქირონი და მისი სიმბოლო - მამაცი კენტავრი ცაზე მოათავსა ვარსკვლავებთან ერთად....

ამგვარად გაჩნდა მშვილდოსნის თანავარსკვლავედი

sagittarius.

 

მერწყულის თანავარსკვლავედი

წყარო #3

ადამიანი, რომელიც ჭურჭლიდან ასხავს წყალს ( ზოგიერთ წყაროში მერწყული ორი ჭურჭლით გამოისახება, რომელიც სხვადსხვა მხარეს ასხავს წყალს)

ბერძნულად -ჰიდროჰოს

რომაულად- აკუარიუს

არაბულად- საკიბ-ალ-მა

ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშანი.

ერთადერთი სიმბოლო 12 ნიშანთაგან, რომელსაც ქმნის ადამიანი და ნივთი (არასულიერი საგანი).

მერწყულის პირველი სიმბოლიკა მოდის ეგვიპტის და ბაბილონის მითებიდან. ეგვიპტეში იყო ასეთი მერწყული ღმერთი (Хэп) ხეპი. რომელიც ასოცირდებოდა მდინარე ნილოსთან, ხეპი ატარებდა ორ ჭურჭელს და თითოეული ჭურჭლიდან მომდინარი წყალი ასოცირებოდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ნილოსთან.

aquarius

ეს ღვთაება ითვლებოდა სიცოცხლის მცველად, სიცოცხლის წყაროდ. არ იარსებებდა არანაირი ცოცხალი არსება ხეპის წყლის გარეშე. სწორედ ხეპს შესთხოვდნენ ძველად ფარაონები ნილოსის ადიდებას (გრაგნილს აგდებდნენ ნილოსში სადაც იყო ბრძანება/თხოვნა, ნილოსის ადიდების შესახებ) ძველბერძნულ ლიტერატურაში მერწყულს ხანადხან უკავშირებდნენ იუპიტერს, რადგან თვლიდნენ, რომ მისი ნებით მოდიოდა ციდან წყალი მიწაზე.

მერწყულთან ასოცირდება ასევე დევკალიონი (Deucalion) ერთადერთი კაცი, რომელიც გადაურჩა ყველაზე დიდ წყალდლდიდობას დედამიწაზე. დედამიწის შექმნამდე ღმერთების და ადამიანების თანაცხოვრება ჰარმონიული იყო. მიწა თვითონ იძლეოდა მოსავალს, არ იყო საჭირო ამისთვის შრომა. ნაკადულებად მოედინებოდა ღვინო და თაფლი, მაგრამ პანდორამ გახსნა აკრძალული „სირცხვილის ყუთი“ და ადამიანებს თავს დაატყდათ უბედურება და სნეულება.

იუპიტერმა სამყაროს გადახედა, გადაწყვიტა დედამიწა უღირსი ადამიანებისგან გაენთავისუფლებინა და ის დაესახლებინა კაცობრიობის ახალი ღირსეული რასით, მან ძმის - პოსეიდონის დახმარებით დედამიწას მოუვლინა წარღვნა (წმენდა,ქაოსით-გადარჩევა) გადარჩა მხოლოდ ორი ადამიანი Deucalion და მისი მეუღლე -Pyrrha.

დეუკალიონმა და პირამ თავშესაფარი იპოვეს პარნასის მთაზე, როდესაც იუპიტერმა მათი სანიმუშო ურთიერთდამოკიდებულება დაინახა, შეაჩერა წყლის დინება და მიწა გააშრო, წაიყვანა და უბრძანა დევკალიონს და პირას შემობრუნების გარეშე ,ზურგს უკან ესროლათ ქვები. ცოლ-ქმარმა მისი ბრძანება შეასრულა, ყოველი გადაგდებული ქვა კაცად იქცეოდა, ხოლო პირას მიერ გადაგდებული ქვა -ქალად. ასე გაჩნდა მიწაზე წარღვნის მერე ახალი რასა, დევკალიონი ითვლება ამ რასის მამად და პირველი მერწყულის სიმბოლოდ.

შუმერულ წყაროებში ტიგროსის და ევფრატის მდინარეები გამოსახავდნენ სწორედ მერწყულის ჭურჭლიდან გადმოღვრილ წყალს. შუმერების მე11 თვეს ერქვა - წარღვნის (დიდი წყალდიდობის) თვე. ასევე შუმერების წარმოდგენით მერწყულის თანავარსკვლავედი "ზეციური ზღვის“ ცენტრში მდებარეობდა და შესაბამისად მისი წლის ყველაზე წვიმიან სეზონს ემთხვეოდა. მერწყული განასახიერებდა ღვთაებას, რომელიც წარღვნის მაუწყებელი იყო ხალხისთვის. შუმერების ეს ლეგენდა ნოეს კიდობნის ბიბლიური თქმულების მსგავსია.

მსგავსი სტატიები

ახერნარი - Achernar


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი (II ნაწილი)


ავტორი: მამუკა გურული მეორე ნაწილი სტატიის პირველ ნაწილში ვისაუ...

დირექტული პლუტონი - „მენტალური განვითარება“


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, ხვალ მეტად მნიშვნელოვანი მოვლე...

სირიუსი - დიდი ქოფაკი.


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ასტროლოგიის ანბანი - 
სტიქიები და ჯვრები


ავტორი: იოანე შენგელია შესავალი მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო რა...

პირადი რუქა


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ხშირად დასმული კითხვები პირად ასტროლოგიურ...

არქტურუსი


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ლილითი მერწყულში


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით მეგობრებო, მიმდინარე პერიო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff